შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალის სხეულში ჩასახლებული ანგელოზი (თავი 1)


12-01-2016, 14:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 147

დილას გვიან ავდექი.არ მიყვარს დიდ ხანს ძილი,მაგრამ წინა დღის გამო საშინლად გადავიღალე.თითქმის არც მიძინია,მხოლოდ შვიდ საათზე მოვხუჭე თვალი.უაზროდ ვიჯექი და ჩემთვის ფანჯრიდან რაღაცას გავცქეროდი.ასეთი ჩვევა ბოლო დროს დამჩემდა.არ ვიცი კარგია თუ ცუდი,მაგრამ მონატრების მწველი გრძნობა მუდამ დამტრიალებს თავს.ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა,ერთი თვის წინ გოგონა,რომელზეც მზე და მთვარე ამომდიოდა ჩემს ბავშვობის მეგობარს მისთხოვდა..მომატყუეს და მოტყუებული დავრჩი.საშინლად მტკივა,ასეთი გრძნობა და საერთოდ ასეთი განცდა საზიზღრობაა,ენით აღუწერელ დარდს განვიცდი.
რაც ვიფიქრებდი,რომ ცხოვრება ასე გამწირავდა..მტკივა და გავნადგურდი,იმედს ვეღარ ვხედავს,მაგრამ მაინც ჩვეულად ვცხოვრობ და ეს მიკვირს,როგორი სუსტი ყოფილა ადამიანი,ის ხომ მუდამ აგრძელებს არსებობისთვის ბრძოლას,ნუთუ ასეთი ტკბილია ცხოვრება.
ცა მოიღრუბლა...მარტია და ხშირად წვიმს..ჩემი განცდების ამას ერევა..ისევ ვცხოვრობ,ისევ ვდგები ადრე,ისევ მივდივარ უნივერსიტეტში და შემდეგ ისევ მივდივარ იმ კომპანიაში,რომლის მართვაც მამამ მიანდერძა.
მარტოსული მამაკაცისთვის ცხოვრება იოლი როდია,არავინ მაღვიძებს და არავინ მაიძულებს,რომ სუფთა წინდები ჩავიცვა,თუმცა ეს არც მჭირდება...დღეები უფერული და უაზროა,ძველ მეგობრებს ახლოსაც არ ვიკარებ.მათთან ხომ ის მაკავშირებდა,რამაც გამანადგურა..მასთან ის ბავშვობის მეგობარი მაკავშირებდა,რომელმაც საყვარელი ქალი წამგლიჯა.მახსოვს როგორ ვგეგმავდით ქორწილს,როგორ ვურჩევდით ბავშვებს სახელებს,ის კი მოღალატე ყოფილა,მას არასდროს ვყვარებივარ.
საუზმის შემდეგ,ჩვეულად გამოვეწყვე და სამსახურში წასასვლელად გავემზადე.სივრცემ ისევ მომჭრა თვალი და ისევ გამიღვიძა მონატრების გრძნობა,ისევ ჩამწყდა გულში რაღაც..ეს ყველაფერი ჩემს მოსალოდნელ მომავალს მახსენებდა,იმ მომავალს,რომელიც ერთი თვის წინ საბოლოოდ განადგურდა.
კარგი სახლი,სამსახური,ქონება,მანქანა..რად მინდა ეს ყველაფერი? განა უსიყვარულოდ რამეს აზრი აქვს..ბედნიერების გარეშე რად მინდა ეს არსებობა,რომელიც ყელზე მძორივით ჩამომკიდებია..
ტკივილი ყველაზე ძნელი ყოფილა,მაგრამ იმედგაცრუებით გამოწვეული ტკივილი,ტკივილი,რომელიც მოულოდნელად დაგატყდება თავს,კიდევ უარესი..ტკივილი საშინელი რამაა,ტკივილი მკლავს...მენატრება ის და თან მძულს...თურმა სიყვარული და სიძულვი ერთდროულად შესაძლებელი ყოფილა...
სიყვარული და სიძულვილი...ეს გრძნობები ყველაფერი ძლიერნი ყოფილან...მტკივა და ისევ წმინს..საოცარია,რომ ჩემში რაღაც ისევ ცოცხლობს და მახსენებს,რომ უნდა ვიბრძოლო,რომ არ უნდა დავნებდე.

-როგორ ხართ?-მოწიწებით დამხვდა თანაშემწე.ის შუა ხნის ქალია და ძალინ უყვარს ეს სამსახური.მამაჩემმა დამიბარა,რომ მუდამ თან უნდ ამყავდეს,როცა გარდაიცვალა ანდერძში ესეც ეწერა...საოცარია,როცა სხვას უყვარს შენი საქმე,შენი კომპანია...
-თავი მიკსდება..-უხერხულად დავეშვი სკამში და თვალები დავხუჭე.
მთელი დღე დაკარგულ წარსულზე ვფიქრობდი.სამწუხაროდ,მისი გაშვების ძალას საკუთარ თავში ვერ ვპოულობდი...მძულდა ყველა და ყველაფერი.ნინაც,ის გოგონაც კი..არაფრისა და არავის რწმენა აღარ მქონდა...მაგრამ მაინც ვხედავდიცხოვრებაში სინათლის სხივს...არ ვიცოდი ეს რა იყო ან რატომიყო...მაგრამ ვიცოდი,რომეს იყო ჩემი მორიგი სისუსტე,მორიგი დაცემის მომასწავებელი.ან იქნებ პირიქით ყოფილიყო...
საღამო იყო..სავარჯიშო დარბაზიდან გამოსული გზას მივუყვებოდი..მიყვარდა,როცა ენერგიას ვხარჯავდი,საკუთარ ძალას ვავლენდი..ეს შვებას მგვრიდა...ცხოვრებას უფრო სხვანაირად შევხედე იმ წამს,იმ წამს მაღლა ავიხედე და მთვარეს გავუღიმე..ის არ იყო დისკოსებრი,ის არც ნამგალა იყო..ის იყო უფრო პატარა,ძალიან ჰგავდა ჩემს გულს.ისიც მასავით დაქუცმაცებული იყო...
გამეღიმა,ალბათ,ეს სიმწრის ღიმილი უფრო იყო...გული ამეწვა,განსხვავებულად ამეწვა გული..
ამ ყველაფერზე ვფიქრობდი..სხვანაირად არც შემეძლო,ვფიქრობდი და ვფიქრობდი..რა იყო განსხვავება ჩემს გულსა და თუნდაც ამ მთვარეს შორის..ალბათ,ის,რომ მე ყველაფერ ვგრძნობდი,ვგრძნობდი გამძაფრებულად და საშინლად..საკუთარი თავის რწმენაც კი აღარ მქონდა,მაგრამ მაინც,მაგრამ მაინც მინდოდა ვყოფილიყავი იმ სამყაროს ნაწილი,რომელსაც ცხოვრება ჰქვია..
გამახსენდა,რომ დას დავპირდი-გამოგივლი-მეთქი და ასეც მოვიქეცი..რეალობაში ამის გაკეთებას არ ვაპირებდი,მაგრამ მთვარემ გადამაფიქრებინა,მაგრამ მაგრ ძნობინა,რომ მხოლოდ მე არ ვარ ტანჯული,ისიც ტანჯული..დიახ,ისიც ჩემი ცხოვრების უბედურების თანამგზავრია..შეიძლება,ასე არცაა,მაგრამ მე ასე ვხედავ,ასე აღვიქვამ ამ ყველაფერს..მიხარია,რომ ვინმე მაინც ვიპოვე,მაგრამ იქნებ სულაც არაა ასე,რატომ უნდა ვაიგნორო ახლობელი ადამიანები,რატომ უნდა ვიყო ძალით მარტოსული...რატომ უნდა შთავაგონო საკუთარ თავს,რომ ტანჯული ვარ?! იქნებ სულაც არაა ასე.
ამ კარებთან ბოლოს საუკუნის წინ ვიყავი,მგონი..მეუცნაურა ეს გარემო..ეს ერთი თვე ხომ უკვე საუკუნედ მქცეოდა..ზარი დავრეკე და გულში რაღაც შეირხა...ისევ გაამხსენდა ნინასამბორი,იგივე იუდას ამბორი...
გულმა რეჩხი მიყო,მაგრამ ზარი ისევ დავრეკე,ისევ მივაჭირე იმ პატარა წითელ ღილაკს თითი,რომელიც ჩემს მოსვლას ამცნობდა ჩემს დას,თამროს.
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი..-უნახავი ძმისავით არ მომექცა,არც კი გადამკოცბა..შემოდიო-თავის ქნევით მანიშნე და მეც დავემორჩილე.
-როგორ არის პატარა ანგელოზი?-ჩავიმუხლე და ჭარშეკრულ პატარა გოგონას თვალებში ჩავხედე.
-არ გახსოვხარ არა...შენ ხარ ბიძა?-უკან გაიწია პატარა ბარბარე.
-ბოდიში...-დამნაშავესავით გავიღიმე..სწორედ ისე უცნაურად,როგორც ფილმებში პატიმრები იღიმიან ხოლმე.
-მაგისტრატურას წელს ამთავრებ?-მკითხა ჩემმა დამ და ქურთუკი უღიმღამოდ გამომართვა.
-ჰო...მაგრამ ახლა ბარბარესთან მაქვს საქმე..-შევეცადე შექმნილი სიტუაცია გამომესწორებინა.
-კაი ჰო...რა მომიტანე?
-მოულოდნელად გამოვედი,მაგრამ შემიძლია ქაღალდის ფული მოგცე.
-აუ,ნუ აფუჭებ ბავშვს...-თამრომ მხარზე ხელი თბილად მომისვა და მარტო დაგვტოვა.
-კაი,თამარ მეფე რომ ახატია ის მომწონს...-ჩაიღიმა ბარბარემ.

-დიმიტრი..სად დაიკარგე? არ სვამ მაინც?-მკითხა ლუკამ და მხარზე ხელი დამკრა.
-არა..არ მივბივარ რეალობიდან,ეს მაინც შემიძლია..-ჩავილაპარაკე და უხერხულად შევხედე მეგობარს,რომელიც დიდი ხნის გამავლობაში არ მენახა.
-ყოჩაღ...კარგია,მაგრამ რაღაც ცუდი ამბავი უნდა გითხრა...ხვალ ქორწილს იხდიან ოთარი და ნინა..
-რა?-ვერ მივხვდი რატომ გავწბილდი ასე.
-ჰო,არ უნდა მეთქვა..უბრალოდ უნდა გცოდნოდა...
-ძლიერი ვარ-ჩავილაპარაკე და იატაკს მივაშტერდი.
ნინამ საბოლოოდ დამტოვა...ისევ ისეთი გრძნობა მქონდა,როგორც მაშინ,მაშინ,როცა პირველად გავიგე მისი რომანის შესახებ.
სამსახურში ვიყავი იმ დღეს მთელი დღე..არაფრის თავი მქონდა,ვიჯექი და ხელი იმ ფაილებისკენ მიმიწევდა,სადაც ჩვენი ბედნიერი სამი წლის ფოტოები მქონდა შენახული...მინდოდა,წამეშალა,მაგრამ ვერ ვშლიდი..იმ დღეს კი საბოლოოდ მოვიკრიბე ძალა,საბოლოოდ შევეცადე,რომ ეს ყველაფერი გამექრო...
გამომივიდა,შემდეგ კი საოცარი შვება ვიგრძენი...ეს საკვირველი იყო..

იმ დღიდან ერთი კვირა გავიდა,დრო მართლაც საოცრად სწრაფად გადის...ჯერ კიდევ ახლახანს არ იყო,როცა ზღვის ნაპირად გავიცანი ნანი..ეგვიპტეში ვნახე პირველად მისი ქერა,საოცრად მბზნავი თმა,მახსოვს მისი რბილი კანი..ახლა კი,ახლა იმის გაფიქრებაც კი მკლავს,რომ მის რბილსა და ჰაეროვანს კანს სხვა ეხება..ეს,ალბათ,საბოლოოდ გამანადგურებს..მაგრამ სადაა ის შვება,სადაა ის გრძნობა,რომელიც იმ ფაილების წაშლამ მომგვარა...
ალბათ,აქაა და არსად გაქცეულა...თავის დაიმედება და რწმების დაბრუნება თუ მიშველის..მხოლოდ ეს უკანასკნელი თუ გამომიყვანს ამჩიხიდან ორ ცეცხლშუა დარჩენილს..

ხუთი დღე ისევ გავიდა..დღეები რაღაც ახალ გრძნობებს აჩენდა ჩემში,ეს ყველაფერი ბოლოს მიღებდა და თან მოულოდნელ სიამოვნებას მგვრიდა...
იმ დღეს თბილისის ისტორიულ მუზეუმისკენ წამიწია გულმა..ბოლოს აქ საუკუნის წინ ვიყავი..მახსოვს მეორე პაემანზე აქ დავპატიჟე ნინა..რატომ ვაკეთებდი ამას ვერ ვხვდებოდი..რატომ მივდიოდი იმ ადგილას,რომელიც იმ გოგოს უკავშირდებოდა..ალბათ,იმიტომ,რომ..უბრალოდ არ ვიცი..იმიტომ,იმიტომ,იმიტომ...უფრო შორს ვეღარ მიდის ჩემი პასუხი,ნუთუ ესაა ნათელი,ესაა მზის სხივი...და საერთოდ სად არის ჩემი რწმენა..სად არის დაკარგული რწმენა? სად არის? სად? სად? სად? სად? სად? იქნებ მიპასუხოს ვინმენ,იქნებ ხმა გამცეს ვინმე საღად მოაზროვნემ...
იმ დღეს რაღაც გამოფენა ყოფილა..ადამიანის სხეულის სიურეალისტურ ობიექტებს წავაწყდი...გამოფენის მონაწილეები აქტიურად გვაცნობდნებ თავიანთ შემოქმედებას,ჩემი თვალი კი იმ ადგილისკენ მირბოდა,სადაც პირველად დავინახე ნინა..მაშინ ზაფხული იყო და ჩითის კაბა ეცვა...ისეთი ჰაეროვანი იყო,ახლაც მახსოვს მისი ანგელოზისებრი სახე,მისი ნარნარი მიმოხრა,მისი სიფაქიზით სავსე ხმა და მისი ბაგეები,რომლებიც საუბრის დროს მუსიკალურად მოძრაობდა.
ახლაც მახსოვს ის სურათი,რომელსაც ნინა იმ დღეს მიშტერებოდა..ის სურათი იყო რაღაც ფაქიზი და ნაზი..ქართველი კაცი დიგა წითელ ჩოხაში,უფრო სწორედ იჯდა,თუმცა მისი მდგომარეობიდან სხვა რამეს იფიქრებდი,გეგონებოდა,რომ იდგა,რადგან ის რაღაც საოცრად იყო დაზატული,რაღაც არაორდინალურად და არაბუნებრივად..და თან რა იყო საოცარი,იცით? ეს ყველაფერი ამავდროულად ბუნებრივიც იყო და თან ზედმეტადაც კი...მის გვერდით ქალი იჯდა,მასაც ქართული სამოსი ეცვა და თავი მამაკაცის მხარზე ედო..თან წამწები მაღლა ჰქონდა მიმართული.მის გვერდით მჯდომს უყურებდა,ეს ნათელი იყო თითოეული დამთვალიერებლისთვის,მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთვის,ჩემთვის და ნინასთვის..ქალი კეკლუცი იყო,თუმცა როლანდ დუმბაძის ამ ნამუშევარმა მაინც ვერ მოახდინა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება,უფრო სწორედ,არ მოახდენდა რომ არა ნინა...
გულმა რაღაც მიგრძნო..ნოსტალგია გამძაფრებით შემომაწვა...იმ ადგილს ერთი გოგო მიუახლოვდა,მასაც ნინასავით ჩითის კაბა ეცვა...თავიდან ვიფიქრე,ხომ არ მომეჩვენა-მეთქი,მაგრამ ქალის მიხრა-მოხრამ საპირისპირო დამიმტკიცა,ის ნამდვილი იყო,ხორცშესხმული ადამიანი..მინდოდა მივსულიყავი,მაგრამ ვერ გავბედე.ამის გაფიქრებამაც ჩემში რაღაც ახალი შეგრძნებები გამოიწვია,დამთრგუნველი რამეებიც ვიგრძენი...
ისეთი შეგრძნება დამეუფლა,რომ იმ ქალის სხეულშიც ანგელოზი იყო,ანგელოზის მაგვარი რამ,ხორცშესხმული და ნამდვილი...ლამაზი და მკაფიო,ნამდვილი ქართული ნაკვთები,მოულოდნელი გაწითლება და უბრალოდ სილამაზე..
სილამაზის მოტრფიალე კაცად ვქცეულვარ...რა არის სასმელი,როცა არსებობს სილამაზე,სილამაზე ქალის სხეულში,ქალის სხეულში ჩასახლებული ანგელოზი...ანგელოზი? ეს მე ვთქვი...იქნებ აქედან უნდა დავიწყო დაკარგული რწმენის ძიება...ცხოვრება მიდის,ანგელოზები მიდიან და მოდიან...მაგრამ ის..მისი გამოხედვა შორიდანაც კი მჭირს თვალს..რასაკვირველია,მან ვერ შემამჩნია..დიახ,ვერ შემამჩნია და იქნებ ეს კარგიცაა...

-დღეს რაღაც სხვანაირი ხარ...-აღნიშნა ლუკამ.
-რას იზამ..ოთარმა და საყვარელმა ადამიანმა გამწირეს...ზედმეტად რატომ უნდა დავიტანჯო საკუთარი თავი..რატომ?

მეორე კვირას ისევ იმ ადგილს მივადექი..ისევ შორიდან ვუყურებდი უცნობ ქალს და გული სიამოვნებით მევსებოდა,მარტო მისი ცქერაც კი მგვრიდა რაღაც აღმაფრენის მსგავსს..იქნებ ისევ შესაძლებელი იყო ამ გრძნობის დამორჩილება და კვლავ ჩემს გულში ჩასახლება...
-გოგონა..-ვეღარ მოვითმინე და მისკენ წავედი..არა,კი არ წავსულვარ,რაღაც ძალამ გამაქანა მისკენ...არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,მაგრამ მაინც მივდიოდი,მისკენ ვიწევდი..ბოლოდ შევჩერდი და მის ცისფერ,ზღვასავით ფართო თვალებს მივაშტერდი..ისინი ანათებდნენ,ანათებდნენ ისე,როგორც ნინას თვალები მაშინ....ნოსტალგიები ისევ შემომაწვა...არა,ნინაზე აღარ მეფიქრებოდა...ჩემი ბოლო ერთი კვირა ამ გოგონაზე ფიქრს ეკუთვნოდა...
გოგონა ნარნარად შეირხა და ძირს დახარა წამწაბები..ბაგეები მაღლა ასწია..რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ არ ჩქარობდა,თუმცა ჩემი გული ვერითმენდა..ვერ ითმენდა და მოულონდელობით კვდებოდა...
___
მეორე ისტორიის წერაც მომინდა.

მიყვარხართ ყველანი.



№1 სტუმარი A

ძალიან მომწონს love

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

A
ძალიან მომწონს love

მადლობ love

 


№3  offline წევრი dadeshqeliani

აუცილებლად გააგრძლე,ძალიან ძალიან მომწონს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent