შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა საოცარია ეს სამყარო (3)


9-01-2016, 09:57
ავტორი tsn
ნანახია 2 901

ლუკა:
- ერთად ვსაუზმობდით და ერთმანეთს უამრავ სისულელეზე ვესაუბრებოდით, ლიზა საინტერესო ადამიანი აღმიჩნდა.. არის ის, ვინც არის და არ სჭირდება რაიმე ნიღაბი თავის მოსაჩვენებლად.. ერთმანეთზე ბევრი რამ გავიგეთ, თბილისში წასვლას ხვალ ვაპირებდით, თუმცა გეგმები ტელეფონის ზარმა შეგვიცვალა. ჩემმა თანაშემწემ შემატყობინა, რომ ინგლისელი ინვესტორები ჩამოდიან და სასწრაფოდ შეხვედრას ითხოვენ. სხვა გზა არ იყო, კერძო თვითმფრუნავით გადავფრინდით. ლიზას დავემშვიდობე და ვინაიდან მეჩქარებოდა მას ჩემი მძღოლი გავაყოლე, რომ სახლში მისულიყო. ლიზამ თავისთანაც მიმიწვია, თუ შევძლებ, რა თქმა უნდა. მოკლედ ლიზა წავიდა, მეც ჩემს გზაზე წავედი. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, თანაც მალევე დამთავრდა. გადავწყვიტე ლიზას ვესტუმრო. მძღოლს დავურეკე, მისამართი გავიგე და წავედი
ლიზა:
როგორც იქნა სახლში მივედი, მაგრამ ჩემს ბინაში და არა მშობლებთან. გზამ საშინლად დამღალა. გადავწყვიტე ჯერ აბაზანაში შევსულიყავი და მოვწესრიგებულიყავი, შემდეგ კი მათეს სიურპრიზზე მეფიქრა. მათესთვის დღეს არ მიმილოცავს, ალბათ ეწყინება, და-ძმებს შორის ყველაზე ახლოს ჩემთანაა. მთავარია მოვახერხო და ჩემი ოჯახი სახლიდან გავიყვანო. ამისთვის რამდენიმე ''თანამზრახველი'' მჭირდება. საქმეში ვრთავ ჩემი გადარეული ბიჭის და ჩემს სამეგობროს. მიზნები დასახულია, გეგმები ჩამიყალიბებული, მოქმედების დროა. გასვლას ვაპირებდი უკვე კარზე ზარი რომ დარეკეს, გავაღე და მომღინარი ლუკა დამხვვდა. მისი მოსვლა მესიამოვნა, მეგონა დავბრუნდებოდი თუ არა დავავიეყდებოდი.
-ლუკა, ასე მალე მორჩი შეხვედრას? რა კარგია რომ მოხვედი, იმედია შამეხმარები.
- აბა რას ვიზამ- რა საოცარი ღიმილი აქვს - რასაც დამავალებთ - თეატრალური მოძრაობით რევერანსს აკეთებს
- რა კარგია, ჯერ ჩემი ოჯახის წევრების გარეთ გაყვანას ვცდილობ :-)
- მერე რაიმე იდეა გაქვს?
- კი, ჩემთან ერთად წამოხვალ?
-კი, საით?
- ჩემი ძმის მეგობართან- ცოტა ხანში მართლაც ვიყავით მათეს მეგობართან, გიორგისთან, სადაც დანარჩენი ''გიჟებიც'' დამხვდნენ, მათეს დაბადების დღის აღნიშვნა თურმე არ სურს. ბიჭებს ლუკა გავაცანი და ჩემ გეფმაძეც ვისაუბრეთ. გადავწყვიტეთ, რომ სანდროს და მათეს მიშო და გიო გაიტყუებენ, სანდრა გათხოვილია და ქმართან ერთად ცხოვრობს, დარჩა დედა და მამა, აქ სერიოზულადაა საქმე, პროფესიონალი მჭირდება, ვინ თუ არა ჩვენი ძვირფასი ლია დეიდა, მთავარი დათანხმებაა. ლია დეიდა ჩვენი მეგიბრის, გიგის დედაა, მასთანაც მივედით
- ლიზი, საყვარელო, როგორ ხარ? დიდი ხანია ჩამოხვედი, როგორ მომრნატრე- მითხრა და თბილად ჩამეხუტა - ყავას ხომ დაკევთ შვილო?
-კი ლია დეიდა, გაიცანით ეს ლუკაა, ჩემი მეგობარი
- სასიანოვნოა შვილო - რამდენიმე წუთის შემდეგ ყავის ფინჯნრბით ხელში მაგიდასთან ვისხედით
- ლია დეიდა, თქვენი დახმარება მჭირდება. ხომ იცით, დღეს მათეს დაბადებუს დღეა, მინდა სიურპრიზუ მოვუწყო, არა მარტო მას, არამედ მთელ ოჯახს, აეც კი უციან აქ თუ ვარ. მაგრამ ამისთვის დედა და მამა სახლიდან უნდა გამოვიტყუოთ მთელი დღით, სანდროზე და მათეზე ბიჭები იზრუნებენ
- დაგეხმარები შვილო, აბა რას ვიზამ. შენ მითხარი უბრალოდ რა ვუთხრა
- ლია დეიდა, ეომ დაურეკოთ და უთხრათ ავად ვარო, გული მაწუხებს და მიშჩრლეთო, თქვენ ხომ მსახიობი ხართ, გამოგივათ
- სულ ორი წუთი მადროვე შვილო - მიტხრა და ტელეფონი მოიმარჯვა, ისე ესაუბრქ ლამის მეც დამაჯერა, რომ ცუდადაა.
- ახლა წავალთ ლია ბიცოლა, თქვენი ტალანტის იმედზე ვარ, საღამოს ათამდე აქ გააჩერეთ როგორმე
მე და ლუკა სახლში წავედით, მალე კიდეც შევედით, გეგმა ნაწილობრივ შესრულებულია, სახლი ცარიელია.. ჩემი სახლი ულამაზესი ყვავილების ბაღითაა შემოსაზღვრული, ნაწილი სახლზეცაა ასული. ლუკა აღფრთოვანებული უყურებდა ბაღს
- ლიზაა, საოცარი ბაღია, მართლაც ძალიან ლამაზია.
- გმადლობ, ეს ბაღი მე, ბაბუამ და მათემ გავაშენეთ, რამდენიმე წლის წინ. მაშინ გადავწყბიტე, რომ მეცნიერი გავხდებოდი და მთელს სამყაროს შევისწავლიდი.. ლუკას გაეღიმა და მკითხა:
- მერე შეისწავლე?
- მთელი სამყარო ვერა, მაგრამ ზოგიერთი სამეცნიერო დარგი კი, ისიც ნაწილობრივ
- ნაწულობრივ როგირ, ან იცი, ან არა
- იცი ვერ დავიბრალებ, რომ ყველსფერი ვიცი, მაგრამ ჩემს თავს უცოდუნარსაც ვერ ვუწოდებ. თუმცა რაც ვიცი კარგად ვიცი. გადავწყვიტეთ სახლის მორთვა ეზოდან დაგვეწყო, ლუკას ჩემი ძმის საშინაო ტანსაცმელი ვატხოვრ, რომ აე დასვრილიყო. ყველაფერი მათეს საყვარელ ფერებში - თეთრსა და წითელში , გადავწყვიტეთ. ლამაზ- ლამაზი ლენტები, ბაფთები, ბანერები დავამაგრეთ. ლონდონში ვიდეო გავაკეთე, სადაც ჩვენი საშაცილო მომენტებია დაფიქსირებული, მათე შემოვა თუ არა ვიდროს გავუშვრბ, ამისთვის დიდი ეკრანი დავამონტაჟეთ მე და ლუკამ.. სახლის მორთვას საკმაო დრო შევალიეთ, საკვები რესტორანში შევუკვეთე, მხოლოდ ტორტის გაკეთება ავიჩემე
- დარწმუნებული ხარ, რომ გამოგივა? იქნებ შევუკვეტოთ ტორტიც - მკითხა ლუკამ, როგორ ეტყობა, რომ არ მიცნობს
- შევძლებ, მათეს ჩემი ხელით გამომცხვარი ტორტი ძალიან უყვარს, ისე თუ დამეხმარები მალე მოვრჩები - თვალები ავუფახულე
- ჯანდაბას თოდაძე, დაგეხმარები... სამზარრულოში შევედით, წინშაფრები მოვირგეთ და ტორტის მზადებას შევუდექით..
- ისე ლუკა გიხდება წინსაფარი - ვუთხარი და ხელი ისე გავამოძრავე თვალებში ფქვილი შეეყარა, ვალში არც ის დამრჩა და 10 წუთში თავიდან ბოლომდე ფქვილში ვიყავით.. მალე აზრზე მოვედით, ბისკვიტი. ცეცხლზე დავდგით, მე კრემიც წინასწარ მოვამზადე და მაცივარში შევდგი.. ახლა დაღლაც ვიგრძენი..
- ლუკაა, არ დაიღალე? წამო ჩემი ძმის ოთახში, აბაზანაში შედი. მერე ყავას დაგალევინებ და ვჭამოთ კიდეც რამე, კარგი?
- კარგი ლიზი - მითხრა მან და გამიღიმა ,სანამ ლუკა ბანაობდა ბისკვიტი გამოცხვა და გასაცივებლად გადავდე? ლუკა არ ჩანდა, ამიტომ მეც გადავწყვიტე შხაპის მიღება..
ლუკა:
ვბანაობდი და ლიზაზე მეფიქრებოდა, სულ ორი დღეა ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა. აქამდე ჩემს გარშემო ის ხალხი ირეოდა, ვინც საკუთარი ცხვირის იქით ვერავის და ვერაფერს ამჩნევს. ის კი სხვანაირია, ყველაზე ზრუნავს, ძალიან თბილი და ყურადღებიანია. არ მინდა მასზე ფიქრი, ან საერთოდაც რატომ მეფიქრება ვერ ვხვდები. თინეიჯერი ბიჭივით ამაცანცარა ამ თითისტოლა გოგომ. აქამდე ვიღაცის დაბადების დღის გამო დახმარება რომ ეთხოვათ, აუცილებლად უარს ვეტყოდი, ზოგისგან შეურაცყოფადაც მივიღებდი, მასთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ლიზასთან ''ცივსისხლიანი'' ბიზნესმენი ლუკა დადვანი სრულიად უცხო, თბილ და კაცად იქცევა. არ მომწონს ასე, თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებ. ის აზრი კი, რომ შეიძლება ლიზა ვეღარ ვნახო, მაგიჟებს. ისიც კი არ ვიცი, მარტოა, თუ შეყვარებული ყავს. ნამდვილად შევიშალე. თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცი, ჯერ ჩემს გრძნობებს მაქსიმალურად დავმალავ, არ მინდა ლიზას თავგზა აებნეს. ფიქრებში დრო სწრაფად გავიდა. სააბაზანოდან გასულს ლიზა სამზარეულოში არ დამხვდა, მალე ისიც ჩამოვიდა, ვჭამეთ და ლიზამ ტორტის მორთვა დაიწყო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent