შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

BLACK (2)


12-01-2016, 20:15
ავტორი niako crazy
ნანახია 1 480

შუა ღამით გამოეღვიძა. ესმოდა წვიმის წვეთები როგორ ეხეთქებოდნენ ფანჯრებს. ვიღაცამ შუქი აანთო.
-არ გძინავს?-თბილი ხმით კითხა ლიზიმ.
-ახლახანს გამომეღვიძა, როგორც ჩანს ძალიან წვიმს.
-მგონი ხვალიდან უკეთესი ამინდები უნდა იყოს, საჭმელს მოგიტან, ორი დღეა არაფერი გიჭამია.
ქალმა თეფშით წვნიანი მოუტანაა.
-ახლა ეს უნდა ჭამო, ძალებს შეგმატებს.
-არც კი ვიცი მადლობა როოგრ გადაგიხადოთ, ჩემზე ძალიან ზრუნავთ, ძალიან კეთილი ხართ, თქვენთვის უცხო ადამიანს შვილივით უვლით, არმინდა ზედმეტ ტვირთად დაგაწვეთ.
-შვილო, შენ მაგაზე არ იდარდო. არ გვაწუხებ. მითუმეტეს სახლში მხოლოდ მე და ლუკა ვცხოვრობთ.
-თქვენი ქმარი...
-5 წლის უკან მიგვატოვა და წავიდა.
-მაპატიეთ, არ უნდა მეკითხა, ძალიან ვწუხვარ.
-არაუშავს შვილო, ამას უკვე მივეჩვიე.
-თქვენმა ქმარმა თქვენი სახით ძალიან ბევრი დაკარგა.
-შვილო რაღაც მინდა გთხოვო, ლუკამ თუ ცუდად მოგმართა აპატიე და ყურადღებას ნუ მიაქცევ, ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებულია და სულ ჩხუბობს.
-ჯერ მამა დაკარგა, შემდეგ და. ჯერ ახალგაზრდაა და უჭირს ამის გაგება. მითუმეტეს დის სიკვდილს თავის თავს აბრალებს. მას ახლა მხოლოდ თქვენ ჰყავხართ და ეგოისტურად უნდა თქვენი სიყვარული მხოლოდ მას აგრძნობინოთ. ალბათ მეც ასე გავაკეთებდი.
-ისე საუბრობს ყველა იფიქრებს რომ ამას საკუთარი გამოცდილებიდან ამბობ.
-ვინ იცის იქნებ ასეცაა, კარგით ამაზე საუბარი აღარ გვინდა. წვნიანი უკვე დავასრულე ძალიან გემრიელი იყო, შესანიშნავი მზარეული ხართ.
-მადლობა შვილო.
-პირიქით მე უნდა მოგიხადოთ მადლობა.
-კარგი სვილო, უკვე გვიანია, დაიძინე.
-ტკბილ ძილს გისურვებთ.
-შენც ასევე.
***********************************************************
ორი დღე მალე გავიდა. ლიზა ძალიან ზრუნავდა გოგოზე. ალექსანდრასაც სიამოვნებდაქალის სითბო. ლუკა ამ ორ დღეში არ უნახავს. ლიზას წამლების წყალობით თავს უკვე კარგად გრძნობდა და ერთი სული ჰქონდა როდის ადგებოდა.
-აბა როგორ გრძნობ თავს?
-შესანიშნავად, მაგრამ წოლისგან დავიღალე, და ძალიან მინდა ადგომა.
-კარგი ალექსანდრა, მოდი დამეყრდენი და ფრთხილად ადექი.
-ალექსანდრა?- სწორედ ამ დროს შემოვიდა ლუკა ოთახში.
-ხო ლუკა, მას თავის სახელი აღარ ახსოვს, ამიტომაც დავარქვი ეს სახელი.
-დედა არ შეგეძლო რომ ჩემი დის სახელი არ დაგერქვა, თუ ეს აუცილებელი იყო?
-მე ვთხოვე რომ ჩემთვის ეს სახელი დაეძახა, თუ რამე პრობლემა გაქვს მე მეჩხუბე-საუბარი ჩაერია ალექსანდრა.
ლუკას არაფერი უთქვამს, ისე დატოვა ოთახი.
-არ ინერვიულოთ მალე გადაუვლის გაბრაზება-შეეცადა დაემშვიდებინა ქალი.
-კარგი, მოდი ფრთხილად წამოდექი ფეხზე.
თავიდა ადგომა გაუჭირდა, მაგრამ ისე უნდოდა სიარული დაეწყო, ერთ საათში უკვე ჩვეულებრივად დადიოდა, თითქოს არაფერი სჭირდა.
-შვილო, ქალაქში უნდა წავიდე, პროდუქტები გამომელია, თან ერთ ჩემ ნაცნობს უნდა გავუარო, ბავშვი შეეძინათ და უნდა ვესტუმრო. შენ სახლში იყავი, ტელევიზორი ჩართე, საჭმელი მაცივარშია. უმჯობესია თუ გარეთაც არ გახვალ, საშიში უბანია მაინც.
-კარგი ლიზა თავს გავუფრთხილდები.
ძლივს დაარწმუნა ქალი რომ თავადაც შეძლებდა დამოუკიდებლად თავის მიხედვას და მას არაფერზე ენერვიულა. ბოლოს კი ქალი გააცილა და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა.
ესეც ასე, სახლში მარტოა. პირველ რიგში სახლის დათვალიერება დაიწყო. მისაღები, სამზარეულო, სააბაზანო და სამი საძინებელი იყო.ერთი ლიზასი, მეორე ლუკასი და მესამე სტუმრისთვის, რომელიც ახლა თავად ჰქონდა დაკავებული. სარკეში ჩაიხედა და თავის თავს დააკვირდა. მუქი შავი თმა, საშუალო ზომის ცხვირი, ლამაზი ტუჩები და ნაცრისფერი თვალები შესანიშნავ კომბინაციას ქმნიდა, ამასთანავე მშვენიერი ტანიც ჰქონდა. საკუთარი თავით კმაყოფილი დაბრუნდა მისაღებში და ტელევიზორი ჩართო. ნახევარსაათიანი ძებნის მერე, საინტერესო რომ ვერაფერი ნახა ისევ გამორთო. ახლა რა ქნას, ჯერ მხოლოდ ოთხი საათია, ლიზა ათ საათამდე ვერ მოვს. ქალს კი დაპირდა სახლიდან არ გავალო, მაგრამ ვეღარ მოითმინა. ოთახში შევიდა და კარადა გამოაღო. ლიზას მისი შვილის ნივთები შენახული ჰქონდა და ნება დართო ალექსანდრას ისინი გამოეყენებინა. ჯინსის დახეული შარვალი, მაისური, ჟაკეტი და კედები მოირგო. უნდა თქვას რომ გაუმართლა ფეხსაცმელი ზუსტად მისი ზომა იყო.გრძელი შავი თმები დაივარცხნა და გაშლილი დატოვა. სახლის კარი გაიხურა და წავიდა. სახლს გარშემო ლამზი ბაღი ჰქონდა, სიამოვნებით დარჩებოდა აქ მაგრამ ახლა ამ უბნის დათვალიერება უფრო აინტერესებდა.
ქუჩას დაუყვა, არ იცოდი სად მიდიოდა ამიტომაც ცდილობდა გზა დაემახსოვრებინა. მერე ერთი პატარა პარკი ნახა და იქ დაჯდა.ისე გაერთო იქ ყოფნით ვერც კი შენიშნა დრო როგორ გავიდა.საათს დახედე, რომელიც ხელზე ეკეთა და უცბად წამოდგა ფეხზე.
- ჯანდაბა უკვე 9საათი, რა სულელი ვარ, ესე როგორ გავითიშე, ის მაინც ვერ შევნიშნე როოგრ დაბნელდა, ნეტავ ლიზა თუ დაბრუნდა სახლში, იმედია ჯერ კიდევ ა მოსულა-თან თავის თავს უწყრებოდა,თან მიდიოდა.
-ჯანდაბა, როგორ ბნელა, საით უნდა წავიდე, ალბათ აქეთ, თუ აქეთ, რო მოვდიოდი მარტო სახლები შემხვდა, ყველგან სახლია და ერთმანეთისგან როგორ გავარჩიო ამ სიბნელეში. ალბათ აქეთ უნდა წავიდა-თქვა და მარჯვნივ შეუხვია.
დაახლოებით 10 წუთი იარა ასე. შორიდანვე შეამჩნია როგორ მოეყარათ ერთ ადგილას თავი ბიჭებს და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. უკან დაბრუნება არც კი უცდია, ჩვეულებრივად გააგრძელა გზა.
-შენ არ იცი რომ ღამე აქ სიარული არ შეიძლება?-მოესმა ხმა, როცა მათ ბანდას გვერდით ჩაუარა და უკან მობრუნდა.
-შენ რამე გაწუხებს, ჩემი სიარულით?
-ოჰო, რა მამაცი ყოფილხარ უყურე შენ.
-შენ ყველას ასე ესაუბრები თუ მხოლო დჩემზე გაქ გართულებები-წარბი არც კი შეუხრია ისე კითხა. რა გასაკვირია, ადრე იმდენი ყავს ასთი ნანახი ვინ მოთვლის, ტავს არავის აჩაგვრინებდა, და ყველამ იცოდა რომ მასთან ზედმეტი არ უნდა მიექარათ.
-ბევრ ტლიკინს კარგი არავისთვის მოუტანია, გამონაკლისი არც შენ იქნები დამიჯერე.
-შეეშვი სანდრო, აქაური ცხოვრების შესახებ არაფერი იცის-ლუკას ხმა გაისმა და ალექსანდრა გაკვირვებული შეტრიალდა უკან.
-იცნობ ამ გოგოს?-ისევ იმ ბიჭმა დასვა კითხვა, რომელიც ალექსანდრას გამოესაუბრა.
-ორი დღის წინ ბიჭებმა მოიყვანეს , ჩვენ წავალთ, ხვალ გნახავთ ბიჭებო, წამოდი ალექსანდრა.
-დედაჩემმა არ გააგფრთხილა რომ სახლიდან არ გამოსულიყავი-კითხა როცა იმ ადგილს გაცდნენ.
-არ მეგონა ჩემზე თუ ღელავდი.
-შენზე არც ვღელავ, არ მინდა დედაჩემს შენს გამო გული ეტკინოს.
-დედაშენზე რომ ღელავდე, დილით ასე არ დაელაპარაკებოდი და გულს არ ატკენდი.
ლუკას უნდოდა პასუხი გაეცა მისთვის მაგრამ ტელეფონმა დაურეკა.
-გისმენ დედა, კი ჩემთანაა, კარგი.
-ლიზა იყო?
-ხო, მითხრა დღეს ვერ მოვალ და ალექსანდრას მიხედეო. მე მეგობართან უნდა წავიდე, შენ სახლში წახვალ თუ წამომყვები?
-წამოგყვები-ნამდვილად არ უნდოდა, სახლსი მარტო დარჩენა.
ხმა არცერთს აღარ ამოუღიათ, სანამ დანიშნულების ადგილზე არ მივიდნენ.
-მოვედით-უთხრა ლუკამ და ეზოს კარი გააღო.
-ბაღში წითელი ვარდებია?-ინტერესით კითხა ალექსანდრამ.
-ხო რაიყო.
-არაფერი უბრალოდ ძალიან ლამაზებია-უთხრა და შეეცადა ის გრძნობა ჩაეხშო, რაც მასში წითელი ვარდების დანახვამ გამოიწვია.



№1 სტუმარი Black

Aucileblad gaagrdzele umagresia sagol magari xar velodebi axal tavswink

 


№2  offline მოდერი Nude

შეეცადე, უფრო დიდი თავები დადო. მმმ, მომწონს, ველი გაგრძელებას. ამ პატარა ნაწილიდან ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, თუმც, უკვე ავღნიშნე, რომ მომეწონა. love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent