მეხსიერების მუდმივობა [დასასრული]
როგორ უნდოდა ეწვიმა, როგორ უნდოდა წამოსული, ვერ გაჩერებული ცრემლები წვიმას დაეფარა. როგორ უნდოდა მისი ხმის გაგონება, ერთხელ მაინც დაეძახა, მძიმედ მიადგავდა ნაბიჯებს და გრძნობდა რო ყველაფერი იმ სახლში, მასთან დატოვა. ახლა გაძარცული და გაუბედურებული ბრუნდებოდა, არც იცოდა სად, როგორ შეიძლება დაბრუნდე იქ სადაც არაფერია შენი, ფეხით არ ახსოვს რამდენი იარა, ან სად იარა, ასე ცარიელი და გამოფიტული არასოდეს ყოფილა, ყოველთვის ჰქონდა რაღაც რასაც ჩაეჭიდებოდა, როცა ბარბარეს ცოლად მოყვანა გადაწყვიტა ამ მიზანს ეჭიდებოდა და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის, პატიების სურვილი კლავდა და იმით ცხოვრობდა, ახლა, ვერაფერს ეჭიდებოდა, არაფერს ხედავდა ირგვლივ რაც ოდნავ მაინც დაუწყნარებდა ატეხილ გრძნობებს. როგორ უჭირდა ამის მოთხმენა, როგორ ენატრებოდა უკვე, რამენიმე წუთში მონატრების ტალღამ ისე გადაუარა რო ეგონა ძვლები დაემსხვრა., შეაკანკალა და ბეწებში მოხარა ამ ტკივილმა.იქვე ბორდიულზე ჩამოჯდა, ეღიმებოდა, ეტირებოდა, ენატრებოდა, სულ კუდიანი ეფიქრებოდა, ტაძართან მივიდა, შესვლა ვერ გაბედა დიდ ხანს იდგა გაბრუებული, ყველა გრ ძობისგან აჯანყებული სული და მაინც ყველაზე ცარიელი. სახლამდე ძლივს მიტანილი სხეული, მის ოთახში უადამიანობას შემსკდარი სული და ყოველი ნივთისგან გამოწვეული ტკივილი, ყველაფერი მის თავს ახსენებდა, მისი სურნელი ჯერ ისევ იდგა, საწოლთანნ ჩაკეცილი ოშხარელი და მწარე რეალობისგან დაშლილი სხეული. ........................... -სანდრო შეიძლება გელაპარაკო? კაფეში შევიდა ნიკა და ალექსანდრეს მხარზე ხელი დაადო. ამ შეხებამ შეაკრთო ოშხარელი და უხერხულად შეიშმუშნა, მას მერე პირველად ელაპარაკებოდა მამამისს. -სანდრო ხო ხვდები რო ბევრი გვაქ სალაპარაკო? -არა ნიკოლოზ არ მგონია რამე გვქონდეს, სანდრომ მაგიდის გადაწმენდა გააგრძელა. -ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს იმის თქმა რასაც ვფიქრობ ალექსანდრე, ხო იცი რო ასე ლაპარაკი არც არასოდეს შემეძლო, მაგრამ ახლა უნდა გავარკვიოთ რო როგორმე მოვისვენო. -ნიკოლოზ არაფრის გარკვევა არაა საჭირო, მე არ ვარ გაბრაზებული, არც ნაწყენი საერთოდ არაფერი, ამიტო არც ჩემთან ლაპარაკს აქვს აზრი, სანდროს ფერმკრთალი სახე ნიკას გულს უკლავდა, ორმა წელმა საშინლად დააბერა, მოტეხა და გამოფიტა. იმ დღის მერე რაც სანდრომ ბარბარე დატოვა, დატოვა მასტან ერთად ყველაფერი, ყველა განცდა კარგიც და ცუდიც, ახლა უემოციო ბერიკაცს უფრო გავდა ვიდრე იმ ალექსანდრე ოშხარელს ვისაც ბაბუამისმა დიდი ხნის განმავლობაში ჭედდა. ახლა გულგრილად, უემოციოდ შეეძლო ვინმესთვის ხმამაღლა ლაპარაკის მოთმენა, არც ვინმესთან უჩხუბია ამდენი წლის მანძჳლზე, უბრალოდ არ აინტერესებდა, არ ფიქრობდა რამეზე, ქეთოსთან და გიოსტან თუ გავდა ცოტათი იმ ალექსანდრეს. -მე ყველაფერს დაგიბრუნებ. -რას დამიბრუნებ ნიკოლოზ? გგონია ახლა რამე მჭირდება, სანდროს გაღიმა, ღიმილით, რომელიც იტევს ყველა ტკივილს და ცხოვრების ყველა ამაოებას. -მარტო ფულს არ ვგულისხმობ სანდრო, ნიკა ფეხზე ძივს იდგა. იქვე მაგიდას მიეყრდნო და მძჳმედ გააგრძელა.- 2 წელი და 4 თვეა არ მძჳნებია ნორმალურად, მგონია რო რაღაც მგუდავს, მახრჩობს, მთელი ძალით შემომეხვევა ყელზე და ისე მქაჩავს რო არც მოვკვდე და არც ცოცხალი დავრჩე, ვებრძვი მაგრამ ვიცი რო აზრი არ აქ, ეს გრძნობა შიგნიდან მღრნის, სინდისი მაგიჟებს იმის გამო რო ასე დაგტანჯე გაწვალე, იმ სიტყვებისთვის რაც გითხარი და ამ ყველაფერს ის მიმძიმებს რო ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და ასე რო გიყურებ მირჩევნია მოვკვდე. სანდრო მეტს ვერ უძლებდა ნიკა უღწერდა იმას რასაც უკვე 6 წელია ყოველ ღამე განიცდიდა და აგიჟებდა. -მოიცადე, არ გინდა გთხოვ, ოღონდ ეგ არა, არ ინერვიულო გთხოვ მე აღარც მახსოვს, გეფიცები. ნიკას ჩაეღიმა სანდროს აკანკალებულ ხმაზე, მის თვალებზე და ამხელა გულზე. -მაპატიე, ის დღე მაპატიე და ყველა დანარჩენი, მაპატიე რო როცა ყველაზე მეტად გინდოდა, გჭირდებოდა მამა გვერდით არ გედგა, პირიქით საპირისპირო მხარეს და ბოლომდე წიხლს გაჭერდა, ორი წელია ვცდილობ რამე ავაწყო, რო ყველაფერი დაგიბრუნო რაც ჩემ გამო დაკარგე, ისიც ვიცი რო შენთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ მე მინდა ჩემთვის რო ოდნავ მაინც დამიწყნარდეს სული. -მამა, ამ სიტყვაზე სანდრო შეკრთა, ახლაღა მიხვდა რო ამდენი ხანია ეს სიტყვა არ უთქვამს და ახლაც წამოცდა, ნიკას კაპილარებში სითბო ჩაეღვარა. -მამა, კიდე გაიმეორა და მოეხვია, -ყველაფერს გაფიცებ ჩემზე არ ინერვიულო, არც იმ დღეზე, არც ის იფიქრო რო რამე გაქვს საპატიებელი, ისე მოიქეცი როგორც სწორად მიგაჩნდა, არც იმაში დაადანაშაულო თავი რო უტა მოკლეს ეგ შენი ბრალი არ იყო, უბრალოდ ასეთი რამეები ხდება და სამწუხაროდ ჩვენმა ოჯახმა ვერ გაუძლო, ყველა ჩვენებურად დავიშალეთ და ოჯახიც დავშალეთ, უტას სიკვდილმა ყველაფერი გაგვინადგურა, ერთი შეხედვით ჩადუღაბებული ურთიერთობები სწრაფად დაიშალა, ესეც რაღაც კანონზომიერებაა მამა, ესეც ბედია ალბათ, არ ვიცი, მაგრამ შენ არ დაიდანაშაულო თავი გევედრები, არ მინდა იმას გრძ ობდე, ერთი დღეც ვერ გიმეტებ ამისთვის რაც ამდენი ხანია გაუჩერებლად მტანჯავს. ნიკას ყველაფერი აეწვა. -მე ვერ შევძელი შემენარჩუნებინეთ, უტას მერე მეგონა რო ყველაფერი სულ ერთი იყო, საშინლად მრცხვენია რო ოჯახი დაგანაწევრეთ, არადა შენ და დედა ყოველთვის ელოდით ჩემგან რო საბოლოო სიტყვას ვიტყოდი, გაიძულებდით რო ცხოვრება გაგეგრძელებინათ უტასთან ერთად ოღონდ გულშჳ და არა ასე აჩრდილივით მის სულთან. მე კი იმედები გაგიცრუეთ. შენ ყოველთვის გემახსოვრება რო მე ვერ დამეყრდენი, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო შენ გვერდით ვყოფილიყავი მე კი... -მამა მორჩა გესმის, დამტავრდა, ახლა წადი დედა ნახე, სადმე დაპატიჟე, უარს გეტყვის, მაგრამ საბოლოოდ ჩაიზე შეგიპატიჯებს, იფიქრებს რო ყავა საზიანოა, ილაპარაკებთ, მეც მალე მოვალ, და არ გინდა დამიჯერე რო მე გაპატიე, მაშინვე, შენ მამა ჩემი ხარ და სისხლი ისე გვაკავშირებს რო არაფერს შეუძლია ამის გაწყვეტა თუ კი ოდნავ აზროვნების უნარი გვაქ. -მეამაყები. მამაჩემს მადლობას ვერასდროს გადავუხდი ასეთი რო მყავხარ, ნიკამ ცრემლი ვერ შეიკავა, სანდრო მოეხვია თეთრ თმებზე ეფერებოდა და ეღიმებოდა ............... -სანდრიკ სად ხარ? ტელეფონზე ბექას მოულოდნელი ხმა გაისმა, ისე იყო ოშხარელი დაღლილი რო ძლივს ამოილუღლუღა სახლშიო. ბიჭებმა იცოდნენ რო იმ დღეს ბარბარე უნდა წაეყვანა სახლში და როგორ ცუდად იქნებოდა, ის 2 წელი ამოიწურა რაც სანდრომ თავის ტავს და ბარბარეს დაუდგინა და სანდროსაც ყველანაირი ენერგია დაეშრიტა, აღარც ემოციული და აღარც ფიზიკური ძალა გააჩნდა. ბიჭები თავზე დაადგნენ, უფრო დაახტნენ, ლევანი კამერით იყო და საწოლთან ჩაკეცილ ლექსოს უღებდა, ბექა თმებს უჩეჩავდა, ცდილობდა მხიარული ყოფილიყო, მაგრამ სანდროს სახეს რო უყურებდა არაფრის თავი არ ჰქონდა ყველაზე დიდ მასხარას და აღარც სხვებს. ჯაბა გვერდით მიუჯდა, უხმოდ უხმაუროდ, რამდენიმე წუთი არც ერთი იღებდა ხმას, მერე თორნიკემ დაიწყო. -ლექსო როგორ ხარ? -უამინდოდ. კისერი გადაწია ალექსანდრემ. -არაფერი გითხრა? კითხვა შეაპარა ბექამ დაწვრილებული ხმით. -მშვიდობითო. -მერე რა რა უნდა ახლა უნდა იზრუნო იმაზე რო ეგ „მშვიდობით“ „ნახვამდით“ გადააკეთო და მერე.... მერე უფრო გაადვილდება. -აუ ლევან ეგრე მარტივი რო იყოს. -კარგი რა სანდრინიო როდიდან დაიწყე მორცხვობა? ადექი და მიდი დაელაპარაკე, იმას რა დამაჯერებს რო გერიდება. -მე მას პირობა მივეცი და ვერ გავტეხ......... გაუტეხელმა ფიცმა მთლიანად გატეხა ჯალათი, ყოველი დღე ერთნაირი იყო, ბნელი, უემოციო და დამქანცველი. ღამე კი შეუდარებლად მტანჯველი,ნაწილებად შლიდა, ამსხვრევდა და თითქოს კაპილარები ასკდებოდა. მხოლოდ იმიტო იჯდა ბიჭებთან რო უნდა მჯდარიყო, მხოლოდ იმიტო ისმენდა მათ ხუმრობას რო ესმოდა, სინამდვილეში არც სულით და არც გონებით იქ არ იყო, თვითონაც არ იცოდა სად იყო. ამ ყველაფერს საშინელი სიზმრები დაერთო უკვე ძილიც აღარ იყო ამ ცხოვრებიდან ცოტა ხნით დასვენების საშუალება, გაფითრებული იღვიძებდა რამდენიმე წითი იმაზე ფიქრობდა რა იყო სიმარზთლე და რა სიზმარი ბიჭებთან ხუმრობდა ძალით, უკვე ერიდებოდა ასეთი სახით ჯდომა და თავს ძალას ატანდა, ისინიც არ ეშვებოდნენ ყველგან ექაჩებოდნენ, ბექა ტავის ამბებს ყვებოდა გვანცაზე იმდნს ლაპარაკობდა ბოლომდე ვერავინ ძლებდა რო მოესმინათ. -რამდენი წლისაა ბექა? კითხა ალექსანდრემ რო ცოტა შეეწყვეტინებინა ლაპარაკი. -20 ის მესამე კურსზეა, არ ჩამქოლოთ და იურიდიულზე, გაიცინა ბექულიუსმა. -აუ რა იურისტი კარგი რა, ამდენი იურისტის დანახვა აღარ შემიძლია, წუწუნებდა თორნიკე. -მოიცადე გვანცა თოლორდავა? ალექსანდრე გამოერკვა და გამომცდელად შეხედა ბექას. -შენ რა იცი? წარბები შეყარა ბექამ. -ჩემი მამიდაშვილია! -აუ ახლა მოიცადე სვანურად არ გამიჭედო თორე დაგახრჩობ იცოდე ოშხარელი.ბექა ანერვიულდა მაგრამ ენას მაინც არ აჩერებდა, -არ გაგიჭედავ, მაგრამ იცოდე რო ბეწვის ხიდზე გადიხარ, ოდნავ მაინც რო აწყენინო. -ოეეეე სანდრიკუნა ნუ მემუქრებიო თორემ ყურებს დაგაჭრი, მე კიდე მოტაცებას ვაპირებდი... -როგორ გაგივითარდა იუმორი, დაგესლა სანდრომ. -იუმორი კი არა მართლა ვამბობ, მოიღუშა ბექა. -რას ამბობ მართლა? ხო არ გაგიჟდი? გაეცინა სანდროს. ციხიდან ვერ გამოგათრევთ და შენთვის დამიჯერე იქ ყოფნა აჯობებს თორე თავს მოგაჭრი ეგ რო გააკეთო. -აი ბექაზე იქნებოდა ის მუხლი ზედ გამოჭრილი რო ამოიღეს, მგონი 184 იყო "ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით" ჩაიქირქილა თორნიკემ. -რა იდიოტური მუხლი იყო. -ხო აბა სულ არ გაგჩენია სურვილი, ერთმანეთს ასკდებოდნენ ბიჭები ბექას სახის გამო. -იმედია სანდრინიო ხვალე შენტან რო მოვალ გვანცაც იქ დამხვდება, ძალიან მოენატრა ბიძაშვილი თურმე. აათამაშა ხელები ბექამ. -რა თავხედია ეს ნახეთ, პროფესია ხო არ შევიცვალო და მაჭანკლობაც დავიწყო? -არა ახლა მაგდენს ვერ მოგთხოვ სანდრიკუნა და ისე მაგას რო შეასრულებ მერე მოვიფიქრებ კიდე რამეს.საღამოს რა თქმა უნდა გაიარა ბექამ სანდროსთან თან თორნიკე სულ ძალით წაათრია, მარტო მისვლა არ უნდოდა, და სანდრომაც რა თქმა უნდა სრულიად "შემთხვევით" დაახვედრა გვანცა, რომელსაც მეორე დღეს გამოცდა ჰქონდა და კაბინეტიდან არ გამოსულა. უბრალოდ ხათრი ვერ გაუტეხა ალექსანდრეს და ამიტო მივიდა მასთან, ბექას კი გაუხარდა რო გაიგო იქ იყო, მაგრამ მისი ყოფნის აზრი ვერ დაიჭირა, საერთოდ არ ჩამოსულა. -იმან სულ ამდენი უნდა იმეცადინოს? გაოცებულს აღმოხდა -ჯობია იმეცადინოს თორემ შენზე უარესია იმდენი ლაპარაკი უყვარს, გაეცინა ალექსანდრეს. -ვის? გვანცას უყვარს ლაპარაკი? ორი წინადადება ვერ გადააბა მე რო დაველაპარაკე, ნუ მატყუებ რაღაცას. -დაიბნა რა გჭირს ბექა შენ რო დაგინახა აბა რა გეგონა.ბექას ესიამოვნა თუ მიზეზი მართლა ეს იყო და სასაცილოდ გაიჭიმა, როცა სანდროს დამატებული სიტყვები გაანალიზა. -დაიბნეოდა აბა შენნაირი მასხარა თუ არსებობდა წარმოდგენა არ ექნებოდა, თან დარწმუნებული ვარ ასე გიჟჳვით მივარდებოდი და ლაპარაკს დაუწყებდი. -ოჰოჰოჰო, გამომივიდა აქ ბრძნადმეტყველი, უთხარი რო ჩამოვიდეს თორე მე ავალ და საერთოდ დამელაპარაკოს, ასე როგორ შეიძლება, გაგიჟდება ამდენი სწავლა არ შეიძლება. თავს მარიდებს ჯერ ასეთი ურთიერთობებისთვის არ მცალიაო.. -მერე შენ რა უთხარი? გაეცინა სანდროს. -როცა მოიცლი შენ ტოლებს უკვე შვილიშვილები ეყოლება-მეთქი. თორნიკესაც კი გაეცინა თანაც გულიანად ბექას პასუხზე. -ყურს რო დააკლდება აი მაშინ გამოგყვება მხოლოდ, აბა სხვანაირად შენ რო გისმინოს გიჟი უნდა იყოს რო შეუყვარდე. -ვირაცას მწარე ენაზე წიწაკა მოუყრია და ახლა ამ ყველაფერს აფრქვევს, თორნიკე რა არის ერთი ვერ გავიგეე.... გაიბუტა ბექა. -კარგი ახლა როგორ დავიჯერო რო 20 წუთი არ ჩამოვა, ვითომ მე არაფერი ვიცი უთხარი ჩამოვიდეს და მე გპირდები ჰოლივუდის გაკვირვებას აღვიბეჭდავ სახეზე მისი დანახვისგან გამოწვეულს, ოსკარი არ დაგავიწყდეთ მეე რო გადმომცეთ, საუკეთესო გაკვირვებულის როლის შესრულებისთვის. -ოსკარი არ ვიცი და შეიძლება თავში რამე მოგხვდეს იმ გოგოსგან თუ ეგრე ხმამაღლა ილაპარაკებ. ბიჭებმა მთელი სამოქმედო გეგმა გაწერეს როგორ უნდა გამოეყვანათ გვანცა ოთახიდან თანაც ისე რო ეჭვი არ გაჩენოდათ, სანდრომ უცბად მოკრა თვალი პატარა ფეხებს გაუჩერებლად რო დახტუნაობდა სამზარეულოში და ჩაეღიმა. -ქეთუშა მოდი ჩემთან. პატარა ფეხები, სასაცილო ჯინსის მოკლე კაბა რო ეცვა მაშინვე გამოიქცა. -ქო ცანდლო. კალთაშჳ ჩაუხტა ბიძამისს. -ქეთუშა ჩვენ მეგობარს ჭირდება დახმარება და შენზე კარგად ამას ვერავინ მოახერხებს. პატარა ქალმა ყველაფერს მალე აუღო ალღო და დიდი ენით უფრო რო დაეტკბო ოთახიდან გამოიყვანა მართალია ქსეროქსებით ხელში, მაგრამ მაინც, მასზე უფფრო მეტად მოლაპარაკე გვანცა, რომელიც ენას არ აჩუმებდა კიბეებზე, ყველაფერს ეკითხებოდა ქეთევანს, ბექა რო დაინახა ადგილზე გაშეშდა, მაგრამ ბექას უფრო მეტად გაკვირვებულმა სახემ შეაკრთო, სანდროს ეცინებოდა ბექას დაბნევაზე, სიტყვას ვერ აბავდა ერთმანეთს, ვერც გვანცა ამბობდა რამეს, ეს კიდე უფრო მეტად უკვირდა ოშხარელს, თავისი მამიდაშვილი და ასეთი ჩუმი არასოდეს ენახა, სოფელში „ბირჟაზე“ სულ ყველაფერს იკლებდნენ, გაუცერებლად ლაპარაკობდნენ, მხიარულობდნენ შუა ღამემდე, არც კი ეგონა რო რამეს შეეძო ასე დაედუმებინა ეს ორი არანორმალური. დღეები სულ ასე მიდიოდა, ბექას წუწუნი ამ ყველაფერზე, ლოდინი როდის მორჩებოდა ქალბატონი სწავლას, ცდა რო როგორმე გაემხიარულებინათ ოშხარელი, ერეკლესგან შეპარული ამბები კუდიანზე და მოუთმენელი გული რო კიდევ ერთი სიტყვა მაინც გაეგო, მაგრამ ისე რო სახეზე არაფერი შემჩნეოდა. ერთ დღეს ერეკლე სახეწაშლილი მივიდა კაფეში, როგორც ყოველთვის მალევე შეგროვდა მტელი ბანდა ბექას გაუჩერებელი ლაპარაკის ფონზე, ერეკლემ მძჳმედ დაიწყო. -ანიმ მითხრა სანდრო რო ბარბარე მიდის, სახეზე არანაირი ცვლილება, მაგრამ ეგონა რო გული გადმოხტომას ცდილობდა, არაფერი უპასუხია. -ინგლისში, მამამისი ერთ-ერთ ქალაქში კომპანიას ხსნის, მსგავს რაც საქართველოში და ლიტვაშჳ აქვს... -ერეკლე მე გიტხარი მომიყევი-მეთქი მამამისი რას ხსნის? -არ გინდა რა ახლა ალექსანდრე, ხო იცი რო ყველაფერს ვხედავთ და გეფიცები არ ვიცი რა გავაკეთო ასეთ დღეში რო არ გხედავდე. -უნდა მომკლა, ან მეხსიერება უნდა წამიშალო. გაბრაზებულმა თქვა და გარეთ გავიდა. ერეკლე მაშჳნვე გაყვა, იცოდა რა ცუდად იყო ალექსანდრე და უფრო და უფრო მძიმდებოდა. -ყველაზე ცუდი იცი რა არის? მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა ერეკლე, არ ვიცი -რაც არ უნდა იყოს მის გვერდით უკეთესად იყავი. -მაგრამ მე არ ვიცი ის როგორ იყო, არ შემიძლია მასტან ეგოისტი ვიყო, არ შემიძლია რო ოდნავ მაინც დავუშავო რამე, უკვე იმდენი გადავატანინე. ისიც არ ვიცი ერეკლე, უფრო სწორად ვიცი და მაგიტო ვარ ცუდად რო მასტან ყოფნა არ მინდა, ამას ვერ მოვიშჴრებ იმ განცდას რო მე მას უხეშად ვეხებოდი, რაღაცას ვაიძჲლებდი, ვერაფერს ვუზავ, 2 წელიწადი როგორ ცხოვრობდა რო გენახა, საწოლიც კი არ ჰქონდა, მისი ოთახი ცემენტით იყო მხოლოდ არაფერი საერთოდ არაფერი, შუქიც კი არა, მაგიჟებს ამაზე ფიქრი, მომდევნო ორი წელი კიდევ ვაიძულებდი ჩემტან ერთად ეცხოვრა, ესეც ხო იძულება იყო ისეთი არა, მაგრამ მაინც. -იმას რასაც შენ ამბობ მაფიქრებინებს რო ფსიქოლოგიური პრობლემები გაქ ალექსანდრე. არ შეიძლება ყველაფერს ასე მიუდგე, იდეალისტი ხარ და ვერ ეგუები რაღაც ხინჯი რო აქვს ურთიერთობას, რაღაც იდეას შეგიძია შეეწირო.მაგრამ შენ არ გაგიგია რო რაღაცას შეუძლია რაღაცა გადაწონოს? აჯობოს? დათრგუნოს? თუ გიყვარს დაანებე რა თავი ამ მეხსიერებას, უბრალოდ მასთან ცხოვრება ცადე, მისით ცხოვრება ცადე, მერე იმას მაინც არ ინანებ რო არ გიცდია. -ერეკლე ესე არაა, შენ რო გისმენ რუსთაველის სიტყვები მახსენდება "სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი", მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა, მე ასეთი ვარ, არ ვიცი მეტყობოდა თუ არა, მაგრამ ყოველთვის როცა ოჯახის შექმნაზე დავფიქრდებოდი და საკმაოდ ხშირად ეს ურთიერთობა სხვანაირი წარმომედგინა, "ქალი ან უნდა გააღმერთო ან უნდა მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა" ანალოგიურს უნდა გრძობდე მისგან, უნდა უყვარდე ყველაფერზე მეტად, როცა შეცდომას დაუშვებ უნდა გაგრძნობინოს, მაგრამ ნაზად, ჩხუბის, ყვირილის გარეშე, მაგრამ ისე რო სისხლი გაგეყინოს, რო გიყვარს აუცილებლად გაგეყინებაა.... ეს ყველაზე მეტად მოქმედებს, არ უნდა გემორჩილებოდეს და არც უნდა გეწინააღმდეგებოდეს, დროს უნდა არჩევდეს და შენც უნდა ურცევდე დროს რა დროს შეძლებს დაგითმოს და რა დროს შენ შეძლებ ამას, როცა ქორწინდები ეს არ ნიშნავს რო მეობას კარგავ, პირიქით უფრო მეტად უნდა იყო ინდივიდუალური, გამორცეული, მრავალმხრივი, ყოველ დრე შეიძლება აღმოაჩინო საოცარი შენ ნახევარში, თუნდაც ის როგორ დგება საწოლიდან ფეხისწვერებზე რო ძილი არ მოგპაროს, როგორ უსირტყოდ აგრ ძობინებ რო გიყვარს როცა უჭირს და აგრ ძობინებ რო მარტო არაა და სიმართლე გითხრა ამ დროს რა პრობლემაც არ უნდა იყოს აზრი არ აქ..... მაგრამ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშჳნაა შესაძლებელი როცა მეხსიერება სუფთაა, როცა ყველაზე დიდი შეცდომა თქვენ შორის ერთი ტონით ხმამაღლა საუბარია და არა ის რაც მე ბარბარეს გავუკეთე. ჯანდაბა ზოგჯერ მგონია რო დონკიხოტივით იდეალებისკენ ვისწრაფი, მაგრამ ეს იდეალები უბრალოდ უტოპიაა და მეტი არაფერი. სისულელე მხოლოდ... -იქნებ ელოდება რო დაბრუნებას ტხოვ. -იცის რო არ ვთხოვ, იცის რო არ გავიქცევი აეროპორტში, იქ რიგში ხალხის ბარგს არ მივყრი "უკაცრავადს" ძახილით რო მე ის ქალი, რომელიც ახლა მიფრინავს მიყვარს და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, მერე არ დაველოდები როდის მიიღებს გადაწყვეტილებას და მომეხვევა, მერე არ გავიგონებთ ხალხის ტაშს ნანახის გამო, ისე როგორც ფილმებში ხდება თითქოს თვითმფრინავით გაფრენა საიქიოში ჩაფრენას უდრიდეს, ან მხოლოდ ერთი ფრენა არსებობდეს და სხვა დროს ვეღარ ნახავ. ერთი სიტყვით ერეკლე მე სამწუხაროდ არ ვარ ისეთი, როგორიც ალბათ ჩემთვისვე იქნებოდა უკეთესი. ჩემთვის ბარბარე იმაზე მეტია ვიდრე წარმომედგინა "ცოლი" ჩემს იდეალში, ალბათ იმიტო რო ის რეალურია, რეალურადაა ისეთი როგორზეც ოცნებისაც კი შემრცხვებოდა, მგონია რო მინდვრის ყვავილია, უბრალო და ამიტო დიდებული, რომელსაც ფრტხილად უნდა შეეხო მე კი რო ვიაზრებ რა გავაკეთე, რო შევძელი რო უმოწყალოდ მოვქცეოდი, ვტკენდი, ვაიძულებდი, უხეში ვიყავი, და ეს ყველაფერი ახსოვს, მგონია რო გული გამისკდება. მე მასტან ყოველთვის ნაკლში ვიქნები, ყოველთვის უკან, ყოველთვის მტყუანი, როცა რაღაც შემეშლება, ჩვეულებითი, ყოფითი, ნებისმიერი ოჯახისთვის დამახასიათებელი ყოველთვის მისდაუნებურად დააკავშირებს იმ დღესთან, წამის მეასედით მაინც დაფიქრდება რო მე სულით, მოწოდებით მოძალადე ვარ, მერე გაბრაზებასტან ერთად ესეც გაუვლის, მაგრამ ეს მე არ გამივლის, მე ამისგან ვერ მოვრჩები, გატეხილი არ მთელდება ისე როგორც ადრე იყო, არც გამწყდარი არ შეერთდება, ამიტო არც იმედი უნდა მქონდეს რო შუბლის ძარღვი ისევ ისეთივე იქნება და არც მე ვიქნები იგივე.ბარბარემ ეს იცის, იცის რო მე არ მივალ და არც დამელოდება. -იცის მაგრამ შეიძლება იმედი აქვს, იქნებ როგორმე აჯობო ამ დედაატირებულ პრინციპებს ადამიანოო, უკვე წყობიდან იყო გამოსული ერეკლე, მაშჳნ მიდი მოიკალი თავი, შენ გგონია რო ასე ავადმყოფურად რო აზროვნებ თვითმკვლელობა არაა? გგონია იმისგან ვინც ბაწარზე ტავს იკიდებს რამით განსხვავდები? ზუსტად იმნაირი ხარ, ცოდვას ცოდვას უმატებ და იცი რო თვითმკვლელობას ვერ გამოისყიდი, მაგრამ ესეც გინდა და იცი რატო? უფალს სჯი,ასეთი რო ხარ ამის გამო, სადღაც ძალიან ღრმად იმას ადანაშაულებ შენში ეს რო ჩადო, მაგრამ ყველა ადამინში დევს მოძალადეც და წმინდანიც, მთავარია როგორ განავითარებ შენ თავს, ადანაშაულებ რო ეს ცოდვა შენდაუნებურად ჩაიდინე და სანამ ასე იქნები სანამ გაეჯიბრები პატიებას ვერ მიიღებ, ყველას სჯი, ეგოისტობ. -ერეკლე, როგორ მინდა შემეძლოს ამ შეგრძნებას თავი დაავახწიო, რო იცოდე ამას არ მეტყოდი, რო იცოდე როგორ მომენატრა სუფთა სინდისით ძილი, იმდენს ვოცნებობ რო ეს დღე დადგეს რო"შეიძლება ითქვას რო ოცნება გავცვიტე კიდეც". ................ აქსიომა, სანდრო არ მივიდოდა არც მივიდა, არც დაურეკავს სხვა ნომრით და როგორც იციან ხმას რო არ იღებენ, ეს კუდიანმაც იცოდა, არც ელოდა მისგან ამას....... აეროპორტამდე ძლივს მიტანილი სხეული, ჰაერში შეკრული სუნთქვა, მონატრების, გაურკვევლობის სურნელი მეხსიერების დაუნდობელი სასჯელი. ....... ასე გადიოოდა წლები, ერთმანეთი არ უნახავთ, მაგრამ არ ყოფილა დღე კუდიანზე არ ეფიქრა, არა დღე არა საათი, არც საათი, წუთი და მაინც ყოველ წამს მაშჳნაც კი როცა რაღაცაზე ლაპარაკობდა მის არსებობას გრძობდა. ახლა ბედნიერი უნდა ყოფილიყო, იმ ოთახშჳ ეძინა სადაც მას, მისი სურნელი ისევ იყო წლების მიუხედავად, მაგრამ ამას მხოლოდ ალექსანდრე გრძობდა, ნივთებს რასაც შეხებია ისეთი სიყვარულით, სევდით და დარდით უყურებდა როგორც პირველ დღეს, ახლა არ იყო მარტო, ამ ნივთებსაც ისე ენატრებოდათ კუდიანი როგორც ალექსანდრეს, მეხსიერება საოცარი რამაა, ახლა მადლობასაც კი ეუბნებოდა რო კუდიანის გახსენება შეეძო, სწორედ მეხსიერების მუდმივობის წყალობით იყო ფიზიკური სიშორის მუხედავად მაინც ახლოს მასთან. „სანბარეთი“ დაწყებული დღე და ძლივს დამთავრებული ღამე, როგორ უნდოდა რო სუსტი ყოფილიყო, არ შერცხვენოდა გრ ძობების გამოხატვის, მთელი სამყაროს დასანახად ეყვირა რო უყვარდა, მაგრამ ვერ ივიწყებდა, ვერ დაივიწყებდა არ შეეძლო, როგორ უნოდდა ყოველი სულის მოძრაობა დედისთის ეთქვა, მაგრამ იცოდა რო ეს სისუსტე იყო, სისუსტედ თვლიდა ამის ხშჳრად კეთებას, თორემ იცოდა რო დიდი ტკივილის დროს თანაადამიანის ნდობა მხოლოდ სულის სიმტკიცე იყო. სანბარეთი ცხოვრობდა და მისთის, დიდი ხანია მისი ცხოვრება მისი აღარ იყო, დროს მოპარული დრო იყო მისი არსებობა, ახლა მისი არსებობა ყოველდღე გმირობა იყო რო შეეძო ამ ყველაფრის ატანა. მიხვდა რო შეცდომა დაუშვა როცა კუდიანი გულში შეუშვა, არა თვითონ არ შეუშვია, ეს ისე ბუნებრივად მოხდა თითქოს სხვანაირად არ შეიძლებოდა. იმის გახსენება რო ყველაზე მძიმე დროს გვერდით დაუდგა, ის დაეხმარა ვისგანაც არ ელოდა და არ იმსახურებდა, იმის გააზრება რო გაჭირების დროს უფრო დააფასა ბარბარემ მარტო იმას აგრ ძობინებდა რო ცხოველი იყო, ვინც სხვისი ცხოვრება ცამოანგრია, გაანადგურა და შეიწირა. -ნელა ქეთო, ფრთხილად ჩადი, მოიცადე ნუ ჩარბიხარ, გაეღიმა ბარბარეს. -კალგი ბაბალე, გალეთ ლო გავალთ მელე ქო მეთამაშები? პატარა კუდიანი ტკბილი ენით ცდილობდა მთელი დღის სამუშაო გეგმის გაწერას. -ხო ქეთო. ნაღვლიანად უპასუხა ბარბარემ, შავ ჯვალოს ტანსაცმელს ძლივს მოათრევდა ისე მძიმე იყო და უხეში იყო, კიბებზე ცდილობდა ფეხი არ დაედგა ამ სიგრძე ძაძებისთვის. მთელ სახლში თოჯინებს დაათრევდა პატარა ქეთო, ზოგს რა ტკიოდა ზოგს რა, ენას გაუჩერებლად ატიტინებდა, ბარბარე ექიმი იყო და ყოველ დღე მიდიოდა გატანჯული, მრავალშვილიანი დედა ქეთევანი ბავშვების სამკურნალოდ, თან თოჯინებს ტკბილი და გაკაპასებული ხმით ეჩხუბებოდა როგორ გაბედეს ამ სიცივეში ნაყინის ჭამა. ბარბარე ღიმილს ვერ იკავებდა ისე სასაცილოდ აკეთებდა ქეთო ამ ყველაფერს. წამლებს გაფაციცებით იწერდა რასაც ექიმი ეტყოდა და შეწუხებული სახით ტოვებდა კაბინეტს, არც ისე დიდი ხნით. -მეტი აგალ შემიძლია, ამ ბავშვებმა დამგალეს, სულ არ მიჯელებენ, უთქალი ბაბალე ექიმო, ლო დედას უნდა დაუჯელონ, თან იმ პატარა თითს სასაცილოდ იქნევდა,ბარბარეს თქმა უნდოდა, მაგრამ გაეცინა ისეთი სერიიოზული სახე ჰქონდა პატარას. -აი ბაბალე ექიმს თავისი შვილები ასე კი ალ ეულჩებიან, ფეხები დააბაკუნა "ტანჯულმა დედამ" ბარბარეს ფერები გადაუვიდა, თუმცა სახეზე ბევრი არაფერი შემჩნევია ისე ესვა საშინელი ფერის რაღაც. ქეთომ ექიმის ცვლილება რა თქმა უნდა, იგრძნო. -ბაბალე შენ ალ გინდოდა შვილები გკოლოდა? ძია ცანდლოს ძალიან ენდომება. ღიმილისგან ტუცები ყურებთან ჰქონდა ქეთოს.ბარბარე შეკრთა თითქოს რაღაცაზე გამოიჭირეს და სწრაფად, გაუაზრებლად უპასუხა აკანკალებული ხმით. -როგორ არ მინდოდა ქეთო, ეს თქვა, მაგრამ მისი ხმის ქვეშ ყველა შეძლებდა წაეკითხა რო ოცნებობდა შვილზე, ყველაფერს მომავალ ოჯახს უკავშირებდა, 16 წლიდან უკვე შეუმჩნევლად დაიწყო ამაზე ფიქრი, როცა საკუთარ თავში რაღაც არ მოწონდა ყოველთვის გულში, ძალიან ღრმად და ჩუმად იტყოდა რო თავის შვილს აუცილებლად სხვანაირად გაზრდიდა, როცა ვინმეს საქციელი არ მოეწონებოდა ყოველთვის იმას გაიფიქრებდა რო მისი შვილი ამას არასოდეს იზავდა, როცა რაღაც არ მოეწონებოდა, მაშჳნვე მომავალ შვილებს დაუკავშირებდა რო მათ ასე არასოდეს მოექცეოდა. ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად ხდებოდა რო მშვიდად ცხოვრობდა ამ განცდასთან ერთად, ჯერ უნდა ესწავლა, სამსახური უნდა ჰქონოდა, მიუხედავად იმისა რო ამის საჭიროება არ ჰქონდა, მაინც ღონეს არ იშურებდა რო კარგი განათლება მიეღო, არა მარტო პროფესიული, უამრავ წიგნს კითხულობდა ამას სულიც თხოვდა და იმაზე ფიქრიც რო შვილების გაზრდაშჳ არაფერი შეშლოდა და გამოცდილების ნაკლებობა წიგნებით შეევსო. თავისი თავი ყოველთვის დედად წარმოედგინა და დედას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა, მას უნდა აღეზარდა ბავშვები, ამიტო ამისთვის ყოველთვის ემზადებოდა, მას უნდა ჩაედო განათლება პატარებში, სულიერი სიფაქიზე, ბუნებრიობა და უბრალოება. ეს ბარბარესთვის ყოველთვის სხვა განზომილება იყო და მომავალი მხოლოდ ამ განზომილებაში წარმოედგინა. სულ ფიქრობდა რო ქმარი სიგიჟემდე უნდა ყვარებოდა, რო ბავშვებისთვის ასეთი გარემო შეექმნა სადაც დედა და მამა მიუხედავად წლებისა ერთმანეთს თვალებში უყურებენ ისევ ისე როგორც თავიდან, არა ისე არა უფრო დიდი სიყვარულით, რადგან წლები სიყვარულსაც ზრდის და უფრო მტკიცე ძალას აძლევს. ზუსტად იცოდა რო არასოდეს მოეწონებოდა ისეთი ბიჭი დედას რო აგდებულად მოიხსენიებდა, მარტო იმიტო რო ეგონა ასე უკეთესი იყო მეგობრებთან და ამით შეეცდებოდა რო უფრო დამოუკიდებლის სახე ჰქონოდა. ამ საკითხში უწვრილეს დეტალებამდე ჩადიოდა, ვაჩეს აკვირდებოდა როგორ ელაპარაკებოდა დედას, ტელეფონზე როგორ მიმართავდა, რამდენჯერმე გული დაწყდა რო როცა სადმე იყვნენ დედას რამდენჯერმე გაუთიშა, ეგონა ბარბარეს ასიამოვნებდა, მაგრამ პირიქით, თანდათან წყდებოდა გული ამის გააზრებაზე, შეიძებოდა ვაჩეს აეღო ტელეფონი ხალხში, მაგრამ "დედას" არ დაუძახებდა, ყოველთვის ლალით მიმართავდა რო ხალხში არ შერცხვენილიყო რო ასე აკონტროლებდა დედა, სინამდვილეში კი ეს იყო დედის მზრუნველობა, რომელიც საშინლად დასაფასებელია, როგორ უნდოდა ბარბარესაც მისთვის დედას დაერეკა სადმე რო იყო, მისი ანერვიულებული ხმა მოესმინა, მაგრამ დედის სიკვდილმა ეს ყველაფერი წაართვა და მთელი სითბო რაც დედის მიმართ უნდა ჰქონოდა მომავალ, არარსებულ შვილებზე გადაიტანა, ყოველთვის იცოდა რო ადამიანიები იმას არ ვაფასებთ რაც გვაქვს, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ დაფასებას, როცა ვკარგავთ..ალექსანდრე სულ აშინებდა ამის გამო, ისეთი ბუნებრივი იყო დედასთან, რ უყვარდა დედას სახელით რო მიმართავდნენ, მაგრამ მისგან დაძახებული „რუსო“ სულ სხვანაირად ჟღერდა, იტევდა იმაზე მეტს ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.ეჩვენებოდა რო თვითონ სიტყვა „დედასაც“ განსხვავებულად ამბობდა, ალბათ იმიტო რო ემოციის გავლენა ამ სიტყვის აზრს მთლიანად გადმოცემდა.ხმამაღლა შეიძლება ეკამათათ, მაგრამ ესეც სხვანაირად გამოდიოდა, არ გავდა არავის, არ აინტერესებდა სხვისი აზრი, არასოდეს მოიქცეოდა ისე რო ვინმესთვის თავი მოეწონებინა,პირიქით უფრო იქცეოდა, ფეხზე ე.კიდა იმათი აზრი ვინც სხვანაირად ფიქრობდა. გრძობდა ძლიერ ხასიათს მასში, რომელიც არავის აძლევს უფლებას რო ჩაერიოს, შეცვალოს, უბრალოდ იყო ასეთი თითქოს ჩადუღაბებული, გამოჭედილი იყო მასში ეს ხასიათი და გარემო პირობები გავლენას ვერ ახდენდნენ. ამ ყველაფერზე რამდნეიმე წამში მოაასწრო ფიქრი, მაშჳნვე ალექსანდრეს მზერამ გამოაფხიზლა შემოსასვლელში რო იდგა და სახეზე ეტყობოდა რო ყველაფერი გაიგონა რაზეც ორი კუდიანი ლაპარაკობდა. ..... ახლა იჯდა ალექსანდრე ღამის სამ საათზე თავის საზოლზე და ამას იხსენებდა, ყველაფერი დამახსოვრებული და შენახული ჰქონდა, რაც კუდიანს ეხებოდა, თითქოს ამ მოგონებებით იკვებებოდა. კიდე უფრო ტკიოდა იმის გამო რო ბარბარეს წაართვა ამის შესაძლებლობა, მისმა საქციელმა მონასტერში წასვლა აიძულა და ამ ყველაფერზე უარის თქმა. ფიქრობდა იმაზე როგორი ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და ამიტომაც წამოიყვანა ძალით იქიდან. ახლა ტვინს უბურღავდა იმაზე ფიქრი რო შვილი რო ყოლოდათ რა იქნებოდა, როგორი იქნებოდა მეხსიერება ასეთ დროს, ისევ ისე დაუნდობლად დაადგებოდა თავზე ჯალათივით, თუ ოდნავ მოსვენების საშუალებას მიცემდა. მათი შვილების ნაკვთებსაც კი წარმოიდგენდა, ვის ემგვანებოდნენ და რატომრაც ყველა ბარბარეს გავდა მის წარმოდგენაში. და მის სახეს ვერსად გაურბოდა. ...... -სანდრო საბუთები მოიტანე და მოდი. როცა კაფეს ხსნიდნენ რამდენი ღამე გაუთენებიათ ასე მუშაობაში, როგორ მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, მაშინ ვერც ერთი იაზრებდა მიზეზს ასე რატო იდგნენ ერთმანეთის გვერდით. -ხარჯები უნდა გამოვთვალოთ, ასევე შესაძლო ვარიანტები სხვადასხვა მომწოდებლების შემთხვევაში რა რისკები იქნება და უნდა შევადაროთ რო მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შევიქმნათ. სანდრო შენ ეს გამოთვალე და საბოლოოდ დავაჯამოთ. სანდროს სახე შეუწუხდა. -რამე მოხდა? ისეთი მკაცრი იყო ბარბარე, სანდროს უკვირდა ხო ნამდვილად ის იყო. -რიცხვებთან მე არც ისე ახლოს ვარ, გაეღიმა ოშხარელს. -კარგი რა, მე მართლა გეუბნები. -ხო მეც მართლა, ორგანულად ვერ ვიტან, არ შემიძლიაა. -სანდრო შენ რა ზარმაცობ? გაკვირვებული ღიმილით შეხედა ბარბარემ და უკვე ეცინებოდა. -აი გეფიცები ახლა გავალ ამ სიცივეში ფეხით გავივლი რამდენ კილომეტრასაც გინდა რასაც გინდა ამოგიტან, მაგრამ ეს რიცხვები ჭკუიდან მშლის,ოღონდაც ამათ ნუ მაყურებინებ, გაეცინა ოშხარელს. -ნეტა რა ნიშანი გყავდა სკოლაში, თავისთვის ჩაილაპარაკა კუდიანმა. -ხუთიანი რა ნიშანი მეყოლებოდა. შეიცხადა ოშხარელმა. -არ მეგონა ათ ბალიანი სისტემა თუ მოესწრო შენ დროს, მე რო ვსწავლობდი არ იყო და შენ კიდე 3 წლით დიდი ხარ, ცოტა უცნაურია. -ნუ დამცინი, მე სულ 5 ები მყავს ისე, თუ ჩემი არ გჯერა გაჩვენებ, მაშინ ოქროს მედალი არ იყო თორე მომცემდნენ, სასაცილოდ გაიჭიმა ალექსანდრე. -არა უბრალოდ მიკვირს, როგორ სწავლობდი თუ არ გიყვარს. -სიმართლე გითხრა მე ფიზკულტურის მეტი არაფერი მიყვარდა, მაგრამ მაინც ვსწავლობდი ,მევალებოდა და მოვალეობას ვასრულებდი უბრალოდ. მეტი არაფერი საერთოდ არაფერი.......უნდოდა იმის დამატება რო ლიტერატურაზე გიჟდებოდა და ქართულს ყოველთვის ყველაზე მონდომებით სწავლობდა, მაგრამ არაფერი თქვა. -მე კიდე მათემატიკაზე ვგიჯდებოდი, შეიძლებოდა ღამე გამეთენებინა ამოცანა რო ვერ ამომეხსნა, ცუდად ვხდებოდი, თან არც არავის ვიხმარდი ეს უფრო გამაგიჟებდა. სანდროს გაეცინა. -უტა იყო ეგრე, ღამე წამოხტებოდა, გულშჳ ცარჩენილი ამოცანა რო არ მოასვენებდა, დაფხაკუნობდა, ფურცლებზე გიჟივით წერდა რარაც განტოლებებს და მსგავს სისულელეებს, აი მეცნიერები ხო გინახავს გაგიჟებულები რო უყურებენ იმას რასაც აკეტებენ და თმის დავარცხნაშჳ დროს რო არ კარგავენ აი ზუსტად ეგრე, თვალს რო ვახელდი გული მისკდებოდა, გაბურძგნული უტა მტელი მონდომებით რამის 5 საათზე ჯღაპნიდა რარაცას, მე სასაცილოდ არ მყოფნიდა,იმაზე ვფიქრობდი მეორე დილით ადრე ავმდგარიყავი და როგორმე მტელი დღე კალათბურთი მეთამაშა, ამას კიდე სკოლის გაცდენის დაგეგმის პროცედურა უძღოდა წინ. თუ ვერ ამოხსნიდა მამას აღვიძებდა ისიც ისე მონდომებით უხსნიდა დაბლა ჩავიდოდნენ დასხდებოდნენ დაიწყებდნენ გამოთვლებს, ტან გამორიცხული იყო რამე ზედმეტი მითითება მიეცა მამაჩემს, მაგიჟებდნენ იმაზე ფიქრით რო გიჟები იყვნენ. მამაჩემი წარმოუდგენლად უნდოდა ეკონომიკურზე ჩაგვებარებინა, უტამ რო სხვა ფაკულტეტი აირჩია მაშინ მიიღო პირველი დარტყმა, მე ოღონდაც მისი პროფესიის არ ვყოფილიყავი ამის გამო შარვალ კოსტუმსაც ვერ ვიტან, მას რო სულ ასე ვხედავდი რატომღაც მეგონა რო ზუსტად ეს ფორმა იყო დამნაშავე იმ დროის ნაკლებობაშჳ რასაც ჩვენთან ატარებდა და მთელი ერთი წელი არ ავმდგარვარ ისე ვმეცადინეობდი რო იურიდიულზე ჩამებარებინა, თან მაშინ ხო იცი ყველა ადგილი თითქმის დაკავებული იყო თუ ფულს არ გადაიხდიდი. ცხოვრებაში რო არაფერი დამიზეპირებია, თითქმის ვიზეპირე რო ვერაფერში შემდავებოდნენ, საბოლოოდ მაინც დამაკლეს ქულა და დაუსწრებელზე მოვხვდი, მაგრამ აპელაციაზე რო შევედი მაშჳნ კიდე უფრო ტავშეუკავებელი ვიყავი, წიგნი ლამის თავში ვურტყი ყველაფერი ზუსტად მეწერა, ამიტო ვერაფერში შემომედავნენ, ტანაც უნდა ვაღიარო რო კომისიაშჳც იყო ბევრი ღირსეული და ასე ცამრიცხეს ამ „უნატრებელ“ იურიდიულზე, ისეთი სახე მქონდა ვინმე იფიქრებდა ეს ბიჭი გიჯდება ისე უნდა სწავლაო, ამაზე თვითონაც გაეცინა და ბარბარესაც. ბარბარე სიცილით უსმენდა და ერთი წელი გაუნძრეველი სანდროს წარმოდგენაზე თანაც წიგნით ხელში გაკვირვებისგან სახე ეცვლებოდა. -პროფესია როგორ გულდასმით აგირჩევია. -ხო აბა, როგორ ვერ ვიტან ნეტა შენ იცოდე, ეს კანონები, კოდექსები, ჩხირკედელაობა ნორმებში, მაგიჟებს... ბარბარე უკვე ხმამაღლა იცინოდა. -მე მიყვარდა ჩემი პროფესია და არ მესმის როგორ შეიძება რამე აკეთო რაც არ გსიამოვნებს. -მე მიწის თოხვნა მსიამოვნებს და ეგეთ ფაკულტეტს მაშინ ვერ მივაგენი, სამაგიეროდ ჩვენ შვილს ეყვარება მათემატიკა. ეს ისე წამოცდა არც გაუანალიზებია ოშხარელს, და ბარბარეს ლამის თავისი ნერწყვი გადაცდა, სახე მოეღრუბლა. -უკვე გვიანია სანდრო მე ავალ დავიძინებ. -ბარბარე ბოდიში საწყენად არ მითქვამს, არ გამიაზრებია, მართლა, თუ გეწყინა... -არაა არ მწყენია ალექსანდრე, უბალოდ დავიღალე. ოთახამდე ძლივს მიტანილი სხეული და ბალიშში ჩახშობილი ტირილის ხმა. .......... ყოველ ღამე ახსენდებოდა ყველაფერი, მთელ ეზოში მოჩვენებასავით დადიოდა და სულ მასზე ფიქრობდა. თავიდან არ ამოდიოდა დედამისის სიტყვები სიცხიანს რო უთხრა "ასეთი რამის პატიებბა მარტო მაშინ შეიძლება თუ შეუყვარდები, რაღაც არაადამიანური სიყვარულით, ისეთით კითხვისნიშნის ქვეშ რო დგას არსებობს თუ არა" გული ისე შეეკუმშა რო ძლივს დაუბრუნდა ნორმალურ რითმს. მან ხო აპატია, თვითონაც ხო იგრძო რო მართლა აპატია, ახლა დედამისის სიტყვები ხანჯალივით ეყრებოდა, ხო იცოდა რო ბარბარესაც უყვარდა, მაშჳნ იმასაც უნდა მიმხვდარიყო რო ისიც ასე ცუდად იქნებოდა, ახლა კი ზის ღამე ეზოში, ზოგჯერ მოლანდებასავით დადის და ასე უმოქმედოთ ეგუება საკუთარი თავის ტანჯვას, ეს არაფერი იყო, მაგრამ იმის გააზრება რო ბარბარეც ასე იტანჯებოდა გონებას ურევდა. ახლა ისე იქცეოდა როგორც ეგონა რო არასდროს მოიქცეოდა, მაგრამ ის არ იყო ჩვეულებრივ სიტოაციაში, ეს არ იყო უბრალოდ ერთმანეთის სიყვარული, რომელსაც ერთმანეთის ნახვა, ლაპარაკი უშველიდა. მათ შორის მანძილის გარდა უამრავი რამ იყო, ტანჯვის წლები, დანგრეული ცხოვრება და ღამე, რომელიც მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. ........... ფრთხილად დახურულ კართან აკანკალებული მივიდა, კარი გადაკეტა, გაიღიმა, ვერც მიხვდა რას გაუღიმა, ალბათ საკუთარ თავს,რაღაცას არწმუნებდა, თავისივე თავს არ უტყდებოდა არაფრით, ახლა ხო ბედნიერი უნდა ყოფილიყო ამ ორ წელს ხო თითებზე ითვლიდა ხო სულ ის ფრაზა აძლებინებდა რო "ახლა იმაზე ცოტა დარჩა ვიდრე გავიდა" მოეორე წლის დასაწყისი ამ ფრაზით გაატარა, მალე ღიმილი ნაძალადევ, იძულებით გაღიმებაში გადავიდა, ნიკაპი თანდათან აუკანკალდა და მალე თვალებიდან ნიაღვარივით იხეთქა ცრემლმა, ჯერ დაგუბდა, მერე აღელდა, თვალის ჯებირებს ასკდებოდა და საბოლოოდ მაინც გადმოხეთქა, არც ეს იკმარა მისმა სულმა და ოთახშჳ უკვე ხმამაღლა ტიროდა ჩაკეცილი. მან იცოდა რო უყვარდა ალექსანდრე, უკვე იცოდა, იმასაც გრძობდა როგორ პატარა ბავშვივით გაეტირა მისი გული, მთელი არსებით, მთელი ძალით, დაუძლეველ სურვილს ვერაფრით ძლევდა, არც ისეთი ძლიერი იყო როგორც ეგონა, მაგრამ იმის გააზრება რო უფრო დატანჯავდა განუსაზღვრელი ძალით ავსებდა, ყველაფრის სურვილს უკარგავდა. ორ თვეში ბარბარემ თითქმის მთლიანად მოიარა მთელი საქართველოს სალოცავები, როგორი ნაღვლიანი ღიმილი ჰქონდა სამშობლოს ამ სილამაზის ხელახლა აღმოჩენისას, თითქოს ყველაფერი მხოლოდ ახლა დაინახა, ახლა შეამჩნია, სამყაროს აღქმა ხელახლა დაიწყო. გერგეთმა სუნთქვა შეუკრა, ნიკორწმინდამ რამდენიმე წამით ყველაფერი დაავიწყა, ლამარიამ, უშგულმა , სვანეთმა ჯაბა გაახსენა და გონება ისევ წამით ძლივს თითქოს დავიწყებულ ალექსანდრესთან აღმოაჩინა და ცრემლებმა ისევ დაღარეს მისი სახე,ლომისაზე მთელი გზა ამდენი კილომეტრი გზას და გულში არსებულს ერთად ებბრძოდა, შემწეობას და მხნეობას თხოვდა უფალს, სანდროსთვის ლოცულობდა მის მფარველობას და სიმშვიდეს განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს და ამ თხოვნის დროს ყოველთვის მისი ლურჯი თვალები წყალსა და ნაღველში იყო ამოვლებული. სალოცავების მოვლით მოპოვებული სიმშვიდე მალევე იმსხვრეოდა საკმარისი იყო მისი სახის წარმოდგენა, ნაკვთების აღდგენა, ცდილობდა თავისი თავისთის ეს აეკრძალა მერე იმისაც ეშჳნოდა რო დაავიწყებოდა და მაშინვე იწყებდა აღდგენას, მერე ხვდებოდა რო მაინც ვერ შეძლებდა დავიწყებას ალექსანდრეს სახე ისე ღრმად იყო ჩაბეჭდილი რო არაფერს შეეძლო მისი გაფერმკრთალება. აჩრდილებივით მიცურავდნენ ნებაზე მიშვებული დღეები, უშედეგო მონატრების ტალღას აყოლილნი. ტანჯვაში ეჩვევა ადამიანი სიმართლეს და ბარბარეც მიეჩვია იმ ფაქტს რო განუზომლად უყვარდა, მიეჩვია და ვეღარც ეწინააღმდეგებოდა, მონოტონურმა უბედურებამ შეაგუა ამ წყვდიადს მის სულში, მაგრამ მაინც იყო სადღაც სინთლე, განცდაში რო ასეთი სიყვარული შეუძლია, არარეალიზებული, მაგრამ თავისი არსით ყველაზე მოქმედი.ორ თვიანი ჭიდილის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა, ეს იმ მომენტში იყო ერთადერთი რაც შეეძო სანდროსთვის გაეკეთებინა და საკუთარ თავს ყველაზე მძიმეს აიძულებდა. -ბარბარე რას ამბობ? რატო უნდა წახვიდე გთხოვ თავს რატო იუბედურებ და მასაც უფრო ტანჯავ. -ანი შენ მაინც ხო იცი რატოც. ჩემი თავის მეშინია, ჩემი გრძობების, აქ ვერ დავრჩები, ნებისყოფა არ მეყოფა რო მისგან შორს ვიყო, შეიძება ერთ დღესაც ვერ მოვითმინო და ვნახო, მერე კი ანი, მერე რაც მოხდება უბრალოდ არ ვიცი, მე ჩემ თავს ვერ გავაკონტროლებ. -გთხოვ ბარბარე დაფიქრდი, ასე ხო უფრო ტანჯავ, ერეკლესგან ვიცი რა ცუდადაა, შენც ასე გიყურებ, ასე არ შეიძება, ამას შეიძლება ყველაფერი შეწიროთ, ის სიყვარული რაც გაქვთ უფლის წყალობაა და ამ საჩუქარზე ისე ამბობთ უარს როგორც ყველაზე უმადური ადამიანი გამორჩეულ ძღვენზე. ბარბარე გაუჩერებლად ტიროდა. -რო ვერ დავორსულდები რა ვუთხრა? -რა უნდა უთხრა ბარბარე, უამრავი წყვილია ვისაც შვილი არ ყავთ. -არა ანი არ გესმის, შენ არ იცი სანდროს არ იცნობ, შვილები იცი როგორ უნდა, ამას ვერ შეეგუება. -და რას იზავს? -იმას რასაც ყველა ნორმალური, ექიმთან მივალთ და ყველაფერს გაიგებს მე კი არ შემიძლია გესმის, არ შემიძლია ასე დავტანჯო, მიყვარს, სიცოცხლეზე მეტად და მირჩევნია მე ვიტანჯებოდე ვიდრე ის. ამას ვერ გადაიტანს. სულ სხვანაირია, არავის არ გავს, თუ რაღაცას განიცდის ბოლომდე, სიგიჯემდე მიდის, ყველაფერს ან მთელი გულით ეკიდება ან არ აინტერესებს, საშუალო არ იცის, ამ ამბავსაც ვიცი რო ვერ გადაიტანს ანა, რა გავაკეთო. არ ვიცი როდის უფრო ცუდად ვიყავი, მაშინ როცა ალექსანდრე ყველაზე საშჳნელი ადამიანი მეგონა თუ ახლა, როცა ვიცი როგორიცაა, იმდენად ფაქიზია ვერ წარმოიდგენ, გარეგნულად უხეში ჩანს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად, შიგნით ბავშვივით ფაქიზია, ყველაფერი უნდა რო იდეალური იყოს და ამას ისეთი შემართებით უდგება რო ამ ყველაფრის ზეგავლენის ქვეშ გაქცევს. ვერ წარმოიდგენ მისნაირი ბიჭები არასოდეს მომწონდა ხო იცი ანი... -ხო პირდაპირ შეგიყვარდა, გაეცინა ანანოს. -როგორ შეიძება არ შემყვარებოდა, იცი როგორია, აი ყველა გოგოს ხო აქვს კრიტერიუმები რაშიც აუცილებლად უნდა ჯდებოდეს ის ვინც შეუყვარდება, რომელსაც არასოდეს გადაუხვევს და უღალატებს სანდრომ ეს ყველაფერი, ყველა ჩარჩო რაც გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი მთლიანად დაამსხვრია, ყვეელა კრიტერიუმი გამინადგურა და ერთადერთი დამიტოვა, მხოლოდ ისეთი შეიძლება მიყვარდეს, როგორიც სანდროა, ყველა საზომს ადამიანის შეფასების თვითონ ადგენს და ისე მაქცევს ამ ყველაფრის ქვეშ რო სხვანაირად წარმოუდგენლად მეჩვენება, ახლა უკვე შეუძლებლად მეჩვენება როგორ შეიძლება კაცმა სხვას ხმამაღლა ლაპარაკი მოუთმინოს, ადრე მეგონა რო ასეთს არ უნდა აყვე და მას თავი არ უნდა გაუყადრო, მაგრამ სანდრომ თავზე დამამხო ყველაფერი, შეხედულებები ამომიტრიალა, ოჯახში შეიძლება ხმამაღლა ხშირად ილაპარაკოს, მაგრამ ერთი სიტყვაც არ მეჩვენება გადაჭარბებულად, არ ეშლება ის დეტალები რაშიც აადამიანი მჟღავნდება, მამამისთან ერთხელ არ შეშლია, როცა მას მილიონჯჯერ დაუცდა ფეხი ამ ურთიერთობაში, მოკვდება და იმ იდეას რასაც ემსახურება არ გადაუხვევს, გაოცებული ვიყავი საიდან ჰქონდა ამხელა ენერგია ასე თავდაუზოგავად ემსახურა ამ იდეალებისთვის.არავის დაჩაგრავს და არავის მისცემს ამის უფლებას სხვასაც, თავის თავზე არავის გადაატარებს და იმხელა გული აქვს ანი რო მთელ დედამიწას დაიტევს ამ ყველაფერს კი ისე აკეთებს რო სიამაყეს ოდნავ არ კარგავს, მაინც ქედმაღალია და შინაგანად გაუტეხელი. ანი გაოცებული უყურებდა ბარბარეს აღსარებასავით რო აბარებდა მთელი ამდენი ხნის ნაგროვებს, გულამოსკვნილი ეუბნებოდა იმას რასაც მთელი ამდენი ხანი გრძობდა და ჯერ თავის თავსაც კი არ გამოტყდომოდა. -მე არ შემიძლია მას ასე მოვექცე ამისთვის საკმარისზე მეტად მიყვარს. ანი ატირებული მოეხვია ბარბარეს აცახცახებულ მხრებს და დიდ ხანს ამშვიდებდა, მხოლოდ გარეგნული სიმშვიდე მოიპოვა კუდიანის სხეულმა რამდენიმე საათში სული კი ისევ ისე ბობოქრობდა.რამდენჯერ ცადეს ანიმ და ერეკლემ ერთმანეთისთვის შეეხვედრებინათ, მაგრამ ორივე ჯიუტად გაურბოდა ამ მომენტს, თითქოს მხოლოდ შეხვედრამდე იყო ყველაფერი მათზე დამოკიდებული, მერე კი არც ერთმა იცოდა რა მოხდებოდა. ანი გრძობდა რო სიჩუმე ყველაზე დიდი შეცდომა იყო, ახლა უნდა მიეღო გადაწყვეტილება რასაც შეიძლებოდა მეგობარი დაეკარგინებინა და წარმოდგენა არ ჰქონდა ალექსანდრეზე ეს როგორ აისახებოდა, მაგრამ სხვა ალტერნატივას ვერ ხედავდა. შუა დღისას დაადგა თავზე ალექსანდრეს სახლში, უკვე სამი წელი იყო გასული მას მერე რაც ბარბარე დატოვა სახლში და არ ენახა, ნიკა და რუსუდანი შერიგდნენ და ერთად ცდილობდნენ უჩუმრად სანდროს დახმარებას, ფინანსური მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდა ნიკაც მუხლჩაუხრელად შრომობდა, ძველ ნაცნობობას იყენებდა საქმის ასაწყობად და სანდროს ყოველ თეთრს ზედმიწევნით აბარებდა, სანდროს გულგრილობა არ უკვირდა ამ ფაქტის მიმართ, მაგრამ მაინც აკეთებდა რო სინდისი დაეწყნარებინა. -ალექსანდრე შეიძლება გელაპარაკო? ანის სახეზე სანდრომ შეატყო რო ერეკლემ არ იცოდა რო მასთან სალაპარაკოდ მოვიდა. რაღაც სერიოზული რო ჰქონდა სალაპარაკო მიხვდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -კი ავიდეთ კაბინეტში ან სადაც გირჩევნია ანი. -არ აქვს მნიშვნელობა ისე რო არავინ შეგვაწუხოს.ფორმალური მოკითხვების მერე ანიმ მძიმედ დაიწყო. -სანდრო ალბათ ხვდები რო ასე ვეღარ გაგრძელდება. -რას გულისხმობ? -შენ და ბარბარეს და ეს ისედაც იცი. -ვერც სხვანაირად გაგრძელდება და პრობლემაც ეგაა. -ხო იცი რო უყვარხარ? მოულოდნელად კითხა ანიმ.სანდრომ თავი დახარა, ვერ მოიტყუა და სიმართლესაც ვერ ამბობდა ამიტო ჩუმად იყო. -ისიც ხო იცი როგორ უყვარხარ? მდგომარეობა კიდე უფრო დაუმძიმდა. -ანი ვერ ვხვდები რა აზრი აქ... -ისიც ხო იცი რო ბედნიერი ვერ იქნება შენ გარეშე? -ანი.. -რატო არ მპასუხობ? ხმას აუწია ანამ. -აზრი არ აქ და იმიტო... -რას არ აქ აზრი? გამაგებინე, სანდრო ყველაფერი გააკეთე რო მდგომარეობიდან გამოგეყვანა, ამას ისე აკკეთებდი რო საკუთარ თავზე არც ფიქრობდი, რამხელა ძალა, ენერგია შეალიე ამას ამ მიზანს, ბოლოს მიაღწიე და რა? გამაგებინე რა? -ის ხო დაუბრუნდა ამ ცხოვრებას... -შენ გგონია მნიშვნელოვანი ისაა გარეგნულად როგორი იქნება? ეცმევა თუ არა შავები მის სხეულს, მაშინ როცა უფრო მეტი შავი გადააფარე მის სულს, უფრო ღრმად დაადე დაღი. -ანი რას ამბობ.. -სანდრო შენი საქციელი რას გავს? ყველაფერი გააკეთე მის დასახმარებლად, მაგრამ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდე, თავი შეაყვარე და ასე შორს ხართ ერთმანეთისგან ამას ხო ჯობდა საერთოდ არ დახმარებოდი, შენზე ბრაზი უფრო დაეხმარებოდა მდგომარეობიდან გამოსვლაში. ახლა უყვარხარ მაგრამ შენთან ვერ არის, მე ხო ვიცი რა ცუდადაა, შენც ხო ცუდ ხარ, რატო ტანჯავთ ერთმანეთს როცა შეგიძიათ ამ ყველაფერს ერთად ებრძოლოთ და არა ცალკე? -არ ვიცი რა არის სწორი და რა არა.... -არ იცი რო გიყვარს როგორ უნდა მოიქცე? სანდრო მაპატიე მაგრამ შენი არ მჯერა, კარგად იცი რაც უნდა გააკეთო, ისიც იცი რო მას არ უნდა გამოეჯიბრო, მით უმეტეს რო იმას მიზეზი აქვს. -რა მიზეზი? გაუაზრებლად იკითხა ოშხარელმა. -ბარბარეს რო მიზეზი არ გქონდეს აქამდე ბევრჯერ გადმოდგავდა შენკენ პირველ ნაბიჯს, შენ არ გამოგეჯიბრებოდა, მაგრამ უყვარხარრ.. -ანა რა მიზეზი?!!! -ბარბარეს შვილი არ ეყოლება! ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს რაღაც სიმაღლიდან საშჳნელი სისწრაფით დაეშვა და მიწას მთელი ძალით დაენარცხა, გონებამ გაურკვეველი სიგნალები წარმოშვა და თავში ვერაფერი დაულაგა... -რა? რატო? რას ამბობ ანი? -დარღვევა აქვს, ადრე გადატანილმა ინფექციამ პრობლემები გამოიწვია, ანი ყველანაირად ცდილობდა რო არაფერი შემჩნეოდა. -მერე? ეგაა მიზეზი? ნახევრად მკვდარი იყო მისი ხმა, მიზეზი ისაა რო ამიტო არ დგავს პირველ ნაბიჯს რო არ იცის მე როგორ მოვიქცევი? საერთოდ არ მიცნობს? მოიცადე ანი ეგ რა მიზეზია? მე მეწირება მსხვერპლივით რო მე გონია სხვასთან ვიქნები ბედნიერი და სხვასთან მეყოლება შვილები? ეგ სიყვარულს კი არა იმას ამტკიცებს რო საერთოდ არ მიცნობს. ალექსანდრეს გონება დანაღმულ ტერიტორიას უახლოვდებოდა და მალე აფეთქდებოდა. -მან იცის როგორ გინდა შვილები.... -ანი მიზეზი მითხარი, რატო არ ეყოლება შვილები?! ეს იყო პირველი საგანგაშო კითხვა მისი გონების. -რაღაც დაერღვა, ხო გითხარი...... ადრე ძალიან, ძლივს დააყოლა. -როგორ ადრე? -ზუსტად არ მახსოვს. -რა არ გახსოვს, მისი ბავშვობის მეობარი ხარ, რა ასაკში? -არ ვიცი სანდრო ალბათ 16 ან 15 , დაუფიქრებლად რაც მოადგა პირზე ის უპასუხა რო ტყუილში არ გამოეჭირა. -15 ან 16 და 22 წლის დაბადებისდღის სურვილი იყო რო ბევრი შვილი ყოლოდა? დაიღრიალე ოშხარელმა, მერე ხმა გაუტყდა, ის მე მიცნობს ამის გამო არ წავიდოდა, ამის გამო არაააააა, სანდრო მაგიდას დაეყრდნო, ფეხზე ვეღარ იდგა, ჩამწყდარი, ჩახლეჩილი და განადგურებული ხმით ძლივს თქვა და ამოაყოლა ყველა ტკივილი ამ ხმას. - ანი მითხარი ჩემი ბრალია ხო? იმ ღამის შემდეგ..... ალექსანდრე არ დალოდებია ისედაც ნაცნობ პასუხს, მეხსიერების კიდევ ერთ ბორკილს, ამჯერად ყველაზე დიდს და აუტანელს, მთლიანად გაიბზარა, თითქოს მთელ სხეულში შანთები გაუყარეს.... -გთხოვ სანდრო არ გინდააააა, ანის ცრემლები ახრჩობდა ახლა ხვდებოდა რატო არ უნდოდა ბარბარეს ამის თქმა, შეუძებელი იყო სანდროსთვის რამის დამალვა, ყველა დეტალს ისე ეჭიდებოდა მისი გონება რო ვერ გამოაპარებდა ნამდვილ მიზეზს... და მისი სახის დანახვამ შეაშინა რო შეიძება საბედისწერო შეცდომა დაუშვა ამ საიდუმლოს გამხელით. -მე, მე ეს მაკლდა კიდე რო საბოლოოდ გამენადგურებინა ბარბარე, ახლა ყველაფერი ტრიალებდა, ყველა მოგონება ბარბარესთან დაკავშირებული შვილებთან.... დედობის უფლება წავართვი, ექოსავით ჩაეფმოდა ეს ხმა, დედა ვერ იქნება...... ამ ხმებმა ლამის გააგიჟა, მთელი სხეული აეწვა. -სანდრო ახლა ხო ხვდები როგორ უყვარხარ? ახლა შენი თავის ქენჯნა დადანაშაულება მისი ღაალატია. გთხოვ ამაზე უბრალოდ დაფიქრდი და მიხვდები რო ერტადერთი სწორი ნაბიჯი მისი ნახვაა...... -ამას როგორღა მოვერიო.... ახლა მოახლოებულ ღამეზე ფიქრობდა და გრძ ობდა როგორ ძლიერად უახლოვდებოდა ის საშჳნელი განცდა, თითქოს მუტაცია განეცადოს და აბობოქრებული და აჯანყებული ანგარიშმიუცემლად ემუქრებოდეს მის მსხვერპლს. სხეულს მხოლოდ ღრიალის ხმა ჰქონდა, აბობოქრებული და აგლეჯილი გრძნობები ძვლებს უმტვრევდა და ხრავდა, არ განძრეულა, არც ხმა ამოუღია, არც რამე დაულეწავს ასეთ დროს რო იცოდა, ვერაფერში დაიჭირა ხსნა, ამ ყველაფერს აზრი მშჳნ აქვს როცა ოდნავ მაინც უშვებ რო გათავისულფდები, მხოლოდ სიკვდილის მოლოდინი იყო სხნად დარჩენილი, იგრ ძო რო ერთ ღამეს მომხდარი შავი ჭირივით მოედო მთელ მის სიცოცხლეს და ერთ რამეც ცადენილი ცოდვა, ვერც ერთმა ღამემ ვერ გამოისყიდა მას შემდეგ დაუთვლელად გასულმა. „წყვდიადში ეშვებოდა და როგორც იგრძნო ეს გონიც დაკარგა“ ბიბლიოთეკაში ნოხზე გაწოლილი ალექსანდრე მარტინ იდენის ბოლო ფურცელს კითხულობდა და ბოლო წინადადებამ ისევ ისეთივე შეგრძნება მოგვარა, როგორც ყოველი წაკითხვისას. არ უნდა მოეკლა თავი მარტინს, ამას ვერაფრით ამართლებდა და ჯიუტად მერამდენედ კითხულობდა ამ წიგნს თითქოს რამე შეიცვლებოდა, ვერაფრით ეგუებოდა ამ წიგნის დასასრულს, რადგან მწერალმა თითქოს მკითხველს ყველაფრის იმედი მისცა, გზადაგზა ყველა ღირებული გრძობა გააცნო და ბოლოს ყველაფერი ისე დასრულდა რო არაფერს ჰქონდა აზრი, „ყველაზე უარესი ისა არის, რომ თვით სიყვარულში დავეჭვდი, წმიდათაწმინდა სიყვარულში“ მარტინის ეს სიტყვები აგიჟებდა, ამ წიგნის მიმართ პროტესტს უჩენდა და მაინც განუწყვეტლივ კითხულობდა, აქ პოულობდა რაღაც საერთოს და ეს ერთდროულად საპირისპირო გრძნობებს იწვევდა. კითხულობდა გაუჩერებლად, მთელი ბიბლიოთეკა თავდაყირა დააყენა და თვითონაც ვერ ხვდებოდა ასე გაფაციცებით რას ეძებდა, ტრამალის მგელი მთელი თავისი არსით ჯერ კიდევ გამოუცნობი და ამოუხსნელი ადამიანი იყო, თვითონ ეს წიგნი ბევრ კითხვაზე სცემდა პასუხს, თუნდაც ამ ფრაზით. „თვითმკვლელები თავიანთი მარტოსულობის წყალობით დანაშაულის შეგრძნებით შეპყრობილ ადამიანებად წარმოგვიდგებიან.. მათი სულიერი სწრაფვის მიზანს საკუთარი თავის სრულყოფა და დახვეწა აღარ შეადგენს“, ეს უფრო რეალურად ეჩვენა, ვიდრე მარტინის საქციელის ახსნა, „ტრამალის მგელზე დაწერილი ეს წიგნი მის სულიერ სენსა და შინაგან ხელმოცარულობას აღწერს, მაგრამ ეს სატკივარია, რომელიც სიკვდილს კი არა განკურნებას ელტვის“ ავტორის ეს სიტყვები კიდე უფრო ცხადყოფდა მის სისხლში და გენში გამჯდარ აზრს რო თვითმკვლელობა ყველაზე დიდი სისუსტეა. მაგრამ ახლა ასე მარტო რატო იყო, ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა, აზრებისგან სიმარტოვეს განიცდიდა, ბაბუამ ყველაფერთან შეგუება ასწავლა და ეს თანდათან დააფასა, ადამიანის ყველაზე დიდი ნაკლი და ღირსება ისევ შემგუებლობაა, ოღონდ აქაც უნდა ყოფილიყო ზღვარი, შეგუება არ უნდა ყოფილიყო მიჩვევა, ეს უფრო მეტი ძალის მომცემი უნდა ყოფილიყო რო ცხოვრება გაეგრძელებინა. ალექსანდრემ ასწავლა როგორ შეგუებოდა დილით მუხლჩაუხრელ შრომას, გაჭირებას, ტკივილს, ბოროტებას, ბრაზს, მაგრამ სინდისთან შეგუება არც უსწავლებია და არც ამის სწავლება უცდია, იცოდა რო სინდისთან შეგუება სიკვდილი იყო გარდაცვალების გარეშე, ცოცხლად ლეშად ქცევის გზა, ვერაფრით ეგუებოდა, ვერ ლახავდა ამ აღმართულ ჯებირებს, უიარაღოდ ებრძოდა შინაგან ხმას და ყოველ დღე მარცხდებოდა. -დედა, თავში ამ სიტყვამ დატოვა ოდნავ ნათელი კვალი და მაშჳნვე მისი ოთახისკენ წავიდა ცოცხალ-მკვდარი. რუსუდანი მის დანახვაზე, მისი თვალების წაკითხვაზე ლამის ცუდად გახდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ძლივს მოახერხა ეს ყველაფერი გულწრფელ ღიმილში ჩაეკარგა. -ხო ალექსანდრე, რამე მოხდა? თითქოს უდარდელად კითხა, მაგრამ ერთისული ჰქონდა მიზეზი გაეგო, ცოცხლად კლავდა დარდი იმაზე როგორ საშჳნელი სისწრაფით ბერდებოდა მისი ალექსანდრე. -დედა რამე მითხარი გთხოვ, რო არ გავგიჟდე, რო არ წავიშალო. ნაღვლიანი ღიმილით კედელზე მიყრდნობილი ძლივს ამბობდა ამ სიტყვებს. -დაჯექი ალექსანდრე, რა მოხდა, ამდენს უკვე რუსუდანიც არ ელოდა, მოჩვენებად ქცეული შვილის დანახვა მთლიანად ანადგურებდა. -დედა რამის გჯერა? რამე არსებობს... -კი, მჯერა, როგორ შეიძლება შენ ადამიანმა გიყუროს და არ ირწმუნოს სინდისის „პატარა ღმერთის რომელიც ყველა ადამიანში დევს“ -მე კიდე შენი მჯერა და მჯერა შენ რასაც ამბობ, მაგრამ ძალა არ მყოფნის რო ეს ყველაფერი დაჯერების ფარგლებს გასცდეს. -სანდრო შეგვიძლია უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ. -არა ზოგადად, აბსტრაქტულად მინდა ლაპარაკი, როგორ ფიქრობ დღე გაიმარჯვებს თუ ღამე? -სანდრო... -არა მითხარი დღე გაიმარჯვებს თუ ღამე? როდის გათენებულა რო არ დაღამებულიყო? -და როდის დაღამებულა რო არ გათენებულიყო? -ბევრჯერ, 6 წელია ყოველ დღე, დღე პირობითად, ისე ღამე უფრო ერქვა. -ასე მხოლოდ თავს იტანჯავ ალექსანდრე, გთხოვ იქნებ ცადო ყველაფრის დავიწყება.... -დედა რა აზრი ჰქონდა ჩემ დაბადებას? ჩემს ამქვეყნად მოსვლას? მხოლოდ ის რო ერთით მეტ გაუბედურებულ ადამიანს ევლო დედამიწაზე? -ყველა ადამიანი რო უფლისწულია ხო გახსოვს შენ ეგ? ნუ ივიწყებ ალექსანდრე ისეთ რაღაცებს რაც პიროვნებას განსაზღვრავს, მეც კი ვეღარ გცნობ..... -ყველა არა, ყველგან არსებობენ გამონაკლისები....... -ალექსანდრე ნუთუ საერთოდ არ გაქ ძალა რო იბრძოლო?! -აბა ახლა რას ვაკეთებ? უბრალოდ ყოველდღე ვმარცხდები, ყოველ ღამე გრიგალივით გადამივლის ეს განცდა, საკუთარ თავს პატივს არ ვცემ ეს კი ჩემთვის ყველაფერზე მეტია, მეგონა რასაც ცხოვრებაში არ გავაკეთებდი, ასეთ ხალხს ზიზღით ვუყურებდი და შემეძლო დაუფიქრებლად მომეკლა ყველა მოძალადე ცემაში ახლა მეც მათნაირი ვარ და საკუთარი თავის სიძულვილმა შიგნიდან შემჭამა. -რატო არ გინდა რო ამ ყველაფერს ისე შეხედო როგორც განსაცდელს, რაღაცისთვის საჭიროს, განა უფალი ისეთ განსაცდელს მოგივლენდა რისი გადალახხვაც არ შეგეძლო? -განსაცდელი კი არა ცოდვა, მომაკვდინებელი ცოდვა. ეს არავის გამოუგზავნია, ცოდვებს არავინ გზავნის ამას ჩვენვე ვჩადივართ... -შენ უბრალოდ არ გინდა რო გამოჯანმრთელდე ამ ყველაფრისგან არ ხარ საკმარისად ძლიერი ამისთის, რუსუდანი ცდილობდა სანდროს გაღიზიანებას ამ დროს საოცარ ძალას იკრეფდა ოშხარელი, მაგრამ არაფერი გამოდიოდა დედამისს. -ხო არ ვარ, ეგ უკვე ვიცი, თან დიდი ხანია, იქიდან როცა მისი შეყვარება დავიწყე.. -არადა სიყვარული პირიქით უნდა იყოს და თუ ასე არ არის მაშინ არ გიყვარს, უბრალოდ ასე გგონია, შენი თავი დააჯერე რო უნდა გყვარებოდა, სინამდვილეშჳ კი მას ჩაებღაუჭე რო როგორმე გაეთავისუფლებინე ამ შეგრძნებისგან, შენ ბარბარე კი არ გიყვარს შენი ცოდვა გეზიზღება...... -რუსო შენც ხო იცი რასაც ამბობ რო სისულელეა, მხოლოდ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანის ხერხი, რომელიც არც ჭრის და არც ხერხავს. გგონია დამაჯერებ რო მართლა მასეა? უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რო გავარკვიო რას ვგრძნობ და ჩემი გრძნობები მაშჳნებს, რა საშინელება რო გიყვარს და იცი ყველაფერი წაართვი, დედობის უფლება წავართვი დედა. რუსუდანს სახე ტკივილისგან ლამის შეეშალა, გაქვავდა, ცრემლები მდინარესავით მოდიოდა. -არ ეყოლება? -არა, ჩემ გამო, ესეც წავართვი. -ამიტო წავიდა? ალექსანდრე, ამიტო წავიდა და შენ ასე უმოქმედოთ ზიხარ? ნუ გამაგიჟე დედა, ასე როგორ იქცევი? -სხვანაირად არ შემიძლია. -რა არ შეგიძლია ალექსანდრე, მომისმინე ყურადრებით რატო ფიქრობ რო ბარბარე სუსტია? რატო გგონია რო რამეს ვერ გაუძლებს? მის საქციელს რო თვალი მიადევნო საპირისპიროშჳ დარწმუნდები, იმდენად ამაყი იყო რო იმის მერე რაც შენ გაუკეთე ნორმალურად ცხოვრება ვერ გააგრძელა, ცხოვრებისაგან გადგა და სიმარტოვეში გაატარა ამდენი წელი, შენ იცი ეს როგორი ძნელია მაშჳნ როცა ცხოვრება გიხარია? იმ ასაკშჳ როცა ბარბარე იყო? წარმოუდგენლად საშინელებაა დათრგუნო ყველაფერი და სრულ სიმარტოვეში გაატარო, არ გაბოროტებულა, პირიქით მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, იცი რამდენი ადამიანი ასეთ სიტოაციაში რამდენ სისულელეს აკეთებს? ტანჯვას, რომელიც ამ უბედურებას თან ახლავს შეუძლებელია ანალიზი გაუკეთდეს, ამ ყველაფრის მერე შეძლო რო შეეყვარებინე, შენ ვინც ეს ყველაფერი წაართვა, მთელი გულით, მე ხო გითხარი რო თუ გაპატიებდა მხოლოდ მაჳშნ როცა წარმოუდგენლად ეყვარებოდი, ხო იცი რო უყვარხარ? და თუ ეს იცი იმას რატო ვერ ხვდები ახლა როგორი უბედური იქნება? შვილი არ ეყოლება და აღარც შენ ყავხარ, თუ ასე უნდა მოქცეულიყავი მაშჳნ ჯობდა საერთოდ არ გამოჩენილიყავი მის ცხოვრებაში, ახლა უფრო ტანჯავ ვიდრე იმ ღამეს, ხო იცი როცა გიყვარს და იცი რო არასოდეს იქნები მასთან ეს შეგრძნება რო განგრევს, მაგრამ ამასაც უძლებს ხო ხედავ, ამ ყველაფერმა სული არ გაუუხეშა, შენ გამო წავიდა რო ეს არ გაგეგო და არ განგეცადა, ამის მერე როგორ შეგიძია ერთ ადგილზე იყო, ალექსანდრე ნუ გადამრიე, შენ ასეთი არ ხარ და რატო იქცევი ასე... -იმიტო რო მეშინია, მეჳშნია რო მაინც მოვკვდები და არ მინდა ეს მასტან ერთად მოხდეს. -ყველა მოვკვდებით, ყველა, და ნუ ამბობ ასე, უკვე ყვიროდა რუსუდანი, მეორე შვილის დაკარგვის წარმოდგენაც კი აგიჟებდა. უამრავი წყვილია შვილი რო არ ყავთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით რო ერთად იცხოვრონ, ბავშვები აიყვანოონ და შვილებივით გაზარდონ, რატო არ გინდა რო დარჩენილი ცხოვრება ბარბარეს ბედნიერებას მიუძღვნა? აიყვანეთ ბავშვები, რამდენს ჭირდება მშობლების ზრუნვა, რამდენი უპატრონო პატარაა, რატო ართმევ ბარბარეს ამ ყველაფრის საშჲალებას? ოჯახის ქონის შანსს? შენტან ყოფნის შესაძლებლობას? შენ ვალდებული ხარ რო სხვანაირად მოიქცე ალექსანდრე, შეუვალი იყო რუსუდანი, ვალდებული ხარ მაგ ქალისთვის ეწამო, როგორც ის შენ გამო, ამიტო სულაც რო კვდებოდე მისი ბედნიერებისთვის უნდა ისუნთქო და უნდა მიცე საშუალება ოჯახი ჰქონდეს, ვინც უყვარს იმასთან იყოს…ალექსანდრე ეს ვალდებულებაა და არა უფლება გახსოვდეს…... -დე როგორ ახერხებ ყოველთვის იყო ასე საოცარი, სანდრო დედას ჩაეხუტა, რუსუდანმა უკვე თითქმის მთლიანად გაჭაღარავებული თმა გადაუწია და მიიხუტა, ბავშვობაში იცოდა ხოლმე ასე ალექსანდრემ და დედასთან პატარა ბავშვივით ჩაეძინა ჩახუტებულს, ამდენი წელია არ ღირსებია ასეთი მშვიდი ძილი, ბავშვობის მოგონებები, ნელა უახლოვდებოდა და რო ჩაიძირა მათში მშვიდმა ძილმაც არ დააყოვნა. ნიკა რო ოთახშჳ შემოვიდა გაეღიმა მათ დანახვაზე, ორივე ჩუმად უხმაუროდ ეფერებოდნენ თავზე ალექსანდრეს, ნიკას ცრემლები აღრჩობდა ასეთ დღეშჳ რო ხედავდა შვილს. ვერც მატერიალური მდგომარეობის დაბრუნებამ და ვერც მოჩვენებითმა სიმშვიდემ ბოლომდე ვერ წაშალა იმ ღამეს გადებული ზღვარი მამა-შვილს შორის. მალევე გაეღვიძა, ფრთხილად წამოდგა, გაემზადა და მანქანა დაქოქა. კომპანიაში შესვლამ გული აუჩქარა, აქ გაიცნო ბარბარე და აქ რაც არ უნდა იყოს მაინც სასიამოვნო მოგონებები აკავშირებდა, მაშჳნ სულ სხვანაირი იყო, ჯერ კიდევ ჰქონდა ძალა ამ ყველაფერთან ებრძჴლა და მისი შემართება ეგონა ყველას და ყველაფერს აჯობებდა. ილიას კაბინეტზე დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო, ილია ტელეფონზე ლაპარაკობდა, სანდრო რო დაინახა, მაშინვე ანიშნა შესულიყო და საუბარს მალევე მორჩა, ხელი ღიმილით და მადლიერებით ჩამოართვა. -სანდრო როგორ ხარ ? -ვარ ილია თქვენ როგორ ხართ? -უკეტესად ვიდრე მაშჳნ როცა პირველად შემოხვედი ამ ოთახში ალექსანდრე. -ბარბარე როგორაა? თავისივე კითხვამ შეაკრთო. -შეგიძია თავად კითხო, არ მგონია შუალავალი გჭირდებოდეთ ან საჭირო იყოს. -თუ მეტყვით ზუსტად სადაა იქნებ არც დამჭირდეს შუამავალი. -მისგან ამის უფლება რო არ მაქვს მიღებული, გაეღიმა ილიას. -ხო იცით რო მისამართის დადგენა არ იქნება რთული უბრალოდ თქვენ მინდა..... -ხო მისამართის დადგენა რთული არაა მაგრამ არაფერშჳ გჭირდება დღეს შუა ღამისას ჩამოდის, იცის რო უნდა დავხვდე, მაგრამ მგონია რო მაგ დროისთვის გადაუდებელი საქმე მექნება და შენ თუ შეძლებ.......... სანდრომ ნერვიულობისგან ჩაახველა, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. -ჩამოდის? კი მე დავხვდები.... სანდრო ძლივს ამბობდა სიტყვებს. -იცი რა მიკვირს ალექსანდრე? როცა დაქორწილდით არც შენ და მითუმეტეს არც ბარბარეს არ გეტყყობოდათ რო ერთმანეთი გიყვარდათ, მაგრამ სამი წლის წინ როცა სახლშჳ მოიყვანე, სრულიად საპირისპირო დავინახე, ვერ ვხვდები აქამდე ასე როგორ ხართ? ვიცი რო ბარბარე ცოტა რთულად საურთიერთოა, განსხვავებული და უჩვეულო როცა ცოლად მოიყვანე, მაგრამ ის უფრო მიკვირს რატო დაშჴრდით ვიდრე ის გამიკვირდა როცა დაქორწინდით. -რომელ საათზე ჩამოდის? თავში აზრები ღრიანცელით დაიკლაკნებოდა. -ღამის 5 ისკენ, გაიღიმა ილიამ და მხარზე ხელი დაადო. -მადლობა. სამზე უკვე იქ იყო, მოუსვენრად დადიოდა მტელ აეროპორტშჳ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ამ პერიოდშჳ მისი სინდისი ისევ გამძვინვარებული იყო და რამდენჯერმე იფიქრა წასვლა, სახე ტკივილისგან შეშლილი ჰქონდა და არ უნდოდა ასე ენახა კუდიანს, მოლოდინი წამების დათვლის რეჟიმში იყო გადასული და საშინლად ნელა მიედინებოდა, სიმწრის ოფლი ასხავდა, სახე სულ არეული ჰქონდა, მთელი სხეული უკანკალებდა, სუნთქვა ისე გაუხშირდა ვერ წყნარდებოდა, გულს ბაგაბუგი გაქონდა და ეგონა ამოვარდნას ისე ესწრაფოდა რო მალე მიზანს მიაღწევდა. გასაღებს ხელშჳ ნერვიულად ატრიალებდა და მაშჳნ გაშეშდა, როცა წინ მომავალი დაინახა, გრძელი სრიალა კონიაკისფერი თმები მხრებზე გადმოღვროდა და გასასვლელიდან მომავალი ქარი ოდნავ არხევდა, მომდგარი შარვალი ეცვა, გრძელი გამხდარი ფეხები მსუბუქად მოაბიჯებდა ბარგთან ერთად, გრძ ობდა რო რაღაც გუდავდა და ძლივს მიხვდა რო უჰაერობა იყო, სუნთქვაც კი დაავიწყდა მის დანახვაზზე, ეგონა რო ხმა არ ჰქონდა მისთვის დაეძახა, სადღაც ღრმად ჩაკარგულიყო ხორხში და ხმას ვერ იღებდა. იგრძნო რო როცა მის თვალებს წააწყდა დაიჭირა წამი, წამი რომლის გამოც სიცოცხლე ღირს, წამი, რომელსაც ძალიან ხშირად ცრემლები მოდევს, ბარბარეს თვალები მთლიანად წყლით დაიფარა, ხელებში ძალა მთლიანად დაკარგა და ბარგსაც ვერ იჭერდა, მის დანახვაზე ყველაფერი აეწვა, მისი თეთრი გაჭაღარავებული თმა, ფერმკრთალი სახე და მძჳმედ დამჩნეული წლები ყველა ტკივილს წონიდა და შემზარავად მოქმედებდა კუდიანზე. ძლივს უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, ბარბარე ვერც და უკვე აღარც იკავებდა ცრემლებს ასე დაუდევრად რო მოედინებოდა მის სახეზე, რაც უფრო უახლოვდებოდა ეგონა ყველაფერი ეწვოდა, უბრუშდებოდა, კაპილარები აწყდებოდა, თითქოს ყველა ღამე მასთან ერთად განიცადა სინდისის სასჯელი. სანდრო ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უახლოვდებოდა, უფრო მეტ ტკივილს რო იტევს. -მოგეხმარები, ჩემოდანს ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ უხმოდ დაიძრნენ, საბარგულში ჩადო და ბარბარეს კარი გაუღო, კუდიანი გაუნძრევლად იდგა და ვერაფერს ახერხებდა ტირილის გარდა, ისიც მხოლოდ თვალები ტიროდა, სახე უძრავი იყო. შუა გზაში იყვნენ სანდრომ სველ ლოყაზე რო ხელი მოუსვა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა, სხეულზე რაღაცები დარბოდნენ. -ასე დავმახინჯდი რო ხმასაც აღარ მცემ? ღიმილით კითხა ალექსანდრემ, ბარბარემ სახე ხელებში ჩაიდო და მხრების ცახცახზე ხვდებოდა ოშხარელი რო ტიროდა. -ბარბარე რა ლამაზი ხარ რო იცოდე, ახლა ბალზაკის ასაკში ხარ, მის დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ ხვდებოდა რო ყველა სიტყვა უარესად მოქმედებდა. მანქანა გააჩერა და გადავიდა, მისი მხრიდან კარი გააღო და სახიდან ხელების მოცილება სცადა, მაგრამ ბარბარე თავს არ სწევდა, უფრო და უფრო ტიროდა. -რა გაწუხებს მითხარი ბარბარე გთხოვ. ბარბარემ თავი გააქნია არას ნიშნად. -მაშინ მე გეტყვი, შვილები არ გაგვიჩნდება ხო? ბარბარემ თავი სწრაფად აწია, თვალებში ჩახედა, თითქოს სიფერმკრთალისგან სანდროს ლურჯ თვალებსაც ფერი დაეკარგა და ეგონა რო წყალშჳ იხედებოდა. -არ გაგვიჩნდება, მაგრამ შეიძლება გვყავდეს, რამდენი პატარაა ვისაც მშობლების ზრუნვა ჭირდებათ, ალექსანდრემ ამის თქმას ამმოაყოლა მტელი ძალა. ბარბარემ ღიმილით შეხედა, თვალები სულ სავსე ჰქონდა ცრემლებით. -პატიების თხოვნასაც ვერ ვბედავ, რა უნდა გითხრა როცა ჩვენი მომავალი შვილები მოვკალი, ბარბარეს ტირილი აუვარდა.. -ეგ არ თქვა მეტჯერ,აღარ გაიმეორო, ძლივს ლაპარაკობდა და მთელ გულს აყოლებდა თითო სიტყვას..... რატო უნდა მთხოვო პატიება, მე ხო გაპატიე უკვე....... -მე ეს არ მიგულისხმია მაშინ რო გთხოვე.. -მე ხო ვიგულისხმე ალექსანდრე, მე ხო ვიგულისხმე, გთხოვ ამაზე არ იფიქრო, ბარბარე გრ ძობდა რა საშიში იყო მისი მზერა, მის ხმას ამოყოლილი ტკივილი, სახეზე აკანკალებული ხელები დაადო, თმაზე გადაუსვა თითქმის სულ თეთრი რო იყო, საფეთქელტან შევერცხლილ თმაზე აკოცა და მთელი ძალით მოეხვია, ორივე გრ ძობდა რო ჰაერი არ იყო საკმარისი ამ ჩახუტების სიმძაფრე რო დაეტია, გული ისე შეეკუმშა რო ეგონა ვეღარ დაუბრუნდებოდა ნორმალურ რიტმს, კისერი მისი ცრემლებით დაუსველდა, მისი გრძელი თმის შეხებამ ყველა მოგონება წამოშალა, სრიალა თმა ხელში სილასავით ეცლებოდა, ეფერებოდა უკვე საგრ ძობლად გაზრდილ თმას და ისევ გრ ძობდა საოცარ „წყლის“ სურნელს. ბარბარეს არ უკითხავს სად მიდოდნენ, თვალს ვერ აშორებდა მის სახეს.. -ნუ მიყურებ ყურადრება გადამაქ და ვერ ვატარებ, გაეცინა სანდროს, ბარბარეს თითქოს არაფერი გაუგონია ისე მოუსვა თავზე ხელი, ეფერებოდა და სხვა ვერაფერს გრძ ობდა მონატრების გარდა. მაშინ გამოერკვა, როცა სანდრომ მანქანა გააჩერა და კარი გაუღო, ეგონა გადასვლას ვერ შეძლებდა ისე იყო ემოციისგან გასავათებული, ალექსანდრემ ხელი მიაშველა, კუდიანი მიეყრდნო და თავი მის კისერში ჩარგო, ცრემლები თითქოს აღარ ჰქონდა და ვეღარც ტიროდა, თვალი უზარმაზარ სასტუმროს მოავლო გარედან რო დიდი ასოებით ეწერა „სანბარე“. თითქოს გამშრალმა ცრემლმა ხელახლა იწყო დენა. -შიგნით პატარა კაფეა, ჩვენსას ძალიან ჰგავს და თუ დამთანხმდები დაგპატიჟებ, მართალია ჯერ ნორმალურად არ გათენებულა, მაგრამ არც მე მძინებია და არც შენ ამიტო შეგვიძლია შევიდეთ. ბარბარე თვალს არ აშორებდა წარწერას, და სანდროს ხელს უჭერდა. -ყველაფერს რაც მაქვს ასე ჰქვია, ყურში მისი ხმა იგრძნო და რაც გულში მაქვს იმასაც. -მიყვარხარ ალექსანდრე, ჩუმად ძლივსშესამჩნევად თქვა ბარბარემ და სანდროს ღიმილი არ შეუმჩნევია ისე შევიდნენ შენობაში. იმდენი სალაპარაკო ჰქონდათ ეგონათ მტელი ცხოვრება არ ეყოფოდათ. -ცანდლო ქეთო და ნაგაზი როგორაა? ისეთი მონატრებული ხმით თქვა ბარბარემ რო სანდროს გაეღიმა. -აღარ ვჩლიფინებთ, უკვე დიდი გოგოა, გიო დაგაზაობს წინ და უკან, მთელ სახლს იკლებს. -აღარც ვემახსოვრები, ბავშვებს ყველაფერი მალე ავიწყდებათ. მტელი გულისტკივილით თქვა ბარბარემ. -ქეთო გაგიბრაზდა, რო დაპირდი სკოლიდან რო მოხვალ დაგხვდებიო, მაგრამ მალევე გადაუარა ისე ენატრებოდი...... -კოსტალა? -ეგ სხვა თემაა, მაგის მერე სასწაულების მჯერა, ტიპი გამუდმებით ვარჯოშობს, ლამისაა დამეწიოს სიმაღლეში ყოველდრე მეტოლება, სარჩელის დაწერას თუ ვერ ვასწრებდი თვითონ მიბეჭდავდა წარმოგიდგენია, ახლა ყველაფერი კარგადაა სახლში, მამა და დედა შერიგდნენ, თამუნა აღარ ჭირვეულობს, სხვა ყველაფერი ძველებურად. ბარბარე შენ? შენ როგორ ხარ? კუდიანმა სანდროს ხელი აიღო, საგრ ძობლად გამხდარი რო იყო, ხელზე ჩუმად ეფერებოდა და იღიმებოდა. -კარგად ვარ, თითქმის არაფერი უჭამიათ, ბარბარე სანდროს ყველა ლუკმას ითვლიდა და ორს ვერ აცდა, მისი შეცვლილი სხეული აგიჟებდა, სულის გაუსაძლის მდგომარეობას რო გამოხატავდა. ყველაფერი ლაგდებოდა, ერთად ცხოვრება იმ მომენტშჳ ერთადერთი გამოსავალი იყო, რაც ერთმანეთი ნახეს წამითაც ვერ შორდებოდნენ. ხელის მეორედ თხოვნა გამორჩეული იყო, გამორჩეული იყო ქორწილიც, სტუმრებიც, სამკაულიც და ღიმილი სამკაულადაც, „პირველი“ღამეც და შემდეგი ღამეებიც, სიყვარულიც და რამდენიმე საათიანი განშორების შედეგად მონატრებაც. აყვანილი ანდრია ყველაფერს შუქს ჰფენდა, დაძახებული დედა ყველა ტკივილს ავიწყებდა,მაგრამ სანდრო ისევ იგივე იყო, ისევ აუტანელი მტანჯველი საათები, უძილო, აბობოქრებული ღამეები, საბოლოოდ შეწირული ჯანმრთელობა და ძლივს გადატანილი თითქმის ყველა დაავადება, უკვე უბრალო გრიპიც მომაკვდინებელ სენად ექცა, ყველა დაავადება შავი ჭირის ნიღაბს ატარებდა დასუსტებული ორგანიზმი ბევრს ვერ უძლებდა და ლოგინად ჩავარდნილი ოშხარელი ყოველ დღე ებრძოდა სიკვდილს. დაუძლურებული სხეული სუნთქვის ნაცვლად უკვე ხრიალის ხმას გამოსცემდა, ხორცი თითქმის აღარ ჰქონდა ძვალზე დაგაკრული კანიღა დარჩა, ერთ დროს ბარბარეს რო ეგონა რო მისი სხეულიდან განუზომელი ძალა მოდიოდა, დაძარღვული კისერიდან ენერგიას ასხივებდა, ახლა ამ სხეულს ჭიქის დაჭერაც არ შეეძლო, კუნთები თითქოს ძვლებმა უმოწყალოდ შეიწოვა, სარეცელზე 34 წლის კაცი კი არა 60 წლის მოხუცი თუ იწვა მთლიანად თეთრი თმით, ავადმყოფური სახის ფერით და წყლისფერი თვალებით, არაფერი იყო ალექსანდრესგან დარჩენილი, მხოლოდ სინდისი. მთელი დღე ეძინა ამ სხეულს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა ღამე 3 საათიდან 4 საათამდე არ გაეხილა თვალები და მაშჳნ ამ სუნთქვის მოსმენა გაუსაძლისი იყო, სხეული ვერ ინძრეოდა მაგრამ სული ბობოქრობდა და ამ სუნთქვაში ჩანდა გაუსაძლისი მდგომარეობა. ბარბარე ცრემლად იღვრებოდა და უხმოდ, უსაყვედუროდ იტანდა ამ ყველაფერს. მეტი აღარ შეეძლო, კანკალმა აიტანა იმის წარმოდგენაზე რო შეიძლებოდა სუნთქვა შეეწყვიტა. -სანდრო, გთხოვ, გავარვარებულ შუბლზე გაყინული, აკანკალებული ხელი დაადო. გევედრები, რო იცოდე როგორ მიყვარხარ...........ბარბარეს ატირებულმა ხმამ მაინც შეძო მთლიანად გაებზარა უკვე ნამსხვრევენად ქცეული ოშხარელი. -სანდრო თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, შენ თავს ნუ წამართმევ, იმაზე ცუდ მგდომარეობაშჳ ჩამაგდებ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, რატო გინდა რო შენი თავის „უდანაშაულო“ მკვლელად იქცე, რატო არ ებრძვი, რო იცოდე როგორ მიყვარხარ, რო გესმოდეს, სინდის ყურადრებას არ მიაქცევდი.... -მაპატიე ბარბარე, მაპატიე რო მეხსიერების მუდმივობა....... -რა მეხსიერების მუდმივობა სანდრო? რაზე მელაპარაკები, როცა ასე მიყვარხარ, მახსოვს, მაგრამ ამას ის ემოცია არ აქვს რაც ადრე, ცარიელი ფაქტი კი არაფერს წარმოადგენს, იმასტან რასაც მე შენ მიმართ ვგრძნობ არაფერს ნიშნავს. -მეხსიერების მუდმივობა შენი კი არა ჩემია, ჩემი მეხსიერებაა განუკურნებელი, ჩემია უპატიებელი, შენ ბარბარე გიყვარვარ და მაპატიე, მეკი რაც უფრო მიყვარდები უფრო მეტად ვმძიმდები, უფრო მიჭირს, მაპატიე რო ასეთი სუსტი აღვმოჩნდი, მაპატიე რო ამ შეგრძნებას ვერ ვებრძვი. ხმა რომელიც ყველაფერზე მეტი იყო, მისი გულისცემა, რომელიც არ იცოდა როდის შეწყვეტდა ძგერას და მის მკერდზე მიდებული ყური, ძლივს ამოთქმული სიტყვები -არაფერი ღირს იმად რო ზურგი აქციო იმას რაც გიყვარს ალექსანდრე. -მნემოზინე..... სანამ ჩაეძჳნებოდა რამდენჯერმე ახსენა ეს სახელი, ბარბარეს შიშის ჟრუანტელი უვლიდა მეხსიერების ქალღმერთის ხსენებაზე. სანდროს ოთახში ყველაფერი სანდროსეული იყო, არაფერი განსაკუთრებული, არც ავეჯი, არც ოთახის განლაგება, არც კედლები, მაგრამ თითქმის ყველგან შეიძლებოდა მისი სულის რაღაც ნაწილის წაკითხვა, არასოდეს არ ჰქონდა ოთახში ბევრი წიგნი, მიუხედავად იმისა რო ერთად რამდენიმეს კითხვა უყვარდა, შეეძლო 10 წიგნი ერთად დაეწყო და ყველა თანაბრად ეკითხა, მაგრამ ყოველთვის ერთი ჰქონდა საწოლთან და ყოველთვის ფანქარი იყო წიგნში ჩადებული და ყოველთვის 27 გვერძე, დიდი ფიქრი არ დასჭირებია ბარბარეს რო ის ასაკი გამოეცნო, როცა სანდროს სულს ეს ცოდვა დააწვა. წიგნში ყოველთვის იქნებოდა წარწერები, საშინლად გაკრული ხელით ნაწერი რო ვინმეს თუ ცნობისმოყვარეობა წაძლევდა ვერ წაეკითხა. ბარბარე სულ ცდილობდა წაკითხვას, რო მისი მდგომარეობა გამოეცნო, რო როგორმე დახმარებოდა, ბევრ რამეს ბოლომდე ვერ კითხულობდა, მაგრამ ხვდებოდა საიდან იყო და რა იყო. „მაგრამ მშვენება დროის ხელით ნასათუთები, დროის ხელითვე იღუპება და სამარდება“, „არაფერია გარდაუვალი გარდა სიკვდილისა“ „სინანული არის კიბე რასაც იქ ავყავართ საიდანაც ჩამოვარდით“, „ერთადერთი გზა სხვებს არ დაშორდე, არის სუფთა სინდისი გქონდეს“, ბევრგან ეწერა მეხსიერების ქალღმერთის სახელი, წიგნი აჭრელებული იყო, დალის ბიოგრაფიის მონაცემებით გაბნეულად, ქაოსურად, გარდაცვალების წელი 1989 ამ წლის თითოეული ციფრი იყო შეკრებილი და მათი ჯამის შედეგად მიღებულმა რიცხვმა ბარბარეს ყველაფერი ჩაუწყვიტა. ჯამმა 27 შეადგინა, სანდროს რიცხვი შემოხაზული ჰქონდა და გვერძე ეწერა „გაწყვეტილი ძარღვი და სიკვდილი“, ნიუ იორკი ეწერა წიგნის 31 გვეძე და 19-ზე თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმი, აქ მიხვდა რო ეს ის მუზეუმი იყო სადაც დალის ეს ნახატი ინახებოდა, ნიუ იორკში, 1931 წელს შესრულებული. ბარბარეს ეგონა რო ყველა წარწერა, რომელსაც ხსნიდა აგიჟებდა, მთელ სხეულს უმდუღრავდა. გრძნობდა სანდროს აუტანელ ტანჯვას და უყურებდა მის სხეულს, ცვლილება ყველაფერს ავიწყებდა, გულს უკუმშავდა და აგიჟებდა. „ადამიანებში აღტაცების მომტანი უფრო ბევრია ვიდრე დასაძრახი“ თვალი რო გაახილა პირველი ეს დაინახა ჭერზე წარწერამ გაღიმებაც კი შეაძლებინა, საწოლზე ბარბარე ანდრეას ათამაშებდა და თან ტანსაცმელს უცვლიდა, პატარას რო არ ეტირა ნელ-ნელა სასაცილოდ ეღრიჯებოდა და კოცნიდა, ანდრია გაფართოებული თვალებით უყურებდა, გაოგნებული იღიმებოდა. -რაო დე ვინ უნდა ჭამოს ფიები? ეჩურჩულებოდა კუდიანი. სანდროს გაეღიმა და წამოჯდომა ცადა, არაფერი გამოუვიდა, ხელებსაც ვერ ეყრდნობოდა, ანდეამ სანდროსკენ გაიწია და მისკენ გაშვერილი ხელები უმოქმედოდ დაეშვა საწოლზე, ბარბარემ ძლივს მოახერხა ბავშვის დაჭერა რო არ დავარდნილიყო. ყველაფერი ეს შემზარავად აისახა ოშხარელის სახეზე, სანდროს მიუჯდა და ბავშვი ისე მიუყვანა, ხელებსაც ვერ ხვევდა ალექსანდრე მხოლოდ ტუჩებს თუ ოდნავ ამოძრავებდა მის შუბლზე, ანდრიამ ჯერ ლაპარაკი არ იცოდა და სასაცილოდ წამოისროდა სიტყვებს. დედას ამბობდა და ბარბარე ამ სიტყვის დაძახებაზე საშინელ სიამოვნებას განიცდიდა.ოთახში რუსუდანი შემოვიდა ანდრია ღიმილით გამოართვა, პატარა ბოთლის დანახვაზე აჭყლოპინდა, სამივეს გაეცინა. -როგორ ხარ სანდრო? ბარბარე დაიხარა და შუბლზე აკოცა. -ვარ ასე ფიქრებზე დაყრდნობილი. -დღეს ბიჭები მოვლენ, უკვე რამდენი ხანია მოსვლა უნდათ. -ხო ახლა ფიქრობენ რო ყოველი ნახვა შიძლება ბოლო იყოს. -რატო ლაპარაკობ ესე? -იმიტო რო ასეა ბარბარე, აქამდე ვერ მოდიოდნენ ახლაც არ იქნებიან ბუნებრივები, ვიცი რო მათ თვალებში იმ საგანგაშოს დავინახავ რაც სახეზე მაწერია, ვიცი როგორ გაუჭირდებათ აქ მოსვლა და ჩემი გაცილება ამ ქვეყნნიდან. -ძნელია ასეთ დროს იყო ბუნებრიივი, ძნელია სიკვდილს შეეგუო, მონატრება ყველაზე მეტად გებღაუჭება და როცა გგონია რო ყველაფრის გაძლება შეგეძლო სინამდვილეში შენი ძალა ერთ ამოსუნთქვას მიაქ და მარტო გტოვებს ამ ტკივილთან. -ბარბარე ეს როგორ დაწერე? გაეღიმა სანდროს და მაჳშნვე ტკივილმა წარბები შეუკრა. -მე არა ალბერ კამიუმ დაწერა. -ჩვენ ჭერზე? მეგონა 1960 ში თუ რაღაც მაგ დროს გარდაიცვალა, ხო ხედავ სასწაულებიც ხდება. რაო მერე რა თქვა ჩვენთან სტუმრად რო იყო? შავი ჭირის ბაცილა არასოდეს კვდება და არც არასოდეს ქრებაო ხო? -არაფერი უქვამს, მარტო ეს დაწერა და უხმოდ წავიდა, ალბათ ჯეროდა რო ვისთვისაც დაწერა ის გაიგებდა, მაგრამ ხო ხედავ სასწაულები ხდება, მაგრამ ჩვენ ხშჳრად ამას ვერ ვამჩნევთ, რადგან არ გვინდა. სანდროს ტკივილისგან სახე შეუწუხდა, ძლივს ამოისუნთქქა, ბარბარემ სწრაფად გაუსწორა ბალიში, თმაზე ხელი გადაუსვა და გამხმარ, დაკრუნჩხულ თითებზე აკოცა უკვე სილურჯეში რო გადადიოდა. ჯვრისწერის ბეჭედი ისე გადიდებოდა რო აღარ უკეთდებოდა და კისერზე ჰქონდა ჯვართან ერთად ჩამოკიდებული. -მე მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, მხოლოდ ერთი, ადამიანი ვყოფილიყავი, ადამიანი მრქმეოდა, ამ სტატუს ბოლოში კითხვისნიშანი არ ჰქონოდა და როცა ეს ვერ მოვახერხე, ვიგრძენი როგორ დაიწყო ჩემი აგონია, იმ ღამეს შენი სახის დანახვისას ვიგრძენი რო მოვკვდი და არც შევმცდარვარ. ვიცი რო ზედმეტი მომდის, ვიცი რო უარეს გიკეთებ, მაგრამ რო შემეძლოს ბარბარე არაფერს დავიშურებ, სამოწყალოდ გახდილ სიცოცხლესაც კი ერთ ამოსუნთქვაში გავყიდდი ოღონდ შენ ბედნიერი იყო, არაფერი მინდა ამქვეყნად გარდა იმისა რო შენ ბედნიერება ისე გაიხადო ცხოვრების წესად რო ვეღარც ხვდებოდე მის არსებობას, ისე როგორც ეს წლები ცხოვრობ უბედურებით. მაგრამ ტკივილი ინდივიდუალური შეგრძნებაა ისევე როგორც სინდისი, ყველა სხვანაირად აღიქვავს, „ყოველი კაცი თავადაა საკუთარი ტკივილის საზომი და საზღვრის დამდგენი“ მე კი ვერც შევეგუები და ვერც დავემორჩილები ჩემ სინდისს, ერთხელ ჩამავლო და მას მერე კბილებით დამათრევს, ძვალს მიჭამს და მიღრნის, გამანადგურა და დამანგრია, შენი სიყყვარულიც კი მისკენაა, მიყვარხარ და ვგრძნობ როგორ უფრო მძჲლს ჩემი თავი რო შენ ეს გაგიკეთე, არავის ვაპატიებდი შენთვის ამის გაკეთებას და არ შევარჩენდი და ვერც საკუთარ თავს ვაპატიებ და ვერც შევარჩენ ამას. მაგრამ მიუხედავვად ამ დაუტეველი სიძულვილისა საკუთარი თავის მიმართ სიცოცხლე არ მეთმობა და ასე არასდროს მდომებია მეცოცხლა, არ მინდა რო დაგტოვო.... -როგორ შეიძება მე გიყვარდე და საკუთარი თავი გძულდეს ალექსანდრე? მაშჳნ არც მე გიყვარვარ.. -ბარბარე... -მე თუ გიყვარვარ შენი თავი როგორ შეიძლება გძულდეს გამაგებინე, როცა ჩემში მთლიანად შენ ხარ, ახლაც შენით ვსუნთქავ, ახლაც ვფიქრობ რო თუ ოდესმე არ უნდა გამეცანი მაშინ მერჩივნა რო ასე შეგხვედროდი, ყოველი წამი და ტკივილი მიღირდა ამად, მე მიღირდა და არ ვიცი, ესეც ინდივიდუალურია, სიყვარულის საზღვრებსაც ყოველი ადამიანი თავად განსაზღვრავს. რო შემეძოს ისევ ამ ცხოვრებას ავირჩევდი თუ ეს იქნებოდა ერთადერთი გზა რო შენი ცოლი მრქმეოდა. შენთან გატარებული დღეები გაცილებით უფრო დიდია, უფრო ვრცელი, უფრო ტევადი და უფრო სავსე ვიდრე ნებისმიერი სხვა დღე. სანდრო ეს უნდა გაიგო, უნდა გესმოდეს, თუ მართლა გიყვარვარ შენც ასე უნდა იყო, ასე უნდა ფიქრობდე და გრძ ობდე, რომ არა ეს დღე მეც და შენც სულ სხვა გზებით ვიქნებოდით, შეიძება ბედნიერებიც გვრქმეოდა, გვქონოდა ბედნიერი არაფრით გამორჩეული ოჯახი, ყოფის აუტანელი სიმსუბუქით გაჯერებული, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვიქნებოდით და მეტი არაფერი, მაგრამ ეს სხვაა, სულ სხვა მე შენი სუნთქვაც კი ისეთი მეჩვენება როგორიც უნდა იყოს, ჩემთვის შენი ხასიათი ყველაზე და ყველაფერზე მისღებია, რაზეც კი ოდესმე მიფიქრია თითქოს ამ ყველაფერს შენ ამბობ, როგორ ოჯახზეც ვოცნებობდი ზუსტად ისეთი გინდა შენც, არც ერთი შენი ქცევა მეჩვენება გადაჭარბებულად, მგონია რო შენ ხარ ის ერთადერთი ვისთვისაც ამ ყველაფრის თქმა შემეძლო, ვიცი რო არასოდეს ვიქნებოდი ასე ბედნიერი როგორც შენი ღიმილის დროს, ვიცი რო ყოველთვის ღირსეული კაცი მეყოლება გვერდით, რომელსაც დავეყრდნობი და დამეყრდნობა, მინდა რო იყო სანდრო, მინდა რო ვიცოდე რო ხარ, ამ სამყაროში ხარ თუნდაც ჩემგან შორს, თუ ჩემი ყოფნა ასე ახლოს უფრო გამძიმებს, გეფიცები რო შემიძლია წავიდე, შენთვის, შენ რო იყო კარგად და მეც კარგად ვიქნები ამის გამო. -ბარბარე რას ამბობ? -ხო ვხედავ რო ცუდად ხარ ჩემთან ერთად სანდრო. -უშენოდ უფრო ცუდად ვიქნები, ახლა მხოლოდ ღამე მამტვრევს ეს შეგრძ ება უშენობით ეს დღეც და მთელი ცხოვრება გაგრძელდება.ლევანის ხმამ გამოაფხიზლათ, ოთახში ბიჭები შემოლაგდნენ, ახლა ხვდებოდა ბარბარე რაზე ელაპარაკებოდა სანდრო, ბექასაც თვალები წყლით ჰქონდა სავსე და ხმას ვერც ერთი იღებდა ნორმალურად, ნანახმა იმას გადააჭარბა რისთისაც ემზადებოდნენ და ყველაფერი წყალშჳ ჩაიყარა, ჯაბა საერთოდ ოთახიდან მალე გავიდა იმას სიკვდილი ერჩივნა ცრემლი რო წამოსვლოდა ისეც არ შეეძლო ამდენს ვერ იტევდა. ლევანი საწოლზე ჩამოუჯდა და უცნაურად უღიმოდა, უღიმოდა და ღიმილი იტევდა ყველაფერს რასაც მაშჳნ გრძნობდნენ, აუტანელ ტანჯვას, სიკვდილის შესაძლო გამარჯვებას და უკვე შემზარავ მონატრების მოახლოების წამებს. -ბექა რა გჭირს ტო? იმას უთხარი შემოვიდეს სად გაიქცა, ახლა მჯიღებს ირტყავს გულზე ალბათ, ცადა ეხუმრა, მაგრამ უფრო მეთი წყალი იგრძნო მათ თვალებში. -ბექას თავისი გასაჭირი აქვს, სიტოაციის გამოსწორება ცადა ლევანმა. -რა გასაჭირი? -გვანცამ რაღაც წიგნი მისცა და ორი დღეა ბალიშს ალპობს. -დაგალპობ ახლა შენ, ენა ნუ გაქ გრძელი! -თამილა ქვია წიგნს, მუსულმანებზეა, როგორ ჩაგრავენ ქალებს, რა სიტოაციაში უწევთ ცხოვრება, მათი კანონებბის წაკითხვისას ბექას სამართლებრივი შეგრძნება და ქართული კანონმდებლობის სიყვარული ყველა საზღვარს გასცდა.მიაყარა ლევანმა. სანდროს გაეცინა. -გაჩუმდი რა. -ბექა გადაირია რაც წაიკითხა წერია რო ქორწინება:“მამა ყიდის ქალს“ ამ ნორმას შეფასების გარეშე დავტოვებ, თორემ შორს გამიგრძელდება, მერე „შენ შეგიძია ცოლისაგან, გარდა ცხედრისა, გააკეთო ყველაფერი“ აი გამაგებინეთ ეს რო კანონებში უწერიათ ასეთი ხალხი ნოორმალურია?“ მე საქართველოს ფანი ვარ, ეს ისედაც იცოდით, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა, გაიცინა ლევანმა. ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ამის მერე დავაფასე კი არა არ ვიცი ვეთაყვანები. მოიცა და კიდევ იცი რა არის თურმე ქალს შეუძლია თავი შეაფაროს მამის ოჯახს და ასეთ დროს ითვლება აღშფოთებულ მდგომარეობაში, ამის წაკითხვისას ის გამახსენდა ევროპა და ევროკავშირი, აღშფოთებულებიიი...... -ფერდინანდ დიუშელის თამილა? სანდრომ ღიმილი ვერ დაფარა. -შენც წაგაკითხა? -ხო მახსოვს მთელი ზაფხული თავზე მადგა და მერე სიამოვნებდა ჩემი თვალების ყურება. მაგრამ მერე დავუმუღამე ვითომ თამილას ვკითხულობდი სინამდვილეში დუმბაძის მოთხრობებს და ისე მეცინებოდა სულ გადაირია, უგულო მიძახა, ღამე ვკითხულობდი ხოლმე მაგას და მესმის ბექა რა დღეშიც ხარ..... -ბექა პატრულირებისას გულაჩუყებულია სულ, ქალს რო საჭესთან ხედავს არც აჯარიმებს ამ წიგნის გადამკიდე, არადა როგორც ეგენი ატარებენ.....საოცრად, ზოგჯერ ისეთ მანევრს აკეთებენ გეფიცები რო დავჯდე და ვიფიქრო ეგეთ სისულელეს ვერ მოვიფიქრებ. -ეგრეც არაა, ბარბარე კარგად ატარებს, გამოიდო თავი სანდრომ, ბიჭებს გაეცინათ, თან უხაროდათ სანდრო რო აიყოლიეს, ამის გამო დაიწყეს ლაპარაკი. -გაჩუმდი ახლა, თავში წამოარტყა ბექამ. ბარბარემ იქვე შეუტანა ბიჭებს რაღაცები, ვერც ერთმა დააკარა პირი, სანდროს შემოხვეოდნენ, გათამამებული ბექა უკვე საწოლში იწვა და ფეხებს სასაცილოდ ათამაშებდა, გველნაკბენივით წამოხტა გვანცა რო შემოვიდა, გვანცას ზედაც არ შეუხედავს სანდროსთან მივიდა, ყველას მიესალმა ბექა ნერწყვს ძლივს ყლაპავდა ნერვიულობისგან და საწოლისქვეშ შეყრილ ფეხსაცმელებს სასაცილოდ ეძებდა ისე რო არავის შეემჩნია.ჯაბა კიბეებთან იდგა და ფანჯარაში იყურებოდა, ბარბარე ფრთხილად მიუახლოვდა, ჯაბა უცნაურად შეიშმუშნა არ უნდოდა ის რაც სახეზე ეწერა და რააც თვალებიდან მოდიოდა ვინმეს ენახა. -ჯაბა სანდროს ძალიან მოენატრეთ და ჯობია შეხვიდე, მხარზე ხელი დაადო -არ მინდა ასე დამინახოს. -მთავარია დაგინახოს, დაგელაპარაკოს, თქვენ ყოველთვის ძალიან ეხმარებით. -ის ჩვენ გვეხმარებოდა რო ასეთები ვყოფილიყავით და ვგრძობ როგორ იშლება ეს ყველაფერი, ჯაჭვი მხოლოდ მთლიანია ისეთი როგრიც გინდა იყოს, აღარაფერი იქნება ძველებურად. ჯაბამ ბარბარეს გამშრალ, ტირილისგან გამოფიტულ თვალებს შეხედა და უფრო ეტკინა ყველაფერი. ბარბარეს გადაეხვია და ძალიან ჩუმად ჩაჩურჩულა. -თქვენ ბედნიერებას იმსახურებთ, სანდრო არ ვიცი ჩემთვის ძმაკაცზე მეტია, არც კი ვიცი ჩემი რა არის, უბრალოდ ვიცი რო მის გარეშე არაფერი იქნება ძველებურად.... მაგრამ ყველაფერს იმსახურებთ თქვენ. ბიჭებმა ყველაფერი გამოაცოცხლეს, მაგრამ ესეც დროებითი იყო, ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში მათთან სიცილი და მხიარულება. ღამე სუნთქვის უკმარისობამ გამოაფხიზლა, ხრიალი ესმოდა და აუტანელი ტკივილი ამოჰქონდა ყველა ამოოხვრას. -სანდრო, მაშინვე ხელი მოკიდა, ალექსანდრე, კარგად ხარ? არაფერი იყო პასუხი მხოლოდ ძლივს შესამჩნევი სუნთქვა და მომაკვდავის ამოძახილი. შუბლი გავარვარებული ჰქონდა, სხეული დაჭიმული, სახეზე არც ერთი ნაკვთი იყო მისი ტკივილისგან ყველაფერი შეცვლოდა, წამით ეგონა რო სხვა იყო მის გვერდით. სასწრაფოდ ექიმს დაუძახეს, რუსუდანმა ძლივს მოაღწია ოთახამდე, თამუნას ცრემლებით ეჭირა ატირებული ანდრეა, ეს სახლი ისე ახლოს იყო მეორე სიკვდილთან რო რუსუდანის გულმა ვერ დაიტია ეს ტკივილი და ამ კივილმა, ნაცნობმა და შემზარავმა მომაკვდავსაც კი ყველაფერი გაახსენა, ეკლებმა დააყარა სხეულზე, გრძნობდა რო ფიცი ვერ შეასრულა და თვითონ გახდა ამ კივილის მიზეზი, გულში და თვალებშჳ უტა უტრიალებდა, უტას ევედრებოდა რო არ წაეყვანა, როგორ არ უნდოდა ახლა ბარბარესთან დაშორება, ანდრიას მარტო დატოვება და თავისი ცოდვის უფრო დამძიმება, უღონოდ უჭერდა ბარბარეს თითებს, სახე მისი ცრემლებით ჰქონდა სველი, მისი ჩურჩული ემსოდა მხოლოდ. „არ დამტოვო ალექსანდრე“, „მიყვარხარ’ ამ სიტყვებს ებღაუჭებოდა და ეს ეხმარებოდა ესუნთქა, მალე ხელები დაეკრუნჩხა, სიცხემ უმატა, მთელმა სხეულმა კანკალი დაიწყო და ექიმის წაშლილ სახეს რო მოკრა თვალი ბარბარემ საახლიდან გაუაზრებლად გავიდა, თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, ვერაფერს ხვდებოდა სანამ მის წინ სანდროს მამაო არ დაინახა, თვითონ მისი სახლის კარებთან იდგა და ისევ აზარუნებდა გაუაზრებლად. -რა მოხდა შვილო? დახმარება გჭირდებათ? -მე მე ალექსანდრეს მეუღლე ვარ, მხერები ცახ-ცახს არ წყვეტდა, ხმას აუტანელი ტკივილი მოქონდა. მამაოს სახე შეეცვალა. -რამე მოხდა შვილო? ბარბარე ვერ ლაპარაკობდა ისე ეტირებოდა, ისევ ის კივილის ხმა ჩაესმოდა ყურში რაც სახლიდან გამოსვლისას, ეს ხმა ახსენებდა სიკვდილს რადგან მარტო სიკვდილისას ტიროდნენ ასე. -მამაო მინდა დაელაპარაკოთ, უბრალოდ რო დაელაპარაკოთ, არ იგრძნოს რო ვერ ამჩნევთ, ეს საშჳნლად მოქმედებს მასზე. -შვილო დამშვიდდი, წყალი ხო არ გინდა? ბარბარეს ისეთი სახე ჰქონდა მამაოს შეეშჳნდა. -არა გთხოვთ, ძალიან გთხოვთ. -ალექსანდრემ იცის ასე რატოც ხდება, თავიდან დადიოდა ხოლმე ტაძარში, მერე აღარ მოდიოდა, ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეს, მაგრამ ტაძარში სიარული შეწყვიტა. -სხვანაირად არ შეუძლია, მარტო ვერ ერევა, ვერც ჩემთან ერთად, ვერაფრით ერევა ამ ყველაფერს და გთხოვთ, უბრალოდ რო ელაპარაკოთ, მარტო რო იგრ ძოს რო ამჩნევთ.... -კარგი, აუცილებლად დაველაპარაკები, მეც ვფიქრობ რო ამის დროა, მაგრამ რა მაინტერესებს თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი? -მამაო მე მე, ბარბარე სიტყვებს ვერ ალაგებდა, მე ვიყავი...... მამაოს მზერა თითქოს გატყდა უჩვეულოდ და ჩაიფერფლა, რაღაც აუტანელი ტკივილი და გაოცება იკითხებოდა. -მამაო კვდება, ძალიან ცუდადაა, ძალიან გთხოვთ იქნებ გამომყვეთ......... სახლში შემზარავი სიტოაცია იყო, ყველა და ყველაფერი რო ელოდება ფაქტის დადგომას, რომელსაც ვერ გაექცევი, კონსტანტინე ხუთად იყო მოკეცილი კიბის ქვეშ თვალს არ აშორებდა ერთ წერტილს და სახეზე არაფერი ეწერა, ასე იყო მაშჳნაც როცა უტას კუბოს გადაფარებული დედის ხმა ესმოდა, ახლაც ამ საშჳნელმა შეგრძ ებამ დაუარა, ანდრია ისევ გაბმულად ტიროდა თითქოს გრძ ობდა ყველაფერს და ყველაზე თამამად ის გამოხატავდა ემოციებს, ნიკა კედელს იყო მიყრდნობილი წაშლილი სახით და დაუბრკოლებლად კვეთდა მისი ცრემლები მთელ სახეს. მამაომ გავარვარებულ შუბლზე თბილი და ფაფუკი ხელი დაადო, თითქოს იგრძ ო ავადმყოფმა და თვალი გაახილა, რამდენიმე წამი ვერ ცნობდა მერე უჩვეულო მზერამ მამაოს თავი დაახრევინა. -ეკლესია გვასწავლის რამდენჯერაც დავეცემით იმდენჯერ ავდგეთ ალექსანდრე, უპატიებელი არაფერია, სინანულს ავყავართ იმ კიბეზე საიდანაც ჩამოვარდით, ეს არის ყველაზე ღირსეული გზა უფლამდე, როცა ადამიანი თავისი ცრემლით ინანიებს დანაშაულს, ეს მადლია, როცა საკუთარი სინდისი სულს დარაჯად უდგას და ხელ-ფეხს უბორკავს ცუდისკენ არ გადაიხაროს. მამაო გაოგნებული იყო ნანახით, არასოდეს უნახავს სინდის ასეთ დრეშჳ ჩაეგდოს ფიზიკურად ადამიანი, მისი სულის წარმოდგენაზე თვალები სწრაფად დახუჭა და შუბლი მოეკუშტა. -მომაკვდავისთვის არავის ენანება გამამხნევებელი სიტყვები, ყველა ადამიანი სიკვდილის ყურებისას სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს, რადგან ეს ზღვარია, ზღვარი რომელსაც გადაცილებული ვეღარასოდეს დაბრუნდება, მადლობა მამაო, მაგრამ არაა საჭირო, ვეცდები ბოლო დღეები საკუტარი სულისთვის ლოცვაში გავატარო, ეს ყველაზე მეტად მჭირდება. -ვერასოდეს მალავ რასაც ფიქრობ, ახლაც მსაყვედურობ შენებურად და ყველაზე ცუდი ისაა რო დამსახურებულად, მაგრამ ყველა იმსახურებს შენდობას, რადგან სინანულის გარეშე შეუძებელია სიმშვიდის მოპოვება. უფალი გფარავდეს ალექსანდრე, ის იყოს შენი შემწე და მხნეობა მოგანიჭოს, მოგცეს ძალა რო დაინახო შენივე თავის ეს ღირსება რაც მეც კი ჟრუანტელს მგვრის, მეგონა ტაძარში რო აღარ დადიოდი ამ ყველაფერმა, სინდისმა გაიარა და მაპატიე რო სათანადოთ ვერ გაგიცანი, ამისთვის ბევრი დრო გვექნება თუ ისევ იგალობებ ჩვენთან. ამის გაგონებაზე ძლივს ამოისუნთქა ალექსანდრემ, ამჯერად ეს სიხარულისგან, ემოციისგან შექმნილი დაბრკოლება იყო და ამ ამოსუნთქვას ყველაფერი ამოაყოლა. მაინც საშჳნლად ეტკინა რაღაც. -მამაო მეხსიერების მუდმივობა თქვენი აზრით რას ნიშნავს?მამაო მიხვდა კითხვის არსს და თავი ჩაღუნა. -ნახატს, რომლსაც საზღვრები არ აქვს, სიურეალიზმის ნათელ გამოხატულებას. -მხოლოდ ნეტა ეგ იყოს და სხვა არაფერი. -მეხსიერება არის ჩვენივე ცოდნა რაღაცის შესახებ, ინფორმაცია ფაქტზე, მისი მუდმივობა კი ამ ფაქტის ცოდნის მუდმივობა, რასაც ვერ დაივიწყებ... -და თუ ვერ დაივიწყებ ვერც გადალახავ. გონების წვამდე მისული აზრი, უკვე გაცვეთილი შეგრცნებები, გამომშრალი ემოციები და ტკივილი, ამ ყველაფერს კი უმძიმებდა სიყვარულის ასეთი განცდა, უკვირდა ასე გამოფიტულსაც როგორ შეეძო ასე ყვარებოდა, ანგარიშმიუცემლად. ვერ გაქცეული მეხსიერება და ნათლად დანახული კითხვისნიშანი ადამიანთანნ. მამაოს გაეღიმა, ცოტა ხანს იფიქრა და მერე დაიწყო. -არა პირიქით ალექსანდრე თუ არ გახსოვს ამას გადალახვა არც ჰქვია, ეს თითქოს არც არსებულა, მხოლოდ მაშინაა გადალახვა შესაძლებელი როცა გახსოვს, არარსებულს ვერც გადალახავ, მაგრამ, როცა გახსოვს შეიძლება გადალახო... -როგორ? სახე ტკივილისგან შეწუხებული და ნატანჯი ჰქონდა ავადმყოფს. -ემოციით, თუ იმ ფაქტთან ის ემოცია არ გაკავშირებს, მაშინ არც ამ ფაქტს არ აქვს იგივე ძალა, ის უბრალოდ წარსულის ნაწილია, მშრალი ინფორმაცია შეცვლილი ემოციით. ნამდვილი მეხსიერება კი სწორედ ემოციური მეხსიერებაა. მაშინ რა აზრი აქვს ცოდვის მიტევებას? ანუ შეუძლებელია ადამიანს ცოდვა მიეტევოს? ამის დავიწყება ხო შეუძებელია? უფალი ხო სხვა რაღაცას გვასწავლის ალექსანდრე,უცოდველი არავინაა, მთავარი ისაა ვინ როგორ ინანიებს. სანდრო ჩაფიქრდა, არაფერი უპასუხია,ჯვარს ემთხვია, მამაო მალე გავიდა, პირჯვარი გადასახა და დალოცა მძინარე.ავადმყოფს სიცხე თანდათან დაბლა უწევდა, სახის ფერიც დაუბრუნდა და დაკრუნჩხული თითებიც მოდუნდა, სუნთქვა გაუმჯობესდა და პირველად ეძინა ასე მშვიდად ღამის ამ მონაკვეთში. არ ძინებია ბარბარეს თითქოს მის სუნთქვას ითვლიდა, ოდნავ რო დააგვიანებდა ალექსანდრე მაშინვე ფეხზე დგებოდა კუდიანი და სანამ არ დარწმუნდებოდა რო სუნთქავდა ვერ ისვენებდა, მთელი ღამე ახსენდებოდა ის დღე როცა ექიმტან მივიდა დასკვნაში ეწერა რო ერთი მილი გადაჭრილი ჰქონდა, იმ დღეს მიღებული ტრამვის გამო მეორე დაზიანებული და დაფეხმძიმების პრაქტიკული შანსი არ არსებობდა, მხლოდ თეორიული, ძალიან უმნიშვნელო შესაძლებლობა იყო, რომლის არსებობაც კი არაფერს ცვლიდა. ღამე ბალიშს უსწორებდა, ტკივილი ტანჯავდა მომაკვდავს, ბორგავდა, ბარბარეს ცივი აკანკალებული ხელი ედო მის შჲბლზე და ნაზად უსვამდა, -ბარბარე..... -ხო სანდრო? გაუღიმა კუდიანმა და სახე ახლოს მიუტანა, სიცხისგან თვალები ჩაწითლებოდა, პირი სულ გაუშრა, რამდენჯერმე დაალევინა წყალი, ეგონა რო პირშჳ უდაბნო ჰქონდა და არც იმსახურებდა იმ წყალს რასაც ბარბარე აწვდიდა. -დაისვენე ბარბარე.. ძლივს გადააბა ორი სიტყვა, -მაგაზე არ იფიქრო, შენ რო ხარ მე კარგად ვარ. -მე სულ ვიქნები ბარბარე, ესეც გაივლის და სიმშვიდე მოვა, აუცილებლად მოვა. ძლივს აწია ხელი და ბარბარეს ცხვირზე ჩამოუსვა და ოდნავშესამჩნევად გაუღიმა. სანდრომ უკვე ჭამა დაიწყო, ძალაც მიეცა და თვითონაც შეეძო წყლის დალევა, წიგნის დაჭერა და კითხვა, ანდრიასაც ეთამაშებოდა უკვე, საღამოობით ბაღში სეირნობდა ბარბარესთან და ანდრიასთან ერთად, ბევრს არ ლაპარაკობდნ ტუჩებით, თვალები კი ყველა დაფარულ გრძობას აშიშვლებდა, აგრილებისას გამოტანილი ქურთუკი აგრძნობინებდათ ყველა უთქმელს, ან ვერ თქმულს. -მე ყველაფერს ვიმსახურებ ბარბარე, ყველაფერს რაც გადავიტანე, ამის გარეშე ვერც გავთავისუფლდები, დაუმსახურებლობის შეგრძნება გამგუდავდა.მაგრამ იცი რას ვერ ვხვდები, შენ? შენ რატო დაიტანჯე ასე? ჩემ გამო რატო უნდა იტანჯებოდე, ვიცი რო თუ მე რამე არ მომივა, მარტო იმიტო რო შენ არ იმსახურებ ამას, მე არც შვილის ყოლას ვიმსახურებ, ყოველთვის ვფიქრობდი რო ეს ყველაზე დიდი სასწაული და საჩუქარია ღვთისგან,მაგრამ შენ? პარადოქსია რო ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ შეგვიძლია უერთმანეთოდ. მე შენ რამდენი რამე წაგართვი, მეშჳნია რო ოდესმე დაფიქრდები და ამის გამო შემიძულებ. -ყველაფერი იქნება ისე ალექსანდრე როგორც საჭიროა, შენ ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს, როცა ადამიანს უყურებ რო ასე განიცდის, შენ რო გადალახე, მაგრამ ის რო კიდე ვერ გამოდის აქედან, მაშჳნ ხვდები რო მსხვერპლი ის უფროა, არც კი ვიცი რისი მსხვერპლი, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი შენ დაკარგე, იცი ყველაზე მეტად რა გამიჭირდა, როცა გავიგე რო შენ იყავი? იქ სოფელში, იმის გააზრება რო შეიძლება მიყვარდი, ამან მაიძულა გადავმხტარიყავი ჩანჩქერიდან, იმის გააზრება რო შეიძლებოდა ამისთვის ვერ გამეძო ისე ღრმად იყავი უკვე ჩემში და ის მყვარებოდა ვინც ამდენი ხანი მძულდა აზროვნების უნარი წამართვა. სანდროს გაეღიმა, თვალები აემღვრა. -მაშინ გიყვარდი? ბარბარემ პატარა ბავშვივით დახედა თითებს. -არ ვიცი, თვალები დახრილი ჰქონდა და ოდნავ გაწითლდა, სანდრომ ხელი მოხვია და თმაზე აკოცა. -არ აქ მაგას მნიშვნელობა ბაბალე,მე კი როცა შენი სახე დავინახე, არ ვიცი რა დამემართა, ვერ ვხსნი, იცი შენ კაბინეტში რო შემოვდიოდი გაბრაზებული ასე უხეშად რო მომექეცი, მარტო იმაზე ვფიქრობდი, მარტო იმიტო მიცემდა ისე გამალებით გული რო იმ სახეს ისევ ვნახავდი, ვგრძ ობდი რო მენატრებოდი, არ გიცნობდი და მენატრებოდი, მერე რაც დამხვდა მეგონა რო ის სახე არ არსებობდა, ჩემი გამოგონება იყო, იმის მსგავსი რასაც ბავშვობაშჳ სიზმარში ვნახულობდი ხოლმე, მაგრამ შენი დაბადებისდღის ვიდეო რო ვნახე იქ ზუსტად ისეთი იყავი, როგორც ამდენი წელი ჩემ წარმოსახვაში, ბანკეტზე რო კაბა გეცვა დეტალურად შემიძლია აღვიდგინო, ჩემი ბავშვობის სიზმარში მაგ კაბას ვხედავდი და ზუსტად იმ სახეს ასე დაუმსახურებლად რო მიყურებს სიყვარულით. -შენ დაუმსახურებლად არაფერს იღებ ალექსანდრე, ჰაერსაც კი. მალევე იღლებოდა, მაგრამ სასიამოვნოდ, ახლა პროტესტის გრძ ობაც უჩნდებოდა რო ასე ჰქონდა სხეული დაძაბუნებული, ადრე იცოდა რო ყველაფერთან შეჭიდება შეეძლო, საკუთარი მუშტის იმედი სულ ჰქონდა ახლა ნორმალურად ბავშვს ვერ იჭერდა და ეს იმხელა ტკივილს აყენებდა რო თავდაუზოგავად ცდილობდა ძველი დროის დაბრუნებას, დილით ადრე დგებოდა სეირნობდა, მერე უკვე დარბოდა კიდეც, ვარჯიშბდა, მანსარდაზე მოწყობილ დარბაზში რო ავიდა ყველაფერი გაუცოცხლდა, ხელთათმანები ჩაიცვა და როცა ჩამოკიდებულ კენტუს მუშტი დაარტყა ეგონა ძვლები დაემსხვრა, ხელი დაუბრუშდა, მეორე დღეს დარტყმისას ტკივილი შემცირდა და ყოველ ჯერზე ტკივილი იკლებდა, ბიჭები ყველაფერშჳ ეხმარებოდნენ სახეგაბრწყინებულები. კონსტანტინესთან ერთად ეზოში კალათბურთს თამაშჴბდა, მალევე იღლებოდა და ისვენებდა, ბოლოს მარტო ფარში ტყორცნით ერთობოდნენ. კონსტანტინეს ზრდა იმდენად შესამჩნევი იყო რო სანდრო თვალს ვერ წყვეტდა მის მოძრაობებს, რაღაც საოცარი ძალა მოდიოდა მისგან, ემოცია, ჟინი, ფარში ჩავარდნილი ბურთი და კიდევ ერთი დადებითი განცდა.. კიდევ ერთი და ასე გროვდებოდა ემოცია. -ის შენი „ძმაკაცი“ მოვიდა ჩვენ გუნდში და თქვა რო სპონსორობას გააგრძელებს, დაიწყო კოსტალამ და თან ბურთს საჩვენებელ თითზე ატრიალებდა. -მერე? დათანხმდნენ? ალექსანდრემ თავი ჩაღუნა. -კი. -რას იზავ, კოსტალა ასე ხდება, იმ ტოტის მიწებება გვიწევს რაც მოჭრილია და.... -არ მიმიწეპებია ეგ მოჭრილი ტოტი, სანდრომ სწრაფად შეხედა. -ვუთხარი რო მე წავიდოდი გუნდიდან თუ ეგ იქნებოდა სპონსორი. -და ახლა უგუნდოდ ხარ? -მაგრამ უფრო მეტად კმაყოფილი ჩემი თავით, შენ არ ინერვიულო მე ვარჯიშს არ მოვუკლებ პირიქით, აქეთ ვახვეწნინბ რო დავბრუნდე, მაგრამ გვიანი იქნება, ჩემი ბრალია სათანადოდ საჭირო არ ვიყავი გუნდისთვის სპონსორზე რო გამცვალეს, მაგრამ აღარასოდეს იქნება ასე....კარგია როცა შეგვიძლია საკუთარი გამოცდილებით ვიცით რას ნიშნავს როცა არ აკეთებ იმას რაც შეგიძლია. -გითხარი უკვე რო ძმა ხარ? ჩემი ძმა... -კი მითხარი და მინდა რო კიდევ ბევრჯერ მითხრა, ან არ მითხრა, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდე. -შენ ივარჯიშე, სპონსორზე არ იდარდო, იმ ჩემ „ძმკაცს“სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ჩემი სახით ამიტო შენი გუნდის სისხლისმსმელი ადმინისტრაცია ადვილად აარჩევს ჩემ კომპანიას, შენ ამასობაში უფრო მეტ ბურთს დააგროვებ კალათში და გონებაში, მაგრამ იცი რო არასწორად მოიქეცი კოსტა? -კი ვიცი. -მართლა არასწორად, შენ გუნდთან, იქ შენ გარდა რამდენი თამაშჴბს იმათ ისე უღალატე რო უკან არ მოგიხედავს, თუნდაც თამაშისას რო ხარ აგრესიული ეს არასწორია. -უბრალოდ ვცდილობ არავის გავაბედინო ზედმეტი. -არ უნდა გააბედინო, მაგრამ ისე არა რო სხვა დააზარალო, როცა უკვე შენი ხასიათი სხვას ეხება აქ შენი თავისუფლებაც იზღუდება, თუნდაც თამაშჳსას არ უნდა იყო აგრესიული. -მე ვპასუხობ უხეშობას -მე არ მითქვამს უპასუხოდ დატოვე, ეგრე რო იყოს დაგახრჩობდი ჩემი ხელით, მაგრამ იქ არა, რო ეცოდინებათ რო თავშეუკავებელი ხარ ბევრი სპეციალურადაც გამოგიყვანს წყობიდან და თუ აგრძნობინებ რო თამაშისას ხმას არ გასცემ და მერე ორმაგად მოთხოვ ვეღარ გაგიბედავენ. შენი მიზანი ის კი არაა რო არავის მოუთმინო რამე, არავის უნდა გააბედინო, ეს სისხლში უნდა გაუჯინო იმას ვინც გიცნობს და ვინც არ გიცნობს იმას მალევე უნდა აგრძნობინო. -ძნელია ამ ყველაფრის იქ გააზრება. -ძნელია მაგრამ სწორია, სწორი კი არასოდესაა ადვილი. კონსტანტინეს გაეღიმა. -შენ ამიტო დაანებე თავი კალათბურთს? ვერ ითმენდი ხო? და თან სხვასაც ვერ ღალატობდი? კრივში კი ერთი ხარ, ამიტო შენ აგებ ყველაფერზე პასუხს. -ნუ მაიმუნობ, გაეცინა ალექსანდრეს, შენ უნდა მოითმინო, თუ ეს არ შეგიძია მაშინ არც უნდა იტამაშო. კოსტალამ იგრძო რო ჩაავლო და გაეცინა. ბარბარე ამ ყველა ემოციისგან გადაღლილი და დათრგუნული იყო, თითქოს სხეულსაც გადაედო ეს ყველაფერი და აბაზანიდან ძლივს გამოლასლასდა, პირსახოცისხალათიანა მიწვა საწოლზე, სანდროს ხელი ჩაჭიდა, ასე უფრო მშვიდად იყო და ღრმად ჩაეძჳნა, სუნთქვა აჩქარებუს გამოეღვიძა, ხელში სანდროს ხელის ნაცვლად მისი მაიური ეჭირა, და ოთახშჳ არავინ იყო, სახე წაშლილი ჰქონდა ისე წამოხტა ფეხზე, თვითონაც არ იცოდა ასე რა ანერვიულებდა, სანდროს რამდენჯერმე ჩუმად დაუძახა, ხმამაღლა დაძახების თავი არ ჰქონდა, ოთახიდან უნდა გასაულიყო აბაზანის ხმა რო გაიგო. -ბარბარე რა გჭირს? ხმა შეეცვალა ალექსანდრეს კუდიანის სახე რო დაინახა, ბარბარე ვერ წყნარდებოდა. -რაღაც სიზმარი ნახე და შეგეშჳნდა ხო? გაეცინა ალექსანდრეს და თმის გამშრალება გააგრძელა. -არა, არაფერი მინახავს, ჩაიბურტყუნა ბარბარემ და გაეღიმა. -შე პატარა, სიზმრების გეშინია? ბოდიში ჩემი ხელის ნაცვლად მაისური მოგეცი თორე არ მიშვებდი და გაღვიძებაც არ მინდოდა. სანდრო მიუახლოვდა, მის ბაგეებს დაწვდა და ხალათი შეუხსნა, რამდენიმე წამი მის მკერდს დასცქეროდა, ყოველთვის ასე იცოდა, მის რეაქციას ელოდა, ბარბარემ გაუღიმა კისერზე ხელები მოხვია და ნაზად აკოცა. იმ ღამეს ეგონა რო არაფერი იყო ზედმეტი, არც ასეთი გაუსაძლისი ტანჯვა და არც უბედურების წლები, რადგან სწორედ მათი დახმარებით შეეძო გაეგო ბედნიერების სრულყოფილების ძალა. მთელი ღამე ეფერებოდა ალექსანდრე მის მონატრებულ სხეულს, გრძელ თმას თითებზე იხვევდა და მერე ისე ებურდებოდა რო ძლივს აცლიდა თითებს, თან ცდილობდა როგორმე არ შეემჩნია რო ლამის თმა დააწიწკნა ბარბარეს. -აღარასოდეს შეიჭრა! ასეთ კატეგორიული დიდი ხანია აღარ ყოფილა სანდრო. -სულ აღარასოდეს? ამსიგრძე თმა როგორ ვატარო? თუ გინდა მთელ ოთახში ჩემი თმა იყოს,გაეცინა ბარბარეს. -მაშინ რო შეიჭერი ისე აღარ შეიჭრა, თავისივე კატეგორიულობაზე გაეცინა. -იცი თმაზე რო ასე გართულება გაქ თარაშს მაგონებ „მთვარის მოტაცებიდან“ -ხო და იმედია არზაყანი არ გამოჩნდება თორემ მაგაში თარაშს აღარ ვგავარ. ბარბარეს გულიანად გაეცინა. -შენ ვის გავხარ საერთოდ? ასე მგონია სხვა სამყაროდან ხარ. ანდრია ატირდა საწოლში, სანდრო წამოდგა და მთელი ღამე სასაცილოდ არწევდა, რამდენი ჩასმას დაპირებდა ტირილს იწყებდა და ბარბარე ამაზე დაცინოდა. ........... ცოტა ხანი მამაოსთან ერთად საუბრისას გადაწყვიტა რო მონასტერში წასულიყო, დაკარგული განძივით ეძებდა სიმშვიდეს. კუდიანს უჭირდა მისი გაშვება, მაგრამ ღიმილში ცდილობდა დაეფარა ეს ტკივილი. წასვლამდე თითებს დაყურებდა და ერთმანეთში ნერვიულად ხლართავდა, ძლივს გაბედა მასთან მისვლა, თვალებშჳ ვერ უყურებდა სანდროს. -ალექსანდრე, მე ვიცი რას ნიშნავს როცა ვერ პოულობ ადგილს სადაც ოდნავ მაინც მშვიდად იქნები, თუ შენ მიიღებ გადაწყვეტილებას რო იქ დარჩე, მინდა იცოდე რო მე ამას გავიგებ, ვიცი შორიდან ალბათ ჩემი საქციელი წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ იმის ყურებას როგორ კვდები მირჩევვნია რო სულიერი სიმშვიდე იპოვო, თუნდაც ჩემგან შორს როდემდეც საჭიროდ ჩათვლი იქამდე დარჩი, თუგინდა სამუდამოდაც, სანდრო გრ ძობდა როგორ უჭირდა ამის თქმა ბარბარეს, მაგრამ უკვე ელოდა კიდეც რო ეტყოდა, ბარბარეს კანონზომიერებას დაუქვემდებარებელი ხასიათი უკვე შესწავლილი ჰქონდა და უფრო მეტად უყვარდებოდა, მაგრამ მაინც ყველაფერი აოცებდა. -მე მარტო შენთან და ანდრეასთან ყოფნა მინდა, ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ამისთვის ვცდილობ ვიბრძოლო, სიმშვიდეც ამიტომ მინდა, სიმშვიდე თქვენ გარეშე ჯოჯოხეთია ჩემთვის, შუბლზე აკოცა, ბარბარემ გაუბედავად მოხვია ხელები, წასვლისსას საათი მოიხსნა ალექსანდრემ, სულ ეკეთა ხოლმე უტას ნაჩუქარი იყო და უჯრაში შედო. იქ სადაც მიდიოდა სიმშვიდის მოსაპოველბად დროს არ ითვლიან. ..... ყოველი დღე საუკუნესავით იწელებოდა, ყოველ წამს ერთმანეთის განცდა და მონატრება, ერთმანეთზე ფიქრი ავიწყებდათ საკჲტარა თავს და ეს იყო ჭეშმარიტი ბედნიერება, როცა გრძნობრ ო სიყვარულმა ადამიანად გაქცია, ან უბრალოდ შეგინარჩუნა ადამიანობა, მაშჳნაც კი როცა ყველაფერი დაკარგული გეგონა. მონასტრის სიმყუდროვე აქრობდა სანდროშჳ არსებულ აურზაურს, გრ ძობები ლაგდებოდა, შეგრძნებები თავის ადგილს იკავებდა, გონება თავისას აკეთებდა და ყველა თავს გადამხდარს ალაგებდა, მეხსიერებას გრ ძობდა როგორ უცურავდა ფეხი, მამაოს სიტყვების შემდეგ თითქოს დედამიწა ამოყირავდა, შეხედულება შეეცვალა, ძალდაუტანებლად ფიქრობდა სხვა რამეს. ასე უფრო ახლოს იყო ცოდვასტან და მისგან გათავისუფლებასაც, კვირა არ გადიოდა აღსარებაში ეს ცოდვა არ ეთქვა, მაგრამ ზიარებაზე ფიქრსაც ვერ ბედავდა და არაფერს ამბობდა. 2 თვეში დაბრუნება გადაწყვიტა, მონატრებამ ისე ჩაავლო რო სხვა გზა არ ჰქონდა, ანდრიას ტირილის ხმა ელანდებოდა უკვე და ბარბარეს ნახვა ყველაზე დიდ ოცნებად ექცა. ... სახლში დასაბრუნებელ გზაზე ყველაფერი სხვანაირი იყო, უფრო უკეთესი, უფრო ნათელი და ყველაფერი თავისებურად მშვენიერი, ან ასე ეჩვენებოდა იმდენად უნდოდა მათი ნახვა, ისე უნდოდა ბარბარესთის ეხარეეებინა რო უკეთესად იყო და მერე დალოდებოდა მის თვალებში გააზრებულ ნათქვამს. სახლშჳ რო შევიდა უამრავი ხალხი ირეოდა, ბევრი არ იყო მაგრამ ასე მოეჩვენა, ბიჭებიც იქ იყვნენ, ექიმის ხალათს რო მოკრა თვალი ეგონა რო ეს ყველაზე შავი რამ იყო რაც დაუნახავს, მუხლები მოეკვეთა, აზრი ანდრეასკენ გაექცა, მერე ბარბარეს ოთახი რო დაინახა და იქიდან გამომავალი ექიმი არ ახსოვს როგორ ავიდა ზემოთ. თავიდან ვერ იცნეს, წვერი ჰქონდა მოშვებული, სულ შავებში იყო ალექსანდრე. -დედა რა მოხდა? -არაფერი სანდრო, გადაეხვია რუსუდანი, დედის სიმშვიდემ ტკივილი გააყუჩა, მაშჳნვე ბარბარესთან შევიდა. -ექიმო დარწმუნებული ხართ? ზუსტად უნდა ვიცოდე... ალექსანდრე თავს ძლივს იკავებდა, ჯერ ბარბარეს დანახვამ თან შემატა და ტან წაართვა ძალა, ახლა ის აგიჟებდა ექიმს რა უნდოდა მის ოთახში. -სრულიად დარწმუნებული, შეგიძლიათ მშვიდათ იყოთ, ბარბარე ცრემლებს ვერ იკავებდა, სანდროს დანახვაზე უფრო ატირდა, ძლივს იცნო. -როგორ ხარ ბარბარე? სანდრო მოეხვია და მთელი ძალით მიიკრო კუდიანი. ბარბარე ხმას არ იღებდა უხმოდ ტიროდა და სანდროს თმაზე ეფერებოდა. -ბარბარე იმ კაცმა რა გითხრა ასეთი? ცდილობდა ფრთხილად ეკითხა, მაგრამ მოწოლილი აზრები აგიჟებდა. -ხო კარგად ხარ? ბარბარე შენ ხო კარგად ხარ? თითქოს ამ კითხვის შემდეგ ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა რაც არ უნდა მომხდარიყო. მხოლოდ ამაზე სცოდნოდა პასუხი. -სანდრო, ბარბარე უფრო და უფრო უჭერდა ხელებს, სანდრო ფეხმძიმედ ვარ. ალექსანდრეს ეგონა რო დენმა დაარტყა, თავიდან ფეხებამდე და ურბინა ამ შეგრძნებამ და ყვლა დალაგებული აზრი წამოშალა, გააღვიძა და კისერზე შემოეხვია. -ბარბარე ამაზე ხუმრობა ხო ხვდები, ხმა მთლიანად გამტყდარი ჰქონდა, ძალიან ღრმად თუ იგრ ძობოდა იმედი. -სანდრო ამაზე როგორ ვიხუმრებ, ახლა მითხრა ექიმმა, შენც ხო აქ იყავი, მაგაზე მეუბნებოდა, -აქამდე ამას როგორ ვერ მიხვდებოდი ბარბარე? -არ მივაქციე ყურადრება, მეგონა ცუდად ყოფნა ნერვიულობის ბრალი იყო ან გადაღლის, უბრალოდ არღვევა მეგონა, ექიმტანაც არ მივსულვარ, ამას როგორ ვიფიქრებდი , დღეს გავხდი ცუდად. სანდროს ეშინოდა, საშინლად ეშჳნოდა მოახლოებული ბედნიერების და ვერ იჯერებდა. -ბარბარე ეს იცი რას ნიშნავს? თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და უფრო გალურჯებოდა, თითქოს ზღვა ღელავდა ალექსანდრეს თვალებში, ხვდები ბარბარე? სიხარულის გამოხატვისაც ეშჳნოდა რო უცბად ეს ყველაფერი არ გამქრალიყო. -კი კიდე გვეყოლება შვილი ანდრეასთან ერთად, ბარბარემ სახეზე ხელი ჩამოუსვა. -არა, მარტო მაგას არა, ბარბარე მაპატია გესმის, იმან მაპატია, ასეთი შეგრძნება არასოდეს ჰქონია ოშხარელს, თითქოს განცდებს ვერ იტევდა ამხელა სხეული, თითქოს ბედნიერება იმაზე ბევრად დიდი იყო ვიდრე მის სულს შეეძლო წარმოედგინა და გაეძლო ამისთის. ყველაფერ კარგს გადაჩვეული ორგანიზმი და ბედნიერებაზეც წამოსული სპაზმი, იმის გააზრება რაც ბარბარემ უთხრა სხეულს უწონოს ხდიდა, თითქოს არ გააჩნდა, თითქოს ვერაფერს გრძნობდა. ბარბარესაც არ ჰქონდა ბოლომდე გააზრებული მდგომარეობა, მხოლოდ ცრემლნარევ სიცილში გამოიხატებოდა ის უზარმაზარი განცდა რასაც მარტო ეს ორი ხვდებოდა და იყოფდა, მაგრამ მაინც იმხელა იყო რო ვერ ერეოდნენ. .... ერეკლეს ტელეფონმა დაურეკა სახე ეცვალა, ფერი მთლიანად დაკარგა, გახარებული სანდრო მაშჳნვე მოიღრუბლა. -რა?, სადაა ლევან ბექა? -რამოხდა ერეკლე? ვერ მოითმინა სანდრომ. -ბექა ავარიაში მოყოლილა და კვდებაო, თითქოს რაღაც მთელი ძალით ჩაარტყეს თავში, არ ახსოვთ როგორ მივიდნენ საავადმყოფოშჳ, გვანცა უკვე იქ იყო, სანდროს გაუკვირდა. -გვანცა შენ რა გინდა აქ? გვანცას თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა. -შემთხვევით გავიგე ლევანს წამოცდა, მაშჳნ დაურეკეს ტელეფონზე ქუჩაშჳ შემხვდა და... -ახლა კვდება გვანცა, ექიმებმა თქვეს რო ვერ გადაიტანს, ხესაა შემსკდარი და ორგანოები სულ დაფლეთილი აქვს, ლევანი ვერ წყნარდებოდა. შენ კი ისიც ვერ მოახერხე რო გეთქვა რას გრ ძობდი მის მიმართ. გვანცა უფრო ატირდა და ენა ჩაუვარდა. სანდრო ამაზე ლამის გადაირია, ლევანის გაგლეჯვა უნდოდა შუაზე როგორ უბედავდა ასე ლაპარაკს, მაგრამ მაშჳნ დაწყნარდა მის ტუჩებზე გამკრთალ ღიმილს რო მოკრა თვალი და ყველაფერს მიხვდა. მოწყვეტილი და გახზარებული დაეშვა სკამზე, ამ დროს ბექა მოქოთქოთობდა პალატიდან და ჯაბას გერმანულად ელაპარაკებოდა და ექიმს ბოლო დონეზე ლანძრავდა, ბექას დამ ლიკამ ფერი დაკარგა, ექიმიც იქ იდგა, ბექა არ ცერდებოდა სულ გამოლანძღა. -ბექა, დაუძახა ლიკამ, შენს ექიმს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და გახედა მოღიმარ დავითს, ყველა სიტყვა რო გაიგო ბექას ნათქვამის, ბექა თვალებს აფახულებდა და შეწუხებული სახით იღიმოდა. -არაფერია ბექა ხშირად არის ეგ შემთხვევა ვისაც არ ვწერთ საავადმყოფოდან ყველა ესე განიცდის. ბექამ გაუღიმა მიმავალ დავითს და ზრდილობად დაიღვარა. -რა ხდება ტო? აქ რა გინდდათ? ამდენი ხალხი რო დაინახა ბექა გადაირია. გვანცა გაოცებული კუსავდა თვალებს. -მუხლი ოდნავ ვერ გადამიღვლეპია რო თქვენ აქ არ მოხვიდეთ ბანბანერკებით და ბულიონით? -ვის ეცალა ბანბანერკისთის ბექა, გაეცინა სანდროს, მე და ერეკლე ცოცხლები როგორ მოვედით არ გვახსოვს, და მართლა მოგკლავთ, როგორ იკადრე? ხუმრობასაც გააჩნია მაგრამ ამ დონის და ამ წონის? -რა ვიხუმრე? ჩემთვის აკადემიაში უბრალოდ ფეხი დავარტყი და მოვედი სავადმყოფოში, და რა ვიხუმრე აქ ვერ ვხვდები? ლევანი ყველაფერს იღებდა რა სასაცილოდ ყვიროდნენ ბიჭები, თან სიცილით იგუდებოდა, კამერაში ყველაფერი არეული იყო ხელის კანკალის გამო. -მოგკლავ ლევან! ერეკლე გაცოფებული იყო, ეგრე როგორ შეგვაშინე დებილი ხო არ ხარ? სულ გადაირიე? ფეხები ძლივს ამოვატანეთ. -ისე უნდა მივმხვდარიყავით, გვირეკავს კვდებაო ჩქარა მოდითო, ასე არ გვეტყოდა სიმართლე რო ყოფილიყო, თავში წამოარტყა სანდრომ. -ნუ იძიებ შენ რაღაცებს, ბექა ისე გვანცამ რაც შენზე ინერვიულა, უკვე გადავიდა ლევანი იმაზე რისთვისაც ეს კონცერტი დადგა. .................... საქართველოს დროშჳს ფერების მაისურზე მხოლოდ ერთი წარწერა იყო „კოსტალა“ გვერძე ფურცელი იდო და ზედ ეწერა რამდენიმე წინადადება. „როგორც არ უნდა გაიზარდო, ასაკითაც და სიმაღლეშიც (ისეთ პოზიციაზე თამაშობ ჩემზე მაღალი მაინც ვერ იქნები, ვიცი ბოროტი ვარ) შენ ყოველთვის გექნება ეს სახელი, ყველგან და ყველა ქვეყანაში ჩემ გულში და მეხსიერებაში შენ ამ სახელით აგდებ კალათში ბურთებს და აგროვებ ემოციებს შენთვის, ჩემთვის, ყველასთვის, მე და უტა ვამაყობთ შენით და იცოდე რო ის ყველა თამაშს ესწრება უბილეთოდ, მე და ჩემ მეგობრებს კი ბილეთები ნამდვილად გვჭირდება, ნუ მაწვალებ მაგაზე ხოლმე კოსტალ. ყველა შენ ქულას ვინახავ და ემოცია ამისგან წამოსული ყველაფერზე მეტია, გისურვებ რო განცდა როცა კალათის ბადე ირხევა და თითქმის შეუმჩნეველი სისწრაფით ძვრება მასშჳ ბურთი ყოფილიყოს შენი ძალა თავდაუზოგავად იშრომო ამ გზაზე, რომელზეც სიარული მე ვერ შევძელი, შენ მე და უტას ოცნება აგვიხდინე და საქართველსო ნაკრების მაისურს აწერია „ოშხარელი“ ეს საჩუქარი იყო ყველაზე დიდი რაც კი შეეძო კოსტას მიეღო, დიდ ხანს უყურა მაისურს და წერილს და მიხვდა რო არაფერია იმაზე მეტი ვიდრე კალათში ჩავარდნილი ბურთი, რადგან მას მოყვება ემოცია, რასც ქვია „მე შენით ვამაყობ“ ადამიანებისგან ვისი აზრიც სამყაროს უდრის.... ............. არაფერი იყო იმაზე მსუბუქი ვიდრე იმ დროს მისი სინდისი, როცა ტაძრიდან ნაზიარევი გამოვიდა, აღსარების დროს მიწოდებული ფურცელი იგივე ცოდვით და მამაოს გაკვირვებული სახე -რატოა ალექსანდრე ფურცელი ცარიელი? ზუსტად იცოდა რო ფურცელზე დაწერა, წარმოუდგენელი ემოცია. -ხვალე სანდრო გაზიარებ. რამდენჯერ გაიმეორა ტვინის ხვეულებმა ეს სიტყვა, რამდენჯერ გაიაზრა და იგრძნო. ტაძრიდან გამოსულს შეწუხებული ბარბარე დახვდა ანდრეას რო დადევდა თან ეცინებოდა ისეთი ცელქი იყო, წამოზრდილი მუცელი და განცდა რომელიც ყველაფერს იტევს, უხმოდ, თავჩაღუნული ჩახუტება და ყურში ნათქვამი „გავთავისუფლდი“, ჰაერიც კი სხვანაირი იყო, ამ ცოდვის გარეშე ყველა და ყველაფერი გამორჩეული იყო, სიცოცხლეს დაბრუნებული სული, მონატრებული სისუფთავე და „წყლის“ მომავალი სურნელი სინდისიდან. -ბარბარე ჩემ სინდისსაც „წყლის“ სურნელი ასდის. ყველაზზე მეტად ღამე ეზიზღებოდა და ახლა დაღამებას ნარტობდა რო ბარბარეს ჩახუტებოდა, შეეძლო დღეები გადაბმულად ძინებოდა, თითქოს დაკარგულ ძილს იბრუნებდა, სხეულიც და გამოხედვაც იცვლებოდა. ტყუპების დაბადებამ ყველაფერი გააორმაგა, ვერ დატეული სიხარული და მადლიერების საშინელი განცდა, გრ ძობა იმისა რო ჩამოირეცხა რასაც ვერ ეგუებოდა და მიღებული პატიება ყველასგან და ყველანაირი. ....... დიდი ხანი იყო გონიოს სასტუმროში იყვნენ, აღელვებული ზღვაც ვერ ახერხებდა მოპოვებული სიმშვიდის დარღვევას. -სანდრო ნუ დამაწექი, მზეს მიჩრდილავ. -მე ვარ შენი მზე! კატეგორიულობას არ კარგავდა ალექსანდრეს ხმა. -ხო? -ხო, ბარბარე ძივს სუნთქავდა. -გამჭყლიტავ სანდრო. -ხო კარგი გადავალ, უხალისოდ თქვა სანდრომ. -ცოტა ხანი იყავი და გადადი, ხელები მოხვია ბარბარემ , ორივეს გაეცინა. -ბავშვებმა დაიძჳნეს? -კი დავაძინე, სასაცილოდ გაიჯგიმა ფეხზე წმაომდგარი სანდრო როცა ბავშვების ხმა მოესმა. -ესენი არიან დაჳძნებულები? გაეცინა ბარბარეს. -მატყუებენ, გამაიმუნდნენ. -კი არ გატყუებენ თავს იტყუებ თორე შენ ისეთი ეშმაკი ხარ, ბარბარე წამოდგა და ბავშვებისკენ წავიდა ნანის რო მოყავდა სასაცილოდ. მათი ყურება არ ბეზრდებოდა, სასტუმროზე დიდი წარწერა „სანბარე“ მომღიმარი ბარბარე ცელქი პატარები, მათი ყვირილიც კი მუსიკად ესმოდა. ანდრია მამას მოეხვია და წყალში ჩასვლას შეეხვეწა, უტა დედამის ექაჩებოდა ეშჳნოდა წყლის და წასვლა უნდოდა, პატარა ანასტასია კი უკვე კამერას ებღაუჭებოდა. -გავაფრენ ახლა, უტა მოდი ჩემთან. -კარგი სანდრო ეშინია დაანებე თავი. პატარა ბარბარეს ისეთი ძალით ებღაუჭებოდა შენობისკენ რო სიცილს ვერ იკავებდა კუდიანი. -უტა მამა, ანდრო და ტასო მიდიან წყალში, შენ? თუ გეშინია და ესენი მიდიან რატო უშვებ? სანდრო თვალს არ აშორებდა პატარას და წყლისკენ მიიწევდნენ. უტას ცრემლები აღრჩობდა. -წავედით ჩვენ და აღარ ამოვალთ, გინდა ესე? სანდროს ტვინში სისხლი ექცეოდა უტას რო რაღაცების ეშინოდა, სულ ცდილობდა რო შიში ჩამოეშორებინა, მიუხედავად იმისა რო პატარა იყო, პატარაობიდანვე ყველაზე მეტს ბავშვების აღზრდას უთმობდა. უტა თვალებაწყლიანებული გაექანა სანდროსკენ და კისერზე შემოახტა, ბარბარემ ხელი დაუქნია და სასტუმროში შევიდა. ....... ცხოვრება არ იყო ადვილი, ჰქონდათ პრობლემები ცხოვრებისეული ისიც, მაგრამ არასოდეს ისეთი, როგორის გადალახვაც მოუწიათ, შინაგანად ამის გამო უფორ ძლიერები იყვნენ რადგან ეს მოახერხეს. ბედნიერებაც იყო ჩვევა, რომელსაც არაფრის ფასად არ თმოობდნენ, ერთმანეთის ბედნიერებას და არა საკუთარი თავისას. ილიასგან მიღებულმა მადლობამ თვალები აუმღვრია. ბევრ კარგ საქმეს აკეთებდნენ გაჭირებულებისთვის „სანბარეს“ სახელით, ამით იწყებოდა ყველაფერი და ამით მთავრდებოდა. -სანდრო ახლლა ბედნიერი ვარ იმიტო რო ეს შენ მოინდომე, თანაც ისე რო ამაზე ოცნებაც არ შემეძო, უთხრა ჩურჩულით როცა პატარები დააძინეს. -ჩემი კუდიანი, სანდრო მოეხვია უკნიდან და ოთახიდან გავიდნენ, მიყვარხარ ისე როგორც არასოდეს არავის არავინ. მათი ცხოვრება ამტკიცებდა ყოველდღე რო მეხსიერება არ ქრება, მუდმივია, უბრალოდ რაღაც კანონზომიერებას ექვემდებარება, იძრება სადღაც ძალიან ღრმა წარსულში და გვაფიქრებინებს რო არაფერი ხდება შემთხვევით, ან ამ შემთხვევის გარეშე არ იქნებოდა სიციცხლე ისეთი მშვენიერი როგორც ახლაა. დალაგებულ კანონზომიერებას დამორჩილებული ფაქტები და მისი სანბარესეული აღქმა, ანუ მეხსიერების მუდმივობა. „მადლობა ღმერთს რო ხარ და გქვია ჩემი“ხშირად ნათქვამი წინადადაბე გულში და ფრთხილად გამხელილი ერთმანეთისთის. პ.ს. საოცარია რო მეხსიერების მუდმივია, რადგან მე შენი ყველა ღიმილი მახსოვს ავტორი: Sarah |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.