შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დაგივიწყე (სრულად)


7-01-2016, 18:59
ავტორი bloody
ნანახია 6 669

* * *

განა რა არის ცხოვრება?
არ გარგებს არაფერს.
რატომ ვერ ვბრძოლობთ ბედნიერებისთვის?
რატომ ვერ ვაბიჯებთ სიამაყეს,
პრინციპებს.
რატომ არ შეგვიძლია ბრძოლა,
რატომ ვთმობთ ასე მარტივად?
ვთმობთ და მერე მივტირით,
გვტკივა მონატრება.
გვტკივა გული.
მაგრამ მაინც არ ვიბრძვით დასაბრუნებლად.


* * *
- მაჭავარიანი ბრუნდება! თქვა და ჩანთა გვერდზე მოისროლა.
- რა თქვი? როდის ბრუნდება? გაიოცა ნინამ
- დღეს საღამოს. უთხრა მარიამმა და ფანჯარასთან მდგომ ლილეს შეხედა.
- ახლა რა იქნება? ისევ დასვა კითხვა ნინამ?
- არაფერი არ იქნება. თქვა ლილემ და მეგობრებს გაუღიმა.


* * *

- რომელზე ჩამოდის ტო?
- 12ზე აქ იქნება.
- დავხვდეთ და მერე პირდაპირ კლუბში წავიდეთ.
- არამგონია წამოგვყვეს.
- ისევ იმის გამო?
- ჰოო.


* * *

წყვილი იყო საოცრება.
მაჭავარიანი და შენგელია?
ყველაზე წყვილი იყო,
იმდენად უხდებოდნენ ერთმანეთს,
რომ მათი ნახვისას ხალხი ლოცავდა.
ელენეს დაბადების დღეზე იყვნენ,
საოცრად გამოიყურებოდა ლილე
ანგელოზს გავდა.
თეთრი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა.
ქერა კულულები წელზე ქონდა ჩამოყრილი.
კლუბში იყვნენ სამეგობრო.
იმავე კლუბში იყო მაჭავარიანიც.
ბართან იჯდა და სვავდა.
სვავდა და თან გარემოს ათვალიერებდა,
თვალი გაუშტერდა,
სუნთქვა შეეკრა
როდესაც თეთრ კაბაში გამოწყობილი ლილე დაინახა.
დაინახა როგორ გავიდა გოგონა გარეთ,
ჭიქა ჩაცალა და უკან გაჰყვა.
ლილე ცივ ჰაერს სუნთქავდა.
თვალები დახუჭული ქონდა.
მხარზე შეხება იგრძნო,
შეშინებული მიტრიალდა უკან.
პირველად იგრძნო სიმხურვალე,
პირველად ჩაიძირა ზღვასავით ლურჯ თვალებში.
ზედმეტი არაფერი უთქვამთ,
იდგნენ და უყურებდნენ ერთმანეთს.


* * *
მას შემდეგ არაფერი მომხდარა საინტერესო,
ლილე უნივერსიტეტში დადიოდა.
მაჭავარიანი კი ყოველღამე კლუბში იდჯა
და
ელოდა თეთრ ანგელოზს.
ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებდა,
უნივერსიტეტი, სახლი და მეგობრები.
არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა ლილეს ცხოვრებაში.


* * *

- რომელია? მალე ჩამოფრინდება?
- 12ია უკვე წესით ახლა უნდა დაჯდეს თვითმფრინავი.
- აი მოდის ნახეთ ტო.
- ვაა ჩვენი ძმა თოკო როგორ მოგვენატრე ტო.
- მეც მაგრად მომენატრეთ.
ყველა დახვდა,
ლილე არ იყო.
მაჭავარიანი ლილეს ელოდა
მაგრამ არ დახვდა.


* * *

უნივერსიტეტიდან გამოდიოდა
კარებთან ნაცნობ თვალებს რომ გადააწყდა.
გაშრა, არ ელოდა.
- გამარჯობა ანგელოზო.
- შენ? აქ რა გინდა.
- მომენატრე და შენი ნახვა მომინდა.
- მაგრამ როგორ, საიდან გაიგე, როგორ მიპოვე?
დაბნეული ეკითხებოდა მაჭავარიანს, ბიჭი კი მხოლოდ უღიმოდა.
- წამოდი გაგიყვან.
- შენ რა მეხუმრები? არსადაც არ წამოვალ შენთან ერთად!.
გაბრაზებულმა ხელები გადაიჯვარედინა და ტუჩები დაბრიცა.
- პატარა ბავშვი ხარ. საოცარი ბავშვი.
- შენ კიდე იდიოტი ხარ.
- მაინც ვერ მომიშორებ. ჩაჯექი გაგიყვან.
- არ მინდა.
- მე მინდა სამაგიეროდ.
- გიჟი ხარ, შემეშვი არც კი გიცნობ.
- გამიცნობ ლილე. ნუ მეწინააღმდეგები და ჩაჯექი.
გოგონას ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია ლილეს,
როცა სახლის გზას გაცდა მხოლოდა მაშინ კითხა
სად მივდივართო.
მაჭავარიანმა არაფერი უპასახა,
ოდნავ გაუღიმა
და
გზა განაგრძო.
მანქანა როგორც კი გაჩერდა
ლილე გიჟივით გადახტა მანქანიდან.
- სად ვართ იდიოტო, სად მომიყვანე, ჩემი მოკვლა გინდა?
- ხომ გეუბნები პატარა ბავშვი ხართქო, დამშვიდდი შენს მოკვლას ჯერ არ ვაპირებ.
- ჯერ? ანუ აპირებ?
მაჭავარიანმა სიცილი ვეღარ შეიკავა და გულიანად გადაიხარხარა.
- მართლა ბავშვი ხარ. არ გკლავ სულელო. ნახე აქედან მთელი თბილისი მოჩანს.
ლილემ თვალი მოავლო არემარეს
და
გაოცებულმა გამოხედა მაჭავარიანს.
- ულამაზესია
მხოლოდ ეს უთხრა და ტკბებოდა თბილისის ხედით.


* * *

მერე იყო შეხვედრები,
მიმოწერები,
საერთო მეგობრები.
ერთად გათენებული ღამეები.
მაჭავარიანი არ შორდებოდა შენგელიას ასულს.
ყველგან თან დაყვებოდა.
მერე იყო უამრავი მითქმა-მოთქმა,
უამრავი მანდილოსნის შურიანი თვალები.
მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო,
მაგრამ არცერთს არ უთქვამს სიტყვა „მიყვარხარ“
თქმა არც ჭირდებოდათ
ყველაფერს მათი თვალები ამტკიცებდნენ.
ერთხელ ღამის 4 საათზე დაურეკა მაჭავარიანმა
დაბლა გელოდებიო,
შენგელიაც გიჟივით გაიქცა მაჭავარიანის სანახავად.
გარეთ გასულს კი მთელი სამეგობრო იქ დახვდა.
ვარდის ფურცლებს ისროდნენ,
ლილე სიხარულისგან ტიროდა,
გიჟივით გაიქცა მაჭავარიანისაკენ
და
მთელი ძალით ჩაეხუტა
მაშინ უთხრა პირველად მაჭავარიანმა „მიყვარხარო“
მაშინ უთხრა პირველად ლილემაც „მეც მიყვარხარო“.


* * *

- ლილე საღამოს კლუბში მივდივართ, ლუკა და სანდრო იქნებიან და წამოხვალ?
- არა ნინა მე დავრჩები თქვენ წადით.
- კარგი რა უშენოდ არ წავალთ. გაიბუსხა მარიამი.
- ხო რა ლილე წამოდი, არ მოგბეზრდა სახლში ჯდომა?
- კარგი ხო წამოვალ.


* * *

- თორნიკე ამ საღამოს ჩვენს კლუბში ვიკრიბებით.
- ავალიანი და მაგის სადაქალო გაეძრობა. ტუჩები გაილოკა დემნამ.
- შენ ისევ ავალიანს დასდევ?
- არა რას დავსდევ პროსტა კაი ნაშაა ხო აზრე ხარ რა.
- ნაშაა ნაშა. უემოციოდ ჩაილაპარაკა თორნიკემ და ლუდის ბოთლი მოიყუდა.


* * *

ორი წელი იყვნენ ერთად,
ორი ბედნიერი წელი.
უბედნიერესი იყო ლილე,
უყვარდა უზომოდ მაჭავარიანს შენგელიას ასული.
ძალიან ლამაზი წყვილი იყო.
ბევრს შურდა,
ბევრსაც უხაროდა ასეთი წყვილის ერთად ნახვა.
მაგრამ დაინდო ბედისწერამ? არა, არ გაახარა
ბოლოს მაინც გაუმწარა ბედნიერება.
არავინ ელოდა,
ვერავინ იფიქრებდა
რომ
მაჭავარიანი და შენგელია
ერთ დღესაც დაშორდებოდნენ.
მიზეზი?
არავინ იცოდა,
ვერავინ ხვდებოდა რა მოხდა.
მარტო მაჭავარიანმა
და
შენგელიამ იცოდნენ რატომ დაშორდნენ.
ურთიერთობა გაუცივდათ?
აღარ უყვარდათ?
მაჭავარიანმა უღალატა,
შენგელიამ ვერ აპატია.
უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია
მათმა დაშორებამ.
მხოლოდ ორნი დუმდნენ.
მხოლოდ ორმა იცოდა სინამდვილე.
მხოლოდ ორს შეეძლოთ ეთქვათ სიმართლე,
მაგრამ დუმდნენ.
ყველა გაოცდა,
ვერავინ დაიჯერა,
ყველას ეგონა ხუმრობდნენ,
უბრალოდ იჩხუბეს და შერიგდებიანო,
მაგრამ მერე მაჭავარიანი წავიდა
და
ყველამ დაიჯერა რომ საბოლოოდ დასრულდა.
მაჭავარიანი წავიდა და თან გაიყოლა შენგელიას გულიც.
განა არ უყვარდა მაჭავარიანს,
პირიქით უყვარდა და ამიტომ წავიდა.
პრინციპის საკითხიაო,
მე გადამაბიჯა და არ ვაპატიებო.
სიამაყე ვერ დაამარცხეს ვერცერთმა.
ვერ გადააბიჯებს პრინციპებს
და
სამუდამო ტკივილისთვის
და
მონატრებისთვის გაწირეს თავი.



* * *

განა ყველაფერი ბედზე არ არის დამოკიდებული?
ერთ დღეს გჩუქნის ბედნიერებას
და
მეორე დღეს გართმევს.
ყველაფერი მიაქვს
და
მხოლოდ ტკივილს
და
უსაშველო მონატრებას გიტოვებს.
განა ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ არ არის?
მაგრამ მაინც ვერ ვბრძოლობთ,
ვერ ვერევით ჩვენს თავს.
ვწირავთ ჩვენს ბედნიერებას
ვერ ვპატიობთ.
არ შეგვწევს ძალა სიამაყეს ვებრძოლოთ,
პრინციპებს გადავაბიჯოთ.


* * *

ორივე ერთ კლუბში იყვნენ.
ორივე სვავდა.
ორივე ცდილობდა დავიწყებას
ორივეს ტკიოდა
ისევ ტკიოდათ
ხუთი წლის მერეც ისევ ისე სტკიოდათ.
ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდათ.
ორივე გრძნობდა სიახლოვეს
ორივეს ეშინოდა მისვლის
დალაპარაკების,
ეშინოდა მაჭავარიანს რომ ისევ იგრძნობდა ტკივილის
შენგელიას თვალებში.
ორივემ ერთდროულად მიიხედეს უკან
და
ისევ გადაეყარნენ მათი თვალები ერთმანეთს.
დაიფიცებს მაჭავარიანი არ შეცვლილა
შენგელიას თვალები,
ისევ ისეთი სიყვარულით უყურებდა
ისევ ისე უბრწყინავდა თვალები
როგორც ხუთი წლის წინ.
უყურებდა შენგელიას და გული ამოვარდნას ქონდა.
როგორ ენატრებოდა,
როგორ უნდოდა მისულიყო და ჩახუტებოდა,
დაეკოცნა წითელი ტუჩები
და
აღარასდროს გაეშვა.
შენგელია რას გრძნობდა?
სიტყვით ვერ გადმოგცემთ,
უყურებდა მონატრებულ მაჭავარიანს
უყურებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა,
ტიროდა
და
ტკიოდა ყველა მონატრება,
ყოველი წუთი მის გარეშე.
იდგნენ და უყურებდნენ,
ტიროდნენ,
ჰო მაჭავარიანიც ტიროდა
მასაც ტკიოდა მონატრება,
ყოველი წუთი შენგელიას გარეშე.
იდგნენ ორი სხეული ერთმანეთის პირისპირ და მისტიროდნენ მონატრებას.
მისტიროდნენ უერთმანეთობას.
განა ბედი არ არის მათი შეხვედრა?
არ დაუთქვამთ,
არცერთმა იცოდა,
თორემ დავიფიცებ არ წავიდოდა შენგელია.
არ შეხვდებოდა მაჭავარიანს და აღარ გაიხსენებდა იმ ტკივილს
რასაც მაჭავარიანის დანახვისას გრძნობდა.
აპატია დიდი ხნის წინ აპატია,
მაგრამ სიამაყეს ვერ მოერია,
პრინციპებს ვერ გადააბიჯა
და
მისცა უფლება მაჭავარიანს წასულიყო.
განა რა შეცდომა დაუშვა ასეთი მაჭავარიანმა?
მაგრამ არც ლილემ დააკლო
არ მოუსმინა,
ვერ აპატია და აუხსნელად დათმო.



* * *

აეროპორტში იყო,
მეგობრებს ემშვიდობებოდა, ბოლომდე ჯეროდა რომ მოვიდოდა,
მოვიდოდა შენგელია და არ გაუშვებდა,
არ მისცემდა წასვლის უფლებას.
იდგა და უყურებდა შემოსასვლელს,
სჯეროდა რომ ასე მარტივად ვერ დათმობდა შენგელია.
იცოდა რომ უყვარდა,
იცოდა რომ ვერ გაუძლებდა უმისობას,
მაგრამ გაუშვა.
არც გააცილა,
შორიდანაც არ უყურა მიმავალ მაჭავარიანს.
წასვლა უნდა და წავიდესო,
მაინც ვერ გაძლებს უჩემოდ და დაბრუნდება მალევეო.
წავიდა მაჭავარიანი, ბოლომდე იცდიდა
მაგრამ არ გაუმართლა. არ მოვიდა ლილე.
წავიდა და მიხვდა შენგელიაც რომ სამუდამოდ დაკარგა,
ელოდა, იცოდა რომ ვერ გაუძლებდა მაჭავარიანი,
ის ხომ პირდებოდა რომ არასდროს ატკენდა.
არასდროს მიატოვებდა.
მაგრამ ახლა მარტოა მაჭავარიანის გარეშე
და
უზომოდ ტკივა უმისობა.
ვერცერთმა ვერ გადააბიჯა პირნციპებს.


* * *
- თოკო შემპირდი რომ ეს ყველაფერი სამუდამოა.
- გპირდები ანგელოზო, რომ ეს ყველაფერი სამუდამოა.
- არასდროს მიმატოვებ?
- არასდროს ლილე, მოვკვდები უშენოდ.
- მიყვარხარ.
- უსაზღვროდ ლილე.



* * *

კლავთ ეს სიშორე.
ასე ახლოს არიან და ამავდროულად ასე შორს.
ვერ ეხებიან ერთმანეთს.
შორიდან უყურებს მაჭავარიანი შენგელიას,
ყვეაფერი იცის სად მიდის,
ვის ხვდება, რას აკეთებს,
მაგრამ მაინც ვერ ბედავს მისვლას და ჩახუტებას.
ლილე უემოციდო მიყვება ცხოვრებას,
დაპროგრამებულივით მოძრაობს,
ღამე აივანზე დგას, სიგარეტს აბოლებს
და
ტეკილას მიირთმევს.
მთვარეს და ვარსკვლავებს ელაპარაკება.
ფიქრობს მაჭავარიანზე,
ვერ უძლებს ამ მონატრებას.
უყურებს მთვარეს
და
მონატრებას ატანს მას.



* * *
- როცა მოგენატრები მთვარეს შეხედე, მეც შევხედავ და ამით გავუძლებთ მონატრებას. ერთი მხრიდან შენ შეხადავ მეორედან მე, მთვარე გვაგრძნობინებს სიახლოვეს.
- არასდროს მომცე უფლება რომ უშენოდ ვიცხოვრო ლილე, მოვკვდები, ვერ ვისუნთქებ შენს გარეშე.



* * *

დრო რამეს ცვლის? ამსუბუქებს ტკივილს?
პირიქით, დროის მეშვეობით ვეგუებით ყველაფერს
და
საბოლოოდ მაინც ვეჩვევით ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
რა არის ადამიანი, უყვარს და ვერ ბედავს ბრძოლას ბედნიერებისთვის,
იტანჯება, ტკივა და მაინც არ თმობს ტკივილს.
ისაკუთრებს თითქოს ტკივილის გარდა სხვა არანაირი გრძნობა არ სუფევს.
რა არის სიყვარული?
სიყვარულია როცა, მის გარეშე სუნთქვა არ შეგიძლია.
სიყვარულია როცა, ყველა წერტილი შენს სხეულზე უმისობას განიცდის.
სიყვარულია როცა, მისი მონატრება განადგურებს.
სიყვარულია როცა, მის გარეშე სიცოცხლის აზრს კარგავ.
სიყვარულია როცა, მის მონატრებას სასმელში ახრჩობ.
სიყვარულია როცა, შენს არსებობას მას წირავ.
სიყვარულია როცა, აუტანელს იტან.



* * *

- როდემდე უნდა იყო ასე ლილე?
- არ ვიცი ნინა, მეშინია რომ მივალ და ის ჩემი აღარ იქნება.
- გადააბიჯე ამ პრინციპებს და იბრძოლე ბედნიერებისთვის ლილე, თქვენ გიყვართ ერთმანეთი, ხუთი წელი იტანჯებოდი და ახლა როცა ასე ახლოსაა შენთან, უფლებას აძლევ შორს იყოს. დაივიწყე ეს სიამაყე და იბრძოლე სიყვარულისთვის.



* * *

- როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას თორნიკე? შენი თავი თუ არა ლილე მაინც შეიცოდე.
- მეშინია რომ არ მიმიღებს სანდრო, მეშინია რომ უკვე საკმაოდ დავაგვიანე და საბოლოოდ დავკარგე.
- ხუთი წელი ელოდებოდა რომ დაბრუნდებოდი.წამდა რომ ვერ გაძლებდი, ჩამოხვიდოდი და ერთად იქნებოდით. ახლა მაინც დათმეთ ეგ თქვენი პრინციპები და იყავით ერთად. მითუმეტეს ასე ახლოს ხართ. არ მესმის თქვენი.
- ჯიუტია ხომ იცი როგორი ჯიუტია სანდრო, წავედი მეგონა გამაჩერებდა მან კი უბრალოდ გამიშვა. ორიდან ერთი აუცილებლად თმობს. მთავარია რომელი დაასწრებს.


* * *

განა ისევ ბედი არ არის მათი შეხვედრა?
ისევ ელენეს დაბადების დღეზე,
ისევ თეთრ კაბაში გამოწყობილი ლილე
და
ისევ შეყვარებული მაჭავარიანი.
ჰაერს ღრმად ისუნთქავდა როცა მხარზე შეხება იგრძნო.
სასიამოვნოდ გააჟრჟოლა,
პირველად ხუთი წლის განმავლობაში.
უკან მიტრიალდა
და
მონატრებულ სხეულს აეკრო.
იმდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,
ორივეს ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ.
იდგნენ და არცერთი აპირებდა ხმის ამოღებას,
ორივეს ეშინოდა ამ წამის გაფუჭების.
გაბედა შენგელიამ,
თვალებში ჩახედა მაჭავარიანს.
- შენ ხომ შემპირდი რომ სამუდამო იქნებოდა ყველაფერი.
- არაფერი არ არის სამუდამო ლილე.
- მონატრებაც? იცი როგორ მენატრებოდი? იცი როგორ მტკიოდა უშენობა? იცი რად მიჯდებოდა უშენოდ გატარებული ღამეები? შენ შემპირდი რომ არასდროს მიმატოვებდი და არასდროს მატკენდი. მე კი მტკიოდა უშენობა. მიჭირდა ცხოვრება, ჩემი გული ნაფლეთებად იქცა, ყოველდღე ვკარგავდი თავს. იცი რამდენჯერ ვცადე ? მეგონა უშენობას დავამარცხებდი, მაგრამ ვერ გავბედე. პირობა ვერ დავარღვიე.
- მაპატიე ლილე, მაპატიე. მიყვარხარ გესმის? არც მე ვიყავი კარგად ლილე, მეც მტკიოდა უშენობა მტკიოდა. მეგონა არ გამიშვებდი, გელოდებოდი ლილე, ბოლომდე მჯეროდა რომ მოხვიდოდი და არ გამიშვებდი. როდემდე უნდა ვატკინოთ ერთმანეთს ლილე, როდემდე უნდა ვიაროთ ცოცხალმკვდრებმა? ნუთუ ვერ მაპატიე ლილე?
- გაპატიე, საკმაოდ დიდი ხნის წინ გაპატიე. ან რა გქონდა საპატიებელი? მე მოგეცი წასვლის უფლება, არ ვიბრძოლე, მარტივად გაგიშვი და მარტივად მოვუღე ბოლო ჩვენს ურთიერთობას. მარტო სიყვარული ვერ დავამარცხე, ბოლოს მიღებს გესმის თოკო, მკლავს. მეტი აღარ შემიძლია.
მთელი ძალით მიეკრო მაჭავარიანს სხეულს, თავს უფლებას აძლევდა ეტირა და ბოლომდე დაცლილიყო. მთელი ძალით მოხვია მაჭავარიანმა,თავის ტორები, ეშინოდა რომ ისევ გაექცეოდა ლილე.
- ჩუ, დამშვიდდი, ჩემო პატარა. ახლა ვერაფერი დაგვაშორებს. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა ლილე. უშენოდ ვერ ვიარსებებ. როგორც არ უნდა გამაგდო მე მაინც შენთან ვიქნები. მიყვარხარ ჩემო ანგელოზო.

განა ყველაფერი ბედი არ არის?
განა ბედმა არ შეუწყო ხელი, რომ სევ ენახათ ერთმანეთი?
ენახათ და საბოლოოდ გადაებიჯათ იმ პრინციპებისთვის
რის გამოც ამდენი იტანჯეს?
ნუთუ ასე რთულია უთხრა რომ გიყვარს,
რომ ვერ თმობ
და არ გინდა მის გარეშე ცხოვრება?

__________
შობას გილოცავთ, უფალი გფარავდეთ. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent