შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ხევსურეთისკენ


11-01-2016, 18:16
ავტორი Stranger
ნანახია 2 262

მე თათია ვარ.მეგორებისთვის თათული.ერთი ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული გოგო.სკოლაში ვსწავლობ და მყავს დიდი ოჯახი,დაქალები,უამრავი ნაცნობი,ბევრი მეგობარი და შეყვარებული. ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს და ბედნიერი უნდა ვიყო ყოველივე ამით ,თუმცა ისევე როგორც ადამიანს ვერ შეაფასებ მისი გარეგნული იერით,ძნელია შეაფასო ჩემი ცხოვრება ერთი შეხედვით. ბევრი ჩემს ადგილას ბედნიერი იქნებოდა ,თუნდაც იმით რომ ყავს ოჯახი რომელიც ჩემს კაპრიზებს წუწუნით მაგრამ მაინც ასრულებსან იმით რომ მას ყველა იცნობს და ყველას უყვარს. მე კი .. მე კი არ ვარ ბედნიერი.
იყო მაქსიმალისტი,ეს დამღუპველია. მინდა დავიმალო როგორც მზე იმალება ღრუბლებში ,თუმცა მზისგან განსხვავებით გამოჩენას აღარ ვლამობ.
როგორც ყველა ბანალური თინეიჯერი მეც გაგიჟებული რომანტიკოსი ვარ . ყველაფერს ბუნების,ხელოვნების თვალით ვუყურებ და სხვებისგანაც იმავას მოვითხოვ .თუმცა როდესაც ვერ ვიღებ სასურველ შედეგს ,მწყინს. მწყინს ,როგორც პატარა ბავშვს რომელსაც საშობაო ტკბილეულს დაუმალავენ და საძინებელ ოთახში გაგზავნიან. მე არ ვარ ბედნიერი. მე მხოლოდ თანამედროვე,პროგრესული ბავშვი ვარ რომელიც ელტვის თავისუფლებას თუმცა... ამაოდ. ეშინია თავისუფლების რაგან ზუსტად იცის რომ ვიღაცას გულს აუცილებლას ატკენს. ძნელია როცა ყველა შენგან მოელის რაიმეს. საყვარელი ადამიანები სიყვარულს,მასწავლებლები შრომას,ოჯახი წარმატებას,შენი შენაგანი ,,მეც" არ გრჩება ვალში , მამაოც კი მოელის შენგან რაღაცას და შენკი ტრადიციულად ყველას იმედს უფანტავ ჯიუტად .მაგრამ თავისუფლება სულ სხვა რამაა . როცა არ გეშინია იყო ის რაც ხარ,არ გეშინია შენი გადადგმული ნაბიჯისა და გამომჟღავნებული გრძნობებისა. ესაა თავისუფლება ტკბილი და საოცნებო. მეც ვესწრაფი მას . მივრბივარ მისკენ. ვეჭიდები,ვებღაუჭები და მახსენდება რომ ჩემს სამყაროში დაბრუნების დროა. ბევრად ბინძურ,უღირს სამყაროს ვუბრუნდები. მაღვიძარას ვრთავ .
-ადექი და რომ ჩამოხვალ კარი გამოხურე.
-მოვდივარ. ჩავდივარ პირველ სართულზე. ის მომენტი როდესაც ფიქრობ გულში ნეტავ მანქანამ გამიტანოს და მორჩეს ყველაფერიო, თუმცა გახსენდება რომ მხოლოდ და მხოლოდ 15წუთი გრჩება იმითვის რომ მოწესროგდე. მზადების პროცეს თან ახლავა ბებოს გამუდმებული საყვედურები და პაექრობა სხვადასხვა თემებზე. ბოლოს კი ჩხუბი ,მაგრამ უმთავრესად მესამე მსოფლიო ომი კოცნით მთავრდება .
-ჩკვიანად იყავი თათული.
-ვიცი ბებო. და ქუჩის გამაყრუებელი ჯახუნი. ნეტავ მიწამ ჩამიტანოს და დამთავრდეს. ჩემი ყურსასენები და 15 წუთი სახლიდან სკოლამდე. ალბათ დღის საუკეთესო მომენტი . დღის ან ცხოვრების. სკოლა. ადგილი სადაც ყველა მიცნობს. ყველა მიცინის და ყველასთან ხანმოკლე ბანალური საუბარი მიწევს . ხოლო როდესაც შევდივარ კლაში ყველაფერი დანარჩენი რჩება მკვდარი სახეებით გაჯერებულ დერეფანში. კლასში კი შემაქვს პოზიტივი,სიხარული და მხიარულება. მიყვარს ყველა თუმცა ზოგჯერ იმდენად მძულს ხალხი რამდენადაც მიყვარს ისინი. ხანმოკლე დიალოგები ჩვენი სოციუმის ყველა მცირე თუ დიდ წევრთან და მასწავლებლების გადაღლილი,მაგრამ კვლავაც ბობოქარი სახეების ყურება. ვინ იცის რა იმალება მათი ასეთი სახეების უკან. პირველი გაკვეთილი . უკანა მერხზე , ჩემს ფიქრებში გართული მივცურავ სხვა სამყაროში . იქ ყველაფერი ბევრად ფერადია ვიდრე აქ . იქ თავისუფლებაა . ვხედავ გვირილებს . ოქროსფერი ცხენიც დავინახე . მეკი ვცდილობ ჩემს ოცნებას საიმედოდ ჩავჭიდო თუმცა ამაოდ . მაფხიზლებს გამაყრუებელი ზარი რომელიც უკვე მერამდენეჯრ მაბრუნებს ამაზრზენ დღევანდელობაში. ყოველივე ეს კი იმის მანიშებელია რომ ჟურნალსტა კლუბი მელოდება . მომღიმარი სახით გავუყევი სკოლის დერეფანს ,ჩემი ფიქრები სურნელით გაჯერებული ვერაფერს ვამჩნევ და უეცრად ძლიერი შეჯახება ვიგრძენი. ყველაფერი ერთიანად დაბინდდა. შავი ფერი გადაეკრა ყოველივეს.
(პ.ს ვიცი რომ პატარაა მაგრან თუ მოგეწონათ შემდეგ თავებსაც აუცილებლად დავდებ)



№1  offline წევრი wklis lasak

15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით
15 ჰიბრიდული ცხოველი რომლებიც დაიბადნენ ფოტოშოპის მეშვეობით

 


№2 სტუმარი მარეე:)

ვაიმე,ჩემი ხევსურეთიი ახსენეეს,როგორ მიყვაარსს <3 მოუთმენლად ველოდები უფრო დიდ თავს:)

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ალბათ ცოტა უნდა გაშალო ხომ? ცოტა უფრო ვრცლად წერო. გაქვს გადმოცემისა და მმკითხველამდე მიტანის უნარი შენი შემოქმედების... განაგრძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent