შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ,გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ(4)


10-01-2016, 00:17
ავტორი chloe
ნანახია 2 691

მოვიდა საღამო მე დახეული ჯინსები და თეთრი წარწერებიანი მაიკა ჩავიცვი,დავლიე ყავა უკვე 6საათი იყო 20 მდე დავითვალე ჩავიცვი ფეხზე და ქვემოთ ჩავედი. დაჩი დავინახე, იდგა და ტელეფონში
იყურებოდა თან ვიღაცას წერდა,რომ ვეღარ შემამჩნია დავუძახე
-დაჩი აქ ვარ
-ვა მაპატიე ვერ შეგამჩნიე თაყვანისმცემლებს ვწერდი,წავედით?
-ხო წავედითგა
-ფეხი როგორ გაქ ნაკერებს როდის გხსნიან?
-ორ დღეში მომხსნიან
მივუახლოდით ბაღს,ბიჭები შევამჩნიე დაჩის გარდა 4 იყვნენ დათო გიგა გიო და ვაჩე,დათოს ვიცნობდი კაი ბავშვი იყო დანარჩენებს როგორც ჩანს ახლა გავიცნობდი
- ძმებო გაიცანით ანა
-ანა გაიცანი დათო გიო გიგა ვაჩე
-სასიამოვნოა,დათოს ვიცნობ უკვე დიდი ხანია
-აბა როგორ გაქვთ საქმე გვრიტებო?(გიგა)
-მშვენივრად უკვე ორჯერ ვიჩხუბეთ(დაჩი)
-ანა მე გირჩევ დაჩის არ აკოცო კაი ხანი თორე ეგრევე შეგიყვარდება დამიჯერე(გიო)
-მოიცა შენ რა იცი გამოცდილი გაქ?(ანა)
ამაზე ყველამ სიცილი დაიწყო
-კაი მწარე ენის პატრონი კი ყოფილხარ(გიო)
-კი ამბობენ(ანა)
-ანაც კი ხვდება(ვაჩე)
-შენ თავს გაგიპობ თუ არ მოისვენებ(გიო)
მოკლედ ბევრი ვილაპარაკეთ ვიხუმრეთ ბიჭები ნელნელა ძაან მიყვარდებოდნენ მერე დაჩი გავიდა, ვიღაცამ დაურეკა და ელაპარაკა,არ მესიამოვნა და გაბრაზებული სახე დავკერე,დაჩიმ დამინახა თუ არა რომ ვუყურებდი იმ ვიღაცას დაემშვიდობა გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია მხარზე თავი მომადო და მკლავზე მაკოცა,მერე სახლშიც მიმაცილა სახლს რომ მივუახლოვდით წელზე ხელი მომხვია მკერდთან მიმიკრა და ძლიერად ჩამეხუტა. თავი პირველად ვიგრძენი ასე უსაფრთხოდ თითქოს არაფრის მეშინოდა მისი მკლავები მიცავდა,იმ წამს რომ ეკოცნა არაფერს ვეტყოდი.მგონი შემიყვარდა.
ავედი თუ არა სახლში დაჩიმ მომწერა
-მიდი ლამაზად ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი
არაფერი მიმიწერია,თეთრი მოკლე ლამაზი კაბა ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი
-რა ხდება?(ანა)
-არაფერი მინდა სადღაც წაგიყვანო(დაჩი)
მანქანის კარები გამიღო, ჩავჯექი მშობლებს ვუთხარი ნუცასთან მივდივარ და გვიან მოვალ მეთქი,პირველად მოვატყუე ამ ბიჭმა სულ გადამიყვანა ჭკუიდან,მივდიოდით ოღონდ სად არ ვიცოდი ბოლოს მივხვდი კუსტბაზე ავდიოდით,მივედით,დაჩიმ კარი გამიღო,ასე გვიან კუსტბაზე არასოდეს ვყოფილვარ,კლუბი ვიტამინი ახალი გახსნილი იყო,კლუბები არ მიყვარს მაგრამ დაჩის შევწინაღმდეგებივარ, შიგნით შევედით დაჩი რატომღაც ურიგოდ, შეუშვეს მაჯაზე ხელი ეჭირა და ისე მივყავდი,ბოლოს მაგიდასთნ გაჩერდა, იქ ბიჭები გიგა და გიო იჯდნენ სხვა არავინ მეცნო მე დაჩის გვერდით დავჯექი და ხმას არ ვიღებდი,ბიჭები სვამდნენ
ლაპარაკობდნენ და ცეკვავდნენ,დაჩი ჩემს ხელს ხელში დაიჭერდა და ათამაშებდა,მომიჭერდა,გამიშვებდა
-დაჩი მე რატო წამომიყვანე აქ?
-მინდოდა ჩემთან ერთად ყოფილიყავი,თუ არ გინდა აქ ყოფნა სახლში დაგტოვბ
-არა ვიქნები
გიო ადგა და მე შემომიტრიალდა
-წამო ანუშკები ვიცეკვოთ(გიო)
-აუ კი რა ვიცეკვოთ
-უკაცრავად რა ჩემ ანას მე ვეცეკვები(დაჩი)
DJ-იმ The Neighbourhood - Sweater Weather ჩართო ძაან მიყვარს ეს სიმღეარა, დაჩი გავიყვანე საცეკვაოდ ზურგი შევაქციე და ნაზად აუჩქარებლად ვცეკვავდით,კისერთან დაჩის სუნთქვა ვიგრძენი ერთ ადგილას გავიყინე ცეკვა შევწყვიტე, ხელი ჩემი მხრიდან მაჯამდე ჩამოასრიალა, თითები თითებში გამიყარა, ნაზად შემომატრიალა, ცოტა ხანს მიყურა კოცნა დააპირა, მაგრამ სახე გავატრიალე,დაჩი მიხვდა ყველაფერს და თმებზე დამიწყო თამაში მერე მაგრა მაგრა ჩამიხუტა და ყელში მაკოცა,იქვე დავდნი მუხლები ჩამეკეცა,დაჩის რომ არ დავეჭირე წავიქცეოდი და შევრცხვებოდი ვუთხარი რომ გარეთ მინდოდა გასვლა,თავი დამიქნია.გარეთ გავედით და ვსეირნობდით,არცერთი ხმას არ ვიღებდით არაფერი გვქონდა სათქმელი, დაჩიმ ერთ მომენტში შემომხედა და გაიღიმა მეც გამეღიმა,ღიმილი სიცილში გადაიზარდა
-აუ რა სიმშვიდეა სიწყნარე მიყვარს(ანა)
-აუ არა მე ხმაური აურზაური, სიმშვიდე მთრგუნავს(დაჩი)
-ზოგი ხმაური სიმშვიდეა.
-მაინც რომელი?
-აი, როცა შინ ხარ ... გარეთ წვიმს. წვეთები მშვიდად უკაკუნებენ ფანჯარას. სახლში თბილა. წვეთების ხმაური აღარ გესმის,
გახსენდება რაღაც, ფიქრობ... სიმშვიდეა
-არა არ მიყვარს, ვცდილობ ჩემ თავთან მარტო არასოდეს დავრჩე, რომ ფიქრის დრო აღარ მქონდეს
-ანუ არასოდეს ფიქრობ?
-იშვიათად
-ეგ ცუდია
კლუბში დავბრუნდით ცოტა ხანში დაჩი სადღაც გავიდა ვიღაცას უნდა შევხვდეო,საპირფარეშოში მომინდა გასვლა ბარმენთან მივედი ვკითხე სად
იყო საპირფარეშო,შევედი თუ არა დაჩის ხმა მომესმა ვიღაცალ ელაპარაკებოდა,ეტყობა ტელეფონზე ლაპარაკობდა"როგორც კი წამოვალ შენთან მოვალ და ძაან ძაან ჩაგეხუტები"ამ სიტყვების გაგონებაზე გავშეშდი ვიგრძენი რომ სულ მთლად ვხურდი,დავიბენი რა არ ვიფიქრე,უკნიდან ვიღაცა მედგა ვიგრძენი გავიხედე და ვიღაც ბიჭი იყო მეცნო ჩვენ მაგიდასთან იჯდა და თვალს არ მაცილებდა.
-გინდა დაგეხმარო ხო კარგად ხარ?
-არა მადლობა კარგად ვარ
ვეცადე იმ ადგილს მოვშორებოდი,უეცრად იმ დეგენერატმა ბიჭმა ხელი ჩამავლო, ძლიერად მომიჭირა და მისკენ გამატრიალა
-კაი რა იყო ცოტა მოეშვი,გავერთოთ
-გაეთრიე ხელი გამიშვი თორე განანებ
კარები გაიღო და დაჩი გამოვიდა,რო დაინახა ის ბიჭი ხელს მიჭერდა მე გათავისუფლებას ვცდილობდი,სახე შეეცვალა ისე გამწარდა მეგონა იმ წამს კაცის მოკვლაც შეეძლო,ხელი გააშვებინა მე უკან გამწია და ისეთი დაარტყა იმ ბიჭს უგონოდ დაეცა, დაჩი ზემოდან მოექცა და რტყმა დაუწყო,აღარ ჩერდებოდა, მეგონა მოკლავდა, არ ვიცოდი რა მექნა გავიქეცი გიგას და გიოს დავუძახე
-გიგა მიშველე დაჩი ტვალეტში ვიღაცას ცემს მოკლავს მალე გააშველე გთხოვ
გიგა ეგრევე გავარდა,გიომ ხელი მომკიდა
-წამო სახლში წაგიყვან არ ინრეიულო შენ(გიო)
-არა როგორ წამოვიდე ვერ დავტოვებ,რა დაემრთა გაცხოველდა
-რა მოხდა რა ეტაკა?
-ვიღაც ბიჭი ამეკიდა, ეს ტვალეტში იყო და არც არაფერი მითქვამს უკან გამწია და რტყმა დაუწყო,გიო ძაან მეშნია მივბრუნდეთ რა გავიგოთ რა ხდება
-ახლა სახლში დაგტოვებ და როცა მივბრუნდები დაგირეკავ და გეტყვი ყველაფერს,რაზე ნერვიულობ გოგო ესე რამდენს ცემს სათვალავი ამერია
გიომ სახლში მალევე მიმიყვანა, ამაცილა დამემშვიდობა, ჩემებს ეძინათ, ოთახში შევედი და გიოს ზარს დაველოდე,ზუსტად 7 წუთში დაჩი მირეკავს
-ანა სად წახვედი?
-სახლში ვარ გიომ მომიყვანა,რა ხდება ხო მშვიდობაა?
-შენ ხო ხარ კარგად?
-კი კარგად ვარ
-კაი გნახავ ხვალ
ტელეფონი გამითიშა,ცოტა დავწყნარდი მაგრამ ვის ელაპარაკებოდა დაჩი ამაზე ფიქრი არ მანებებდა თავს.მეორე დღეს გადავწყვიტე დაჩისთვის მეთვითონ მიმეწერა
-დაჩი უნდა ვილაპარაკოთ
-რაზე?
-მაგას რო გნახავ მერე გაიგებ
-იმედია გუშინდელ ინციდენტზე არ დამიწყებ ჩხუბს, ის ბიჭი რატო ცემეო
-არა სხვაზე რომლისთვის გცალია?
-ჩამო ახლავე, მაინტერესებს
ლეპტოპი დავხურე, ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი,დაჩი გარეთ ბაღში იდგა და სიგარეტს ეწეოდა, გადავკოცნე ხელები რტყმისგან გახეხილი და დაწითლებული ქონდა
-რა იყო რა გაქ სალაპარაკო?
-გუშინ ტელეფონზე რასაც ლაპარაკობდი ყველაფერი გავიგე
-როდის?
-ტვალეტში,თავს ნუ იდებილებ ძაან გთხოვ
-არა არ ვიდებილებ, გასაგებია,ახლა რა უნდა ვქნა ბოდიში მოგიხადო?
-არა, მაინტერესებს ვინ იყო, შენ მიწყობ აქ სცენებს ვიღაცას რო ველაპარაკები და მე არ მაქ უფლება გავიგო ვის გინდა ასე ძაან ჩაეხუტო?
-ააა ეჭვიანობ საყვარელო?
-ვაიმე რა მაეჭვიანებს,იქნებ შეყვარებული გყავს და მე არ ვიცოდი ან რავიცი რა ხდება
-ჩემი ერთგვარი ნაშა იყო
-აჰა ესეიგი ნაშა
-ხო
დაჩი მიყურებს, თან მაკვირდება აინტერესებს ჩემი რეაქცია
-მერე რაო ნაშამ,ჩაგეხუტა ძილის წინ?
-არა მარტო
-რა ამაზრზენი ადამიანი ხარ,მაღიზიანებ შენ როგორ უნდა შემიყვარდე არ მესმის
წასვლა დავაპირე მაგრამ დაჩიმ არ მომცა უფლება და ხელი დამიჭირა
-დაიცა იყავი რა ჩემთან ცოტა ხანს
-მიდი და შენ ნაშას ჩაეხუტე ან უფრო მეტიც
-ჰერკულეს იეჭვიანე?როგორ დავიჯერო დაჩიზე?დაჩი ბერიშვილზე?
-იოცნებე, აი შენ კი იეჭვიანე გუშინ აშკარად თან
-კი არ ვიეჭვიანე გოგო მაგ ბიჭს ჩემი ვალი ქონდა და არ მიბრუნებდა,ვეღარ მოვითმინე და ვხიე
-ვაიმე დაგიბრუნა მერე?
-ხვალ მომიტანს
-წავედი დაჩი რა არ მაქ შენი ნერვები
-წადი ჰო პროსტა საღამოს ხო ჩამოხვალ?
-არ ვიცი ვნახოთ, მეც მაქ ჩემი ცხოვრება
სახლში მივედი და დამეძინა, ისე ტკბილად მეძინა კარებზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა, უკვე შვიდი საათი იყო,შემოსასვლელში გავედი კარი გავაღე და ვხედავ დაჩი აფორიაქებული სახით დგას
-სად ხარ გოგო რო გირეკავ რატო არ იღებ
-ვაიმე მეძინა რა იყო?
-რა რა იყო მე მეგონა მოგიტაცეს,მარა მერე გამახსენდი და ვიფიქრე შენ ვინ მოგიტაცებდა,მიდი ჩაიცვი მივდივართ
-რა მიდი ჩაიცვი, გადი გამანებე თავი, დამღალა ამ შენმა მიდი ჩაიცვი მივდივართ, არსდა არ მოვიდვარ
-ანა არ გირჩევ
-რას არ მირჩევ?
დაჩი სახლში შემომივარდა ხელში ამიტაცა
-დაჩი დამსვი, გაეთრიე ჩემი სახლიდან,რას აკეთებ
-აბა რომელია შენი ოთახი
ჯერ ტვალეტის კარი შეაღო მერე ძლივს მიაგნო
-ესე პიჟამოებით ხო არ წამოხვალ სირცხვილია რას იფიქრებენ, აჰა ჯინსები და ზედა მანქანაში გამოიცვლი
-შენ თავი ხო არ მიარტყი რამეს, დამსვი არსად არ წამოვალ
სადარბაზოში აღარ ვუყყვიროდი მეზობლები გამოვარდებოდნენ, ფეხზე ჩუსტები მეცვა ხალათი და შიგნით პიჟამო მეცვა, ასეთი ჩაცმული გამიყვანა გარეთ და მანქანაში ჩამაჯინა
-მიდი გამოიცვალე, არ გიყურებ ლიკას გეფიცები
-მანქანა გააჩერე რას აკეთებ,შენი სათამაშო ხო არ გგონივარ
-შენ თუ არ ჩაიცვამ მე ჩაგაცმევ, აირჩიე ან ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა
-ერთი გამოიხედო რას გიზავ
-არა მეთქი ხო დავიფიცე
-ლიკა ვინაა?
-ჩემი ნაშა
-არსად დაგეკარგოს
-ისე რო მეუბნები არ გამოიხედოო, როგორ უნდა გამოვიხედო მანქანას ვატარებ
პიჟამოები გავიხადე და ჩაცმა დავიწყე დაჩის გავხედე და ვხედავ ბედნიერი სახით სარკიდან მიყურებს
-შე მატყუარა დამპალო ვერ გამოიხედები ხო
დაჩის რტყმა დავუწყე თვითონ ეცინებოდა ძლივს დავწყნარდი, მთელი გზა ხმა არ ამომიღია, დაჩი სიმღერებს უსმენდა თან მღეროდა Temo Rcxiladze - Pavtaraiu სიმღერა როცა ჩაირთო საშინელი რუსული აქცენტით აყვა ისე რო ყურები დამეხშო სიცილს ძლივს ვიკავებდი
-მიდი წინ გადმოჯექი
-არ მინდა
-მიდი გთხოვ ჩემი ხათრით
-მითუმეტეს არ მინდა
-მიდი გავაჩერე მანქანა
მანქანა როგორც კი გააჩერა გარეთ გავვარდი და რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი, დაჩი მალევე გამომყვა თბილისს გაცდენილები ვიყავით და მინდორში გავიქეცი, ხეს ამოვეფარე
-ანააააააააა
ყვიროდა დაჩი, თავი ვერ შევიკავე და გამეხედა, დაჩიმ ეგრევე შემამჩნია და ჩემკენ გამოიქცა მე თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი, თან მეცინებოდა, ის იდიოტი დამეტაკა წამაქცია და ზემოდან მომექცა, ორივე სიცილით ვკვდებოდით
-დაჩი რო იცოდე მძიმე ხარ და იქნებ გადასულიყავი ჩემიდან
-ჩემი სურვილი რომ იყოს სულ ასეთ პოზაში ვიქნებოდი შენთან
-რააა?
-კაი კაი მაპატიე ეგ არ მიგულისხმია
-გადაეთრიე
-კაი ვდგები პროსტა არ გაიქცე და არც რტყმა დამიწყო
დაჩი ადგა მე რათქმაუნდა რტყმა დავუწყე, მაგრამ უშედეგოდ ჩემი ხელები დაიჭირა გადამაჯვარადებინა და უკნიდან დამიჭირა
-ახლა ნელ-ნელა დავიხევთ უკან და გზას მშვიდობიანად გავაგრძელებთ,მანქანაში ჩამსვა გზა გავაგრძელეთ მართლაც მშვიდობიანად, სიმღერებს ვუსმენდით უცბად ჩაირთო Dante - Next To You სიმღერა
-აუ როგორ მიყვარს ეს სიმღერა
-მართლა? მეც, ჩვენი სიმღერა იყოს
-იყოს ჯანდაბას
-აუ აი სიყვარულს რომ ამიხსნი მერე ყველაზე მაგარი წყვილი ვიქნებით
მე გამეცინა
-შენ გირჩევნია გზას უყურო
ძლივს მანქანა დიდ სახლთან გაჩერდა,სახლიდან ხმაური გამოდიოდა,გიოს და გიგას სიცილის ხმა ვიცანი,ეზოში შევედით
-ვაა ჩვენი გვრიტებიც მოსულან(გიო)
-კეთილი იყოს ანა შენი ფეხი,დაჩი ამბობდა ანას რომ მოვიტაცებ აქ უნდა მოვიყვანოო(გიგა)
-ბიჭო მგონი გადავიფიქრე დღეს ისეთ დღეში ჩავარდა ამას რა მოიტაცებს(დაჩი)
-საერთოდ მე მკითხე ჯერ მინდა თუ არა რო მომიტაცო
-ნუ ეგეცაა(გიო)
-მოდი დაჯექით, ანა დათოს და ვაჩეს კი იცნობ, გაიცანი ჩემი და სალო, ჩვენი მეგობარი მარი, ესეც ჩვენი ძმაა, რამდენი ხანია ვამბობ ბიჭია მეთქი მაგრამ ვერავინ ამოწმებს(გიგა)
-გაგიტეხავ მაგ თავს სასიამოვნოა ნუცა ძლივს გაგიცანი(მარი)
-ჩემთვისაც
-და ესეც გიოს შეყვარებული ნია(გიგა)
ისეთი კაი გარემო იყო ისეთი კაი სიტუაცია წამოსვლა არ მინდოდა, უკვე საღამო იყო და აცივდა კიდეც,დაჩიმ შეამჩნია რომ მციოდა, სპორტული ზედა გაიხადა და გამომიწოდა
-არ მინდა დაჩი შენ ჩაიცვი გაცივდები
-ჩემ გაციებას შენი გაციება კი ჯობს მაგრამ ფილმებში როა ხოლმე, მერე გოგოები ეხუტებიან ბიჭებს
-ხოდა მე არ ჩაგეხუტები
დაჩის გაეცინა და შუბლზე მაკოცა
-ააცილე(გიო)
-გინდა შენ არ აგაცელ ეხლა(დაჩი)
-არა იყოს მე ნია არ ამაცილებს(გიო)
-აუ რა კაია შეყვარებულობა აბა მე ან უგულო ვარ ან გოგოები დაილია წესიერი(გიგა)
-შენთვის ჯერ ადრეა(დაჩი)
ხუმრობა ხუმრობაში კი დაგვაღამდა,დედაჩემმა დამირეკა ყველაფერი ვუთხარი მიჯიგრა და მამას უთხრა ნუცასთანაა და მალე მოვაო
-დაჩი არ წავაიდეთ?
-კი ცოტა ხანში
ნახევარ საათში დაჩი თვითონ წამოდგა
-ჩვენი წასვლის დროა,თითქმის ჩემ გოგოს ძილი მოერია
-ნახვამდის მშვიდობიანი მგზავრობა(მარი)
მანქანაში მალევე ჩავჯექით,ბავშვებს დავემშვიდობე ძაან შემიყვარდა ყველა,სახლში ერთ საათში მივედით,დაჩიმ სახლის კარამდე ამაცილა,კარები უნდა გამეღო რო ხელი მომკიდა თავვისკენ ნელ-ნელა მიმწია,იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან ცოტაც და ვაკოცებდით, მე გავინაბე, დავდნი, ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, დაჩის გაეღიმა, პირდაღებული ვუყურებდი ველოდები როდის მაკოცებს
-მეშინია არ დამარტყა
-შენ რა მშიშარა ყოფილხარ
ვუთხარი და ყელში ვაკოცე, სახეზე რო შევხედე თვალები დახუჭული ქონდა და განაბული იდგა, გამეცინა კარისაკენ ისევ შევტრიალდი კარები უნდა გამეღო რომ დაჩიმ ისევ შემატრიალა და ისე მხურვალედ მაკოცა
ცეცხლის ალი ამეკიდა, წამი უსასრულობას გავდა, ერთ კოცნას მეორე მოყვა, მესამე და როცა მივხვდი ასე აღარ უნდა გაგრძელებულიყო დაჩის ნიკაპზე ვაკოცე და დავემშვიდობე, სახლში შევედი თუ არა კარებიდან
გავიჭყიტე იდიოტს ვაკვირდებოდი თავიდან გაშტერებული იდგა მერე რო გაიაზრა რა მოხდა აქეთ იქით დახტოდა ხელებს მაღლა წევდა და კეფაზე იწყობდა როცა წავიდა ოთახში შევედი, დასაძინებლად გავემზადე როცა მივხვდი დაჩის ზედა მეცვა გავიხადე ჩავეხუტე და ასე ტკბილად დავიძინე დაჩის ფუმფულა ზედასთან და მის სურნელთან ერთად



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ აი "რტყმა" საშინლად ჟღერდა ძალიან... მაგრად არ მომეწონაააა...
განაგრძე გელოდები!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent