ჩანახატი (11 თავი)
მეთერთმეტე თავი აკამ მართალია ერთხელ სახლამდე მიაცილა თეკლე, მაგრამ გოგონასთან საუბარში გართულს, არც კი შეუმჩნევია, რამდენად ლამაზი გალავანი ამშვენებდა. ალაყაფის კარები ღია იყო. ორსართულიანი, მანსარდიანი, განათებული კერძო სახლი თავმომწონედ იდგა სიმეტრიულად, მწკრივებად ჩაყოლებულ ხეივანში. იქვე შემოღობილ ფართში ბუთხუზა, თეთრი კავკასიური (ქართული) ნაგაზი იწვა. თუმცა ალბათ ძნელია ასეთი ზომის ცხოველს ძაღლი უწოდო, დათვს უფრო მოგაგონებდა. უცნობის ეზოში შესვლისთანავე მძიმედ, ზანტად წამოსწია ბომბორა თავი, იქვე დაგდებულ დიდ ჯამს დასწვდა და ინტერესით შეხედა, აშკარად სათამაშოდ იწვევდა, თუმცა როგორც კი დაინახა, რომ ვაჟი სულაც არ აპირებდა მასთან გართობას, უკმაყოფილოდ დაუშვა ცხვირი, გაიბუტა და ზურგი შეაქცია. გაეცინა ძაღლის შემყურეს: - აშკარად მის ჭირვეულ პატრონს ჰგავს... ეზოში ხმამაღალი მუსიკისა და ახალგაზრდების სიცილის ხმა გამოდიოდა. ზარი დარეკა, თითქოს იქვე იდგაო მასპინძელი, სწრაფად გაიღო კარები და თეკლეს მხიარული, მომღიმარი სახეც გამოჩნდა. - როგორც იქნა გამოჩნდი... - სიცილით გადაკოცნა ბიჭი - აგვიანებთ, ყმაწვილო... - მსუბუქად უსაყვედურა ქალმა. - ბოდიშს ვიხდი... გილოცავ!... - მიაწოდა საჩუქარი. - მაინც გითხრა თათიამ, ხომ?... - ვითომ გაბრაზდა მეგობარზე. - წამოდი თათიასთან შეგინახე ადგილი, უცხოდ რომ არ იგრძნო თავი, ნელ-ნელა ყველას გაგაცნობ.... დიდ მისაღებ ოთახში საკმაოდ დიდი სუფრა იყო გაშლილი. თამადად აშკარად შუა ხნის, ასე მაქსიმუმ ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი იყო. რაღაცას გატაცებით ყვებოდა, შესაშური ინტერესით უსმენდნენ ყველანი, დაასრულა თუ არა თხრობა სიცილის ტალღამ გადაუარა სუფრას. სწორედ ამ დროს შევიდნენ თეკლე და აკაც. - აბა, მიიღეთ კიდევ ერთი დაგვიანებული სტუმარი, აკა გიგინეიშვილი...- ხმამაღლა წარადგინა გოგონამ. როგორც წესი არ უყვარდა უკვე მოქეიფე სუფრაზე მისვლა ვაჟს. უცხო ხალხის გაცნობისას, თავს უხერხულად გრძნობდა. თუმცა მისდა გასაკვირად აქ ასე არ მოხდა. ტატო და ფარნა შორიდანვე მეგობრულად მიესალმნენ მოსულს. თათიამ ხელი დაუქნია, აქეთ წამოდიო. - აი თურმე ვინ ყოფილა ჩვენი გმირი.... - ვიდრე მეგობრისკენ მიიკვლევდა გზას მოესმა უცნობის ხმა. ორ მეტრიანი ახმახი, მხიარული სახით უცინოდა. - ჩემი ძმა, გოგა... თათიას ბავშვობის მეგობარი, აკა... - ერთმანეთს წარუდგინა თეკლემ. და ძმას აშკარად ერთმანეთის მსგავსი თვალები ჰქონდათ. ამის გაცნობიერებაზე თბილად გაეღიმა ბიჭს და მეგობრულად ჩამოართვა გამოწვდილი ხელი გოგას. - ზედმეტად პატარაა თბილისი. შენს აქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი... - სუფრის მეორე მხრიდან იკრიჭებოდა ნიკა - რამდენი ხანია არ მინახიხარ. აქ საიდან? - ნიკა? - აშკარად გაუკვირდა ვაჟსაც მისი იქ ნახვა. წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ. ზაფხულობით როცა დასასვენებლად ბებია - ბაბუასთან ჩადიოდა ყოველთვის ნახულობდა. თუმცა მოხუცების გარდაცვალების შემდეგ, სოფელში ფეხიც აღარ ჩაუდგამს, თავისთავად ცხადია აღარც სიყრმის მეგობარი უნახავს. ისე გაუხარდათ ერთმანეთის დანახვა, რომ ემოციებს ვეღარ იკავებდნენ, ნიკა ხომ მის ბედიერ, უდარდელ ბავშვობასთან ასოცირდებოდა. - ჩემთვის მადლობის თქმა არ დაავიწყდეთ, ერთმანეთს რომ შეგახვედრეთ...- სიცილს ვერ იკავებდა გოგო. - შენ თუ ყველაფერში სარგებელი არ ნახე რა მოგასვენებს... - მხარი გაჰკრა ძმამ. - ტყუილად მიგყავს ეს ბიჭი თათიასთან. ჩვენთან უფრო გაერთობა. მეგობრებს ბევრი ექნებათ სალაპარაკო. თუ არ გინდა მირიანი განარისხო სუფრის არევისთვის, გირჩევ ნიკასთან დასვა. - მართალია, რა უნდა ქალებში... - ბიჭებმა უცებ მიიწ- მოიწიეს და აკასთვის ერთი ადგილი გაანთავისუფლეს. - აბა, რა ჰქენით? მოათავსეთ სტუმარი? - ღიმილით იკითხა სუფთა თეფშითა და ჭიქით შეიარაღებულმა ეკამ და მისვლისთანავე წინ დაულაგა ჭურჭელი. - იცნობდე, მსოფლიოში ყველაზე თბილი და მხიარული ქალბატონ ეკას... თანამდებობა: -დედა...- წარადგინა თეკლემ ქალი. - თქვენ კი ჩემი შარიანი შვილის პრობლემების მომგვარებელი, აკა. დიდი მადლობა ამ თავქარიანების დახმარებისთვის.. - შვილების მსგავსად, მანაც თბილად გაუღიმა ბიჭს. ქალისგან ასეთ სიტყვებს ნამდვილად არ ელოდა, აშკარად მიხვდა, რომ უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა და უხერხულად შეიშმუშნა: - როგორც ვხედავ სულ ოდნავ გააზვიადეს ამ ინციდენტში ჩემი როლი ... - მე და თათიას სიტყვაც არ დაგვცდენია, მაგ ლეგენდის გამო, შენს ბავშვობის მეგობარს უნდა უმადლოდე. - ნიკას უკმაყოფილო სახით გახედა თეკლემ. - მისი ძმაკაცებისგან გაიგო ასათიანთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, და „ისტერიკა“ დაიმართა: - თეკლეს და თათიას პრობლემები ჰქონიათ და უცხო ხალხი ჩარიესო, ჯერ გოგას მოახსენა, და შემდეგ მთელმა ოჯახმა ერთი კარგი აღმზრდელობითი ლექციაც ჩაგვიტარა, როგორ არ უნდა დავუმალოთ ძმასა და მის ძმაკაცებს საკუთარი „ოხუნჯობები“... - მე ხომ არ ვიცოდი, ის უცნობი შენ თუ იყავი.... თან სიმართლე გითხრათ, გოგას თათიასთან ოდავ თავის გამოჩენაც არ აწყენდა. - ისე გადაულაპარაკა მეგობარს, რომ ეკას არ გაეგონა. - ჩემს თათულიკასთან?! - გაოცება ვერ დამალა აკამ. - ჰო - სიცილით დაეთანხმა ნიკა - იმედია სასიძოს არ დაგვიწუნებ! - დიდხანს აპირებთ მანდ ჩურჩულს? - მკაცრი ხმით გამოსძახა ბატონმა თამადამ,- ყმაწვილო, თქვენ რამდენიმე ჯარიმა გეკუთვნით, ჯერ ერთი რომ დაიგვიანეთ და მეორეც კიდევ, მგონი თანამდებობაც ჩამომართვით, აშკარად მთელი ყურადღება თქვენ წამართვით. აბა, რას ფიქრობთ, შეძლებთ ჩემს მაგივრად თამადობას? - აკასთვის სრულიად მოულოდნელად ჰკითხა მან. - აუ... არა, რა მირიან ბიძია, გეხვეწებით.... - აშკარად არ მოეწონათ მისი იდეა შეკრებილ საზოგადოებას - თქვენც ხომ იცით, რომ აქ თქვენს გამო ვართ... - ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მირიანი უყვარდათ და ასე იოლად არ შეელეოდნენ. ახალგაზრდების მუდარით სავსე სახეებს რომ შეხედა, მამაკაცმა თბილად, კმაყოფილი სახით გაიღიმა. - აი, ასე... იცოდეთ, თუ ყურადღებას მომაკლებთ, მაშინვე ახალი თამადა გეყოლებათ... - თითის ქნევით დაემუქრა სტუმრებს. - ეს ჭირვეული, მოფერებას მიჩვეული პატარა ბიჭი მამაჩემია.....- ისეთი სიყვარულით შეხედა თეკლემ კაცს, რომ აკას აშკარად რაღაც ჩაწყდა. მიხვდა, როგორ აკლდა ასეთი ურთიერთობები. სამწუხაროდ, არასოდეს შეუმჩნევია მშობლებისთვის მის მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი. აქ კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა. დიდიან - პატარიანად ყველა ერთმანეთის სიამოვნებასა და მოფერებას ცდილობდა. უდაოდ ღირსეული თამადა გამოდგა ბატონი მირიანი. სტუმრებს სმას არ აძალებდა. სხვასაც ართობდა და თავადაც ერთობოდა. - აბა, ახალგაზრდებო, წამოდეგით... სწრაფად... სწრაფად... ჩემს მეუღლესთან ცეკვა მომენატრა. ოღონდ იცოდეთ რამე რომანტიული, ნაზი დაიკარით... - კარგი, რა მამა. რამე ჩქარი დაუკარით, ეხლა ჩახუტებების დროა?! - გააპროტესტა თეკლემ, თუმცა მისი სიტყვებისთვის აშკარად არავის მიუქცევია ყურადღება. „დიჯეი“ ტატო, სწრაფად მიუჯდა მუსიკალურ ცენტს, მალე რომანტიული, ნაზი მუსიკაც აჟღერდა. კმაყოფილი, ეშმაკურად მოციმციმე სახით მიუახლოვდა მირიანი მეუღლეს. პატარა გოგოსავით ასწითლებოდა ეკას სახე. ისეთი საყვარელი სანახავები იყვნენ, რომ რამდენიმე წუთით ახალგაზრდები მათი ცქერით ტკბებოდნენ. შემდეგ ნელ-ნელა წამოიშალნენ და დაწყვილდნენ. ალბათ არცაა საჭირო თქმა, რომ ნიკა ლიკასთან, ოთო - თამართან, გოგა კი თათიასთან ცეკვავდა. მართალია ბოლო წყვილის საუბარი არ ესმოდა აკას, მაგრამ აშკარად ამჩნევდა, როგორ დაბნეული თვალებით უმზერდა ქალი ბიჭს. მუდამ აქტიური და მხიარული გოგონა თვალს არიდებდა და საკუთარი სიმორცხვის დასამალად თავშესაფარს მის მკერდში პოულობდა. ამას ვერასოდეს დაიჯერებდა. უცნაური სანახავი იყო აშკარად შეყვარებული თათია. ჩუმად გააპარა თვალები იქვე მჯდომ თეკლესკენ. გოგონა ტელეფონში მოსალოცად მიღებულ მესიჯებს პასუხობდა. - ქალბატონო იუბილარო, ნებას მომცემთ საცეკვაოდ დაგპატიჟოთ? - ხელი გაუწოდა და მაცდურად მიაჩერდა ქალს. - საკუთარ სტუმარს უარი რომ გითხრა, ანათემას გადამცემენ... - ვაჟის გაწვდილ ხელს საკუთარი შეაგება და ტანის ნაზი რხევით გაჰყვა. მელოდიას ნელი მოძრაობით აჰყვნენ. გრძნობდა მის გაძლიერებულ გულისცემას. ქალი აშკარად დისტაციის დაცვას ცდილობდა. უცნაური შეგრძნება გაუჩნდა თეკლესთან შეხებისას. ძნელი აღმოჩნდა ამ გრძნობისთვის კონრეტული სახელის დარქმევა. თითქოს ჟრუანტელი უვლიდა, მისი სურნელი ღრმად შეისუნთვა. არ ესიამოვნა მათ შორის არსებული სიცარიელე, ქალი მიიზიდა და მკერდში ძლიერად ჩაიკრა. თავიდან თითქოს წინააღმდეგობის გაწევა სცადა ქალმა, პატარა ჩიტივით აფართხალდა მის ძლიერ მკლავებში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ვაჟი არ მისცემდა უკან გაწევის საშუალებას. აშკარად მასაც ესიამოვნა ასე ახლოს აკასთან ყოფნა. უცნაური, აქამდე მისთვის უცნობი მუხტი მოდიოდა ბიჭისგან. - მომწონს?! - საკუთარი თავს ჰკითხა მან. ამის გაფიქრებაზეც კი აწითლდა სახეზე. უხერხულობის დასაფარად თავი მხარზე დაადო და მელოდიას აჰყვა. - ბედნიერი ადამიანი ხარ, თეკლე... - ჩუმად უჩურჩულა. კითხვის თვალით ახედა ქალმა. - ისეთი კარგი მშობლები გყავს... ცოტა მშურს კიდეც... - მხოლოდ ცოტა?!... - გაეცინა თეკლეს - ნამდვილად გამიმართლა ისინი რომ არიან ჩემს ცხოვრებაში... - მათი შემხედვარე, იჯერებ სიყვარულის არსებობას... - სიყვარული ნიჭია, რომელსაც ყველა ვერ ფლობს. თუ მამაჩემს დავუჯერებ, ნებისმიერ ადამინს ჰყავს ღვთისგან მხოლოდ მისთვის გაჩენილი, იდეალურად შესაფერისი მეორე ნახევარი. უბრალოდ უნდა შეგეძლოს მისი პოვნა, საჭირო დროს შემჩნევა და შენარჩუნება... - თუ ვერ შეამჩნევ, მაშინ? - ინტერესით ჩახედა ცისფერ, ბავშვურ თვალებში. - ოდესმე წყვილის გზები აუცილებლად გადაიკვეთება, თუ ერთმანეთს ვერ შეამჩნევენ ალბათ, სხვას დაუკავშირებენ ცხოვრებას... - მიამიტურად ჩამოარაკრაკა თეკლემ. მისი თვალების ციმციმს ვეღარ გაუძლო, ისედაც მკერდზე მიკრული ქალი უფრო ძლიერად ჩაიხუტა. თითქოს ის იყო მისი „ერთადერთი“ და დაკარგვის ეშინოდა. იგრძნო, აშკარად დასაშვებზე ბევრად ახლოს დაიხარა მისი ტუჩებისკენ, ცოტაც და ალბათ აკოცებდა, თუმცა სწორედ ამ დროს გაჩერდა მუსიკა. უხერხულად შეიშმუშნა და აწითლებულ თეკლეს ხელი სწრაფად გაუშვა. - სულ ორი წუთით მივიპყობ ახალგაზრდებო თქვენს ყურადღებას. ჩემი პატარა პრინცესასთვის საჩუქარი არ მიმიცია. ამიტომ თუ არ დამზარდება და ეზოში გამომყვება.... - თვალები ეშმაკურად უციმციმებდა მირიანს. - კინაღამ მართლა დავიჯერე, რომ არაფერი მიყიდე... - გაბუსხული სახით მიუახლოვდა მამას თეკლე. - ჩურჩუტო, იმედია მოგეწონება... - ხელი გადაჰხვია ქალიშვილს და ეზოში გავიდნენ. - ამ სცენას ვერ დავაკლდები, ჩემი და შოკში ჩავარდება... - თვალი ჩაუკრა ბიჭმა მეგობრებს - წამოდი, ჩვენც გავყვეთ. ეს სცენა არასოდეს დაავიწყდებოდა აკას. ბევრჯერ უნახავს გახარებული ადამიანი, თუმცა ასე ემოციის გამოხატვა თუ შეიძლებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა. პატარა ბავშვივით სიხარულისგან ტიროდა თეკლე და საგულდაგულოდ გაპრიალებულ, სულ მთლად ახალთ-ახალ BMW-ს მინი კუპერს ეფერებოდა. ბედნიერი შესცქეროდა მირიანი ქალიშვილს და მისი სიხარულით ტკბებოდა. - თეკლე, რამე რომ იყოს დამაპიპინებინებ? - სიცილით თმები მოუჩეჩა ძმამ. - იცოდი?! - ემოციებისგან კანკალებდა გოგო. - შერჩევაში მე დავეხვარე. - უმაგრესი ხარ!. - კმაყოფილი მოეხვია მას. - შეხედე ამ აფერისტს, საჩუქარს მე ვჩუქნი და მადლობას ის იღებს? - ორივე შვილს მოეხვია მირიანი. - ვერც კი წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ... - ამჯერად მამას აკოცა მან. ხმაურით შემოეხვიენ მეგობრებიც, ოთხივე კარები გამოხსნილი ჰქონდათ, ყველა ღილაკს აწვებოდნენ, სათითაოდ აჭერდნენ ხელს. თითქოს ეზოში მორბენალი ძაღლიც კი ხარობდა მათთან ერთად. პირში გაჩრილი ჯამით დარბოდა შემოსაზღვრული ღობის გასწვრივ. რა თმა უნდა გაუხარდა აკას თეკლეს სიხარულის დანახვა. მისი გაბრწყინებული, ემოციებით სავსე თვალების დანახვაზე კიდევ ერთხელ მოუნდა მისი გულში ჩაკვრა, მისი ოდნავ აცახცახებული სხეულის სითბოს შეგრძნება. თუმცა ჯემალიც გაახსენდა, საკუთარი მამა, მისი სახე, როცა ბინიდან წილს ითხოვდა და ისევ ისე ძლიერად ეტკინა, ან იქნებ მეტადაც კი. თითქოს მხოლოდ ეხლაღა გაიაზრა რამდენად განსხვავდებოდნენ მირიანი და ჯემალი ერთმანეთისგან. მას ხომ დღემდე მირიანის მსგავსი ადამიანების შესახებ მხოლოდ წიგნებში თუ ჰქონდა წაკითხული. მისი მშობლების შემხედვარე, ფიქრობდა რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობა მხოლოდ მოსაბეზრებელ ვალდებულებებზე იყო აგებული. ეს ხალხი კი... იმხელა პოზიტივს აფრვევდნენ, იმხელა ბედნიერებას, რომ .... იგრძნო ბოღმა და ტკივილი როგორ ახრჩობდა. საკუთარი თავი შეეცოდა. თურმე როგორი ბრმა ყოფილა. რამდენი რამ ჰკლებია. ცოტაც და პატარა ბავშვივით ატირდებოდა. ნათლად იგრძნო რამხელა სხვაობა იყო მასსა და თეკლეს შორის. გოგონას მეტროდან უბრალოდ შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო, ცხოვრებისგან სიამოვნება მიეღო, სიყვარული შეეძლო, მას კი?!.... მიხვდა, რომ სულ ცოტაც და ამ ოჯახიდან წასვლას ვეღარავინ აიძულებდა. ამდენ ემოციას ვეღარ გაუძლო, მისთვის მაინც არავის ეცალა, ა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.