შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლი 1


10-01-2016, 09:29
ავტორი imainlav
ნანახია 1 839

ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე გავათენე დაღლილობას მაინც ვერ ვგრძნობდი. საწოლზე პირაღმა ვიყავი დამხობიბილი და ტკივილისაგან ვიკლაკნებოდი.
- ჩემპიონო, არ გშია? - შემომძახა ნიკამ, როცა ჩემს ოთახახს ჩაუარა და კარებზე მომიკაკუნა, ამით მანიშნა აწიე ერთი ადგილი და სამზარეულოში ჩამოიტანეო.
ფეხზე კვნესით და ბუზღუნით წამოვდექი.
- კვერცხი შეგიწვა? - მკითხა, როცა მე მაგიდაზე ჩამოვჯექი და თვითო ლუდის ბოთლი გამოცალა.
- ამ დილაუთენია როგორ სვამ?
- კვერცხი გინდა თუ არა?
- კი თუ ძმა ხარ. - ჩემს მაგივრად უპასუხა ლეომ, რომელმაც კიბეები მაისურის ჩაცმის პროცესში ჩამოირბინა.
- რას გავხარ შე ლოთო - ვუთხარი და დავეჯღანე, როცა თავზე ხელი გადამისვა და შუბლზე მაკოცა.
- შენზე ლამაზი მაინც ვარ, მაიმუნო. - მიპასუხა და სიგარეტის კოლოფს დაწვდა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა, რუსულად შეიკურთხა და ისევ მე მომიბრუნდა.
- შენ მაიმუნობას არ ეშვები, არა?
- რა გინდა? - ვკითხე სიცილით.
- თინამ გვითხრა ველოსიპედიდან გადმოვვარდნილხარ?
- მასე გითხრათ დედამ? - ღიმილი ვერ დავმალე.
- ჰო - თქვა ნიკამ და ახლოს მოვიდა - ბეჭები დაიჟეჟე, არა?
- არა - ვუპასუხა და მაგიდიდან ჩამოვხტი.
- ძაან გტკივა? - მკითხა მზრუნველობით, ისე როგორც იცოდა ხოლმე და ისე როგორც უფროს ძმას შეეფერებოდა.
- შენი აზით? - მაისური ოდნაც ავიწიე, დაჭეჭილი, გალურჯებული და შიგდაშიგ ჩასისხლიანებული ზურგი ვანახე.
- სულ ესაა? - მკითხა ლეომ და თვალი ამარიდა.
- არა, ხელები და ფეხებიც დაკაწრული მაქვს.
- ამხელა გოგოხარ და ველოსიპედის ტარება არ იცი, არ გრცხვენია? - ლეო არ ჩერდებოდა.
- შენი მეგობარი ვინ არის? - ვკითხე ჩემს ძმას და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანზე მივანიშნე, რომელიც არასდროს მენახა. ის კარებში ატუზულიყო, როგორც ჩანს ღამე ჩვენთან დარჩენილიყო.
- წასვლის დროა, ბიჭებო. - თქვა უცნობმა.
ჩემს კითხვაზე, სად მიდიხართ მეთქი, არ მიპასუხეს. ლეო გადამეხვია და მითხრა, რომ წასვლამდე კიდევ მნახავდა.
- ჭკვიანად. - მითხრა ნიკამ, თვალი ჩამიკრა და კარებისკენ წავიდა.
- მასე არ გინდა შენ. - რაც შემეძლო სწრაფად წამოვეწიე და ზურგზე შევხტი.
- ვაიმე - წამოვიკვნესე ტკივილისგან, მის კისერზე შემოხვეული ხელები დამიჭირა, რადგან იგრძნო ცოტაც და ძირს გავიშხლართებოდი.
- მალე მოვალ. - უპასუხა კითხვას, რომელიც ხმამაღლა არ დამისვია.
- იმედი მაქვს, ჩემს მეთვრამეტე დაბადების დღეს ხომ ერთად უნდა შევხვდეთ? - არაფერი არ მიპასუხა, მარტო გაიცინა და ძირს ჩამომსვა. ჩავეხუტე, ყელში ვაკოცე და სახლში შევბრუნდი.
ნიკა ძალიან კარგი ადამიანია და უფრო უკეთესი ძმა. ის ყველას უყვარდა და თვითონაც დაუზარელად ემსახურებოდა და ეხმარებოდა ყვალას. არ არსებობდა ადამიანი, რომელიც მას რამეზე უსაყვედურებდა. ბებია ამბობდა რომ მას მე საკუთარ თავზე და საერთოდ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარდი, მეც ვიცი რომ ეს სიმართლეა და ძალიან მიხაროდა, გულახდილად. ნიკასთან ძალიან ახლოს ვიყავი, თითქმის ყველაფერს ვუყვებოდი და მეგონა რომ მასზე მეც ყველაფერი ვიცოდი; საერთო კიდევ ის გვქონდა, რომ დედას ახალი ქმარი არ მოგვწონდა. თვითონ შრომა არ ეთაკილებოდა, მუშაობდა და სწავლის ფულს თვითონ იხდიდდა. ბინაც ექირავებინა რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ დედამ ჭინთვები დაიმართა, ჩემმი შვილი სახლიდან რატო უნდა წავიდესო. ნიკას შეეშინდა, არ ინერვიულოს და მუცელი არ მოეშალოსო, ამიტომ დარჩა, თუმცა დამპირდა ახალი დაიკო დაიბადება თუ არა, ერთად მოვშორდეთ აქაურობასო. არაფერს არ ამბობდა, მაგრამ მგონი უჭირდა დედას გვერდზე სხვა კაცის ატანა, თან ეს კაცი ღიპიანი, უვარგისი და უსაქმური იყო.
ლეო ჩვენი დეიდაშვლი იყო, რუსეთში გაიზარდა და ახლაც იქ ცხოვრობდა, ზაფხულობით რამდენიმე კვირით ჩამოდიოდა ხოლმე, ქართულად ილოთავებდა და შემდეგ ისევ უკან მიდიოდა.
- ბიჭები უკვე წავიდნენ? - მკითხა დედამ
- მადლობა ტყუილზე ჩემს მაგივრად რომ იზრუნე.. - ვუპასუხე და გვერდი ავუარე.
- ლეილა, თუ ღმერთი გწამს!
- იმ ბავშვის თუ გწამს, მუცლით რომ ატარებ, დედა? - თინა ხმამაღლა ატირდა, მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მისი ცრემლების უკვე დიდი ხანი იყო აღარ მჯეროფა. საერთოდ ამ ცხოვრებაში არც არაფრის და არც არავისი არ მჯეროდა, ნიკას გრდა.
მთელი დღე ჩემი საყვარელი სერიალის ყურებაში გავატარე, თინა გაბრაზებული იყო ჩემზე და საჭმელადაც არ დამიძახა. მაგრამ მე ეს სულაც არ მადარდებდა, იმაზე უფრო ვნერვიულობდი, ნიკა და ლეო მობილურს რომ არ პასუხობდნენ.
ისინი იმ ღამეს სახლში არ დაბრუნებულან, ეს ცუდის ნიშანი იყო. რაღაც ძალიან ცუდის.

ავტ: iminlav
P.s. რაც მეტი ადამიანი დააფიქსირებს თავის აზრს, მით უფრო მალე დავდებ შემდეგ თავს



№1  offline წევრი mmmmaaarri

მომეწონაა შემდეგ თავს ველოდებიი <3

 


№2 სტუმარი Mariami

velodebi shemdeg tavss<333

 


№3 სტუმარი Anna

კომენტარიau dzn m0mew0na male ra pliiz

 


№4  offline წევრი difference

საინტერესოა...გააგრძელეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent