შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ოლივია"...ნაწილი პირველი


5-01-2016, 01:26
ავტორი miachka1
ნანახია 2 040

თუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რამდენად საშინელი ცხოვრება მქონდა, ალბათ სულით და გულით შემიძულებთ, მე კი ეს არმინდა , რადგან ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ ამას სხვები ცუდად იგებენ და ხშირად მის სახელს ტალახში ამოსვრიან უმიზეზოდ. თბილისის ერთ-ერთ ბინძურ ქუჩაზე ვცხოვრობ, სადაც ყველა სხვა თვალით მიყურებს, ხშირად მაჩერებენ ქუჩაში და "ერთი საათი რა ღირსო?" მეკითხებიან, მე კი უდიდესი სურვილი მიჩნდება ავიღო პატარა დანა და პირდაპირ გულზე დავარტყა, ამ ქუჩაზე მცხოვრები გოგონები კი ცხვირს აიბზუებენ ხოლმე და ისე ჩამივლიან, ნუ მართალია მათ ვერ ვხედაბ ხოლმე რადგან ქვემოთ არ ვიყურები. ეს არარის ყველაფერი ხშირად მესმის ჭორიკანა ქალების ლაყბობაც "სილამაზემ დაღუპა ეს გოგოო" რაღათქმაუნდა მეორე ქალბატონმა უფრო ჭკვიანად უნდა გამოიყვანოს თავი და საპასუხოდ "რაც დედა ის შვილიო" დაზეპირებული ფრაზებით უნდა გადაიტანოს დედაჩემზე საუბარი, რომლის სილამაზეც უბრალოდ შურით ხეთქვს.
დედაჩემს ნინა ჰქვია, ნახევრად პოლონელია მაგრამ ქართულ ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი. 17 წლის ასაკში გაიპარა ბიჭთან ერთად რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, თუმცა როგორც ყოველთვის სიყვარული ქორწინებიდან 1-2 წელიწადში ქრება და ერთ დღეს როცა გაიღვიძა გააცნობიერა რომ გვერდით მის საყვარელ კაცს კიარა ალკოჰოლით და ნარკოტიკით გაბრუებულ მათხოვარს ეძინა. ეს ქორწინება კი ზუსტად ამ სიბინძურემ შეიწირა და დაასრულა სამუდამოდ. მამაჩემი ერთ ულამაზეს ღამეს მკდარი იპოვეს, მიზეზად ექსპერტიზამ ნარკოტიკის გადაჩარბებულად მიღება დაასახალე. მართალია დედაჩემი მანამდე აპირებდა კიდეც განქორწინებას, მაგრამ ქმრის სიკვდილმა თითქოს დაავიწყა ის ცრემლიანი ღაამეები და თავიდან შეიყვარა ადამიანი რომელიც აღარ არსებობდა. მე პატარა ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი, ამიტომ არც მამის სიყვარული და არც სიძულვილი მიგრძვნია, არც მისი დაკარგვით გამოწვეული ტკვილი, უბრალოდ როცა დედაჩემს ვუსმენ მის იმედ გაცრუებულ მზერაში და ტკივილით ნათქვამ სიტყვებში ვხვდები, რომ არავის უნდა ვენდო საკუთარი თავის გარდა. ნუ მოკლედ მე გახლავართ ოლივია მეტრეველი, 17 წლის აბიტურიენტი გოგონა, რომელსაც ათასი პრობლემა აქვს. მართალია უკომპლეკსო ადამიანი ვარ მაგრამ მხოლოდ მათესთან ვმეგობრობ, მე მას ვენდობი(რათქმაუნდა ზომიერების ფარგლებში) და მისი მჯერა. ის სწორედ მაშინ გამოჩნდა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, დიახ მაშინ როცა ყველამ მიმატოვა, აი იმ მომენტში როცა თავი არარაობად ვიგრძენი და მივხვდი , რომ ერთ დღეს ადამიანი სულში ჩაგაფურთხებს და მარტო დაგტოვებს ვირთხების სოროში. მან მე გამიგო, დამიჯერა, მენდო და ზუსტად ამან გამამხნევა და მომცა რაღაცის იმედი და ალბათ ჩემი სტატუსი მქონე გოგოს კვალობაზე არც ეს ისტორია უნდა იყოს უჩვეულო,რომლის დამთავრების შემდეგ ერთადერთი და საუკეთოსო მეგობარი შევიძინე...ეს არ ყოფილა ერთი ამოსუნთქვით მოსასმენი ისტორია,არც ლამაზი პრინცესასა და პრინცის ისტორია.ეს იყო ისტორია ისეთი ბანალური დასასრულით,როგორიცაა მიტოვებული გოგოს ქვითინი ქუჩის კუთხეში და მთვრალი გოგონების სათაყვანებელი პრინცი,რომელმაც კდიევ ერთხელ დაუმტკიცა საკუთარ თავს მისი უსაზღვრო შესაძლებლობები და როგორც ერთ ჩვეულებრივ ბანალურ ისტორიას ბანალური დასასრულით დასაწყისიც ასეთივე ქონდა...როცა პატარები ვართ და საკუთარი თავის დამკვიდრება გვინდა ამისათვის ყოველგვარ რისკზე მივდივართ და ახალ ნაწვევ უჩვეულო გრძნობებს აყოლილები უკან არაფერზე ვიხევთ.სკოლის წვეულება იყო დამამთავრებელი კლასელებისთვის,როგორც ნაადრევი გამომშვიდობება და დასწრება პატივცემულ ერთით უმცროს კლასელებსაც მისცეს,ხოდა რა პრობლემაა მე-10 კლასელმა თავი გაასაღოს მე-11 კლასელად,მითუმეტეს თუ მას წესიერად მხოლოდ სკოლის ექიმი იცნობს...მოკლე გულამოღებულ კაბაში არც ყურადგების მიქცევა გამჭირვებია და იმის სურვილით,რომ ყოველი იქ მყოფი გოგო შურით უფრო გამემწარებინა ობიექტად სწორედ ის უნდა ამერჩია,ვისზეც ვერც კი იოცნებედნენ,მაგრამ ბედის ირონიით თუ გამართლებით ცეკვის დროს თავად აღმოვჩნდი მისი ობიეექტი და ისევ ის იქცა მოქმედ პირად.როცა თავდავიწყებით გიყვარს,არა გგონია,რომ გიყვარს რადგან შენი ჰორმონული თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები არ გაძლებს საშუალებას სწორად იფიქრო,მარტივია ყელთან მხურვალე კოცნამაც დაგიმონოს,წელზე მაგრად მოხვეულმა ხელმა ფეხები აგიცახცახოს და ყურში უმნიშვნელო ჩურჩულმა "წავიდეთ აქედან" მუცელში პეპლები აგიფარფატოს.მაშინ გგონია,რომ მიზანს უმნიშვნელო ბრძოლით მიაღწიე,რომ ვინც ობიექტი უნდა ყოფილიყო თავად გახდი მისი მიზანი და ოცნება,წარმოდიგენ იმ შურიანი ძუკნების სახეებს და ორმაგად უფრო ბედნიერებისგან გონდაკარგული მზად ხარ ყველაზე ამორალურ საქციელსაც დათანხმდე.



№1  offline წევრი Evelina

ბრავო!!! ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ველოდები ისტორიის არაჩვეულებრივ გაგრძელებას! <3

 


№2  offline მოდერი tsn

ველოდები გაგრძელებას, მომეწონა...

 


№3  offline წევრი miachka1

Evelina
ბრავო!!! ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ველოდები ისტორიის არაჩვეულებრივ გაგრძელებას! <3


<3

ცირა ნინიაშვილი
ველოდები გაგრძელებას, მომეწონა...

<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent