შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 9 )


7-01-2016, 17:09
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 178

კაბინეტის კართან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი,რომ დედაჩემს ჩემი სხეულის ცახცახი არ შეემჩნია.ფეხები მჭიდროდ მივატყუპე და სხეული დავჭიმე,მაგრამ არაფერი გამომივიდა.გული გამალებით მიცემდა.დღეს ჩემი პირველი ვიზიტია ექიმთან.ისედაც არეული გონება და ფიქრები უარესად ამებურდა.რას მკითხავს?რას მეტყვის?რა მოხდება?ფიქრები ერთმანეთში აირია და დაძაბულმა უკვე ტუჩების კვნეტა დავიწყე.ეს ჩემი რიგიც არა და არ მოდის.
-რატომ კანკალებ შვილო?-შეშინებულმა შემომანათა ლიამ მისი ცრემლიანი თვალები და მხრებზე ნაზად შემომაჭდო ხელები.ჯერ კიდევ მიჭირს დედა დავუძახო.
-ვნერვიულობ-ისტერიულად გამეცინა და ახმაურებულ კარს გავხედე.
-ხალვაში-გაისმა ექთნის წრიპინა ხმა,არადა ქალი საკმაოდ ჩაფუნთრუშებული და ასაკიანი იყო.
-მე ვარ-მაშინვე ფეხზე წამოვხტი და წინ გავიჭერი.დედა უკან მომყვა.ინტერესით მოვავლე კაბინეტს თვალი იმის,მოლოდინით თუ ვინ და როგორი იყო ჩემი ექიმი.
სამუშაო მაგიდასთან სანდომიანი ,დედის ხნის ,მაღალი, სასიამოვნო პირი-სახის ქალბატონი იდგა.ძალიან მეამა,რომ ექიმი ქალი აღმოჩნდა.ორი ნაბიჯით ჩემსკენ წამოიწია და მარჯვენა შემაგება.საკმაოდ თბილი ღიმილი ჰქონდა.
-მობრძანდი,ჩემი სახელი რუსო-ამ ქალიდან დადებითი მუხტი მოდიოდა.
-თათია-მორიდებულად შევაგებე ჩემი მარჯვენაც და იქვე მდგარ სკამის კიდეზე უხერხულად ჩამოვჯექი.
ქალბატონი რუსუდანი მის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა და თან დედაჩემს ხელით ანიშნა იქნე მდგარი თავისუფალი სკამი.
-აბა გისმენ ჩემო კარგო რამ შეგაწუხა?-ინტერესით შემომანათა თაფლისფერი თვალები,რომელიც სიკეთეს აფრქვევდნენ..ასეთი უბოროტო თვალები იშვიათად მინახავს.არა მინახავს თემოს აქვს.მას და კიდევ ამ ექიმს.
-მე....ქალბატონო რუსუდან....-აზრს თავი ვერ მოვუყარე და ავბლუკუნდი,თან თითებს ნერვიულად ვიფშვნეტდი.
-მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ,მე უბრალოდ რუსო ვარ შენ კი თათია,კარგი?
-კარგი-ცოტა მომეშვა დაძაბულობა.
-ასე უკეთესია-გამიღიმა-ახლა კი გისმენ.
-მე .....მე არაფერი მახსოვს-ვთქვი და ღმრად ამოვიხვნეშე.
-ანუ?
-ამნეზია მაქვს.
-რამდენი ხანია?
-ლამის თვეა.
-მიზეზი?
-ავტოავარია.
-კარგი,მოდი ახლა გავერკვეთ რა დონის და ტიპისაა შენი მეხსიერების გათიშვა.აი მაგალითად,ზოგის ცნობიერება ბრუნდება ბავშვობაში და განვლილი წლები აღარ ახსოვს,ზოგს რამოდენიმე თვე ან დღე,ზოგს კი საერთოდ არაფერი,საკუთარი სახელიც კი.ანუ მე ვცდილობ უბრალო ენით აგიხსნა ის ეტაპები რაც ამნეზიაც აქვს.შენ რომელს მათგან უჩივი?
-მე..... არაფერი მახსოვს,საკუთარი სახელიც კი არ ვიცოდი-თითქოს ახლა გავითავისე რეალობა და გული შემეკუმშა,წრემლები ჩემდა უნებურად წამომივიდა და ჩანთას უფრო მაგრამ ჩავაფრინდი,თან დედასკენ გავაპარე თვალები,ისიც ტიროდა.
-დამშვიდდი ჩემო კარგო-თბილად გამიღიმა-იმ ამნეზიის ფორმას,რომელიც შენ გაწუხებს ჰქვია რეტროგრადიული სინდრომი-ანუ ვერ იხსენებ ინფორმაციას,რაც დაავადებამდე იყო.შენს შემთხვევაში ამის გამომწვევი მიზეზი თავის ქალის ტრამვაა სავარაუდოდ,თუმცა ამას ძირეულად გამოვიკვლევთ.მე როგორც ნევროლოგი გირჩევთ,რომ ასევე კონსულტაცია გაიაროთ ფსიქოლოგთან.ორივე ერთად აუცილებლად შევძლებთ შენს დახმარებას.
-და როდის დამიბრუნდება მეხსიერება?-ცოტა იმედი მომცა მისმა სიტყვებმა.
-კონკრეტულ დღეს ვერ დავასახელებ,შეაძლოა ეს ერთ კვირაში მოხდეს,ან რთ თვეში,არ გაშინებ მაგრამ ყოფილა შემთხვევები,რომ ამას წლები დასჭირდა,ან საერთოდ არ დაუბრუნდა პაციენტს მეხსიერება.
-ღმერთო-თითები პირზე ავიფარე და ტირილს ვუმატე,დედაჩემი ფეხზე წამოგდა და მკლავები შემომხვია,ახლა ვიგრძენი რა ძვირფასია გყავდეს დედა,მაშინაც კი,როცა ვერ ცნობ მას.
-თუმცა ჩემი რჩევა იქნება შეეგუოთ და ისწავლოთ რეალობასთან შერწყმა და შეჩვევა,სწორედ ამაში გვჭირდება ფსიქოლოგის დახმარება.ანუ მე მედიკამენტურად ,ხოლო ფსიქოლოგი სიტყიერად შევძლებთ შენს დახმარებას.
-ჩვენ არავის ვიცნობთ ქალბატონო რუსუდან-სასოწარკვეთილმა ამოიხავლა დედაჩემმა.
-თუ ჩემს რეკომენდაციას ენდობით,აი კარგი ექიმის სავიზიტო ბარათი,მე დავურეკავ წინასწარ და გავაფრთხილებ თქვენს ვიზიტზე.დღესდღეისობით ერთერთი წამყვანი ფსიქოლოგია საქართველოში-თქვა და დედაჩემს პატარა ბარათი გაუწოდა.საშინლად ამტკივდა თავიისეთი გრძნობა დამეუფლა,რომ თიტქოს თავზე ხელებს მიჭერდნენ და წყნეხში ვიყავი.
-ჩემო გოგონა მთავარია არ ინერვიულოთ,გონებას ძედმეტი ძალა არ დაატანოთ,თავის დროზე ნებისად ყველაფერი გაგახსენდებათ.ახლა კი ეცადეთ,რამე სასიამოვნო და კარგით დაკავდეთ,ეს ერთგავრი ვარჯიში იქნება თქვენი გონებისათვის.-მშინვე ჩემი პაწაწუნა საბა გამახსენდა.
-იცით ექიმო პატარას ვუვლი,ისეთი საყვარელია,როგორც მითრეს ადრეც მისი ძიძა ვიყავი და ახლაც მე მომაბარეს მიუხედავად ჩემი ამ მდგომარეობისა.სიმართლე,რომ ვთქვათ ყველაზე კომფორტულად მასთან ვგრძნობ თავს.
-ჰოდა ძალიან კარგი,რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მასთან-მგონი ამაზე უკეტეს წამალს ვერცერთი ექიმი გამომიწერდა.ცოტათი დამშვიდებული გამოვედი ექიმის კაბინეტიდან.დღეს მეტი აღარ შემეძლო,ემოციურად გადავიღალე.მე და დედა შევთანხმდით,რომ ფსიქოლოგტან ორი დღის მერე ჩავწერილიყავით.აფთიაქში გამოწერილი წამლები ვიყიდეთ და სახლისაკენ ავირეთ გეზზი,იქ ხომ ყველაზე გემრიელი და სანუკვარი წამალი მელოდა-ჩწემი ფუმფულა და ტკბილი საბა.
მომდევნო ორი დღე თითქმის არ მინახავს თემო,სახლში მარტო მე ,დედა,გიორგი ძია და საბა ვიყავით.ეს გრძნობა ცოტა მეუცნაურა,მაგრამ თითქოს დამაკლდა მისი არსებობა და მისი სევდიანი უბოროტო თვალები,ყოველთვის,რომ მარიდებდნენ მზერას.ჩემს თავზე გავბრაზდი ამ გრძნობის გამო.ჯერ,ხომ ერთი თვეა რაც ქვრივი იყო ეს კაცი,მე კი სულელური აზრები და გრძნობები მომდის თავში.სრულიად შესაძლებელია მე და მისი ცოლი მეგობრებიც ვყოფილიყავინ,ან კარგი ნაცნობებიც.რა ბედნიერი ქალი იქნებოდა მისი ცოლი ასეთი მშვიდი,მოსიყვარულე და მზრუნველი ქმრის ხელში.თუმცა დღეს დაძაბულობა შევატყვე.ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ,მოულოდნელად ქარიშხალივით შემოიჭრა სახლში,ზერელედ მოგვესალმა,ბავშვსაც არ მოფერებია,ისე შევარდა მის ოთახში და ჩაიკეტა.მეუცხოვა მისი ასეთი საქციელი მაგრამ იმდენად არ ვიცნობ,რომ მივიდე და ვკითო,რამე ხომ არ აწუხებს,თან ჩემი პრობლემებიც ბლომად მაქვს,ხვალ 1 საათზე ფსიქოლოგთან ვარ ჩაწერილი.მოღუღუნე საბას ხელი დავავლე და ჩვენი საძინებლისაკენ წავედი,უკვე ძილის დრო იყო.
.................................................................................................

კედელს ზურგით მივეყუდე და ალეწილ სახეზე გაშლილი ხელის მტევანი ჩამოვისვი.ისევ მუხლებზე გადაშლილ ბლოკნოტს დავხედე და მძიმედ ჩავისუნთქე.
15 თებერვალი

კვირაზე მეტია ვეძებ შესაფერის მომენტს,რომ გიგის პატარას არსებობა გავაგებინო,და როგორც იქნა ამ საღამოს ვახარე,მაგრამ რეაქცია ნული.რაღაც წამები უხმოდ ეჭვის თვალის შემომცქეროდა,მერე თავი გააქნია,ქურთუკს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა.ახლა ღამის სამი საათია ,ჯერაც არ მოსულა,არც მობილურზე მპასუხობს.ვერ ვხვდები რა სჭირს,რა ემართება.მეტი აღარ შემიძლია.

1 მარტი

რა დავწერო აღარ ვიცი,ან აღრ მინდა....ან სურვილი ჩაკვდა.....ყველა ჩვენი საერთო ფოტო დახია..... რატომ?..... არ ვიცი.....

1 მაისი
საიდან დავიწყო?და უნდა ვიწყებდე კი?.....ახლა ცოცხალი თუ ვარ და სუნთქვა თუ მინდა მხოლოდ ჩემი პატარას გამო,რომელიც სასწაულად გადამირჩინა უფალმა.და რატომ?....საიდან დავიწყო?იქედან,ხომ არა როგორ ვნახე და გადავკოცნე ჩემი ბავშვობის მეგობარი ერთერთ სავაჭრო ცენტრში?ან იქედან თუ როგორ იეჭვიანა ჩემმმა ქმარმა?ან იქედან თუ რა ყოფილა თურმე მთელი ამ დროის დუმილის მიზეზი გიგის?პასუხიც იპოვნა....თურმე მე ბავშვს ლადოსგან ველოდები,ეს ეჭვი მანამდეც ჰქონდა მაგრამ ვინ იყო მამა არ იცოდა..... სასაცილოა,უბრალოდ მე მეტირება.საიდან დავიწყო?იქედან ხომ არა ,როგორ მცემა იმ ღამით?ქამრით თუ წიხლით?როგორ ჩავიკეტე აბანოში და უშფოთველად გადავისვი ორივე მაჯაზე სამართებელი?ან იქედან სასწაულებრივად,როგორ გადამარჩინეს მე და პატარა ექიმებმა უფლის წყალობით?და ეს ყველაფერი ორი კვირის წინ მოხდა,მე კი ჯერ კიდევ საავადმყოფოს პალატაში ცუდი წინათგრძნობით,გაურკვეველი მომავლით და მხოლოდ ერთადერთი ნათელი სხივით მისვენებული საწოლზე გვამივით ვაგდივარ და მხოლოდ იმიტომ ვსუნთქავ და ვწერ ამ ყველაფერს,რომ ისევ ვიპოვო ჩემს თავში ძალა,ვიბრძნოლო როგორც,ქალმა და რაც მთავარია როგორც დედამ.
ისე მქონდა ბლოკნოტი ჩაბღაუჭებული თითებში რომ გვერდები მოვჭმუჭნე , ხმაურით დავხურე,სავსე ვიყავი მრისხანებითა და სიბრაზით,სუნთქვას ვეღარ ვაკონტროლებდი,იქვე მიდებულ ბალიშვს დავწყვდი სახეზე მჭიდროდ ავიკარი და მთელი მონდომებითა და ძალით ავღრიალდი,მაგრამ ჩემი ხმა მხოლოდ მე მესმოდა.
p.s.
რატომ დავაგვიანე ან დამაგვიანდა ამდენ ხანს 
ჯამრთელობის სერიუზული პრობლემების გამო,არც წერის,არც კითხვის და არც აქ შემოსვლის თავი და სურვილი მქონდა.უფლის წყალობით უკეთ ვარ და უკეთესობის იმედი მაქვს.იმედია ამ დაგვიანებას მაპატიებთ.თუ არ მაპატიებთ მე მაინც დავწერ,იქნებ ნელნელა მოგილბოთ გული.ხოლო ჩემს ერთგულ მკითხველებს მადლობა თბილი და ტკბილი წერილებისათვის და მოკითხვისათვის.მათაც მადლობა ვისაც არ მოუწერია მაგრამ ახსოვდა ჩემი ისტორიები და ამ ხნის მანძილზე ერთხელ მაინც შემოიჭყიტა ჩემს გვერდზე სიახლის მოლოდინით.გაკოცეთ ყველას.



№1  offline წევრი milangirl

პირველ რიგში გილოცავ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარი. იმედია მალე გამოჯამრთელდები მთლიანად. ძალიან გამხარდა რომ გააგრძელე ეს ისტორია. ძალიან მომწონს და დიდი სიამუვნებით გავაგრძელებ მის კითხვას.

 


№2  offline მოდერი ლილიანა

milangirl
პირველ რიგში გილოცავ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარი. იმედია მალე გამოჯამრთელდები მთლიანად. ძალიან გამხარდა რომ გააგრძელე ეს ისტორია. ძალიან მომწონს და დიდი სიამუვნებით გავაგრძელებ მის კითხვას.

მადლობა საყვარელო,თითოეული კომენტარი დიდი სტიმულია ჩემთვის მრავალმხრივ,გაიხარე,კეთილი სურვილებით
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი kora

ლილიიანა, საყვარელო, რომ იცოდე როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა. გელოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეგონა აღარ აგრძელებდი ისტორიას, მაგრამ როცა მომწერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და რაკი შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გვახარებდი შენი ტკბილი ისტორიებით, ამიტომაც ამ ლოდინში ხელახლა გადავიკითხე ყველა შენი ისტორია <3 იმედია უკვე კარგად ხარ <3
გილოცავ ჩემო კარგო შობა-ახალ წელს, ღმერთმა სულ ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოს შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.ძალიან შემაყვარე თავი და მთელი გულით გისურვებ საუკეთესოს!
ახლა კი წავიკითხავ მონატრებულ ისტორიას :)
--------------------
kira.G

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ მომენატრეეე... გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე დადებული... ძალიან დაძაბული თავი იყო მეტკინა თათიას ტკივილი... შენ კი ჩემო ტკბილო გამოჯანმრთელებას გისურვებ მთელი გულით...

 


№5  offline მოდერი ლილიანა

kora
ლილიიანა, საყვარელო, რომ იცოდე როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა. გელოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეგონა აღარ აგრძელებდი ისტორიას, მაგრამ როცა მომწერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და რაკი შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გვახარებდი შენი ტკბილი ისტორიებით, ამიტომაც ამ ლოდინში ხელახლა გადავიკითხე ყველა შენი ისტორია <3 იმედია უკვე კარგად ხარ <3
გილოცავ ჩემო კარგო შობა-ახალ წელს, ღმერთმა სულ ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოს შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.ძალიან შემაყვარე თავი და მთელი გულით გისურვებ საუკეთესოს!
ახლა კი წავიკითხავ მონატრებულ ისტორიას :)

უზომოდ გამახარა შენმა მოკითვამ,მადლობა ტკბილო კეთილი სურვილებისათვის მეც წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ,იმედია ისიამოვნებ :) love ამ თავით
უცნობი ქ
როგორ მომენატრეეე... გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე დადებული... ძალიან დაძაბული თავი იყო მეტკინა თათიას ტკივილი... შენ კი ჩემო ტკბილო გამოჯანმრთელებას გისურვებ მთელი გულით...

მადლობა ჩემო გოგო,გამახარა თქვენმა პოზიტიურმა კომენტარებმა,ესეც ტკბილი ისტორიის გაგრძელება,რომელიც ნელნელა თაფლივით დატკბება,მადლობა ჩემო " უცნობო" love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Gilocav shobas ar vicodi sheni jamrtelobis ambavi tore aucileblad mogikitxavdi sruliad gamojamrtelebas gisurveb sapatiebeli araferia mtavaria dade da gamatbe dzalian momenatre shen da sheni tkbili istoria mecodeba es bichi am dgiurs rom kitxulobs warmomidgenia rogor tkiva da ai ar vici vgijdebi am gogoze ra gadautania me gavxdi cudad velodebi shemdeg nawils didi siyvarulit❤❤❤

 


№7  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
Gilocav shobas ar vicodi sheni jamrtelobis ambavi tore aucileblad mogikitxavdi sruliad gamojamrtelebas gisurveb sapatiebeli araferia mtavaria dade da gamatbe dzalian momenatre shen da sheni tkbili istoria mecodeba es bichi am dgiurs rom kitxulobs warmomidgenia rogor tkiva da ai ar vici vgijdebi am gogoze ra gadautania me gavxdi cudad velodebi shemdeg nawils didi siyvarulit❤❤❤
მადლობა ჩემო გვანციკო <3 <3 <3 გამახარე,მეც ყოველივე სასიამოვნოს და კარგს გისურვებ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი Marusia123

Chemi tkbili gogo dabrunda ♥♥♥ gilicav shobis brwyinvale dgesaswauls ufali iyos sheni mfarveli ♥♥♥ imedia yvelaferi kargadaa da uket xar :***mtavaria shen iyo kargad da chven sul dagelidebit ♥♥♥ wavedi axla wavikitxav ♥♥♥

 


№9 სტუმარი ემი

ქრისტეშობას გილოცავ და გამოჯანმრთელებას გისურვებ...

გელოდებოდით და გვახსოვხარ...

ველოდებით ახალ თავს, მალეე...

 


№10  offline მოდერი ლილიანა

Marusia123
Chemi tkbili gogo dabrunda ♥♥♥ gilicav shobis brwyinvale dgesaswauls ufali iyos sheni mfarveli ♥♥♥ imedia yvelaferi kargadaa da uket xar :***mtavaria shen iyo kargad da chven sul dagelidebit ♥♥♥ wavedi axla wavikitxav ♥♥♥

მადლობააააა love love გამახარე
ემი
ქრისტეშობას გილოცავ და გამოჯანმრთელებას გისურვებ...

გელოდებოდით და გვახსოვხარ...

ველოდებით ახალ თავს, მალეე...

მადლობა ემი love love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent