შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blow Up/ 5

3-01-2016, 00:31
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 5 169

- ღმერთო ჩემო! ღმერთო, ნამდვილი არანორმალური ხართ. საერთოდ როგორ ბედავთ და მელაპარაკებით?! - მითხრა მეორე დილით აღშფოთებულმა ემამ, როცა მისი კორპუსის წინ მდგომს გიჟივით მომვარდა.
- დილამშვიდობისა. გმადლობთ, კარგად. შენ როგორ ხარ, ემა? - სიამოვნების ტალღამ დამიარა მთელ სხეულში მისი ბრაზით ანთებული თვალების დანახვისას.
- რომ იცოდეთ, ეს შეურაცხყოფაა.
- უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
- ზედმეტი მოგდით.
- კაარგი, რა, ემა... კარგი, რა, - მოჩვენებითი სიბრაზით ჩავილაპარაკე მე და ხელები მოვხვიე.
- ნუ მეხებით! - წამოიყვირა და უკან გახტა.
- ემა, დამშვიდდები, თუ როგორ მოვიქცეთ?
- არანაირი „თ“ არ არსებობს.
- ჯანდაბა, ემა. პრეზერვატივი იყო, დილდო ხომ არა, რამ გადაგრია?
დავინახე, როგორ მოენგრა სახე გაოგნებისგან და პირი დააღო.
- თქვენ.. თქვენ.. ანუ.. როგორ. მოიცა? ანუ...
- ემა, ახლა თუ არ გაჩერდები, გაკოცებ.
ისე მინდოდა მაშინ მისი გაგუდვამდე კოცნა... იქამდე, სანამ მთელ ჰაერს არ ამოვტუმბავდი. მინდოდა, სულ ჩემი ყოფილიყო. საშინლად მინდოდა. არანორმალურად უშნო იყო და თან აუტანლად ლამაზი იყო, საოცრად არასექსუალური და თან სასწაულად მიმზიდველი. კანზე ისეთი სუფთა სურნელი ჰქონდა, თავს უაზროდ დამნაშავედაც კი ვგრძნობდი, რომ ამ სისუფთავეს ვისუნთქავდი, მაგრამ, ამავე დროს, მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. თავად ემასთვის მინდოდა თავისი თავი წამერთმია. მინდოდა, მხოლოდ ჩემში ეარსება. მხოლოდ ჩემთვის. არ მინდოდა, სხვებს დაენახათ, სხვებს გაეგონათ მისი ხმა. მეშინოდა და ვბრაზდებოდი. მაშინ, როცა ჩემ წინ იდგა და იმაზე გაბრაზებული იყო, ვიდრე პირველ დღეს, ყველაზე მეტად მინდოდა... მინდოდა მთელი არსებით, ყველა უჯრედით ცალ-ცალკე და ერთად. ის კი აგრძელებდა ჩხუბს. აგრძელებდა და არ ამთავრებდა.
- ემა, ვერ გაიგე, რა გითხარი?
- თვალით არ დამენახოთ. გიმეორებთ, თვალით არ დამენახოთ, - დამიმარცვლა ბოლო წინადადება.
წავიდა. იცოდა, რომ არ დავანებებდი თავს. ვერ დავანებებდი, მაგრამ მაშინ შევეშვი. არ ჰქონდა აზრი არაფრის გაკეთებას მაშინ და ზედმეტი მოქმედების არც თავი მქონდა და არც სურვილი.
იმ საღამოს მერიდიტი ჩამოვიდა. მერიდიტი ჩემი და ჟაკლინის ძალიან ახლო მეგობარი იყო.
- ისევ უზომოდ სიმპატიური ხარ, შე ნაგავო... - მითხრა და ტუჩებში მაკოცა.
- როგორ ხარ, მერი? - გადავეხვიე და პალტო გავხადე.
- ჟერარდს დავშორდი, - გამომიცხადა და სავარძელში ჩაეშვა.
- როდის გეუბნებოდი მე ეგ ჟერარდი ა-მეთქი?
- ჰო, მეუბნებოდი, მეუბნებოდი, მაგრამ.... - დაიწყო და მერე უცებ გაჩერდა, - მოოიცა! ეს ვინ არის?
- ვინ ვინ არის?
- რამდენი ნახატია, ჟაკ...
- ჰო, - ამოვისუნთქე და კედლებს შევხედე.
- არ შემშალო, ჟაკ, და არ მითხრა, რომ ეს... - წამოდგა და უფრო ახლოს მივიდა ნახატებთან.
- რომ რა, მერი?
- რომ ეს მოცუცქნული გოგო... ღმერთო ჩემო, რა არი ეს, ჟაკ?
- რა გინდა, მერიდიტ?
- ჟაკ, ყველა გოგოში, რომელიც ჟაკლინის მერე გყავდა, ჟაკლინს ეძებდი. ყველა რაღაცით ჰგავდა ჟაკლინს, მაგრამ ეს... ეს რაღაც სხვაა, ჟაკ. ეს რამ მოგაწონა?!
- მერიდიტ...
- თუ არ ვიცი, რას გრძნობ ხოლმე ამ გოგოების მიმართ, მაგრამ... სად იპოვე?
- კაფეში, - ვუპასუხე მოკლედ.
- კარგად ხარ, ჟაკ?
- ბეილისი? - თავი ავარიდე კითხვას და კარადისკენ წავედი. ჩემთვის ვისკი გამოვიღე. მერე ჭიქებში ჩამოვასხი და იქვე დავჯექი სავარძელში.
ვისკის ბოთლი სავარძელთან პატარა მაგიდაზე მედო, ჭიქაში ცოტა მესხა და თვალდახუჭული ვწრუპავდი. კიდევ დავისხი. სიჩუმე იდგა ოთახში და ვიცოდი, რომ მერის რაღაცის თქმა უნდოდა. არ არსებობდა მომენტი, როცა ის თავს შეიკავებდა რამის თქმისგან. მით უმეტეს, ჩემთვის რამის თქმისგან. მესამე ჭიქას რომ ვსვამდი, ვიგრძენი კალთაში როგორ ჩამიჯდა. ფეხები სავერძლის კიდეზე გაშალა.
- იცი, რა არ მესმოდა არასდროს? - მკითხა და ვისკის ბოთლი აიღო ხელში, - რატომ უნდა ისხამდე მხოლოდ ჭიქის მესამედს, თუ აპირებ, რომ სამჯერ გააკეთო იგივე? - ამბობდა და თანდათან მივსებდა ჭიქას ვისკით. ჭიქა გამოვცალე და ვუპასუხე:
- ან რატომ უნდა იყენებდე საერთოდ ჭიქას, თუ მაინც მთელი ბოთლის დალევას აპირებ? შენ გაგიმარჯოს, ემა, - ბოთლი გამოვართვი და მოვიყუდე.
ვსვამდი. ვსვამდი. ვსვამდი გაუჩერებლად და ვგრძნობდი, როგორ მითვალიერებდა მთელ სახეს მერედიტი. გრძელ ფრჩხილებიან ხელებს მისვამდა სახეზე და ცდილობდა, ჩემს თვალებში ჩამძვრალიყო. არ ვაცილებდი თვალს, მაგრამ ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გავძლებდი და ვსვამდი. ნახევარი ბოთლი რომ დავლიე, ძლივს გავუსწორე ამღვრეული თვალები ქალს.
- ხომ არ გინდა, ჟაკ? - მკითხა და ჩემი ქამრის ბალთას წაეტანა. მერი არაჩვეულებრივ მინეტს აკეთებდა.
- არა, მერი, არა...
- მთვრალიც კი არანორმალურად დაჭიმული ხარ, კარგი რა...
ღრმად ამოვისუნთქე. ვერაფერი ვუპასუხე. მაკოცა. ისე, როგორც ვერავინ მაკოცებდა ვერასდროს. მარტო მე და მერიმ ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს კოცნა ჩვენთვის.
- იქამდე არ მოგეშვები, სანამ გათიშვამდე არ მოდუნდები.
- უნდა წავიდე, მერი...
- სად უნდა წახვიდე?
თავით ნახატებზე ვანიშნე. თვალები გადაატრიალა და მკითხა:
- რა ჰქვია ამ გოგოს?
- ემა, - ვუპასუხე და არ ვიცი, რა დაინახა ჩემს თვალებში, მაგრამ რაღაც შეეცვალა მზერაში.
- ასე ვერსად ვერ წახვალ, ჟაკ.
- უნდა ვნახო.
- არა-მეთქი.
პერანგის ღილები შემიხსნა და გამხადა. მეხვეოდა. მკოცნიდა. მკოცნიდა და მინდოდა, წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ვერ ვახერხებდი. სასწაული იყო მერი. არა იმის გამო, რასაც აკეთებდა. არა იმის გამო, როგორც აკეთებდა. არამედ იმიტომ, რომ ჩემს პენისზე მისი ხელების და ტუჩების უზომოდ მსუბუქი და სასიამოვნო მოძრაობა ყველაფერს იწვევდა ჩემში აღგზნების გარდა. ყველაზე მაღლა მდგომი ემოციური კონტაქტი იდო ჩვენს ალერსში.. უფრო სწორად, მის ალერსში. მე იმ წუთას არაფერი არ შემეძლო. არ იყო ეს სექსი. საოცარი, სასწაული, სიგიჟემდე მისული ნუგეში იყო. ჰო, ნუგეში. ვგრძნობდი, როგორ ვითიშებოდი ნელ-ნელა. ვგრძნობდი, თანდათან სიზმრად როგორ აღვიქვამდი მერის მოძრაობას. მერე დაბნელდა.
ლოგინში გამეღვიძა. საათს რომ დავხედე, ექვსი იყო დაწყებული. მერიდიტს მაგიდასთან იჯდა სიბნელეში და თეთრი ღვინით სავსე ჭიქა ედო წინ.
- მერი, რატომ არ გძინავს?
- ჟაკ... ჟაკ, ჟაკლინის ამბავი არ იყო შენი ბრალი, ჟაკ. ამას უბედური შემთხვევა ჰქვია. არ იყო შენი ბრალი, - ტიროდა და ისე აგრძელებდა, - შენ კი დგახარ და ამ ამბის მერე ნაწილ-ნაწილ ინადგურებ თავს. არ შეიძლება ასე. იცოდე, მოგთხოვს. ერთხელაც იქნება, ხომ შეხვდები და ყველაფრისთვის მგოთხოვს პასუხს. არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც შენ აკეთებ. აპატიე თავს, რა... აპატიე. აპატიე ის, რაც არ ჩაგიდენია. აპატიე. დაიწყე თავიდან.
არ მიყურებდა, ისე ლაპარაკობდა:
- ემა კარგი გოგო ჩანს, ჟაკ.
- კარგი გოგოა, - ჩემი ხმა თავადაც მეუცხოვა.
- გაქვს უფლება, ბედნიერი იყო, ჟაკ.
- არ შემიძლია, მერი.
- უნდა შეძლო. უნდა შეძლო. უნდა იგრძნო რაღაც. ძალიან დიდი უნდა იგრძნო.
- არ მინდა.
- იცი, რა? - შემობრუნდა, - გრძნობ უკვე.
- რა? - პირდაპირ უროდ მომხვდა თავში მისი სიტყვები.
- ჰო, გრძნობ. არც ერთი გოგოს ამდენი ნახატი არ მინახავს ამ სახლში, ჟაკ. არც ერთის სახელის ხსენებაზე არ მინახავს შენს თვალებში ის, რაც წუხელ ვნახე. არც ერთხელ ასე არ გამჭირვებია ის, რაც გუშინ გავაკეთე.
- ჩვეულებრივი ინტერესია, მერიდიტ...
გაეცინა. ჭიქა გამოცალა. მერე წამოდგა და პალტო ჩაიცვა.
- სად მიდიხარ? - ვკითხე და უფრო ახლოს მივედი.
- მოვალ გვიან.
- ისე არ წახვიდე, რა...
- არა. მოვალ.
წავიდა. წავიდა და ვერაფრით მოვიშორე მისი ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა. არ შემეძლო დაჯერება. არ მინდოდა. არ მინდოდა, რამე გრძნობის მსგავსი მქონოდა. ემაც ჩვეულებრივი, რიგითი გოგო იყო, რომელთან სექსიც უბრალოდ იმაზე მეტად მინდოდა, ვიდრე სხვა გოგოებთან.
რომ გამოვფხიზლდი, ფურცელზე ემას თვალები ეხატა.
საღამოს ემასთან მივედი, მაგრამ სახლში არ დამხვდა. იქვე, მის კარებთან კიბეებზე ჩამოვჯექი. დაახლოებით ერთ საათში გავიგონე კიბეებზე მისი ხმა. ვიღაცასთან ერთად მოდიოდა. შევამჩნიე, როგორ შეცბა ჩემს დანახვაზე ისიც და მისი მეგობარიც. ისევ ის იყო - აიდა. ისე დაემშვიდობნენ ერთმანეთს, თითქოს საერთოდ არ აპირებდა აიდა მასთან შემოსვლას. ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. ისევ გამეცინა მის დაბნეულობაზე.
- გამარჯობა, ემა.
არაფერი მიპასუხა, ისე გააღო სახლის კარი. ავდექი და შევყევი.
- შემომიშვებ? - ვკითხე და კარის ჩარჩოს დავეყრდენი.
- მობრძანდით, - იყო მისი პასუხი. დაღლილი მეჩვენა.
საკუთარ სახლში უცხოდ გრძნობდა თავს. ესეც ჩემი ბრალი იყო და ესეც მართობდა. ზურგიდან მივუახლოვდი და მანტო გავხადე. სახლში თბილოდა, მაგრამ მას მაინც აკანკალებდა. მოკლე თმა მხრებზე ეყარა. ორივე ხელში მოვიგროვე თმა და ზურგზე გადმოვუყარე. კისერზე შევეხე. უცებ ამოიკვნესა. „ცივი ხელები მაქვს, მაპატიე“ ვუთხარი და თითები ახლა თმებში შევუცურე.
- როგორ ხარ, ემა? - ვკითხე. რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. ახლა თბილი ჟაკეტი გავხადე ფრთხილად. უძრავად იდგა, მაგრამ აჩქარებით სუნთქავდა.
- მითხარი, ემა, ვისზე ფიქრობ მასტურბირების დროს? მითხარი, ვისი ხელი იქცევა შენს პატარა ხელად ღამით... - შეცბა, თითქოს შერცხვა, - არა, ძვირფასო, მასტურბაციაში არც ცუდია რამე და, მით უმეტეს, არც სამარცხვინო. ყველა აკეთებს ამას. ჰოდა, მითხარი... ვის მოფერებას წამოიდგენ ხოლმე?
არაფერს ამბობდა. მე უკვე მაისურს ვხდიდი და ჩემ წინაშე ახლა ჯინსის შარვლით და ბიუსჰალტერით იდგა. კედებზე შევხსენი თასმები და ფრთხილად გავხადე. არ შემწინააღმდეგებია. გამეცინა. ისევ გამეცინა.
- ნახე, - ვუთხარი და უკნიდან მუცელზე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შევახე ორივე ხელი, მუცელი შეეკუმშა, - გახსოვს? ეს ადგილი... შენი ბავშვობის, პირველი, სულ პირველი ეროგენული ზონაა. როცა პატარა იყავი, ეფერებოდი ხოლმე და გეღუტუნებოდა, ოდნავ გტკიოდა კიდეც. ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ არ ეშვებოდი. ისევ, ისევ აგრძელებდი და ზოგჯერ გსიამოვნებდა... შენი პირველი კაიფი იყო. აი მაშინ, როცა შენ და შენი მეგობარი თქვენს პატარა, ნორჩ მეგობრებს აჩვენებდით ერთმანეთს შენს საძინებელში. ვინ იყო, ემა, ის, ვისი პენისიც პირველად ნახე ცხოვრებაში? მართალია, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, მაგრამ...
- დუეინი, - მოულოდნელად გამაწყვეტინა ემამ.
- რა თქვი?
- რა იქნება, თუ გეტყვით, რომ დუეინი იყო ეს ადამიანი?
- არ არსებობს, ემა! - ვეუბნებოდი და უკვე შარვლის ღილებს ვუხსნიდი. მთლიანად ხურდა, - არ არსებობს. გამორიცხულია. შენ დუეინთან სექსი არასდროს გენდომება, ემა. იმ ადამიანთან კი, - შარვლის ცალი ტოტი გამოვაცალე, - ქვეცნობიერად ყოველთვის, ყოველთვის გენდომება სექსი.
გაჩერდა. ახლა ერთადერთი, რაც ეცვა, საცვალი იყო. ძალიან ლამაზი, პატარა მკერდი ჰქონდა. არასდროს მიყვარდა დიდმკერდიანი ქალები, თუმცა ეს მეორე უკიდურესობა იყო. ძალიან ფრთხილად გავხადე საცვალიც და ახლა მთლად დედიშობილა იდგა ჩემ წინ.
- მითხარი, - ვამბობდი და გარს ვუვლიდი, - როგორია ახლა ის ბიჭი?
- არ ვიცი, - თქვა ჩურჩულით.
- კარგი, როგორი წარმოგიდგენია?
- არ ვიცი.
- კარგი, რა, ემა... არ მითხრა, რომ არასდროს წარმოგიდგენია, როგორი იქნებოდა მისი პაწაწინა პენისი ახლა... როგორი იქნებოდა მასთან სექსი... კარგი ტუჩები ჰქონდა?
- ძალიან, - ამოთქვა და რაღაც სურვილისმაგვარი დავიჭირე მის ხმაში.
- კიდევ რა ჰქონდა კარგი? - ვეუბნებოდი და ვკოცნიდი ყელზე.
- ხელები.
- კიდევ?
- თვალებიც.
- გიყვარდა?
- ჰო.
- ხომ გინდა მასთან სექსი?
- მინდა.
- სად არის ახლა?
- სხვაგან.
- მკვდარია.
- არა.
- მაშინ, გექნება.
ზურგსუკან ვედექი და ისე ვლაპარაკობდით. ხერხემლის პირველივე ამობერილ მალაზე ვაკოცე ძალიან, ძალიან ძლიერად და მისი სურნელი შევისუნთქე.
თვითონაც არ მახსოვს, როგორ წამოვედი იქიდან.

________

ძალიან დიდი ბოდიში ყვველას, ყველას, ყველას!
და, რაც მთავარია, ახალ წელს გილოცავთ!
ყველაფერი საუკეთესო მოეტანოს 2016 წელს.

№1  offline წევრი N7

როგორც წესი, ასაკის გამო', მსგავს ნაწარმოებებს ვეშვები ხოლმე, მაგრამ შენ ისეთი ს ა ო ც რ ე ბ ა ხარ, ძალიან მარტივად მიმაჯაჭვე და არ მადარდებს, რომ პატარა ვარ! :დდდდ
სირცხვილია, რომ ვსაუბრობს ასე, მაგრამ.
უბრალოდ, შენ ხარ
ს ა ო ც რ ე ბ ა ! ❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

იმ ვარიანტის შემდეგ საჩუქრად სწორედ ამას ვფიქრობდი, მაგრამ აღარ დავუშვი და აღარც გითხარი :დდ

არ ვიცი თეო, ზოგადად ძალიან ცუდი მოსაუბრე ვარ, არ კომპლიმენტების თქმა შემიძლია ორიგინალურად, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა დაგიწერო.
ხომ იყო " ნუ მიეყრდნობით ", მაგრამ ეს რაღაცა სიგიჟე და არანორმალურობაა. ვერ ვიტან მსგავს ლექსიკას, შენიშნავდი ჩემს ნაწერებში, რაც გაქვს წაკითხული. ხშირად სადაც წამიკითხავს ძალია. ბანალური ყოფილა. შენ კი არ ხარ, მიუხედავად ამდენი სექსუალური სიუჟეტისა, ვერსად ვპოულობ რაიმე გამაღიზიანებელს და ბანალურს. ერთია, აქ არაფერი აგიტეხონ, ამას ბავშვები კითხულობენო. მხოლოდ ამის მეშინია. დანარჩენი კარგად იცი შენ, როგორ ვგიჟდები შენზე და შენს ნაწერებზე.
დაგვიანება სრულიად ანაზღაურებულია.
ჟაკი მძულს :დდ

№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

როგორც მძულს,ისე მაოცებს ჟაკი...თამამი მაგრამ არაგამაღიზიანებელი ამბავია...ვკითხულობდი და ვგრძნობდი ნაწილ-ნაწილ,როგორ დავიშალე,შეუძლებელია ერთხელ წაიკითხო და მორჩა.ამას ალბათ რამდენჯერაც წავიკითხავ,იმდენჯერ შემშლის.

№4  offline წევრი Archive

იცი რაზე ვგიჟდები, თითქოს ყველაზე შიშვლად რომ წერ რაღაცებს და ყველაზე გახსნილად, მაგრამ სინამდვილეში ყველასთვის რჩება უზარმაზარი სივრცე რომ ტვინი გაანძრიოს. რამდენადაც გულწრფელი ხარ იმდენად არ უშვებ არავის შენს პირად სივრცეში ნაწარმოებების საშუალებით.
არ ეხება მარტო ამ ნოველას.

№5 სტუმარი lei

Azze ver movdivar rogoraa kvelaperk ase daocari empciuri da intimuri
Waiting waiting gilocav <3

№6  offline წევრი marisa

ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია.. მეძახოს ახლა ვინმემ, ჰორმონებზე დამოკიდებული გოგო. ვიღაცამ მითხრა, მგონი და შურაცხყოფადაც უნდა მიმეღო. ჯერჯერობით არ გლანძღავენ და მიხარია. თუმცა, ძალიან საფრთხილო თემაა და მე რომ დავწერო, არ გამომოვა ასე წელი, ალბათ. შენ კიდევ არ ვიცი, შეიძლება რამე არ გამოგდიოდეს, როცა საქმე წერას ეხება. ერთი ის ვიცი, რომ ამ საიტის გარეთაც უნდა იმოღვაწეო, როგორც მწერალმა

ახალ წელს გილოცავ <3

№7  offline წევრი ფორთოხალი

N7
როგორც წესი, ასაკის გამო', მსგავს ნაწარმოებებს ვეშვები ხოლმე, მაგრამ შენ ისეთი ს ა ო ც რ ე ბ ა ხარ, ძალიან მარტივად მიმაჯაჭვე და არ მადარდებს, რომ პატარა ვარ! :დდდდ
სირცხვილია, რომ ვსაუბრობს ასე, მაგრამ.
უბრალოდ, შენ ხარ
ს ა ო ც რ ე ბ ა ! ❤❤❤

ვაიმე :'/ არ ვიცი, თუ გული არ მოგიწევს, არ წაიკითხო. ყველაზე მეტად არ მინდა, დისკომფორტს გრძნობდე ჩემი ნაწერის კითხვისას. მადლობა <3

lullaby
იმ ვარიანტის შემდეგ საჩუქრად სწორედ ამას ვფიქრობდი, მაგრამ აღარ დავუშვი და აღარც გითხარი :დდ

არ ვიცი თეო, ზოგადად ძალიან ცუდი მოსაუბრე ვარ, არ კომპლიმენტების თქმა შემიძლია ორიგინალურად, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა დაგიწერო.
ხომ იყო " ნუ მიეყრდნობით ", მაგრამ ეს რაღაცა სიგიჟე და არანორმალურობაა. ვერ ვიტან მსგავს ლექსიკას, შენიშნავდი ჩემს ნაწერებში, რაც გაქვს წაკითხული. ხშირად სადაც წამიკითხავს ძალია. ბანალური ყოფილა. შენ კი არ ხარ, მიუხედავად ამდენი სექსუალური სიუჟეტისა, ვერსად ვპოულობ რაიმე გამაღიზიანებელს და ბანალურს. ერთია, აქ არაფერი აგიტეხონ, ამას ბავშვები კითხულობენო. მხოლოდ ამის მეშინია. დანარჩენი კარგად იცი შენ, როგორ ვგიჟდები შენზე და შენს ნაწერებზე.
დაგვიანება სრულიად ანაზღაურებულია.
ჟაკი მძულს :დდ

მადლობა, მარიამ. სიმართლე გითხრა, რთულია ამ ყველაფრის ისე წერა, რომ 'ტყაპუნს' არ დაემსგავსოს. :) ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება. ვიცი, რომ ეს ნაწერი პირდაპირ არ ჯდება საიტის ფორმატში, მაგრამ ვინც არ უნდა კითხულობდეს, ნუ წაიკითხავს. სანამ ერთი ადამიანი მაინც არის, ვისაც სიამოვნებს ამ ნაბოდვარის კითხვა, მე უფლება არ მაქვს, შევწყვიტო. არ ვიცი. არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი და მეც ვიცი, რომ არ არის. ისიც ვიცი, რომ ყველა ვერ/არ წაიკითხავს.

ლორელაი
როგორც მძულს,ისე მაოცებს ჟაკი...თამამი მაგრამ არაგამაღიზიანებელი ამბავია...ვკითხულობდი და ვგრძნობდი ნაწილ-ნაწილ,როგორ დავიშალე,შეუძლებელია ერთხელ წაიკითხო და მორჩა.ამას ალბათ რამდენჯერაც წავიკითხავ,იმდენჯერ შემშლის.

ლორელაი
როგორც მძულს,ისე მაოცებს ჟაკი...თამამი მაგრამ არაგამაღიზიანებელი ამბავია...ვკითხულობდი და ვგრძნობდი ნაწილ-ნაწილ,როგორ დავიშალე,შეუძლებელია ერთხელ წაიკითხო და მორჩა.ამას ალბათ რამდენჯერაც წავიკითხავ,იმდენჯერ შემშლის.

უარყოფითი ემოციის გამოწვევა უფრო ძნელია მკითხველში, ვიდრე დადებითის და გულწრფელად მიხარია, ზიზღი ოდნავ მაინც თუ იგრძენით, მიუხედავად იმისა, რომ მე მიყვარს ჟაკი. მადლობა, ლორე. ❤
Archive
იცი რაზე ვგიჟდები, თითქოს ყველაზე შიშვლად რომ წერ რაღაცებს და ყველაზე გახსნილად, მაგრამ სინამდვილეში ყველასთვის რჩება უზარმაზარი სივრცე რომ ტვინი გაანძრიოს. რამდენადაც გულწრფელი ხარ იმდენად არ უშვებ არავის შენს პირად სივრცეში ნაწარმოებების საშუალებით.
არ ეხება მარტო ამ ნოველას.

უზარმაზარი კომპლიმენტია და უზარმაზარი მადლობა. ^_^
marisa
ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია.. მეძახოს ახლა ვინმემ, ჰორმონებზე დამოკიდებული გოგო. ვიღაცამ მითხრა, მგონი და შურაცხყოფადაც უნდა მიმეღო. ჯერჯერობით არ გლანძღავენ და მიხარია. თუმცა, ძალიან საფრთხილო თემაა და მე რომ დავწერო, არ გამომოვა ასე წელი, ალბათ. შენ კიდევ არ ვიცი, შეიძლება რამე არ გამოგდიოდეს, როცა საქმე წერას ეხება. ერთი ის ვიცი, რომ ამ საიტის გარეთაც უნდა იმოღვაწეო, როგორც მწერალმა

ახალ წელს გილოცავ <3

ძალიან ჭირს, მართლა ძალიან ძნელია (სცადეთ და ნახავთ), ეს კონტენტი ისე წერო, რომ ზღვარს არ გადახვიდე და უხამსობაში არ გადაიზარდოს. მიხარია, თუ ვახერხებ, რომ ინტიმს არ გავცდე.
მეც გილოცავ <3

№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ამ საიტზე რა უნდა ამ ისტორიას უკვე ვეღარ ვხვდები. ვერც იმას ვხვდები ამ ისტორიას რა უნდა. ავირ-დავირიე. ნაწერის დონეს არც ვეხები, მაგრამ მართლა ვეღარ მივხვდი დანიშნულებას. სხვაგან რომ ვკითხულობდე ალბათ უფრო მომეწონებოდა.

№9  offline წევრი ფორთოხალი

grafo
ამ საიტზე რა უნდა ამ ისტორიას უკვე ვეღარ ვხვდები. ვერც იმას ვხვდები ამ ისტორიას რა უნდა. ავირ-დავირიე. ნაწერის დონეს არც ვეხები, მაგრამ მართლა ვეღარ მივხვდი დანიშნულებას. სხვაგან რომ ვკითხულობდე ალბათ უფრო მომეწონებოდა.

გულწრფელად ვწუხვარ, შენ თუ ვერ ხვდები ამ ნაწერის დანიშნულებას.

№10  offline წევრი მოლურჯო

ეს ისტორია მაგიჟებს ♥
მე ხო გიჟი ვარ მაგრამ უფრო მაგიჟებს wink
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით
ფორთოხალო გენიოსი ხარ!
ჯერ ხომ ასეთი ისტორია არასდროს წამიკითხავს მსგავსიც კი
ეს ერთი და კიდევ ისეთი ემოციით ვკითხულობ რომ მინდა სულ გაქო გადიდო და გითხრა რომ ამ ისტორიით თავს მაყვარებ
რაც შეეხება ამ ბიჭს ჩვეულებრივი მექალთანეა wink
--------------------
მარიამი

№11  offline მოდერი წითური გოგონა

სიმართლე გითხრა, თავიდანვე ვიცოდი იმ საჩუქარის დანიშნულებას. ვიცოდი, რომ 'პრეზერვატირი' იყო.
და მეწყინა.
მეწყინა რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს დაეჯახა.
როგორც უკვე გითხარი, შენგან მე ველოდები თავებს, რომლებსაც მკითხველის გონება ვერ გაწვდება. ანუ ვერასდროს წარმოიდგენდა ამგვარ სიუჟეტს.
ასეთ თავს (ინტიმურს, ვნებიანს, ცეცხლოვანს) ჩვენი დიალოგიდან გამომდინარე ველოდებოდი.
ეს შენ ხარ და გასაკვირი არაფერია.

მე მინდა რომ შენი ყველაზე კრიტიკული მკითხველი ვიყო.
პირდაპირ გაჯახო სათქმელი და არა თბილი სიტყვებით გაგანებრივო.
საერთოდ, როდესაც 'სექსზე' წერ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო.
არ გამოგივიდეს ბანალური ან ვულგალური.
მე ძალიან მცირედით, მცირედით, მაგრამ მაინც ვიგრძენი ვულგალურობა.
სულ 'სექსი' ძალიან არასასიამოვნოდ მხვდებოდა თვალში.

დანარჩენი სათქმელი ჯერჯერობით არაფერი მაქვს.
--------------------
მწვანე ლიმონი

№12  offline წევრი ფორთოხალი

წითური გოგონა

მადლობა, რომ ასე კითხულობ. მართლა.
ვერ შეგპირდები, რომ სექსი აქ დამთავრდება.

№13  offline მოდერი წითური გოგონა

არა, აქ არ უნდა დამთავრდეს!
პირიქით აქ უნდა დაიწყოს, მაგრამ არა ჩვეულებრივ, არამედ არაჩვეულებრივად.
და ჰომ მე მინდა რომ ქალი ასეთი
სუსტი არ იყოს, წარმოადგინოს მისი პლუსები/დადებითი მხარეები და ახლა ჩვენი ჟაკი კედელზე მიაჯაჭვოს,

მაგრამ ეს მე მსურს და არა შენ!
და საერთოდ არ ხარ ვალდებული ეს სიუჟეტი მაჩვენო/გვაჩვენო!
--------------------
მწვანე ლიმონი

№14  offline წევრი ფორთოხალი

წითური გოგონა
არა, აქ არ უნდა დამთავრდეს!
პირიქით აქ უნდა დაიწყოს, მაგრამ არა ჩვეულებრივ, არამედ არაჩვეულებრივად.
და ჰომ მე მინდა რომ ქალი ასეთი
სუსტი არ იყოს, წარმოადგინოს მისი პლუსები/დადებითი მხარეები და ახლა ჩვენი ჟაკი კი კედელზე მიაჯაჭვოს,

მაგრამ ეს მე მსურს და არა შენ!
და საერთოდ არ ხარ ვალდებული ეს სიუჟეტი მაჩვენო/გვაჩვენო!

არაფრის თქმა არ მინდა წინასწარ. რაც იქნება ის უნდა იყოს და ის უნდა შეაფასო. შეიძლება კიდევ ბევრი მიუღებელი რამ მოხდეს აქ, მაგრამ არც ერთ 'რატომ?'ით დაწყებულ კითხვას პრინციპულად არ მივიღებ, თუ რატომ, ამას სხვა ისტორიაში ავხსნი.
მადლობა.

№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ფორთოხალი
grafo
ამ საიტზე რა უნდა ამ ისტორიას უკვე ვეღარ ვხვდები. ვერც იმას ვხვდები ამ ისტორიას რა უნდა. ავირ-დავირიე. ნაწერის დონეს არც ვეხები, მაგრამ მართლა ვეღარ მივხვდი დანიშნულებას. სხვაგან რომ ვკითხულობდე ალბათ უფრო მომეწონებოდა.

გულწრფელად ვწუხვარ, შენ თუ ვერ ხვდები ამ ნაწერის დანიშნულებას.

მე კიდევ გულწრფელად არ მინდა, რომ ჩემი გაუგებრობის გამო შენ დამწუხრდე:*.

მეზიზღები, ფორთოხალო. მეზიზღები შენი ყველა ნაწერისთვის. წესით, უნდა მიყვარდებოდე,მაგრამ არა.
მითხარი, ბუკოვსკი გიყვარს?

№17  offline წევრი sopo_sopuna

მოვითხოვ ახალ თავს!!!!

შენი ყველა ისტორია თუ ჩანახატი გადავღეჭე იმდენჯერ წავიკითხე wink
მარტო ,,505'' და ,,ნუ მიეყრდნობით'' რად ღირს love
ვგიჟდები, ძალიან მომწონს შენი ისტორიები ^^

№18  offline წევრი BiLii

ubralod sityvebi zedmetia .. es istoria mklavs ... da nawilebad mshlis ... rogor miyvars es tavxedi jaki !! shen ki saocreba xar portoxalo !

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent