ეშმაკის იარაღი 3
საჭესთან მამაჩემი იჯდა, გვერდით დედა და უკანა სავარძელზე მე და თაკო ერთმანეთზე მიხუტებულები ვისხედით, მანქანა აეროპორტის გზაზე მიდიოდა მინდოდა რომ გზა გაწელილიყო და დიდი ხანი ყოფილიყო საჭირო აეროპორტში მისვლამდე, თაკოს მაგრად ვიკრავდი გულში არ მინდოდა განშორება, თაკოს ვთხოვე რომ არ წამოსულიყო გამოსაცილებლად და სახლში გამოვმშვიდობებოდით ერთმანეთს ნაკლებად მტკივნეული რომ ყოფილიყო მაგრამ თვითონ უფრო მაგრად მთხოვა წამოყოლა, მისი თხოვნა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და აი ერთად ვისხედით და უხმოდ მივქროდით აეროპორტში, მამამ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა საბარგულიდან ბარგი ამოვალაგეთ დ აეროპორტში შევედით უცებ რეგისტრაცია გავიარე და ჩემებთან დავბრუნდი დედას ცრემლები გადმოსცვივდა მაგრამ ვთხოვე რომ ცრემლებით ნუ გამაცილებდა მშობლები გადამეხვივნენ და წავიდნენ თაკოსთან მარტო დამტოვეს, თაკო მაგრად ჩამეხუტა და მის თვალზეც ცრემლი შევნიშნე -ეე კარგი რა თაკო შენც? ვერ გაიგე წეღან დედას რა ვთხოვე? -კარგი მაპატიე-ცრემლი მოიწმინდა თაკომ და მაკოცა . მეც მაგრად ჩავიხუტე და სახე დავუკოცნე, მალე ჩასხდომაც დაიწყებოდა თაკოს წასვლის დროც დადგა გასასვლელ კართან ჩემი მშობლები იდგნენ თაკოც მათთან მივიდა, დამწუხრებული იყო, შემდეგ ყველას ხელი დავუქნიე ისინიც ხელს მიქნევდნენ მერე თაკომ თავი დახარა , მამამ შეამჩნია თაკოს მოწყენილობა ხელი გადახვია და შენობიდან გავიდნენ. პარიზის აეროპორტში ჩავფრინდი ქვეყნიდან პირველად გავედი და დაბნეული დავაბიჯებდი , გასასვლელში ვიღაც კაცი შევნიშნე რომელსაც ტრაფარეტზე ჩემი სახელი და გვარი ეწერა და ორივე ხელით მაღლა აღემართა, მასთან მივედი რაღაც ფრანგულად მითხრა ბუნებრივია ვერ გავიგე და ჟესტიკულაციით ვანიშნე რომ პიროვნება ვისაც ელოდებოდა მე ვიყავი, ფრანგი ჯელტმენი წინ გამიძღვა გარეთ შავი ფერის მერსედესის მარკის მანქანა გველოდებოდა , ბარგის საბარგულში ჩალაგებაში დამეხმარა შემდეგ მანქანის უკანა კარი გამიღო და მანიშნა რომ ჩავმჯდარიყავი, მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი, ჩემი მწუხარება თითქოს პარიზის ქუჩების თვალიერებამ გააქრო, პარიზმა ჩემში ბედნიერება გააღვიძა, მერე ქუჩაში მოსეირნე შეყვარებულ წყვილებს ვხედავდი რაც თაკოს მახსენებდა და ისევ მწუხარების მორევში ვეშვებოდი, პარიზი ხომ სიყვარულის ქალაქია, რა კარგი იქნება აქ თაკოსთან ერთად? არა რა, აუცილებლად ჩამოვიყვან აქ თაკოს, არა ისე მასსაც ხო მაგრად "გაუსწორდება" არა? ვფიქრობდი ჩემთვის , ამ დროს მანქანაც ერთ სახლთან გაჩერდა, სახლი არ გავდა ტიპიურ ფრანგულ სახლებს უფრო ამერიკული ტიპის საცხოვრებელი იყო, ლამაზი სახლი , კოხტად შეკრეჭილი გაზონით და ბუჩქებით, მძღოლმა რომელმაც აქამდე მომიყვანა ისევ წინ გამიძღვა და სახლის კარზე ზარის ღილაკს დააჭირა ხელი, კარი ახალგაზრდა ქალმა გააღო, ქალი სლავური აღნაგობის იყო , ძალიან თეთრი, ქერა თმით და ცისფერი თვალებით, მამაკაცი ფრანგულად გაესაუბრა ქალმაც ფრანგულადვე უპასუხა მაგრამ აშკარად რუსული აქცენტით წარმოსთქვა ფრანგული სიტყვები , ქალმა სახლში შეგვიპატიჟა მისაღებ ოთახში შევედი ქალი კიდე კიბით მეორე სართულზე ავიდა, სახლს თვალი მოვავლე, კედელზე დათვის და ირმის ფიტული ეკიდა, ულამაზეს ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა საკმაოდ მდიდრულად გამოიყურებოდა იქაურობა, ცოტახანში კიბეზე ფეხის ხმა გაისმა და ჩემთვის უკვე ნაცნობი ვიტალი შევჩუკიც გამოჩნდა, სახეზე ღიმილი ეფინა, მომიახლოვდა ხელები გაშალა და გადამეხვია -გამარჯობა "გრუზინო" გამიხარდა შენი ჩამოსვლა, როგორ იმგზავრე? -გმადლობთ კარგად მერე გაჩერდა და შემათვალიერა, მკლავებზე ხელები ჩამჭიდა და კარგად შემანჯღრია -ხო ისევ ჯანზე ხარ? ხო არ მოეშვი ბიჭო ჰა? აქ ძლიერი მჭირდები ხო იცი -როგორ გეკადრებათ -ძალიან კარგი-ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაესვენა, ხელით მანიშნა რომ მეც დავმჯდარიყავი კოლოფიდან სიგარა ამოიღო ხელებით ჯიბეები მოისინჯა შემდეგ ადგა კარადის უჯრიდან ასანთი ამოიღო და სიგარეტს მოუკიდა -მოკლედ ასე "გრუზინო" დღეს დაისვენე , ივახშმე, გამოიძინე და ხვალ საქმეზე ვილაპარაკოთ , მოსულა? -კარგი მეორე დღეს ვიტალმა საქმეზე მოსალაპარაკებლად წამიყვანა, ჩვენ სტრიპტიზ კლუბდთან გავჩერდით, ვიტალმა მითხრა რომ შენობაში უნდა შევსულიყავით წინ მე მივდიოდი და პირველმა ბარის კარი მე შევაღე, ბარში ძელთან რამდენიმე შიშველი გოგონა ცეკვავდა, მუსიკა ძალიან ხმამაღლა ისმოდა, მე მსგავს ადგილას არასოდეს ვყოფილვარ, შიშველი გოგონების დანახვისას ადგილზე გავშეშდი და გოგონებს დავუწყე ცქერა, ვიტალმა მხარზე ხელი დამკრა და ყურში ძლიერად მიყვირა მაგის დროც მოვა ახლა საქმეზე უნდა წავიდეთო და სცენის უკან კარი შეაღო და კიბეებზე ავიდა მეც უკან მივყევი, მუსიკის ხმა უკვე ბუნდოვნად ისმოდა დერეფანში მივდიოდით, დერეფნის ბოლოს ვიტალმა კარი გააღო იქ კაბინეტი იყო, მაგიდასთან ხნიერი მამაკაცი იჯდა ისიც სლავური გარეგნობის იყო, ჭაღარა გრძელი თმა ჰქონდა და კიკინა შეკრული ჰქონდა, მის სახესაც თეთრი წვერი ამშვენებდა, მარცხენა თვალზე თითქოს თვალის კაკალი არ ემჩნეოდა მარჯვენა თვალი კი ცისფერი ჰქონდა, ვიტალმა ჩემი თავი წარუდგინა -აი ეს ის არის ვისზეც გეუბნებოდი ქართველი ბიჭი, გაიცანი ეს გიგაა, გიგა ეს კიდე "diable" არის რაც ჩვენს ენაზე ეშმაკს ნიშნავს, სახელმა არ შეგაშინოს ოღონდ-გადაიხარხარა ვიტალმა, მეც თავი დავუქნიე მამაკაცს რომელიც მიღიმოდა და მაგიდის გასწვრივ სკამებზე დავსხედით -მოკლედ აუხსენი დაიბლ რა უნდა გააკეთოს -ალბათ ვიტალმა უკვე აგიხსნა რაღაცეები არა?-დაიწყო დიაბლემ , მეც თავი დავუქნიე-მოკლედ მონაწილეობას მიიღებ ქუჩის ორთაბრძოლებში , აქ ყველა ფალავანს თავის კაცი ყავს, ის მასში დებს ფულს და შემდეგ მისი გამარჯვებით შოულობენ დიდ ფულს, ეს გარკვეულწილად თამაშია, თამაში რომელსაც დიდი ფული მოაქვს, შენ თუ შენს მეტოქეებს დაამარცხებ ამით ჩვენ ვიშოვით ფულს მე და შენ, თუმცა ესე მარტივადაც ნუ შეხედავ ამ ყველაფერს ეს თამაში ამავდროულად ომია,ამ ომში კიდე ჩვენ ჯარისკაცები ვართ თქვენ ფალავნები ჩვენი იარაღები, ამიტომაც არ უნდა მიმტყუნო და ჩემი კონკურენტების წინაშე როცა ჩახმახს ხელს გამოვკრავ მაშინათვე უნდა გაისროლო და მტერი მიწაზე დაანარცხო. -გასაგებია, მე ყველაფრისთვის მზად ვარ-მივუგე მე -ძალიან კარგი, მომწონს ეს ბიჭი-ვიტალს გახედა დიაბლემ, ვიტალიც ბედნიერი იყო და იღიმოდა პ.ს. არ ვიცი რამდენად კარგი გამომივიდა დღევანდელი ეპიზოდი, გთხოვთ ვინც წაიკითხავთ დაწეროთ თქვენი აზრი , გმადლობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.