გაწბილებული პირველი სიყვარული (1 თავი)
ღამის სამი საათია.ისმის რეკვის ხმა.ახალ ჩაძინებული გოგოც გააღვიძეს. - გისმენთ. - ლიზა ბარმენი ნიკა ვარ. - ყველაფერი რიგზეა? - აქ ერთი ახალგაზრდაა რომელიც შარს ეძებს საჩხუბრად.ვერაფერს ვუხერხებ.იქნებ მოხვიდეთ. - კარგი ახლავე წამოვალ. - კიდევ ერთი რამ მას ტელეფონში თქვენი ნომერი უწერია,პირველივე.მისი ნომრით გირეკავთ. - არ იცი ვინ არის? - არა! მაგრამ ჯობია იჩქარო. - კარგი. ახლავე მოვდივარ._გოგომ ჩუმად ჩაიცვა და გაიპარა სახლიდან.კლუბში მუშაობს და ოჯახი რომ არ შეაწუხოს ამას ხშირად აკეთებდა.გააჩერა ტაქსი და კლუბში წავიდა.გზაში ფიქრობდა: ,,ოოო რა ძლივს წამოვედი ადრე რომ დამეძინა და ახლაც არ მომასვენეს.ნეტა ვინ არის ის ბიჭი? ყველა მეგობარს უწერია ჩემი ნომერი.ნეტა მათგან რომელიმეს უწერია ჩემი ნომერი პირველივე?'' ამ ფიქრებში გართული მიალევე მივიდა დანიშნულების ადგილასტაქსისტს სთხოვა: - შეგიძლით დამელოდოთ? - სხვა რა გზა მაქვს?!_გოგო შევიდა კლუბში.როგორც იქნა ბარამდე გაიკვლია გზა. - ნიკა რა მოხდა კარგად მომიყევი. - ერთი ახალგაზრდაა,ხან ვის აუშარდა ხან ვის. - როგორც იცი ხოლმე ისე ვერ დააწყნარე? - როგორ არა თუმცა ძალიან გამიჭირდა კიდევ ერთი ორი ჭიქა დალია,ახლა მანდ სძინავს._მიანიშნა ოდნავ მოშორებით მჯდარ ბიჭზე,რომელსაც თავი ბარის მაგიდაზე ედო,გოგო მიუახლოვდა ბიჭს თავი მაღლა აუწია,დააკვირდა და პირი ღია დარჩა. - ზურა?_ჩაილაპარაკა გოგომ. - მან თქვა რომ მისმა შეყვარებულმა სხვა ბიჭში როგორ გაცვალა.შენ ხომ არ ხარ ის შეყვარებული? - არა! ღმერთმა დამიფაროს! და საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა მას ჩემი ნომერი თუ ეწერა. - არ იცნობ მას? - ადრე ვიცნობდი.ერთ საიდუმლოს გეტყვი ოღონდ არავისთან წამოგცდეს._მხიარულად უთხრა გოგომ. - რა თქმა უნდა ლიზ ეს არის ჩემი პროფესია. - კარგია.რამდენიმე წლის წინ მასზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული,მის დავიწყებას ვცდილობდი.სულ ცოტაც და ფსიქოლოგთან მივიდოდი ამ ადამიანმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერი წამართვა.უეცრად გამოჩნდა ბექა მან ჩემი ჩხოვრება შეცვალა. - ძალიან ვწუხვარ არ მეგონა ასეთი ცუდი ნაცნობი თუ იყო. - შენი რა ბრალია ეს არის იდიოტი.შეგიძლია ერთი ჭიქა ვისკი დამისხა?ის გადაიხდის._გაუღიმა.ბარმენმა სასმელი დაუსხა.შეუსვენებლად გადაკრა.-ნეტა სად აქვს საფულე?!_ჯერ კურტკის ჯიბეები ნახეს,ტელეფონი უნახეს ისიც ნიკამ ჩაუდო,შემდეგ ჯინსის შარვლის ჯიბეები ნახა.გახსნა,შიგ იდო 500 ლარი._ჯანდაბა ამ იდიოტს ამდენ ფულს ვინ ატანს?ნიკა სასმელის ფული გადაიხადა? - არა! - აჰა აიღე! ვისკიც._ასი ლარი დაუბრუნა.-ამდენი დალია? - აბა რა._კიდევ კარგი ძვირიან არ სვამდა. - აბა! დროა გავაღვიძო და წავიყვანო გარეთ ტაქსი მელოდება ,ზურა ადექი._შეანჯღრია,არ გაინძრა,მეორედაც,ისევ არ გაინძრა.-ნიკა ერთი ჭიქა წყალი მომაწოდე. - რად გინდა? - მომეცი და გაიგებ._მომაწოდა.გოგოს არც აცია არც აცხელა და ზურას წყალი პირდაპირ სახეში შეასხა.ბიჭი შეშინებული წამოხტა. - რა.... რა ხდება?... - ისეთი არაფერი ჩვენი წასვლის დროა. - მარი შენ ხარ? - აუ ახლა ამის მარიც უნდა ვიყო? არ ვიცი ვინ არის მარი მაგრამ თუ გინდა მოგვიანებით,ახლა კი წავედით._ლიზა კარგახანს ეწვალა მაგრამ ძლივს ააყენა. - ლიზა დაცვას გამოვიძახებ!_თანხმობის ნიშნად გოგომაც თავი დაუქნია.რაციით უხმო დაცვას.ზურას ორივე მხრიდან ამოუდგნენ.ტაქსში ჩასვეს.მძღოლმა მანქამა დაძრა.გზაში ჰკითხა: - ზურა სად ცხოვრობ? - მგონია სადღაც ავჭალაში..._გზაში ძლივს ათქმევინეს მისამართი.მძღოლმაც მიიყვანა.მანქანიდან ძლივს გადმოსვა მანქანიდან.ლიზამ ზურას ჯიბიდან ტაქსისტს 20 ლარი გადაუხადა და გაუშვა.ჯერ წინ გაუშვა წაბორძიკდა და გოგო ამოუდგა გვერდში,ხელი გადაახვევინა,კიბეზე რამდენიმეჯერ წაბორძიკდნენ,ბოლოს როგორც იქნა სახლამდე მიაღწიეს,კიდევ კარგი გასაღები ჯიბეში ედო მარჩხენა მხარეს (ბარში საფულეს რომ ეძებდნენ მაშინ იპოვა).შუქის ასანთები ძლივს იპოვა.განათებაზე ყველაფერი კარგად ჩანდა.მისაღებ ოთახში დივანი და კრესლოები იდგა.ზურა დივანზე დასვა,მინის მაგიდაზე წერილი იდო,აიღო და წაიწითხა,წყლის დასალევად სამზარეულოში გავიდა.ძლივს მიაგნო.დალია და დას მიწერა მესიჯი:,,დაიკო რაღაც საქმე გამომიჩნდა კლუბში და ადრე მომიწია წასვლა.ყველა გააფრთხილე.არ ინერვიულოთ, მერე მომწერე,დაგირეკავ და ყველაფერს მოგიყვები.წინასწარ მადლობა."მორჩა წერას.მისაღებში დაბრუნდა,ზურას ჩასძინებია.ერთ-ერთი საწოლიდან საბანი აიღო და დააფარა.სინატლეც გააქრო.კრესლოზე დაჯდა 5-10 წუთი ეღვიძა მერე კი ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.