მინდა მიყვარდეს თავი 24
არსებობენ ადამიანები რომლებიც წინასწარ გრძნობენ საფრთხის მოახლოვებას და ამას წინათგრძნობას აბრალებენ.ზოგი აქცევს მას ყურადღებას და ყველაფერს აანალიზებს,ზოგი კი საერთოდ ივიწყებს ისე თითქოს არც არაფერი უგრძვნია. მაგრამ როდესაც რაიმე უბედურები შეემთხვევათ და გაანალიზებენ რომ ღმერთი მათ წინასწარ ამზადებდა ამ უბედურებისთვის,მხოლოდ მაშინ ხვდებიან მის არს მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდება ხოლმე დაფიქრება.ბექა ადამიანების იმ კატეგირიას მიეკუთვნებოდა რომელსაც წინათგრძნობა საკმაოდ განვითარებული და გათავისებული ჰქონდა,ამიტომ ყველა წვრილმანს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და აკვირდებოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები.წუხანდელი სიზმარი გაფრთხილებას ან წინასწარმეტყველებას უფრო გავდა ვიდრე კოშმარულ სიზმარს.ამის გამო დილით საშინელ ხასიათზე ადგა.პირი უშრებოდა და უხასიათოდ იყო.თვიტონაც არ იცოდა ეს რისი ნიშანი იყო.ნუტუ იმის რომ ანა უნდა დაეკარგა?არა ამას არ დაუშვებდა არავითარ შემთხვევაში მის გარეშე ვერ იცოცხლებდა.ისიც მოკვდებოდა.არა ღმერთი ამას არ გაუკეთებდა.ძლივს იპოვა ნამდვილი ბედნიერება და ისიც უნდა დაეკარგა?არა,არა და არა.ირაკლის და მის საძმოს მიწიდან ამოთხრიდა იპოვიდა და სათითაოდ მოკლავდა ოღონდ ანასთვის არაფერი არ დაეშავებინათ.ხელპირი დაიბანა,ტანზე ჩაიცვა და ლევანს დაურეკა. -როგორ ხარ ძმაა?-მიესალმა სევდიანი ხმით. -რა ხდება ბექა ?მოხდა რამე?რა ხმა გაქვს?-ლევანმა მაშინვე შეატყო ხმაში ცვლილება. -არა უბრალოდ გუშინდელი ამბავზე ვფიქრობდი და ვერ დავიძინე მთელი ღამე. რა ხდება ახალი ხომ არაფერია?-სიზმრის შესახებ მაინც არაფერი უთხრა,რადგან არ უნდოდა კიდევ ვინმეს ენერვიულა მასავით. -არა ტო,პოლიცია ჩვენი ბიჭები ყველგან ეძებენ და ვერ ვიპოვეთ.აზრზე არ ვარ სად გაქრა.დღეს 12 ვნახოთ აბა თუ გამოჩნდება.-ზედგენიძეც არანაკლებ იყო გაგიჟებული რომ ვერსად ვერ პოულობდნენ იმ არაკაცებს. -რა ხდება რამე ახალი გეგმაა?-მაშინვე მიხვდა ბექა რომ რაღაც ხდებოდა. -ხო რავიცი ტო რაღც გეგმა შეადგინეს პოლიციელებმა და ჩვენც ვეხმარებით რა. გამო ჩემთან შენ და ლექსო ყველაფერს მოგიყვებით და ერთდ ვიმოქმედოთ.- არ უნდოდა ლევანს ტელეფონში ამ თემაზე საუბარი და გასვლა სთხოვა. -კაი ლევან,ლექსო ეხლა ადგება ალბათ და გამოვალთ.-ძმაკაცს დაემშვიდობა და მეორე სართულზე ავიდა ისევ.ლექსო საძინებლის კარები შეაღო და ლოგინი ცარიელი დახვდა.სააბაზანოდა წყლის ხმა მოესმა. ,,ბანაობს'' გაიფიქრა თავისთვის და იქვე საწოლის კუთხეში ჩამოჯდა.ლექსო მალე გამოვიდა.პირსახოცი წელს ქვემოთ შემოეკრა და ნახევრად სველი მიაბიჯებდა ოთახში.ბექას ოდნავ გაუღიმა და ჩაცმა დაიწყო.არცერთს არ ამოუღია ხმა.გასვიანი თავის ფიქრებში იყო გართული და ლექსოც არ უშლიდა ხელს.რადგან ხვდებოდა ძმაკაცის მდგომარეობას,ისიც ხომ ამ დღეში იყო.მისი საყვარელი ქალიც საფრთხის ქვეშ იყო და არ იცოდა რითი დახმარებოდა მას.იცოდა რომ გოგოები ანუკისთან იყვნენ და იქ უნდა გაევლოთ ბიჭებს.ასე უსიტყვოდ ადგნენ და ლექსოს მანქანით წავიდნენ ლევავანის სახლისკენ.მანქანა ეზოში შეაკენეს და სირბილით აიარეს სადარბაზოს კიბეები.კარები სალომ გაუღო.მათი სახეების დანახვაზე გამარჯობის თქმის ხალისიც კი დაკარგა გოგომ.ბიჭები მიხვდნენ რომ სალოც დაასევდიანეს და ორივემ ერთდროულად მოხვია ხელი.შუბლზე რიგრიგობით აკოცეს და მისაღებში სამივე ერთად შევიდნენ. -გამარჯობათ ყველას.-მიესალმა ზედგენიზე ისე რომ დივნიდან არც ამდგარა, წამოწოლილი უყურებდა ტელევიზორში რაღაც გადაცემას.გასვიანმა ფეხები ძირს ჩამოაყრევინა და დივნის ბოლოში მოკალათდა.შამანაურმა კი სავარძელში მოიკალათა კარგად და ორივე ელოდა როდის ამოიღებდა ზედგენიძე ხმას. -ისეთი თვალებით მიყურებთ რომ რაღაცას ელით არა ჩემგან?-გახუმრება სცადა ლევანმა რომ ცოტა ეს დაძაბულობა რომელიც ოთახში სუფევდა განემუხტა,მაგრამ როდესაც დაინახა არც ერთს წარბიც კი არ შეუხრია მის ნათვამზე სალოს მიუნრუნდა. -აქ კაცებს სალაპარაკო გვაქვს ჩემო პატარა დაიკოვ,ამიტომ გაცუნცულდი სამზარეულოში და შენ რომ იცი ისეთი ყავა მოგვიდუღე.-ისეთი საყვარელი თვალებით უყურებდა ლევანი თავის დას რომ უარი ვეღარ უთხრა.ძმას გულიანად აკოცა ლოყაზე და თავისი ლამაზი ტანის რხევით ოთახი დატოვა.ზედგენიძე ეხლა ძმაკაცებს მიუბრუნდა და სერიოზული სახე მიიღო. -მოკლედ საქმე შემდეგშია ძმებო.ირაკლიმ ანა დღეს 12 საათზე ხომ დაიბარა თეკოსთან ერთად თბილისის ზღვაზე?ხო და პოლიციელებმა მოილაპარაკეს რომ დღეს ანას ერთერთი გამოცდილი სპეცრაზმელი გოგო რომელიც თეკოს როლს ითამაშებს და მათ ხაფანგში გაახვევს და ადგილზევე აიყვანენ.ყველგან იქნება სპეცდანიშნულების ხალხი ჩასაფრებული და როგორც კი გამოჩნდებიან მაშინვე აიყვანენ.-შამანაური და გასვიანი სერიოზული სახეებით უსმენდნენ ლევანის მონაყოლს და ყველაფერს აანალიზებდნენ. -მერე შეიარაღებულები რომ იყვნენ და ცეცხლი გახსნან?-ბექა მასინვე მოსალოდნელ საფრთხეზე ალაპარაკდა.აშინებდა წუხანდელი სიზმარი და ცუდი წინათგრძნობა. -თუ ანაზე გეშინია.არ ინერვიულო მას ჯავშანჟილეტი ეცმევა და დაცული იქნება საფრთხისგან.ისე კარგად იცი რომ ამ გეგმაზე არავინ არ წავალთ თუ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა.-დაამშვიდა ძმაკაცმა ბექა და ამ დროს ლანგრით ხელში სალო შემოცუნცულდა.ყავა მოედუღებინა და ათასი ტკბილეული დაელაგებინა ლანგარზე.იმდენი იყო რომ ძლივს მოჰქონდა.იცოდა რომ მის მამიდაშვილს ძალიან უყვარდა სასუსნავი და ცდილობდა ხასიათი გამოეკეთებინა მისთვის.ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და გვერდით მიუცუცქდა გასვიანს. -რა ხდება ბექუშ ჩვვენი ანუკი ისევ გაწვალებს და ამიტომ ხარ ცუდ ხასიათზე?- ეშმაკურად გაუღიმა ბიძაშვილმა და ბიჭებს გადახედა. -და შენ რა იცი რა ხდება ჩემსა და ანუკის შორის?-ჰკითხა გაკვირვებულმა გასვიანმა. -მე კი არა ეგ ყველამ იცის.ისეთი თვალებით უყურებთ ერთმანეთს ლამისაა თვალებით შეჭამოთ,ამას ბრმაც კი მიხვდება და მე რა სულელი კი არ ვარ რომ ვერ დავინახო ის რაც თქვენ ორს შორის ხდება.-თვალებსი უყურებდა სალო ბექას და ხვდებოდა რომ ეს ბიჭი ანაზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული. -ამას უყურე ერთი რამხელა გაზრდილა უკვე მე კიდევ ისევ პატარა მეგონა.-თმები საყვარლად აუჩეჩა ლექსომ სალოს და ლოყაზე უჩქმიტა. -თქვენს თვალში მე სულ პატარა ვიყავი და სულ ასეთად დავრჩები მაგრამ ისიც უუნდა გაანალიზოთ რომ მეც ქალი ვარ და ბევრ რამეს ვხვდები.თან არც პატარა და არც სულელი ქალი არ ვარ.-თვალი ჩაუკრა ბიჭებს პატარა ზედგენიძემ და ბექას მიუბრუნდა ისევ. -აღარ მეტყვი იმას რაც გკითხე თუ ჩემი მეთოდებით გავარკვიო ყველაფერი?- ეშმაკურად მოჭუტა თვალები გოგომ და ბიჭს გადახედა. -და მაინც როგორ აპირებ ამის გარკვევას?-დაინტერესდა სვანი გასვიანი. -ეგ უკვე ჩემი საქმეა.შენ თუ მეუბნები კარგი თუ არა და დანარჩენი მე ვიცი უკვე.- თავისას მაინც არ იშლიდა ეშმაკი ზედგენიძე.ლევანი და ლექსო ჩუმად უსმენდნენ მათ დიალოგს და ჩარევას არ აპირებდნენ. -არაფერსაც არ გეტყვი თუ ეგეთი მაგარი ხარ მიდი და შენით გაარკვიე.-ჯიბრში ჩაუდგა გასვიანიც.აბა რისი სვანი იქნებოდა თავისი რომ არ გაეტანა.თან გულსი ეცინებოდა სალოს ბავშვურ საქციელზე. -ეგრე არა?კარგი ბატონო მაშინ ეხლა მე ვიცი ჩემი საქმის.-მკლავები აიკაპიწა კაი საქმიანი ქალივით და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.ბიჭები მის ყველა მოძრაობას აკვირდებოდნენ და აინტერესებდათ რას მოიმოქმედებდა ეს პატარა ქალბატონი. სალომ ნაცობი ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა.მალევე უპასუხეს მეორე მხრიდან და გააბეს |თბილი საუბარი. -როგორ ხარ ჩემო ლამაზო?-ისეთი საყვარელი სახე მიიღო გოგომ მოფერება მოგინდებოდა. -.... -მეც არამიშავს.შენთან ერთი კითხვა მაქვს.-სახელს განგებ არ ამბობდა სალო რადგან ინტრიგა უნდოდა ჩამოეგდო და ყველა უფრო დაეინტერესებინა. -.... -ბექა გასვიანს ხომ კარგად იცნობ?-ბექას სახელის ხსენებაზე ყველამ თვლები დაჭყიტა. -.... -კიი.მაინტერესებს რა უნდოდა ბექას ანასთან ერთად ვაშლიჯვარში?ბექას სახლში თანაც ღამით მარტოს გოგოსთან რომელიც მას ძალიან უყვარს მაგრამ არ ტყდება ამაში?-ამის გაგონებაზე საერთოდ გაგიჟდნენ ყველანი.არ ეგონათ სალო ამდენად მოხერხებული თუ იყო,თურმე სათანადოდ არ აფასებდნენ მის შესაძლებლობებს. -.... -გასაგების.ხო მართლა?ძალიან მიხარია.კაი ჩემო საყვარელო დიდი მადლობა. ვალში ვარ შენთან.მალე გნახავ და მერე გავაგრძელოთ.ტელეფონი გათიშა და ყბაჩამოვარდნილ ბიჭებს გამარჯვებულის სახით გახედა. -აბა ეხლა გისმენ შენით მეტვი თუ მე დავიწყო ის რაც ეხლა ტელეფონში მითხრეს?-არ ეშვებოდა ზედგგენიძე გასვიანს. -შენ რა ხარ ვინც არ გიცნობს?მაინც რა გითხრეს ისეთი?-პოზიციებს არ თმობდა ბექა. -ე.ი მაინც არ აპირებ არაფრის თქმას ხომ.კაი ეგრე იყოს მე დავიწყებ.დეტალებში მოგიყვე თუ მხოლოდ ძირითადი?-ეშმაკურად ეღიმებოდა სალოს ბექას გაოცებული სახის დანახვისას. -დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით.დანარჩენი შეგიძლია მოყვე.-ისეთი სახით თქვა ეს სიტყვები გეგონებოდა ანას მოფერებით ცუდი რამე ჩაედინოს. -რა დეტალებზეა საუბარი?-საუბარში უკვე თვალებ ანთებული ლევანი ჩაერია. -ისეთი არაფერი რაც სხვას ეხება.-სერიოზულობა სიბრაზეში გადაუვიდა ბექას. -მე მგონი გუშინ გკითხე ბექა შენ რაღაც და თუ მიმლავ.-სიტყვის თქმა არ დააცადა ბექამ ისე უთხრა. -მე დასამალი არაფერი არ მაქვს არავისთან და დანარჩენი უკვე ჩემი პირადი საქმეა.-ნერვებმა უმტყუნეს გასვიან და ეს სიტყვები ხმამაღლა მოუვიდა. -დაწყნარდით ბიჭებო მე ეს საუბარი საჩხუბრად არ დამიწყია უბრალოდ მაინტერესებდა ანა და ბექა ერთად იყვნენ თუ არა.სხვა არაფერი.-ორივე დააშოშმინა სალომ და შემდეგ მამიდაშვილს მიუბრუნდა. -ბექა დავიწყო?-ბექას ხმა არ ამოუღია მხოლოდ თავი დაუქნია და მოსასმენად მოემზადა. -მოკლედ გეტყვით რომ ბექამ ანას მთელი |თავისი ცხოვრება თვალწინ გადაუშალა და ყველაზე გულწრფელი საუბარი ჰქონდა მასთან ვიდრე ოდესმე ვინმესთან. საავადმყოფოდან გიჟივით წაიყვანა ვაშლიჯვარში და იქ მოუყვა ყველაფერს. სიყვარულის ახსნაც არ დავიწყებია და საპასუხოდაც იგივე მიიღო ანასგან.იმ ღამით ერთად იყვნენ და ერთმანეთთან ყოფნა უხაროდათ.ძალიან ბედნიერები არიან რადგან ამას მათ თვალებში ვხედავ,როდესაც ერთდ არიან ბედნიერებას ასხივებენ და ეს საკმარისია იმისთვის რომ ადამიანი მიხვდეს რომ ეს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი ერთმანეთზეა შეყვარებული.-ყველანი გაოგნებულები უსმენდნენ მითუმეტეს ბექა და ვერ ხვდებოდა ვის უნდა ეთქვა სალოსთვის ამდენი,როცა ანას მეტმა ეს არავინ იცოდა.ალბათ ანა გაიფიქრა მაშინვე და თავისთვის ტუჩის კუთხეში გაეღიმა. ამ დროს ლევანის ტელეფონი აწკრიალდა.მასინვე უპასუხა -დიახ.მოვდივართ.-მოკლე პასუხით შემოიფარგლა და ბიჭებს გადახედა. -დროა.-მხოლოდ ეს თქვა და ფეხსაცმელები ჩაიცვა.ყველანი ერთად გავიდნენ სახლიდან მხოლოდ სალო დატოვეს მარტო. ... დილით დედიკომ ისეთი გემრიელი საუზმე მოგვიმზადა რომ ალბათ ბავშვობის მერე არ მქონდა ნაჭამი.გუშინდელი კოშმარული დღის მერე ცოტა ხასიათე მოვედი ჩემი დაქალებიჩჩემთან იყვნენ და ცხოვრება თავიდან მიხაროდა.ბექას არ დაურეკავს და არც მე არ შევაწუხე,რადგან ორი ღამე ნორმალურად არ ეძინა და მეცოდებოდა.როცა გაიღვიძებდა აუცილებლად დამირეკავდა. -აუუუ,ან მაგარია რა მზია დეიდა.ისეთი გემრიელი საუზმე მოგვიმზადა ბავშვობა გამახსენდა და დედა მომენატრა.-სევდიანად ჩაილაპარაკა თეკომ და ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა ლოყაზე. -კაი ეხლა ტირილის დრო არ არის დღეს.-ცრემლი მაშინვე მოწმინდა ნიამ და გაუღიმა. -მართალი ხარ არანაირი ცრემლები დღეს.-გამხიარულდა თეკოც და გახუხულ პურს დასცვდა რომელიც მისგან საკმაოდ მოშორებით იდო. -აბა დღეს რას ვაკეთებთ?-ტაში შემოვკარი და გოგოებს დაველოდე რომელი რა იდეას მომაწვდიდა. -ჯერ არ მომიფიქრებია.-თქვა ნიამ. -მოდი რა დღეს სახლში დავრჩეთ და ბავშვობა გავიხსენოთ.-ახალი იდეა მოუვიდა თავში თეკოს. -აბა გისმენ,კონკრეტულად რას გვთავაზობ?-თველები ეშმაკურად ავაციმციმე და პასუხს დაველოდე. -რაც გინდათ ყველაფერს,რასაც ბავშვობაში ვაკეთებდით ის გავაკეთოთ.-გვითხრა გახარებულმა გიორგაძემ და ფეხზე წამოხტა.მე და ნიას ყელზე ჩამოგვეკიდა და ორივეს დაგვიწყო ლოყებზე კოცნა.მის ასეთ საქციელზე ყველა გავმხიარულდით და სახლი სიცილის დამაყრუებელმა ხმამ მოიცვა.უცებ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანს დავხედე ჩემი სალო რეკავდა. -გისმენ სალ!-მხიარულად ვუპასუხე მეგობარი. --როგორ ხარ ჩემო ლამაზო?-ეტყობოდა რომ სალოც მხიარულ ხასიათზე იყო. -კარგად ჩემო საყვარელო.შენ როგორ ხარ?-მეც მოვიკითხე სალო. -მეც არამიშავს.შენთან ერთი კითხვა მაქვს.-მაშინვე საქმეზე გადავიდა ზედგენიძე და ძალიან დამაინტერესა რა კითხვა ჰქონდა ჩემთან. -გისმენ ჩემო საყვარელო მკითხე რაც გაინტერესებს.-ყურები დავცქვიტე კითხვის მოლოდინში და გოგოებიც ჩემთან ერთად გაინაბნენ.რადგან ორივე ყური ჰქონდათ ტელეფონზე მოდებული და ყველაფერი ესმოდათ რასაც სალომე მელაპარაკებოდა. -ბექა გასვიანს ხომ კარგად იცნობ?-ცოტა არ იყოს გამიკვირდა ბექაზე ასე რატო მეკითხებოდა თითქოს არაფერი იცოდა,მაგრამ მალევე მივუხვდი ეშმაკობას და მეც ავყევი თამაშში. -მანდაა არაა და გინდა გააგიჟო?კი როგორ არა ვიცნობ.-უცებ ვუპასუხე და სიცილს ძლივს ვიკავებდი არ მინდოდა გამცინებოდა და სალოს გეგმა ჩამეშალა არადა ინტერესი მკლავდა რა თამაშს თამაშობდა პატარა ზედგენიძე. -კიი.მაინტერესებს რა უნდოდა ბექას ანასთან ერთად ვაშლიჯვარში?ბექას სახლში თანაც ღამით მარტოს გოგოსთან რომელიც მას ძალიან უყვარს მაგრამ არ ტყდება ამაში?- ამის თქმაზე კი ყველაფერი გასაგები გახდა ჩემტვის.სალოს უნდოდა ბექა ჩემდამი სიყვარულსი გამოეტეხა.ის როგორც სვანი გაჯიუტდებოდა და არაფერს ეტყოდა,ამიტომ პატარა ქალბატონმა თავის ეშმაკურ ხერხებს მიმართა.რადგან ჩემგან ყველაფერი იცოდა და აინტერესებდა ბექას რა რეაქცია ექნებოდა.ძალიან გამამხიარულა მისმა თამაშმა და ბოლომდე აყოლა გადავწყვიტე. -აუუუ შენ რა გიჟი ხარ რა.ვერ გამოტეხე ეგ მართლა სვანი და ეხლა ეშმაკობაში ჯობნი არათან არც ჩემს სახელს ამბობ რომ ვერ მიხვდეს ვის ელაპარაკები ხო? მერე ყველაფერ მომიყვები იცოდე.-ვითომ ყველაფერი მოვუყევი სალოს არადა სიცილით ვკვდებოდით მე და გოგოები.იმათ ხომ საერთოდ მუცლეი ხელსი ეჭირათ ისეთ დღში იყვნენ. -გასაგებია.ხო მართლა?ძალიან მიხარია.კაი ჩემო საყვარელო დიდი მადლობა. ვალში ვარ შენთან.მალე გნახავ და მერე გავაგრძელოთ.-დამემშვიდობა და ტელეფონი გამითიშა,მე კიდევ სიცილს ვერ ვწვეტდი ბექას სახის წარმოდგენაზე.ეს ყველაფერი მხოლოდ მე ვიცოდი და ალბათ რა სახე ექნებოდა როცა სალო ამ ყველაფერს მოუყვებოდა.ძალიან ბევრის ვიცინეთ და ვიხალისეთ.საუზმობას მოვრჩით და ჩემს საძინებელში შევედით.დედა დაქალთან წავიდა რაღაც საქმეზე.მამა სამსახურში იყო და მთელი სახლი ჩვენს განკარგულებაში იყო.მალე კარზე ზარის ხმა გაისმა და მოკლე საღამურებით გავცუნცულდი უცებ.არც გამიხედია ისე გამოვაღე კარი და ბიჭების გაოცებული სახე რომ დავინახე მაშინ გავაანალიზე რომ მხოლოდ საღამურები მეცვა და ისიც ისეთი მოკლე რომ მხოლოდ უკანალს მიფარავდა.ჩემი ლამაზი მკერდი კი ამაყად იმზირებოდა ამოღებული მაისურის ზემოდან.ყველანი სახლში შემოვუშვი და მე საძინებლისკენ გავიქეცი. -თეკ,ნია ბიჭები მოვიდნენ,გადით თქვენ სანამ მე გამოვიცვლი.-ვუთხარი გოგოებს და მე გამოცვლა დავიწყე.ორივე მაშინვე გამოვარდა ოთახიდან და მისაღებისკენ გაიქცნენ. -ჩემი სულელები.-ჩავილაპარაკე ჩემთვის და მაისური გადავიძრე რომ სხვა ჩამეცვა. -შენ რა არ იცი როცა ასეთ ფორმაში მენახვები თავს ძლივს ვიკავებ?-ისეთი ვნებიანი და თბილი ხმა ჰქონდა რომ ხელები ჰაერში გამიშეშდა და მხოლოდ ლიფის ამარა დავრჩი.ნელა მომიახლოვდა ბექა და მისი მხურვალე ტუჩები ჩემსას შეახო.ხელები ნელა დამისვა ზურგზე და აუზრო ხეტიალს მოჰყვა.მწვავდა მისი ყოველი შეხება და კანს მიშანთავდა.ტუჩები უკვე აღარ მემორჩილებოდნენ. ნელნელა ყელისკენ დაუყვა.შემდეგ მკერდისკენ და აი მანდ უკვე შეჩერდა.ერთი ღრმად ამოისუნთქა და ტუჩები ყელზე მომაკრო. -ნუ მაგიჟებ ანა,თორემ ყოველთვის ვერ გავჩერდები.-ოდნავ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.ისეთი ხრიწიანი ხმა ჰქონდა ეტყბოდა როგორ უჭირდა გაჩერება,მაგრამ განსაზღვრულ ნორმებს მაინც არ არღვევდა.ხმას ვერ ვიღებდი,გაშეშებული ვიდექი მის წინ ნახევრად შიშველი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. -მალე ჩაიცვი,საქმე გვაქვს.-მხოლოდ ეს მითხრა,კიდევ ერთხელ მაკოცა გახურებული ბაგეებით და ოთახი დატოვა.გონს მოვედი და მალევე მოვემზადე. მოკლე შორტები და მაისური გადავიცივი.ფეხზე კედები ამოვიცვი და მისაღებში გავედი.ყველა ისეთი სერიოზული იჯდა.ცოტა შემეშინდა კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.