შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (10 თავი)


6-01-2016, 20:44
ავტორი murachashvili
ნანახია 2 795

თბილისში ბინის შოვნა არც ისეთი იოლი გამოდგა, როგორც აკას წარმოედგინა. ელექტრონულ განცხადებებეს ათვალიერებდა, გაზეთებს ყიდულობდა, ქუჩა-ქუჩა, კარ და კარ დადიოდა და გამვლელებსაც კი ეკითხებოდა, სადმე გასაქირავებელი ბინა ხომ არ ეგულებოდათ. სამწუხაროდ უშედეგოდ. ერთ კვირაზე მეტია დადიოდა და ვერაფერს პოულობდა.
დაღლილ - დაქანცული დათუნასთან ავიდა. დანა პირს არ უხსნიდა.
- რა გჭირს? - ლუდის ბოთლი მიაწოდა მეგობარმა და მის დაღვრემილ სახეზე დაიწყო პასუხის ძებნა.
- არაფერი... პრობლემები, პრობლემები და პრობლემები... - ირონიულად გაიღიმა მან - მამაჩემს გაუმარჯოს... - ლუდის ბოთლით პათეტიკურად წარმოთქვა.
- არაფრის თქმა არ გსურს?
- სულ რაღაც ორი რამ მინდა, სასწაულად მჭირდება სამსახური და საცხოვრებელი ადგილი .... - ტკივილით შესჩივლა აკამ.
ღიმილი ვერ შეიკავა დათუნამ: - მხოლოდ ეგ ორი? მაგის მოგვარებას რა უნდა. შემეშინდა უფრო სერიოზული პრობლემები არ გქონოდა.
- ალბათ, ვისთვის როგორ ... არც მე მეგონა ასე რთული თუ იქნებოდა, მაგრამ...
- მომისმინე, რაღაც მინდა შემოგთავაზო. ხომ იცი, ორ ოთახიანი დაკეტილი ბინა მაქვს, მშობლებთან ცხოვრება აღარც მე მინდა, ისიც ვიცი, რომ მარტო ვერ გავჩერდები, იქნებ ჩემთან გადმოხვიდე?
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა აკას. - მეხუმრები? - თითქოს ვერ იჯერებდა მის ნათქვამს. - მართლა გინდა გადასვლა, თუ ჩემს გამო... - ეჭვი გაკრთა მის ხმაში.
- ვაღიარებ ნაწილობრივ შენს გამოც, თუმცა ისედაც მინდოდა, ეხლა კი მიზეზიც მომეცა... - სიცილი ვერ შეიკავა დათუნამ.
ქალი რომ ყოფილიყო, ალბათ პატარა ბავშვივით ატირდებოდა კიდეც.
- ძმა ხარ. ამას არასოდეს დაგივიწყებ...
- მადლობის თქმას ნუ ჩქარობ. ჯერ ხომ არ იცი როგორი მყრალი მეზობელი ვარ... - ხუმრობდა ვაჟი - სამსახურზეც რაღაც ვიფიქრე, თუ დამთანხმდები... - აშკარად ყოყმანობდა. - კომპიუტერებში კარგად ერკვევი, ავტომობილების ნაწილებშიც....
- მერე?
- მამაჩემის მეგობარს სერვის ცენტრი აქვს, ცენტრი ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი, პროფილაქტიკა უფროა.. იქნებ გეცადა... - დათუნას სიტყვებმა ნამდვილად ჩააფიქრა ვაჟი -ვიცი, რომ დიდი ვერაფერი საქმეა, მაგრამ...
იგრძნო როგორ ტკიოდა მისი ტკივილი და გულით ცდილობდა მეგობრის დახმარებას, ესიამოვმა მზრუნველობა. უმადური არ იყო და ვერც იქნებოდა. არც წუნიაობის დრო ჰქონდა.
- რა სისულელეა, სიხარულითაც კი წავალ, მთავარია ისინი დაგვეთანხმონ...
- მართლა? ჩათვალე, რომ უკვე იქ ხარ... - სიხარული ვერ დამალა დათუნამ.
- ძმა ხარ... - ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა აკას.
დათუნამ მაშინვე მოიმარჯვა მობილური გადარეკა, იმ დღესვე შეუთანხმდნენ შეხვედრაზე.
თემქის გზაზე, თბილისის ზღვის მიმართულებით გადაუხვიეს. იქვე, დიდად არაფრით გამორჩეული ორ სართულიანი შენიბა გამოჩნდა. პირველ სართულზე აშკარად სარემონტო ბოქსები იყო მოწყობილი, მეორეზე სავარაუდოდ მოსასვენებელი ან ადმინისტრაციის ოთახი.
თუმცა შენობაში შევიდნენ თუ არა, ვაჟი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გარეგნულ შეხედულებას ყოველთვის არ უნდა ენდო. ბოქსები იმაზე ბევრად კომფორტულად აღმოჩნდნენ მოწყობილი ვიდრე წარმოედგინა. თითოეულ ბოქსთან ჩანდა დუშკაბინა და საპირფარეშოც.
გვერდი აუარეს ბოქსებს და გვერდითა კიბით მეორე სართულზე ავიდნენ. კომფორტულად მოწყობილ მისაღებში შევიდნენ. რამოდენიმე წუთში გამოჩნდა უფროსიც. პროფილაქტიკის მესაკუთრე ასე ორმოცდაათ წლამდე, მაღალი, სიმპატიური, კომბინიზონიანი მამაკაცი გამოდგა.
- მამაჩემის ჯგუფელი და ჩემი ნათლიაა. უარს არ მეტყვის. დარწმუნებული ვარ არც შენ დარჩები უკმაყოფილო, შრომის დანახვა იცის....
მომავალი უფროსი ღიმილით, თბილად შეხვდა ბიჭებს. მსუბუქად უსაყვედურა, ნათლულს იშვიათად მნახულობო.
ყურადღებით შეათვალიერა აკა. არაფერი უკითხავს პირდაპირ დაიწყო საუბარი:
- საქმეში უფრო მივხვდებით რისი უნარებიც აღმოგაჩნდება... ამპარტავან და კუდაბზიკა ადამიანებს ვერ ვიტან, ასეთი რომ იყო აქ არც მოხვიდოდი. მთავარია, კითხვის დასმის არ მოგერიდოს, აქ მეგობრული გუნდია, ჩემი და შენი საქმე არ არსებობს, ყველანი ერთ მიზანს ვემსახურებით: - კლიენტი უნდა წავიდეს კმაყოფილი. ერთმანეთს მხარში ვუდგებით და ვეხმარებით. გუნდურად ვშრომობთ და მოგებასაც გუნდურად ვიყოფთ. მთვარია ჯგუფმა მიგიღოს, დანარჩენი პრობლემა არაა, საქმესაც გასწავლიან და სიტუაციაშიც სწრაფად გაერკვევი.
- გუნდში რამდენი ხართ? - გაუბედავად იკითხა ვაჟმა.
- მე, ელექტრიკი და დამატებით ხელმძღვანელის ფუნქციასაც ვასრულებ, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებით ვარ დაკავებული, - გაეცინა საკუთარი ფუნქციის აღწერისას - „ხადავშიკი“, „მალიარი“, „ჟესტიანჩიკი“ იგივე მეთუნუქე და მეხუთე სავარაუდოდ შენ იქნები... თუ ვინმე დამატებით დაგვჭირდება მოვიწვევთ.
აშკარად მოიწყინა აკამ, მამაკაცის თქმით ყველას მისი კონკრეტული მოვალეობა ქონდა, მას ხომ არასოდეს უმუშავია ასეთ ადგილზე, და საერთოდაც ეს მისი პირველი სამუშაო ადგილია. არ უნდოდა ვინმესთვის ზედმეტ ტვირთად ქცეულიყო, იმასაც ხვდებოდა, რომ დათუნას ხათრით უფროსი არაფერს ეტყოდა, ალბათ მის სამსახურში მიღებაზეც დასთანხმდებოდა, პრინციპში თუ მისი საუბრიდან იმსჯელებდა, უკვე მიღებულადაც თვლიდა, მაგრამ...
- ცუდად ნუ გამიგებთ, ავტომობილებსა და მის ნაწილებზე მხოლოდ თეორიული წარმოდგენა მაქვს. თქვენთან რა უნდა ვაკეთო?- ეჭვით იკითხა ვაჟმა.
- არც მთლად მასეა, ერთი პრობლემა გვაქვს და შენ უნდა იტვირთო. ვაჩვენოთ?! - ღიმილით ჰკითხა დათუნას და დასტურის მიღებისთანავე თვალები აუციმციმდა მამაკაცს, წამოდგა . - შეიძლება ითქვას შენ მთავარი ფუქცია უნდა აიღო შენს თავზე...
უფროსი წინ მიუძღოდათ. ერთ-ერთ ბოქსში შეიყვანა ბიჭები, ინტერესით მიაჩერდნენ შეფუთულ ავტომობილს.
- საშკა, ცოტა ხნით ყურადღება მოგვაქციეთ თუ შეიძლება... - გასძახა იქვე მდგომ ახალგაზრდა, ასე ოცდაათ წლამდე მამაკაცს.
სამივე უფროსის მსგავს კომბინიზონში გამოწყობილი თანამშრომელი მათთან მივიდა. დათუნას აშკარად კარგად იცნობდნენ. მისალმების შემდეგ ერთ - ერთი შეფუთულ ავტომობილთან მივიდა და შალითა გადააძრო. ძველი მოდელი, შავი, გაპრიალებული როლს-როისი კმაყოფილი იწონებდა თავს. გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ ბიჭები უკვე ანტიკვარ მანქანას. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდათ, როცა ავტომობილის სალონში დამონტაჟებული ელექტრო აპარატურა და ვიდეო უკანა ხედვის კამერები შენიშნეს, ცენტრალური საკეტები და კონდენციონერზე ხომ ლაპარაკი აღარ იყო.
- ასეთი რამ MTV-ზე მაქვს ნანახი, „ავტო მარიაჟში“. ვერც კი ვიფიქრებდი ჩვენთანაც თუ შეიძლებოდა ანალოგიურის გაკეთება... - გაოცება ვერ დამალა აკამ.
- მოკლედ, ჩვენ გაჩვენებთ კარკასს... გეტყვით იდეებს, შენ ააწყობ კომპიუტერულ ვერსიას და თუ მოგვეწონება შემდეგ დავიწყებთ შესრულებას...
- ანუ ძველი ავტომობილების რესტავრაციითა და აღდგენით ვიქნებით დაკავებული? - თვალები სიხარულით უციმციმებდა აკას.
- არა მხოლოდ. ამას მთლად აღდგენა არც ჰქვია, ფაქტიურად ძველი ფუტლიარისგან ახალი ავტომობილი გამოგვყავს, ყველა თანამედროვე „ნავაროტკით“. არ იფიქრო რომ მხოლოდ აღდგენით ვართ დაკავებული, პარალელურად კლიენტებსაც ვიყვანთ და ვემსახურებით. აბა, შეგვიფასებ ნაშრომს, მოგწონს?
- ძალიან... - აღტაცება ვერ დამალა ვაჟმა, - საინტერესო საქმეა, მთავარია შევძლო... ერთფეროვნება ნამდვილად არ მემუქრება.
- დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა.. - გამამხნევებლად შეხედა დათუნამ.
- აბა, როდიდან შეუდგები მუშაობას? - გამომცდელი თვალით შეხედა უფროსმა.
- ალბათ გეცოდინებათ, მე სტუდენტი ვარ, მიახლოებით მაინც უნდა ვიცოდე სამუშაო გრაფიკი, იქნებ გამიმართლოს და სწავლას შევუთავსო. არ იფიქროთ თითქოს რაიმე პრეტენზიებს გიყენებთ, უბრალოდ მინდა რომ როგორმე დავასრულო... - გაუბედავად უთხრა აკამ.
მამაკაცმა თბილად გაუღიმა: - დროში შეზღუდული არ იქნები. დათუნამ მითხრა შენი მირწევების შესახებ, ჩემი შვილის ასაკის ხარ, თავისთავად ცხადია სწავლა უნდა დაასრულო. შენს სამუშაოს სწორედ ეგ ხიბლი ექნება. ჩვენ გეტყვით იდეას, შენ კი შეასრულებ დღის ნებისმიერ მოსახერხებელ პერიოდში. ოღონ იცოდე, დავალების შესასრულებლად რა ვადასაც გვეტყვი, იმ ვადას არ უნდა გადააცილო...


ძნელი მისახვედრი არაა, ალბათ, რამდენად გაუხარდა აკას მისი სიტყვები.

ცხოვრებამ თითქოს ნელ-ნელა დალაგება დაიწყო. მეორე დღესვე გადავიდა დათუნასთან ერთად საცხოვრებლად. ბიჭებსაც მშვენივრად შეეწყო. თავისუფალი დრო უჩნდებოდა თუ არა, მათთან გარბოდა. ეუბნებოდნენ, ასე ხშირად აქ სიარული საჭირო არ არის, სწავლას არ ჩამორჩეო, მაგრამ თავისას არ იშლიდა. ყველაფერი აინტერესებდა. ბიჭებიც ეხმარებოდნენ და ყველაფერში ნელ-ნელა არკვევდნენ. როგორც ამბობდნენ, აშკარად ნიჭიერი მოწაფე გამოდგა.
თითქმის მთელი თვე გავიდა რაც თათია არ ენახა. ოქტომბრის ბოლო ახლოვდებოდა. ისევ მეტროთი მგზავრობდა. საბურთალოს ხაზზე გადაჯდა და უნებურად წინ მჯდომი მგზავრისკენ თვალი გაექცა, ოდნავ დაწვრილებული ცისფერი თვალებით თეკლე უცინოდა.
- აი, ეს მესმის... - აშკარად გაუხარდა ქალის დანახვა. - გოგონა მეტროდან....
- აბა, როგორ ხარ, „ბიჭო მეტროდან“? - მხიარულად, სწრაფად გადმოსკუპტდა აკას მხარეს.
- რა მიჭირს, - ავტომობილის კეთებისას დასვრილ ხელებს დახედა და უნებურად დამალა - შენ როგორ ხარ? როგორ მიდის სტუდენტობა?
- ჩემს უსაფრთხო სტუდენტობაზე იმდენი ზრუნავს, რა მოგვაწყენს... - გაეცინა გოგონას.
- დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ბევრნი იქნებიან... - ხუმრობაში არ ჩამორჩა აკაც.
- მაშინ ისეთი გაღიზიანებული და დაბნეული ვიყავი, მადლობის თქმა ვერც მოვახერხე... - უხერხულად შეიშმუშნა თეკლე.
- სამადლობელი არაფერია. ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
- ნებისმიერის რა გითხრა, თუმცა ჩემი ძმის განრისხება კი გამოიწვიე.. - ეშმაკურად უღიმოდა გოგონა.
- შენი ძმის? რატომ?
- როგორც ყოველთვის, მისმა მეგობრებმა გაიგეს და მაშინვე მოახსენეს. გადაირია. საყვედურებით ამიკლო, რატომ დამიმალეთ, ძმა ვარ თუ უცხო გამვლელიო...
- დახმარების ნაცვლად, გამოდის ძმასთან გაგირთულე ურთიერთობა! - სიცილს ვერ იკავებდა ვაჟი.
- ასე გამოვიდა.... თუმცა მისი შემორიგება იოლია.... მომისმინე, ამ კვირის ბოლოს რას აკეთებ?
- შემთხვევით პაემანზე ხომ არ მეპატიჟები?! - ეშმაკურად გაუღიმა ვაჟმა.
- არა, რა სისულელეა... - აკისკიდა თეკლე, - სამეგობრო ვქეიფობთ ჩემთან. თათიაც იქნება, გამიხარდება, შენც თუ მოხვალ...
- შეკრების მიზეზი რა არის? - ეჭვით იკითხა აკამ.
- ერთმანეთთან ყოფნის სურვილი.... - შეგნებულად დამალა მისი დაბადების დღე რომ იყო.
- უხერხული არ იქნება, მე ხომ შენს მეგობრებში არ შევდივარ? - აშკარად ყოყმანობდა ვაჟი. თუმცა გოგონას მიპატიჟება ნამდვილად ესიამოვნა.
- არა, რა უხერხული. მხოლოდ უახლოესი სამეგობრო ვიქნებით... გთხოვ, უარს ნუ მეტყვი, გამიხარდება თუ მოხვალ...
მატარებელი მეტროსადგურ წერეთელზე გაჩერდა. გოგონამ დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია და სწრაფად გავიდა.
აშკარად გაუხარდა მასთან შეხვედრა, აშკარად პოზიტიურ განწყობაზე დააყენა თეკლემ. მართალია მისვლას არ დაჰპირდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მასთან შეხვედრის სიამოვნებას ვერ მოიკლებდა. მისი მეტროთი მგზავრობაც სწრაფად დასრულდა, პოლიტექნიკურზე ჩამოვიდა და სპორტის სასახლიდან სასწავლებლისკენ გეხით გაუყვა.
ცხადია აკა თეკლეს სიტყვებს „სამეგობროს უმიზეზოდ შეკრების“ თაობაზე არ ენდო, თათიასთან დააზუსტა მიპატიჟების მიზეზი და ახალი საფიქრალიც გაიჩინა, ვერაფრით ხვდებოდა რა შეიძლებოდა ეჩუქებინა.
- ისე ღელავ თითქოს პირველად მიდიხარ გოგოსთან დაბადების დღეზე. - დასცინოდა დათუნა - ყველაზე მარტივად გადაწყვიტე ეგ პრობლემა, წითელი ვარდები და შამპანური...
- გაგიჟდი? ვიღაცას შეყვარებული ვეგონები...
- მერე რა? ისე ნერვიულობ მე მგონი ტყუილი არც იქნება... - ყურებამდე საკუთარი აღმოჩენით კმაყოფილი იკრიჭებოდა ბიჭი.
- მორჩი მაიმუნობას, თუ ღმერთი გწამს. იდეები მომაშველე ...
- გამორიცხე ყვავილები და კარგი სასმელი წაიღე...
მართალია დიდად ვერ მიხვდა რაში ჭირდებოდა თეკლეს სასმელი, მაგრამ პირველ შემოთავაზებულ ვარიანტს ნამდვილად სჯობდა. ისევ თათიას მიმართა დახმარებისთვის და თეკლეს საყვარელი სუნამოთი ხელდამშვენებული ესტუმრა 27 ოქტომბერს სახლში.

მოგესალმებით, ყველას...
გილოცავთ ახალ წელს, დამდეგ შობას. დაესწარით მრავალს. ვაგრძელებ "ჩანახატის" ახალი თავების დადებას.
ბოდიშს გიხდით ამდენი ხნით დაგვიანების გამო.



№1 სტუმარი ემი

მოგვენატრე....

დღეიდან, ჩვეულებრივ, ყოველდღე ველოდებით ახალ თავს... love

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
მოგვენატრე....

დღეიდან, ჩვეულებრივ, ყოველდღე ველოდებით ახალ თავს... love


მეც მომენატრეთ. wink ვეცდები მასიმალურად... უბრალოდ საახალწლო არდადაგებს შვილთან ერთად ვატარებ და პატარა პრობლემა გვაქვს, თოვლის გამო ინტერნეტი არ გვაქვს უმეტესად. love

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რამდენი ხანი გელოდი და ისე გამიხარდა რომ გნახე ძალიან გამიხარდა აკას შესახებ უფრო მეტი რომ დაწერე და მისი ცხოვრება ასე რომ წამართე... ძალიან მინდა უფრო დიდი თავები დადო ამდენი ხანი ველოდი და არ მეყო ეს პატარა თავი

 


№4  offline წევრი aneta

აქამდე შენი ისტორიები ყველა დასრულებული წავიკითხე და ახლა ვხვდები რა ბედნიერება იყო, არასდროს მყოფნის თავების მოცულობა. ახალი თავს ველოდები მოუთმენლად love

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
რამდენი ხანი გელოდი და ისე გამიხარდა რომ გნახე ძალიან გამიხარდა აკას შესახებ უფრო მეტი რომ დაწერე და მისი ცხოვრება ასე რომ წამართე... ძალიან მინდა უფრო დიდი თავები დადო ამდენი ხანი ველოდი და არ მეყო ეს პატარა თავი


მესმის. ძალიან მიხარია ისევ ჩემტან რომ ხართ. სამწუხაროდ მეტი ვერ მოვასწარი...

aneta
აქამდე შენი ისტორიები ყველა დასრულებული წავიკითხე და ახლა ვხვდები რა ბედნიერება იყო, არასდროს მყოფნის თავების მოცულობა. ახალი თავს ველოდები მოუთმენლად love



სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ. wink ვაღიარებ, უმეტესად მეც ასე ვიქცევი. ისტორიის კითხვას მისი დასრულების შემდეგ ვიწყებ. ლოდინი საკმაოდ გამაღიზიანებელია. love მადლობა თქვენ, რომ "მიტანთ" და "მიძლებთ"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent