შემთხვევითობა არ არსებობს (4)
დილით ბედნიერმა გაიღვიძა. მისთვის არც ეს ღამე იყო პირველი, მაგრამ რატომღაც ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო. გეგა მისთვის უფრო ბევრს ნიშნავდა, ვიდრე ერთი ღამის ბიჭი, რომელიც მარიამს ბევრი ჰყავდა. მართალია, მას კარგად არ იცნ0ობდა, მაგრამ უკვე დარწმუნდა, რომ ამ ბიჭის მიმართ საოცარი სიმპათია გააჩნია. როდესაც თვალები გაახილა მძინარე გეგა დაინახა და გული სიხარულით აევსო. ძალიან უნდოდა ის ტუჩები მოეჭამა და ისე გაეღვიძებინა. ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ბიჭისკენ გადაბრუნდა. მარიამი ჯერ აწვალებდა. ტუჩები ახლოს მიიტანა მის ტუჩებთან და ძალიან ნელა და ოდნავ შეახო მის ტუჩებს. მერე კი ვეღარ მოითმინა და ქვედა ტუჩზე ოდნა მოსდო კბილები, მაგრამ ბიჭს რეაქცია არ ჰქონია. იფიქრა ალბათ ღრმა ძილი იცისო და კიდევ აპირებდა „წვალების“ გაგრძელებას, როცა უეცრად გეგამ თვალები გაახილა და გოგონას წამის მეასედში მოექცა ზემოდან. -ახლა დაისჯები.-უთხრა ძილისგან დაბოხებული ხმით და მარიამს გააზრებაც არ დააცადა, ისე დაეტაკა ტუჩებზე. კოცნიდა ნაზად, მაგრამ საოცრად ვნებიანად. რაც მარიამს უფრო აგიჟებდა. როცა ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ გოგონა სწრაფად მოშორდა ბიჭს და უთხრა. -გადი ჩემი ოთახიდან.-უთხრა მკაცრად. გეგა არ მოელოდა მარიამისგან ამ სიტყვებს. კისერზე ძარღვები დაებერა. არ ეგონა, რომ მარიამისთვის მხოლოდ ერთი ღამის ბიჭი ყოფილიყო.-რა იყო როგორ იყურები? უნდა ჩავიცვა და გადი რა ჩემი ოთახიდან.-უთხრა ეშმაკური სიცილით და ბიჭის სახე, რომ დაინახა სიცილი ვეღარ შეიკავა. გეგაც მიხვდა მის „ხუმრობას“ და წარბაწეულმა გახედა სახეზე ღიმილშეყინულ მარიამს. -ასე აღარ იხუმრო. -უთხრა სერიოზულად.-მაგრამ რადგანაც გუშინ კარგი გოგო იყავი გაპატიებ და ნებას დაგრთავ მაკოცო.-უთხრა და თვალებდახუჭულმა გამოწია წინ ტუჩები, რითაც ანიშნა მაკოცეო. მარიამს ღიმილი შეეპარა სახეზე და ეშმაკური იდეა მოუვიდა თავში. საწოლიდან ფრთხილად, მაგრამ სწრაფად ადგა და სააბაზანოში შესვლა მანამდე მოასწრო, სანამ გეგა თვალებს გაახელდა. კისკისით მიხურა კარი და დუშის ქვეშ ღიმილით დადგა. გეგამ როცა თვალები გაახილა და მარიამი ვერ დაინახა ჯერ გაბრაზდა, მერე კი როცა წყლის ხმა გაიგო, მიუხვდა მარიამს ეშმაკობას და ღიმილით გაემართა სააბაზანოსკენ. გოგონას თვალები დახუჭული ჰქონდა ამიტომაც ვერ შეამჩნია მის ზურგს უკან მდგარი გეგა. ბიჭმა ხელები სწრაფად მოხვია და ზურგით აიკრა სხეულზე. მარიამმა სწრაფად ჭყიტა თვალები მერე კი ბიჭისკენ შეტრიალდა და ვნებით აკოცა ტუჩებში. ბიჭიც აყვა და ვნებით მორეულმა გოგონას თმებში ჩაავლო ხელი და თავისკენ გემრიელად მოქაჩა. მარიამსაც სიამოვნების კვნესა აღმოხდა პირიდან. უცებ გეგა გაჩერდა და თვალებმინაბულ მარიამს დააკვირდა. ცოტახანში გოგონაც გამოფხიზლდა და ბრაზით შეხედა ბიჭს თვალებში. -ეს წეღანდელისთვის.-უთხრა და ხელებიდან დაუსხლტდა მარიამს. გოგონა ჯერ გამოშტერებული იდგა შხაპის ქვეშ. გონს როცა მოვიდა საშინლად გაბრაზდა მასზე და შურისძიება გადაწყვიტა. მანამდე კი ანთებული ვნებების ჩაცხრობას შეეცადა შხაპის მეშვეობით. სააბაზანოდან როცა გამოვიდა გეგა ოთახში აღარ დახვდა, რაზეც ძალიან მიოეშალა ნერვები, რადგან შურისძიების გეგმა წყალში ჩაეყარა. სამაგიეროდ ახალი გეგმა დასახა და თავისი თავით კმაყოფილმა გამოაღო კარადა. ცოტახანში გეგას შეუარა ოთახში. როცა შიგნით შევიდა გეგა საწოლზე იყო წამოწოლილი და მობილურში რაღაცას აკეთებდა. -გეგაააა.-დაუძახა მარიამმა და ისიც ჩამოუჯდა საწოლზე.-სასეირნოდ არ წავიდეთ?-უთხრა და ტუჩები დაბუშტა. -კარგი გაემზადე და წავიდეთ.-უთხრა ისე, რომ მისი გამობუშტული ტუჩებისთვის მზერა არ მოუშორებია. მარიამმა პასუხის მოსმენისას გაუღიმა მას და სწრაფად წამოხტა საწოლიდან. ერთ საათში მზად ვიქნებიო, დაუბარა და კარისკენ გაემართა, მაგრამ გზაში გეგამ სიტყვები დააწია. -რაღაც ხომ არ გავიწყდება?-უთხრა ეშმაკური ღიმილით. -ხო მართლაც მავიწყდებოდა რაღაც.-გოგონა ნელა მიუახლოვდა საწოლს, იქ დატოვებულ თავის მობილურს დასტაცა ხელი და უკანმოუხედავად წავიდა კარისკენ. -მობილური მავიწყდებოდა.-უთხრა გეგას ისე, რომ არც მოტრიალებული და კარში გაუჩინარდა. გეგა მიუხვდა გოგონას შურისძიების გეგმას და სიცილით დაუბრუნა მობილურს. მარიამმა სასეირნოდ სპეციალური ტანსაცმელი შეარჩია. მოკლე, წითელი ქვედაბოლო, რომელიც ბოლოებში ოდნავ გაშლილიიყო. ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმრლი ჩაიცვა. ზევით კი თეთრი ამოღებული ტოპი შეურჩია და სათვალე მოირგო. თმა დაიშალა მაკიაჟიც ოდნავ გაიკეთ და მზად იყო. საათს, რომ შეხედა ერთი საათი ამასობაში გასულიყო. გეგას ოთახში გავიდა, მაგრამ გეგა იქ არ დახვდა. ამიტომაც ფოიეში ჩასვლა გადაწყვიტა. ბიჭიც იქ აღმოჩნდა. მარიამი როგორც კი დაინახა გეგამ პირი დააღო და ძალიან მოუნდა ის მადისაღმძვრელი ტუჩები მოეჭმია მისთვის. გოგონა მიხვდა, რომ დავალებას თავი კარგად გაართვა და გეგას „დორბლები მოადინა“. როცა ბიჭს მიუახლოვდა წავიდეთო უთხრა და გასასვლელისკენ გაუძღვა. ბიჭმა უკნიდანაც კარგად შეათვალიერა და ამაყად გაჰყვა უკან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.