შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ლეო, სალომე და შენ (2)


6-01-2016, 15:34
ავტორი Anya
ნანახია 1 644

****
ახალი წელი დაიწყო რაღაცნაირად,
მოსაწყენად,
ან მე მეჩვენებოდა ასე,
მაგრამ, მეც და თქვენც ვიცით რომ ეს არააა ასე,
რაღაც შეიცვალა,
რაღაც ყოველთვის იცვლება,
და მეც ვგრძნობდი რომ რაღაც შეიცვალა,
ან შეიცვლებოდა მაინც,
მაგრამ რა ვერაფრით მივხვდი,
თუმცა არც ამაზე ფიქრით არ მომიკლავს თავი,
საერთოდ რა საჭროა ასეთი რაღაცეებისთვის ყურადღების მიქცევა,
ოდესღაც ხომ მაინც შევამჩნევ?
ხოდა, დაველოდები ამ ‘‘ოდესღაცს’’,
ისედაც ერთი დიდი ცვლილება თავზე მაქ,
ჩემი კარე, რომლსაც ჩემი ოჯახის წევრების გარდა თვით გეგენავაც ვერ შეეგუა,
არაუშავს, გადაიტანს.

***
იმ საღამოს ვიყავი დებილურ ხასიათზე,
გეგენავა იყო ჩემთან ამოსული,
მაგრამ ჩემთვის სულ არ ეცალა,
მანანიკოს ეჭორავებოდა რაღაცაზე,
მაგრამ რაზე ვერ გავიგე, არ ვუსმენდი,
ფეისბუქზე პოსტებს ვათვალიერებდი,
წავაწყდი პოსტს: ‘‘აი ის მომენტი, ვიღაცას დებილს რომ ეძახი ის კი იცინის და თვლის რომ ხუმრობ.’’
- ვაიმე, ვგიჟდები ამ მომენტზე, - ვთქვი და სიცილით გავიფხრიწე.
- ვაიმე ხოო მეც! - დამეთანხმა სიცილით გეგენავა, ეს ვაფშე ოთახში როდის შემოეთრა ვერ მივხვდი.
ვიფხრიწებოდით სიცილით.
- აუ ისე მართლა რა დებილი ხარ! - ვუთხარი ისე რომ არცერთს სიცილი არ შეგვიწყვეტია.
ისევ ვიფხრიწებით.
რაზე მეც არ ვიცი.
ცოტა ხნის შემდეგ გეგენავა მეკითხება:
- ეს ის მომენტი იყო ხო???

***
ძველით ახალწელს გელამ გვიმანსპინძლა,
სუფრა იყო სასწაული,
ღვინო, არაყი, კონიაკი, ლუდი, მჟავე კიტრი,
რუსკას ცალ ხელში არყის ბოთლი ეკავა მეორეში მჟავე კიტრი,
ამიკო და დაჩი კი რა თქმა უნდა ყურადღებით უსმენდნენ გელას ყველა სადღეგრძელოს და ღვინით იჭყიპებოდნენ.
რამოდენიმე ჭიქის მერე რუსკამ ხელი უშვა არყის ბოთლს,
გელას სადღეგრძელოები მისივე სახელს დაემსგავსა,
სალომეს ეს რომ ვუჩურჩულე ლამის გამეგუდა,
ხოლო ამიკო და დაჩი ისევ ვაჟკაცურად აგრძელებდნენ დალევას,
თან ‘‘სამი დალიეს’’ მღეროდნენ,
მაგრამ უკვე რამდენჯერ ქონდათ სამი ჭიქა დალეული თვითონაც ვერ გეტყოდნენ.
სახლში მხოლოდ მაშინ წამოვედი, გელა უკვე ჩემს შვილიშვილებს რომ ლოცავდა,
წამოვედი და სალომეც წამოვიყოლე, და რუსკაც რომელიც უკვე ვეღარ იდგა ნორმალურად ფეხზე.
***
არც კი მიფიქრია სახლში წასვლა,
ეგრევე გავექანე სალომესთან,
სულ ასე ვარ,
თუ რამე მიხარია ან მწყინს,
ყოველთვის პირველს სალომეს ვუყვები,
ახლაც მივქროლდი მასთან,
რომ მივედი ეგრევე საწოლზე დავემხე,
თან ვიცინოდი დებილივით,
- რა გაცინებს? - მკითხა სალომ და გვერძე მომიწვა.
- ვაიმე საალ, მგონი ბედი გამეხსნა.
- უი, კიდევ? - მკითხა ირონიით.
ირონია,
ჰმმ...
- უკვე მჯერა ერთი ნახვით შეყვარების.
- კი კი, აბა რა.
- იცი რა ბიჭი ვნახე ავტობუსში.
- ვაიმე.
- პროსტა რა მაგარი ბიჭი იყო. პირველად ვნახე ეგეთი კაი ბიჭი, იმენა იდეალური, თან ჩემს წინ იჯდა. - ვთქვი ყურებამდე გაკრეჭილმა.
- მაგას ამბობდი ორი კვირის წინაც, მეტროში რო ბიჭი ნახე.
- არა ეს სულ სხვაა.
- რა იცი?
- აი რაღაცნაირად ვიცი.
- აი რაღაცნაირად ხარ სამკურნალო ზუსტად შენ, - დამცინა სალომ.
- არაფრის აზრზე არა ხარ სალ შენ.
- შენ ხო ხარ,- თქვა და ოთახიდან გავიდა.
არადა მართლა კარგი ბიჭი იყო.

***
წვიმიანი დღე იყო,
ზოგადად მიყვარს წვიმა,
მიყვარს ცის ეს სისუსტე,
წვიმას ცის ტირილს ვეძახი,
ცა ტირის როცა ტკივა,
როგორ ჩვენ,
ჩვენც ხომ ტკივილს ცრემლებით გამოვხატავთ,
ასეა ცაც,
როცა ტკივა წვიმს,
მაგრამ ზოგჯერ სიხარულის დროსაც გვინდება ტირილი,
მგონი ამას ვეძახით ‘‘მზე პირს იბანსო’’,
ანუ ცაც ადამიანივითაა,
მაგრამ უფრო ლამაზი,
უფრო მშვენიერი,
და შორეული.
და ასეთ დღეს, როცა გეგმად მქონდა მთელი დღე ჩემს ფიქრებში ჩავძირულიყავი,
გამახსენდა რომ გელას დაბადების დღე იყო,
ნუ გამახსენდა რაა,
გამახსენა,
რუსკამ დამირეკა ხომ მოდიხარო,
რა თქმა უნდა-თქო.

***
ძველით ახალი წელი გამახსენდა,
ახლაც მხოლოდ სვავდნენ და სვავდნენ,
მაგრამ უფრო მეტნი ვიყავით,
ზოგი ვერც ვიცანი,
გელას ერთიბეწო სახლში ამდენი ხალხ როგორ დაეტია,
ჯერაც ვერ ვხვდები,
და ალბათ ვერც ვერასოდეს მივხვდები,
მაგრამ ეს ნამდვლად არააა ახლა მნიშვნელოვანი.
- ნახე რამაგარი ბიჭია სალ,- მხარი გავკარი სალომეს.
- შენ ისევ დაიწყეე?
- რა შუაშია?
- აბა დალიე??
- კაი რა ხო იცი არ მიყვარს დალევა.
- რავიცი აბა ჯერ ნაცნობებიდან არავინ მოგწონებია.
- ამას არ ვიცნობ.
- გელას უთხარი გაგაცნობს.
- ნუ ხარ დებილი, - დავუბღვირე სალოს, ის კი ისევ იცინოდა.
ისევ იმ ბიჭს გავხედე,
მე მიყურებდა,
ხო არ გაიგონა თქო ვიფიქრე,
მაგრამ მაშინვე ვუარყავი ეგ აზრი,
რადგან ჩემგან შორს იჯდა, თან ხმაური იყო.
მე მაშინვე სხვა მხარეს გავიხედე,
ისევ სალომეს დავუწყე ლაპარაკი.
***
იმ დღეს,
აშკარად ვგრძნობდი რომ რაღაც მოხდებოდა,
შემიძლია დავიფიცო,
ალბათ ზუსტად მაგიტომ ვფიქრობდი მთელი დღე წვიმაზე,
ცაც იმიტომ ტიროდა მთელი დღე,
მაგრამ სიხარულისგან,
იმიტომაც ვგრძნობდი მთელი დღე რაღაც სხვას,
მთელი დღე,
ის დღე,
და კიდევ სხვა უამრავი დღე,
ყოველ დღე,
ვიცოდი რომ რაღაც შეიცვლებოდა,
არც შევმცდარვარ,
შენ...
***
ძალიან ცუდად ვარ...
რატომ არ ვიცი,
უბრალოდ ხანდახან ასე მემართება ხოლმე,
ხანდახან ძალიან ბედნიერი ვარ,
ხანდახან ძალიან ძალიან უბედური.
და მაინც, მეთვითონაც ვერ ვიგებ რა მაბედნიერებს და რა არა.
რამდენი შეცდომა,
და მაინც რამდენი შეცდომა დავუშვი?
როგორი იქნებოდა ცხოვრება ამ შეცდომების გარეშე?
რომ მკითხოთ, ნამდვილად ვერ გიპასუხებთ.
უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.
ადამიანი ხომ ასეა,
ყოვეველთვის შეცდომებს უშვებს,
თითქოს ვალდებულია რომ დაუშვას,
თითქოს შეცდომებიც ვალდებულები არიან ჩვენს ცხოვრებაში იარსებონ.
და ეს მართლაც საჭიროა,
რომ არ დაგვავიწყდეს რომ ადამიანები ვართ,
რადგან ადამიანები შეცდომებს უშვებენ,
ხანდახან ტკივათ,
წყინთ,
უზომოდ უყვართ,
და უზომოდ უხარიათ,
და რა თქმა უნდა მეც,
მეც ხომ ადამიანი ვარ,
და შენც...
შენც, ვინც ახლა ამას კითხულობს,
გეკითხები ბედნიერი ხარ?
რა განიჭებს ბედნიერებას?
ჩვენ ადამინები ძალიან ბევრს ვითხოვთ მაგრამ სანაცვლოდ არაფერს გავცემთ,
მაგრამ მე,
მაინც საშინლად მიყვარს ადამიანები,
და შენც...
შენც მიყვარხარ,
და თუ ამას შეუძლია რომ გაგაღიმოს,
მაშინ მეც ვარ ბედნიერი.
აი ეს არის ბედნიერება,
როცა სხვას აბედნიერებ უბრალო მიზეზებით.
მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა.
აღარაფერს აქვს მნიშვნელობა,
იმიტომ რომ,
ვგრძნობ,
როგორც იმ წვიმიან დღეს,
ის ‘‘ოდესღაც’’
უკვე ახლოა.

----
შეცდომებით სავსეა როა ვიცი :DD წინა თავში ნოემბრის მაგივრად იანვარი უნდა დამეწერა, მაგრამ არ გადავხედე, მოკლედ არაუშავს, მგონი ეს თავი წინაზე ცუდი გამოვიდა მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ რომ ვიღაცას მაინც მოეწონა, თვითონაც ვიცი რომ შედევრს არ ვქმნი, და გილოცავთ შობას ♥



№1  offline წევრი likuna12345

Shemdegs velodebi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent