შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “14“


30-12-2015, 00:00
ავტორი მორი-ელი
ნანახია 6 130

-შენი ქცევა არ მომწონს,-მიუგო მან,როცა მანქანიდან გადავიდა,-ცეკვა არაფერს ნიშნავდა,-უკმაყოფილო სახით შეხედა
-არც მე ვთვლი რომ რამეს ნიშნავს,უბრალოდ ჩემმა ცოლმა უნდა იცოდეს სად იცხოვრებს,-ღიმილმა გაუპო ბაგე და ხელი ძლიერად მოჰკიდა მკლავშვი,-წამოდი,-უთხრა,-შენ ხომ არ ყოფილხარ ჩემს სახლში,რომელშიც დიდხანს უნდა იცხოვრო
-ამიტომ მომიყვანე?-ჰკითხა დაბნეულმა ელენემ და ხელი გააშვებინა,-ჩემისით წავალ,-შეწუხებულმა თქვა და ჩამოსცილდა დამიანეს
-იქნებ არ მოგეწონოს და სანამ დროა შევცვლი,-უპასუხა მამაკაცმა და უკან მიჰყვა მორჩილივით
-სრულებით არ მაინტერესებს,როგორი სახლი გაქვს,რაც იქნება იმაში ვიცხოვრებ,ჩვენ არ ვართ ბედნიერი წყვილი,რომელთაც წვრილმანები აბედნიერებს,-ირონიულად მიუგო ელენემ უკან მყოფს და კიბეებზე ავიდა
-რა მნიშვნელობა აქვს?-სიცილით თქვა დამიანემ,-რაც უნდა იყოს,ისეთ სახლში რატომ უნდა იცხოვრო,სადაც არ მოგწონს ყოფნა
-მასე არც შენთან ყოფნა მომწონს,-შემობრუნდა ელენე მისკენ
-გეტყობა,-გვერდულად გაიღიმა დამიანემ.ელენემ კი თავი ამაყად დაიჭირა და შებრუნდა,რომ სვლა გაეგრძელებინა,მაგრამ როდესაც ფეხი მაღლა ადგა ფეხსაცმელს ქუსლი მოსტყდა და ელენე უკან წავიდა,დამიანე რომ არ მდგარიყო,დაეცემოდა.
-ფრთხილად,რა მოგივიდა?-ხელებში ჩაუვარდა ელენე,-ისევ ცუდად ხარ?
-ცუდად კიარა,ფეხსაცმელს ქუსლი მოსტყდა,-გაღიზიანებულმა წარმოთქვა და ფეხსაცმელს დახედა,-ახლა როგორ ვიარო,რაღა დღეს
-დაწყნარდი,სახლში ავიდეთ და მერე წავალ ახლის საყიდლად,რა გაგიჟებს,-მიუგო დამიანემ და ხელში აიყვანა ანერვიულებული ქალი,-შენი ხელში ჭერა ხომ ვერ ავიცილე,-მოჩვენებითი შეწუხებით თქვა მან,მაგრამ სინამდვილეში ძალიანაც მოსწონდა მისი ხელში ჭერა ხშირად რომ უწევდა.
-სახლში რომ მიგეყვანე აღარ მოგიწევდა,-ბუზღუნით თქვა ელენემ და ხელი მხარზე ჩამოდო.
-კარგი,ჩუმად იყავი თორემ ძირს დაგსვამ,-სიცილით მიუგო დამიანემ და სვლა განაგრძნო.თავს რაღაცნაირად გრძნობდა,ელენეს მისი ხელი თავის მხარზე რომ ჩამოედო,ვითომც არაფერი,არადა სულს უხუთავდა ყოველი მისი სიახლოვე,მით უფრო ახლა ,როცა მთელი მისი სხეული მკლავებში აქვს მოქცეული და ისე მიჰყავს სახლში.
* * *
როდესაც სახლის კარი შეაღო დამიანემ ,ელენემ თვალი მოავლო და კმაყოფილს ჩაეღიმა,სახლის ინტერიერისადმი უკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ ჰქონდა,როდესაც დამიანემ დასვა,სწრაფად გაიხადა ფეხზე და ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა
-რომ გეკითხა არ გაინტერესებდა,-მიაძახა სახლის თვალიერებით გართულს დამიანემ
-მაინც დავათვალიერებ,-მიუგო ელენემ და საძინებლისკენ დაიძრა
-უკვე?-სიცილით მიჰყვა დამიანე
-რა უკვე?-გაიკვირვა ქალმა და შედგა,-არ მომეკარო,-მუქარის ტონი გაისმა და დამიანე ადგილზე გაიყინა
-მეგონა მოძალადეებში არ მთვლიდი,-ცოტა ნაწყენმა თქვა და ხელი აღმართა,-ვინ გგონივარ?-ხმამაღლა მოუვიდა,მაგრამ არ უნანია,ხელი მოჰკიდა ელენს და თავისკენ შემოაბრუნა,-ძალა ყველა მამაკაცს აქვს,მაგრამ სწორად გამოყენება ცოტამ ვიცით,-სიბრაზე მორეულმა თქვა და ხელი უშვა,-დაათვალიერე,მე ფეხსაცმლის საყიდლად წავალ,-თქვა და ჩამოსცილდა,-მარტო არ შეგეშინდეს,არავინ მოვა შენს შესაჭმელად,უგემურ ადამიანეს არავინ ჭამს
-უგემურს?-გაღიზიანდა ელენეც,-წადი,ჯობია შენთან მუდმივად ჩხუბი ყელშია,-გამოსცრა და ზურგით დადგა.
-კარგი,-ოდნავ ნაღვლიანად წარმოთქვა დამიანემ და ოთახიდან გავიდა,გაიარა მისაღები,შემოსასვლელი და გარეთ გავიდა,საჩქაროდ ჩაჯდა მანქანაში და ძრავი ჩართო,ყელში მოწოლილმა ტკივილმა უეცრად თვალებიდან დენა იწყო და სიმწრით მთელი ძალით დასცხო მუშტი საჭეს დამიანემ.
ყელში გაჩხერილი ბურთულები ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ,უკვე საჭის მართვაც უწევდა და სწორედ მაშინ გართულდა გზა,მანქანა მოყინულ ტრასაზე გადავიდა.დამიანემ გაუცნობიერებლად მიაჭირა ფეხი სიჩქარის პედალს და მანქანა მოუსრიალდა,საჭის დამორჩილება ვეღარ მოახერხა და მიმავალ მანქანას დაეჯახა.იმდენად ძლიერად რომ ღვედმა ვერ დაიკავა, რულზე ჩამოარტყა თავი და გაითიშა.



პ.ს ბოდიშით პატარა თავისთვის,მაგრამ გვიან კიდევ დავდებ,ახლა ვეღარ ვწერ მეტს. არ მიწყინოთ.



№1 სტუმარი nini

Teo ra magari gogo xarr :* :* am jerze tqmac ar damchirda ise mal male dade es tvebi :) magram chemi interesii izrdeba da izreba :) am elenes mivaxchobb amovaglijav im mware enas :@ damianes ro rame mouvides fexebs davamtvrev elenes :* sawyali damianee :( am isioti googoa gulistvia reebs aketebs da es ujmuri kide rogor eqceva :* shen omainc chemi shokoladivit gogo xarr <3 :* ra magrad gamisworda exa

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ეს გოგო ან დებილია ან თავს იდებილიბს აუუუ რით ვერ გამოფხიზლდა რაააა :X

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

კარგი რაა,აღარ უნდა შეარიგოოოოო?დავიღალე ამ ბიჭის საცოდაობით

 


№4 სტუმარი Xatia

Dared3e dididi gaveეეეები laaaaaaaaa axla imedia erti kvira malice ayuryuteb eleeness saavadmyofoshi damianes gverdit

 


№5  offline წევრი kora

სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციების გადმოსაცემად, რაც ამ ისტორიის წაკითხვამ მომანიჭა. მიკვირს, აქამდე რით ვერ მიიპყრო ჩემი ყურადღება, დღეს ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და ისე მოვიხიბლე შენი წერის სტილით, რომ სურვილი გამიჩნდა შენი სხვა ისტორიებიც წავიკითხო და უკვე დავიწყე კიდეც...
მონუსხული ვარ დამიანეთი, უკვე შემიყვარდა ეს ამოუცნობი ბიჭი და გამაღიზიანა ელენეს დამოკიდებულებამ მისდამი. მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ ჩავწდი საიდან და რატომ წამოიყვანა და რას ისახავს მიზნად ეს ქორწინება (შეიძლება ამაზე გეწერა და სიჩქარეში ვერ შევნიშნე...), მთლიანობაში მომწონს ისტორია პერსონაჟებიანად, იმ პატარაზე ვგიჟდები <3
მაგარი გოგო ხარ შენ, მადლობა ამ ემოციებისთვის! <3
--------------------
kira.G

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

რა უმადურობააა... რა უბედურებააა ესს... ერთმანეთი უყვართ. ეხმარება და მაინც უაზროდ უმადურია... გადააშენე ეს გოგო აქედან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent