ნაცრისფერი (1)
ფანჯარასთან იჯდა და უსიცოცხლო მზერით უყურებდა გარემოს.რა იყო დასანახი ? არაფერი,არაფერი გარდა პალტოებში თავჩარგული ადამიანებისა ,რომლებიც წამით შეჩერდებოდნენ მისი ფანჯრის წინ ,გაკვივებულები შეხედავდნენ ნაცრისფერ თმიან ,თვალებჩაწითლებულ გოგონას და მერე თავის უკმაყოფილო ქნევით მიუყვებოდნენ გზას.წამოდგა...ღრმად ამოისუნთქა ,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარადასთან გაჩნდა.იქ ის იდოო რაც ასე უქარვებდა დარდს.ნემსი კანს მიუახლოვა..პატარა ჩხვლეტა და მალე ყველაფერი შეიცვალა.კიდევ ერთხელ მოავლო თვალი გარემოს .არაფერი შეცვლილიყო ოდნავ ნაცრისფერი მორეოდა სავარძელს,ფარდებს და ხედსაც ფანჯრიდან.ნელაა ჩაიმუხლა,ნელა შეიგრძნო ნესტიანი იატაკი და მერე ულევ ფერთა გამას შეუერთდა. უეცრად ხელი მკრეს,სიბნელიდან ნაცრიფერ სამყაროში გადმომაგდეს და მეც გაჭირვებით გავახილე თვალები.ისევ ის ნაცრიფერი პალატა.. გვერდით ნაცნობი სილუეტი გამუდმებით ერთი კუთხიდან მეორეში დადიოდა.ხო..დედაჩემი ..რამდენი ხანია არ მინახავს ..ორი წელი მას შემდეგ რაც სახლიდან წამოვედი და ჩემს პატარა ბუნაგში დავსახლდი. -გაიღვიძე?მადლობა თქვი რომ გაიღვიძე,მადლობა.-გაშეშებული იდგა და სიტყვებს ისე ისროდა მე არც მიყურებდა-ისევ იგივე რატომ გააკეთე?გეკითხები რატომ? როდემდე ? ხომ მომეცი პირობა რომ აღარ მოიქცეოდი ასე ? რატომ ? რატომ ?-ყვირილზე გადავიდა და ტირილიც დაიწყო.უარესსაც იზამდა პალატიის კარი ექიმს რომ არ შემოეღო. -გამარჯობა,ქალბატონო ნანი-უთხრა სანდომიანი ღიმილით დედაჩემს და მერე ჩემკენ გაომიხედა. -გაიღვიძე?ძალიან კარგი.გოგონა რაღაც მინდა გითხრა.არც დაშინებად მიიღო და არც გაფრთხილებად. ეს უკვე მესამე შემთხვევაა რის გამოც აქ წევხარ და იცოდე კიდევ თუ განმეორდება ნარკოლოგიურში მოგათავსებთ.მხოლოდ დედათქვენის თხოვნით შევიკიავეთ თავი.ხოო ახლა კარგი ამბავი შეგიძლიათ წახვიდეთ .დღეს გაგწერთ.-თქვა და გავიდა.დედაჩემი ცოტა ხანს დუმდა მერე კი მომიბრუნდა.ხელი მაჯაში მტაცა და მუდარითა და ბრაზით სავსე ხმით მითხრა. -ჩემთან მოდიხარ.გაიგე?იქ აღარ წახვალ.ორი წელი..ორი წელიი შენს ნებაზე ცხოვრობდი ახლა კი უკან სახლში ვბრუნდებით-თქვა და წამოიმართა .ალბათ ელოდა წინააღმდეგობას გავუწევდი მაგრამ ამის თავი არ მქონდა. -კარგი-უემოციოდ ვუთხარი და თვალები დავხუჭე. რამდენი ხანია ფეხი არ შეუდგამს ამ უზარმაზარ სახლში.ეუცნაურა და ესიამოვნა კიდეც სახლის ტკბილი სურნელებით გაჟღენთილი ჰაერი.რამდენი ხანია რაც გადაეჩვია მოსამსახურეთა მიერ მორთმეულ ყავსა და ნამცხავრს .აქ არფერი შეცვლილიყო.ისევ წარსულის ფერები დაჰკრავდა სახლის კედლებს.ოთახის კარები შეაღო.გაოცდა...ისე სუფთად იყო შენახული ყველაფერი,თითქოს ეს ორი წელი სხვაგან კი არა აქ ამ ოთახში გაეტარებინოს. -მოგწონს?-ჰკითხა ნანიმ.მან უსიტყვოდ,თავის ქნევით ანიშნა პასუხი. -კარგი მე გავალ. -მოიცა-ჩემდაუნებურად ვუთხარი და საკუტარი ხმა მეუცხოვა. გაჩერდა .ვხედავდი მხრები როგორ უთრთოდა მოლოდინში. -მადლობა -რისთვის?-გაკვირვებულმა მკითხა .შევატყე სხვა სიტყვებს ელოდა. -არ ვიცი.უბრალოდ იმისთვის რომ წამომიყვანე. -შენი არ მესმის.არა მართლა .ორი წელი საკუთარი ნებით ფეხს არ დგამდი ამ სახლში და ახლა მადლობას მიხდი.ვინ გიშლიდა ?-აღელდა ,მაგრამ უცბად დაიმშვიდა თავი-არა ,თუმცა მესმის ..კი..ვიცი..ვიცი რომ ეს დრო გჭირდებოდა..რაღაც მინდა გითხრა ალბათ შეამჩნიე რომ ყველაფერი ისეა როგორც იყო გარდა იმ ადგილისა სადაც შენი ჯილდოები,მედლები და დიპლომი ინახებოდა. ახლღა შევხედე იმ თაროს და გამიხარდა ,გამიხარდა რომ ისინი გაექროთ ამ ადგილიდან. -მადლობა ამისთვისაც.არ მინდა მათი დანახვა. -ყავა გინდა ?-მკითხა უეცრად.ყოველთვის მიკვირდა როგორ შეეძლო ასე კარგად გაეგო ჩემთვის.თუმცა მაშინ ვერ შეძლო... -მინდა...ოღონ მოახლის გაკეთებული არა. -ვიცი.მე მოგიმზადებ-თქვა და გამიღიმა.ვიგრძენი როგორ მომნატრებოდა დედის ღიმილი. -ჯერ ეზოში გავისეირნებ. -იქ? -ხო იქ.იქაც შედიოდი ხოლმე? -კი.შენს ნახატებს ვუვლიდი. -მადლობა კიდევ ერთხელ-ვუთხარი და მესიამოვნა ,რომ იქაურობა ობობას ქსელებით დამშვენებული არ დამხვდებოდა. -ხვალ იმ სახლის მფლობელი ჩამოდის-თქვა დედამ და სახეზე დამაკვირდა. -ვინ?ზურა?-ვიკითხე და პასუხის მოლოდინში გული ამიჩქარდა. -ხო. -მერე? -მერე არაფერი.მან არ იცის რომ მის სახლში გაქვს მოწყობილი შენი გამოფენა-თქვა მან და გამიღიმა. -რომ ჩამოვა ვეტყვი.-ვუთხარი და ეზოში ჩავედი ეს გამოფენა ,ეს ყველაფერი სინამდვილეში მისი სახლის მეზობლა მდგარ უზარმაზარი სასახლის ერთ პატარა,მინგრეულ ოთახში განაცრისფერებულ კედლებზე მიკრული ბავშვის ოცნებებით სავსე ნახატები იყო.ეს სასახლე კარგა ხანია მიეტოვებინათ მის პატრონებს და მოუვლელობით ნელნელა იშლებოდა.ერთერთი გატეხილი ფანჯრიდან შედიოდა ნინა და იქ აკრავდა ხოლმე მის ნახატებს.იზიდავდა ეს იდუმალებით მოცული სახლი. მისი მფლობელი ჩამოდის-უეცრად გახსენდა დედამისის სიტყვები.ესეიგი ზურა ? დიდი ხანია არ უნახავს .ბავშვობის მერე .ნახატებისთვის არც შეუხედავს ისე გამობრუნდა.რატომღაც არ მოუნდა ენახა ის ოთახი,რომელსაც ხვალ თუ ზეგ მისი მფლობელი თავიდანბოლომდე შეცვლიდა და ნახატებსაც გააქრობდა კედლებიდან. კვლავ ოთახში ავიდა და მაშინვე მოკრა თვალი მის დღიურს.ნელა მიუახლოვდა და უეცრად გაახსენდა თუ როგორ უნდოდა რომ ყველაფერი კარგი ჩაეწერა ამ დღირში.მაგრამ არაა ასე არ მოხდა.შუამდე ვერ მივიდა და ზუსტად შუა ფურცლებზე მოუწია დაეწერა მისი კრახის შესახებ.ახლაც იმ ადგილზე გადაშალა სადაც ეს ამბავი იწყებოდა."ნაცრისფერი აკრავს ჩემს ცხოვრებას.რამდენს ვცდილობდი და მაინც არ გამომივიდა...."დახურა..გახსენდა ყველაფერი რაც მაშინ მოხდა .მზერა ცარიელი თაროსკენ გააპარაა.ასეთივე სიცარიელე იყო მის სულშიც.ისევ გადაშალა....აი რას გვიყვებოდა მისი დღიური:..... ____________________________________________________ იმედია წაიკითხავთ და მოგეწონებათ.ბევრი ვიწვალე.წამეშალა და მეორედ ვდებ. სურათის დართვას ვერ ვახერხებ :(
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.