შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადვოკატი მე! 1


5-01-2016, 16:26
ავტორი teddy))
ნანახია 3 908

ჯანდაბა! ზუსტად კაბინეტში შესვლისას ჩემ შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლი მოსტყდა. ახლა მაინც და მაინც, როდესაც შეხვედრები მაქვს.
–ქალბატონო მაკატერინე, როგორც მთხოვეთ დათა არველაძეს დოსიე მოგიტანეთ.–კარებთან აწურულმა თქვა ჩემმა თანაშემწე ლანამ.
–რა დროს დათაა? დროზე მოშორდი მაგ შენი საბუთებიანად.–ვუთხარი და ჩემ ტყავის სავარძელზე ჩავესვენე.
მაინც და მაინც ახლა მოხდა ყველაფერი. დღეს რამდენი შეხვედრა მაქვს.
–ლანაააა!–გავძახე ჩემი კაბინეტიდან.
–დიახ?–შეშინებულმა თქვა.
–ჩემი ყავა სად არის?–მკაცრად ვკითხე და მაგიდაზე დავუწყე ძებნა.
–ქალბატონო, იცით ყავის აპარატი გაფუჭდა.
–მერე?–წარბი ავწიე მე.
–ყავაც არ იყო.– სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს.
არა რა! რა ვარ ასეთი, ყველას ჩემი როგორ უნდა ეშინოდეს?! სარკეში ვიხედები, მაგრამ რქები არ მადგია. დიახ! აღმოვაჩინე ჩემ თავში, რომ სამსახურში ნამდვილი ურჩხული ვარ და ამიტომაც, როდესეც ჩემი თანაშემწე ლანა დამინახავს, მაშინვე ანებებს თავს პომადის წასმას.
–დოსიე მომიტანე!–ყავას თავი დავანებე.
–რომ მიყვირეთ, დოსიეც აქ დავარდა, აქ იქნება. აი, ვიპოვე!–ლანა დაიხარა და ფურცლები აიღო.
–მომაწოდე!–მომაწოდა და კარისკენ წავიდა.
–ლანა!–მკაცრად ჩავილაპარაკე.
–დიახ!–საცოდავი სახით შემომხედა.
–როდის უნდა ისწავლო? როდესაც გახვალ, უნდა იკითხო, კიდევ რამე ხომ არ გინდათო?
ლანამ დამნაშავესავით დახარა თავი. მე კი დათა არველაძის დოსიეს კითხვა დავიწყე.
,,დათა არველაძე დაიბადა 1988 წელს, 3 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. დედა– მანანა აბუსერიძე. მამა–სოლომონ არველაძე........................................... 2009 წელს დაქორწინდა ნინი იმნაძეზე. განცხადება განქორწინების მოთხოვნის შესახებ შემოიტანა ამა წლის 15 ოქტომბერს. საქმის განხილვა მოხდება 15 დეკემბერს."
ჰმ! 1 თვე მაქვს დრო. თან ძნელიც არ უნდა იყოს. დღეს 2 საათზე მოვა დათა არველაძე. უი! 5 წუთიღა დარჩა. სკამიდან ავდექი და სარკის წინ დავტრიალდი. შავი ქვედაბოლო გავისწორე და წითელ პერანგის საყელო გადავიკეცე. ალბათ სიმპათიურია, ან იქნებ სათვალეებიანია და მუცელი წინ აქვს გადმოგდებული.
კარი გაიღო და... მაღალი, შავთვალება მამაკაცი ამესვეტა წინ! რა ღიპიანი, რის ღიპიანი, ასეთი ვინმე არც მყავდა ნანახი! მის შავ თვალებში ჩავიძირე, ის კი სკამზე დაჯდა და მაგიდაზე შემოაწყო ფეხები.
-------------------------------------------------------
დაგიბრუნდით! მართალია წინა ისტორიას ,,მთებს იქით სიყვარულია!" გამოხმაურება არ ჰქონია, მაინც ჩემი ფავორიტია! ეს მისგან განსხვავებით უფრო კომედიურია და იემდია შემიფასებთ და მარტო ჩემთვის არ დავწერ! თუმცა მსიამოვნებს მე წერის პროცესი.



№1  offline მოდერი sopiko

სად გაქრა ჩემი კომენტარი? მოკლედ კიდევ ერთხელ გეუბნები რომ ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიცინე! გელი, გელი...

 


№2  offline მოდერი Kira

რატომღაც უფრო მეტს მოველოდი.. მოცულობას ვგულისხმობ ძალიან პატარაა იმედია გაზრდი თავებს.. შინაარსი ნორმალურია მომეწონა ვნახოთ რა იქნება მომდევნო თავში love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№3  offline წევრი teddy))

Didi madloba yvelas! Es tavidan daido, imitom rom waishala da vistvisac madlobis tqma ver movaswari, yvelas did madlobas gixdit! :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent