სიყვარული ილუზიაა (სრულად)
ფიზიკური ლტოლვა სუსტია,ის მოდის და მერე ქრება...ვნება ყველაზე სასუთი და თან ბანალური თემაა...ზოგი იმასაც კი ამბობს,რომ ფიზიკური კავშირი აფუჭებს ურთიერთობას... ვინც ჩემთვის ძვირფასია მასთან სექსი არ მაქვსო-ამბობდა ჯეიკი ფილმში „სიყვარული წესების გარეშე.“ იქნებ ეს ლოგიკურიცაა და არაა საჭირო ერთ ადამიანში იპოვო სულიერი და ფიზიკური მეგობარი ერთდროულად..იქნებ პლატონური სიყვარული მისაღება...იქნებ მისი ორი ფორმა მისასალმებელიცა...იქნება ერთი ადამიანი,რომელთანაც გექნება პლატონური სიყვარული ფიზიკურობის აქცენტით და ასევე იქნება მეორე ადამიანი,რომელიც სულ არ დაინტერესდება შენი ვიზუალით და მხოლოდ სულიერად დაგიახლოვდება..იქნებ ასე უფრო იოლია ყველაფერი და ამ ორი რამის შეხამება სულ არაა საჭირო. რამდენიმე დღის წინ ავტობუსით ვმგზავრობდი.ჩვეულებრივ ავედი კიბეზე,მაგრამ ამჯერად შეყვარებულ წყვილს მოვკარი თვალი.ისინი ამაღლებულ ადგილას ისხდნენ და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ.ბიჭმა დამინახა თუ არა,გოგოსთან უფრო აქტიური გახდა,სახეს უკოცნიდა,შემდეგ ყელისკენაც იწევდა..ერთ მომენტში დიდ ხანს შეჩერდა და მათ მივაშტერდი,რადგან მაინტერესებდა თუ არღვევდნენ საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის წესებს,მოგეხსენებათ ზასაობაზე ჯარიმებია დაწესებული.ჰო,დავაკვირდი..და შევცდი,ის ბიჭი უბრალოდ პატარა ბავშვივით კოცნიდა გოგონას...გამეღიმე გულში,მაგრამ არ შევიმჩნიე..გამიხარდა კიდეც,რომ ასეთი ბედნიერეი ჩანდნენ..წამით ისიც კი ვიფიქრე,იქნებ ხალხის მოსაჩვენებლად იქცევიან ასე-მეთქი..შემდეგ ბიჭმა რაღაც მიაწოდა გოგონა,პატარა საჩუქარი იყო რაღაც..მაინტერესებდა რა იყო,მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ჩავიდნენ და ორი ადგილი თავისუფალი დატოვეს. სიყვარული არსებობს-მეთქი...-გამეღიმა..მაგრამ გვერდზე მივიხედე და უჟმურ ცოლ-ქმარს მოვკარი თვალი...აი,მაშინ კი გულში რაღაც ჩამწყდა...არა,ეს ტყუილია-მეთქი... იქნებ ფორმალურობა აფუჭებს ყველაფერს? იქნებ ვალდებულები აცამტვერებენ გულს? იქნებ თანაცხოვრება ღუპავს ურთიერთობებს? -ჰო,შენც პლატონური გრძნობით იყავი ავად. -კარგად ხარ?-ვკითხე მეორე „მეს“. -სავსებით. -ჰო,შენ..ეს თითქმის იგივე იყო..მას არც კი იცნობდი და მუდამ მასზე ფიქრობდი..ის შორს იყო და მაინც გიზიდავდა...ეს რაღაც სისულელე იყო.. -გთხოვ,გაჩერდი..არ მინდა,რომ ამაზე ისაუბრო..უბრალოდ არ მინდა... -შენ ყოველ დღე მის სოციალურ ქსელში იყავი..შენ ყოველ დღე მას უყურებდი და რაღაცას ეძებდი..გეგონა,რომ მის თვალებში იდუმალი ცეცხლი ღვიოდა..შენ გეგონა,რომ ის იდეალური იყო.. -მერე სიყვარული განა ილუზიაზე მეტია? სიყვარულის დროს ვიღაცას ვაიდეალებთ და ესა...=ამოვიხვნეშე და დივანზე დავეშვი. -მერე? რა მერე? ის გოგო-ბიჭი ილუზია იყო?. -ჰო,იყო..იცი,როგორ ხდება ხოლმე? ჯერ საუბარი ბეზდებათ და კოცნიან,მერე კოცნა ბეზრდებათ და სექსი აქვთ,მერე ესეც ბეზრდებათ და მაზოხისტები ხდებიან..მერე კი უბრალოდ მიდიან.. -რას ბოდავ? შენი მშობლები განა წლები არაა,რაც ერთად არიან? -იქნებ რამე აკავებთ..აი,მაგალითად შვილები..ან მაგალითად....არ ვიცი..უბრალოდ ეს ტყუილია..ეს დაბმააა,ეს უძულებაა!-ამოვიოხრე და სახეზე ხელები ავიფარე. -ცდები,მარიამ... -არა,“მევ“...არ ვცდები.. -ცდები..არ თქვა რომეოს სიყვარული ილუზია იყო.. -ჰო და ამას ერთვოდა ჰორმონების მოზღვავება...სიყვარული ილუზია... -არაა..განა ტარიელს არ უყვარდა ნესტანი? -არა,არ უყვარდა...მან საკუთარ თავს დააჯერა,რომ უყვარდა.. -ეს აკვიატება იყო? -იცი,რა? მგონი,სიყვარული აკვიატებაა...მაგრამ მე,როცა ვამბობდი ის მიყვარსო,მითხრეს,ეს ახირებააო.. -მგონი,ხალხის ენებს არ უნდა დაუჯერო.. -არა,არა!-საშინელებაა.. -იცი,რა...ყველაფერი აკვიატებაა,მგონი...ცხოვრებაც აკვიატებაა,აზარტული თამაში..რას იტყვი,მარიამ? -კი,მაგრამ ყველაფერი მომბეზრდა..ყველაზე მარტოსული ადამიანი ვარ... -დარწმუნებული ხარ? -თითქოს არ ვარ მარტო,მაგრამ ვარ...ამას ვერ მიხვდები,თუ არ გამოსცდი.. -იცი,რა? -რა? -რადა ადამიანს,როცა საქმე აქვს მარტო არაა.. -ძილის წინ მაინც..-თავი გავიმართლე. -ჩუ.... -კარგი რა...დაბადებიდან მარტოსული ვარ..მარტოსული...და,იცი,რა? ეს უკვე მსიამოვნებს,რადგან ამას უკვე შევეჩვიე.. -არ გინდა..ნუ ლაპარაკობ ასე... -შენ ერთადერთი ხარ,ვისთანაც გახსნილი ვარ.. -მგონი,ასეც არაა... -დაახლოებით ასეაა..მე ვერავის ვენდობი..მე უბრალოდ მარტოსული ვარ... -იქნებ უპირატესობანიც აქვს მარტოსულობას? -შეიძლება...აი,როცა ვკითხულობ რამეს და ვცდილობ დავიმახსოვრო,ადვილად ვკონცენნტრირდები ხოლმე მასზე... -აჰა...ასეა,მარიამ! 27 დეკემბერს ერთმა ადამიანმა მომწერა სოციალურ ქსელში..კეთილი ვარ და ყველას ვცემ პასუხს..არც ის გამოდგა გამონაკლისი...ნიკა ერქვა,მანაც ბანალურად გამოცნო,მაგრამ შემდეგ ერთ დღეშივე ვიგრძენი,რომ ერთმანეთის საშინლად კარგად გვესმოდა...ისიც იგივეს აბობდა..საყვარელი ბიჭი იყო...მწვანე თვალები ჰქონდა და ქერაზე მუქი თმა..ჰყავდა და და დედა..იყო 186 სიმაღლეში,არც ისე მაღალი,მაგრამ საკმაოდ ათლეტური და მიმზიდველი...ბავშვობიდან დადიოდა კინ-ბოქსზე,სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში,ოღონდ საქართველოდან..უნდოდა ბიზნესმენოდა,არ უყვარდა მამამისი და ერთხელ ბარგიც კი ჩაალაგა გამოსაქცევად.... ჩემი ესმოდა...ერთამანეთს გულიც კი გადავუშალეთ...ბავშვობიც ფოტოებს ვცვლიდით,თავისი დედისა და დის ფოტოც მანახა..მიყვებოდა ოჯახზე..ძალიან თბილი და უშუალო იყო...დღეში რამდენჯერმე მწერდა ხოლმე... ახალი წელი ზუსტად 12-ზე მომილოცა..გამიკვირდა,რომ ინტერნეტით ასე მივეჩვიე ადამიანს..მისი მოწერის გარეშე,მეგონა,რომ რაღაც მაკლდა..ისიც იმავეს გრძნობდა... ერთმანეთს ვამხიარულებდით,ვსაუბრობდით...თითქოს მარტოსული აღარ ვიყავი..ღამეებს ვათენებდით „ესემესების“ წერაში... და ერთ დღეს რაღაც შოკური მითხრა...მითხრა,რომ ვუყვარდი და ამაში დარწმუენბული იყო...მანამდე მწერდა მიყვარდებიო...მე არაფერი მიმიწერია... ეს ბოდება დღეს მოხდა,2 იანვარს... რა დამებედა-მეთქი! მაგრამ განა ეს ყველაფერი მართალია?! განა ხდება ცრურწმენები? არა,არ ხდება... 11 დღეში ერთმანეთს 20 ათასამდე ფეისბუქ-მესიჯი გავუგზავნეთ,უამრავი ფოტო და უამრავი ღიმილი... 6 იანვარი იყო,როცა მითხრა,საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარო..დარწმუენბული ხარ-მეთქი და კიო...ჩემი სამყაროს დასასრული ხარო..-ეს სიტყვები განსაკუთრებით დამამახსოვრდა...რატომ-მეთქი...შენს იქით ვერაფერს ვხედავო... რასაკვირველია,ეს ყველაფერი მსიამოვნებდა..მწერდა,იმედია,როდესმე მეტყვი,რომ გუყვარვარო...მაგრამ მე არ მიყვარდა..ვეუბნებოდი,რომ მომწონდა და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პიროვნება იყო... მართლა არ მიყვარდა... მისი თითოეული სიტყვა მახსოვს,მაგრამ ყველაფერს არ ავღნიშნავ... -მაგრამ ყველაფერი დასრულდა...-თქვა „მემ“. -კი...2 საათზე შეეშინდა და დამბლოკეო..უნდა დავლიო...განადგურებული იყო.. -რატომ? -ვუთხარი,რომ განსხვავებული ოჯახი მყავდა...და შეხვედრები ჩემთვის არ იყო მისაღები... -კი,მაგრამ ეს ჰო იცოდა.. -კი,მაგრამ მაშინ არ დაფიქრებულა..-გავაქნიე თავი.. -მერე? მერე რა თქვა? -ვუთხარი,სჯობდა,მეორე დღევსე,როცა ამის შესახებ გითხარი,წასულიყავი-მეთქი. -თუ უყვარდი,ასე იოლად როგორ დაგთმო... -არ ვიცი..არ ვუყვარდი..იქნებ ეს აფექტი იყო..მეც ასე ვფიქრობდი..ან იქნებ აკვიატება.. -გაჩერდი..თავად თქვი,რომ სიყვარული უბრალოდ აკვიატებაა...-„მემ“ მისაყვედურა... სიყვარული...სიყვარული ილუზიაა იქნებ...მახსოვს პატარა ვიყავი და ჩემზე პატარა ღლპ ბიჭს ვაიდეალებდი...შემდეგ გავიზარდე და ილუზიიდან გამოვედი..მასში სულ სხვა ვინმე დავინახე... -მასზე წლები ფიქრობდი..-მეჭრება მეორე „მე.“ -ჰოდა ყველაფერი ილუზიაა...წარამვალი ილუზია..-ვკისკისებ.. -ნიკა აღარ შეგხმიანებია? -არა...-ვიცინი..-იცი,რა? .. -და გახსოვს რა თქვი მასზე აღარ მეფიქრებაო? -ჰო,როცა ის იყო,მასზე ვეღარვფიქრობდი,მგონი...იცი,რაა ღადაობა? იმ ბიჭის გარდა მთელმა მისმა გუნდმა თუ სანათესაომ მომწერა..თითქმის... -კაი,გაჩე.. -ჰო,ასეა... -ბედის ირონიაა.. -სად მაქვს ბედი.. მარტოსულობის დროს უფრო მიზანდასახული ხდება ადამიანი..უფრო ენერგიული და უფრო აზარტულია... მგონი,მეც ასე ვარ... მე მიყვარს გაღვიძება,იმისდა მიუხედავად,რომ მარტო ვარ... მე მიყვარს დაძინება,როცა ვიცი,რომ სიზმარსაც არ იმეტებს ბედი... იცით,რა არის ცხოვრება? უბრალოდ აზარტული თამაში,რომელშიც ან გაიმარჯევბ ან წააგებ... იცით,რა არის ამ ყველაფრის აზრი? ილუზია იმისა,რომ ვინმეს ეყვარები... -იცი,რა? ჩუ...ის ფილმი მართლაც კარგი იყო..მოდი გავიმეოროთ.. -რა პაემანზე მპატიჟებ? -ჰო....ასე გამოდის... -წადი შენი...ნეტა ასეთი უიღბლო ვარ... -შენ უბრალოდ მარტოსულობის ილუზიას ქმნი.. -არა,ასე არაა!-დავიყვირე და კარი მივაჯახუნე,თავში ხელს ვიცემდი..ალბათ,მეგონა,რომ ასე მეორე „მეს“ ჩემი თავიდან განვდევნიდი... -სულელი ხარ...გინდა,რომ მწერალი გახდე..გინდა,რომ ყევლაზე დიდი სულელი იყო.. -ჩუმად რა!-დავუყვირე. -ასეა...უბრალოდ იდიოტი ხარ..მაზოხისტი ხარ...საკუთარ თავს იწამებ.... -არაა,ასე...მე იქნებ ესაა,რაც მჭირდება.. -რა გჭირდება? სამსახური და ხელფასი...რა გჭირდება? ეს ამტვერებული დარბაზი,სადაც ყოველ დღე დადიხარ და ტრენაჟორებს ემონები.. -ეს არაა ამტვერებული..-წავიკნავლე.... -რამდენი წლის ხარ უკვე? -20-ის...20-ის ვარ...-ამოვიხვნეშე...გამიკვირდა კიდეც,დრო ასე მალე გასულაო. -ვინ გყავს მითხარი? -დედაჩემი მართალი იყო..ოჯახი არასდროს მიგატოვებს...მე ისინი მყვანან.. -კიდევ?-ისე შემომხედა,თითქოს რამე დავაშავე. -არავინ...ყველა მეგობარი გაქრა... -ჰო?-ირონიულად მკითხა. -ჰო..რა ვქნა? ეს ილუზიაც გაქრა... -იქნებ უნდ იპოვო.. -სად?-თვალები შემოვატარე გარემოს. -სად და...არ ვიცი..გულს მიენდე.. -წადი შენი! ერთი წლის შემდეგ: -გამარჯობა,მარიამ... -გამარჯობა..-უცნობი შევათვალიერე. -შენ ვიღაცას მაგონებ.. -დარწმუნებული ხარ? -ჰო,ვარ... -რა? შენ ის ხარ...-ისტერიული სიცილი ამიტყდა...-სასწაულია ჩვენი შეხვედრა... -შენ..ჰო,მარიამი ხარ..მახსოვს.. -შენ ის აკვიატება ხარ...შენი სახელი,მგონი..-ის შავგვრემანი აკვიატება იყო,მიუწვდომელი და შორეული ფიქრების აკვიატება... -დაწყნარდი...-ხელი მხარზე დამადო,მკერდზე მიმიკრა....და გზას გავუყევით... ერთი წლის შემდეგ: -დღეს ქორწილი გაქვს...და კიდევ იტყვი,რომ სიყვარული ილუზიაა..კიდევ იტყვი,რომ პლატონურ სიყვარულებს უნდა ვსდიოთ.. -არაპლატონური სიყვარული სასწაულია..ხოლო სიყვარული ილუზიაა და ისევ ამას ვამბობ...ცხოვრებაც ხომ ილუზიაა...-გამეღიმა და ფატა შევისწორე... გული გამალებით მიცემდა...მე მალე მას ვნახავდი..მიხაროდა და ბედნიერიც ვიყავი.... -თანახმა ხართ...-და გაგრძელდა უცნაური ხმა. -არა!-ყველამ მე შემომხედა...-თანახმა ვარ,რომ მასთან ერთად დავაკვდე სიყვარულის ილუზიით..მასთან ერთად გავატარო ეს ილუზიური ცხოვრება და მის ტუჩებს ვემთხვიო ყოველ დილას ისე,როგორც იმ ერთ ლამაზ სიზმარში... -კარგად ხარ?-შემოხედა გაკვრივებულმა ჩემმა ოცნებამ. -ჰო,ძალიან კარგად...ისე,როგორც არასდროს..-მალე დაასრუელთ რა ეს ცერემონია. -სიყვარული ილუზია...-მანქანის ფანჯრიდან გამოვიხედე და უხილავ არსებას თვალი ჩავუკარი...მეორე „მე“ ხმას აღარ მცემდა,ის გამქრალიყო... მე მას დავუმტკიცე,რომ სიყვარული ილუზიაა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.