შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აივნის შეხვედრა, ანუ რაც გინახავს კიდევ ნახავ! (თავი 14)


6-01-2016, 03:45
ავტორი მანდარინკა
ნანახია 2 270

ცოტა ხანში, გაკვირვებისგან ყბა მივარდება როდესაც ეზოში გაჩერებულ მანქანაში, ჩვენი სადარბაზოდან გამოსულ ტატოს ლაილა მოყავს. არადა მეგონა კიდევ სადმე უნდა შეგვეარა.
კუდისქიცინით მეგებება ლაი, მაგრამ აი ტატოსგან არანაირი ახსნა განარტებას არ ვიღებ. მხოლოდ იმას ამბობს, რომ მივალთ ადგილზე ყველაფერს გაიგებო.

დარჩენილ გზას უაზრო ლაპარაკში ვატარებთ. მომენტებში არემარეს ჩვენი ხარხარი ავსებს, მეორე წამს კი სერიოზული ხმებით განვსჯით აწმყოს.

ტატოს მონაყოლიდან ვიგებ რომ „მწვანე სხივში“ გადმოსვლამდე მას და მის ძმას საერთო ფირმა ქონიათ რომელიც ასევე არქიტექტურული საქმიანობით იყო განთქმული.
რამდენჯერმე ერისთავების კომპანიაც მიხსენა, მე კი მაშინვე დათო და ერეკლე ერისთავი ამომიტივტივდნენ თავში.

ისიც მალევე გამახსენდა რომ ერეკლე ერისთავი დათოს მამა ყოფილა და მის ფირმას ზუსტად შვილს ამართვინებს.

მაგრამ ის ვერ გამიგია როგორ არის ამ ორი ადამინაის ფირმა ტატოს წარსულთან დაკავშირებული.

-მოვედით.

მანქანას დიდი ჭიშკრის წინ აჩერებს. ღობის უკან დიდი სახლის ჩაბნელებულ სახურავს ვამჩნევ.
არ მესმის როგორ ან რანაირად მაგრამ ჭიშკარი თვალის დახამხამებაში იღება, მის უკან კი განათებული ხეივანი ჩნდება.
მანქანა არ შემოყავს, გარეთ ტოვებს.

გაფაციცებით ვიყურები აქეთ იქით და ვცდილობ გავიგო რა ხდება. რა ხდება აქ, რა ხდება ამ წუთას და რა ხდება ზოგადად ჩემს ცხოვრებაში, იმის მერე რაც დათვი არჯევანიძის ბუნაგში ამოვყავი თავი, მთვრალი ღამის შემდეგ.

უსიტყვოდ მათვალიერებს მოჭუტული თვალებით, მერე ხელს მტაცებს მაჯაში და გრძელი ხეივანის გავლით ორ სართულიანი სახლისკენ მიმათრევს.

წამში ხის მასიური კარების წინ ვჩნდებით.

ძირითადად, ყველაფერი თბილ ფერებშია გადაწყეტილი. ბიჭების აგარაკივით, ოთახის ცენტრში, ბუხრის წინ დიდი დივანი და რამოდენიმე სავარძელია, მათ მოპირდაპირეთ კი ყავის მაგიდა დგას.
იატაკზე მუქი ყავისფერი ბეწვის ნოხია მოთავსებული.

მისაღები ოთახიდან მარჯვნივ გრძელი კიბე მეორე სართლისკენ მიემართება, მარცხენა კედლიდან კი შუშის კარებს სამზარეულოში გაყავხარ.

აქეთ იქით მორბენალი ძაღლი, დიდი ენთუზიაზმით და კუდის გაუჩერებელი ქიცინით ყნოსავს ყველაფერს, მერე მთელი დღის გადაღლილივით, მოთენთილად ეხეთქება ხალიჩაზე.
ტატო ისევ ზურგსუკან მიდგას უსიტყვოდ. გაოგნებულად გავყურებ, თვითონაც მალე ხვდება ჩემი დაბნეულობის ამბავს.

-მინდოდა გენახა აქაურობა. ვიფიქრე იქნებ ამან მაინც დაუკმაყოფილოს ინტერესის გრძნობათქო._ცბიერი ჩაცინებით მხვევს ხელს წელზე, მერე კარებს აღებს და ოთახში შევყავარ.

-შენი სახლია?_ყბა ჯერ კიდევ ჩამოგდებული მაქვს. არჯევანიძე პასუხის ნიშნად თავს მიქნევს.
-დღეს აქ დავრჩეთ. ვიფიქრე მოუნდება ცოტა ხნით სიწყნარეში ყოფნათქო. არ გშია? მართალია არაფერი არ გვაქვს, მარამ..._სამზარეულოში გასული ღია კარებიდან თავის გამოყოფით გამომყვირის.
-სასმელი არ გაქ?_ალკოჰოლზე ალბათ საერთოდ აღარ უნდა ვფიქრობდე, მაგრამ ამ წუთას მინდა რომ გულის წასვლამდე გამოვთვრე და სულ აღარაფერზე არ ვიფიქრო. თავიდან გაბრაზებული სახით მათვალიერებს მაგრამ მალევე ულბება გული.
-აი, ის თარო შეამოწმე.

მართლაც, ყველაფერი ღვინისა და ვისკის ბოთლებითაა გამოტენილი.
ვიფიქრე ღვინო ყველაფერს შეანელებსთქო, ამიტომ ოთხმოცდაცხრამეტ წლიან ვისკის ხელი დავტაცე და ხმაურიანათ დავდგი ბარის მაგიდაზე.


***

ოდნავ შეზარხოშებული ვზივარ ბართან და ვისკის მორიგ ჭიქას გემრიელად ვწრუპავ. ჩემს წინ მჯდარ მამაკაცს სასმელის ერთი წვეთიც არ ეტყობა, ამიტომ სრულიად საღად აგრძელებს ლაპარაკს, ჩვენი პირველი შეხვედრის შესახებ.

-აუ, პირველად რო გნახე იმ აივანზე როგორ გავბრაზდი იცი? მინდოდა ცალკე შენ მომეკალი, მერე სოფო ჩამომეხრჩო, მიუხედავათ იმისა რო არც გიცნობდით_ვამბობ ხმამაღალი კისკისით. სოფოს ხსენებაზე, ტატოს ხალისიანი გამომეტყველება სახიდან ეშლება. ვცდილობ როგორმე დავარწმუნო რომ ეს ქალი ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. -არჯევანიძევ! ამიხსენი რატომ იძაბები ყოველჯერს როდესაც სოფოს ვახსენებ, ჰა? გაიგე რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს მასთან. შენ თავს გეფიცები!_მამაკაცის მალული ღიმილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან დამეტყო ალკოჰოლის მოქმედება. მეც საყვარლად ვიკრიები, ისე რომ თვალები ხორციან ლოყებში მეფლობა.

სამაგიეროთ ტატო ასერიოზულებს სახეს.

-მო...იმიტო ვიძაბები რომ სოფო ისაა ვისთანაც წლების განმავლობაში ჩემთან იწვა. და ეხლა, ის ქალი ვისთვისაც სიცოცხლის ბოლო წვეთს გავცემდი მთხოვს რომ მოვუყვე მეორე ქალზე, რომელთანაც სექსი მქონდა ყველანაირი გრძნობის გარეშე!

არა. უკვე ტატოსაც დაეტყო ვისკი. აურია რაღაც ძალიან.

-მაინტერესებს უბრალოდ. თანაც არ ჩანს ცუდი ადამიანი სოფო._პატარა გოგოს გულახდილი ტონით ველაპარაკები, თან მხრებს ვიჩეჩავ.

ამასობაში, ტატო ისევ დაბღვერილად მიყურებს, მერე გაბრაზებულად აქნევს თავს და როგორც იქნა მკადრულობს ხმის გაცემას.

-მოგიყვები მაგრამ დამპირდი რომ ამის მერე სოფოს სახელს აღარც ახსენებ.
-გპირდები! ოღონდ მომიყევი რა._ტაშის ოდნავი შემოკვრით გამოვხატავ აღტაცებას. კიდევ ერთი უკმაყოფილო მზერით კი მამკობს მაგრამ ჩემი გაკრეჭილი სახის დანახვისას თვითონაც იღიმის.
მოლოდინში, ნიკაპით მაჯებს ვეყრდნობი და სულმოუთქმელად ველოდები როდის დიწყებს ტატო ლაპარაკს.

-ჩვიდმეტი წლის ვიყავი პირველად რომ შევხვდი, თავში მქონდა ავარდნილი ყველაფერი. ჯერ კიდევ იმ დროისთვის, გოგოს გოგოზე ვცვლიდი, მერე დაიწყო კლუბები, დალევა, რა აღარ...მო, დარწმუნებული ხარ?


„ძლივსძლივობით ამოვათქმევინე ორიოდე სიტყვა, ძლივს დავაჯერე რომ არ ვეჭვიანობ მაგრამ მაინც არ მისმენს!“

გაბრაზებულად ვუყურებ წინ მჯდარ მამაკაცს, ასეთივე გაბუსხული სახით ვუქნევ თავს და როგორც იქნა ვაღერღინებს ისტორიის დანარჩენს. მწარე გამომეტყველება გაღიმებულით მეცვლება.

„ აბა რომელ ნორმალური ქალს დააინტერესებდა საყვარელი მამაკაცის ყოფილის ამბავი? თანაც ნამდვილად გულით მაინტერესებს, ყველანაირი ინტრიგისა და ბოღმის გარეშე.“


წინანდელი უკმაყოფილო სახით აქნევს ტატო კისერს, მაგრამ ბოლოს მაინც აგრძელებს საუბარს.

-ძმაკაცებთან ერთად დავითს გავუარეთ უნივერსიტეტში დღის ბოლოს. იძახდა საღამომდე მომიწევს დარჩენა, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელიო. ველოდეთ, ველოდეთ და რომ არღარ გამოვიდა, ავდექი და შევაკითხე აუდიტორიაში. რაც მე მაშინ, მაგ გადაწყვეტილების გამო ჩემი თავი ვლანძღეეე...
შევედი და რას ვხედავ_სიტყვას წამიერად წყვიტავს სანამ უხერხული ჩაცინებით ავსებს ოთახს. მეც უნებულარ ვიცინი. -თმაგაბურძგნული დათი გაღიმებული სახით უყურებს მაგიდაზე მჯდარ ქალს და პერანგის ღილებს ხელების კანკალით იკრავს. ერთი ორი წუთი ვიდექი ესე, დებილივით, სანამ ჯერ კიდევ უცნობი სოფოს ხმამ არ გამომაფხიზლა. რაც მე იმ დროს დამემართა, მაგას მტერსაც არ ვუსურვებდი! ერთი ის მახსოვს სოფო რომ ამბობდა, ყმაწვილო უფროსები დაკავებულნი არიან მოგვიანებით შემოდიო. მერე დათის ანთებული თვალები, გინება და ჩემი სირბილი მახსოვს. თავიდან კი დამასხა ცივმა ოფლმა, მეთქი რატო თვალები არ დამეთხარა თქო, მაგრამ მერე ბიჭებს ისე ჩავუხტი მანქანაში არც ჩემი ძმა და არც სოფო არ მახსოვდა. ჰოდა დავტოვეთ ჩემი გაწეწილი ძმა ქუჩაში, ბრაზისგან აწითლებული სახით. მართალია დათოს რისხვა შემდეგში ვერ ავიცილე თავიდან მაგრამ იმ დღეს ცოცხალი მაინც დავრჩი. იმ ინციდენტის მერე, დათოს მხოლოდ ერთხელ მივაკითხე მაგრამ ეგეც საკარისი იყო რომ სოფოსთან დამეწყო ურთიერთობა, მას მერე რაც დათიმ უნივერსიტეტი დაამთავრა და საზღვარგარეთ გაგვექცა. დანარჩენი შენც იცი.

-შენმა ძმამ იცის ეს ყველაფერი?_ვეკითხევი დაინტერესებული თვალებით და ლიქიორის კიდევ ერთ მოზრდილ ყლუპს გემრიელად ვუშვებ ყელში.

-არა._მეჩვენება თუ ხმაში დანაშაულის გრძნობა შეეპარა? -მო, არ მინდა რომ დღევანდელმა ლაპარაკმა შენზე ცუდი გავლენა მოახდინოს.
-გგონია ასეთი მეწვრილმანე ვარ, ბატონო არჯევანიძე?
-არ ხარ._ოდნავ უღაჟღაძდება დაჭორფლილი ლოყები. საოცარი ადამიანია!
-ჰოდა ძალიან კარგი. ვფიქრობ სოფო კარგი ადამიანია.
-სულიერად კარგი ადამიანია მაგრამ...
-რა მაგრამ ტატო?
-ქმართან აქვს პრობლემები. დედობის უფლებების ჩამორთვემაზე ჩალიჩობს.
-სოფოს შვილიც ყავს?!_თვალები მთვარისოდენა მიხდება არჯევანიძის სიტყვების გაგებისას. მომკალი და არ მეგონა რომ დედა იქნებოდა!
-ჰო. თხუთმეტი წლის გოგო.
-ქმარს რაღა უნდა მისგან მერე?
-ორი წლის იყო ნანუკა, თენგომ რომ მიატოვა ოჯახი. უფროსწორედ სხვა ქალთან გაიქცა. რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, გაუგია რომ სოფოს ჩემთან ქონდა ურთიერთობა. გახსოვს პირველად რომ გვნახე აივანზე? მაშინ უკვე გაწყვეტილი გვქონდა ურთიერთობა. იმ ღამეს მხოლოდ იმიტომ მოვიდა რომ თენგოსგან მიუღია რაღაც ზარი, მაშინაც ემუქრებოდა, ნანუკას თუ არ გამატან საუთარ თავს დააბრალეო.
-თუ გაყრილები არიან რა პრობლემას ხედავდა მაგაში?
-არ ვიცი მო. რაც არ უნდა იყოს არ ვუარყოფ იმას რომ ნანუკასთვის ეს ყველაფერი ძნელი ასატანია...

გაკვირვებულად ვხრი თავს გვერდით. არ მესმის რას გულისხმობს.

-მიუხედავათ იმისა რომ სოფოს ცხოვრების სტილს შეეგუა, მაინც ძნელია იმის გააზრება რომ დედაშენი თვრამტი წლით პატარა კაცთან ერთობა.
-შეიძლება თხუთმეტი წლის გოგოსვის ძნელი იყოს, მაგრამ მე ამაში არანაირ მკვეთრ დანაშაულს არ ვხედავ._ვამბობ სრულიად წყნარი ხმით, იმის გააზრებისას რომ ჩემი და არჯევანიძის ურთიერთობაც ასეთ კატეგორიას ეკუთვნის, სადაც მე რამდენიმე წლით დიდი ვარ მამაკაცზე.
-რაც არ უნდა იყოს, სოფოსთან მხოლოდ იმის გამო დავიწყე ურთიერთობა რომ ორივეს ერთნაირი ტკივილი გვაერთიანებდა, სულ ესაა._წყნარად იჩეჩავს მხრებს.
-ახლა როგორ არიან?_ტატოს უემოციო სახის შემყურე ვცდილობ თემა ცოტათი მაინც შევცვალო ამიტომ დედა-შვილზე ვუსვამ კითხვას.
-ნანუკა რათქმაუნდა უარზეა, არაფრით არ უნდა რომ მამამისთან გადავიდეს საცხოვრებლად. სოფოსთანაც აქვს კონფლიქტები, მოზარდობის კვალობაზე, მაგრამ დედამის მეტი გვერდში არავინ არ ედგა ამიტომ ბოლომდე მასთან დარჩება. სოფოს რაც შეეხება, არასდროს არ მინახავს ასეთი...უძლური._მოკლე პაუზის შემდეგ როგორც იქნა პოულობს შესაფერის სიტყვას, მერე კი ალკოჰოლის ბოთლიდან მოზრდილ ყლუპს უშვებს ყელში.

თვალებით ვანიშნებ რომ გაგრძელება მაინტერესებს. არჯევანიძე როგორც ყოველთვის იძაბება. მესმის რომ ძნელია მისთვის ამ ყველაფერზე ლაპარაკი მაგრამ ინტერესის გრძნობას ვერაფრით ვერ ვკლავ.

-გახსოვს გუშინ რომ გითხარი, პრობლემები მქონდა მეთქი? ნანუკა იყო მოსული. სახლში შევარდნიათ ის , დაუწყია ყველაფრის ლეწვა, ბავშვს თუ არ გამატან ყელს გამოგჭრით ორივესო. ვერ დავტოვე უბრალოდ. არ შემოძლია, მო._აწითლებული თვალებიდან სევდას აფრქვევს. რატომ მგონია რომ ნანუკას ბედში თავის წარსულს ხედავს?
-არც უნდა დატოვო. თუ ჩათვლი საჭიროდ რომ ჩემი ჩარევა საჭირო იქნება იცოდე რომ ყველაფერს გავაკეთებ მოსახმარებლად. შენს გვერდით რომ ვარ და ვიქნები ეგ ეხლაც იცი._სიტყვა არ მაქვს დამთავრებული რომ ალკოჰოლით დაბინდული თვალები უგზოუკვლოდ უბრწყინდება მაგრამ მზერაში მაინც ვატყობ დარდს. არჯევანიძის შემყურე მეც მეღუშება სახე.

„ნეტა მე თუ კარგად მოვიქეცი? დავწექი იმ კაცთან ვისაც უკვე ყავდა პარტნიორი თუნდაც უსიყვარულოდ.“

-მო..._მართალია მოხლოდ ჩემ სახელს ამბობს, წინადადების დასრულებას არც კი აპირებს მაგრამ მაშინვე ვხვდები რომ ჩემმა რეაქციამ დააფრთხო.
ვცდილობ გამომეტყველება გამოვაკეთო თუმცა არაფერი არ გამომდის.

-ვიცი რასაფ ფიქრობ ტატო. და არა —შენზე არც ვეჭვიანობ, არც გაბრაზებული არ ვარ. უბრალოდ...
-უბრალოდ რა, მო?
-ცუდათ მოვექეცი სოფოს...
-მარგო..._გაღიზიანებულად ხუჭავს თვალებს. ისევ გავაბრაზე? -სოფომ თავიდანვე იცოდა რომ მეც მხოლდ ლოგინისთვის მინდოდა. მერწმუნე რომ თვითონაც ზუსტად ამ მიზნით იყო ჩემთანაც და ჩემს ძმასთან სულ თავიდან.
-არ მესმის რატომ უყურებ ასე ცივად სოფოს!_ამჯერად მეც მიმკაცრდება ხმა. ხო, ვბრაზდები რომ საგანივით ფიქრობს სოფოზე, მიუხედავათ იმისა რომ სულ არ უნდა მანაღვლებდეს ეს ყველაფერი!
-იმიტომ, ამის დედაც ვატირე, რომ ეს ქალი ჩემთვის არავინაა! არ იყო და არ იქნება!
-ცდები ტატო! და გგონია რომ სოფო ასე აზროვნებს?! შენთვითონ თქვი რომ ისედაც არავინ არ ყავს და ახლა შენც გინდა რომ ზურგი შეაქციო? თანაც ჩემს გამო?!
-გაგიჟდი შენ, გოგო? მითხარი გააფრინე?! შენს გამო სისხლის ბოლო წვეთს გავცემ გაიგე ეს ადამიანო!_მხეცურად ხტება ფეხზე. მეც არანაკლებ გაღიზიანებული მოქმედებით ვდგები ბარის სკამიდან, მის წინ ვიკავებ ადგილს და აგიზგიზებული თვალებით ვუწვავ მზერას.

-უბრლოდ არ მინდა რომ ასეთ დროს მარტო დარჩეს, მიუხედავათ იმისა რომ ნორმალურად არც კი ვიცნობ.

სახეზე გაოცების ჭინკა გამირბის, როდესაც ტატოს თუჩები უხილავ ღიმილში ირხევა.

-მო, სოფოს მიტოვებას არ ვაპირებ გასაჭირში._მისი სიტყვების გაგება გულწრფელ ღიმილს მანიჭებს, ამიტომ მთელი გაბრაზება რაც კი რამოდენიმე წამის წინ დამიგროვდა გულში, ერთ წუთში ქრება. თბილად ვეხუტები მკლავებზე.

-იცი როგორ მიყვარხარ?
-როგორ?
-ძალიან, ძალიან.
-ბავშვებს რომ უყვართ ისე? ნამდვილი სიყვარულით?
-ბავშვებს რომ უყვართ ისე...


***

ლოგინში გემრიელად მოკალათებულებს სხეულები ერთიმეორეში აგვიხლართია. ორი კნუტივით მოკუნტულები საყვარლად ვეხუთებით ერთმანეთს სანამ მთვლემარე ძილი ღამის სახით გვიგზავნის ჭრელაჭრულა სიზრებს.

***

ამჯერად დარწმუნებული ვარ რომ მღვიძავს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ძლიერად ვაფახუნებ თვალებს გადასამოწმებლად.

საწოლის ნახევარი მხარე ცარიელია ამიტომ დენდარტყმულივით ვხტები ლოგინიდან.
ცოტაოდენი მიმოხედვის შემდეგ აივნის ღია კარს ვამჩნევ, საიდანაც მთვარის შუქთან ერთად მამაკაცის ჩაშავებული სილუეტიც მხვდება მზერაში.

„ნუთუ საერთოდ არ სძინავს ღამე?“


-არ მინდოდა შენი გაღვიძება, ფისო._მიუხედავათ სერიოზული ხმისა, ტონი მალევე ურბილდება როდესაც ზურგიდან ხელებს ვხვევ წელზე და ზურგზე ვახებ ტუჩებს.

-ისევ ვერ იძინებ?_კი ვცდილობ რომ დარდი არ შევიმჩნიო მაგრამ მაინც არაფერი არ გამომდის. „არას“ ნიშნად ტატოც თავს მიქნევს.

-მო, არ მინდა რომ ამის გამო მოწყენილი იყო. ჩემთვის ეს ყველაფერი დიდი ხანია უბრალო ჩვევაა და მეტი არაფერი.
-მინდა რომ ისვენებდე უბრალოდ, ღამის პერიოდში მაინც.
-შენს გვერდით ისედაც დასვენებული ვარ ფისო._ჩემსკენ სახით შემოტრიალებული, ტკბილად მკოცნის შუბლზე, მერე წელზე მხვევს დაძარღვულ თითებს და ოდნავი გამოქაჩვით ოთახისკენ მანიშნებს. -წამო დავწვეთ, ჰო?_მეც უსიტყვოდ ვეთანხმები და დამჯერად მივყვები ლოგინისკენ.

ცოტა ხანში, ისევ ერთმანეთის გვერდით ვწევართ. ის მე მიყურებს, მე მას. თითქოს თვალებით გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს, აი ასე, ყველანაირი სიტყვის გარეშე. სულ მალე, მიუხედავათ წინააღმდეგობისა, თვალებზე უფერული ბურუსი მეპარება, მერე კი მხოლოდ ჭრელაჭრულა, სიზმრებშემოპარული სიბნელე.


***

თვალებს მოთენთილად ვახელ თუარა სახეში უაზრო სიცარილე მეჩეხება. აივანსაც ვავლებ თვალებს, ტატო იქ მაინც ხომ არაათქო, თუმცა სულ ტყუილად. მამაკაცის კვალს ვერსად ვერ ვპოულობ.

ვიფიქრე დაბლა იქნება ჩასულითქო ამიტომ, მძიმედ წამოვწიე გუშინდელის მერე ატკიებული თავი, ტანზე შერჩენილი ტანსაცმელი შეძლებისდაგვარად შევისწორე და არეული ნაბიჯებით გავუდექი პირველი სართულის გზას.

-სად გაქრა ეს კაცი ნეტა, ლაი, არ იცი? _განიერ ნოხზე არხეულად წამოკოტრიალებულ ლაილას ისე ვეკითხები გეგონება რომც უნდოდეს, პასუხის გაცემას შეძლებსო.

კიდევ რამდენიმე ხანი ვიხეტიალე აქეთ-იქით არჯევანიძის ძებნაში, სანამ სამზარეულოში, მაცივარზე მაგნიტით დამაგრებულ წერილს არ წავაწყდი.


„ისე ტკბილად გეძინა რომ ვეღარ გაგაღვიძე, ფისო.
რამოდენიმე პატარა საქმე გამომიჩნდა და იძულებული ვიყავი დამეტოვე ორიოდე საათით. მალე მოვალ.

პ.ს ახალგამზადებული ყიყლიყოები კარადაშია.
ბონ აპეტიტ მადამ მარგო!

—თქვენი მონა მორჩილი და პერსონალური მზარეული არჯევანიძე.“



ალბათ პირზე იმდენად გაკრეჭილი ღიმილი მედება რომ სახის კუნთების ტკვილი მალევე მახსენებს თავს. ფურცელს გულმოდგინედ ვკეცავ და შარვლის ჯიბეში ვინახავ.

ტატოს თქმით, შემწვარ ყიყლიყოებს მართლაც კარადაში მივაგენი, ამიტომ ძალზედ მოშიებულმა მაშინვე გავუსინჯე გემო რამოდენიმე ნაჭერს. ვგიჟდები ამ კაცის კულინარიულ ნიჭზე!

***

ცოტა ხანში, ნაჭამ-მაძღარმა სააბაზანოში შესვლა გადავწყვიტე, მითუმეტეს მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ დღეს ექვს საათძე ტატოს მშობლებთან მივდივართ, წვეულებაზე. რატომღაც ძალიან მინდა რომ საუკეთესოდ გამოვიყურებოდე, ამიტომ ადრევე შევუდექი მოწესრიგებას. მართლია ჯერ მხოლოდ პირველი საათია მაგრამ ჩემ თავს ხომ ვიცნობ, ყველაგან დაგვიანების დედოფალი ვარ.

ცხელი წყლის ქვეშ მდგარს, გუშინდელის შემდეგ გამოყოლილი თავის ტკივილი წამში მქრება. სამაგიეროდ თავი ფიქრებით მაქვს დამძიმებული. დილიდან ვცდილობ ჩვენი ადრეული დიალოგების გადახარშვას.


ესეიგი ძილი დიდათ არ უყვარს. გასაგებია რატომ მხვდებოდა აივანზე ასე გვიან. თანაც არც გუშინ არ ეძინა. ნუთუ ასეთი ძნელი ბავშვობა ქონდა? ჩემი საწყალი არჯევანიძე, ვინ იცის რამდენი ტკივილის გადატანა მოუწია.

მაგრამ ერთი არ მესმის. მამამისი თუ ასე ძალიან ვერ იტანდა, თავისთან რაღარტო წაიყვანა? ან ერეკლეს ცოლმა როგორღა აპატია ღალატი, თანაც ისე რომ ტატო საკუთარი შვილივით გაზარდა. მითუმეტეს თვითონ მითხრა, წამი არ გასულა ისე რომ ამ ქალისგან სიყვარული არ მეგრძნოო.

-სოფო?_ხმამაღალი ფიქრით ვეკითხები საკუთარ თავს როდესაც ახალ თემაზე ვიწყებ ფიქრს, თან შამპუნს გრძელ თმებში ვიზავებ.

თავიდან კი მეგონა რომ გველი და „სწერვა“ იყო, მაგრამ არც ამდენად ცუდი არ ყოფილა. თანაც ჩვენმა პირველმა შეხვედრამაც ნორმალურად ჩაიარა, ამოგლეჯილი თმებისა და დაკაწრული სახეების გარეშე. პირიქითაც კი, ძალიან მეგობრულად შემოეგება.

-ნეტა ტატოს მიმართ სულ არანაირი გრძნობა არ აქვს?

ქალია ბოლოსდაბოლოს. თანაც არჯევანიძესთან ექვსი წლის განმავლობაში მაინც ხომ ქონდა ურთიერთობა?

ტატოს ნათქვამი მახსენდება. ესეიგი იმ ღამეს აივანზე რომ წავასწარი, ურთიერთობა უკვე დამთავრებული ქონდათ. ანუ არაფერში არ ვარ დამნაშავე, სოფოს მიმართებაში? იმედია ასეა...

-მაინც რა ეგოისტი ხარ ჩემო თავო...

ფიქრს კიდევ დიდი ხნით გავაგრძელებდი რომ არა კორიდორიდან წამოსული ზარის ხმა რომ არა. სასწრაფოდ შემოვისხი მოკლე პირსახოცი ტანზე, ვიფიქრე ტატო დაბრუნდა და იქნებ რამენაირად მაინც გავახალისო გუშინდელი დაუძინებელი ღამის მერეთქო.
აჩქარებული ნაბიჯებით ჩავფრინდიპირველსართულზე და ასეთივე ჩქარი მოძრაობით გამოვაღე კარები.

-მეგონა დააგვიანებდ... სოფო?!
-გამარჯობა მარგო..._საოცრად სევდიანი ქალი მიდგას წინ, ზღურბლზე. მართალია მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი მაგრამ არასდროს ყოფილა ასეთი. ნუთუ რამე მოხდა? -არ მინდოდა თქვენი შეწუხება მაგრამ..._ისედაც აკანკალებული, სახეზე მტევნებს იფარებს თან ცივ კედელს ეყრდნობა რომ წონასწორობა დაიკავოს. დამფრთხალი სახით ვებღაუჭები ზერელედ შემოხვეულ პირსახოცს თან ვცდილობ როგორმე მაინც დავაწყნარო ატირებული ქალი. გული გიჟივით მიფართხალებს.

-ბოდიშს გიხდი ამ ყველაფრისთვის...უბრალოდ მ..მე..._ცდილობს თავი დააწყნაროს მაგრამ სევდა როგორც ჩანს ამის საშუალებას არ აძლევს ამიტომ ცრემლების უხვი ნაკადი მოქრის მისი თვალებიდან.
-არ გინდა სოფო, ნუ ტირი. მოგეხმარები და დივანზე დაჯექი. აი ასე... უეცბ ხალათს შემოვიცმევ და დავბრუნდები კარგი?

უძლურად მიქნევს თავს მერე კი დივნის საზურგეს ეყრდნობა ძალაგამოცლილად.
ვერც კი წარმომიდგენია რაშია საქმე.

ხალხთან ემოციური კონტაქტის დამყარება ადრინდელი ასაკიდანვე მიჭირდა, ნუგეშსა და დაწყნარებაზე ხომ საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. ამ ყველაფრის გამო დაბნულად მივდივარ სამზარეულოსკენ, მაცივრიდან ვაშლის წვენს ვიღებ და სოფოსთან ვბრუნდები მისაღებში.

-მადლობა მარგო..._აცრემლებული ქალი ნელ ნელა გულსაც აწყნარებს ამიტომ ქვითინის ხმაც ნელ ნელა იკლებს. დაბლეულად ვზივარ მის წინ და ვფიქრობ რითი დავიწყო საუბარი, ანდაც საერთოდ რა ვუთხრა.

-სოფო...არ მინდა შენს საქმეში ჩარევა მაგრამ...
-არა, არა მარგო. პირიქით მე გამვედი ცუდათ ჩემი საქციელით. ვიცი რომ შენ და ტატო ერთად ხართ და არ მინდა გეგონოს რომ თქვენს შორის მინდა ჩადგომა უბრალოდ..._გაკვირვებული სახით ვადევნებ თვალებს მის დაბნეულ სახეს. წამიერი პაუზის შემდეგ ისევ აგრძელებს ლაპარაკს, მისი სიტყვები კი რატომღაც საშინლად მტკენენ გულს. -უბრალოდ ტატოს მეტი აღარავინ არ მყავს, ვიცი რომ მის გარდა სხვები არც კი გამომხედავენ..._მხოლოდ ახლა ვიაზრებ რომ აცემლებული თვალებით ვზივარ ასეთივე აცრემლებული ქალის წინ რომელსაც ჩემი დანახვისას კაკლებივით უდიდდება თვალები. რატომღაც მგონია რომ საშინლად გაწვალებული და დაღლილი ადამიანია რომლსაც უბრალოდ დასვენება უნდა მწარე ცხოვრებისგან. ვხედავ რამდენი ტკივილი დევს მის მზერაში.

საბოლოოდ, მიუხედავათ იმისა რომ ეს ქალი ჩემთვის სრულიად უცხოა, და ალბათ ნორმალური ადამიანი ჩემს ადგილზე მისი მეგობარი კაცის საყვარელს არც კი შემოუშვებდა ზღურბლზე, გული ვეღარ მითმენს ამიტომ თვალების წმენდით საცოდავათ ვუჯდები გვერდით, თან უძლურად ვხვევ ხელებს მხრებზე. წამში ეძაბება სხეული.

-ალბათ ცნაურად ჟღერს მაგრამ მეც გყავარ და მიუხედავათ ყველაფრისა მეც მხარში გედგები._კიდევ უფრო ეზრდება თვალები ჩემი სიტყვების გაგებისას, გრძელი წამწამები მეტად უნამდება. საოლოოდ ვერც ის ვეღარ იკავებს ცრემლების ნაკადს ამიტომ სულ რამდენიმე წამში ორი აბღავლებული და ბავშვებივით ჩახუტებული ქალის ტირილი ავსებს ოთახს.

-ძალიან კარგი ადამიანი ხარ მარგო. მიხარია რომ ტატომ შენნაირი ქალი იპოვა._ბღავილით ამბობს მორიგ სიტყვებს თან მეტად მეკრობა მხრებზე, მეც ძლიერად ვეხუტები.

-მორჩა, აღარ ვიტიროთ რა. რამე შედარებით მაგარს ხომ არ დალევდი? აი ჩემთვის მაგალითად, ლიქიორი პანაცეასავითაა._სასწრაფოდ ვიწმენდ მომტირალ თვალებს და ვცდილობ როგორმე მაინც მოვიყვანო აცრემლებული სოფო ხასიათზე. როგორც ჩანს კარგად გამომდის კიდეც.

-ჯობია წავიდე. არ მინდოდა ასე ცუდათ გამომსვლოდა ყველაფერი. _დაღონებულად ამბობს სოფო თან სევდიანი თვალებით გამომყურებს. პასუხის გასაცემად ვამზადებ ტუჩებს როდესაც მეტალის მასიური კარი ზანტად იღება, ოთახში კი გაოგნებული არჯევანიძე აბიჯებს.

-გამარჯობა ტატო._დაბნეულად ეგებება სოფო ჟღარ მამაკაცს რომელსაც ხელში ორი პარკი უჭირავს, როგორც ჩანს პროდუქტებით დატვირთული. მხოლოდ ახლა მახსენდება რომ მაცივარი სულ ცარიელია.

სახეგათეთრებული მამაკაცი ჯერ სოფოზე აჩერებს მზერას მერე კი ჩემსკენ აქანებს მალ თვალებს.

-გამარჯობა სოფო. მოხდა რამე?
-ა..არა არაფერი. წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შენ მოასწარი შემოსვლა._ფეხზე წამომდგარ ქალს თვალები ისევ ცრემლიანი აქვს, მაგრამ მიუხედავათ ამისა ცდილობს არაფერი არ შეიმჩნიოს. თვალის დახამხამებაში კარებთანაც ჩნდება.

უკვე ჩემს გვერდთ მდგარ ტატოს ძლიერად ვკრავ მხარზე ხელს, იმის იმედით რომ გამოფხიზლდება. ისიც მალევე მოდის გონზე თან დაბღვერილ თვალებს მახვედრებს.

-სოფო..._რამდენი ხანია ტატოსგან ასეთი ცივი ხმა არ გამიგია. ალბათ ჩვენი ჩხუბის მერე არც არასდროს არ ქონია ასეთი ტონი. -თენგოა ისევ?

ტანადი ქალი წამის მეასედში იყინება ნაცნობი სახელის გაგებისას. თენგო მისი ქმარია არა?

-რა უნდა?_ტატო როგორც ყოველთვის სერიოზული სახითა და გაყინული ხმით აგრძელებს ლაპარაკს, სანამ სოფო ჩვენსკენ არ ტრიალდება. ცრემლების ნაკადი კიდევ ერთხელ ხეთქავს თვალებიდან.
შეშინებული სახით მივიწევ მისკენ და იქვე მდგარი დივნისკენ მიმყავს, იმის შიშით რომ აკანკალებული ფექები მოულოდნელად მოეკეცება.

გაბრაზებულ ტატოს ჯმუხად გავყურებ. თითქოს ჩემი აზრების კითხვა შეეძლოსო, ამიტომ სამზარეულოში გადის, წამში კი ცივი წყლის ჭიქით ბრუნდება.

-აღარ ვიცი უკვე, რა ვქნა რომ თავი დაგვანებოს მეც და ნანუკასაც. არ მესმის რა უნდა, რისთვის დაბრუნდა._საცოდავათ ქვითინებს სოფო თან ჩემს მტევანს ნერვიულად უჭერს თითებს.
-კიდევ იყო მოსული?_მეჩვენება თუ არჯევანიძეს ტონი მეტად დაიძაბა?
-ჰო. დღეს დილით. ნანუკა მეგობართან გავუშვი, ღამე იქ რომ დარჩენილიყო. შემესინდა ისევ არ შემოგვივარდეს სახლში, რამე არ დაუშავოსთქო.
-რატომ არ მაძლევ უფლებას რომ ხელები დავატეხო მაგ სირს?!_ძემოდან ქვემოთ დაგვყურებს მაღალი მამაკაცი კიდევ უფრო გაღიზიანებული სახით. არ მესმის რატომ ეცვლება ასე ადვილად ხასიათი.
-ეგ არაფერს არ შეცვლის ტატო. რომ გვიჩივლოს? მერე რაღა ვქნა? სულ წამართმევენ ნანუს.
-გადაირიე ადამიანო?! მითხარი გაგიჟდი?!_კბილებში ცრის ორიოდე სიტყვას ჟღარი. მათ დიალოგს საოცრად დაბნეული და შეშინებული სახით ვადევნებ ყურს. მოულოდნელად, როდესაც ტატოს სხეული სასწრაფოდ წყდება ადგილს და ელვისებური სისწრაფით მიემართება დივანზე მჯდარი ქალისკენ, ფეხზე წამომდგარი ძლეირად ვაწყდები მის მხრებს, იმის შიშით რომ თავში რაიმე სულელურმა გაუელვა.

-ტატო..
-მარგო არ გინდა გთხოვ._მისი სიტყვები, ალბათ ღრენას უფრო მომაგონებენ ვიდრე ნორმალური ადამიანის ლაპარაკს, ამიტომ საცოდავათ მაყრის ცივი ჟრუანტელი კანზე. ჩემი რეაქციის შემყურეს მალე ურბილდება სახე. -ნუ გეშინია ფისო. არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ._მპასუხობს ისე, გეგონა ჩემი აზრების კითხვა შეეძლოსო. ორიოდე ნაბიჯით ვიხევ უკან რომ ქალთან შეძლოს მიახლოვება.

-ხელი მანახე._ხმა ისევ ყინულივით ცივი აქვს. არაფერი არ გამეგება ამ კაცისა მე! -სოფო...მანახე მკლავი.

ტატოს სიტყვების გაგებისას ამდენად ულამაზესი და დახვეწილი ქალი თითქოს ერთიანად დაიკარგა შიშში. რა მოხდა ასეთი, გამაგებინებს ვინმე?

-დედას მოვუ*ყნავ მაგ სირს!_არჯევანიძის სიტყვებს ალბათ სხვა დროს არასასიამოვნო სახით სევხვდებორი მაგრამ ახლა როდესაც სოფოს ხელებზე დალურჯებები დავინახე, მეთვითონ მომაწვა იმის სურვილი რომ ის ნაძირალა საკუთარი თითების მივახრჩო.
ნუთუ ცემა?! ამდენად ამაზრზენი ადამიანი როგორ უნდა იყო არ მესმის!

-დღესვე წამოიყვან ნანუკას და აქ გადმოხვალთ სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებთ._მართალია შედარებით ურბილდება ტონი, მაგრამ თვალები მაინც აგრესიულად უელავს.

-კი მაგრამ შენ და მარგო?
-ჩვენ ბინაში დავბრუნდებით.
-არ მინდა რომ შეგაწუხ...
-მართალია ტატო, სოფო. იქნებ ასეც იყოს უკეთესი._რბილად ვეუბნები ამჯერად უკვე დაწყნარებულ ქალს, თან ტატოსკენ მეპარება თვალები, რომელიც ბრაზის მიუხედავათ, ჩემს მზერას სითბოთი ეგებება....

***

-დარწმუნებული ხარ რომ ასე აჯობებს? იქნებ ჯერ გვეკითხა მისთვის.
-არა, მო. ხომ გაიგე რაც თქვა? შიშის გამო არც პოლიციას არ შეატყობინა მისი ცემის ამბავი ხომ ხედავ?
-უბრალოდ არ მინდა რომ რაიმე შარში გაეხვიო ტატო.
-ნუ გეშინია ფისო, ყველაფერი კარგად იქნება._ძლიერად მიჭერს მტევანს ხელზე, ისე რომ ძვლებს სულ სასიამოვნო ტკაცატკუცი გააქვთ.
ალბათ ათი წუთი იქნება რაც თბილისის ცენტრისკენ ავიღეთ გეზი, ნანუკას მეგობრის სახლისკენ. ტატოს თქმის არ იყოს, რაც უფრო მალე დაბრუნდება დედამისთან მით უკეთესი იქნება.
არჯევანიძემ სოფოს ქმართანაც დაგეგმა წინასწარი შეხვედრა, ისე რომ ქალისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მეუბნება ასე აჯობებსო.

ცოტა ხანში საჭირო კორპუსსაც ვუახლოვდებით, ამიტომ ტატო მობილურს იმარჯვებს და როგორც ვხვდები ნანუკას ურეკავს.
ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ სადარბაზოდან გამოსულ ტანად გოგონას ღიმილით ეგებება მანქანიდან გადასული არჯევანიძე. ნანუკაც ძლიერად ეხვევა მხრებზე, მერე კი მხიარული მაგრამ მიანც სევდაჩამდგარი თვალებით გამომყურებს და ხალისიანად მიქნევს ხელს მანქანაში მომლოდინეს.

***

ნანუკა დიდი სიხარულით შეეგება დედამისს. რა კარგია რომ ასეთი თბილი ურთიერთობა აქვთ. იმედია წლების მერეც ასე იქნება და არა ჩემი ოჯახის მსგავსად სადაც საკუთარი დედა „შვილოს“ ან „დეს“ მაგივრად „გოგოს“ მეძახის ადრინდელი ასაკიდანვე.

ნანუკა მართლაც ისეთივე შესანიშნავი აღმოჩნდა როგორც ტატო ამბობდა. მიუხედავათ იმისა რომ სულ ვერ წარმოვედგინე ვინ ვიყავი, შეხვედრი პირველი წუთიდანვე კარგად აგვეწყო ურთიერთობა.

რაც შეეხება დღევანდელ წვეულებას, მხოლოდ ნახევარი საათი დამრჩა მოსაწესრიგებლად. წყალიც გადავივლე და გრძელი თმებიც ლამაზად გავკვანძე მედიდურ ვარცხნილობაში, როგორც მარგო უფროსი იტყვოდა. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია რომ კაბაში ჩავძვრე, მაკიაჟი დავიდო სახეზე და ტატოს გემრიელ კომპანიაში, საკმაოდ გრძელ გზას გავუდგე.

-ჯანდაბა._საწყლად ვბუზღუნებ როდესაც საღამოს კაბის ვიწრო წელი მკერდზე ძლის ძლივობით მოსრიალებს. სულ რამდენიმე წამი, თითქმის გახეული კაბა, ჩემი ორიოდე სალანძღავი სიტყვა და მეც მზად ვარ.

ცოტა ხანში, კიბეებზე რამისაა კისრისტეხვით ჩავფრინდე აგუგუნებული გულისა და აკანკალებული ფეხების გამო. არ მესმის რა მემართება.

როგორც იქნა მისაღებ ოთახში ვდგავ ფეხს. სოფო და ნანუკა სამზარეულოში ტრიალებენ ალბათ. თვალებს მალ-მალე ვაცეცებ ტატოს ძებნაში და როგორც იქნა ფანჯარასთან მდგარ ტანად სილუეტს ვაწყდები.

ზურგით მდგარ მამაკაცს ხელში ვისკის ჭიქა უჭირავს, თან დაფიქრებულად გაჰყურებს ჩამავალ მზეს ფანჯრის შუშაზე ლამაზად რომ ირეკლავს მბზინავ სხივებს.

-წავედით?_ნერვიულობისგან ხმაც შემეცვალა. არა, მარგო არ წავა ასე საქმე! ჯობია დაწყნარდე.

ჩემი სიტყვების გამგონე მამაკაცი მალი მოძრაობით ატრიალებს ტანს. ღმერთო, რატომაა ასეთი უნაკლო?! როგორ შეიძლება უბრალო ადამიანი ასეთი არაჩვაულებრივი იყოს?

განიერ მხრებზე მადისაღმძვრელად შემობჯენილი შავი კოსტუმი თითოეული კუნთის მოძრაობას კვეთს. თეთრ პერანგსა და ფორმალურ ბაფთაში ტატო ისე გამოიყურება გეგონება რომელიმე მასიური კრიმინალური სინდიკატის მფლობელი იყოსო.

„აჰა, ტვნიც რომ აგერევა არჯევანიძის დანახვისას...“

დიზაინერული შარვალი, რომელიც კოჭებთან ოდნავაა ჩავიწროვებული, იმდენად მადიანად ეკიდება თეძოებზე რომ რამისაა აქვე გავიძრო ძლივს ძლივობით ჩაცმული კაბა და მხეცივით ვეცე არჯევანიძეს. არა, არა, მო აკონტროლე თავი!

-მარგო...შესანიშნავად გამოიყურები._როგორც ჩანს სანამ ასე გაშტერებულად ვიდექი და მამაკაცის თვალიერებას ვანდომებდი დროს, ტატოც არანაკლებ მოჯადოვებული მზერით მზვერავდა.

უფერული თვალები წამის მეასედში უშავდება და მეც მაშინვე ვხვდები არჯევანიძის ტვინი ყველაზე ბნელ ფიქრებშია გართული. საშინლად მსიამოვნებს ამის გააზრება.

-საოცარი ქალი ხარ ამილახვარო...

მწიფე ვაშლებივით მიწითლდება ლოყები. რა ჯანდაბა მჭირს, როდიდან გავხდი ასეთი მორცხვი?!

-რაღაც მაქვს შენთვის._ჩემი თვალიერებისგან მალევე გამოფხიზლებული მამაკაცი იქვე მდგარი ანტიკვარიული კომოდიდან ბარხატის შავ ყუთს იღებს.

ეს ის ყუთი არაა, სავაჭრო ცენტრიდან წამოსვლის შემდეგ რომ გამოიტანა რომელიღაც შენობიდან?

პატარა კოლოფს ხელში მაწვდის თუარა კანზე სასიამოვნო შეგრძნება მივლის ბარხატის რბილი მატერიის გამო.
ინტერესის მომენტი რომ არ დამეკარგოს კოლოფს რაც შეიძლება ზანტად ვხსნი და...

რამისაა ყბა ჩამომვარდეს. ტატოსგან, რომელიც ამბობდა რომ გულები და რომანტიკა მისის არაა, ასეთ საჩუქარი მხვდება?!

თვალებს გადიდებულად ვახეტქებ მამაკაცის მომნუსხველად გაღიმებულ მზერას, მერე ისევ კოლოფისენ ვიჭვრიტები.

თეთრ ოქროში ჩასმული, მბზინავი ბრილიანტებით მორთული ზურმუხტები იმდენად საოცრად ელვარებენ რომ გულს სულ ბაგა ბუგი გააქვს. ალბათ ყველაზე ძალიან არჯევანიძის საქციელი მაოცებს. სულ ვერ წარმოვიდგენდი რომ ამდენად შეიცვალა უგულო და ცივი ადამიანიდან მზრუნველ და ყურადღებიან მამაკაცამდე.

შავი ფრჩხილის ლაქით დაფარულ თითებს ზანტად ვახებ ულამაზეს ყელსაბამს.

-ტატო...ულამაზესია. მაგრამ არ იყო საჭ...
-აი მაგ სიტყვას გამაგონებ და მანქანაში პირ აკრულს ჩაგსვავ._ხმამაღალი ხარხარით ამბობს, გეგონება ჩემი წინადადება ნორმალურად არც გაუგიაო. მისი გემრიელი სიცილის გამგონეს, მიუხედავათ გაოცებული გამომეტყველებისა, მალევე მედება ღიმილი სახეზე.

გააზრების გარეშე ვეხეთქები მკლავებზე და ძლიერად ვხვევ ხელებს კისერზე. ჩემმა მოულოდნელმა ჩახუტებამ როგორ ვხედავ დიდად გააკვირვა და ცოტა არ იყოს დააბნია კიდეც არჯევანიძე. ცოტა ხანში თვითონაც ძლიერად მიჭერს მტევნებს ზურგზე თან ჩემს კისერში მალავს სახეს.

-რატომ ხარ ასეთი ჰა, არჯევანიძევ?
-როგორი?_წამში უდიდდება თვალები.
-აი ასეთი. შენი უბრალო სიცილისგან ტვინი რომ მიჩერდება ხომე?
-ასეთი ნატურა მაქვს ქალბატონო მარგო._მპასუხობს სრული სერიოზულობით, მარგრამ მალეე მაინც ედება დამამლული ღიმილი სახეზე. -შენ რატომ ხარ ასეთი, ამილახვარო?
-როგორი?
-ჯადოსნური. ასე ადვილად რომ შემაყვარე თავი.
-ეჰჰჰ, რა ვქნა ბატონო ტატო, ასეთი ნატურა მაქვს._მეც არ ვაკლებ საყვარელ სიცილს, მაგრამ ამჯერად ტატო უკვე დასერიოზულებულია, თუმცა ჩემი სიტყვების გამგონეს ისევ წინანდელი ღიმილი უბრუნდება.

ზანტად მართმევს ზურმუხტის ყელსაბამს ხელიდან, ზურგს უკან დგება ისე რომ მისი ცხელი სუნთქვა კისერს მიწვავს. ყელსაბამიც თვალის დახამხამებაში უკვე ყელს მიმშვენებს. საბოლოოდ მკოცნის ხერხემალზე, მერე ორიოდე ნაბიჯს დგავს წინ და ხელს მიწვდის რომ ხელკავით დავეყრდნო.

-წავედით, ფისო?
-წავედით, ბატონო ტატო.



_____________


ელვისებური სისწრაფით მომიწია ამ თავის დაწერა და შეცდომებით სავსე იქნება :დ დაგვიანებას რაც შეეხება ახალი წლების მერე ნაბახუსევიდან სამი დღე გამოვდიოდი და იმედია მეპატიება :დ <3



№1 სტუმარი Mer

mda... 3dge nabaxusevistvis ra ambavia :D tu aset tavebs elvis siswrafit wer ragas mawvaleb amdeni lodiniit :D kargi iyoo momewonaa. Ra gamodis arjevanidzec eristavia? Tan es dato is datoa visac uari utxra mipatijebaze? Ra chaxlartuli ambaviaa

 


№2 სტუმარი ტატუკა

აუუუ რა კარგი იყოოო

რატომ გვაწვალებ?დადე რა მალეეეე

ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად

იმედი მაქვს დღეს მაინც დადებ

 


№3 სტუმარი ტატუკა

ამ ისტორიას რატომ არ აგრძელებ?როგორ ველოდები შენ ვერც კი წარმოიდგენ.გააგრძელე რაა გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent