შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად წახვალ


7-01-2016, 14:20
ავტორი neka
ნანახია 3 874

ახალ უბანში გადმოვედი, მიზეზი უამრავი მქონდა, მთავარი კი ორი ფაქტორი იყო ალბათ. პირველი მამაჩემი, მეორე კი დიტო მაყაშვილი . ორივე რთული ასახსნელი იყო ჩემთვის. არასდროს მდომებია მყუდრო და მშვიდი ცხოვრება, მეომბოხე ვიყავი, მინდოდა ცხოვრების წლები დაუვიწყრად გამეტარებინა, თუმცა არ გამომივიდა. ბოლო პერიოდში მომხდარმა ამბებმა გამომფიტეს და დამანაწევრეს. ალბათ მამაჩემის ფაქტორმა გამაღიზიანა, იმ დღის მერე ყველაფერი დავამთავრე მასთან.
-დედა ადექი მივდივართ, ბარგი ჩაალაგე დროზე
-მართა დედი კარგად ხაარ? სად მივდივართ?
-სახლიდან მივდივართ, აქ არაფერი გვესაქმება, მამას აღარ სჭირდები შენ, აეც მე, დროზე მორჩი ყველაფერს. :-მამაჩემიც იქ იყო ამ დროს. იცოდა ჩემი ამბავი, იცოდა პრინციპული ვიყავი, დედის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებდი, ხმას ვერ იღებდა, იჯდა თავჩაღუნული.
-დათო ხმა ამოიღე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ; -იყვირა დედაჩემმა, ამიხსნის ვინმე თუ უსიტყვოდ უნდა დაგემორჩილოთ?
-უსიტყვოდ შენი დამორჩილება და გამოყენება მარტო დათოს უნდა -მამაჩემისთვის სახელით არასდროს მიმიმართავს, ასე ცივად უკმეხად. შეცბუნებულმა გამომხედა, მის თვალებში სინანულს ვხედავდი, მივხვდი რომ უჭირდა ჩემი დაკარგვა, მე კი ეს ფაქტორი მახარებდა და სულ უფრო მეტად ვტკენდი გულს, გულს რომელიც ჩემთვის უკვე აღარ ძგერდა. - გიღალატა ვიღაც ნაგავთან. უკვე ერთი წელია სიცრუეში ვცხოვრობთ, თვალებში ისე გვიყურებს თითქოს არაფერი ხდებოდეს.
ეგოისტი ვიყავი იმ დროს ალბათ, არ ვიფიქრე დედაჩემის მდგომარეობაზე, ასე სწრაფად ასეთი სინამდვილის პირში მიხლა, როგორ გადაიტანდა. ფერი ეცვალა და გული წაუვიდა.
-არ მიეკარო, შენი ბინძური ხელები აღარავის სჭირდება. -ვუთხარი დათოს.
-მართა მამა არ გინდა. ასე უარესად ეტკინება.
-ეტკინოს, მირჩევნია სიმართლით ეტკინოს, ვიდრე სიცრუეში და სიყვარულში "გაიხაროს".
მოვასულიერე, ვუყურებდი მის უმწეო თვალებს, სიმწრით სავსეს, აღარაფრის ძალა აღარ ჰქონდა. წამოვაყენე და სასწრაფოდ ძირს ჩავაქანე, მანქანაში ჩავსვი.
-ნინუ არ ინერვიულო დეე, შენს გამო იცოდე ყველას და ყველაფერს ხაზს გადავუსმევ. - ლაპარაკის ძალა აღარ ჰქონდა, არადა ვიცოდი იმდენი რამე ჰქონდა სათქმელი, ეს ის მომენტი იყო როცა სათქმელი იმდენია, რომ არიცი საოდან დაიწყო, ან ისეთი სიტუაციაა რომ სიტყვები აზრს კარგავენ, ჯობია გაჩუმდე, თუმცა მოვა დრო, როცა სიტყვები ძალას დაიბრუნებენ და სამართალსაც აღასრულებენ. ნუთუ ყველაფერი სიყალბე იყო, როგორ შეულია ადამიანს თვალთმაქცობა ისე, რომ არაფერი შეეტყოს. არასდროს ვაპატიებდი ვიცოდი, არასდროს. სახლში ავედი.
-დათო მომისმინე, არც კი ეცადო ჩვენს მოძებნას, აზრი არ ააქვს იცოდე, თუ გული საერთოდ გაქვს და გრძნობები ოდნავ მაინც გაგაჩნია, შენთვის ჯობია არ გაგვეკარო, იცი რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ბედნიერების ყურებით დაიტანჯები.
-მართა მამა, ახლა გაბრაზებული ხარ, თავს არ ვიმართლებ, ვიცი არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ ხომ იცი როგორც მიყვარხართ ორივე, თქვენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ.
-ჩვენს გარეშე??? -გავიცინე ირონიულად, -სინდისი გყოფნის და ხომ ხედავ კიდევ დაგვცინი, იცოდე ჩემს თვალში აღარაფერს წარმოადგენ. იმედი გამიცრუე, ყველაფერი დაამსხვრიე, ჩვენს ბედნიერ წუთებს ხაზი გადაუსვი სამუდამოდ. იცოდე მამას აწი არავინ დაგიძახებს, მაგრამ უკვე მაგაშიც არ ვარ დარწმუნებული, აღარავის და აღარაფრის აღარ მჯერა, მე ის მართა აღარ ვარ და იცოდე სულ შენით. მორჩა!! დაივიწყე რომ ოდესღაც ცოლ-შვილი გყავდა.
მამაჩემს ჩემი ხელით გამოვუტანე განაჩენი, ვხედავდი როგორ მოსდიოდა ცრემლები, ხელი კედელს დაუშინა, მახარებდა მისი ასეთი მდგომარეობა, როგორ შეეძლო დედასთვის ეღალატა. სულს მიფორიაქებდა. შიგნიდან ის ფიქრები მჩამდა, რომ ჩვენი შეხმატკბილებული ცხოვრება მარაზმი გამოდგა. ნუთუ ყველაფერი ტყუილი იყო, ნანუ ხომ დათოსთვის პირველი სიყვარული იყო, ვხედავდი მათ სიყვარულს და ვბედნიერდებოდი. სრულფასოვანი ოჯახი მყავდა. სიყვარული, ნდობა და ურთიერთგაგება არ გვაკლდა, მაგრამ ახლა? სიყვარულიც, ნდობაც და ერთგულებაც გაქრა, არსებობდა რო ოდესმე?- ეს კითხვა მაგიჟებდა.
ეს ჩემი პირველი ისტორიაა თქვენს წინაშე და მინდა საინტერესოდ დაიწყოს ყველაფერი, წინასწარ გეტყვით იმას რომ წინ ძალიან მაგარი ეპიზოდები გელით, თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მინშვნელოვანია და იმედი მაქვს ჩემი ეს პირველი ნაბიჯი წარმატებული იქნება. სიყვარულით თქვენი ნეკა.შემდეგ თავებსაც ძალიან მალე დავდებ, რადგან ისტორია უკვე დასრულებული მაქვს



№1 სტუმარი stumari #77

გააგრძელე, შემდეგ თავში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დავწერ ჩემს აზრს. რადგან პირველია , წარმატებებებს გისურვებ...

 


№2  offline წევრი neka

მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent