შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოპარული(2)


9-01-2016, 14:55
ავტორი busi100
ნანახია 1 203

მისი შავი თვალები რომელიც სავსე იყო სიცელქით, მხიბლავდა.ვგრძნობდი იმ ემოციათა მოზღვავებას რომელის აქამდე უცხო იყო ჩემთვის,ორივე ვდუმდით და ალბათ მხოლოდ თვალები ბედავდნენ ლაპარაკს,არ ვიცი რატომ იყო ჩვენ ორს შორის ასეთი სიჩუმე გამეფებული,იქნებ ყველაფერი ჩემი ფანტაზია იყო მაგრამ არა,ვგრძნობდი ინტერესით აღსავსე ხალხის თვალებს,თვალებს რომელნიც რაღაც უცნაურს, გრძნობდნენ და პატარა ნიშნებზეც კი რეაგირებდნენ,ჩემ თავს ვაიძულებდი არ შემემჩნია არაფერი მაგრამ განა ასეთ მარტივია,ხარბი თვალები მჭამდნენ მეკი ვერაფერს ვხვდებოდი,ზუსტად ის ხარბი თვალები ბევრი გრძნობის დამანგრეველნი რომ არიან, მე კი ვმალავდი,სათუთდ ვმალავდი ჩემს უცნაურ გრძნობებს მაგრამ არ გამომდიოდა,ფიქრები მასზე თავს არ მანებებდა და გაურკვევლობაში ვიძირებოდი,მე ის მინდოდა,მჭირდებოდა რა უნდა მექნა ვერც ვერაფერი,ჩვენი საუბრები ხომ ყოველთვის მშრალი და არაფრის მთქმელი იყო,ბევრი ირონია კლავდა ყველაფერს კარგს,ჩემს შიგნით კი დიდი ომი იყო,განა ის არაფერს გრძნობდა ან ვერაფერს ხვდებოდა,თუმცა რა მას ხომ სხვები მოსწონდა და ალბათ მე ვერც კი მამჩნევდა ან მე რა შესამჩნევი ვიყავი არაფრით განსხვავებული გოგო რომელიც ვერც კი იტყოდა თვის თვზე ლამაზი ვარო,მოკლედ მივხვდი რომ ჩემს თვს ვანადგურებდი,საშინელება კი ზუსტად ის იყო რომ ვერავის ვეუბნებოდი ვისთვის უნდა მეთქვა მე ხომ თავი დიდი ხნის წინ დავარწმუნე იმაში რომ ხალხი ბოროტია და ყველა საკუთრ თვზე ფიქრობს,მეგობრების ყოლით კი არასდროს გამოვირჩეოდი რადგან ყველაში დიდ აფერისტობას ვხედავდი, მოკლედ ყველაფერს ყოველთვის რთულად ვუყურებდი, ალბათ ამიტომ არ მყავდა საუკეთესო მეგობარი,მაგრამ ვიტყუები როგორ არ მყავდა ანანო,ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვიყავით მაგრამ რატომღც მაინც შევეწყეთ ერთმანეთს და იმ დროისთვის ჩვენი ნაცნობობა ათ წელს ითვლიდა,ჩვენ მეგობრობაშიც დადგა ალბათ კრიზისის პერიოდი,დრო როდესაც ერთმანეთს უბრალოდ ვეგარ ვუგებდით,საერთოდ ყოველთვის გამოვირჩეოდი იმით რომ მოსმენა შემეძლო ალბათ ამიტომ ვიყავით მე და ანანო ერთდ ამ ხნის განმავლობაში, მას ხომ ხიბლავდა ემოციური დღეები,თავშეუკავებლობა და მრავალი ასეთი საკითხი, მეც მისი კარგი მსმენელი ვიყავი და ყოველთის გულმოდგინედ ვცდილობდი ეს საქმე შემესრულებინა,მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში როდესაც ჩემს თავს ასეთი უცნაურობები ხდებოდა მე და ანანო ნაჩხუბრები ვიყავით,საერთოდ მე და ანანოს ურთიერთობა მაშნ აირია როდესაც ზედმეტმა ხალხმა ჩაყო ცხვირი,მაგრამ მაინც გადავდგით ნაბიჯი და მეგობრობის აღდგენას ვცდილობდით, მომეყოლა ეს ამბავი თუ არა ვფიქრობდი და ბოლოს მოვუყევი,ისე მომეშვა თითქოს დავისვენე და ეს საუბარი ჩემთის ხსნასავით იყო,შემდეგ იმაზე ნერვიულობა დავიწყე ვინმესთვის არ მოეყოლა რადგან გულში რაგაცის გაჩერება გინდა არ გინდა ძნელია,მოკლედ როდესაც დავრწმუნდი რომ არ იტყოდა და ის მაართლაც დაბრუნდა ანუ დამიბრუნდა მეგობარი რომელთნაც ურთიერთობა არეული მქონდა გამიხარდა,გამიხარდა ძალიან და მივხვდი რომ მიუხედავად იმისა რომ მარტოობას მართლაც აქვს დიდი უპირატესობები,იმ რაგაც გულის გადაშლას ან თუნდაც ლაპარაკისგან დაღლას უფრო დიდი მუღამი აქვს,ამ ლაპარაკმა სარგებელი ვერ მოიტანა მაგრამ, მაინც ანუგეშა ჩემი ემოციებისგან განადგურებული გული,ისიც უნდა ავღნიშნო ჩემს ამბავში რომ ეს ამბავი არ იცოდა დედამ,რაც ჩემგან ძალიან გასაკვირი იყო რადგან მან ყოველთვის ყველაფერი იცოდა ჩემზე ნუ მე მაშინ მეგონა რომ არაფერი იცოდა თორემ ალბათ ყველაფერსაც ხვდებოდა,არ მითქვამს მისთვის ჩემი გრძნობების შესახებ ალბათ იმიტომ რომ შემრცხვა ან თუნდაც იმიტომ რომ შემეშინდა მისი კრიტიკის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent