შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მარადიულია 10


4-01-2016, 00:35
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 2 870

სირბილისგან დაღლილი,როგორც კი სკამი დავინახე იქით გავიქეცი და დავჯექი.გგონიათ ვფიქრობდი?არა,ფიქრის უნარიც დავკარგე.ნამუსთან ერთად მთელი ჩემი სიცოცხლე გავატანე დემეტრეს.მისი სახელის ხსენებაზეც ტანში მაციებს.გულში გაუსაძლისი ტკივილიც მახსენებს თავს და განადგურებული ვხუჭავ თვალებს.გამვლელების ჩემზე მოშტერებული მზერა მახვედრებს რომ რაღაც რიგზე არ მაქვს.ტელეფონს ვიღებ ჩანთიდან და კამერას ვხსნი.წინა კამერას ვრთავ და ჩემი თვალების დანახვისას პირზე ხელს ვიფარებ.მაკანკალებს.თაფლისფერ თვალებს ის ფერი დაკარგვიათ რაც აქამდე მქონდა.უფრო დასევდიანებულიყვნენ.თვალის სკლერაზე კი სისხლჩაქცევები მქონია. წინა დღეს რომ თვალები ავიპრიხე ვინანე.ტირილისგან თავიანთი საზღვარი დაეტოვებინათ და თვალის ირგვლივ დაუმკვიდრებიათ ადგილი.ტელეფონს ჩანთაში ვაბრუნებ და ერთჯერად ხელსახოცს ვეძებ.ამაშიც არ მაქვს ბედი.ვერ ვიპოვე.ჩემს თავზე გაბრაზებულმა ჯიქურ დავიწყე ჩანთაში ძებნა.უცებ კი ტელეფონზე ზარი შემოვიდა.ხელის კანკალით ამოვიღე ჩანთიდან და დედას ნომრის დანახვისას გული ამიჩქარდა.რომ არ მეპასუხა უარესი იქნებოდა.გულის ფანცქალით გადავუსვი სენსორს ხელი და ტელეფონი ყურთან მივიდე.მაშინვე გაისმა დედას თბილი,ოდნავ ნაღველშეპარეული ხმა.
- შვილო სად ხარ?არ აპირებ მოსვლას?ნუცამ მითხრა გუშინ ანანოსთან რომ დარჩი,მაგრამ რა დროა უკვე,აღარ აპირებ მოსვლას?- ღრმად ამოვისუნთქე და ვცდილობ ხმაზე არ დამეტყოს რომ ნამტირალევი ვარ.
- გუშინ დათას შეყვარებულის დაბადების დღე იყო და იმას ავღნიშნავდით.დავთვერი და ახლახანს გავიღვიძე.-ვიცრუე ,პირზე ხელი ავიფარე და ხელახლა ავტირდი.
- კარგი დე.ხმაზე რა გჭირს?-აშკარად შეამჩნია.მორიგი ტყუილის სათქმელად მოვემზადე.
- ხომ გითხარი ნასვამი ვარ და თან ახალგაღვიძებული თქო.
- კარგი,ძალიან არ შეგაგვიანდეს.
- დე!-სანამ გათიშავს მანამდე ვეუბნები.
- გისმენ.
- მიყვარხარ დე!-ზარს მაშინვე ვთიშავ და ხმამაღლა ვიწყებ ტირილს.ხელებს სახეზე ვიფარებ რომ გამვლელი ბავშვები არ შევაშინო ჩემი სახის დანახვისას.ასე საკმაოდ დიდი ხანი დავყავი.სახიდან ხელები მაშინ ჩამოვიღე,სიცივემ რომ შემაწუხა.სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ტაქსის ყვითელ მანქანას დავუქნიე ხელი.მანაც სწრაფად გააჩერა ჩემს ფეხებთან მანქნა.უკანა კარი გამოვაღე და ღონეწასული დავეშვი სკამზე.მძღოლმა ერთი გამომხედა,ჩემი სახის დანახვა არ გაკვირვებია.ალბათ ბევრი ყავს ასეთ მდგომარეობაში ნანახი.ანანოს სახლის მისამართი ვუთხარი და ფანჯარას მივაშტერდი.თითქოს ძალიან მაინტერესებდა რაც ფანჯრის იქით ხდებოდა,თუმცა ფიქრებით სხვაგან ვიყავი.დემეტრეს მივტიროდი.მოვიდოდა დრო ამისთვის თვითონაც დაისჯებოდა.რამდენიმე ათეულ წუთში ანანოს სახლთან ვიყავი.მძღოლს ფული მივაწოდე და კიბეებს ავუყევი.ანანოს კართან ღრმად ამოვისუნთქე და მოსალოდნელი რეაქციის წარმოდგენისას ტუჩები ამიკანკალდა.კარზე მძიმედ დავაკაკუნე და გავიყურსე.მალე მომესმა ნაბიჯების ხმა.საკეტიც გაიღო და დათას დანახვისას თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა,
- კატო შენ ხარ?-ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა ძლივს თქვა სათქმელი.
- დათა.-ჩუმად ვთქვი და მისკენ წავედი.ხელები წელზე შემოვხვიე და თავი გულზე მივადე.სასწაულად აჩქარებული ქონდა.თავზე ხელის გადასმამ გამომაფხიზლა.თავი არ ამიღია ისე ვკითხე:
- ანანო სახლშია?
- კი,შემოდი.-სწრაფად შევედი სახლში და ანანოს უკნიდან მოვეხვიე.-ისიც სწრაფად შემოტრიალდა ღიმილით.ჩემი დანახვისას კი უცებ დასერიოზულდა.
- რა დაგემართა კატო?-გაოცებულმა ჩაილაპარაკა.
- დამშვიდდით და ორივე დასხედით.-თავდაჯერებულმა მივუგე და გადავწყვიტე ორივესთვის მომეყოლა სიმართლე.ჩემი ნათქვამი როცა შეასრულეს ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე მოყოლა.
- ახლა თქვენ წინ მკვდარი ზის.ვერაფერს გრძნობს.უბრალოდ სუნთქავს.
- კატო!თქვი რასაც ამბობ.შორიდან ნუ უვლი!-დათას ხმამ დასჭექა.
- დემეტრე ხომ გახსოვთ?შემიყვარდა და ვნანობ.
- რატომ?სხვა უყვარს?-ანანო ჩაერთო საუბარში.
- ნეტა ეგრე იყოს.-ისევ მომერია ცრემლებმა.-გუშინ ისეთი რამ გავაკეთე რასაც მთელი ცხოვრება ვინანებ.
- კატო,შენ რა გინდა თქვა რომ...-ანანო გაკვირვებული ძლივს ამბობდა სიტყვებს.
- ნეტავ ეს სიყვარულით ყოფილიყო.თურმე შურისძიებისთვის გამოვუყენებივარ.-პირზე ავიფარე ხელი და ისტერიული ტირილი დავიწყე.
- ვაიმე.-ანანოს პირიდან ეს გავიგე და მერე დუმილი ჩამოწვა.დათას დუმილი და არაფრისმეტყველი სახე მაგიჟებდა.
- არაფერს მეტყვით?-ვუთხარი როცა ცოტა დავმშვიდდი.
- ვფიქრობ ჯერ რომელი მოგკლათ.-ხმაჩახლეჩილმა თქვა დათამ.
- ის არ მოკლა.მე მომკალი.-თავდახრილმა ვუთხარი.
- ამ დონემდე როგორ დაეშვი?
- შემომხედე!წინასწარმეტყველის რამე მეტყობა?-დავუყვირე და თვალებში შევხედე.
- არ გეტყობა,მაგრამ არც წინდახედულობის კვალი ჩანს შენში.არ მეგონა ასეთი თუ იყავი თორემ-სიტყვა შევაწყვეტინე.
- თორემ რა ?მეგობრობას შეწყვეტდი ჩემთან?მითხარი რას იზამდი! თუ იმას ნანობ რომ ჩემნაირი მეგობარი გყავს, არაა პრობლემა.დღეიდან მხოლოდ საერთო ერი დაგვაკავშირებს.-სწრაფად მივახალე და ფეხზე წამოვდექი.
- ანანო შენ? შენ რას იტყვი? შენი რომელი მეგობრის მხარს დაიჭერ ?-ანანო ისევ დუმდა.მწარედ გამეცინა.-სასიამოვნოა იყო თქვენთან გატარებული ყოველი წამი.-შევტრიალდი და კარისკენ წავედი.სანამ კარში გავიდოდი მანამდე მქონდა იმედი,რომ რომელიმე მაინც შემაჩერებდა,თუმცა შევცდი. ანანოს სახლთან ახლოს ვცხოვრობდი ამიტომ ფეხით წავედი სახლისკენ.დედასთან ასეთი სახით ვერ მივიდოდი.მაღაზიაში შევედი და ერთჯერადი ხელსახოცი ვიყიდე.მანქანის სარკესთან დავდექი და თვალების გაწმენდვა დავიწყე.ცოტახანში უკვე მოწესრიგებული სახით დავაკაკუნე სახლის კარზე.არ ვაპირებდი მათთვის რამის თქმას.
- კატო,როგორ ხარ?-ნუცა შემომეგება კარში და ჩამეხუტა.
- კარგად შენ?-ისევ ტყუილი.
- კარგად.დედა გურანდა დეიდასთანაა გასული.შეჭამ რამეს?-თბილად გამიღიმა.
- არა.-არც შემიხედია ისე შევედი ოთახში და საწოლზე ემბრიონის ფორმაში გავწექი.ცრემლები მომერია და არც მიცდია მათი დამალვა.კარი ნუცამ შემოაღო და სანამ რამეს იტყოდა მანამდე დავუყვირე.
- გადი ოთახიდან!მარტო მინდა ყოფნა!-ნუცას ღიმილი სახეზე შეაშრა,თვალები აუცრემლიანდა და ოთახი დატოვა.ოთახში დიდი ხანი ვიწექი.გავიგე როგორ მოვიდა დედა და როგორ უთხრა ნუცამ რომ მარტო მინდოდა ყოფნა.ფიქრისგან გადაღლილს ჩამეძინა და გვიან ღამით გამეღვიძა.პლედი მქონდა დახურული.ალბათ დედამ ან ნუცამ დამაფარა.სწრაფად ავდექი და შიმშილისგან შეწუხებულმა მაცივრის კარი გამოვაღე.რაც მომხვდა უცებ შევჭამე და ყავის მოხარშვა დავიწყე.რამდენიმე წუთში ჭიქაში ჩავასხი და ოთახისკენ წავედი. იქ შესულს საწოლზე წერილი დამხვდა.ჭიქა სწრაფად დავდე სამუშაო მაგიდაზე და წერილის ასაღებად წავედი.ხელი დავტაცე და კითხვა დავიწყე.
- არასდროს დაანახო შენი ცრემლები სხვას,არ აჩვენო შენი სუსტი მხარე არავის თორემ გადაგთელავენ და ისე გაივლიან თითქოს არაფერი.რამდენ დარტყმასაც მოგაყენებენ,ორჯერ მეტი მიაყენე.-გაკვირვებული გადავატრიალე ფურცელი და უკან ჩემი ფოტო დამხვდა.ვიღაცას დღეს გადაუღია,სკამზე რომ ვზივარ და ცრემლად ვიღვრები.ღიმილი მომეფინა სახეზე.ფურცელი სწრაფად შევინახე უჯრაში და საიმედოდ ჩავკეტე.ჭიქა ავიღე და ყავის დალევა დავიწყე.
* * *
როცა კატოს ვუთხარი შურისძიების შესახებ,მისი განადგურებული სახე არ გამომრჩენია მხედველობიდან.ვერ გავუძელი მის ტკივილს და საააბაზანოში შევედი.კარებთან ჩავიკეცე და სახეზე ხელი ავიფარე.რაღაც გრძნობა მქონდა მის მიმართ,მაგრამ შურისძიების სურვილი ვერ ჩავკალი ჩემში.კატოს ტირილიც ხმაც მესმოდა,მინდოდა გავსულიყავი,ჩავხუტებოდი და თითოეული ცრემლი ჩემი კოცნით ამომეშრო, მაგრამ არ შემეძლო.როცა დავრწმუნდი რომ ოთახში აღარ იყო,გარეთ გავედი და ჩაცმა დავიწყე.საწოლს რომ შევხედე წინა ღამის კადრები ამომიტივტივდა.ოდნავ გავიღიმე და ოთახი სწრაფად დავტოვე.კატო შემომხვდა გზაში,სკამზე იჯდა და ტიროდა.პირზე ხელი მივიფარე და თვალებიდან წამოსული ცრემლები სწრაფად მოვიშორე.ტელეფონი ამოვიღე და ფოტო გადავუღე.მალე დავტოვე ის ადგილიც.ტელეფონიდან ფოტო მეგობარს გავუგზავნე.მან კი რამდენიმე წუთში ფოტოს სახით გადმომცა ხელში.სახლში წავედი,წერილი დავწერე და ფოტოც წებოთი დავაწებე. თბილმა სითხემ გაიკვლიეს ჩემ სახეზე გზა.საჩვენებელი თითის ზურგით მოვიწმინდე ისინი და სახლი დავტოვე.წერილი თან ხელში მქონდა.მთელი დღე ვსეირნობდი და კატოს ფოტოს ვუყურებდი.საათს რომ დავხედე ღამის პირველი საათი იყო.კატოს სახლისკენ წავედი.კარები გავხსენი,ამაში ხომ ვერავინ მაჯობებდა.ვნანობდი კიდეც კრიმინალი რომ ვიყავი,მაგრამ ვერ ვთმობდი.სახლში სიმშვიდე იყო.ყველა ოთახის კარი ფრთხილად შევაღე.ერთ-ერთი კატოსი აღმოჩნდა,საწოლზე იწვა,თვალები ჩაწითლებოდა.ერთი ხელი ბალიშის ქვეშ ქონდა,მეორე კი მუცელზე.მის დანახვაზე გამეღიმა.პლედი გამოვიღე კარადიდან და დავაფარე.წერილი საწოლზე დავდე და იქვე ჩამოვჯექი.ლოყაზე ხელი გავუსვი.თმების სურნელი შევიგრძენი და სევდამორეულმა დავტოვე კატოს სახლი.სწრაფად ჩავჯექი ტაქსში და სახლისკენ წავედი.

იმედია მოგეწონებათ და აზრს გამოხატავთ ჩემო საყვარლებო.



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვაუ ეს რაიყო ძაან მაგარი თავი იყო მაგრამ არ მეგონა დათა და ანანო თუ ესე გაუშვებდნენ კაი რა მაგათ არ ცოდნიათ რაარის მეგობრობა და დემეტრეს რაც შეეხება საყვარელი დამპალია ნუ მოკლედ ძაან გამიხარდა რო ახალი თავი დავინახეე იმედია ხვალაც დადეებ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი Ana Tsintsadze

ძალიან კარგი იყო ^^ მალე დადე ახალი თავი . საინტერესოა და სულშუ ჩამწვდომი

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

♡EPICLOVE♡
ვაუ ეს რაიყო ძაან მაგარი თავი იყო მაგრამ არ მეგონა დათა და ანანო თუ ესე გაუშვებდნენ კაი რა მაგათ არ ცოდნიათ რაარის მეგობრობა და დემეტრეს რაც შეეხება საყვარელი დამპალია ნუ მოკლედ ძაან გამიხარდა რო ახალი თავი დავინახეე იმედია ხვალაც დადეებ♡♡♡

Ana Tsintsadze
ძალიან კარგი იყო ^^ მალე დადე ახალი თავი . საინტერესოა და სულშუ ჩამწვდომი

მადლობა ჩემო საყვარლებო <3 შევეცდები 12ის მერე დავდო <3

 


№4 სტუმარი lilililiiiiii

ძანნ მაგარია გაგრძელე რა ასე საუკეთესოა რაც კი წამიკითხავს იმედია ერთად დარჩებიან დემე და კატოო <3 !!! მალე დადე <3 love

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

lilililiiiiii
ძანნ მაგარია გაგრძელე რა ასე საუკეთესოა რაც კი წამიკითხავს იმედია ერთად დარჩებიან დემე და კატოო <3 !!! მალე დადე <3 love

მადლობა ჩემო კარგო love ვეცდები თორმეტის მერე დავდო love

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auuu magariaa make dadee axali tavii :*

 


№7  offline წევრი Lana Tomlinson

ნარჩიტა
Auuu magariaa make dadee axali tavii :*

მიხარია თუ მოგწონს <3 შევეცდები ამ დღეებში დავდო :( ვერ ვახერხებ წერას,დრო არ მაქვს :((( <3

 


№8 სტუმარი სტუმარი

მალე დადე რა ძაან მაგარია love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent