მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები (ნაწილი 2) -2-
ღამის განსაკუთრებულად მეშინია,სულ ვცდილობ მთელი დღე დავიტვირთო და ფიქრისთვის დრო არ დამრჩეს.მინდა კარგი დედა ვიყო,ვვარჯიშობ და კარგადაც ვიკვებები. დილით გაღვიძებისას პირველ რიგში მუცელს ვათვალიერებ, წარმოუდგენლად მიხარია თანდათან რომ ვიბერები. საოცარი განცდაა როცა გრძნობ როგორ იზრდება შენში პატარა არსება,უდიდესი სითფო მეღვება გულში როცა მუცელზე ბიძგებს ვგრძნობ.სიგიჟემდე მიყვარს უკვე პაწაწინა ნიმფა,ჩემი შვილი რომ ჰქვია. ფეხმძიმობამ სენტიმენტალური გამხადა,მახსენდება მამა როგორ მზრდიდა მარტო და ისიც კარგად მახსოვს რამხელა დანაკლისს ვგრძნობდი გულში,მე ხომ უდედოდ გავიზარდე.გადავწყვიტე ზურასთვის ამანათი გამეგზავნა,ექიმთან ვიზიტისას გადაღებული ეხოს ფოტოები კონვერტში ჩავდე,სულ ექვსი ფოტო გამოვიდა და ყველა მათგანი თვეების მიხედვით იყო განლაგებული.არ მიმიწერია არაფერი ზედმეტი,სახელიც კი არ დავურთე თან...უბრალოდ მინდოდა მასაც ეგრძნო ის რასაც საკუთარი შვილით გამოწვეული ბედნიერება ჰქვია.სხვა განზრახვა არ მქონია,კარგად მაქვს რეალიზებული რომ ის ცოლიანი კაცია,მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს მის წინაშე არც არაფერს ველი,მხოლოდ სურვილის შემთხვევაში მიიღოს ჩვენი შვილი... *** ორშაბათი დილა ქაოსით იწყება,ეს ბოლო კვირა და არდადეგები მეწყება.მარგარეტის გამამომცხვარი შოკოლადიანი ორცხობილებით და ალუბლის წვენით ვსაუზმობ შემდეგ კი კონსერვატორიაში მივდივარ.რამდენიმე გამოცდა მაქვს, ლექტორი როიალთან მიხმობს და კომპოზიციის სახელებს მკარნახობს რომლებიც უნდა შევასრულო. საბოლოო ჯამში მეც,ჩემი პატარაც და დამსწრე აუდიატორიაც კმაყოფილია ჩემი შესრულებით.მაგრგარეტი მოწონების ნიშნად ცერა თითს მიჩვენებს,ნიკოლასი კი ულამაზესი თაიგულით მოემართება ჩემკენ. -არაჩვეულებრივი იყავი,მართა-ამბობს ღიმილით და ლოყაზე მკოცნის. -გმადლობ,ლამაზია-ვარდებს ხელში ვიჭერ და გასასვლელისეკნ მივდივარ. -ვახშამზე მინდა დაგპატიჟოთ,უარი არ მიღება-ამბობს ღიმილით. -კარგი,მხსოვს დაგპირდი ამიტომ წამოვალ.-ვამბობ და მარგარეტის მანქანაში ვჯდები. -შვიდზე გამოგივლი.-ამბობს ნიკოლასი და განზე იწევა რომ გზა დაუთმოს მანქანას. -ვახშამზე დამპატიჟა გამომცდელად ვუყურებ მარგარეტს. -მოსწონხარ-ამბობს და კისკისებს. -კარგი რა!რა მაქვს მოსაწონი?ვერ ხედავ მალე დედა გავხდები-ვპასუხობ სიცილით და მუსიკას ვრთავ. -ქალი ყველაზე ლამაზია ფეხმძიმობისას,შენც ზღაპრულ ჰარპიათას ჰგავხარ ამ პაწაწინა გაობზეკილი მუცელით-წარბის აწევით ამბობ მარგარეტი და სიჩქარეს უმატებს,მის გამომეტყველებაზე აშკარა შიშს ვხედავ. -მარგარეტ რამე ხდება?-ვეკითხები ანერვიულებული. -არა,შავი მანქანა დაგვყვება დილიდან და ვერ გამიგია რა ხდება!-არღშფოთებული საუბრობს მარგარეტი. -სიჩქარეს უმატე და როგორმე თვალთახედვის არადან გავქრეთ-ვამბობ აღელვებით და ხელებს მუცელზე ვიჭერ. -მართა დამშვიდდი ბავშვისთვის მავნებელია ზედმეტი სტრესი,ახლა მთავარ გზადტკეცილზე გავალთ და ყცელაფერი მორჩება- *** სახლში აღელვებული შევდივარ,გონება გათიშული მაქვს.აქამდე მეც ვგრძნობდი ვიღაცის სიახლოვეს თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი ახლა კი,ახლა ძალიან მაშინებს არსებული სიტუაცია... ტელეფონის ბზულიზე ფიქრები იფანტებიან და მოღუშული ვუღურებ ნიკოლასის ფოტოს,მახსენდება დაპირება და ვწერ რომ გამამიაროს.უხალისოდ შევდივარ ჩემს ოთახში და კარადას ვაღებ,ზოლიანი მუხლებამდე კაბას ვიცვამ,თმებს კი გრძელ ნაწნავად ვიბწვნი.მაკიაჟს არ ვიკეთებ,მხოლოდ კონტურს ვიტარებ ტუჩზე სუნამოს ვისხამ და ოთახიდან გავდივარ. -მიდიხარ?-სამზარეულოდან მეძახის მარგარეტი. -ჰო,დავპირდი-ვამბობ მოღუშული და მუცელზე ვიწყობ ხელს. -მშია.-ვამბობ ღიმილით. -სავახშმოდ მიდიხარ-ამბობს კისკისით.-მჟავე,ცხარე თუ ტკბილი? -მჟავე,ხრაშუნა-ვამბობ და ტუჩებს ვილოკავ.მარგარეტი მაცივრის კარებს აღებს და კიტრის მწნილს მაწოდებს. -შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ-ვეუბნები მეგობარს,ისიც სიცილით მიკანტურებს თავს და მეუბნება რომ ეზოში ნიკოლასის მანქანა მელოდება.ჩქარა შევდივარ სააბაზანოში და კბილებს ვიხეხავ,ქურთუკს ვიცვამ და სახლიდან გავდივარ. *** ნიკოლასთან ერთად სასიამოვნო საღამოს ვატარებ,რამდენჯერმე გაკვრით მიმახვედრა რომ ჩემს მიმათ რაღაც გრძნობები ჰქონდა. საღამოს სახლში მაცილებს და ლოყაზე კოცნით მემშვიდობება. კიბეზე ჩაფიქრებული ავდივარ,არმინდა რომ ნოკოლასისთვის ძვირფასი ვიყო ეს მას დატანჯავს...არ შემიძლია სხვა კაცისკენ გავიხედო,მე შვილი მეყოლება და მთელი ჩემი ყურადღება მასზე უნდა გადავიტანო. კარზე ზარს ვრეკავ და ველოდები მარგარეტს,ისიც არ აყივნებს და კარებს აღებს. -როგორ გაერთეთ?-მეკითხება და ქურთუკის გახდაში მეხმარება. -ნორმალურად,რას შვრებოდი?-ვკითხები და ჰოლისკენ მივდივარ. -შენთან არიან,მეგობარმა მოგაკითხა-ამბობს მარგარეტი. გულში ვფიქრობ ვინ უნდა იყოს,კარებს ვაღებ და სუნთქვა მეკვრის,ხელებს მუცელზე ვიწყობ და ერთადგილას ვეყინები.გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს "როგორ მიპოვა?" ------- ესეც შემდეგი თავი,გადახედვას ვერ ვასწრებ ისე ვდებ.იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.