შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამჯერ სამი დღე (სრულად)


9-01-2016, 00:12
ავტორი კიტკეტა^
ნანახია 6 112

ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი როცა აღარ ახარებს ის ყოველდღიურობა რაც უკვე ძალიან მობეზრებული აქვს, იწყებს ახლის ძიებას მაგრამ ასე ადვილი როდია ეს, ეძებს მაგრამ არც ის იცის რას ეძებს? რომ კითხოთ რა გინდაო ვერც იმას გიპასუხებთ, ან თუნდაც რისთვის? ვერც ამაზე გაგცემთ პასუხს, განა თვითონ იცის? არა! შინაგანი მოთხოვნაა ეს ყველაფერი! აღარ ახარებს ის ყველაფერი რაც ადრე დიდ ბედნიერებას ანიჭებდა, მარტოა, მიუხედავდ იმისა რომ 100 კაცშია, მაინც მარტოა! საძებარი შეიძლება წამებში იპოვნა ან მისთის წლები დაგჭირდეს თუმცა უპირველიესია რომ ნაპოვნს გაუფრთხილდე და დაკარგვისას არ დააფასო, თუმცა ჩვენი მინუსი ხომ ესაა, რაც გვაქვს იმას ვერ ვამჩნევთ ყველაფერს დაკარგვის შემდეგ ეძლება ფასი. ზუსტად ასე იყო დემეტრე ავალიანის ცხოვრებაშიც
დავიწყოთ სულ თავიდან
საიდან?
პირველად რომ დაინახა და ცას ეწიე ზუსტად იქიდან!
***
-აუ დავლიოთ რა თორე ვეღარ ვუჭერ მუღამს ვერაფერს - ვერ იყო ხასიათზე გიორგობიანი
- რა გჭირს ამ ბოლო დროს? - საუბარში ჩაერთო ნიკუშაც, ავალიანი ერთადერთი იყო რომელიც ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა
- ეგ რომ ვიცოდე ნიკუშ რაღა მიჭირს - მხარზე დაარტყა გიორგობიანმა ხელი ნიკუშას და ღრმა ნაპასი დაარტყა
- ჩავალ ლუდს ამოვიტან - მხოლოდ ეხლაღა ამოიღო ხმა ავალიანმა
ბედისწერა იყო ალბათ ეს ღამე
ეს ის ღამე იყო ხშირად რომ იხსენებდნენ ხოლმე და არცერთხელ არ ჩაუვლია ამ გახსენაბს ცრემლიანი ღიმილის გარეშე
სწორედ აქ გადაიკვეთა დემეტრე ავალიანის და ლენკა ყიფიანის გზები, ალბათ იქ ზეცაში იყო ეს ყველაფერი გადაწყვეტილი ისე ხომ არაფერი არ ხდება
-3 ლუდი მინდა - მარკეტში იყო უკვე ავალიანი როდესაც ხმაურით გაიხსნა კარები და სასიამოვო კისკისი შეემოესმა
- აუ მაკუშ სიგარეტი მომაწოდე რა სწრაფად მეჩქარება - ახლაღა იკადრა შეხედვა ავალიანმა თვალების მოხიბვლა მაინც გადაფარა პატარა სიფრიფანა გოგოს უწესრგიობამ
- რიგში ვარ თუ ხედავთ - გაიჟღერა დემეტრეს საოცრად სასიამოვნა ბარიტონმა
- იყავი მერე ვინ გიშლის - შესცინა იმ პატარა სიფრიფანა გოგონამ
პირველად იყო რომ ავალიანმა ხმა ვერ ამოიღო
და თან ვისთან?
წამისწინ მოცინარ სიფრიფანა გოგონასთან რომელის დანახვაც საოცრად ესიამოვნათ უძირო ლურჯ თვალებს
გახევებული იდგა ავალიანი წამით, მერე ისევ გამყიდველმა დააბრუნა აქაურობას
ოთხი სართული სულ ჩუმად აიარა, მაგრამ წამითაც კი არ მოშორებია მის მარწყვივით წითელ ტუჩებს ღიმილი, საოცარი იყო მომღიმარი ავალიანი, შეუძლებელი იყო შეგეხედათ და წამში არ მოეჯადოვებინეთ, სასწაული ბიჭი იყო. 3 თვისწინ ხმა რომ გავარდა ავალიანი ჩამოვიდაო პანიკა იყო, სრული პანიკა. უფრო უმატეს გოგოებმა უბანში სიარულს კაბის შემოკლებითურთ და ტონა ტონალირით. მაგრამ განა ვინმემ მოახერხა მის სიახლოვეს მისვლა? ვერა! არ უნდა, არ უნდოდა არავინ! არ იყო ისეთი ტიპი, არ ხიბლავდა ერთჯერადი ურთიერთობები, ღამის თემები კი იყო ხოლმე ათაში ერთხელ მაგრამ მაინც არ ხიბლავდა. 21 წლის ახმახი იყო, რომლის დანახვაზეც დიდიან პატარიანათ ყველა სანთელივით იწვოდა და ბრინჯივით იბნეოდა, მაგრამ ეს პატარა გოგო? ამ პატარამ გოგომ ისე შეხედა და ისე ამჩემფეხურად უპასუხა უნებლიედ მიიზიდა, განა თვითონ უნდოდა? არა! უბრალოდ მიჩვეული იყო ყველას ყურადღებას, თავში ავარდნილი არასდროს ყოფილა მაგრამ მაინც ეუცხოვა ეს ფაქტი.
ეუცხოვა, ეუცნაურა და....
-სად ხარ აქამდე? - სასმლის დანახვაზე უცებ გაუნათდა თვალები გიორგობიანს
- ნუ გაახურე რა - გამოესარჩლა ძმაკაცს ნიკუშა
- კაი შეეშვი ნიკუშ - სიგარეტს გაუკიდა ავალიანმა - რა გჭირს მართლა ამ ბოლო დროს - ძველ თემას მუბრუნდა ეხლა ავალიანი
- ვერც მე გავრკვეულვარ დემუშ - ნერვიულათ ათამაშებდა ხელებს გიორგობიანი
- ეჰ გიუშ შენ რო გაერკვევი შორს არ ვიყოთ მერე - გაუცინა ავალიანმა
ცოტახანს ჩუმად იჯდნენ ბიჭები, დემეტრე მოუსვენრად იყო, რაღაც აწუხებდა, მთელი საღამო მოუსვენრობა აწუხებდა, ხან აქეთიქით დადიოდა, არც ბიჭებს გამოპარვიათ ეს
-რა გჭირს დემო - ღიმილით მიუგო ნიკუშამ
- არაფერი ნიკუშ - მესამე ღერი ჩაათავა და ფანჯარაში გააბოლა - გიუშ მოდი ერთ წამს - უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ავალიანს
- რა ხდება - ძმაკაცს ამოუდგა გვერდით გიორგობიანი
- ის შავგვრემანი გოგო ვინაა ? - თვალ მოუშორებლად კითხა ძმაკაცს
- ანუშკას დაქალი იქნება რა ხდება? მაგსთან ერთადაა და რავი - მხრრების ჩეჩვით მიუგო გიორგიმ
- გამირკვიე რა - ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე - ამაღამვე
- რა ხდება ? - ნიკუშას ეცინებოდა ძმაკაცის ასეთ ქცევაზე
- რაღა რა ხდება დამევასა - ღიმილით მიუგო ძმაკაცს დემეტრემ, ცალი მხრით ფანჯარას მიეყრდნო ხან ძმაკაცებს გამოხედავდა ხან კი დაბლა ჩაიხედავდა იმ სიფრიფანა გოგოსკენ
ეს ის ‘’დამევასე’’ იყო დემეტრე ავალიანი რომ სამუდამოდ დაღუპა!
იმ ღამითვე ყველაფერი გაიგო, ლენკა ყიფიანის შესახებ, საიდან და როგორ ეგ უკვე ძმაკაცობის ამბავია, ისიც კი გაიგო მერხის მეზობელი ვინა ყავს, ყველაფერი აინტერესებდა. მთელი ღამე ვერ დაიძინა, მთელი ღამე უცნაური შეგრძნებები ქონდა, მთელი ღამე ღიმილი არ მოსშორებია მის ბაგეებს მისი თვალები კი ლეპტოპზე გამოსახულ ლენკას სურათს. სასწაული იყო ეს გოგო! მარტო იმიტომ იყო სასწაული რომ ავალიანს ღამე გაათევინა! ოდესმე ვინმეს გაგიგიათ დემტრე ავალიანს ვინმეზე ეთქვას დამევასაო? მე არა თქვენ თუ გაგიგიათ მითხარით! დემეტრე ავალიანს რომელსაც ძილი ყველაფერს ერჩივნა დღეს ახლოსაც არ გაიკარა ლენკას გამო. და მაინც ვინ იყო ლენკა? ლენკა უბრალოდ იყო ლენკა და მანდ მთავრდებოდა ყველაფერი დემეტრესთვის!
ერთი საღამო და მაინც გადამეტებული ლაპარაკი?
არამც და არამც!
მართლა ასე იყო! მართლა ასე გააგიჟა ლენკამ დემეტრე!
არ მჯეროდა ერთი ნახვით გაგიჟების, მაგრამ დამაჯერა, და თან ვინ? ავალიანმა.. ლენკას ნახვამდე რამდენიმე წამით ადრე რომ გეთქვათ ეგ ავალიანისთვის მუცლის ატკივებდა იცინებდა, მაგრამ რამდენი რამ შეუძლია უბრალოდ ერთ შეხედვას!
შეხედა და.. და.. დაევასა
***
დილით 9 არ იყო შესრულებული ავალიანი და-ძმას რომ აადგა, ბუზღუნით და ლანძღვით გაუღო კარები ანუშკამ
-დემეტრე სახლში საათი არ გაქვს? - ბუზღუნს აგრძელებდა გიორგობიანების სიმშვენე - ჯერ ღამე არ დამაძინე და ეხლა დილ - უცებ გაანალიზა რაც თქვა და ღიმილით შეაშტერდა ავალიანს - აბა შემოდი დავილაპარაკო წესიერად
- ოხ ანიშკა ანიშკა - თავის ქნევით შევიდა ავალიანი სახლში
- გუშინ ნახევრად კი მივხვდი რაღაცას მაგრამ - გაჩერდა ანიშკა
- მერე ? - სიცილით მიუგო დემეტრემ
- დემეტრე
- ჰო - ისევ არ შორდებოდა სახიდან ის საოცარი ღიმილი
- გაები დემე ? - ეჭვნარევი ღიმილით მიუგო ანიშკამ
- მაგრათ ანიშკ მაგრად - ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა ავალიანს სახეზე, ხომ უცხო იყო ეს ყველაფერი მისთვის მაგრამ მაინც მოსწონდა ეს გრძნობა, რაც ლენკას გახსენებისას სჭირდა.
ლენკა, ლენკა, ლენკა ეს იყო მისი მთავარი ფიქრი
-ანიშკ შენი დახმარება მჭირდება რა მოკლედ - ცოტახნის დუმულის შემდეგ მიუგო დემეტრემ
- ხომ ვამბობდი ერთ დღეს მეც დაგჭირდებითთქო - თავმომწონე პატარძალივით დაჯდა სავარძელში
- კაი რა ანიშკ გეყო მასხრობა სერიოზულად გელაპრაკები, ოდესმე გინახავს დილის 9ზე ამდგარი დემეტრე გოგოსგამო? არა ხო? მეც სიზმარში მგონია თავი - ბოლო სიტყვაზე გაეცინა და მაინც ვერ იჯერება რომ გოგოსგამო მთელი ღამე არ უძინია და დილის 9ზე უკვე ფეხზე იყო
- მართლა სერიოზულად არის საქმე - მოდი და ნუ დაეთანხმები ეხლა ამ პრანჭიკელას - ნუ ეხლა ჩემი დაბადებისდღე ხომ გახსოვს?
- კაი რა ეხლა ეგ რა შუაშია - სიგარეტს გაუკიდა ავალიანმა
- შუაში კი არა თავშია, ჩემტან ამოვლენ გოგოები ზეგ და ნუ შენც ხო აქ იქნები, აბა უთქვენოტ რა იქნება - ამაზე ორივეს გაეცინათ - და შენც იჩალიჩებ რა
- აი პროსტა შენ ისეთ საჩუქარს გაგიკეთებ მთელ უბანს რო პაჩტი 1 თვე საჭორაო თემა არ გამოელევათ - შუბლზე აკოცა პატარა ანიშკას და დატოვა სახლი
და განა მართლა პატარა იყო? სულაც არა! გოგო ჭკუაზე არ იყო ორ დღეში სრულწლოვანი ხდებოდა მაგრამ 3 ახმახისთვის ის სულ პატარა იქნებოდა, სასტავში მხოლოდ 1 გოგო ყავდათ, და სამივე კბილებით იცავდნენ პატარა პრინცესას აბა ვინმე მიკარებოდა, მწყობრში იდგნენ გიორგობიანი, ავალიანი და პაპიაშვილი. განა მარტო გიორგი იყო ანიშკას ძმა? არა დემტრე და ნიკუშაც მისი ძმები იყვნენ! განა რომელიმე დღე ახსოვს მათ გარეშე? არა! ავალიანი წასული რომ იყო მაინც ყოველ წამს სკაიპში იყო აციმციმებული და მაინც, 17 წელია ანიშკას იცნობს, ანიშკა დაყავდა ყველგან და მაინც რატომ არ იცოდა ლენკას შესახებ არაფერი? ვერ აეხსნა! მთავარი იყო რომ ეხლა იცოდა! იცოდა და თანაც როგორ!
მთელი დღე იმაზე ფიქრობდა ავალიანი რა ეჩუქნა ანიშკასთვის რომ მართლაც სალაპარაკო თემა არ გამოლეოდათ სამეზობლოს, და განა ეს აინტერესებდა ავალიანს? არა! ანიშკას უყვრდა ხოლმე ისეთების მოწყობა მეზობლებს რომ ალაპარაკებდა ხოლმე
საღამოს გულმა მაინც ვერ მოუთმინა,მაინც გაიარა უბანში, თვალებით ეძებდა ყველგან ლენკას და მაინც როგორი ბედნიერებაა როდესაც ვიღაცას გულით ელი და უბრალოდ თვალს მაინც მოკრავ. ეს ვისაც არ აქვს განცდილი ის ვერ მიხვდება, ვერ მიხვდება თუ რა ბედნიერებას განიჭებს წამით მაინც თვალით მოკვრა
მეორე დღეც ღიმილში და სიგარეტში ჩაწვა
მესამე დღე თენდებოდა, ისევ ადრე გაეღვიძა, უბანში ჩავიდა უნდოდა დილით თვალი მაინც მოეკრა სკოლაში მიმავალს
რომ დაინახა გაეღიმა, გაეღიმა და იქვე მყოფი მდედრი საზოგადოება იქვე დადნა გარდა ერთისა, იმ ერთისა აი ავალიანს რომ ევასებოდა, ამაზე უფრო გაეღიმა, ბოლო ნაპასი დაარტყა და აუყვა კიბეებს.
და მაინც როგორ შეცვალა ამ ერთიციდა გოგომ ამხელა კაცი უკვე მეორე დღეა, არც გამარჯობა არც არაფერი და მაინც უკვე როგორი სხვანაირია ავალიანი და თქვენ წარმოგიდგენიათ აწი ეს რას იზავს? მე ვერა!
ეს დღეც იმაზე ფიქრობდა რა ეჩუქნა ანიშკასთვის, თავისი პატარა დისთვის რომელიც ბიოლოგიუად არასდროს არ ყოლია
საღამოს როგორც ყოველთვის გიორგობიანების ოჯახში იყვნენ, საგარეტს სიგარეტზე წვავდნენ, ავალიანი წამდაუწუმ ფანჯარაში იყურებოდა, არავის უკითხვას რატომ? რისთვის? ყველამ იცოდა, ყველამ იცოდა ვინც საჭირო იყო!
12ს წუთები აკლდა კართან ხმაური რომ ატყდა, ანიშკას დაბადებიდღე თენდებოდა და აბა სხვანაირად როგორ გოგოები თუ არ დაადგებოდნენ? თან მე18ე დაბადებიდღეზე. ხოდა დაადგნენ. დაადგნენ და ავალიანმა გაუღო კარები. გაუღო და გოგოები ყველა დააშტერა იმ ერთისგარდა
-შეგვატარებ თუ დიდხანს ვიყოთ აქ? - ისევ ყიფიანი თუ ამოიღებდა ხმას თორემ ესენი უკვე სააქაოს აღარ იყვნენ
- შემოდით შემოდით - ღიმილით უთხრა ავალიანმა ყიფიანზე თვალმოუცილებლად
ყველამ იცოდა ანიშკას ძმები რომ სიმპატიურები იყვნენ, უმეტესობა მაგიტომ უძვრებოდა, ახლოდან დანახვისას თქვენც ხედავთ რა სჭირთ, მაგრამ გეფიცებით თქვენც მასე მოგივიდოდათ, ყიფიანზეც არანაკლები რეაქცია ქონდათ ხოლმე მაგრამ ავალიანი მაინც ავალიანია
მილოცვები კოცნა-პროშნები ჭორაობა როგორც გოგოებს სჩვევიათ, გაუჩერებელი ტელეფონი, ამერიკიდან ზარი საყვარელ შვილთან რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო? ის რომ ავალიანს ორმგად ქონდა დარხეული? საჩუქარი ჯერაც რომ ვერ აარჩია თუ ის რომ ლენკამ უკვე მაგრად გაააბა დემეტრე? ლენკა წონიდა იმ უ’საჩუქრობას. ანიშკა გადაიტანდა უ’საჩუქრობას მაგრამ დემეტრე გადაიტანდა უ’ლენკაობას? ვერა! ვერა! ვერა და არც გადაიტანდა!
ანიშკას დაბადებიდღეაო და როგორ არ დავლიოთო გიორგამ, აქედანვე უნდა დათვრეთო ანიშკა იცინოდა მაგრამ რა იცოდა რომ დემეტრე უკვე ლენკათი იყო მთვრალი
საღამომდე ფიქრობდა ავალიანი საჩუქარზე, ბიჭი რომ ყოფილიყო კიდევ უფრო ადვილია მაგრამ გოგოსთვის და თანაც ანიშკასთვის ცოტა რთული იყო საჩუქრის შერჩევა. ანიშკას რო აადგა უკვე გვიანი იყო, ყველას იქ მოეყარა თავი, მაგრამ აინტერესებდა ყველა როცა იქ ლენკა იყო
ლენკა მისი ღიმილის ავტორი.
-ვა დემეც მოსულა - წამოიყვირა ანიშკამ ახლად შემოსული დემტრე რომ დაიგულა და ყველამ მისკენ გააიხედე, ლენკა კი უბრალოდ სალათს მიირთმევდა, გემრიელი იყო სალათი და რას ერჩით
- ჩემო პატარავ - დაიხარა და შუბლზე აკოცა
- რა მაჩუქე დემე? - ბავშვივით ატიტინდა ანიშკა
- კაი რა ანკუშ კიდე ვერ გაიზარდე? - ფანჯარასთან მივიდა და დაგა, ჩვევა იყო ეს? ფანჯრიდან ხომ ლენკას უყურებდა მაგრამ ეხლა ხომ შეეძლო უბრალოდ მაგიდასთან დამჯდარიყო და ახლოდან ეყურა? მაგრამ აბნევდა, პირველად იყო რომ დემეტრეს დანახვისას კი არ იბნევიან გოგოები, არამედ დემეტრე იბნევა ლენკას დანახვისას - ჯასთინ ბიბერის მაიკაა მანდ პარკში ნახე აბა თუ მოგერგება - სრული სერიოზულობით უთხრა დემეტრემ
ვერ დაიჯერა ანიშკამ, ანიშკამ ვერ დაიჯერა და ლენკა კინაღამ გაიხრჩო, დემეტრეს გაეღიმა მის საქციელზე და ამაზე კიდევ ერთხელ დადნენ გოგოები. პარკისთვის ზედაც არ შეუხედავს ანიშკას
-ყოჩაღ დემე ნაღდად ილაპარაკბს სამეზობლო შენს საჩუქარზე - გაეღიმა ანიშკას და წამის მეასედში დაბლიდან ყვირილის ხმა მოესმა, ავალიანი ოდნავ მოშორდა ფანჯარას, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და რადგან ანიშკა ფეხზე იდგა პირველი მან გადაიხედა
ვერ დაიჯერა, გაშტერდა, როგორ? საიდან? ვერ იჯერებდა შოკში იყო, უკვე ყველა იხედებოდა ყველამ წივილი დაიწყო, ფარებ ანთებული მანქანა იყო ეზოში დიდი ბანტით დაბლა ‘ანიშკა’ ეწერა, სხვა ვინ იქნებოდა თუ არა მისი დემე? ანიშკას ხომ მარტო დემე ეძახდა.
-პარკშია გასაღები - ღიმილით მიუგო დემემ და დაელოდა ანიშკას რეაქციას, მანაც არ დააყოვნა და ისე ბავშვურად აკოცა ლოყაზე დემეტრემ სიცილი ვერ შეიკავა
პიკი ქონდა მართლა ჯასთინის მაიკა რომ ამოიღო პარკიდან - კაი დემე რა - სიცილით მიუგო ანიშკამ, მაიკაზე კი X6-ის გასაღები, როგორ უნდოდა ანიშკას, პირველად რომ ნახა იმ დღიდან უნდოდა, იმ დღიდან ოცნებობდა ამ მანქანაზე, მართვის მოწმობა რომ აიღო მაინც არ უყიდეს, სულ ბუზღუნებდა ხოლმე.
-ვააუუუუ - ეხლაღა ამოიღო ყიფიანმა ხმა
- აუ ძან მაგარი საჩუქარია დეემ - გაიწელა იქ მყოფი ერთ-ერთი გოგო
- აუ ხო დემ - ამაზე სულმთლად გადაატრიალა თვალები ავალიანმა
- შენი თავი სასიცოცხლოდ აღარ გინდოდა? - სიცილით უთხრა ნიკუშამ - ამან უნდა აგვიკაპოტოს? - ვერ წყნარდებოდა პაპიაშვილი
- ისე მანქანას თუ ყიდულობდი გეთქვა და ბარემ ის გეყიდა მე რომელიც მომწონდა ამას მაინც არ დავსვავდა - სიცილში აყვა გიორგი ძმაკაცს
- დაიმსახურე გიოგობიანო და შენც გაჩუქებ მერე - ღიმილითვე მიუგო ავალიანმა
- ასეთი რა დამსახურება აქვს ანის - საუბარში ჩაერთო ყიფიანიც
- ყველაზე დიდი ლენკა - ღიმილით უთხრა ავალიანმა, არ შეიმჩნია ის ფაქტი ყიფიანმა დემეტრემ რომ სახელით მიმართა, ხო არ გაკაპასდებოდა და იმას ხომ არ დაუწყებდა ჩემი სახელი საიდანო, მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა ყიფიანია და
ეს ის ღიმილი იყო ავალიანი რომ ყველაფერს გააკეთებდა
ის ღიმილი იყო დემეტრე რო სამუდამოდ გააბა

გიორგობიანმა მანქანა რომ მოისიყვარულა და ერთი კრუგიც რომ დაარტყა მაშინღა ინება მაღლა ასვლა, პანიკა იყო მისი შემოსვლა, შემოვიდა თუ არა იქვე მდგარ დემეტრეს შეახტა, უცხო თვალს რომ შეეხედა ხომ იფიქრებდა სხვა რამეს? მაგრამ არა! მაშინვე იგრძნობდა თავში რამე მტკინვეულის ჩაცემას.
-ყველაზე დიდი ნაჭერი ჩემს დემეს დაუდეთ - სიცილით განაცხადა ანიშკამ
- ნუხარ აფერისტი ანიშკ - სიცილითვე მიუგო ავალიანმა
- იმედი მაინც არ გქონდეს მე მინდა დიდი ნაჭერი - განაცხადა ყიფიანმა
- აჰ დიდი ნაჭერი გინდა და თანაც ყველაზე დიდი? - ღიმილით იკითხა ავალიანმა
- დიახ - თავის დაკვრით მიუგო ყიფიანმა
- კაი ორ წუთში მოვალ და ჩემს გარეშე არ გაჭრათ ტორტი - დაიბარა ავალიანმა და აივანზე გავიდა, მართლაც ორ წუთში უკვე შიგნით, განა შეეძლო ამ ღამით 2 წუთზე მეტხანს მოეშორებინა ყიფიანზე თვალები? ეს 2 წუთიც ბევრი იყო
- გავჭრათ ტორტი? - იკითხა დემეტრემ
- გავჭრათ გავჭრათ - წამოიყვირა მთვრალმა ნიკუშამ, დემეც მტვრალი იყო ოღონდ იმ განსხვავებით რომ ნიკუშა ალკოფოლით დემე კი ლენკას ყურებით
გამოიტანეს ანთებული ტორტი ჩააქრობინეს ანიშკას, და გაჭრის დროც მოვიდა
-ლინკა მოდი ერთად გავჭრათ - მიუბრუნდა სიტყვით ავალიანი ყიფიანს
- მარტო ვერ ჭრი? - სიცილით უთხრა ყიფიანმა, მაგრამ მარტო მე ვიცი როგორ უნდოდა უთქმელადაც დემეტრესთან მისვლა
- გამიკონტროლე ვინმეს დიდი ნაჭერი არ მივცე - გამოიძვრინა თავი ავალიანმა, ლიჟბი მოეყვანა ლენკა მასთან
ლენკასაც მეტი რაღა უნდოდა? ხო არ გაკაპასდებოდა? მივიდა და ჰოპ, დემემ ისე ჩაახუტა ტორტს ლენკა, როგორც ეხლა ავალიანი ჩაეხუტებოდა ყიფიანს, მთელი ტორტი გააფუჭეს
-ხომ გინდოდა ყველაზე დიდი ნაჭერი ხოდა ინებე - ღიმილით და თავის დაძვრენით მიუგო ავალიანმა
- ავალიანი ეგ არ უნდა გექნა - ვერ წყნარდებოდა ყიფიანი, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა ამ ციდა გოგოს?
- მგონი კარზე ზარია ანიშკ გახსენი - ყველა იქ იყო ვისაც კი ელოდებოდა ანიშკა და გაუკვირდა არ ელოდა დაუპატიჟებელ სტუმარს, უკან კი ახალი ტორტით დაბრუნდა
- იმედია მაპატიებ იმ ტორტის გაფუჭებას - ჩასჩურჩულა ავალიანმა ანიშკას
- ოღონდ თქვენ რამე გეშველოთ და გაპატიებ - მანაც სიცილით ჩასჩურჩულა
და მაინც როგორი სასიამოვნო მოსასმენია ‘თქვენ’ როგორ სხვანაირად ჟღერს, არა დემეტრე და ლენკა ან ავალიანი და ყიფიანი, არამედ თქვენ. ესიამოვნა ავალიანს და გაიღიმა მარტო ლენკას ეკუთვნოდა ეს ღიმილი მაგრამ ყველამ ნახა მის გარდა, ამ სამ დღეში მიაჩვია ამ პატარა გოგომ უყურადღებობას მაგრამ ამასაც გადაიტანს, ყველაფერს ეშველება. აბა სხვანაირად როგორ?
ავალიანმა ლენკას თვალი რომ ვერ მოკრა აივანს მიაშურა სიგარეტის მოსაწევად
სასწაული იყო იქ დახვდა
ის უკვე ეწეოდა და დაღლილ ღამის თბილის მიშტერებოდა
-არ უნდა გექნა ეგ ავალიანი - გაუბოლა ისედაც ჭუჭყიან თბილისს
- არ თქვა რომ არ მოგეწონა
- ზედმეტად თავდაჯერებულიხარ დემეტრე - მზერა ეხლა დემეტრეზე გადმოიტანა ყიფიანმა
- ეჰ ლენკუს - ეხლა დემეტრემ გააბოლა, მერე ესეც შემოტრიალდა - რით გამოვისყიდო დანაშაული? - ღიმილით მიუგო დემეტრემ
- მე პრადო მევასება ბეემვე არა - მისახვედრი ნამიოკი ჩაუგდო ყიფიანმა ესეც იმიტომ რომ 2 ჭიქა ალაპარაკებდა
- არ გჭირდება ლენკა შენ მანქანა - და წინ გადმოგდებული თმა ისევ უკან ტავის ადგილას დაუბრუნა დემეტრემ, ორივეს გააჟრჟოლა, პირველი შეხება - არ გჭირდება შენ მანქანა, შენ გატარებენ - რათქმა უნდა ამ სიტყვებში თავისი თავი იგულისხმა
ლენკას არაფერი უპასუხია, მხოლოდ გაიღიმა, სიტყვა ვერ მოძებნა რომ ეთქვა. დაელოდა როდის ჩაიწვებოდა ღერი მაგრამ ორივე კვდებოდა ისე არ უნდოდათ ეხლა აქედან გასვლა, ეს დუმული და ორი წითელი წერტილი ერჩივნათ ყველაფერს.
ჩაათავა ის ღერიც ლენკამ და ვეღარ ნახა მიზეზი რომ იქ დარჩენილიყო
გადიოდა უკვე
-ლენკა - მოგუდული ხმით უთხრა დემეტრემ
- რა იყო ავალიანი - მანაც არ დააყოვნა და შემოტრიალდა დემესკენ
- მევასები ლენკუ - ეს ისე თქვა მხოლოდ იმ ორს რომ გაეგო, თითქოს არ უნდოდა სხვასსაც მოესმინა
უპასუხოდ დატოვა ლენკამ აივანი, ანიშკას აკოცა დაემშვიდობა და დატოვა სახლი
დემე გახევებული იდგა ისევ აივანზე, ისევ სიგარეტის კვამლი იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ეხლა მხოლოდ ერთი წითელი წერტილი იყო ისიც დემესი. მესამე ღერი რომ ჩაათავა მაშინღა შევიდა ოთახში, ვერ დაინახა თავისი ლენკუ, მიუხვდა ანიშკა
-10 წუთისწინ წავიდა - შეუმჩნევლად უთხრა ანიშკამ
- მეც რო წავიდე ხო არ გაგიტყდება? - უღიმღამოდ უთხრა დემემ
- აქ რაღა დაგრჩენია წადი - იგივე ტონით მიუგო ანიშკამ
- კაი რა ანკიშ - გაბრაზდა დემე
- წადი წადი - არ შეუცვლია ტონი ანიშკას
იმ ღამით დემე არსად არ წასულა, გიორგობიანებთან დარჩა. მთელი ღამე ლენკაზე ფიქრობდა,
ამ სამდღეზე, როგორ შეცვალა ამ სამ დღეში,
პირველ შეხებაზე,
ლენკას ღიმილზე,
ყველაფერზე ფიქრობდა დემე, ხოდა ამ ყველაფერზე ფიქრში დაათენდა.
დილით რო გამოვიდა ოთახიდან მარტო ანიშკა იყო, ილაპარაკეს ცოტა, ბოლოს უთხრა
-მაგარი დან*რეული მაქ ანკუშ - თავის ქექვით თქვა და გასასვლელში გავიდა ისე გავიდა გარეთ არ გაუგია ანუშკას ‘’მეოთხე დღეა ვხვდები მაგას“
****
-პროსტა აზრზზე ხარ? ხო შეიძლება მითხრას მომწონხარო ან პირველივე დღეს რომ მაჯახებს მევასებიო ვინ გონია მაგას თავისი თავი? - ვერ წყნარდებოდა ყიფიანი
- კაი რა ლენკა არ მოგბერდზა? 2 დღეა მაგაზე მელაპრაკები - მობეზრებულად გადააქნია თავი მარიამმა
- პროსტა ვინ გონია მაგას თავისი თავი. მაგას რო თავი დავანებოთ ტორტის ამბავი როგორ გავუტარო? ამდენ ხალხში - ვეღარ აგრძელებდა ლენკა ისე გაბრაზებული იყო
- ლენკუს ეგ ცოტა სხვანაირი გაბრაზებაა - სიცილით უთხრა მარიამმა თავის დეიდაშვილს და დაელოდა ყველა მოსალოდნელ საგანს რომელიც მოხვდებოდა
***
4თვე ეჩალიჩებოდა დემე
4 თვე იფასებდა ლენკაც თავს
4 თვე არბენინებდა წაღმა-უკუღმა ლენკა ავალიანს იმ ერთი ‘მევასების’ გამო
მაინც სულ იმას ეუბნებოდა მევასებიო
ბოლოს ისიც მიეჩვიე
მაგრამ მაინც იგიჟებდა თავს
მიუხედავად იმისა არცერთი დღე არ გაუტარებიათ ერთმანეთის გარეშე
მართალიც იყო დემე, არ სჭირდებოდა ლენკას მანქანა
რა აღარ გააკეთა დემემ
ბოლოს მაინც ხო შეისრულა
ბოლოს ხო მაინც თავისი დაარქვა
ბოლოს ხო მაინც ყველა ‘დემეს გოგო’თი მოიხსენიებდა
მთელმა ქალაქმა იცოდა დემეზე და ლენკაზე
მთელმა ქალაქის გოგოებმა მოიმატეს ბოღმით და შურით წონაში
***
-ჩამო რა პადიეზდთან გელოდები - ღამის სამ საათზე შევიდა ზარი ლენკას ტელეფონზე
- დემეტრე სახლიდან გამოგაგდეს? – 5 ზარის მერე უპასუხა ლენკამ
- აუ ჩამო რა თორე ვკვდები შენ რო არ გნახო - ხვერწნა ისმოდა დემეტრეს ხმაში
- დემეტრე მეძინება - ლენკა როგორც ყოველთვის აბუზღუნდა
- ჩამო თორე ამაღამ შენს მეზობლებს ძილი არ უწერიათ - მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა დემემ
იცოდა ლენკამ რომ შემსრულებელი იყო
ჩავიდა
1 საათი იდგნენ ცარიელ ქალაქში
ჩახუტებულები
ეს ის ჩახუტება იყო ყველაფერს რომ ერჩიათ
***
ამ აბიტურიენტობის დროს განა ქონდა სიყვარულობანას თავი?
მაგრამ კითხვა ვინმემ აზრი?
არც აცია არც აცხელა პირდაპირ აჯახა მევასებიო ავალიანმა
მაგ მევასბეიდან დაიწყო ყველაფერი
არა..
იქიდან დაიწყო მარკეტში რომ შეხვდნენ
არავისთან არ იმჩნევდა დემეტრეს
არადა იმ ღამით სპეციალურად შევიდა იმ მარკეტში
ის ამჩემფეხური ლაპრაკიც გათვლილი ქონდა ალბათ
მძიმედ უჯდებოდა ის 4 თვე მაგრამ მაინც ყოველთვის ტკბილად იგონებდნენ
დემეტრე იყო მისი თბილი წერტილი
მხოლოდ დემეტრესთან შეეძლო ყოფილიყო ისეთი როგორიც იყო სინამდვვილეში
***
-პროსტა იმ ღამით მარკეტში რო არ შემოსულიყავი რა მეშველებოდა - მთაწმინდაზე იყვნენ როცა დემემ ისევ თავიდან დაიწყო ლაპარაკი
- იმ ღამით ვინმეს რო დაესწრო ჩემთვის შემოსვლა აი მერე მართლა რა გეშველებოდა შენ ან იმ ვიღაცას ეგ ნაღდად არ ვიცი - იცინოდა ლენკა იმ სიცილით დემეს რო უყვარდა
- არ მომწონს ლენკუ რო ეწევი - მაინც უთხრა
- შენ რო ეწევი - ბავშვურად შეუბრუნა სიტყვა
- ნუ მებუზღუნები რა, მართლა არ მევასება - ცოტა მკაცრად გამოუვიდა
- ზატო მეხო გევასები - ატიტინდა ცელქი ბავშვივით და ყელთან კოცნა დაუტოვა
- ლენკა - სიცილნარევი სიბრაზით მიუბრუნდა - აღარ გინდა რა - ღრმად ჩაისუნთქა და მერე დაამატა - ერთად დავანებოთ
- მე დავანებებ - ჯენტმენურად მიუგო სიცილით
- პროსტა შენს ხელში კიდე რო სიგარეტი დავინახო ეგრევე ცოლად მოგიყვან - სიცილით უთხრა და შუბლზე ეამბორა
- ანუ საერთოდ აღარ უნდა გავეკარო - საოცარი სერიოზულობით წარმოთქვა ყიფიანმა
***
და მაინც არცერთხელ არ უთქვამთ მიყვარხარ
მაგრამ ორივემ ხომ იცოდნენ მაგრად რო იყვნენ გაბმულები
ორივემ კარგად იცოდა ეს
დემეტრემაც და ლენკამაც
ორივემ იცოდნენ რა ერქვა ამ ‘გაბმას’
რა იყო ლენკასთვის სიყვარული?
სიყვარული იყო როცა 4 მასწავლებლისგან დაღლილი მოდიოდა, გათიშული, გათოშილი და უბრალოდ დემეს ხმას გაიგონებდა, ან მის შეტყობინებას ნახავდა, ან კი უბრალოდ დაინახავდა და მაშინვე უკუაქცევდა ყოველგვარ დაღლილობას ყველაფერს და იღიმოდა იმ ღიმილით რომლის არსს მხოლოდ დემე ხვდებოდა
მხოლოდ დემე.
დემესთვის რა იყო?
არ ეტყობოდა თუ რა?
სიყვარულზე რომ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი
მაშინვე ერთ სიტყვას იტყოდა
ლენკა
და უკვე ყველაფერი ნათელი იყო
***
ყოველ დილით უარს ამბობდა თავის საყვარელ დილის ძილზე და ლენკას ხვდებოდა პადიეზდთან რომ სკოლაში წაეყვანა, თითქმის მთელ დღეს იქ ატარებდა და მერე ერთად დასეირნობდნენ, მასწავლებლებთანაც დემეს დაყავდა
-მარტო იმიტომ უნდა მოგიყვანო ლენკუს ცოლად რო ყველაზე გემრიელ კარტოფილს მიწვავ - გამოტენილი პირით ეუბნებოდა ხოლმე დემე
გიორგობიანებთან იყვნენ ხოლმე ყველაზე ხშირად
უყვარდათ მეგობრებში ყოფნა
გამორჩეული წყვილი იყო
არ იყვნენ სოციალური ქსელის წყვილი
არსად არ მალავდნენ ერთმანეთზე
ყველგან ერთად იყვნენ
ბუნებაში უყვარდათ ყოფნა
2 წლის მანძილზე არცერთს არ უთქვამს მიყვარხარო
დემეტრე სულ ეუბნებოდა
მევასებიო
შენ თავს ვფიცავარო
მაგიჟებო
მაგრამ არცერთხელ
მიყვარხარო
მაგრამ იყო კი საჭირო?
არც იყო
რადგან ისინი რასაც გრძნობდნენ ეგ სიყვარულზე მეტი იყო
რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემდნენ
***
ლენკას ყველაზე მეტად ყაზბეგი უყვარდა
ხოდა დემემ წავიდეთო
წავიდნენ..
3 დღე იყვნენ
დემესთვის რო გეკითხათ ცხოვრება რისთვის ღირსო
ლენკასვის და ყაზბეგის 3 დღისთვისო
მართლაც რა უნდა ინატრო ამაზე უკეთესო
ლენკა დემე
ყაზბეგი
ბუხარი
2 ჭიქა ცხელი ჩაი
ეს ის მეორე სამი დღე იყო..
***
გიორგობიანის ქორწილი მოდიოდა
ჩვენ გიორგას დღეს ბოლო დღე აქვს თავისუფლებისო და ისე როგორ თუ არ გავიგულავეთო
არადა ყველას ეგონათ რომ პირველები დემე და ლენკა იქნებოდნენ
იმ ღამით კლუბში წავიდნენ
გათიშვამდე სვამდნენ
არც გოგოები არ ეკლდათ
დილით მხოლოდ ბუძილნიკის ხმამ გააღვიძათ
გოგოებთან ერთად გაეღვიძათ
ვერ დაიჯერეს
ადგნენ და მოტყდნენ
მაგრამ უკვე რაღადროსი იყო?
ლენკა მობილურს არ იღებდა
ალბათ არ ესმის სამზადისშიაო
ბიჭები გაემზადნენ
3 პრინცი
თბილისის გადამტრიალებელ-გადმომტრიალებლები
მივიდნენ
ლენკას ის კაბა არ ეცვა დემესთან ერთად რომ შეარჩია
არც ისეთი ღიმილიანი სახე ქონდა დემეს რო ახარებდა
თვალს არიდებდა
და არადა ვინმე დაასწრებდა დემეს ნახვას?
სულ დაიკიდებდა ყველას და ზედ შეახტებოდა
ჯვრისწერამ ისე ჩაიარა ვერ მოახერხა დემემ ლენკას ნახვა
გაურბოდა
ეკლესიიდან გასმოსვლისას სადღა გაასწრებდა?
-არ მნახავ ლენკუს? - ხელში ხელი ჩაჰკიდა და გვერდზე გაიყვანა
- დემეტრე შენ ხო ყველი არ გევასება? - ბოლო სიტყვა გამოკვეთა
- რა შუაშია? - გაეცინა დემეტრეს
- გეკითხები - გაიმკაცრა ტონი ლენკამ
- არა
- არც რძე ხო? - მშვიდი იყო დემე
- ხო იცი რომ რძის ნაწარმს საერთოდ ვერ ვიტან? - დაიბნა დემე
- აბა იმ ძროხაში რატო გამცვალე - აღარ იყო ისეთი მშვიდი - შენ ეხლა სიტყვის ღირსიც არ ხარ მაგრამ გიორგის და გვანცას უმადლოდე დღეს რომ აქ ვარ
- რას ლაპარაკობ ლენკუს - მიხვდა დემე რაშიც იყო საქმე მაგრამ მაინც აინტერესებდა მან რა იცოდა
- არ არის საჭირო დემეტრე თავის დადებილება, ყველაფერი მშვენივრად ვიცი, თუ შენ არ გახსოვს შემიძლია სურათებით გააგახსენო - ცინიკურად გაუღიმა ლენკამ და ძლივს შეიკავა ცრემლები
ხმა ვეღარ ამოიღო დემემ
მიხვდა რომ დამნაშავე იყო
ღრმად შეტოპა
-შორს დაიჭირე თავი დღეს ჩემგან, შენი სიახლოვე გულს მირევს - წასვლისას შემოტრიალდა და მხოლოდ ეს სიტყვები მიუგდო - არამარტო დღეს საერთოდ აღარ დამენახო
***
ეხლა კი იქ დასაწყისში დავბრუნდეთ
მართალია დემე ამჩნევდა და აფასებდა მის ნაპოვნს ლენკას
მაგრამ დაკარგვის მერე ორმაგდ მიეცა ლენკას ფასი
ორმაგად იგრძნო რა იყო ის მისთვის ლენკა
ლენკა იყო მისთვის ყველაფერი
და მაგიტომაც..
ადამიანს აღარ გავდა დემეტრე
6 თვე სიგარეტი სასმელი და ლენკას პადიეზდი იყო მისი არსებობის წყარო
ხმას არ სცემდა 6თვე ლენკა
ადამიანად არ აგდებდა
თუმცა კვდებოდა ისე უნდა მისი ერთი ჩახუტებაც კი
2 თვე იყო გასული შემთხვევით რომ წააწყდა ინტერნეტში ლენკას ფოტოს
სიგარეტს ეწეოდა
5 წუთში კი იმ ფოტოს ასავალ დასავალი ვეღარ ნახა
ერთი გაფიქრება თავისი პირობაც გაიფიქრა
მაგრამ მაშინვე უკუაქცია
სხვანაირად ქონდათ ქორწილი დაგეგმილი
მაინც ყოველ სიტყვაში ლენკას ითვალისწინებდა
ლენკაც არ გააკეთებდა ისეთს რამეს რომ დემე გადაეფარა
ისევ დემეს ლენკათი იცნობდნენ
3 თვე იყო გასული 15 ნოემბერს 00:00ზე 3 წლისთავი რომ მიულოცა დემემ
„გილოცავ“
„სისულელეა მომილოცა ჩვენი ერთად ყოფნის 3წლისთავი როცა უკვე ‘ჩვენგან’ აღარაფერი აღარ დარჩა“
ეს იყო პირველი შეტყობინება იმ სამი თვის განმავლობაში რაც დემეს მობილურზე შემოვიდა ლენკას ნომრიდან
ვეღარაფერი ვერ მიწერა დემემ
სიგარეტში და სასმელში ჩაათავა ის ღამე დემემ
ლენკამ საბნის ქვეშ შეძრომილმა ცრემლებში დაათენა
***
ვეღარ აიტანა დემემ 6თვიანი განშორება
6თვიანი სიცივე
6 თვე ეხვეწა
თავისი პრინციპებიც დაიკიდა
მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო
ადგა და წავიდა
ბრიტანეთში იყო
ფიქრობდა დავივიწყებო მაგრამ თვითონაც არ სჯეროდა ამისი
სასწაული იყო
შოკში ჩავარდა
ყველაზე მეტად არ ელოდა
სამი დღის ჩასული იყო
ლენკას ნომრიდან შეტყობინებები რომ მიუვიდა
„ჩამოდი რა“
„ვეღარ ვძლებ“
„მიყვარხარ“
ვეღარ გაუძლო ვეღარ გაუძლო და რამდენიმე საათში უკვე საქართველოს ჰაერს სუნთქავდა
საქართველოს ჰაერს არა
ლენკას სუნთქავდა
ზუსტად არ იცოდა ლენკამ ჩამოვიდოდა თუ არა დემე
მაგრამ
აეროპორტში ელოდა
ელოდა
და ჩაეხუტა
ის ნანატრი ჩახუტება ასე რო ენატრებოდა
პიკი იყო
აეროპორტიდან ლენკასთვის ნაცნობ გზას რომ დაადგა
სვეტიცხოველში მიყავდა
სურათი ვნახეო - გზაში უთხრა და ყველაფერს მიხვდა ლენკა
ეს ის მესამე სამი დღე
რომელიც გარდაუვალი იყო
***
მერე?
მერე იყო
სამჯერ გაწეული მუცელი და შეზნექილი წელი
მჟავე კიტრი
ტიტინა ვაჩე, ანასტასია და ტყუპი ვაჩე და აჩი
ჯოკრის ხალხი.
***
სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი უძლურია
სადაც დემე ავალიანი იყო იქ ხო საერთოდ



№1 სტუმარი chanchura...

კარგი იყო პატარა სიყვარულის ისტორია მაგრამ როცა წერ სიტყვებს მიაქციე ყურადღება....კითხვისას ძალიან ცუდად ჟღერს ,,პადიეზდი" სჯობს გამოიყენო შესანიშნავი ქართუკი სიტყვა სადარბაზო....სხვა მხრივ გემრიელი წასაკითხი იყო ბედნიერი დასასრულით ^_^ <3

 


№2  offline წევრი Smiling girl

♥♥♥ tbili tkbilii

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

სასიამოვნოდ ტკბილად წავიკითხე.. აი როგორ უნდა დაიძინო პოზიტივით დახუნზლულმა... მაგრამ რაღა დამაძინებს ახლა..

 


№4 სტუმარი nina(ნინაჩკა)

ჩემო ცხოვრებავ!სალ როგორ გამახარე ამ ისტორიით!ძალიან,ძალიან,ძალიან მიყვარს ეს ისტორია! თუ იმ სხვებსაც ატვირთავ უფრო კარგი იქნება!წარმატებები ჩემო ტკბილო,კიტ-კეტ <3 <3 <3

 


№5  offline წევრი ninaa --

სიტყვები არ მყოფნის!! პოზიტიური და სასიამოვნო წასაკითხიი იყოო love ამ საიტის ხშირი მომხმარებელი ვარ თუმცა პირველი ხარ ვისაც კომენტარს ვუტოვებ wink

 


№6  offline წევრი კიტკეტა^

ninaa --
სიტყვები არ მყოფნის!! პოზიტიური და სასიამოვნო წასაკითხიი იყოო love ამ საიტის ხშირი მომხმარებელი ვარ თუმცა პირველი ხარ ვისაც კომენტარს ვუტოვებ wink


ჩემთვის ძალიან დიდი პატივია <3 ;დდდ მიხარია ძალიან, და უფრო ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

სხვებმა რა დამიშავეთ ;დდ ცალ-ცალკე არ ჩამოვყვები მაგრამ ერთობლივად დიდ მადლობას გადაგიხდით <3 ;დდ ნინაჩკა მადლობა სიყვა <3 ;დდ ტერო ბოდიში ძილის დაფრთხობისთვის <3 ;დდ ჩანჩურა გავითვალისწინებ <3 მომღიმარო გოგონა <3 ყველას ძან ძან ძან დიდი მადლობები და დაგაყარეთ ქისეები <3 ;დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent