სხვისი გრძნობები (სრულად)
-ის ლამაზია?-თვალები ასოთხმოცი გრადუსით შემომიბრუნდა-ის ლამაზია-მეთქი? ამოიღე ხმა...-შერყეული ხმით ვთქვი და ძირს დავიხედე.იატაკიც კი არ მომეჩვენა ისეთი,როგორიც ადრე იყო. -კი,ლამაზია... -შანსი არაა,ის მასთან წარმოუდგენელია..ის ხომ ყველაზე მიმზიდველი ბიჭია,მას კარგი მანქანა ჰყავს,კარგი სახლია აქვს,აქვს აგარაკი და კიდევ...-უკვე ტირილის ზღვარზე ვიყავი. -რაო? მერე რა...იცი,რა გოგოა? იმენა სწორი ფეხები და რა თმა... -დაიწყე რა...რამდენი ხანია,რაც მაგ ბიჭზე თვალი მრჩება,მის თამაშებზე დავდივარ..იმდენი ფული დავხარჯე,არადა სულ არ მომწონს ეგ დასაწყევლი კალათბურთი. -გოგო,იცი,რამდენი გოგო გულშემატკივრობს მას?-თეონას სახე შეეცვალა. -არა,მე სულ წინა რიგში ვზივარ...ერთ დღე 100 ლარზე მეტი გადავიხადე მაგ ბილეთში,გასოვს მთავარი თამაში რომ იყო?-თვალებზე ხელები ავიფარე და საწოლზე დავეგდე. -გოგო,ის გოგო მოსწონს... -რა მე ცუდი გოგო ვარ? ამის დედა ვატირე..მთელი ცხოვრებაა საკუთარ თავზე ვზრუნავ,მთელი ცხოვრებაა,რაც დავდივარი ამ დასაწყევლ დარბაზებში და ამ ნაგავ სალონებში ვზივარ..იცი,წელიწადში რამდენს ვხარჯავ ეპილაციებში? იცი,ზამთარშიც რომ ერთი ბუსუსიც კი არ მომეპოვება ფეხზე..იცი,შენზე უკეთ ვინ იცის ეს..-ვბღაოდი და თავზე ბალიშს ვიჭერდი. -დამშვიდდი,კეკე...-ხმა მოულბა თეონას. -არა,არა..ის ბიჭი..მასზე ვგიჟდები უკვე რამდენი ხანია... -რამდენჯერ გითქვამს ეს..გაიხსენე,აბა..-ისევ დაბრუნდა ძველებური თეონა. -არა,ეს სულ სხვა..გადი,გთხოვ..-წამოვიე ოდნავ და კარებისკენ ვანიშნე... გარეთ გავიხედე,საშინლად წვიმდა..ვერ ვიტან ასეთ ამინდს..თოვა კი,მზე კი,მაგრამ წვიმა..არა,შემოდგომის წვიმა ყველაზე მეტად მძულს...ასეთი ამინდი უფრო მეტად მიფუჭებს განწყობას... ფიქრებში წასული ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.ჩემი მეგობარი მირეკავდა,ლექციაზე არ მოდიხარო.მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ წასასვლელი ვიყავი..მშობლები იყვნენ სახლში და ამიტომ დავთანხმდი..გამახსენდა,რომ დედაჩემს ჩემი სილაბუსი მაცივარზე აქვს მიკრული..ასეთი დედა ვის ჰყავს! დახატული და მზრუნველი! ეს ირონიულად,რა თქმა უნდა... -კეკე,მალე...-აი,მისი ხმაც მომესმა. -ჰო,ლელა..-ირონიით ვუთხარი და სარკეში ჩავიხედე.შევეცადე დამამალა,ნამტრიალევი რომ ვიყავი და კარები გავაღე.გასული ტყავის ქურთუკის ასაღებად შემოვბრუნდი და ისევ გავედი..კიდევ კარგი მანქანა მყავს,თორემ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ ვგუობ. ჩემი პატარა მეგობარი დავძარი და თავისუფალი უნივერსიტეტისკენ წავედი.ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში ვსწავლობ.ეს ერთადერთი რამაა,რაც ამდენი ხნის მანძილზე დამაინტერესა,სკოლაში სხვა რამ არასდროს მიზიდავდა. -როგორ ხარ?-გადამკოცა ლიკამ. -ჰო..კიდევ კარგი დამირეკე..ჰო იცი..-აღარ დავასრულე და უღიმღამოდ წავედი უნივერსიტეტისკენ. *** ციოდა,მაგრამ არ მინდოდა ჩაცმა..ქურთული მანქანაში მედო და წვიმაში მივაბიჯებდი,არ მინდოდა არც სითბო და არც მზრუნველობა,განადგურებული ვიყავი..მგონი,ასე ცუდად დედაჩემს არ უგრძვნია თავი,როცა მამაჩემმა უღალატა. -კარგად ხართ?-ვიღაც მოხუცმა მკითხა გზაში. -ჰო,კარგად ვარ..-აგდებით ვუპასუხე და ნაბიჯს ავუჩქარე.არ ვიცოდი საით მივდიოდი ან რა მინდოდა.. -დარწმუნებული ხარ?-ისევ მომესმა უკნიდან ხმა. -არ ვარ დებილი!-აწეული ხმით გავიხედე უკან და სწრაფად გავცილდი იმ ადგილს,სადაც მოხუცი ქალი იდგა. სახლში დამძიმებული ფიქრებით დავბრუნდი...ვერ წარმომედგინა,რომ აჩი,ბიჭი,რომელზე ფიქრებში საუკუნე მაინც გავლიე,სხვასთან იყო...ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი იმ გოგოს და შუაზე გავგლეჯდი. სოციალური ქსელი გადავჩხრიკე და მასზე ინფორმაცია მოვაგროვე,მისამართიც კი გავიგე და გადავწყვიტე იმ დღესვე ვსტუმრებოდი..არ მაინტერესებდა რა მოჰყვებოდა ამას,არაფრის გადადება აღარ შემეძლო,აჩისთვის უნდა მებრძოლა..არ ვაპირებდი დანებებასა და უკან დახევას,არ დავუჯერებდი თეონას,რომელიც მარწმუნებდა ეს გატაცება და იდიოტიზმიაო..მას რომ ჰკითხო ყველაფერი სისულელეა,რაც შეიძლება,აკავშირებდეს ქალსა და მამაკაცს. ჩანთას ხელი დავავლე,მაჯიაჟი შევისწორე და კიბეები სწრაფად ჩავიარე..იმ მომენტში ისე მძულდა სამყარო,რომ ლიფტისთვის ხუთი თეთრიც კი დამენანა..გავხდი კუშტი და ბრაზიანი კეკე.. მანქანას სწრაფად მივაქროლებდი და წინ აგდებულად ვიხედებოდი..ერთადერთი რასაც ვხედავდი იყო აჩის სახე..დავინახე როგორ წითლდებოდა თამაშის მერე,როგორი სიამაყით გვიყურებდა,როგორ ჩამოდიოდა ოფლი,როგორ ისვამდა დაორთქლილ შუბლზე ხეს...როგორი იყო მისი შეძახილის ხმა...ეს ყველაფერი მეხსიერებაში მილაგდებოდა და უკან ფენებიდან წინ ინაცვლებდა..მახსენდებოდა აჩი და ვგიჟდებოდი...ვიცოდი,რომ ის ჩემი უნდა ყოფილიყო....სხვანაირად არ შემეძლო..იმ მომენტში ვიყავი ყველაზე დიდი ეგოისტი...იმ მომენტში იმ გოგოს,იმ ნიას,ადგილზევე მოვკლავდი,გულს საკუთარი ხელით გამოვუტანდი მკერდიდან თუ მეცოდინებოდა,რომ აჩი მე დამრჩებოდა... კარებთან მივედი..როგორც იქნა ავედი მეცამეტე სართულზე..სულს ძლივს ვითქვამდი,ანერვიულებულს დაღლაც მემატებოდა..თავს სულ არ ვგავდი,ვიღაც სასოწარკვეთილ დიასახლის ვგავდი..კიდევ კარგი ნაცნობმა ვერავინ დამინახა,თორემ ადგილზევე გავქავავდებოდი,გავქვავდებოდი სირცხვილისგან... არ ვიცოდი დამერეკა ზარი თუ არა..ვაკვირდებოდი სადარბაზოს და კიდევ უფრო მტკიოდა გული...თეონა ამბობდა,ეს გული არააო..არ იცი რა არის გულის ტკივილიო...მაგრამ მე ხომ მისი არასდროს მჯეროდა.. სიყვარული რწმენაო-მივითარებდა თავის თეორიებს,მაგრამ მე მას არასდროს ვუსმენდი,არც მაინტერესებდა მისი ნაბოდვარი. -ვინ არის?-ახალგაზრდა ქალმა გამიღო კარი.შეცბუნებული სახით ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა.ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა,რომ ზარი მე დავრეკე. -ვინ გნებავთ?-გაიმეორა ქალმა. -აქ ნია ცხოვრობ?-ვიკითხე დაბნეული ხმით..ქალის სახეზე გაკვირვება დავლანდე თუ არა,უფრო დავიბენი და გაქცევაზეც კი დავიწყე ფიქრი. -კი...შემოხვალ..-ნიას გაგონებაზე ქალს სახე შეეფაკლა. -კარგი..-ყოყმანით შევედი და დერეფანი შევათვალიერე თვალებით.განსაკუთრებული სახლი არ უნდა ყოფილიყო. -შემოდი..-თბილად მითხრა ქალმა. -ნია..-დივანზე დამსვა და ნიას დაუწყო ძახილი. -ახლავე..ვინა?-გოგონას ნაზი ხმა მოისმა. -შენთან არიან..მოდი და ნახე.. -გიცნობ?-გოგონას სახეზე გაკვირვება დაემჩნა. -მე დაგტოვებთ..-ქალი,რომელმაც კარი გამიღო,ოთახიდან გავიდა. -შენი ნახვა მინდოდა...-დავიწყე თამამად..მე ხომ საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი. -გისმენ...-გოგონას ამბები არ დაუწყია,ისე დამიჯდა მოსასმენად. -შენ აჩის ხვდები?-მოუთმენალად ვკითხე. -რაო?-გოგონას სიცილი აუტყდა. -ჰო...აჩი,შენ იცი,რასაც ვგულისმხობ..-ხმას ავუწიე და ფეხზე წამოვდექი,სახე მიხურდა და მეტხან არ შემეძლო იმ დახუთულ ოთახში გაჩერება. -ვერა ხარ...-გოგონა ირონიულად ჩაილაპარაკე, მე კი მეტ ხანს ვეღარ გავძელი და ოთახი დავტოვე. წასვლისას რამდენიმე გაურკვეველი რეპლიკა მომესმა,ეგ იყო და ეგ...წავედი ნიას სახლიდან და ისევ ამიკვიატდა აჩიზე ფიქრები... *** -მთავარი გარეგნობაა არაა..-ისევ დაიწყო თეონას ლექციები. -კარგი რა..მოგეწონება კოჭლი და ბრამა ბიჭი?-შეტევაზე გადავედი. -ჰო,მაგრამ...კარგი რა..იქნებ ურჩხულია ეგ შენი აჩი... -არაა...ის უბრალოდ საოცარია!-ემოციები არ დამიმალავს..ვუყურებდი თვალებში თეონას და მისი მზერა ზიზღს მგვრიდა. -რაო? რაო,კეკე? განა შეიძლება ასე? ის ბიჭი...იცნობ? დალაპარაკებიხარ მაინც? -მე...რატომ მშლი უარესად?-ცრემლების გარეშე დავიწყე. -განა მე არ მოგყვებოდი მაგ თამაშებზე.. -ახლა ყელშიც ამომადინე..გადი რა.. *** ვეჩხუბე თეონას...მარტოსულად მოვკალათდი სახლში..მარტო ვიყავი და საათის წიკ-წაკიც კი მესმოდა,ყურში ჩამკიოდა და გულს მიწუხებდა..ფილმის ყურება მინდოდა,მაგრამ მაგასაც ვერ დავუდე გული..არაფერი გამომდიოდა აჩიზე ფიქრის გარდა..ისევ მის გვედზე შევედი,ყველა სოციალურ ქსელში დავათვალიერე.. საღამო იქნებოდა,როცა ლელა მოვიდა,დამეხმარე სტუმრები მოდიანო.. -ვერა..-უღიმღამოდ ვუთხარი. -რატომ? -არ მცალია.. -ახლა შენც არ იკლავდე თავს სწავლით..-ხმას აუწია ლელამ. -კარგი რა..სალონში უნდა წავიდე.. -რა გინდა? -წამწამები უნდა დავიგრძელო და ფრჩხილებიც მისახედი მაქვს... -ოჰ..-უხალისოდ დამტოვა ლელამ. *** -ის ყველაზე სიმპათიური,ყველაზე საყვარელი მაღალი ბიჭია,ვინც კი მინახავს..-სულელურად ვსაუბრობდი მანიკიურშაშთან. -რა?-გაკვირვებული სახით მიყურებდა ქალი. -ასეა..და მას სხვა უყვარდა..-ბავშვივით ვუშლიდი უცხოებს გულს.ისეთი გამომეტყველაა ჰქონდათ,რომ უარესად ვიბნეოდი..ალბათ,მთვრალიც კი ვეგონე. -არ ვარ მთვარალი...უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ... *** ისევ წვიმდა,მაგრამ ამჯერად სახლში აღარ ვიყავი..ამჯერად რაღაც წვულებაზე დავბოდიალობდი...ამის შესახებ ინტერნეტით გავიდე..ისიც ვიცოდი,რომ აქ აჩი იქნებოდა..მოუთმენლად ველოდი მის ნახვას,მაგრამ რატომ ვერ ვხვდებოდი...არ ვიცოდი რის გაკეთებას ვაპირებდი. სასმელს ვსვამდი და ვსვამდი...ვეყრდნობოდი კედელს ძლიერად და ვკანალებდი...ვგრძნობდი,რომ ის სადღაც ახლოს იყო.. წიგნებსა და ფილმებიდან ვიცოდი,რომ არ უნდა დაგეკარგა შანსი..არ უნდა გაგეშვა ის ერთადერთი... და,აი,ისიც გამოჩნდა... უკან დავიხიე და სადღაც მივიმალე..მალულად ვუყურებდი როგორ იღიმოდა,როგორი ლაღი იყო,როგორი ბედნიერი და როგორი მხიარული... ასეთი ერთ დროს მეც ვიყავი,მაგრამ მან გამანადგურა...ვიცოდი,რომ ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ შემეძლო..ვიცოდი,რომ ამ ყველაფრისთვის სმალე უნდა დამესვა წერტილი...ეს ვიცოდი და აღარ ვაპირებდი გაჭინაურებას..ვიცოდი,რაც მინდოდა და რაც მჭირდებოდა... გავედი...მისკენ წავედი...უფრო ახლოდან შევავლე თავი მის შავგვრემან სახეს..იმ წამებში მისი თითოეული ნაკვთი შევისწავლე..იმ მომენტში მე მიყავი...არ ვიცი ვინ ვიყავი... მის სიახლოვეს ვგრძნობდი,მაგრამ მეშინოდა...მეშინოდა,რომ მივუახლოვდებოდი,დაველაპარაკებოდი და ყველაფერი გაფუჭდებოდა. ბავშვობიდან ვიცოდი,რომ არავის ესმოდა სხვისი გრძნობების..მე ხომ თეონაც ვერ მიგებდა ნორმალურად...მეოთხე კლასში ვიყავი,როცა პირველად შემიყვარდა..მაშინ ამ გრძნობამ ისე ჩამკეტა,რომ დეპრესიამდე ცოტა მაკლდა..მახსოვს,რომ ის ჩემი კლასელი იყო..წლების განმავლობაში ვუყურებდი და მისი ღიმილით ვტკბებოდი,მის თითოეულ ხუმრობას საგულდაგულოდ ვიმახსოვრებდი..ეს მახსოვს,საოცარი რამ იყო...ბოლოს,როცა უკვე ასაკში შევედი,მას თავი დავანებე...აღარ ვფიქრობდი იმ ბიჭზე,რომელსაც გიორგი ერქვა და რომელიც მუდამ ჩემს წინ იჯდა.ალბათ,ჩემმა ინტერესებმა გამოიწვია ეს...შემდეგ მივხდი,რომ ეს გრძნობა ნამდვილი იყო და მე ჩავახშვე,სწორედ ამიტომ დავსდევდი აჩის. დავსდევდი აჩის,მაგრამ ჩემი თეონასაც კი არ ესმოდა,თეონას,ჩემს ერთადერთ დაქალს.შესაძლოა,სხვა ამას დედას მოუყვებოდა,მაგრამ მე მასთან არ ვიყავი გახსნილი,მას ბავშვობიდან ევრაფერს ვუყვებოდი,რადგან ჩვენს შორის იყო რაღაც დისტანცია,რომელსაც ვერასდროს დავამოკლებდი... წვეულება მალე დავტოვე,შევნიშნე თუ არა სასიამოვნოდ მომღიმარი ნია,მაშინვე წამოვედი..არ მინდოდა მისი წითელი წუჩსაცხი მეხილა ნიკას ლოყაზე..ლოყაზე აკოცა,ოდნავ მხარზე დაადო ხელი და ცივილურად დაშორდა,წინ მიუჯდა და კისკისი დაიწყო.გული ჩამწყდა და აცრემლებული სახლისკენ წავედი.მანქანას ძლივს ვმართავდი,მაგრამ მაინც მივიწევდი წინ. ალბათ,ეს ბავშვობიდან მომყვებოდა.ალბათ,ბედმა მომისაჯა მყვარებოდა ის,ვინც მიუწვდომელი იყო...ის,ვინც არასდროს შემიყვარებდა...ეს ჩემი ბედი იყო..ეს იყო იმის ბრალი,რომ მუდამ უკმაყოფილო ვიყავი,მუდამმეტი მინდოდა....ბავშვობიდანვე დავიბერე თავი,ფეისბუქიც კი ხვდებოდა,რომ ჩემი ფსიქოლოგიური ასაკი იყო 99 წელი. მთელი ღამე ფიქრში გავატარე,თეონასთვისაც არ დამირეკავს,მთელს სამყაროზე ვიყავი ნაწყენი,თავი მისკდებოდა და ფანჯრიდან თვალს ვაყოლებდი მთვარის შუქს...ისიც აღარ მელამაზებოდა,ჩემთვის მხოლოდ აჩის სახე ცოცხლობდა..რატომღაც მეგონა,რომ ჩვენ ერთმანეთისთის ვიყავით შექმნილნი.. მეგონა,რომ ის ჩემი გახდებოდა..ამ საკითხში ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი,მაგრამ,როცა დავინახე ნიას აკიაფებული თვალები,ყოველგვარი იმედი გაქრა..ჩემი გულის ლამპარი ჩაქრა...გაქრა აჩისთან ყოფნის იმედი...გაქრა მისი შავგვრემანი სახე,მისი თვალები...ღმერთო,ის...აჩი....სიზმარშიც ის ვნახე,დილას შეშინებული წამოვვარდი ფეხზე..უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი,მაგრამ მაგის თავი არ მქონდა. *** საღამოს „ასპირას“ გადავაყოლე გული...სხვა ბიჭებს ვუყურებდი..მომწონდა მათი დაკუნთული და მიმზიდველი სხეული..მომწონდა მათი დაორთქლილი მკლავები და პრესი..თუმცა არც ერთი მათგანი მიზიდავდა...მხოლოდ აჩიზე ვფიქრობდი.. რამდენი ბიჭისთვის გამიტეხავს გული აჩის გამო..რამდენისთვის ვყოფილვარ ცივი კეკე...მაგრამ რა? აჩის ნია უყვარს და მე გავნადგურდი...გიორგიც ასეთი იყო,გიორგიც ვერასდროს შეიყვარებდა მეოთხე კლასელ კეკეს,ვერც მეხუთე კლასელ კეკეს...კეკეს არ აქვს ბედი...კეკე ყოველთვის უბედურების სიაში ამოჰყობს თავს.... მანქანა მაღაზიასთან გავაჩერე,იოგურტი შევარჩიე და საფასური გადავიხადე...გამოსვლისას რატომღაც მის ვადას დავხედე და გამახსენდა,რომ ერთ კვირაში ოცის ვხდებოდი...იცი.რა? მაშინ ხარ მოხუცი,როცა დაბადების დღის გახსენებაზე განვლილ წლებს ითვლი...ჰოდა მე ასე ვარ უკვე დიდი ხანია... ახლაც ვერ ვაცნობიერებ,რომ ოცის ვხვდები..ამ დღეს,რასაკვრიველია,არ აღვნიშნავ,ალბათ,კარგად გამოვთვრები და კლუბში მარტოსულად ვიცეკვებ..შეიძლება,თეონაც გავიყოლო. თეონა იოგურტით შემოვირიგე,ძლიერად ჩავიხუტე გულში და ვუთხარი,რომ მიყვარდა. -გადარეული ხარ-სიცილი ვერ შეიკავა ჩემმა დაქალმა. -აბა რა,ფული ვიშოვე და..-თვალი ჩავუკარი. -ოჰ...რა ქენი იყავი? -იცი,რა? უბრალოდ დაიკიდე...ბიჭები არ არსებობენ... -კარგი,მასე.. -უბრალოდ შენ ბედნიერი ხარ,რომ ვერავინ მოგატყუა,თეონა..სიყვარული შეტყუებაა და მეტი არაფერი...გაღვივებულ ცეცხლში შეთრევა...მეტი არაფერი,გესმის? -გენაცვალე შენ... -აქ დავრჩები..ლელას თავი არ მაქვს,დამიწყებს,რატომ გააცდინეო... -გაიგებს? -არ ვიცი..იქნებ დეტექტივით დამიქირავა..-ამოვიხვნეშე და დივანზე დავეშვი.. -იფიტნესე? -აბა რა-მაისური ავიწიე და სარკის წინ დავდექი..-ბედნიერებს პრესი აქვთ,უბედურებს კი-დიდი ღიპუცა...ნიასნაირებს..-დავსძინე და ისტერიული სიცილი ამიტყდა... -ჰო,მართალი ხარ..-დამეთანხმა თეონა. -და იცი რა? მალე ჩემი დიზაინით კაბა გამოვა..მე არასდროს მიფიქრია ოჯახსა და მოვალეობებზე,არც შვილები მინდა...რად მინდა ზედმეტი თავის ტკივილი...აჩის რომ ვყვარებოდი ეს იცი რას ნიშნავდა? ის მალე მთხოვდა ცოლობას...და ეს გამანადგურებდა..ასე სჯობს..როცა ვიცი,რომ იმედი არ არსებობს,უფრო იმედიანად შევექცევი ცხოვრებას... -აი,მასე..-ძლიერად გადამეხვია თეონა,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. -ნია მოვიდა და უღიმოდა...ღრმა დეკოლტე ეცვა და ძალიან მოკლე კაბა.. -რა შენ ნაკლებად გეცვა? -და ის ისე უყურებდა..მერე აკოცა ლოყაზე.. -ჰმ.. -ცივილურობის გამო..თორემ მარტო როცა არიან,ისეთი ველურები იქნებიან.. -გეყო,ფანტაზიორობა.. -იქნებ გრძნობები არაა საჭირო? იცი,რა მძიმეა,როცა მას კიდიხარ... -ჩემი კეკე.. *** დილას მშვენიერ ხასიათზე გამეღვიძა..უნივერსიტეტშიც კი მინდოდა წასვლა..ავხტი საწოლიდან და კარებისკენ გავექანე,თეონასთვის უნდა შემესწრო საშხაპეში..შხაპიც მესიამოვნა და საერთოდ ცხოვრებამ გამახარა. -რა გჭირს? -ჩემი სიმღერა გაიგე,კანფეტ?-ვკითხე თეონას და პირსახოცი მოვიშორე სხეულიდან. -ჰო,კეკე... -რადა ნახე,რა ლამაზი სხეული მაქვს... -გეყო..-თვალებზე აიფარა ხელი. -თქვი,ბიჭი რომ იყო ჩემზე დაიშკებოდა,გაგიჟდებოდი..შემიყვარებდი... -კი,კი...-აგდებულად თქვა და სიცილი დააყოლა. -არა,თქვი,რომ სასურველი ვარ...ნახე,ჩემი თმა...ნია რას ჰგავს...ეგ გოგო როგორია,იცი? -როგორი?-ინტერესიანით თვალებით შემომხედა თეონამ. -„ხელი მომკიდე“ გოგოა. -ანუ? -იქნებ მისი ნაშაა და მეტი არაფერი... -ისევ აჩისკენ მიდიხარ ფიქრებით?-ქარბი მაღლა ასწია თეონამ. -არა..უბრალოდ უყვარს...ვსო,კეკე...-ვუთხარი საკუთარ თავს..-მას ისე უყურებდა...დიდი ძუძუები არ გაექცეს მაგ დეკოლტიდან..-პირსახოცი ავიფარე და საძინებლისკენ წავედი. -კიდევ კარგი ჩემები არ არიან,თორემ..-ჩაიცინა თეონამ. ჩემებიო...და ტელეფონმაც დამირეკა..ლელა იყო,როგორ ხარო..კარგად-მეთქი-ცივად ვუპასუხე და მალევე დავუთიშე...დედაჩემთან მაინც მიმტყუვნა ნერვებმა. *** -როგორ ხარ?-ავეკიდე ერთ სიმპათიურ ბიჭს..ისიც მაღალია და ისიც ძალიან მამაკაცური..სულ გამართული დადის და თვალებს ამაყად აცეცებს. -ვა,კეკე..-გაუფართოდა თვალები. -როგორ ხარ,ზუკა?-გავუმეორე და წამწამები ავახამხამე. -მაგრად ეე....შენ გაგახსენდი ტო? -ტოს გარეშე. -კარგი..დღეს საღამოს გცალი?-ბიჭი მიხვდა,რომ მომლბალი ვიყავი...ადრე სულ მპატიჟებდა ხან სად და ხან სად,მაგრამ სულ უარზე ვიყავი..გასაკვირი არ იყო,რომ გაუკვრიდა ჩემი მოკითხვა. -კი.. -გამოგივლი და მაგარი ფილმი ვნახოთ..მერე სადმე დავსხდეთ.. -რა თქმა უნდა..-სწრაფი ნაბიჯით დავშორდი ბიჭს.ის სამართალზა სწავლობს და საკმაოდ ნიჭიერია,როგორც ამბობენ..ჭკვიანია და გახსნილი გონება აქვს,მხიარულია,მეტი რამ კი ბიჭს არ სჭირდება..საქმე ადვილადაა. -როგორ ხარ?-ლიკა შემხვდა კარებთან. -კარგად...მეჩქარება..-ნაბიჯს ავუჩქარე ისე,რომ არც კი გამოვემშვიდობე. სამი საათი ვარჩევდი კაბას თბილისი მოლში..ბოლოს ძლივს ვნახე რაღაც სალათისფერი და მოკლე,ტანზე კარგად მომჯდარი,ფეხსაცმელებიც ვიყიდე...ბოლოს სალონს მივაკითხე და საკუთარი თავით კმაყოფილმა ზუკას დავუწყე ლოდინი. -სად მიდიხარ?-მკითხა ლელამ. -მეგობარმა უნდა გამომიაროს. -და ასე ლამაზად.. -ჰო,დე..-ირონიულად ვუთხარი,მე ხომ დეს არასდროს ვეძახდი. -კარგი,დე..-თვალი ჩამიკრა და დამტოვა. *** -ულამაზესი ხარ..-თვალს ვერ მაშორებდა ზუკა. -მადლობ...შენც ძალიან მიმზიდველად გამოიყურები..-თვალი ჩავუკარი და გვერდით მივუჯექი. -რა გადის,იცი? -რა გადის?-ვკითხე ინტერესით. -ნოუთბუქი..ჰო გიყვარს? -კი-დავუქნიე თავი,არადა უკვე მობეზრებული მქონდა. -ძალიან კარგი..-კმაყოფილი სახით შემომხედა. მთელი დრო უაზროდ ვიჯექი..წარმოვიდგინე,რომ ის აჩი იყო,მაგრამ ესეც არ გამომივიდა..ზუკა არ მომწონდა,მისი სიახლოვეც კი მძულდა..ჩემს გვერდით იჯდა და მაგასაც ვერ ვიტანდი.რასაკვირველია,მის კოცნაზე გულს ავირევდი,ამიტომ თავი ავარიდე და მალევე დავტოვე..საქმეები მაქვს-მეთქი და დავტოვე...მისი დანახვაც კი არ მინდოდა...მას უცხო საგნად აღვიქვამდი..იმ წამს ზუკას გადავაბრალე აჩის სიშორე.. *** -რა ქენი? -რა და ფილმის მერე დავტოვე..ვერ ვიტან სხვებს..-კივილი დავიწყე.-მხოლოდ ის მინდა,მხოლოდ აჩი..მის გარდა მამრობით სქესს ვერვაღიარებ...მე მასზე ვგიჟდები..მის დანახვაზე მეყინება თითოეული ძარღვი,მის დანახვაზე ძლიერად მიფეთქავს გული..ხოლო სხვები მძულს! -კარგი,დაწყნარდი...დღეს მნიშვნელოვანი თამაშია და წავიდეთ. -იქ ნია იქნება...-ამოვიკნავლე. -რა ვიცი...რა ვიცი..იქნებ მხოლოდ ...ჰო ხვდები.. -არა,ის ისეთი თვალებით უყურებდა...მე ეს მესმის,თეონა! იმ საღამოსაც თეონას კალთაში მედო თავი....ვიწექი გაშეშებული და ვფიქრობდი ამ ყველაფერზე... -სუსტი ვარ...უსუსური ვარ,თეო..-ავხედე დაქალს. -არ ხარ..ჩემო ლამაზო.. -არ ვარ...ვარ.. მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია...-თავი ავსწიე და ფანჯარასთან მოვედი.. -წვიმს..-მშვიდათ თქვა თეომ და ფეხზე წამოდგა. -წვიმს და ამის დედაც...მეზიზღება ყველაფერი...აჩი მინდა! -პატარა ბავშვი ხომ არ ხარ..რა აჩი? რის აჩი?-ბღაოდა თეონა. -გავგიჟდი და შემეშვი...შენც არ გაგაგიჟო. -დაწყნარდი..-წელზე შემომხია ხელი და დივანზე მიმაწვინა. -როგორ? მე ის მინდა..მე ის მჭირდება..უბრალოდ მინდა...-სხვა ვერაფერს ვამბობდი. -და გიყვარს?-მკითხა თეონამ და თვალებში ჩამხედა. -არ ვიცი ეს რა გრძნობაა...და საერთოდ არ ვიცი რა არის სიყვარული,მაგრამ იცი რა? მე მის გარეშე არ შემიძლია.. -იქნებ დრო.. -შემეშვი.. -კარგი,მე დაგტოვებ. ახლაც მახსოვს იმ უცნაური ბიჭის მზერა,მუდამ ჩემს წინ რომ იჯდა...ახლაც მახსოვს,რომ მუდამ მჯეროდა სასწაულებისა და ზღაპრების..მჯეროდა,რომ რაღაც მოხდებოდა და ჩვენს ცხოვრებას თავიდან ბოლომდე გარდაქმნიდა.მჯეროდა,რომ ეს იყო ყველაფერსა და ყველაფერზე ძვირფასი რამ. ყველაზე მეტად ის მაწუხებდა,რომ აჩის სხვა უყვარდა,სხვას კოცნიდა,სხვა გრძნობდა მის სითბოს,მისი სხეულის სიმხურვალეს,რომელსაც მე ვერასდროს ვეღირსებოდი. ჩემი დაბადების დღეც უღიმღამოდ მოვიდა,უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი და ერთი სული მქონდა თავს როდის დავდებდი ბალიშზე.კარებთან მივედი და გასაღები ამოვიღე,მაგრამ ვიღაცამ დამასწრო და გამიღო. -შემაშინებ..-გავხედე თეონას და უკან წავიწიე შეშინებული ბარტყივით. -სიუპრიზი...გილოცავთ.... ხალხის სიმრავლემ დამაფრთხო და თან გამიხარდა კიდეც... -არ იყო საჭირო...მადლობა...-ღიმილით გადავეხვიე თეონას. -არაფრის.. -რამდენი ვინმე დაგიპატიჟია? -ძველი ნაცნობ-მეგობრებიც..-თვალი ჩამიკრა. მისი სიტყვებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება,ყველაფერი ჩვეულად მიდიოდა.ისევ ჩვეულებრივი წვეულება იყო,მაგრამ ერთ წამს რაღაც შეიცვალა.გიორგი გამოჩნდა,ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა..სკოლის მერე არ მენახა გიორგი და მისი მოსვლა გამიკვირდა,თეოსაც ვერ ვუსაყვედურებდი,მან ხომ არაფერი იცოდა ჩემი ბავშვობის უიღბლო სიყვარულის შესახებ. -გიორგი?!-ჩემთვის ჩავილაპარაკე,წარბები მაღლა ავსწიე,იმ მომენტში ავთრთოლდი კიდეც,ალბათ. მარიამი..მარიამი ერქვა იმ გოგოს,ბოლოს რომ ხვდებოდა..მეგრელი იყო,მაგრამ მისი გვარი არ მახსენდება. -გილოცავ...პირადად ვერ გნახე..-გადამკოცნა მოულოდნელად ბავშვობის სიყვარულმა. -მადლობ..-გავუღიმე დამის გვერდით მდგომი გოგონა შევათვალიერე,ჩემზე ხუთიოდე სანტიმეტრით დაბალი შავგვრემანი გოგო იყო..ჩვეულებრივი სახე და გრძელი თმა ჰქონდა. -მეც გილოცავ.-მორცხვად გამიღიმა. -მადლობ.. გამიკვირდა გიორგის აქ ნახვა.ბედისწერა ხომ არ არის-მეთქი-ვფიქრობდი,მაგრამ მაინც არ მაინტერესებდა ეს სისულელე..მსგავსი რამენი მხოლოდ ზღაპრებსა და სასიყვარულო მელოდრამებში ხდებოდა... არა,სასწაულების არ მჯეროდა...ან რატომ უნდა დამეჯერებინა რაღაც აბსურდულობა,სადღაც ჩახვეული რამ,რაც უბრალოდ უბრალოდ სისულელეა,დიდი სისულელე...შეიძლება ითქვას,უზარმაზარი სისულელეც. აჩი?! ვინ იყო აჩი? უბრალოდ ერთი ჩეულებრივი ბიჭი...მაგრამ ჩემთვის არაჩვეულებრივი..ჩემი სიგიჟე და...უბრალოდ დიდი ილუზია...სიყვარული ხომ ისედაც ილუზიაა,თვალუწვდენელი ჰორიზონტი და სასტიკი გაგიჟება... ისევ ვერ ვიჯერებდი,რომ იმ დღეს 20-ის გავხდი..მიკვირდა,რომ დრო ასე მალე გავიდა...არა,მართლაც დრონი მეფობენ და არა მეფენი...საოცარი რამ არის,ყველაფერი მიდის და ყველაფერი იცვლება..იქნებ ცხოვრება უბრალო კარუსელია,მბრუნავი კარუსელი,კარუსელი,რომელიც არასდროს ჩერდება... მახსენდებოდა ჩემი განვლილი ცხოვრების ნათელი და ბნელი წერტილები,მახსენდებოდა წარსული და მეფიქრებოდა აწმყოზე..მეფიქრებოდა და მომავალს ვერ ვხედავდი..არ შემეძლო მეფიქრა აჩიზე..ვფიქრობდი და ვგიჟდებოდი...ვერ წარმომედგინა იგი ნიას მკლავებში,ნიას ბაგეების ძალაუფლების ქვეშ...არ შემეძლო მეფიქრა მის სახეზე,რომლის ღიმილის მიზეზიც ნია იყო... -არა,შეუძებელია!-ორი საათი იქნებოდა ღამის,როცა საწოლიდან წამოვდექი,სული მეხუთებოდა,დაძინებაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი..მტკიოდა და მთელი გულ-მუცელი მეწვოდა...მტკიოდა არარსებული სიყვარული,მტკიოდა ის ბიჭი,რომელიც მე სულ არ მიცნობდა..მტკიოდა მისი ღიმილი,მისი სახე..მისი....უბრალოდ ფანჯარა გავაღე,თმა მაღლა ავიწიე და ჰორიზონტს გავხედე...ისევ მეტკინა,არ მინდოდა,რომ აჩი არ მენახა.. გარეთ გავედი..მანქანა დავძარი და ქუჩას გავუყევი..მიყვარდა წვიმა და ახლაც წვიმდა..საოცარი იყო მისი ხმის მოსმენა..ცოტა ხანში გადმოვედი მანქანიდან და ბილიკს გავუყევი..ვგრძნობდი როგორ მეცემოდა წვიმის წვეთები...ეს შეუდარებელი გრძნობა იყო,აღუწერელი შვება...ვგრძნობდი,რომ თავიდან ვიბადებოდი 20 წლის ასაკში... ერთი თვე ჩვეულად გავატარე...ვითმენდი იმას,რომ არ დავდიოდი აჩის თამაშებზე..ვითმენდი,რომ ის სხვაგან იყო,სადღაც შორს..მაგრამ ერთ ხუთშაბათ დღეს გავიწურე ემოციებში..გავიწურე,როგორც ტილო და რაღაც წვეულებაზე წავედ..მგონი,რაღაც მნიშვნელოვანს აღნიშნავდა აჩი. იმ დღეს ყველაზე გულმოდგინედ გამოვეწყვე,მახსოვს კაბას მთელი დღე ვარჩევდი,მაჯიაჟიც ორჯერ გავაკეთებინე სალონში..მახსოვს,იმ დღეს საშინლად ვღელავდი,უკანასკნელ დონეზე მეწვოდა გული... თავიდან თითქოს არაფერი ხდებოდა,შორიდან ვუყურებდი აჩის და მერე..მერე კი უბრალოდ ბორბალი თავიდან დატრიალდა..ჩემი გულიც თავიდან შეინძრა.. -როგორ ხარ?-ისევ გამოჩნდა ნია.ამჯერად მოკლედ ქვედაბოლო ეცვა და წითელი პომადა ცხვირამდე ასდიოდა. -მაგრად..შენ?-ამჯერად მკაციოდ გავიგა აჩის ხმა. -მომენატრები..-ჩასჩურჩულა გოგონამ.. სმენა დავძაბე,ნუთუ ეს მართლა მომესმა-მეთქი..გამიკვირდა ამას არ ველიდი..ნეტავს სად მიდიოდა აჩი...დავინტრიგდი და წინ წავიწიე...ყველას სახეზე გამომშვიდობების განცდა ისახებოდა..ნეტავ რა ხდებოდა? რამე ხომ არ სჭირდა აჩის...თავში სასტიკად დამთრგუნველმა ფიქრებმა გამირბინა.. -ჰო,ძმა..მიდი..-ნაცნობი ხმა მომესმა და ცოტა ხანში აჩის ხმამაც გაიჟღერა... -მიხარია,რომ აქ ხართ...-იღიმოდა ისე,როგორც ყოველთვის..ნეტა რა უნდა ეთქვა...-მიხარია,რომ დღეს საზღვრებს ვცდები და მოსწონთ ჩემი ..მოკლედ,მიხარია,რომ ამიყვანეს...და ეს თქვენი დამსახურებაცაა..უთქვენოდ ამას ვერ შევძლებდი... მთელ სხეულში დენმა დამიარა..ნუთუ აჩი მიდიოდა..რა იქნებოდა მერე..მას რომ ვეღარ ვნახავდი....ცრემლები მომადგა,მაგრამ მალევე შევიკავე,თავს დავუღრინე,გამაგრდი-მეთქი. დაახლოებით ოცი წუთი ვიყავი გაბრუებული,მერე კი სამყარო შეინძრა...გავიგონე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განგმირავი სიტყვები და გული წამივიდა... -რა ხდება? სად ვარ?-ძლივს გამოვფხიზლდი კოშმარული ძილიდან. -აქ ხარ..-თეონას სახე ძლივს დავლანდე. -აჩი სადაა?-მაშინვე მისი სახელი ვიკითხე. -აჩი..მიფრინავს. -ჰო...იცი,რა გავიგე? -შენთვის არ აქვს იმას მნიშვნელობა,რომ აჩი მიდის და ორი წელი ვერ ჩამოვა.. -არა..-გავაქნიე თავი. -რა მოხდა,კეკე? -არ ვიცი..ეს ბრძოლა იყო,მგონი..მე ნიას ჯიბრი მამოძრავებდა..ალბათ,ეს ქალური შური და კონკურენცია იყო... -რა შეიცვალა?-სახე იცვალა თეონამ. -ნია მისი და ყოფილა.. -რა?-სულ გაწითლდა თეონა და სკამიდან კინაღამ ძირს დაენარცხა. -ჰო,გუშინ მისი ქება-დიდება წარმოთქვა..ჩემი დაო..ჩემო დაო.. -ანუ ჭურში ვიყავით?-მაინც ვერ მშვიდდებოდა თეონა. -არ ვიცი ...არ ვიცი საერთოდ არაფერი...მხოლოდ ერთი რამ ვიცი..ჩემთვის აჩი გაქრა... -რა? -ჰო...ეს უბრალოდ...უბრალოდ არაფერი ვიცი.. -დარწმუნებული ხარ? -ჰო.. -იქნებ გენახა? -კაი რა..-თავი გავაქნიე. ერთ ბრძენს უთქვამს,სიყვარული არ კვდებაო..უთქვამს,რომ თუ გაქრა,ეს სხვა რამ იყოო...იცით,რომ ზოგჯერ გრძნობებს სახელს არასწორად ვარქმევთ? იქნებ სჯობს,რომ თავი შევიკავოთ ამ მისიისგან? იცით,რა? მიყვარხარ ყველაზე სათუთი სიტყვაა..ამაში დარწმუენბული თუ არ ხართ,არ უნდა თქვათ...არასწორად ნათქვამმა სიტყვებმა ადამიანს,შესაძლოა,ძალიან მოუკლას გული და ყოველგვარი ენერგია დაუკარგოს...ეს მას დაშრეტს... ცხოვრება ძნელია და სიყვარული მას კიდევ უფრო ართულებს... სხვის გრძნობებზე საუბარი ადვილია,ადვილია სხვისი გრძნობების კრიტიკა,მაგრამ საკუთარის სასტიკად ძნელი... დღეს მიხარია,რომ აჩის და აღმოჩნდა ნია...ასე რომ არ ყოფილიყო,მუდამ მასზე ვინქებოდი აკვიატებული და იქნებ დღევანდელი მეუღლეც არ გამეცნო... -ეს სხვისი გრძნობა იყო... -მართლა?-მეკითხება და თავს მაღლა სწევს. -ჰო..მართლა..არ მოგიყვები,რადგან ეს სხვისი იყო..სხვისას ადვილად განვსჯით ადამიანები.. -კარგი,კეკე.. -კარგი.. -მიყვარხარ! ცხოვრებაში თითქმის ყველას ჰყავს მეორე ნახევარი და ამის მჯერა..მეტი არ ვიცი რა ვთქვა..რა უნდა ვილაპარაკო სიყვარულზე,რომელიც უკვე საუკუნეებია ბრძანებლბს ჩვენზე,ადამიანებზე...ევას შექმნამ სიყვარულიც შვა..აი,საიდან იღებს იგი სათავეს... ცხოვრება გაუჩერებელი კარუსელია..იგი მუდამ ბრუნავს,არასდროს ჩერდება... ____ ჩემს ისტორია,რომელსაც ყველაზე ნაკლები აქტივობა ჰქონდ,სრულად ვდებ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.