Blow Up/6
ჩემი რაღაც ნაწილი დავტოვე ემასთან და მაშინ პირველად შემეშინდა საკუთარი თავის. მინდოდა მიბრუნება. უზომოდ მინდოდა მიბრუნება. მინდოდა, სიტყვის უთქმელად გამხდარიყო ჩემი და ვიცოდი, გახდებოდა კიდეც, მაგრამ ეს მას სიამოვნებას არ მიანიჭებდა და ეს აზრი მაფერხებდა. აზრი, რომელსაც აქამდე არასდროს დავუბრკოლებივარ. ჩემი სურვილი ყოველთვის მოქმედების ერთადერთი მოტივატორი იყო. ახლა რაღაც სხვა ხდებოდა. გავჩერდი. გავჩერდი, მაგრამ ვერ მივტრიალდი. ვერაფრით მივბრუნდი უკან. სახლში მისულმა ისევ ვისკი დავისხი და სავარძელში ჩავჯექი. ხელზე შეხებამ გამომაფხიზლა. მერი იყო. - აღარ დალიო, - მითხრა მშვიდად. - კარგი, რა, მერი. - არ დალიო. - კარგი. უნდა გამეკეთებინა ეს. უნდა გამეკეთებინა. - მერიდიტ, - დავუძახე ფრთხილად, - რაღაც უნდა გთხოვო... - რა ხდება, ჟაკ? - უნდა დამეხმარო... - როგორ? - იცი შენ, მერი. - ემას? - ემას. - ნორმალური ხარ, ჟაკ? - არა, მერი. - შენც? - არა, მხოლოდ თქვენ ორნი. - არ არსებობს! - გაიკვირვა მერიმ. - არა, მერიდიტ, ჯერ ვერა. - ჟაკ! - ჰო, მერი... - რატომ უფრთხილდები? - არ ვიცი. - მე ვიცი. კარგი. როდის? - ამაღამ. - დაგთანხმდება? - აუცილებლად. საღამოს უკვე ემას კარზე ვრეკავდი ზარს და ვგრძნობდი ხელები როგორ მიოფლიანდებოდა. დიდხანს არ აღებდა კარებს. შეუძლებელი იყო, სახლში არ ყოფილიყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლში უნდა ყოფილიყო მაშინ. გააღო. გვიან, მაგრამ გააღო. - გამარჯობა, ემა, - ვუთხარი და შეუხედავად ვიგრძენი, როგორ გაიღიმა მერიმ. ემას არაფერი უთქვამს, ისე მოაჯახუნა კარები. კიდევ დიდხანს ვრეკავდი ზარს. არაფრით არ გააღო. - ემა, გააღე კარი, ემა.იცოდე, არ წავალ, სანამ არ გააღებ. სისხლი ტვინში მასხამდა. საშინელებას ვგრძნობდი. მაშინ მერჩივნა, ავფეთქებულიყავი და ნაწილებად დავშლილიყავი, ოღონდ ეს არ ამეტანა. სანამ ხელი არ დამისისხლიანდა, ვერ მივხვდი, რომ კედელს მუშტს ვურტყამდი. მერი იდგა და ხმას არ იღებდა. მიყურებდა ჩუმად მიყურებდა და არაფერს ამბობდა. აზრზე რომ მოვედი, ხელიდან სისხლი მდიოდა და ღრმად ვსუნთქავდი. შუბლით ცივ კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა. კარში, პატარა, გაფითრებული ემა იდგა. თმა სველი ჰქონდა, პირი ოდნავ დაეღო და თვალებში მიყურებდა. ხელები კანკალით მივუტანე სახესთან. ვერ შევეხე. ვერ გავბედე. მერე ნელა დავიხარე და ხალათის ქვეშ, მოშიშვლებულ მხარზე ვაკოცე. - ემა, უნდა შემოვიდეთ, - ვიღაცამ იჩურჩულა ჩემში. ემა გაიწია და გზა დაგვითმო. - ემა, არა? - გაისმა მერის ხმა. დავინახე, როგორ მიუახლოვდა და თმა ყურსუკან გადაუწია. თვითონ პალტო უკვე გაეხადა, - ემა, მითხარი, რა უქენი ამ ნაბი*ვარს? - ემა, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებდა. რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო იქ. ვგრძნობდი. როცა საქმეში მერიდიტი იყო ჩართული, სასწაული უნდა მომხდარიყო. - ემა, შენს ცხოვრებაში ყველაზე უცხო რა მომხდარა? - ამბობდა და კაბას იხდიდა მერიდიტი. - თქვენ ვინ ხართ? - იკითხა ემამ. - სასწრაფო დახმარება... - უპასუხა მერიმ. გამეღიმა. - რა გინდათ? - დაბნეული იყო ემა. ვგიჟდებოდი ასეთ ემაზე. ხელი აღარ მტკიოდა. - მე არაფერი, პატარა, საყვარელო ემა, - თქვა მერიმ ღიმილიანი ხმით და ხალათის ქამარი გაუხსნა ემას. მთლიანად შიშველი იყო. აკოცა. ტუჩებში აკოცა და დენმა დამიარა ტანში. შორიდანაც დავინახე, როგორ შეცბა ემა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. მალევე მოშორდა მერიდიტი და ჩურჩულით უთხრა: - ასე ჟაკს არასოდეს აკოცო. თავი ძლივს შევიკავე, რომ სიცილი არ წამსკდომოდა. როგორ მინდოდა, მაშინ ემას თვალები დამენახა, მაგრამ ზედმეტად შორს იყო და ოთახშიც ზედმეტად ბნელოდა. ლოგინზე დაწვნენ. აი, ასე, მარტივად. უსიტყვოდ მიყვებოდა ემა. მეც ვგრძნობდი და მერიდიტიც, რომ ეშინოდა, მაგრამ ასეთი იყო მერი. უარს ვერავინ ეუბნებოდა. დიდხანს ეფერებოდა თმაზე. პატარა ბავშვივით, მხოლოდ თმაზე ეფერებოდა. მერე ენა აუსვა ყელზე. ალბათ, კანი დაეხორკლებოდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე. ამის გაფიქრებაზე გამაჟრჟოლა. დაჭიმული იწვა ემა, თითქოს მთელი სხეული ზამბარის ჰქონოდა. მუშტები ჰქონდა შეკრული. ფრთხილად ჩააცურა მერიმ ხელები ქვემოთ და გააშლევინა მუშტები. მერიმ იცოდა, რასაც აკეთებდა. ნამდვილად იცოდა. კოცნიდა ნიკაპზე, ყელზე, ყურის ბიბილოზე... ყველგან. ემას ჯერ კიდევ გახელილი ჰქონდა თვალები. ვერ ბედავდა ბოლომდე მინდობას. არც მიკვირდა. მერე მხრები დაუკოცნა. გრძელ თითებს მის მკლავებზე დაატარებდა. მოდუნება უნდოდა. ლავიწის ძვალი, ჩემგან განსხვავებით, არასოდეს ხიბლავდა მერიდიტს. უემოციოდ ჩაუარა და მკერდს მიუახლოვდა. იმდენად პატარა მკერდი ჰქონდა ემას, ვერაფრით ვერ მოეფერებოდი. პატარა კერტს ტუჩებით შეეხო მერი და დავინახე როგორ დახუჭა თვალები ემამ. მთელი სხეული მიდუღდა. როცა ვხედავდი, როგორ ულოკავდა მერი ემას კერტებს. ეპას პირი ოდნავ გაეღო და ტუჩებს დროდადრო ენით ისველებდა. ორივე ხელი მოეხარა და მუშტად შეკრული თავთან ეწყო. მინდოდა, დამემშვიდებინა, მაგრამ მაშინ ხმის ამოღება მთელ კოსმოსს ერთიანად გაანადგურებდა. მკერდისთვის ხელები არ მოუშორებია, ისე ჩაცოცდა ტუჩებით ქვემოთ მერი. ყოველ შეხებაზე მუცელი ეზნიქებოდა ემას და ნეკნები ისე მკაფიოდ ემჩნეოდა, მეგონა რომ მომენდომებინა, მათში თითებს გავატარებდი. მინდოდა, გახსნილიყო ემა, მაგრამ არაფრით უშვებდა მერის ბოლომდე. შუბლშეჭმხნული იწვა და მისი მოძრაობები რეფლექსებს არ აღემატებოდა. მკვეთრად ეტყობოდა მენჯის ძვლებიც ემას. მათზე გადაკრულ თხელ კანს გადაუსვა ხელის ზურგი მერიმ და ემას პატარა კუნძულს ღიმილით მიესალმა. არ აჩქარებდა პროცესს მერიდიტი. ნაზად, აუჩქარებლად ეალერსებოდა ემას გამხდარ ბარძაყებს შორის მოქცეულ სამოთხეს. მე კი ვცდილობდი, ნანახი ასომდე იქამდე არ მიმეშვა, სადამდეც გავძლებდი. არადა, მეგონა უკვე დასკდომამდე დაბერილ ძარღვებში სისხლის ნაცვლად სპერმა მიჩქეფდა. მაინც არ იყო ეს ის, რასაც აგზნება ჰქვია. არ იყო ის, რასაც განიცდიან იაფფასიანი პორნოს ყურებისას, არც საუკეთესო პარტნიორთან სექსის დროს. ეს იყო გაფრენა. გაფრენა იმ კოსმოსში, სადაც მერიდიტი დიდ აფეთქებას აწყობდა. თავშეკავებილი, ტკივილიანი, მაგრამ მაინც სიამოვნების კვნესა აღმოხდა ემას და ეს იყო მთელი სამყაროს ორგაზმი. მერიდიტმა მაშინ ემასგან სამყარო განდევნა. მთელმა სიცოცხლემ ერთად ამოხეთქა, როგორც მილიარდობით პატარა, თავკომბალა სპერმატოზოიდმა, რომელთა მთელი არსებობა შეჯიბრია. შეჯიბრი, რომ ისეთ იდიოტებად იქცნენ, როგორებიც თქვენ ხართ. ისეთ არარაობებად იქცნენ, რომლებიც დაჭმუჭნული ბებრუხანის და პატარა ზოლიანწინდებიანი გოგონას სექსზე გულისწასვლამდე ანძრევენ და ასეთი რამეების კითხვისას ლოყები უწითლდებათ. ისეთ ბენზოხერხით დასანაკუწებელ არაკაცებად, რომლებიც სექსში ფულს იხდიან. სექსში, რომელიც არასდროს არის სექსი და არის მარაზმი. მერიმ მაშინ მთელი ეს სიბინძურე გაისროლა ემას არსებიდან და დატოვა ედემი, რომელშიც ვერ დავბრუნდებით. გონს რომ მოვედი, მერიდიტი უკვე იცვამდა. ემას ეძინა. წამოდიო, მითხრა ჩურჩულით მერიმ და სავარძლიდან ამაყენა. - მშურს შენი, - მითხრა, როცა ემას სადარბაზოდან გამოვედით. სიგარეტს მოვუკიდე. - რატომ? - გამიკვირდა მე. - იმიტომ, რომ ემა უფრო დიდი სამოთხეა, ვიდრე შენი ცხოვრება იქნება ჯოჯოხეთი ოდესმე. - ვერ გავიგე, მერი... - დავიბენი მე. - ვერ მოუგებ, ჟაკ. - არც მინდა, მოვუგო. - არ გინდა? - წარბები აწკიპა და ისე მკითხა მერიმ, - გინდა, ჟაკ, გინდა. გახსოვს... შენ ვერც ჟაკლინს მოუგე. - ჟაკლინი მიყვარდა, მერი. რა შუაშია ჟაკლინი, - მაგიჟებდა ჟაკლინის ხსენება. - ბინგო! - მსუბუქი ტაში შემოჰკრა მერიდიტმა, - სწორედ ამას ვამბობ. საშინლად გავბრაზდი. - მერიდიტ, მეორედ არ გაბედო და ჟაკლინს არ შეადარო არავინ ამ ქვეყნად. - მომისმინე, იდიოტო. ჟაკლინ რომ შეუცვლელია ამას შენ ვერ მასწავლი, მაგრამ როგორც იმას ვერ ვხვდებოდი ვერასდროს, რას ხედავდა ჟაკლინი შენში, ისე ვერ ვხვდები, შენ რას ხედავ ამ გოგოში ასეთ გადასარევს. - თვითონ არ თქვი, სამოთხეაო? - გავახსენე ნათქვამი. - მართალია. ეს მე ვთქვი, მაგრამ მთავარი ის არის, შენ რას ხედავ. გავჩუმდი. სახლამდეც მივედით. მერიმ მალევე აიღო თავისი პატარა ჩანდა, ჯერ კიდევ ზღურბლზე მდგომს გამკრა მხარი და გავიდა. - ჯანდაბამდე გზა გქონია, ჟაკ! ეშმაკმა დაგლახვროს ამ უზომო გრძნობებისთვის. - რა იცი, - გავძახე მე. უკვე შორს იყო, - იქნებ მოვუგო? - იქნებ... - გამიღიმა და გატრიალდა. საოცარი ქალი იყო მერიდიტი. _______ მოკლედ, ბოდიშებს ვერ ვიხდი ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ საშნლად დავაგვიანე. ესეც პატარა თავია, მაგრამ ეს ნაწერი ბევრი რო იყოს, გულისამრევი იქნება. ამიტომ ჯობია, პატარ-პატარა თავებად მიიღოთ. გმადლობთ, რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.