ახალი წლის კოშმარი(1)
ვიცი რომ ახალი წელი გავიდა,მაგრამ ჩვენ ხომ ხშირად სწორედ მაშინ გვახსენდება ყველაფერი როდესაც ეს უკვე დაგვიანებულია.არგუმეტი გვახსენდება კამათის დასრულების შემდეგ,თვითგვემას მოვყვებით მაშინ როდესაც დაგვიანებულია,ვიხდით ბოდიშს მაშინ როდესაც ნებით თუ უნებლიეთ უკვე ვატკინეთ ვიღაცას,გვიყვარდება მაშინ როდესაც მას აღარ ვუყვარვართ და ასე შემდეგ.ახლა მოვედი ასე რომ ვთქვათ წერის „მუღამზე“და აი ისიც ჩემი ნაცოდვილარი თავი.იმედია მოგეწონებათ. ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ფრთხილად აიხუტა პატარა გულზე და საახალწლო სუფრის ირგვლივ,საკუთარი ღიღინის ფონზე დაიწყო მასთან ერთად ცეკვა. -დე,ახლა დავტრიალდეთ,რაა...პატარამ ქალის კისერს კიდევ უფრო ძლიერად შემოჰხვია ხელები და გაუღიმა იმის ნიშნად რომ მზად იყო. -კარგი,მაგრამ გაფრთხილებ,თავბრუ დაგეხვევა...ღიმილით წაეტანა ბიჭის ლოყას ქალი და ძლიერად დატრიალდა,ერთ ადგილზე.მას შემდეგ რაც ადგილზე შედგნენ,ქალი ოდნავ შეტორტმანდა,მის მსგავს ქცევას დედა-შვილის კისკისი მოჰყვა. -აუ კოკა-კოლა მინდა,სადაა მამიკო ამდენ ხანს?!...სავარძელზე მოკალათების შემდეგ წარბებშეკრულმა ამოიწუწუნა ბიჭმა და დედის მკერდზე გადაწვა. -მალე მოვა საყვარელო,ალბათ აქ დაკეტილი იყო და ცოტა შორს მოუხდა წასვლა...ბიჭის ფაფუკ თმებში ახლართა ხელები და თამაში დაიწყო. -დე,დღეს მომიყვებით ერთმანეთი სად გაიცანით?! -ვნახოთ,ჯერ მამიკო მოვიდეს კარგი?...პატარამ მორჩილად დაუქნია თავი დედას და მასთან ერთად დაიწყო ღიღინი. ლილე ლამაზი ქალია,ზედმეტად ლამაზიც კი ლაშასათვის.თავის დროზე მშობლების ძალდატანებით შექმნილი ოჯახი,როგორღაც დღემდე შეინარჩუნა წყვილმა და მიუხედავათ უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახისა,დღეს მათი თანაცხოვრების მე-7 წლის თავს ხვდებიან,პატარა ბექასთან ერთად. ამ დროის მანძილზე უთანხმოება თითქმის არ მოსვლიათ.ლაშა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა,ლილე თავისით.ერთმანეთთან მხოლოდ კანონი და ბექა აკავშრებდათ.ფიზიკური ურთიერთობა მას შემდეგ აღარ ჰქონიათ რაც ბექას არსებობის შესახებ შეიტყვეს.მსგავსი ურთიერთობის წამოწყების მიზეზი სწორედ რომ ბავშვი გახლდათ,რომელიც ორივე მათგანის ოცნება იყო.ახლა კი პატარა ბექა ჰყავთ და მასზე ორივეს მზე და მთვარე ამოსდით. უკვე თერთმეტი სრულდება ლაშა კი არ ჩანს,ბექას ლილეს მკერდზე ჩაეძინა და მშვიდათ ფშვინავს.ქალი კი მობილურს არ აგდებს ხელიდან და მეუღლესთან განხორციელებულ ზარზე პასუხს ელის.მამაკაცი ყურმილს არ იღებს რაც ლილეს აღელვებას იწვევს.კიდევ ერთხლ გადარეკა ქმრის ნომერზე,მაგრამ ამჯერად გამორთული აღმოჩნდა.ახალ წლამდე სულ რაღაც ერთი საათი რჩება... ** ** ** ** ** ** ** ** ** ** -ლილე,საყვარელო,გაიცანი ბატონი მამუკა და მისი მეუღლე ქალბატონი ნელი,ეს კი მათი ვაჟი ლაშაა...გაღიმებულმა წარუდგინა ლილეს მარინამ სტუმრები და გოგონას მალულად ანიშნა გაიღიმეო.სკოლიდან ახალდაბრუნებულს მხოლოდ ძილი და დასვენება უნდოდა,მგონი სიცხემაც აუწია,დედამისი კი აშკარად კატეგორიულად მოითხოვს სტუმრებს ზრდილობიანად მოეპყრას.მორჩილად დაუკრა თავი სტუმრებს და სასიამოვნოა,ამოიჩურჩულა,თითქოს შეუმჩნევლად. -დაბრძანდით,ფეხზე ნუ დგახართ...მარინამ სავარძლისაკენ მიუთითა სტუმრებს.მათთან ერთად ჩამოჯდა ლილეც,არადა ერთი სული ჰქონდა საძინებელში ასულიყო,შხაპი მიეღო და დაეძინა. -შვილო,მიდი სტუმრებს ყავა მოუმზადე...რაღაც საეჭვოდ იღიმის,აშკარად უნდა რომ მათ ლილე მოაწონოს. დედისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია,იცის რომ მარინე საბოლოოდ მაინც გაიტანს თავისას,ახლა კი ჯინიანობის თავი ნამდვილად არ აქვს.მძიმედ წამოიმართა ფეხზე და სამზარეულოსაკენ გაემართა.თავს ისევ სუსტად გრძნობდა,მაგრამ ჯიუტად არ უმხელდა არავის.წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე შემოდგა,ბოლოს კი მხოლოდ სიბნელე ახსოვს,რომელმაც იატაკზე დაცემული მისი სხეული მთლიანად მოიცვა.კიდევ დიდხანს იწვებოდა იქ,რომ არა მარინეს მიერ გამოგზავნილი ლაშა.ბიჭმა სასწრაფოდ დარეკა სასწრაფოში და მხოლოდ ამის შემდეგ უხმო გვერდითა ოთახში მსხდომთ.ფრთხილად დაიხარა გოგონასაკენ და მისი სხეული თავის მკლავებში მოაქცია.შემდეგ კი საძინებელში გაიყვანა შეშინებული დედის თანხლებით... ** ** ** ** ** ** ** * ** ** ** ** ** ** -უკაცრავად ასეთ დროს რომ გაწუხეთ,თქვენ ხართ ბატონი ლაშა მახალდიანის მეუღლე?...ანერვიულებული დააბიჯებდა სახლში.ახალ წლამდე ერთ საათზე ნაკლები რჩებოდა,როდესაც მობილურზე ლაშას ნომრიდან შემოვიდა ზარი,მაგრამ ქალს იმედები გაუცრუვდა როდესაც მობილურში,არა მეუღლის,არამედ სრულიად უცხო მამაკაცის ხმა გაიგო. -დიახ,მე ვარ,ლაშა სად არის?...ინტერესით დაეკითხა კაცს ლილე და მეუღლის გასალანძღად უკვე დაიწყო სიტყვის გამზადება. -იცით?!ის ავტოავარიაში მოყვა,დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი,მდგომარეობა კრიტიკულია,როგორც ექიმები ამბობენ შეიძლება ვერც გადარჩეს,მე პოლიციის ოფიცერი ნიკოლოზ ამაშუკელი გახლავართ,თუ საავადმყოფოში მისვლა გსურთ შემიძლია მოგაკითხოთ და წაგიყვანოთ...იმ წუთას საოცრად ანერვიულდა ლილე,ახალი წლის საღამოს მეუღლის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ შეიტყო და ეკითხებიან კიდეც უნდა თუ არა საავადმყოფოში წასვლა,ეს ხომ სასაცილოა,მაგრამ თუ წავა ბექა ვის დაუტოვოს?ქალბატონი დალი ახლა სახლში უნდა იყოს,იქ ჩაიყვანს თან პატარას მაინც სძინავს. -რა თქმა უნდა,მინდა წამოსვლა,იმედია ბინის მისამართი იცით,ხუთ წუთში კორბუსთან ვიქნები ბატონო ნიკოლოზ...სწრაფად გაუთიშა მობილური მამაკაცს და მძინარე შვილი აიყვანა ხელში.ფრთხილად შემოახურა ზურგზე საკუტარი პალტო და სახლის კარები გაიხურა. -დე,მამა მოვიდა?...ჯერ კიდევ ძილ ბურნაში მყოფმა ამოიჩურჩულა ბიჭმა და უკეთ მოათავსა თავი ქალის მხარზე.თან ფართოთ დაამთქნარა და ამოიკრუსუნა. -დაიძინე საყვარელო მამიკო მალე დაბრუნდება...ლიფტს აღარ დალოდებია,ისე ჩაირბინა ორი სართული და მეზობლის კარებზე აქოშინებულმა დააკაკუნა.კარი გაჩხაკუნდა და ქალის გაოცებულ სახეს შეეჩეხა. -ქალბატონო დალი,ბოდიში ამ დროს რომ გაწუხებთ,შეგიძლიათ ბექა ცოტა ხნით დაიტოვოთ,ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნით...ქალმა უხმოდ გამოიშვირა ხელები რათა ლილეს მისთვის პატარა მიეწოდებინა.შემდეგ კი კომფორტულად მოათავსა ბიჭი მის მკლავებში. -უფალი შეგეწიოს შვილო...დააწია ქალმა კიბეებზე ჩასულ ლილეს და კარები ზურგს უკან მიხურა.სწრაფად ჩაირბინა კიბეები და კორპუსთან წამით შეჩერდა,ახლა მხოლოდ პოლიციის ოფიცერს ელის.რა ეშველება ლაშას რომ რამე დაემართოს?მიუხედავათ იმისა რომ მამაკაცი არ უყვარს,იცის რომ ბექას მამა ძალიან სჭირდება და ვერ დაუშვებს რომ ის მის გარეშე გაიზარდოს.ფიქრებიდან სიგნალით შემოსულმა პოლიცისს მანქანამ გამოარკვია,რომლის საჭესთანაც სავარაუდოთ ოფიცერი ამაშუკელი იჯდა. -დაბრძანდით...მანქანა ქალის ფეხებთან გააჩერდა. -გთხოვთ ეს სირენები გამორთეთ,დღეს ახალი წელია,ნუ დააფრთხობთ ხალხს...როგორც კი ავტომობილში მოთავსდა მორცხვად მიმართა მამაკაცს და ღვედი მკერდზე გადაიჭირა. -როგორც გსურთ ქალბატონო...ფრთხილად გასცა პასუხი მამაკაცმა და მისი თხოვნა უმალ შეასრულა.რესპუბლიკურ საავადმყოფომდე დიდი გზაა,ლილეს ფიქრისათვის დიდი დრო აქვს... ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** -არ გავთხოვდები!ხვდებით მაინც რომ თქვენი საქციელით წარმატებისაკენ მიმავალ გზას მიღობავთ,ოჯახი ჯერ ნაადრევია.მითუმეტეს არ ვაპირებ ლაშას გავყვე ცოლად,მე მას არც კი ვიცნობ მამა...კატეგორიულად წარმოთქვა ლილემ და სავარძელზე მოწყვეტით დავარდა. -შვილო ჩვენ ყველაფერს შენი კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ,ლაშასთან... -და რას აკეთებთ ჩემი კეთილდღეობისთვის?!მოითხოვთ ცოლად გავყვე მამაკაცს,რომელიც,სიყვარულს თავი დავანებოთ,არც კი ვიცი როგორი პიროვნებაა!...მოთმინება დაკარგულმა წამოიყვირა ქალმა და მშობლებს თვალებში შეაჩერდა. -ლილე,მომისმინე,როდესაც ჩვენ გვეცოდინება რომ ლაშას გვერდით ხარ,შენზე აღარ ვიდარდებთ,გვეცოდინება რომ გაქვს სრულყოფილი ოჯახი.ყველაფერს დრო მოიტანს,გაიცნობ და მალე კიდეც შეგიყვარდება ის. -და თქვენ თავს კარგად იგრძნობთ,თუ გეცოდინებათ რომ მე უსიყვარულოდ შევქმნი ოჯახს და უსიყვარულოდ გავატარებ მთელს ჩემს ცხოვრებას?...ტუჩის კუთხე აპრიხა ლილემ და მშობლებს ირონიული ღიმილით დააკვირდა. -ყველაფერს დრო გვიჩვენებს შვილო,დარწმუნებული ვარ შეგიყვარდება...დარწმუნებით წარმოთქვა სიტყვები მამამისმა და კვლავ სავარძელს დაუბრუნდა. -ასე,იყოს,მე გავთხოვდები,მაგრამ მინდა რომ ყოველთვის გახსოვდეთ სიტყვები,რომლებსაც ახლა გეტყვით.თითოეული ის დღე,რომელსაც მე ჯოჯოხეთურად გავატარებ ჩემს მეუღლესთან,მინდა იყოს თქვენთვის ორმაგად უფრო საშინელი.თითოეული ცრემლი,რომელსაც მე თქვენი ამ გადაწყვეტილების გამო დავღვრი,უკანვე დაგბრუნებოდეთ.მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ იფიქრეთ,თუ სრულიად უცხო ადამიანზე გამათხოვებდით ბედნიერი ვიქნებოდი...აკვირდებოდა დედამისის სახეს,რომელზეც ემოციები ერთმანეთს ენაცვლებოდა.აკვირდებოდა მამაისის ყოველ ქცევას,ყოველ ნაბიჯს,რომლითაც ის თავის ქალიშვილს უახლოვდებოდა.დაკვირვების უნარი დააკარგვინა ხოლოდ სახეზე მძიმედ მოხვედრილი ხელის შეგრძნებამ. -წესიერად ისაუბრე ლილე,ჩვენ შენი მშობლები ვართ...კატეგორიულად მიმართა მამაკაცმა ქალიშვილს,რომელსაც სახე ჯერ კიდევ არ გაესწორებინა მისთვის. -და მე ამ მშობლებს ვერ ვიტან...მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ შემოაბრუნა თავი.გაბედულად ჩახედა მამამისს თვალებში და შემდეგ საკუთარი ოთახისაკენ გაემართა,რათა მათთვის საკუთარი ცრემლები არ დაენახვებინა. -იქნებ მართლა არასწორად ვიქცევით?!...დაეკითხა მარინე მეუღლეს მას შემდეგ რაც ლილე მის ოთახში დაიგულა. -ჩვენ სრულებით სწორად ვიქცევით,მარინე,ჩვენ მისი მშობლები ვართ,ჩვენ უკეთ ვიცით რა სჯობს მისთვის...შეუვალი იყო ოჯახის უფროსის ხმა.ქალიც მის გვერდით ჩამოჯდა სავარძელზე და ფიქრებში გართული უაზროდ მიაჩერდა ტელევიზორს. სახლში სიჩუმემ დაისადგურა.ისმოდა მხოლოდ ტელევიზორის და ბალიშში თავჩარგული გოგონას ტირილის ხმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.