შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა უსამართლოები ვართ ადამიანები


11-07-2015, 13:30
ავტორი xaski797
ნანახია 2 134

ზოგჯერ გინდება უბრალოდ დაწერო...
რა?
იმაზე თუ ღმერთი როგორი დიდია,იმაზე რომ როცა მიხვდები რომ მორჩა,ყოველი დღე ერთნაირია,ან უბრალოდ სიკვდილს ნატრობ მაშინ გაძლევს მინიშნებას,წერტილს რომლის სწორად დანახვა უნდა შეგვეძლოს...
რა უსამართლოები ვართ ადამიანები და ამავდროულად უმადურებიც,როგორც კი პატარა აღმართი შეგვხვდება მაშინ ვამბობთ უფალო სად ხარ?რატომ მიმატოვე...მხოლოდ მაშინ გვახსენდება როდესაც ძალიან გვიჭირს...იმას ვერ ვიაზრებთ,რომ ლხინსაც და ჭირსაც უფალი გვიგზავნის....და იმ ჭირში არასდროს გვტოვებს მარტო,უკან მოგვყვება ფეხდაფეხ....ჩვენ ზოგიერთები პატარა წინაღობას ვერ ვიტანთ და მაშინ რა თქვან იმათ რომელნიც დილიდან დაღამებამდე ადგილს ეძებენ რომ წვიმამ არ დაასველონ,წვიმამ და არა სიცივემ,ან რავიცი კიდევ რამდენი ბავშვი დადის მშიერი მაშინ როდესაც ჩვენ ყოველი ჭამის შემდეგ დესერტს მივირთმევთ,ან ვფიქრობთ რომელ კლუბში წავიდეთ,სად დავისვენოთ....ერთ კეთილ საქმეს გავაკეთებთ და გვგონია მორჩა დამთავრდა სამოთხეში მოვხვდებით..როგორი ცოდვილები ვართ ყველანი...ჩვენ?ჩვენ მხოლოდ ფუფუნებაზე ვფიქრობთ....ტაძარში სანთის დანთებით გვგონია,რომ ცოდვები მოგვეტევა,ახსარებით და მახვით....ეს ხომ ნიღაბია...ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ იქნება ვინც მართლა სულით წმინდა....მოვინანიებთ და კიდევ ვცოდავთ,მერე რა? უფალი ხომ დიდი და მოწყალე,ერთხელ გვაპატია და კიდევ გვაპატიებს რადგა შვილები ვართ მისი ეს....ისე გვექცა ჩვევაში ეს ყველაფერი რომ თავადაც ვერ ვაცნობიერებთ თუ რას ვაკეთებთ,ან რატომ...მერე კი ისევ მამაოსთან გავრბივართ ახსარებისთვის...მაგრამ იმაზე იშვიათად ვფიქრობთ,რამდენი ცოდვა აწევს მამაოს ჩვენს გამო და ღმერთთან ჩვენი ცოდვებით უნდა წარსდგეს....ახლა რატომ ვწერ?არც მე ვარ უცოდველი...ალბათ ყველაზე მეტი ცოდვა მე მაქვს...არც არავის განვიკითხავ,უბრალოდ კითხვა მაწუხებს საკუთარ თავთანაც და ყველასთან დაუნახავები რატომ ვართ...მეც ხომ მითხოვია პატიება უფლისთვის,მეც ხომ მომინანიებია და მერე ისევ უნებურად თუ გააზრებულათ ისევ შევმცდარვარ...რატომ ვერ ვირგებთ იმას რაც გვაქვს...რატომ გვინდა მეტი და მეტი...რატომე ვერ ვკმაყოფილდებით მცირედით...რამდენი კითხვაა და პასუხი?.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent