შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 22


6-01-2016, 23:47
ავტორი mako-makako
ნანახია 2 158

მზია პალატაში შევიდა და როდსაც თავისი შვილი ასეთ მდგომარეობაში დაინახა გულიმოუკვდა.ანა ასეთი სუსტი არასოდეს უნახავს.საწოლს მიუახლოვდა გვერდით მიუჯდა და შვილს მაღლიდან დახედა.მისი სახე გაცრეცილი იყო.თეთრი ფერი დასდებოდა და ოდნავ სუნთქავდა.ეტყობოდა რომ დამამშვიდებლის ქვეშ იყო რადგან მშვიდად სუნთქავდა.ცრემლები ვეღარ შეიკავა და გულიანად ატირდა. არასოდეს იჩენდა ანას მიმართ გადაჭარბებულად სითბოს რადგან მამა ისედაც ბევრ სიყვარულს და სითბოს ჩუქნიდა და ეგონა რომ ამით უფრო მეტად გაათმამებდა.თან ანა ძალიან ჯიუტი გოგო იყო და მისი სიჯიუტის გამო მუდამ ჩხუბი მოსდიოდათ დედა-შვილს.ყველა საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ერთმანეთს იმდენად ვერ ეწყპბოდნენ როგორც ანა და მამამისი.ამაზე მზიას გული სტკიოდა მაგრამ არასოდეს გამოუმჟღავნებია ან უგრძნობინებია ანასთვის. უბრალოდ უნდოდა რომ მისი გოგო მისი მეგობარი ყოფილიყო და როცა დასჭირდებდა დედის იმედი მუდამ ჰქონდა.მზიას არ ჰქონდა დალხენილი ცხოვრება გამოვლილი იქმდე სანამგურამს გაჰვებოდა ცოლად,ამიტომ მისი მძიმე ხასიათის რაღაც ნაწილი ამ ტკივილით სავსე წლების ბრალი იყო.დედა ადრე დაეღუპა და მამამ მალევე მოიყვანა ცოლი.დედიდანცვალს ის არ უყვარდა ამიტომ ხშირად სცემდა და აიძულებდა უამარავი საქმე გაეკეთებინა.მზიაც ჩაიკეტა თავის თავში და მხოლოდ გურამმა შეძლო მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა,როდესაც გათხოვდა და ანა შეეძინა დაიფიცა რომ შვილზე ხელს არასოდეს აწევდა და ამ ფიცს ამდენი წელი პირნათლად ასრულებდა.მართალია ხშირად უბრაზდებოდა და ეჩხუბებოდა შვილს მაგრამ ამის გარეშეც ვერ გაზრდი შვილს ისეთს როგორიც გინდა რომ გაზარდო.დიდხანს იჯდა და დაჰყურებდა მძინარე შვილს ზევიდან. მერე ფრთხილად მოიწმინდა ცრემლები თვალებიდან.სახე მოიწესრიგა და პალატა დატოვა.არ უნდოდა ვინმეს ამ დგომარეობაში ენახა.ძლიერი ქალის ნიღაბი ჰქონდა ყოველთვის სახეზე მორგებული და ყველას ასეთი სახით ენახვებოდა.მხოლოდ გურამმა იცოდა სინამდვილეში როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო მისი ცოლი.ამავე დროს ძალიან სუსტი.მაგრამ ცხოვრებამ ბევრი რამე ასწავლა და მადლობელიც კი იყო მისი რომ ასეთი ლამაზი ოჯახი აჩუქა იმ ტკივილის სანაცვლოდ.
დილით მზის მცხუნვარებამ გამომაღვიძა,ისე ლაღად დათარეშობდნენ მისი სხივები ჩემს გაფითრებულ სახეზე რომ ვეღარ მოვისვენე.ადგომა მინდოდა მაგრამ თავს სუსტად ვგრძნოდი ისევ.საწოლზე გადავწექი და სავარძელში ოთხად მოკეცილ ბექას მოვკარი თვალი.ისე მოკუნტულიყო ამხელა კაცი ერთი ციდა ბავშვი გეგონებოდათ.ისეთი საყვარელი იყო ამ დროს რომ მინდოდა კოცნით დამეხრჩო.
-ჩემს გადარეულ გოგოს უკვე გაუღვიძია.-ხმაურით შემოვრდა ლევანი პალატაში და ჩემი დაქაჩული თვალების დანახვაზე სიცილი აუტყდა.ამაზე უარესად მომეშალა ნერვები,არ მინდოდა ბექა გაეღვიძებინა.ბოლოს თითით მისკენ მივანიშნე და ისიც გაჩუმდა.ფრთხილი ნაბიჯებით მომიახლოვდა და როგორც სჩვევია ხოლმე ისე გიჟურად ჩამიკრა გულში.მოფერებით გული რომ იჯერა ეშმაკურად გადმომხედა და მკითხა.
-ეს მთელი ღამე აქ იყო?-ბექას მისამართით იყო ეს სიტყვები ნათქვამი.
-არ ვიცი მგონი კი.მე ეხლა გამეღვიძა და რომ დავინახე შემეცოდა,ნახე როგორ საყვარლად სძინავს.-ისეთი სახე მივიღე რომ ლევანის დაცინვაც დავიმსახურე.
-ეხლა გახდა არა საყვარელი?აქამდე არაკაცი და უნამუსო იყო?-ორაზროვნად გადმომხედა მეგობარმა და მის სიტყვებზე საკუთარი თავის შემრცხვა.
-ის ადრე იყო.ეხლა სულ სხვაა.-როგორც იქნა გამართლება მოვუძებნე ჩემს სიტყვებს.
-ბექა ადრე რაც იყო ეხლაც ისაა და აბა რა შეიცვალა?-ჯიუტად არ მანებებდა თავს ლევანი,უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ მის წინაშე ყველაფერი მეღიარებინდა და ის სიცარიელის გრძნობა რაც აქამდე მქონდა გულში ბექას სიყვარულს შეევსო.
-ვიცი და მაგიტომ ეხლა სულ სხვაა თქო.-მეც ჯიუტად ვუწელავდი ზედგენიძეს საუბარს.მიყვარდა როდესაც ვაბრაზებდი.მერე მომდევდა და იმდენს მიღუტუნებდა რომ ბოლოს ვეხვეწებოდი თავი დაენებებინა,როგორ მომენატრა ეგ დრო.თითქოს ამ ბოლო დროს ველაფერი შეიცვალა.გავიზარდე,უფრო დავსერიოზულდი და სხვანაირი გავხდი,ეს ყველაფერი კი ბექას დამსახურება იყო.მაგრამ მაინც მენატრებოდა ის ბავშვური ქცევები რომელიც ხშირად მახასიათებდა ხოლმე და ამით მეგობრებს საკმაოდ ვახალისებდი.
-მაინც რა შეიცვალა აღარ მეტყვი ადამიანო?მოვკვდი კაცი ამდენი გამოცანების ლაპარაკკით.-მითხრა სასაცილოდ დაღლილი ხმით ლევანიმ და ვითომ გამებუტა..
-ჯანდაბას შენი თავი გეტყვი,ოღონდ არავის უთხრა ეს საიდუმლოა.მხოლოდ შენ გიმხელ და სხვას არავის.-ვუთხარი ძალიან დამაინტრიგებლად.ზედგენიძემ ორივე ყურები დაცქვიტა მოსასმენად და სერიოზული სახით შემომხედა.
-გისმენ აბა დაიწყე.-ეს მითხრა და მაცადა აზრები დამელაგებინა.
-მე უკვე ბექასი ვარ.-ეს ვუთხარი და დაველოდე მის რეაქციას.ჯერ ვერ მიხვდა რა ვუთხარი.მერე დაფიქრდა კარგად გადხარშა და ყველაფრის გაანალიზების მერე სახეზე თეთრი ფერი დაედო,თვალები ჩაუსისხლიანდა და ისეთი მრისხანება მოჩანდა იქიდან ალბათ ვინმე რომ გადაყროდა გზაზე იქვე მოკლავდა არც კი დაფიქრდებოდა.
-მოვკლავ მაგ არაკაცს.როგორ მიღალატა,ეს როგორ გააკეთა.-არ ცხრებოდა ლევანი და უკვე ბექასკენ მიდიოდა საცემრად.როდესაც მივხვდი ჩემს ხუმრობას რაც მოჰყვებოდა,ლევანს მკლავი მაგრად დავუჭირე და ჩემსკენ მოვქაჩე.
-მოგატყუე ლევან,მოგატყუე.-ვუთხარი და სიცილი ამივარდა.მისი გაგიჟბული სახის დანახვაზე ხომ საერთოდ ისტერიკა დამემართა.ჩემს გიჟურ სიცილზე ბექას გამოეღვიძა და გაფართოებული თვალებით ხან მე მიყურებდა ხან კი ზედგენიძეს, რომელიც კორიდაზე გაყვანილ,გამძვინვარებულ ხარს გავდა.ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა.
-რა ხდება ანა,ლევან კარგად ხართ.-ბექა მოგვიახლოვდა და ხელი ხელზე შემახო.
-კი კარგად ვართ-მხოლოდ ეს მოვახერხე რომ მეთქვა და სიცილისგან ატკიებულ მუცელზე ხელებს ვიჭრდი.ლევანს თვალები დავუბრიალე და ვაგრძნობინე რომ უნდა დაწყნარებულიყო.როგორც იქნა ისიც დამშვიდდა და ნორმალური ადამიანის სახე მიიღო.მე კი გულში მეცინებოდა როგორ გავაბრაზე მეგობარი.
-რა მოხდა არ მეტყვით?ასე გულიანად რამ გაგაცინა ანა?-ისევ მე მომიბრუნდა ბექა.
-ისეთი არაფერი ბექ,უბრალოდ მე და ლევანმა რაღაც გვიხსენეთ და იმაზე ვიცინოდი.-ლევანი ისევ ჩუმად იჯდა და გასვიანს თვალს არ აშორებდა.
-მერე მეც მითხარით და მეც გავიცინებ თქვენთან ერთად.-მითხრა გასვიანმა და მანაც გაიღიმა.
-ისეთი არაფერია შენც რომ იცოდე.-შეუბღვირა ლევანმა და გარეთ გავარდა.
გასივიანი გაოცებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.მარტო დავრჩით, ამანაც დრო იხელთა და ტუჩებზე დამეწაფა.ისეთი გრძნობით და სიყვარულით მკოცნიდა რომ მთელი ტუჩები დამიბიჟდა,ასე მეგონა ცაში დავფრინავდი. მაგიჟებდა მისი კოცნა ჯერ არ განცდილ სიამოვნებას მანიჭებდა ყველ ჯერზე და ჭკუიდან გადავავდი.კარებზე კაკუნის ხმამ ძლივს მოწყვიტა ბექა ჩემს ბაგეებს და წელში გასწორდა.ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა თეთრ ხალათში გამოწყობილი. ძალიან სიმპატიური იყო.მოგვიახლოვდა და გაგვეცნო.
-გამარჯობათ,მე თქვენი მკურნალი ექიმი ბესო ჯორბენაძე ვარ.-გვითხრა ექიმმა და მისი მწვანე თვალები მე შემომანათა.
-გაგიმარჯოთ.-ერთდროულად მოგვივიდა მისალმება მე და ბექას.ამაზე ყველას გაგვეღიმა.
-აბა ჩემი პაციენტი თავს როგორ გრძნობს?-უკვე ჩემსკენ მობრუნდა ექიმი და გასინჯვა დამიწყო.
-ეხლა უკეთ ვარ ბესო ექიმო.-ვუთხარი და ბექასკენ გავაპარე თვალი რომელიც გაფართოებული თვალებით იყურებდა და არ სიამოვნებდა რომ ბესო მეხებოდა.
-ძალიან კარგი.ეხლა გაგსინჯავ და თუ მართლა უკეთ ხარ დღესვე გაგწერთ საავადმყოფოდან.-მითხრა ექიმმა და შემდეგ ბექას მიუბრუნდა.-თქვენ კი ახალგაზრდავ გთოვთ დატოვოთ პალატა,პაციენტი უნდა გავსინჯო.
-კი მაგრამ...-რაღაცის თქმა უნდოდა გასვიანს მაგრამ ბესომ აღარ დააცადა.
-არავითარი მაგრამ.პაციენტი უნდა გავსინჯო და მიბრძანდით ძალიან გთხოვთ.- კატეგორიულად მოითხოვა ამჯერად ბესო ექიმმა და ბექა ვეღარ შეეწინააღმდეგა. არ უნდოდა მასთან მარტო დავჩენილიყავი მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.თვალების ბრიალით გავიდა გარეთ.დავრჩი ბესოსთან ერთად მარტო და ჩემს გასინჯვას შეუდგა.
-მაიკა აიწიე გულის ცემა უნდა შევამოწმო.-მომთხოვა კატეგორიელად.მეც დავემორჩილ მის ნათქვამს და მაიკა ისე ავიწიე რომ მკერდი გამომიჩნდა. მართალია ლიფი მეცვა მაგრამ საკმაოდ მოსჩანდა.მხოლოდ ის დავინახე როგორი მზერით შეხედა ბესომ ჩემს მკერდს და შემრცხვა მისი ასეთი რეაქციის.ექიმი იყო და ასეთი რაღაცეები მიუღებელი უნდა ყოფილიყო მისთვის.ჩემი მკერდის შეთვალიერებას რომ მორჩა,ეხლა მე მომიბრუნდა თმაში ხელი მაგრად ჩამავლო და ყურთან ახლოს ჩუმად ჩამჩურჩულა.
-ხმის ამოღება არც კი გაბედო და ყურადღებით მომისმინე.-ისე მკაცრად მითხრა რომ ხმის ამოღება უბრალოდ ვერ გავბედე.
-აი ასე კარგი გოგო ხარ,ასეთი ჭკვიანი და დამჯერი თუ იქნები არაფერს დაგიშავებ, თუ არ დამიჯერებ აი ამ დანით გამოგჭრი აქვე ყელს.-თვალწინ დანამ გამიელვა და შემეშინდა,მივხვდი რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო ამიტომ ჩუმად ვიყავი და ველოდებოდი გამეგო ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან.
-მე ირაკლის დავალებით ვარ აქ.-ირაკლის ხსენებაზე თვალები გამიფართოვდა და იმდენად შემეშინდა რომ ალბათ სახეზეც კი მეწერა ეს შიში რადგან ჩუმად გაეღიმა ჩემი სახის დანახვისას და ჩაისისინა.
-რაო პატარავ შეგეშინდა?-ისეთი ანთებული თვალები ჰქონდა რომ სატანა მეგონა იმ წუთას და ორმაგად შემეშინდა,რადგან ეს ბიჭი ირაკლიზე უარესი სატანა იყო,მაგრამ მიკვირად რატო მაინცდამაინც მე რა უნდოდა ჩემგან,მე როგრ უნდა მიმეყვანა მასთან თეკო. იცოდა რომ საუკეთესო დაქალები ვიყავით,თეკო მენდოდბოდა და ასე ადვილად არ გავწირადი მას ამიტომ ცდილობდა შევეშინებინე და მუქარას მუქარაზე ამატებდა.მაგრამ მე საკუთრ თავში დარწმუნებლი ვიყავი რომ თეკოს ცხოვრებაში არ ვუღალატებდი თუნდაც საკუთარი სიცოცხლის დათმობაყოფილიყო საჭირო.მისთვის ხმა არ გამიცია მხოლოდ მრისხანე თვალებით შევხედე და დაველოდე რას მეტყოდა.
-შენ უკვე ძალიან მომწონხარ ჩემო ლამაზო.-სახეზე ჩამომისვა ხელის გული და თავი უცებ უკან გავატრიალე.-უკარებაც ყოფილხარ მაგრამ ეგ არაფერი მოგარჯულებ.-მითხრა კმაყოფილმა და თმაზე უფრო ძლიერ დამქაჩა.
-აღარ იტყვი რა ჯანდაბა გინდა.-კბილებსი გამოვცერი გამწარებულმა და თავი გავაქნიე რომ ხელი გაეშვა ჩემი თმისთვის,მაგრამ ეს უარესი აღმოჩნდა უფრო ძლიერ დამქაჩა კიდევ ერთხელ და გველურად წაისისინა.
-ჭკვიანად იყავი,თავში არ აგივარდეს შენ ქება.ეხლა კი კარგად მომისმინე.მეტჯერ აღარ გავიმეორებ.რა ირაკლიმ დღეს გადმოგცა ეგ ისევ ძალაშია და არ დაგავიწყდეს.ხვალ 12 საათზე თეკოს მოიყვან თბილისის ზღვაზე.მარტო მოხვალთ და იქიდან შენ საერთოდ აორთქლდები.არ შეასრულებ და შენს თავს დააბრალე რაც მოგივა.-ყველაფრი მითხრა და ისე გაქრა პალატიდან ვერც კი მივხვდი. გონებაში სულ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი,არა რა თქმა უნდა არ ვაპირებდი თეკოს არსად წაყვანას,მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ირაკლი ჰაერში არ ისროდა სიტყვებს და სდრე თუ გვიან მაინც აასრულებდა თავის სიტყვას.ცოტა მეშნოდა არა ჩემი თავის გამო არამედ იმიტომ რომ ბიჭები შარში არ გახვეულიყვნენ კვე მეორედ იმ ნაძირალას გამო.ჩემი ფიქრებიდან ბექას ხმამ გამომარკვია.
-ანა,ანა რამდენი ხანია გეძახი რა დაგემართა?-მეკითხებოდა გაოცებული გასვიანი და სახეზე მეფერებოდა.მისი შეხებისას შევხტი.შემეშინდა,მეგონა ისევ ის ბიჭი მეხებოდა და ცრემლები გადმომივარდა თვალებიდან.ამის დანახვაზე ბექა საერთდ გადაირია.
-რა დაგემართა ჩემო ცხოვრება,რა მოხდა მითხარი.რამე დაგიშავა იმ ნაბიჭ.....?- უკვე ყვიროდა გაგიჟებული ბექა.მის ხმაზე ლევანი შემოვარდა პალატაში.ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა ბექას მივარდა,საყელოში ჩაავლო ხელები და დაუღრიალა.
-მითხარი რას სჭირს,რა დაუშავე თორემ ხომ იცი ისედაც გაგაფრთხლე და ეხლა მართლა აღარ დაგინდობ.დავივიწყებ რომ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მაგრად გცემ.-ლევანი გაგიჟებული უყვიროდა ბექას ის კი ხმას არ იღებდა.მანაც არ იცოდა რა ხდებოდა საერთოდ.
-ლევან გთხოვ გაჩერდი,ლევან.-ბოლოს გონს მოვედი და დავუყვირე რომ გაჩერებულიყო.-ბექა არაფერ შუაშია.ბესო თუ ვუღაც ჯანდაბა იყო აქ ექიმის სახელით.ირაკლიმ გამოგავნა და დამემუქრა.-ეს ვთქვი და ისევ გავჩუმდი.ლევანმა გასვიანს ხელი გაუშვა და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა.თმაზე ხელი გადამისვა და მომეფერა.
-ნუ გეშინია ჩემო პატარავ,შენ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს.ვერც თეკოს შეეხებიან.ჩვენ აქ არ ვართ.-მის სიტყვებზე ჩრემლები ვერარ შევიკავე და ხმამაღლა ავტირდი.ბექა ახლ;ოს არ მოსულა შორიდან გვიყურებდა და ხმას არ იღებდა. ძარღვები დაჭიმვოდა მთელს კისერზე და მუშტები მაგრად ჰქონდა შეკრული. არაადამიანური სახე ჰქონდა.უცებ გარეთ გავარდა და კარები მთელი სიძლიერით მოიხურა უკან.შემეშინდა ვიცოდი ის ბიჭი რომ დაეჭირა ნამდვილად მოკლავდა.მე -კაი შენ არ ინერვიულო ჩემო ლამაზო მარტო და მე ეხლავე წავალ.მაგრამ შენი მარტო დატოვება რომ არ მინდა.ისევ არ მოვიდეს ის ნაბიჭ....-მითხრა გაღიზიანებულმა ზედგენიძემ.
-ის დღეს აღარ მოვა .დავალება შეასრულა და მას უკვე აღრაფერი ეკითხება აქ. გთხოვ წადი და ნახე რამე არ გააკეთოს ცხელ გულზე.-ვთხოვე ისევ და ფეხზე სულ ძალით წამოვაგდე.
-კაი წავედი და თუ რამეა ეგრევე დამირეკე.მიყვარხარ ჩემო პატარავ და მალე მოვალ.-თავზე მაკოცა მეგობარმა და გარეთ გამოვარდა.მე კიდევ ვიწექი და ცრემლებს გზა მივეცი.მეტი აღარ შემეძლო.არ ვიცოდი ეს არაკაცები როგორ მომეშორებინა თავიდან.ან თეკოსთვის როგორ ამერიდებინა ეს განსაცდელი. ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა არ მახსოვს.მხოლოდ ბუნდონად მესმოდა საუბრის ხმა მაგრად თვალებს ვერ ვახელდი.ისე ვიყავი ემოციებისგან გადატვირთული რომ აღარაფრის ძალა აღარ მქონდა.
ბექა..
ლევანის და ანას საუბარმა გამომაღვიძა.მაგრამ მათი ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ მესმოდ.თითქოს რაღაცას ჩურჩულებდნენ.ბლოს ანას ისტერიული სიცილი აუტყდა და ფეხზე წამოვხტი.ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.ლევანი იბღვირებოდა და ჩემი გოგო კი გულიანად იცინოდა.მაინტერესებდა რა ჰქონდათ ასეთი სამხიარულო მაგრამ არც ერთმა არ გამცა დამაკმაყოფილებელი პასუხი.პირიქით ლევანი ეხლა მე მიყურებდა დაბღვერილი სახით,თითქოს მის წინაშე რაიმე დანაშაული მქონოდეს.ბოლოს ადგა და საერთოდ გავარდა პალატიდან.მალე ანას მკურნალი ექიმი შემოვიდა.ახალგაზრდა ბიჭი იყო,ბესო ერქვა.თავიდანვე არ მომეწონა, რომ შევხედე რაღაც უსიამვნო შეგრძნება დამეუფლა.მაგრამ ეს ურალო ეჭვიანობას მივაწერე რადგან საკმაოდ სიმპატიური იყო და თან ანა უნდა გაესინჯა.მე კიდევ არ მსიამოვნებდა როდესაც ჩემს საყვარელ ქალს ვინმე ხელებს უფათურებდა,თუნდაც ექიმი ყოფილიყო ის.კითხვები დაუსვა თავს როგორ გრზნობდა და თუ კიდევ აწუხებდა რამე.ბოლოს გასინჯვა მოითხოვა და პალატის დატოვება მიბრძანა,შევეწუინააღმდეგე მაგრამ მისმა როგორც ექიმის კატეგრიულმა მოთხოვნამ მაიძულა გამოვსულიყავი გარეთ.უკმაყოფილომ დავტოვე ოთახი და დერეფანში გამოვედი.ლევანი იქვე ბოლთას სცემდა და მრისხანე სახით ათვალიერებდა იქაურობას.მივუახლოვდი და მხარზე ხელი შევახე. ქვემოდან ამომხედა და როდესაც მე დამინახა თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლებს ისროდა.ვერ ვხვდებოდა საკუთარი ბიძაშვილი რატომ მიყურებდა ასე მტრულად, რა დანაშაული მქონდა მის მიმართ.ეს გაურკვევლობა და მისი ასეთი მზერა არ მომწონდა.ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი გამერკვია.
-ლევან რა გჭირს?-ვკითხე ძმაკაცს და წინ დავუდექი.
-შენთან სალაპარაკო მაქვს.-ჩემთვის არც შემოუხედავს ისე მითხრა ლევანმა და დერეფანს ეზოსკენ გაუყვა.მეც უკან გავყევი მაინტერესებდა რა ხდებოდა და რა ჰქონდა ლევანს ჩემთან სალაპარაკო.ეზოში გავიდა და ხის ქვეშ დადგა. მელოდებოდა სანამ მასთან არ მივედი.მაშინვე მრისხანე თვალები მომანათა და დამიღრიალა.
-ერთ კითხვას დაგისვამ და სიმართლე მითხარი ბექა,თუ მომატყუებ დავივიწყებ რომ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მაგრად გცემ.-კბილებში გამოსცრა ბოლო სიტყვები.ასეთი ლევანი და მითუმეტეს ჩემს მხრივ არ მინახავს არასოდეს.
-გისმენ ლევან რა გაინტერესებს.მე როდესმე მომიტყუებიხარ ეხლა რომ მგატყუო?- თვალებში შევხედე და ისე ვკითხე.
-ჯერ არა და მეც სწორედ ეგ მაინტერესებს ეხლა მომატყუებ თუ არა.-მითხრა ძმაკაცმა და გაოცებული დამტოვა თავისი პასუხით.
-მიდი მკითხე რაც გაინტერესებს და ჩემი პასუხით მიხვდები გატყუებ თუ არა.-მეც არანაკლებ მაგიჟებდამისი კითხვები და ცოტა მეკლდა გაგიჟბას.
-ძალიან არ მინდა ამ კითხვის დასმა თან მერიდება მაგრამ მაინც უნდა გავარკვიო, რადგან ანა ჩემი დაა და არ მინდა რომ მერე ცხოვრება დაენგრეს.არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მის გვერდით,მთავარია არაფერი ინანოს და ბედნიერი იყოს.-უკვე მაბნევდა ლევანის შეკითხვები და რ ვიცოდი საუბარი საითკენ მიჰყავდა.
-პირდაპირ მითხარი ლევან,არ მინდა ამდენი გვერდით შემოვლა და ისე საუბარი.- სერიოზულად მოვთხოვე უკვე ეკითხა ის რაც აინტერესებდა.
-ანასთან გქონდა უკვე ურთიერთობა თუ არა?-მკითხა და თვალებში შემომხედა. იქ უნდოდა წაეკითხა სიმართლე.მისმა კითხვამ ცოტა დამაბნია.ლევანისგან ამას ნამდვილად არ მოველოდი და გამიკვირდა კიდეს.
-რას მეკითხები ლევან?-გაკვირვება ჩემს სახეზე აისახა და კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-კარგად გაიგე რაც გკითხე და კიდევ ნუ გამამეორებინებ კითხვას.
-შენ რა სულ გაგიჟდი თუ რა გემართება ლევან.ეგ როგორ მოგივიდა აზრად.მე ანა მიყვარს და მას არასოდესარ მივაყენებ შეურაცყოფას,მითუმეტეს გულს არ ვატკენ ისეთ რამეს არ გავაკეთებ რაც მას არ უნდა და არ დავამცირებ.ეს კარგად დაიმახსოვრე ლევან.მე თუ ასეთ რამეს ჩავიდენ მაშინ კი არ უნდა მცემო უნდა მომკლა.მე მიყვარს ანა და ეს ყველამ დაიმახსოვრეთ.-უკვე ვღრიალებდი მეც და არ მაინტერესებდა ვინმე გაიგონებდა ჩემს ყვირილს თუ არა.ლევანს ხმის ამოღებაც არ ვაცადე ისე გავუარე გვერდით და გეზი ანას პაატისკენავიღე.კიბეები ჩქარა ავირბინე.პალატის კართან შევჩერდი სუნთქვა დავიირეგულირე და სახე დავიწყნარე არ მინდოდა ანას ამ მდგომარეობაში ვენახე.როდესაც კარი შევაღე ექიმი უკვე წასული იყო და ანა ცუდ მდგომარეობასი დამხვდა.მაშინვე მივარდიი და მისი გონზე მოყვანა ვცადე.დიდხანს ვეძახდი მაგრამ ის ერთ წერტილს იყო მიშტერებული და არაფერზე არ რეაგირებდა.ბოლოს დავუყვირე ძალიან ხმამაღლა და ამან გაჭრა კიდეც.ჩემს ყვირილზე ლევანი შემოვარდა საყელოში მწვდა და მიყვიროდა ეგონა მე დავუშავე ანას რამე.ბოლოს ანას განწირულმა ყვირილმა მოგვიყვანა ორივე გონ და ირაკლის ხსენებაზე გონებამ აზროვნება შეწყვიტა,გულმა ფეთქვა.ასე მეგონა დედამიწა ჩემს გარშემო მოძრაობდა და საერთო მოვწყდი ამ ყველაფერს.გიჟივით გავარდი გარეთ,მთელი დერეფნები და საავადმყოფოს ეზო შემოვირბინე მაგრამ ის ნაბი*ვარი სადღაც აორთქლდა.ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ ვერ გავიგე.იქვე ეზოში ხესთან ჩავიცუცქე და თავი დაბლა ჩავხარე. უკვე მეორედ ვერ დავიცავი ჩემი სიყვარული და ამის მერე მე რაღა კაცი ვიყავი,რად მინდოდა ამის მერე მე სიცოცხლე თუ ერთი ქალის დაცვაც არ შემეძლო რომელიჩ ჩემი ცხოვრების სიყვარული და აზრი იყო.მიწიდან ამივთხრიდი და ანას დაშინებისთვის საკუთარი ხელით ავუგებდი იმ არაკაცს ანდერძს,არ შევარჩენდი არც ერთ ანას ცრემლს და მის შეშინებას.



№1 სტუმარი nina

ვაიმე ეხლა ვნახე რომ დადე,ძალიან გამახარე :) გავიქეცი ეხლა უნდა წავიკითხოო love

 


№2  offline წევრი mako-makako

[quote=nina]ვაიმე ეხლა ვნახე რომ დადე,ძალიან გამახარე :) გავიქეცი ეხლა უნდა წავიკითხოო love[/quote]
[quote=nina]ვაიმე ეხლა ვნახე რომ დადე,ძალიან გამახარე :) გავიქეცი ეხლა უნდა წავიკითხოო love[/quo
მიდი ჩემო კარგო და ველოდები თქვენს შეფასებებს. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი nina

ძალიან ძალიან ძალიან მაგარია!სულ მოუთქმენლად ჩავიკითხე!ძალიან გამახარე love გუშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ სულ დამავიწყდა მომელოცა გუშინდელი დღე! გილოცავ მოგვიანებით და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent