შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალუქული დღიურები (თავი 1)


12-01-2016, 16:47
ავტორი MegMorgan
ნანახია 1 962

დიდი ხნის წინ ვიყავი სიგიჟემდე შეყვარებული ბიჭზე, რომელსაც სამყარო მისი ეგონა. სამწუხაროდ, ცხოვრება ყოველთვის ისეთი არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. დღეები გადის, ადამიანები იცვლებიან და გრძნობებიც ნელდება. ჩემი მისდამი სიყვარული არასდროს დამთავრებულა, ზოგჯერ 17 წლის ასაკში მეგონა სამუდამოდ მასზე შეყვარებული დავრჩებოდი. არ ვიცი 33 წლისამ რატომ გადავწყვიტე ამ "მტკივნეული" მოგონების გახსენება, მაგრამ ჩემი კაბინეტის საწერ მაგიდას მივუჯექი და დალუქული უჯრა გამოვაღე. დღიურების მთელი დასტა იყო. მტვერი გადავწმინდე და კითხვა დავიწყე. გული ისევ ძველებურად მეწურებოდა. თითქოს ისევ 17 წლის გამოუცდელი, თავდავიწყებით შეყვარებული გოგო ვიყავი.
-ანუკი შეხედე რა კარგი ბიჭია- ჩემს დას ველოსიპედით მიმავალ შავგრემან ახალგაზრდაზე ვანიშნე.- სამწუხაროა, რომ ვეღარ შევხვდები...- ფიქრებში წასულმა ჩავილაპარაკე.
-კარგი რაა ემა, ხვალ სხვა ბიჭს დაინახავ და იმაზეც ზუსტად იგივეს იტყვი.
აღარ მახსოვდა რას მელაპარაკებოდა ანუკი, ვფიქრობდი უცნობზე, რომელმაც ერთი ნახვით მომტაცა გულიც და გონებაც.
ზაფხულის ცხელი დღეები იყო და მთელ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდით. ზღვა, მზე, გართობა. დღეები დღეებს მისდევდა. ის ბიჭი თითქოს გაქრა ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ ძილის წინ ისევ მახსენებდა თავს მასზე ფიქრები.
უცნაური გრძნობა დამეუფლა უცნობის მიმართ. თითქოს ვენდობოდი და მასში ჩემს მყუდრო ნავსაყუდელს ვხედავდი. არასდროს გქონიათ შემთხვევა, უყურებდეთ ადამიანს და მასში სახლს და სითბოს ხედავდეთ. ზუსტად ასე დამემართა მეც.
-ექიმო, ახალი პაციენტია- კარი ჩემმა მდივანმა შემოაღო. დღიური სასწრაფოდ დავხურე და უღიმღამოდ გავუღიმე.
-მეგონა დღეს მუშაობას მოვრჩით...-მრავლისმეტყელად ჩავილაპარაკე და მსუბუქი მოძრაობით ოთახში სინათლე ავანთე. მაგიდაზე დადებული სათვალე ავიღე და მომღიმარ სოფოს ახალი პაციენტის ანკეტა გამოვართვი. - რა სჭირს?
-შიზოფრენია, მგონი პირველი ფაზაა.
-კარგი, მის საქმეს გადავხედავ და დაგიძახებ.
დაველოდე სოფოს გასვლას. თუმცა არ გამიხსნია შემოჩეჩებული ფურცლები, მინდოდა დღიურის კითხვა გამეგრძელებინა და წამიერად ისევ იმ მოგონებებით მეცხოვრა, სადაც პატარა, გულუბრყვილო გოგო ვიყავი.
ნახევარი საათის შემდეგ ვთხოვე სოფოს პაციენტის შემოყვანა და ჩემი იმედი, რომ დღიურს დღეს მივუბრუნდებოდი უმალვე გაქრა,რას ვიზამთ ასეთია ჩემი სამსახური.
-მადლობა სოფო, შეგიძლია სახლში წახვიდე.- ფეხზე წამოვდექი და დემეტრესკენ წავიწიე( საბუთებში, სწორედ ეს სახელი იყო მითითებული) - გამარჯობათ, აქ დაბრძანდით.- შავი, რბილი სავარძლისკენ მივუთითე.-რამეს ხომ არ დალევდით? წყალი,ჩაი ან ყავა.
-არა, გმადლობთ.- უხერხულად დაჯდა და ქურთუკის ღილები შეიხსნა.- აქ ძალიან ცხელა.
-შემიძლია გამათბობელი გამოვრთო. -მეც იქვე ახლოს დავჯექი და მისი დათვალიერება დავიწყე. საერთოდ, გიჟებს ან ჭკუიდან გადასულ ადამიანებს ეტყობათ თვალებზე ან გამოხედვაზე მათი სიგიჟე, ეს ადამიანი კი აბსოლუტურად არ გავდა შეშლილს.- რით შემიძლია თქვენი დახმარება?- სიჩუმე დავარღვიე და ჩემი ხმა ზედმეტად არაბუნებრივად მშვიდი მომეჩვენა ამ უცნაურ სიტუაციაში.
-საქმე ჩემს მეგობარს ეხება, აქ მის გამო ვარ.-გაოცება ვერ დავმალე.- მე ერეკლე ვარ-მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-თქვენი მეგობარი სად არის?
-სახლშია. მას არ შეეძლო თქვენთან მარტო მოსულიყო, რადგაც როგოც უკვე გაეცანით მის საქმეს, სულიერად ავადაა.
-ეს დიაგნოზი რომელიმე ფსიქიატრმა დაუსვა თუ მე უნდა ვიყო პირველი?
-არა, ის სხვადასხვა ფსიქიატრებთან გვყავდა, უცხოეთშიც ვმკურნალობდით, შემდეგ თქვენზე გავიგეთ და გადავწყვიტეთ ბედი კიდევ ერთხელ გვეცადა.
-მისი ნახვა მინდა.- ვთქვი ხმადაბლა.
-რა თქმა უნდა ნახავთ, ხვალ გეწვევით.
ფეხზე წამოდგა, თავაზიანად დამემშვიდობა და წავიდა. ფიქრებში დავიკარგე. არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს ერეკლეს ჩემს მომავალ პაციენტზე, მაგრამ დემეტრემ ჩემი ბავშვობის სიყვარული გამახსენა.

ეს ჩემი პირველი ისტორიაა. წაიკითხეთ და მითხარით ღირს თუ არა გაგრძელება



№1  offline წევრი Firefly

სათაური მომეწონა ძალიან,შინაარსიც მშვენიერი ჰქონდა მაგრამ,ძალიან პატარა იყო!
გელოდები უფრო დიდი მოცულობით love
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი salome

gaagrdzelet es istoria.

 


№3 სტუმარი Wait for me

Ki ki gaagrdzelewink

 


№4 სტუმარი ბრედბერი

ძალიან მომწონს! გთხოვ მალე გააგრძელე.. კარგი წერის სტილი გაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent