შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მწამს (8)


12-01-2016, 00:40
ავტორი keke11
ნანახია 1 935

სახლის კარი შევაღე. არავინ იყო. გამიხარდა, მარტო ყოფნა მინდოდა. ჩემს ოთახში შევედი და ბარგი ჩავალაგე. ისიც კი ვიფიქრე ნეტავ არ ამომელაგებინათქო. რიკი თავის ტანსაცმელს თავად მიხედავდა.რატმოღაც ისევ მომინდა კრისტინასთან ლაპარაკი :
-მარტო ვარ და მოვიწყიე. შენ რას შვები?
-მე ამაღამ ვარ საერთოდ მარტო, არ გინდა დარჩე? დილით აქედან წადი, მე გაგაცილებ.
-ნეტა შეიძლებოდეს.
-სცადე. დედაშენთან გააგებინე მერე.
-კაი მიდი-ტელეფონი გავთიშე და დედასთან გადავრეკე.
-ხო,პატარავ, რა ხდება?-მკითხა დედამ ტელეფონს მიღმა. მივხვდი ამ "პატარას" ვერ გადავაჩვევდი და მშვიდად ვუპასუხე:
-დე, დღეს კრისტინა მარტოა. გეხვეწები დავრჩები რა?
-ოხ, ბაბი პრობლემებს ქმნი. მერე რიკს ვინ წაიყვანს აეროპორტში?
-კარგი დე დავრჩები-ვუთხარი უაზროდ. შენ მალე მოხვალ?
-ჰო, გოგოებთან ვარ-ეს უკვე ნიშნავდა რომ დააგვიანდებოდა.
-კარგი გკოცნი-ტელეფონი გავთიშე და რიკიც მოვიდა.
-მმმ მარტო ვართ?-მაცივარში შეყო თავი.
-ჰო,გინდა ჰამბურგერს გაგიკეთებ.
-კი.იქამდე ჩანთას ჩავალაგებ.
რიკს ჰამბურგერი გავუკეთე და მერე გამახსენდა კრისტისთვის დამერეკა.
-მაპატიე, კრისტ დედამ სახლში დარჩიო.
-ეე,კარგი ჭკვიანად იცოდე.
-ჰო,გკოცნი.
რიკმა ოთახიდან დამიძახა.
-დედა რეკავს ბაბ.
-დადე ტელეფონი აქ ავიღებ და შენ ჩამოდი ჭამე.-გავძახე სამზარეულოდან.
-ჰო დე...
-ბაბ,წადი კრისტინასთან, ოღონდ შენი ბარგი წაიღე. რიკს მე მოვიყვან აეროპორტში. მაგას კიდე უთხარი კარი ჩაკეტოს და დამელოდოს.
-გმადლობ,დე.
ჩემი ჩემოდანი ავიღე, რიკი გავაფრთხილე და კრისტისთან წავედი.
***
-ეე მეგონა...
-მეც მეგონა-გამეცინა. შემომატანინებ ჩემოდანს?
-მოდი ჰო.
-სად დავდო?
-ჩემს ოთახში და სამზარეულოში გამოდი.
ოთახში დავაგდე ჩემი დიდი ჩემოდანი. უფ,რა კარგი იყო დასვენება. კრისტინასთან სულ სიმშვიდე იყო. ისე მომწონდა მისი დიიდი ოთახი. იისფრად შეეღება. სადა იყო,მაგრამ ლამაზი.იისფერი მაგიდა იდგა და იმავე ფერის ლეპტოპი. დიდი საწოლი, მასაც იისფერი ზეწარი ეფარადა მის წინ კი დიდი თეთრ ტილოზე შესრულებული ნახატი ეკიდა. მე ხომ ფიქრს მივეჩვიე? ხოდა ეს ნახატი უფრო მაფიქრებდა. მასზე სიკეთე და ბოროტება იყო ერთად ასახული. თითქოს ერთმანეთს ეომებოდნენ. ერთი შეხედვით თანაბრად ბრძოლობდნენ, თუმცა მე მაინც მეჩვენებოდა სიკეთე იმარჯვებდა.
-ბაბ, რას აკეთებ?-გამომძახა სამზარეულოდან კრისტიმ.
-მოვდივარ, მოვდივარ.-თვალი მოვწყვიტე ნახატს და სამზარეულოში გავედი.
-აუ, კი არ მჯერა აქ რომ რჩები. არ დავიძინოთ ხომ?
-მეც მიხარია. არა რა დამაძინებს? თვითმფრინავში დავიძინებ მერე. აუ, როგორ მემენატრები.
-მეც. ნეტა როგორია საქართველო?-მკითხა კრისტიმ და ყავა მომაწოდა.
-არ ვიცი. მამა ამბობს ძალიან ლამაზიაო. მაინტერესებს ძალიან. როგორ უნდა გავერთო ნეტავ? არავის ვიცნობ.
-გაიცნობ. შენ ეგეთები არ გიჭირს. აუ, ბევრი ფოტო გადაიღე და მერე მაჩვენე.
-გინდა წამოდი შენც-შევთავაზე.
-ძალიან მიდნა, მაგრამ არა ბაბ. მამიკო ნახე ჯერ. მე სხვა დროს ჩამოვალ.
-იცოდე სიტყვაზე გიჭერ.
-ოოჰ, სულელლო. ეე მიცა დაბადების დღე იქ გიწევს ყოფნა?-შეიცხადა.
-მოიცა გადავთვალო..-თითებზე ვითვლიდი და ისე გამოვიდა რომ 5აგვისტოს ნამდვილად მამასთან მომიწევდა ყოფნა.
-ჰო კრისტ იქ ვიქნები.
-სულაც არ მიხარია. სრულწლოვანი ხდები და მე არ ვიქნები შენთან.-მოიწყინა.
-არაუშავს. სულელლო ყოველ დღე დაგელაპარაკები-ჩამეხუტა. ჩემი სულელი. ზუსტად ვიცოდი მას ყველაზე მეტად მოვენატებოდი.
უკვე ღამის 3-4 საათი იყო. ჩვენ კი ძილი არ გვეკარებოდა. აეროპორტში 6ზე უნდა ვყოფილიყავი. 5ზე უკვე ჩაცმა დავიწყეთ.კრისტიმ მამამისის მანქანა გამოიყვანა და წავედით. გზაში გიჟობაც, მოწყენაც, კამათიც (ჯოშთან დაკავშირებით) მოვაწარით.
-მოვედით-"მახარა" კრისტიმ.
-ჰოდა დაუწიე ამ მუსიკას ყველა ჩვენ გვიყურებს.
-უი, სულ დამავიწყდა.
დედა და რიკი უკვე აეროპორტში იყვნენ.
-გამარჯობათ-მშვიდად მიესალმა კრისტი დედას.
-გაგიმარჯოს კრისტინა-სიყვარულით უთხრა დედამ.
კრისტიმ ახლა რიკს აუჩეჩა თქმა.
-როგორ ხარ გიჟო?-კრისტის და რიკს უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი. იმდენად რომ ხანდახან ვეჭვიანობდი კიდეც.
-კრისტ-თვალები გაუბრწყინდა ჯოშს.
-კარგად შენ?
-არამიშავს მომენატრე.
-მმ. მეც.-მოკლედ სანამ ისინი ერთმანეთს ელაპრაკებოდნენ მე დედასტან გავარკვიე რომ ჩვენი რეისი გადაიდო და 6-ის მაგივრად 7-ზე გავფრინდებოდით. დედას კი სამსახურში აგვიანდებოდა. სამივე გადაგვკოცნა. ჩემი თავი რიკს ჩააბარა მისი მე და წავიდა. კრისტიც ძალიან დაღლილი იყო. ვთხოვე წასულიყო უხმოდ დამთანხმდა და წავიდა. მე და რიკი სკამზე დავსხედით. რიკს ჩაეძინა.
***
უკვე 6ხდებოდა კრისტიმ რომ მომწერა
-არ გაფრინდე-არ იცოდა რომ ფრენა გადაიდო. ვიფიქრე უბრალოდ მწერსთქო და აღარ ვუპასუხე.ცოტახანში აეროპორტის ეზოში თითქოს კრისტის მამის მანქანა შევამჩნიე. ალბათ მომეჩვენათქო ვიფიქრე და ისევ რიკს მივეფერე. გაეღვიძა და ცოტახნით გავიდა. ამ დროს აეროპორტში კრისტი შემოვარდა და ბოლო ხმაზ იყვირა:
-საქართველოს თვითმფრინავი გაფრინდა?
-არა ფრენა 7-მდე გადაიდო. -უპასუხა ვიღაცამ.კრისტი დაბლა გაიშხლართა. გიჟივით ვუყურებდი ყველაფერს. იმის ძალაც არ მქონდა ავმდგარიყავი და კრიისტის დასახმარებლად მივსულიყავი. ვფიქრობდი
-ნეტავ რა მოხდა? დედა! დედა ხომ კარგადაა? ან იქნებ ბებიას ან ბაბუას დაემართათ რამე?-ფეხები მომეკვეთა. მხოლოდ ვუყურებდი როგორ ესეოდა ხალხი კრისტინას. წინ გავიხედე და ამდენი ადამიანის მოძრაობაში,ამდენი ადამიანის თვალებში, მიანც ის თვალები შემეჩეხა. ლამაზი დიდი მწვანე.არადა მე სულაც არ მიყურებდა. შეშინებულები იყვნენ, მერე თვალით მაჯებს ჩავყევი რომლითაც კრისტი წამოაყენეს. მერე ტანს შევხედე, ვეღარ ვხედავდი, თვალთ დამიბნელდა. ჯერ თავი შევიკავე, დავინახე, რომ კრისტი უკეთ იყო. ახლა კი მივეცი თავს უფლება... დავეცი. თუმცა უკვე ვეღარც ვეწინააღმდეგებოდი. ნაცნობი ხელი შემეხო. კვლავ დამაჟრიალა. დამცხა. უზომოდ დამცხა... როცა ნაცნობმა ხელებმა გულთან ახლოს მიმიყვანა . გულის ცემა ვიცანი. ის იყო. ის ერთადერთი. რატომ მოვიდა? მთავარია მოვიდა. საბოლოოდ მაინც გავითიშე



დღეს წავიკითხე ყველა თავი ძალიან მომეწონა

 


№2  offline წევრი keke11

წკაპუნა მატატა
დღეს წავიკითხე ყველა თავი ძალიან მომეწონა

მადლობა ^^ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent