ადვოკატი მე! 2
რა თავხედობაა! ამისთვის არ უსწავლიათ ყოფაქცევის წესები?! -გამარჯობა! თვენი ახალი ადვოკატი მაკატერინე ყიფშიძე.-ჩემი თავი გავაცანი-და თუ შეიძლება ფეხები ჩამოსწიეთ!-მის ფეხებს ვათვალიერებდი და იმის მაგივრად, რომ ფეხები ჩამოეწია ხელი გამომიწოდა: -გამარჯობა, მაკუშ! მე დათა!-ხელს გამომიწოდა და მეც შევაგებე ჩემი ხელი. რა უზრდელობაა! მაკუშ! მე მას ნება დავრთე, რომ ჩემი სახელი შეემოკლებინა?! დავჯექი და მეც მასავით მაგიდაზე ფეხები შემოვალაგე. აბა რა ეგონდა, მე მოწიწებით დავჯდებოდი და ის თავხედურათ?! ვერ მოგართვით! ის თუ თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობს, მე სრული უფლება მაქვს ასე მოვიქცე. ჩემს ასეთ ქცევაზე ეცინებება და ქვევიდან ზემოთ თვალები ამაყოლა. -დათა, ალბათ იცი, რომ სერიოზულად უნდა მივუდგეთ, სამუშაოს. ჩემი წესები ძალიან მარტივია: როცა დაგიბარებ, იმ სამსვე ჩემთან უნდა გაჩნდე, არავითარი სიტყვები: დღეს არ მცალია და ასე შემდეგ... მობილური არ უნდა გამორთო! ამ დროის განმავლობაში ცუდათ არ მოიქცევი და არ დალევ! იმიტომ, რომ გაყრის პროცესმა მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს!-ჩემი წესები ჩამოვთვალე და დათას ავხედე.-რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? -რთული წესებია, მაგრამ ჩემთვის გადაულაახავი არ არსებობს! -დაბეჯითებით მითხრა დათამ. მე ვითომ, ბატონი დათა, რატომ უნდა დავუძახო? თვითონ არ ეძახის ადვოკატს ქალბატონს და თვითონ ვინ არის! უზრდელი! -და კიდევ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს საქმე! -მითხრა და თვალი ჩამიკრა. -მარცხს ვერ ვეგუები!-მეც მას მივბაძე და თვალი ჩავუკარი. ორიოდე წუთი ერთმანეთს შევყურებდით და სიჩუმე ლანამ დაარღვია: -ქალბატონო, იცით... -არ მცალია!-სიტყვის თქმა არ ვაცადე და ისევ ერთმანეთის თვალებს შევყურებდით მე და დათა დაუნდობლად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.