შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

~სხვისი ნაწილი~ “2“


10-01-2016, 00:03
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 579

დილით თავი სუსტად ვიგრძენი,ვიფიქრე სამსახურს გავაცდენ,კაჭკაჭა მაინც არაფერს მეტყვის,კარგი კაცია მეთქი,მაგრამ ,რომ დამირეკა და ამბავი მამცნო შურდულივით წამოვხტი და კარადას ვეცი.
--
-აკი ცუდად ვარო?-მკითხა წარბების თამაშით კახამ,ჭარხალივით გავწითლდი და მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე,ერთხანს მიყურა მერე კი შემეშვა,მიხვდა აზრი არ ჰქონდა ლოდინს კარი გააღო და გავიდა,მერე უკან შემობრუნდა და ხელში წერილი მომცა,სახე შეცვლილი ჰქონდა
-ძირს იდო?-ვკითხე მე,მაგრამ არაფერი მითხრა,კარი გაიხურა და წავიდა,ღია ვარდისფერ კონვერტს დავაცქერდი,ალბათ გავაფრენდი ისევ ის სიტყვები,რომ დამხვედროდა,ჩემი ცხოვრება უაზრობას მიაქვს და კიდევ უფრო უაზრო ხდება,როცა ყოველ დილით წერილების კითხვა მიწევს თანაც უცნობისგან,სავარძელში ჩავეშვი და კონვერტი გავხსენი,ფურცელიც ვარდისფერი შეფერილობის იყო,როგორიც წინა წერილები,ამჯერად გული ამიჩქარდა,უჩვეულოდ,აქამდე უბრალოდ ვხსნიდი არ მაინტერესებდა შიგნით რა იყო,მაგრამ ახლა რაღაც დამემართა,უცნაური შეგრძნება დამეუფლა,თითქოს ომში წასული ქმრის წერილი მეპყრეს ხელთ,რომლის ყოველი სიტყვაც სიცოცხლის ტოლფასია ჩემთვის,წერილი კი იმის მაუწყებელი,რომ ჯერ კიდევ ცოცხალია და არაფერი უჭირს.
-- --
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს,წერილი ცარიელი დამხვდა,ის შეგრძნებები გაქრა ჩემში რაც მისი გახსნისას გამიჩნდა,თუმცა ცარიელი ფურცელი ისევ უკან ჩავდე კონვერტში,დასახევად ვერც ის გავიმეტე,თუკი იმ პიროვნებას ვუყვარვარ მის სათუთ გრძნობებს,რომლებიც ფურცლებზე გადმოიტანა ჩემთვის,მგონი ცუდად მოვიქცევი,რომ გავანადგურო.
--
-გვანც ჩემი ცოლი ცუდადაა და საავადმყოფოში უნდა დავაწვინოთ-თვალებ ამღვრეული და მხრებ ჩამოყრილი იდგა კახა,მე ხმა ჩამივარდა,ვერაფერი ვუთხარი,საშინლად მეტკინა გული ასეთი განადგურებული,რომ ვნახე,ვიცი,რომ კახა თავის ცოლს აღმერთებს და ისიც ვიცი,რომ თუ დაკარგა თან გაყვება,კახას დაკარგვას კი მე ვერ გადავიტან,მე ვერ შევძლებ მისი თბილი ღიმილის დავიწყებას,რომელიც ცხოვრება სმილამაზებდა,რომელთანაც შემეძლო კახაზე ახლოს ვყოფილიყავი,რადგან ის კიარა მისი ღიმილი მათბობდა და მათბობს მთელი ცხოვრება.
-ცუდია,მაგრამ შენ არ ინერვიულო,21_ე საუკუნეა ახლა და შენს ცოლს ასე იოლად სიკვდილის ნებას არ მისცემენ-ოდნავ მოეშვა,სახეზე ფერი მოუვიდა,სიცოცხლის პატარა ნიშანი შევნიშნე
-მაინც მეშინია-ხრიწინით თქვა და მაგიდას მუშტებით დაეყრდნო-ხომ იცი,როგორ მიყვარს,მისთვის რას არ დავთმობ.- --ვიცი--,ჩავილაპარაკე ჩემთვის და ცრემლი მომადგა,ჩემს გულსაც მოუნდა ასეთი ძლიერი სიყვარული,არა ეს ჩემს გულს სულ უნდა,მაგრამ სადაა.
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება,ყველას ცხოვრებაში დგება მძიმე მომენტები,ეს უფლის ნებაა,შენ კი ახლა გამოცდაზე ხარ,არ უნდა შეშინდე და ჩააბარებ
-გვანცა,ჩემი კიარა ჩემი ცოლის სიცოცხლე დევს სასწორზე,როგორ არ გესმის-ტონს აუწია კახამ,ხელები აუკანკალდა,სუნთქვას მოუხშირა
-აქ,რომ დგახარ და ნერვიულობისგან ლამისაა ხელებში ჩამაკვდე,ამით დაეხმარები შენს ცოლს?-მეც ამევსო მოთმინების ფიალა,გავმწარდი,მან თავი ასწია და ისეთი თვალებით შემომხედა,მეგონა სადმე მომიქნევდა
-ალბათ მართალი ხარ-დაწყნარებული ხმით მითხრა და უკან შებრუნდა-წავალ მისთვის ვილოცებ
-გინდა მეც გამოგყვები,ერთად ვთხოვოთ უფალს შენი ცოლის გადარჩენა-უარი არ უთქვამს,მადლიერი სახით შემომხედა და კართან დამელოდა,სანამ მე შემოსასხამი და ჩანთა ავიღე.
--
ეკლესიის ეზოში მამაო იდგა,კახა მასთან მივიდა,მამაომ დალოცა და ცოტახანს ისაუბრეს,მე ეკლესიაში შევედი და სანთელი დავანთე,როდესაც ლოცვა დავასრულე,მაშინ მივხვდი ჩემს გვერდით,რომ დიგა კახა და გულმხურვალედ ლოცულობდა,აი მაშინ დავინახე მასში,ყველაზე დიდი სულიერება,წმინდა სული,ცოლისადმი უანგარო სიყვარული,ამ ყველაფერს აქამდეც ვხედავდი,მაგრამ არა ისე ძლიერად როგორც ახლა,როდესაც მის ძლიერად დახუჭულ თვალებს და მოჭმუხნულ შუბლს დავაკვირდი.ხელები უკანკალებდა და ოფლი ზდიოდა შუბლზე,მე ხატებს ვემთხვიე და ეკლესიის ეზოში გავედი,თხუთმეტ წუთში კახაც გამოვიდა,სრულიად სხვა ადამიანი,ხელმეორედ დაბადებული,ისევ ძველებურად გამიღიმა
-როგორ ხარ?-ვკითხე მე
-ვერ ავხსნი ისე
-კარგია
-ასეთი სიძლიერე არასოდეს მიგვრძვნია-თქვა მან აღელვებული და სიხარულით აღსავსე ხმით-ბოლოს ექვსი წლის ასაკში ვილოცე,დედასთან ერთად და შემეშინდა მეგონა უფალი ჩემს ვედრებას არ ისმენდა,მაგრამ როგორც კი დავიწყე მისგან ვიგრძენი,რომ მთელი ცხოვრება მომყვება
-მიხარია-გავუღიმე მე ამს კი გაუკვირდა,ჩემგან ღიმილს არ იყო დაჩვეული,თუმცა არაფერი მითხრა,ეკლესიის ეზოდან გამოვედით და მანქანაში,რომ ჩავსხედით,მხოლდო მაშინ მომიგო ხმადაბლა
-ღიმილი გიხდება-მეტი აღარაფერი უთქვამს ძრავი ჩართო და უხმოდ ვიყავით მთელი გზა.
--
მე ისევ კაბინეტში ჩავიკეტე,კახა აღარ შევაწუხე,საუბრით,რომანტიკა მომეძალა და უცნობი თაყვანისცემლის,წერილები ამოვყარე უჯრიდან და როდესაც წაკითხვა დავაპირე კახა შემოვიდა
-ინახავ?-გაეცინა და ერთერთი წერილი აიღო ხელში
-დიახ ვინახავ-ვუთხარი მე და წერილი გამოვსტაცე-შენ არ გეხება-მწარედ გავუღიმე და წერილები უჯრაში ჩავყარე,მას გაეცინა და სავარძელში ჩაესვენა
-დღეს უკეთდება ნინას ოპერაცია-მოეღუშა სახე
-ოპერაცია ვის არ გაუკეთებია-ვეცადე დამემშვიდებინა
-ყველა სხვადასხვანაირად იტანს
-ვიცი,მაგრამ ნინა ძლიერია და ყველაფერი კარგად იქნება
-იცი ამას ვინ გიგზავნის?
-არა და არც მაინტერესებს
-აბა რატომ ინახავ?-ისეთი სახით შემომხედა,წამით დავეჭვდი კახა ხომ არ იყო,თუმცა ნინა და ეს აზრიც წამში გაქრა
-ისე უბრალოდ,სხვის გრძნობებს პატივს ვცემ-მან თავი უკან გადაწია და ფშუტუნებდა
-რა უცნაურები ხართ?
-ვინ?
-თქვენ ქალები
-სულაც არა,ეს თქვენ ხართ კაცები უცნაურები,ჩვენი,რომ ვერაფერი გაგიგიათ
-ძნელად გასაგებია ქალი
-სულაც არა,პირიქით-იგი წამოდგა და კარისკენ წავიდა,ისეთი შეგრძნება დამეუფლა მომინდა წამოვმხტარიყავი და ჩავხუტებოდი,მაგრამ თითქოს სავარძლის ფეხზე მიმაბეს და ფეხებს ძვრა ვერ ვუქენი
-დროებით-მითხრა და გავიდა მე კი თვალებში მოწოლილი ცრემლი ჩამომიცურდა,კანზე ცრემლი,რომ ვიგრძენი მეგონა ნაპერწკალი მომხვდა,საშინელი წვა ვიგრძენი.
--
იცით ყველაზე მეტად რამ დამამძიმა?,რომ ვხედავდი როგორ იწვა ნინას საფლავთან კახა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა,მე კი გახევებული ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი,არც კახა იცვლიდა ფეხს,მუჭებში მიწა ჰქონდ ამოგროვილი და მთელი ძალით სრესდა,ვიგრძენი ამის ყურება აღარ შემეძლო და მანქნააში ჩავჯექი,მინიდან ვუყურებდი მის ტანჯვას,ცრემლებს არც ჩემს თვალებზე დაუგვიანიათ.

--
რამდენიმე თვე სამსახურში არ წავედი,არც კახასთვის დამირეკავს,ვიჯექი ოთხ კედელ შუა და ვფიქრობდი.
დივანზე წამოვწექი,უნდა დამეძინა,როცა კახამ დარეკა,ისეთი ხმა ჰქონდა ქვას გააპობდა შუაზე,მე დაფეთებული წამოვვარდი დივნიდან ჩავიცვი დ აგავვარდი სამსახურში

--
-რა მოხდა?-შევვარდი თუარა ვეცი კახას და ბოლო ხმაზე ვუყვირე,მან ჩემი უჯრიდან ყველა წერილი ამოიღო და ნაკუწებად აქცია,ვცდილობდი შემეჩერებინა,მაგრამ სანამ ყველა წერილი არ გაანადგურა არ გაჩერდა
-მეორედ სამსახურში ვნახავ ასეტ სულელურ ნივთებს და სამსახურიდან გაგიშვებ-მე გავოგნდი,ხმა ჩამივარდა,კანკალმა ამიტანა,მის თვალებში სიძულვილის ცეცხლი ენთო,გამქრალი იყო,ის კეთილი, სათნო, თბილი, თვალები სადღაც.
-რა დაგემართა?-ხმის კანკალით ვკითხე მე
-არაფერი-მიღრიალა მან და უხეშად დამსვა სავარძელში-აწი სამსახურში დაგვიანებით არ მოხვიდე,არც გააცდინო,გინდაც კვდებოდე,არ მაინტერესებს,მოხვალ და წახვალ როცა საჭიროდ ჩავთვლი,არ მიიღებ არავის წერილებს,არ უპასუხებ უცხო ზარებს,არ ივლი პაემნებზე,კაცებს მოერიდე,თუარ გინდა,რომ სამსახური დაკარგო-ასეტი საუბრის მერე რომელი ნორმალური ქალი არ გადავა ჭკუდიან და თავში ათასი რამ არ მოაწვება,ერთხანს ვდუმდი,მერე წამოვდექი და მასთან ძალიან ახლოს დავდექი
-ეს ყველაფერი რას მივაწერო?!,სად ჯანდაბში გააქრე კახა,რა გინდა ჩემგან მკვდარი ცოლის მაგივრობა გაგიწიო?-სახე აუწითლდა,ხელი აღმართა,მაგრამ დარტყმა ვერ გაბედა-არაკაცად ქცეულხარ,ან მე დავინახე ახლა შენი ნამდვილი სახე
-ნუ ცდი ჩემს ნებისყოფას
-კაცი,რომ ვიყო გაგინებდი და მაგრად გცემდი,მაგრამ არ ვარ
-ჰმ’რა სამწუხაროა-მომიგო ირონიულად
-მადლობა თქვი,რომ არ ვარ
-რომ იყო,მეც გცემდი,ამიტომ მადლობა უფალს არ ხარ
-უფალის ხსენება არ გაბედო,შენ უღირსი ადამიანი გახდი,ასეთი არ გაჩენილხარ
-გადი
-თავად გადით ბატონო კახა,ეს ჩემი სამუშაო ადგილია
-ტონი შეცვალე,გირჩევნია ხმის,მაღიზიანებს
-შემთხვევით მეც ხომ არ გაღიზიანებთ?
-დიახ’მაგრამ იყავით სანამ თქვენს შემცვლელს მომიძებნიან-გაიხურა კარი დ აგავიდა



№1 სტუმარი mm

dzalian kargia

 


№2 სტუმარი dds

მაგარია ძაან <3 <3 ყოჩაღ

 


№3  offline წევრი coco girl

ამ კაცის არ მესმის –_– გაუბერა :3
თეოფინე15 ყველაზე კარგი ხარ <3

 


№4 სტუმარი Xatia

Auuu rasac kvia magariaaa.imedia cota kargad daasrulebbb da magarzze umagresiiiia

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თეოო ეს რა არის ჰაა?შენი ისტორიებისგან განსხვავებულია.ძალიან დავინტრიგდიი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent