ერთხელ (სრულად)
-ჯანდაბა,ისევ დამაგვიანდა. ნერვიულად დაიხედა გოგონამ მაჯის საათზე და სკოლის კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა. სკოლის დაცვა უკვე კარებს კეტავდა.გოგონას რაც შეეძლო სწრაფად გაიქცა ,თუმცა კარები დაიკეტა. -გთხოვ შემომიშვი. შეევერდა,თუმცა იცოდა,რომ სკოლის ყველაზე გულცივ ადამიანს ვერ მოალბობდა.იქვე კიბეებზე ჩამოჯდა და დაელოდა როდის დაირეკებოდა გამოსვლის ზარი.დრო უსაშველოდ გაიწელა.გოგონას სიცივისაგან თითები გაულურჯდა.რა აღარ სცადა,როგორ აღარ მოიქცია ხელები,მაგრამ მაინც ვერ გათბა.ახლა ყველაფერს სახლში ყოფნა ერჩია,თბილ ბუხართან ჯდომა,დედასთან ერთად. -ყველაზე საშინელი ზამთარია-დაიბუზღუნა და ცხვირი კაშნში ჩამალა.-არაუშავს. კიდევ ორი წელი და ამ საშინელ ადგილს მოვშორდები. კვლავ თავისთვის აგრძელებდა ლაპარაკს და ცარიელ სივრცეს ინტერესით მიშტერებოდა. ზარი ისე გამოვიდა ვერც კი გაიგო.ალბათ ვერც გაიგებდა,მესამე კლასის მოსწავლეს მისთვის თოვლის გუნდა,რომ არ ეთავაზებინა.ბიჭმა მასთან მიირბინა და საწყალი თვალებით შეხედა. -ბოდიში კარგი? ძალით არ მინდოდა. გოგონას გაყინული სახე,ლამაზმა,ფართო ღიმილმა მოიცვა. -არაუშავს.-მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა და სწრაფი ნაბიჯით შენობაში შევიდა. სკოლის კიბეებს ნელა აუყვა. ერთ-ერთმა მაღალკლასელმა კიბეებზე ხელი კრა. სადღაც კუთხეში ვიღაცის უხეში სიცილის ხმა გაისმა. იცით,საერთოდ ეს მას არ ჩვევოდა.ის ყველას საკადრის პასუხს უბრუნებდა,მაგრამ ჩემი მოთხრობის გმირი,რაღაცამ ან ვიღაცამ შეცვალა.ცდილობს,რომ შეიცვალოს. ცდილობს,რომ უხეში გოგო,ნაზ პიროვნებად შეცვალოს.თითქოს გამოსდის,მაგრამ რაღაც ხელს უშლის. აჰ... რათქმა უნდა.ეს ნეითია,სკოლის ყველაზე „ცუდი“ ბიჭი.ჩემი მოთხრობის გმირიც მასზეა შეყვარებული დაბალი კლასიდანვე და აგერ უკვე თექვსმეტი წლისაა,თუმცა მისდამი გრძნობა ჯერ არ განელებია. ყველასგან განსხვავებით,მან იცის რა არის ნამდვილი სიყვარული.ის ერთგულია იმ შემთხვევაშიც კი თუ სიყვარული ცალმხრივია.არ გატკენს თუ თვითონ არ ატკინე,მაგრამ,როგორც ხედავთ მას უკვე სტკივა. არ იმჩნევს,მაგრამ მე ხომ ვიცი არაა? ყველას უმალავს,მაგრამ როგორც არ უნდა დამალოს,მე ვერ მომატყუებს. მას ხომ მე ვქმნი.მე ვწყვეტ მის ბედს,მე განვაგებ მას და გამოგიტყდებით ვერ იტანს,როდესაც მის ცხოვრებაში ვერევი.ხშირად მეჩხუბება,მაგრამ რას ვიზამ. მე მას ვერ შევეშვები. რომ შევეშვა,ის ერთ ადგილზე გაიყინება და სანამ კალამს ხელს არ მოვკიდებ,მის წვერს ფურცელს არ შევახებ და წერას არ დავიწყებ,ის ვერ გაინძრევა. რაღა თქმა უნდა ეს ყოველივე მასაც ავუხსენი,მაგრამ ის ისეთი ჯიუტია... არაფრის მოსმენა არ სურს. ყველაფერში მე მადანაშაულებს.მეუბნება,რომ,რომ არა მე ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იქნებოდა და არა რომელიმე უაზრო მოთხრობის გმირი. ის ცდება,ეს სინამდვილეა,უბრალოდ ახლა მე ვარ მისი ღმერთი და მის ისტორიას მე ვწერ ცარიელ ფურცლებზე. თემას გადავუხვიე. მე მას გაგაცნობთ. მისი სახელია ჰეილი მონრო. 16 წლის მოზარდი. არაფრით გამორჩეული ერთ-ერთი მოსწავლე,რომლის ოჯახსაც დედა და მცირეწლოვანი ძმა შეადგენს. უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე და არ გამოირჩევა დიდი სამეგობრო წრით. დანარჩენი სხვა მეორე ხარისხოვანია. ***** -გამარჯობა ძვირფასო-მისმა ხმა კიბეებზე დამეწია და მეც მოულოდნელად გავჩერდი. -ნეით მაკვირვებს შენი ცინიზმი. -პატარა... -შემეშვი რა-სწრაფად შევაწყვეტინე და დარჩენილი სართულიც ავირბინე.ღრმას ჩავისუნთქე და კლასის კარები შევაღე. -როგორც ყოველთვის,მის მონრო.უკვე აღარც კი მიკვირს. -შეიძლება,რომ დავჯდე? -ოუ,რა თქმა უნდა-ხელით სკამისკენ მიმანიშნა. ისევ,ის მხოლოდ ის თუ მიშველის,მაგრამ ჯანდაბა!!! მის გვერდით ადგილი დაკავებულია. მუდარით აღსავსე თვალებით შევხედე.მანაც გამიღიმა და მის გვერდით მჯდომს ყურში ჩუმად რაღაც უთხრა.ორ წამში ადგილი განთავისუფლდა. -მისის ბლერ. -რა ხდება ჯოშ? -შეიძლება ჰეილი ჩემთან დაჯდეს? ბლერმა სათვალე ქვემოთ ჩასწია და ჯოშს გაკვირვებულმა შეხედა. -უკაცრავად? -არ შეიძლება? -დიახ,დიახ როგორ არ შეიძლება. -მადლობთ. ჯოშმა სკამი გამოსწია და მანიშნა დაჯექიო. დავჯექი. -როგორ მიდის საქმეები მეგობარო? -მგონი კარგად. დრამზე დავდივარ,როგორც ადრე. -აუ ჯოშ მეც მინდა დრამზე სიარული. -მერე რას ელოდები? დღეს სტუდიაში წაგიყვან და თუ მოგეწონება სიარული დაიწყე. -კარგი. დღეს რომელზე? -სამზე გამოგივლი. -კარგი. მერე ყურადღება მისის ბლერზე გადავიტანეთ,რომელიც გულმოდგინედ განიხილავდა ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმას“. *** პირველ საათზე გაკვეთილები დამთავრდა.ჯოშს ვუთხარი სამის ნახევარზე ჩემთან ყოფილიყო. ნახევარ საათში სახლში მივედი.დრო საკმაოდ მქონდა ამიტომ,აუჩქარებლად ვჭამე.-ოთახში ავედი.გარდერობიდან ტანსაცმელი სულ გადმოვყარე და არჩევა დავიწყე. ჩავიცვი შავი მაღალწელიანი შარვალი,შავი ზედა,ზემოდან კურტკა და ფეხზეც ასევე შავი კეტები.ხო ვიცი,რომ გემოვნებიანად არ მაცვია.მართალია ეს 21 საუკუნეა და აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მოდას,მაგრამ ვარსებობ მე ჰეილი მონრო,რომლისთვისაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი კი არა,არამედ ადამიანობაა მთავარი. ზუსტად სამის ნახევარზე ჩემი სახლის წინ შავი,სპორტული მანქანა გაჩერდა.სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე,ჩემს ძმას ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან გამოვედი. ჯოშის მანქანაში ჩავჯექი და დღეს უკვე მეორედ მივესალმე. -მაპატიე ასეთი პირდაპირობისთვის,მაგრამ მგონი ჩაცმულობა უნდა შეიცვალო. -გთხოვ,შენც არ დაიწყო. -კარგი,კარგი-დანებების ნიშნად ხელები ასწია და გაიცინა. -უკვე სამს თხუთმეტი წუთი უკლია. -დაგვაგვიანდება-ჩაიბურტყუნა თავისთვის. გაზის პედალს მიაჭირა ფეხი და მანქანაც წამსვე მოსწყდა ადგილს. -ჯოშ ცოტა შეანელე. -ჰეილი გვაგვიანდება. -ჯოშ სიცოცხლე მინდა. -მე დრამის სწავლა. -თუ მოკვდი დრამზე დაკვრას როგორ ისწავლი?-ყურადღება არ მომაქცია. ათ წუთში დიდი შენობის წინ გააჩერა. მანქანიდან სწრაფად გადმოვედი. -ჯანდაბა შენ თავს დევინ... მძულხარ. -კარგი ნუ პანიკიორობ. წამოდი შევიდეთ. მას გავყევი.კარებთან მაღალი,შავი კაცი იდგა.ჯოშის დანახვაზე შესამჩნევად გაიღიმა და ყოველგვარი კითხვების გარეშე შეგვიშვა. -ეს შენი მეგობარია? -დაახლოებით. მეორე სართულზე #14 ოთახში შევედით. ჯოში ვიღაცას მიესალმა და ლაპარაკი გაუბა.თვალს თან ჩემსკენ აპარებდა და რამოდენიმე წინადადებაში ჩემმა სახელმაც გაიჟღერა.მათ თავი დავანებე და იქაურობა დავათვალიერე.ოთახში უამრავი ინსტრუმენტი იყო. ყველაზე მეტად შავი გიტარა მომეწონა,თეთრი ზოლით.მაშინვე ხელი დავავლე და რამოდენიმე აკორდი ავიღე. -ჰეი,ეგ თავის ადგილზე დააბრუნე-თითქმის ყვირილით მომმართა იმ კაცმა,ჯოშს რომ ესაუბრებოდა. თუმცა იმდენად მოულოდნელი იყო,რომ გიტარა ხელიდან გამივარდა და დავინახე როგორ მოსძვრა,რამოდენიმე პატარა ნაწილი. -არამგონია,ეს რამე მნიშვნელოვანი იყოს. -ჰეილი აქ მოდი-დამიძახა ჯოშმა. მივედი. -გაიცანი ეს მისტერ ბერნარდია,ერთ-ერთი იმათგანი ვისაც ოდესმე რომელიმე ცნობილი სელებრითისთვის,ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრა უსწავლებია. -სასიამოვნოა ჰეილი. -ჩემთვისაც მისტერ ბერნარდ. -კარგი ჯოშ,შენ შეგიძლია დაიწყო.ჰეილი შენ კი დღეს უბრალოდ რეპეტიციას დაესწარი...მომავალი გაკვეთილიდან კი მოგიწევს ჩემთვის იმის დამტკიცება,რომ იმ ადგილის ღირსი ხარ სადაც ახლა შენი მეგობარი ზის. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და იქვე სკამზე მორიდებით ჩამოვჯექი. რეპეტიცია საათნახევარი გაგრძელდა. -მისტერ ბერნარდ. -გისმენ. -შეიძლება გიტარის გაკვეთილებიც რომ ჩამიტაროთ ხოლმე? -დიდი სიამოვნებით...ოღონდ მხოლოდ ერთი პრობლემაა...გადატვირთული გრაფიკის გამო,სხვა დღეებში შენს მეცადინეობას ვერ შევძლებ. თუ რაიმე პრობლემა არაა,შემიძლია გაკვეთილები გადაბმულად ჩაგიტარო. -არანაირი პრობლემა,თანახმა ვარ. მერე წამოვედით. გამოსვლისას ისევ ის შავკანიანი შეგვხვდა. ჯოში მეგობარს გაესაუბრა,გადაეხვია და დაემშვიდობა. დიდხნიანი კამათის შემდეგ,მაინც მის მანქანაში ჩამტენა და სახლში მშვიდობით მიმიყვანა. დავემშვიდობე და სახლში შევედი. **** დილით მაღვიძარას გამაღიზიანებელმა ხმამ გამაღვიძა. ამ საზიზღრობას ვერ ვიტან. ზოზინით წამოვდექი. საათის ისრები რვას უჩვენებდა.სააბაზანოში მხრებჩამოყრილი,თვალებდახუჭული და პირდაღებული,ნახევრადმძინარე შევედი.ნიჟარას დავეყრდენი.ცალი თვალი ძლივს გავახილე და თუმცა ბუნდოვნად,სარკეში ჩემი თავი მაინც დავლანდე. მეორე თვალის გახელისას საერთოდ ვინანე,სარკეში,რომ ჩავიხედე. თვალები ჩამჭითლებოდა,თმა საქათმეს მიგავდა,უპეები ჩამშავებოდა (მოიცა ომში ვიყავი და მე არ ვიცი?),პირიდან კი საშინელი სუმი ამომდიოდა. მაშინვე კბილების ხეხვას შვუდექი.შემდეგ პირი დავიბანე და თმა წესრიგში მოვიყვანე. უჩვეულოდ მზიანი ამინდის გამო შედარებით თხლად ჩავიცვი და სამზარეულოში ჩუმად ჩავედი. მაცივრიდან წინა დღის ბლინები გადმოვიღე. მათი გათბობის დრო აღარ იყო,ამიტომ ცივად მივირთვი,სასკოლე ნივთები ჩანთაში ჩავაწყე და სახლიდან გამოვედი. სკოლაში კვლავ დაგვიანება და ერთი გაკვეთილი გარეთ ყოფნა ნამდვილად არ მინდოდა,ამიტომ სწრაფი ნაბიჯით გავუყევი ტროტუარს. ნახევარ საათში უკვე კარადასთან ვიდექი და წიგნეს ვაწყობდი. პირველი მათემათიკა მქონდა. ამ გაკვეთილს ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი,რადგან მეგი და ევა ფლეტჩერების ატანა მიწევდა. კლასში ორჯერ იყვნენ ჩარჩენილები,ამიტომ დიდი ასაკი მათ მეტ უპირატესობას აძლევდა და პატარების ჩაგვრას ბევრად უადვილებდათ.ასევე,როგორც მერე მივხვდი მისის გრინმენსაც დიდად გულზე არ ვეხატებოდი. ამან უფრო მძაფრად გამიღვივა გულში მათემატიკისადმი სიძულვილი. ზარი დაირეკა თუ არა კლასში შევედუ და ადგილი დავიკავე. მასწავლებელი შემოვიდა,მას კი უკან ის ორი მოყვა.კლასში ყველა ფეხზე ადგა. ეს ერთგვარი მისალმება და პატივისცემის გამოხატვაა მასწავლებლის მიმართ. ყველა ადგა ჩემს გარდა. მე ფეხები მერხზე შემოვაწყე და კევის ღლაჭუნი დავიწყე.გრეისმა დამინახა თუ არა თვალები წამოენთო,წიგნები მაგიდაზე დაახეთქა და ყვირილი დაიწყო. თავიდან ყურებზე ხელი ავიფარე ხმის დასახშობად,მაგრამ მერე, ვეღარ გავუძელი და კლასიდან გამოვედი.-დარწმუნებული ვიყავი,რომ დღეს საღამოს დედაჩემს დირექტორი დაურეკავდა. ის ეტყვის თუ როგორ ცუდად მოვიქეცი დღეს გაკვეთილზე. დედაჩემი კი სახლში მისული მაშინვე ჩემს დატუქსვას მოყვება. მერე მე ამ ყველაფრით მობეზრებული ოთახში ავალ და მთელი საღამო გამოკეტილი ვიჯდები ჩემს წიგნებთან ერთად. ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ დღეს არაფერი მაქვს და სახლში მისვლაც ადრე მომიწევს.შესაბამისად მეტ დროს გავატარებ ჩემს დაწყევლილ ოთახში. სკოლის ეზოში ვიჯექი და გარშემო შეკრებილ ბიჭებს ვუყურებდი. რაღაცაზე კამათობდნენ. სულ ხუთნი იყვნენ. მეთორმეტე კლასელები. მათ შორის ერთ-ერთი ნეითი იყო. გრძელი შავი თმა შუბლზე ჩამოყროდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და შიგადაშიგ ბილწ სიტყვებსაც ურევდა მოკლე წინადადებებში.ერთხელ გამომხედა კიდევაც და გამიღიმა. მისი ღიმილი ჩემი სისუსტე იყო. მართალია იშვიათად,მაგრამ მაინც მელაპარაკება. თუმცა უმეტესწილად მისი ხმა ისე ჟღერს,თითქოს მე კი არა ვიღაც უჩის მაწანწალას ესაუბრებოდეს. დიდი შეცდომა დავუშვი ის რომ შევიყვარე. მინდოდა პირველი სიყვარული დამმახსოვრებოდა. დამამახსოვრდება კიდეც,ოღონდ სხვაგვარად. მალე კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ნეითი და ედი უმცირესობაში მოყვნენ. ის სამი გამეტებით ურტყავდა მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა ნეითი,რის ნეითია საკადრისად,რომ არ გასწორებოდა ბუნტისთავებს.თუმცა საუბედუროდ ორმა მაღალმა,ჩასხმულმა ბიჭმა ნეითი ძირს დააგდო და წიხლების რტყმა დაუწყო. საყურებლად მძიმე იყო,მითუმეტეს ჩემთვის. მისი პირიდან ამოსული თითოებული კვნესა,ჩემზე საშინელ ზემოქმედებას ახდენდა. საბოლოოდ ყველაფერი ისე წავიდა,რომ მე სკამიდან წამოვხტი და ბრბოსკენ გავემართე. დავიხარე,რომ ნეითი შემეთვალიერებინა,როდესაც სახე ამეწვა და გადავყირავდი. ვიგრძენი,როგორ წამომივიდა ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი. თვალები მეხუჭებოდა. გავიგე,როგორ მოირბინა ვიღაცამ ჩემთან,როგორ ამიტაცა ხელში და ამის შემდეგ გონებაც დავკარგე. ოთახში გამეღვიძა. თვალები სწრაფად დავახამხამე. სპირტის სული მეცა და თავი ამტკივდა. გვერდით გადავბრუნდი,მაგრამ მაშინვე წამოვდექი,რა წამსაც ლოყა ამეწვა. სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე: ლოყა დასიებული მქონდა,თვალი ჩალურჯებული,ტუჩები კი დამსკდარი. მარცხენა მხარე ნაომარივით მქონდა დაჩეხილი (მგონი ახლა მართლა ვიყავი ომში).თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე. შხაპი მივიღე და ხალათ შემოცვეული ჩავირბინე კიბეებზე. სამზარეულოში უნდა შევსულიყავი,როდესაც ჩახველების ხმა მომესმა. უკან მივბრუნდი და ადგილზე გავიყინე. -საღამომშვიდობისა მშვენიერო. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -იქნებ ჯერ მადლობა გადაგეხადა,სახლში მოყვანისთვის. -მადლობ. ახლა შეგიძლია წახვიდე. -ცუდი,უხეში, უმადური გოგო. -ნეით სახლში დაახვიე კარგი? - მომწონს შენი ხალათი. სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი და თვალები შემომანათა. შემდეგ სხეულის თითოეული დეტალი ურცხვად დამითვალიერა და ენა კბილებს შორის მოიქცია. გავაცნობიერე თუ არა,რომ სახლში მარტო ვიყავით,ხალათი ტანზე მჭიდროდ შემოვიკარი და ოთახში ავედი. კარადიდან სპორტლი შარვალი და თხელი სვიტერი გადმოვიღე. სწრაფად ამოვიცვი ფეხზე წინდები და ტანსაცმელიც ჩავიცვი. თმას ვიშლიდი,როდესაც ჩუმი ხითხითი მომესმა. კარები სწრაფად გამოვაღე და პირველი რაც დავინახე შავი თვალები იყო. -ჯანდაბა, ნუთუ მითვალთვალებ კიდეც? ის არ გეყო,შენს გამო ვიღაც იდიოტმა სახეში წიხლი,რომ მხია,ახლად ჩუმად მიყურებ როგორ ვიცვლი არა? -პატარა,ჩემი ბრალი არაა თუ შენი ცანცარის გამო სახე გაგილამაზეს. მე ნუ მაბრალებ . -უბრალოდ წადი კარგი? -ვგრძნობ ახლა როგორ გითრთის ტანი,ვგრძნობ და მესმის,როგორ სწრაფად ცემს შენი გული.ნეტავ რატომ? შემთხვევით ხომ არ გიყვარვარ ჰეილი? -ჯანდაბამდე გზა გქონია. კარები ცხვირწინ მივუჯახუნე. გავიგე,როგორ ჩაირბინა კიბეებზე და როგორ დატოვა ჩემი სახლი.ფანჯრიდან ვუყურებდი,როგორ ჯდებოდა მანქანაში. ერთ წამს შემომხედა,გამიღიმა და კოცნა გამომიგზავნა,მერე მანქანაში ჩაჯდა და თვალს მოეფარა.გაბრაზებულმა ფარდები გადავწიე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. ჯანდაბა,მაინც მიყვარს !!! საღამოს მართალია სხვა თემაზე,მაგრამ მაინც მომიწია დედაჩემის გაუთავებელი ლექციების მოსმენა.მსაყვედურობდა და რა თქმა უნდა მართალიც იყო.დიდად სასიამოვნო არაა,როდესაც შენს შვილს სახედამახინჯებულს ხედავ,მითუმეტეს მაშინ,როდესაც ამის მიზეზი ვიღაც თავზეხელაღებული ბიჭია.დედაჩემმა სასჯელის სახით უქმეებზე სახლიდან გასვლა ამიკრძალა.სასჯელი წუწუნის გარეშე მივიღე და ოთახში ავედი.ყოველთვის მინდოდა,ბავშვი სავრჩენილიყავი და ზრდა შემეჩრებინა.არ მინდოდა სახე დამნაოჭებოდა და წელში მოვხრილიყავი.არც ის მინდოდა ავტობუსში ასვლისას ვიღაცას,ასაკის გამო,ჩემთვის ადგილი დაეთმო.დრო მზარავს,ასე სწრაფად,რომ გარბის და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ვცდილობ,როგორმე ბავშვობის წლები გონებაში კარგად ჩავიბეჭდო.მაგრამ ეს ადრე იყო.აი მაშინ თოჯინას,ძლივს,რომ ვერეოდი.მაგრამ ახლა? ახლა გაზრდა მინდა,თან ისე სწრაფად მინდა გავიზარდო რომ...ასე მგონია,სრულწლოვანებას,რომ მივაღწევ,ფრთები გამომებმევა და გავფრინდები,სადღაც უმისამართოდ.გაზრდა მინდა იმიტომ,რომ დამოუკიდებლობა ვისწავლო და დედის კალთას ამოფარებული არ დავრჩე სამუდამოდ.გაზრდა მინდა იმიტომ, რომ ეს ჭკუის სწავლებები ყელში ამოვიდა.მე თავისუფლება მინდა. ჰო,ხვალ სტუდიაში მივდივარ. მისტერ ბერნარდი კი ერთი შეხედვით მკაცრი იერის მქონე კაცია,რომლის მრგვალ სახესაც შავი და ხშირი ულვაში ამშვენებს. იმ კაცს მაგონებს შარშან ზაფხულში ბაღი,რომ გადავუთელე და მერე ერთი კვირა დიდი ჯოხით,რომ დამდევდა.თუმცა ნათქვამია,წიგნი ყდით არ უნდა შეაფასოო. დილით, როგორც ყოველთვის რვა საათზე გავიღვიძე.შემდეგ აბაზანას მივაკითხე,ჩვეულებრივად(ჩვეულებრივადში თბილად ჩაცმას ვგულისხმობ)ჩავიცვი,ვისაუზმე და სკოლაში წავედი. პარასკევია,შემდეგ უქმეები და სამწუხაროდ ჩემი სასჯელი კვლავ ძალაშია.სკოლაში ნაცნობი სახის დანახვა ძლიერ გამიხარდა.ოდნავ ჩალურჯებულ ლოყაზე თმა ჩამოვიშალე და გადავკოცნე. კლასში ერთად შევედით,ადგილი კი სულ უკან დავიკავეთ.ვცადე,მართლა ვცადე,მაგრამ მაინც შეამჩნია. სახე წამოენთო და ჩხუბი დამიწყო. როგორც არ უნდა მდომოდა სიმართლეს მაინც ვერ ვეტყოდი,რადგან ვიცოდი ეს საუბარი საბოლოოდ ნეითთან ჩხუბით დამთავრდებოდა,ამიტომ ვუთხარი კიბეებიდან დავგორდითქო,მაგრამ ის არ დამიმალავს,რომ სახლში ნეითმა მიმიყვანა.ამაზეც გაბრაზდა,მაგრამ მისი დამშვიდება მალევე მოვახერხე. მგონია,რომ ჯოშს ჩემს მიმართ რაღაც გრძნობები გააჩნია,თუმცა ამაზე ჩემთან არასდროს უსაუბრია. ეს მხოლოდ ჩემი უსაფუძვლო თეორიაა,რომელიც ნამდვილად არ მინდა გამართლდეს. გაკვეთლების შემდეგ ჯოშმა სახლამდე მიმაცილა და მითხრა,რომ გამომივლიდა.სახლში შესულს ჩემი ძმა შემომეგება.რიკი სამი წლისაა და ბაღში დადის.ნორმალურად ვერ ლაპარაკობს და ერთხელ ისიც ჩლიფინით ძლივს,მითხრა,რომ შეყვარებული ყავდა. პირველი რაც გავიფიქრე ის იყო თუ რა უბედური ადამიანი ვარ. წარმოიდგინეთ რა საცოდაობაა,როდესაც იაზრებ,რომ შენს პატარა ძმას შენგან განსხვავებით შეყვარებული ყავს(მერე რა რომ პატარაა და ეს სულაც არაა სერიოზული).ხანდახან ისე მგონია,ხოლმე,რომ სამუდამოდ შინაბერა დავრჩები,თითქოს 16-ის კი არა 50 წლის ვიყო. სამზარეულოდან მადისაღმძვრელი სუნი გამოდიოდა.სულ,რომ არაფერი დედაჩემი შესანიშნავი კულინარია.ჩანთა სკამზე მივაგდე და ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით დედჩემთან შევედი.ხელდაუბანელი ვწვდი ბლინებს და პირში გავიქანე.სახეალეწილი დედაჩემი ჯერ გაფუჭებული მატორივით აღმუვლდა,შემდეგ თვალები გადმოეკარკლა,საბოლოოდ კი ყვირილზე გადავიდა.მაშინვე სიცილით შმოსასვლელში გავვარდი,ფეხსაცმელები გავიძრე და ოთახში გაქცევით ვუშველე თავს.კარების ჩაკეტვა და ჩემი სააბაზანოში გაქცევა ერთდროულად მოცდა.ტანსაცმელი სარეცხმანქანაში შევაგდე,თვითონ კი ჯერ არ გაცხელებულ წყალში შევედი.დიდი დრო არ მქონდა,ამიტომ მალევე გამოვედი სააბაზანოდან და კარადიდან გადმოღებული ჯინსის შარვალი,შავი მაიკა, საცვალი და ბიუსჰალტერი სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავირბინე.ორი ხდებოდა. მადიანად ვისადილე,ცოტა ჩემ ძმას გავეთამაშე,ოთახი მივალაგე და ამასობაში ჯოშიც მოვიდა. მოხერხებულად მოვეწყვე მანქანაში და ჩაცმულობასთან მიმართებაში კომპლიმენტიც მივიღე. სტუდიაში მალე მივედით.მისტერ ბერნარდს თავის რბილ სავარძელში საყვარლად ეძინა,თუმცა შევედით თუ არა თვალები გაახილა და მაშინვე ფეხზე წამოდგა. -სერ დღეს ისიც მოვა?-იკითხა ჯოშმა. -აჰ,სულ დამავიწყდა...დიახ მოვა-თავის ქნევით დაეთანხმა ბერიკაცი. -ვიზე საუბრობთ?-ჩავერიე მე. -ნაილ ჰორანზე-მოკლედ მომიჭრა ჯოშმა-მას ჩვენს შემდეგ ექნება რეპეტიცია. -კი მაგრამ ჩემი გიტარი გაკვეთილი? -ეგ რაღამ დამავიწყა?-კეფა მოიფხანა ბერნარდმა. -რამე პრობლემაა?-ვკითხე და ჯოშს გავხედე,რომელმაც მხრები აიჩეჩა. -ჰეილი,რა მოხდება თუ დღეს სახლში ცოტა გვიან დაბრუნდები?-შეპარვით მკითხა ბერნარდმა. -ალბათ დედაჩემი პოლიციაში ჩემი დაკარგვის შესახებ განაცხადს შეიტანს-გახუმრება ვცადე მე. -არაფერი არ მოხდება,დედამისს მე შევატყობინებ-საუბარში ჩაერია დევინი და თვალი ჩამიკრა. -ძალიან კარგი,მაშინ პრობლემაც დაგაჭრილია-სიხარულით ხელები ერთმანეთს შემოარტყა ბერნარდმა და ჯოშს თავისი ადგილის დაკავება თხოვა.ნეტავ გამაგებინა,საერთოდ რა ჯანდაბა ხდება.მხრები ავიჩეჩე და ნაცნობი ადგილი დავიკავე. ნახევარი საათის შემდეგ სკამიდან სიხარულით წამოვხტი.ახლა ჩემი ჯერი იყო.ჯოშის ყოფილი ადგილი ახლა მე დავიკავე და ბერიკაცის ნიშანზე დაკვრა დავიწყე.რა გამომივიდა?არ ვიცი,ალბათ არც ისეთი საშინელება,იყო,რადგან ბერნარდს გულისშეტევა არ მიუღია.ერთი საათის შემდეგ ჯოში რაღაც საქეზე წავიდა. -ჰეილი შეგიძლია შეისვენო-მითხრა და სიგარეტს მოუკიდა. ძველ სკამთან დავბრუნდი და კურტკის ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.მიღებული შეტყობინების გახსნას ვაპირებდი,რომელიც არც კი ვიცოდი ვისგან მივიღე,როდესაც ოთახში ვიღაც შემოვიდა.ვისღა ახსოვდა შენი შეტყობინება. ისე გავერთე უცნობის თვალიერებით,რომ მისი მზერა არაფრად ჩავაგდე და ინვენტარიზაცია გავაგრძელე. -ნაილ-სიჩუმე ბერნარდის ბოხმა ხმამ დაარღვია,რომელიც სიხარულით შეეგება სტუმარს. -ჰეი...-ძველი ნაცნობივით გადაეხვია ნაილი მოხუცს და საყვარელი ღიმილითაც დააჯილდოვა. უეცრად ისე ჩამოცხა,მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი. სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე და ფანჯარაში თავი გავყავი.ცოტა მომეშვა.ყურადღების გადასატანად ხედს დავუწყე თვალიერება,თუმცა მაინც გარკვევით გავიგე,როგორ კითხა ირლანდიური აქცენტის მქონე ბიჭმა მასწავლებელს ჩემი აქ ყოფნის მიზეზი. -ის დრამზე უკრავს-აუხსნა ბერნარდმა.მერე ისეთი სიცილის ხმა გავიგე მეგონა,საქათმიდან ქათამი გამოიქცა და ის კაკანებსთქო.რომ მოვტრიალდი ლურჯთვალებამ სიცილი შეწყვიტა და შესამჩნევად დამიკრა თავი. არანაკლებ ირონიული ღიმილი ვტყორცნე მეც და ჩემს ადგილზე დავბრუნდი. **** ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა.შეტყობინება,რომელიც ტელეფონზე მომივიდა,ნეითისგან იყო.მთხოვდა,რომ ხვალ სადმე შევხვედროდი,წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდა სხვა დაეპატიჟებინა.სერიოზულად?ეს ბიჭი ნამდვილად ვერ არის კარგად.ჩემს უკვე ისედაც დამძიმებულ ხასიათს ნაილის გაუთავებელი გინების ხმა არღვევდა,რომელიც თავის გიტარას გლოვობდა.ვგრძნობდი ბერნარდის მწველ მზერას და ვხვდებოდი,რომ მან ყველაფერი დაზუსტებით იცოდა.თვალებით ვთხოვდი,რომ არ გავეწირე.რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ყურში ჩუმად,მაგრამ მკაცრად ჩამჩურჩულა,რომ სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას.თავი ნელა დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ოთახი დავტოვე,თუმცა კარგად გავიგე,როგორ შეასკდა რაღაც კედელს.როგორც ჩანს ჰორანს ხასიათმა უმტყუნა.ნაბიჯს ავუჩქარე.მოსაცმლის ბოლოს ვაწვალებდი და უკან-უკან ვიხედებოდი თავის დასაცავად.ვიცოდი,არა დარწმუნებული ვიყავი იმაში,რომ მოხუცი მას არაფერს ეტყოდა,მაგრამ იქნებ არც ისეთი გულკეთილი გამოდგეს და სულაც არ მოუნდეს ჩემი ტყავის გადარჩენა?თავი გავიქნიე უაზრო არგუმენტებისგან გასათავისუფლებლად და შენობა დავტოვე.გასასვლელში ჯოშის მეგობარმა შემაჩერა და მითხრა,რომ ჩემი ტაქსი წუთიწუთზე მოვიდოდა.გაკვირვებული სახით ავხედე მაღალ ფიგურას,რომელიც ჩემგან განსხვავებით სულაც არ იბღვირებოდა. -მისტერ დევინმა დამავალა-ამიხსნა მე და ტაქსის შესაგებებლად გაემართა.მანქანის კარიც თვითონ გამიღო და ჩემი სახლის გზაც მიასწავლა.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. დავიჯერო,ჯოშმა სრულიად უცნო ადამიანს ჩემს შესახებ ყველაფერი უამბო?როგორც ჩანს კი... სახლში მისვლისთანავე სამზარეულოში გავედი.დილისგან განსხვავებით ახლა ნება ვიბოძე და ხელები საგულდაგულოდ დავიბანე.დედაჩემის გაკეთებული ნამცხვრები ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდნენ,რომ...აქეთ-იქით გავიხედე.აგენტი 007-ვით ტერიტორია დავზვერე და როდესაც დავწრმუნდი,რომ სახლში სრულიად მარტო ვიყავი,ნამცხვრებს ხელი დავავლე და ჩემს ოთახში ავედი.ჭამის შემდეგ სააბაზანოში შევედი და შოკოლადისგან მოთხვრილი პირი დავიბანე.ოთახში დავბრუნდი.საწოლზე წამოვწექი,ლეპტოპი მუცელზე დავიდე და კინოს ყურება დავიწყე.შუამდეც არ ვიყავი მისული,რომ შემოსასვლელი კარის მიხურვის ხმა გავიგე. სასწრაფოდ გამოვრთე ლეპტოპი,საბნის ქვეშ შევძვერი და თვალები დავხუჭე.ოთახის კარები გაიღო.ვიღაც ჩემს საწოლზე ამოძვრა და გვერდით მომიწვა.ვინ თუ არა ჩემი ძმა.რამოდენიმე წუთს მიყურა,მერე ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გაიქცა.ცოტახანს კიდევ ვიყავი წამოწოლილი,შემდეგ წამოვდექი ფეხზე შავი გეტრები ამოვიცვი,ზემოდან გრძელი ზედა გადავიცვი და ქვემოთ ჩავირბინე.დედაჩემს დივანზე ეძინა.თხელი გადასაფარებელი მივაფარე და რიკს მივუჯექი გვერდით,რომელიც ხატავდა. -ვიცი,რომ არ გეძინა-ჩუმად ჩაილაპარაკა რიკმა.ღრმად ჩავისუნთქე.-ისიც ვიცი,რომ ჩემთან ლაპარაკი არ გინდა და დედა არ გიყვარს-თვალებგაფართოებული მივჩერებოდი პატარა ბავშვს,რომელიც თავაუწევლად მესაუბრებოდა და ეჭვი მეპარებოდა იმაში,რომ ის სამი წლის იყო. -რიკ მომისმინე,ყველაფერი ისე ადვილად არაა,როგორც შენ ფიქრობ.მე უბრალოდ.. -მე საერთოდ არ ვფიქრობ ჰეილი.-ბავშვური ღიმილით დამაჯილდოვა და ჩამეხუტა.მეც ძლიერად მოვხვიე ხელები და ცხვირი მის თმებში ჩავმალე.ჩახუტება დიდხანს არ გავაგრძელე,რადგან გრძნობების გამოხატვა საერთოდ არ მიყვარდა.თმები ავუჩეჩე და ოთახში ნელი ნაბიჯით ავედი. საწოლზე წამოვწექი და ახლა უკვე ნამდვილად დავიძინე. დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. ბალიშიდან თავი ძლივს წამოვწიე და სააბაზანოში გავედი.გამოსაფხიზლებლად წყალი გადავივლე,გავემზადე და მგონი ცხოვრებაში პირველად საუზმის გარეშე გავედი სახლიდან. დღეს 26 იანვარი იყო.როგორც ყოველთვის საშინლად ყინავდა.ვიგრძენი როგორ მომეყინა ცხვირის წვერი და სწრაფად ჩავმალე კაშნეში.გზები თოვლით იყო დაფარული.თავს ძლივს ვიკავებდი,რომ არ წავქცეულიყავი.სკოლის ჩანთა მხრებზე ტვირთად მაწვა.ქუჩები ცარიელი იყო.ხალხის ნასახი,არ ჩანდა.სწრაფად დავხედე მაჯის საათს,რომ დავრწმუნებულიყავი არ ვაგვიანებდი.ათ წუთში სკოლამდე მივაღწიე და ფეხების ბაკუნით შევედი შენობაში.ფეხსაცმელებიდა მიწებებული თოვლი ჩამოვიშორე და სკოლის დაცვას ამრეზით გადავხედე,რომელიც მე არც კი მიყურებდა.ბუზღუნით შევაწყე წიგნები კარადაში და პირველი გაკვეთილისთვის მოვემზადე. პირველი ფიზიკა მქონდა.მასწავლებელი ძველი სათვალითა და XIX საუკუნის ფეხსაცმელებით.მისტერ რავიკი,ადრე სამხედრო ფლოტის მთავარი კაპიტანი,დიდ ომებში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი,ახლა კი რიგითი მასწავლებელი,რომლის ხელფასიც მხოლოდ გადასახადებისა და რესტორანში ერთი სადილისთვის იყო საკმარისი.დანაოჭებული სახით,თეთრი ქათქათა თმით და გაყვითლებული კბილებით.ძველი საუკუნის გადმონაშთი,პირში კი ყოველთვის ჩიბუხ გაჩრილი.არც კი მესმის აქამდე სკოლაში რატომ ტოვებენ,ის ხომ თავის საგანსაც კი ვერ ასწავლის ნორმალურად.კარგი მოსაუბრე და პიროვნებაა,მაგრამ მისი საგანი მათემატიკის შემდეგ ყველაზე მეტად მძულს.ფიზიკა,მათემატიკა,ანატომია...იმდენად მომაბეზრებელია ყოველდღიურად იჯდე და უსმინო ამ სამ გაკვეთილს... დასვენებაზე ჯოშთან ერთად კაფეტერიაში ვიჯექი და ყავას მივირთმევდი,რომელიც არ კი ვიცი რატომ შევუკვეთე.მე ხომ მას საერთოდ არ ვსვავ.ბავშვებს ვუსმენდი,რომლებიც გუშინდელ მატჩს განიხილავდნენ,როდესაც კარები გაიღო და ნეითი შემოვიდა.ჩვენს მაგიდასთან ჩაიარა,თვალი ჩამიკრა გამიღიმა და გზა განაგრძო.ჯოშს რას გამოაპარებდი,ამის შემხედვარემ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.ნეითს თვალი მაშინვე მოვაცილე,როგორც კი ნატალისთან მივიდა და მოეხვია.საშინელი გრძნობა დამეუფლა,მინდოდა აქედან გავმქრალიყავი და აღარასოდეს,აღარასოდეს მენახა მათი „სასიყვარულო“ სცენები. ვიცი,რომ მას არ მოვწონვარ,სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.მაგრამ რა უნდა ჩემგან?რატომ ცდილობს,რომ ყოველთვის მასზე გადავიტანო ყურადღება?რატომ არ შორდება ჩემი თვალთახედვიდან და რატომ მიყურებს ყოველთვის ისე ურცხვად,როგორც ახლა?რა ადამიანია?დავიჯერო გრძნობები არ გააჩნია?მინდა,რომ დავრწმუნდე,დავრწმუნდე იმაში,რომ ადამიანია და არა ცხოველი...ან თუნდაც უცხოპლანეტელი. იქნებ ასეცაა?იქნებ მართლა უცხოპლანეტელია და სხვა პლანეტიდანაა ჩამოსული ჩემს სათვალთვალოდ?არასდროს მჯეროდა,იმ მახინჯი არსებების უცხოპლანეტელის სახელით,რომ იყვნენ ცნობილნი,მაგრამ ხომ შეიძლება,რომ ისინი არსებობენ და ერთერთი მათგანი ჩემი ცხოვრების დასანგრევად დედამიწაზეა ჩამოსული?ალბათ მარსიდანაა,ან ვენერიდან...მაგრამ როგორ შეიძლება ის არსება ასეთი სიმპატიური იყოს?ან იქნებ...ფეხზე ძლიერი წვა ვიგრძენი.დავინახე როგორ შეიღება ჩემი თეთრი შარვალი ყავისფერი სითხით.ჯანდაბა ყავა გადავისხი.რა უცხოპლანეტელები ამიტყდა?ჭკუიდან ვიშლები.აი რა მოსდის უიმედოდ შეყვარებულ ადამიანს...ის გიჟდება!!! **** სკოლიდან ნაადრევად წამოვედი.ჩემი შეთხზული ტყუილით დირექტორი ადვილად გავაბრუე და სანამ ჯოშს ყველაფერს ავუხსნიდი,ზარი დაირეკა.15 წუთი ველოდე ავტობუსს გაჩერებაზე და ამ 15 წუთის განმავლობაში ჩემმა თითებმა გალურჯება მოასწრო.მაშინ კი,როდესაც დანებების ნიშნად ხელი ჩავიქნიე და ყინვისდა მიუხედავად გადავწყვიტე სახლში ფეხით წავსულიყავი,ორ სართულიანი,წითელი ავტობუსი გამოჩნდა.ადგილი მეორე სართულზე დავიკავე და მოსაცმელი ტანზე მჭიდროდ შემოვიკარი.გვერდს ახალგაზრდა ყმაწვილი მიმშვენებდა,დაახლოებით ოც წლამდე ასაკის,ხშირი წამწამებით და გაწითლებული ცხვირით. ცივმა ქარმა დაუბერა.წვიმდა.ვცდილობდი სახის ნაწილების გათბობას,მაგრამ ყინვა მაინც თავისას შვებოდა.ვიგრძენი,როგორ დამიდგა თმა ყალყზე და როგორ ამატკია ყელი,ცივი ჰაერის სუნთქვამ.ბიჭმა შემომხედა.ორი წუთის განმავლობაში კარგად მაკვირდებოდა,თუმცა,როგორც კი მისი მზერით შეწუხებულმა მეც შევხედე,თავი გაატრიალა და გაიღიმა.იმწამს იმდენად მომხიბლა მისმა ღიმილმა,რომ უნებურად მეც გამეღიმა.საშინლად სექსუალური იყო.რაღაც მომენტში თითქოს დამცხა კიდეც,მაგრამ ფიქრებში საკუთარი თავი გამოვლანძღე და უაზრო აზრები თავიდან გამოვიბერტყე. გარემოს დაკვირვებით დავკავდი.ლონდონი თეთრში იყო ჩაფლული.ბიგ-ბენი პირველს უჩვენებდა.10 წუთში სახლშ ვიქნებოდი.თბილ,აგუზგუზებულ ბუხარს მივუჯდები,ცხელ შოკოლადს დავლევ და ვინ იცის იქნებ წიგნიც კი წავიკითხო.იმდენად გამიტაცეს იდეებმა,რომ ლამის ხმამაღლა შევყვირე,როდესაც ჩემს გვერდით მჯდომმა სკამზე წრიალი დაიწყო.ისე იხრებოდა აქეთ-იქით,რომ რამოდენიმეჯერ ხელიც კი მომარტყა.შეწუხებულმა ხელი მხარზე მივარტყი და ვკითხე რა სჭირდა.მხოლოდ ერთ წამს შემომხედა,მე კი გახარებულს მეგონა,აი როგორც იქნა გაჩერდებათქო,მაგრამ ამის მაგივრად ფეხებ ქვეშ შემიძვრა. -რა ჯანდაბას აკეთებ-სწრაფად წამოვხტი ფეხზე.ყურადღებას მაინც არ მაქცევდა.ავტობუსმა შესამჩნევად დაატორმუზა მე კი წონასწორობის შეკავება ვერ შევძელი და უცნობს ზედ დავეცი.მისი დასახმარებლად გამოწვდილი ხელი დავაიგნორე და ჩემით წამოვდექი. -ვერ ამიხსნით რა ხდება?რას გავს თქვენი საქციელი?-წარბაწეულმა წამოვიკნავლე,მაგრამ მისგან მხოლოდ ცივი ღიმილი მივიღე. -გასაღები დამივარდა-უფრო თავისთვის ამოიბურტყუნა და კვლავ ადგილს დაუბრუნდა.ახლა ჩხუბი,რომ ამეტეხა მის თვალში ნამდვილი კაპასი გამოვჩნდებოდი ამიტომ მეც უხმოდ დავიკავე ჩემი კუთვნილი ადგილი.სიგარეტი ამოიღო და გააბოლა.აქცენტზე ეტყობოდა,რომ აქაური არ იყო.“ალბათ სტუმრადაა“ჩემთვის გავიფიქრე და მოხერხებულად მოვეწყვე.არ ვიცი რატომ,მაგრამ იმდენად მომინდა მასთან გასაუბრება,რომ სანამ გავიაზრებდი,ჩემს ბაგეებს სიტყვები თავისით მოსწყდა. -ჩამოსული ხართ? -დიახ-პასუხი არ დააყოვნა.თითქოს მოელოდა კიდეც,რომ რაიმეს ვკითხავდი. -საიდან?თუ საიდუმლო არაა-ჩაეღიმა -ირლანდიიდან. -მართლა?-გაკვირვებულმა ვკითხე.თავი დამიქნია-რომელი ქალაქიდან? -ლიმერიკი.გსმენიათ რამე ამ ქალაქის შესახებ? -არა-გაკვირვებულმა გავაქნიე თავი. -არაუშავს-ერთი სიტყვით შემოიფარგლა და მზერა მომაცილა. მოიცა,მას რა მე არ მოვეწონე?უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.უხერხული რატომ?მას არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია ჩემსმიმართ.ფეხზე წამოვდექი და დაველოდე,როდის შეჩერდებოდა ავტობუსი ჩემს გაჩერებაზე.ჩასვლას ვაპირებდი,როდესაც ბიჭმა სავიზიტო ბარათის მაგვარი რამ გადმომცა. -მანდ ჩემი ნომერია მითითებული.მოხარული ვიქნები თუ ინგლისში თქვენნაირი მეგობარი მეყოლება... -ჰეილი-სწრაფად ვუთხარი ჩემი სახელი და ავტობუსიდან ჩამოვედი.გახარებულმა ჩავიდე ბარათი ჯიბეში და სახლისკენ გავიქეცი.სახლში შესვლისთანავე ხმამაღლა გამოვაცხადე,რომ მოვედი,მაგრამ არავინ მიპასუხა. -კვლავ მარტო ვარ-ჩავიბუზღუნე და ოთახში ავედი.კარადიდან სწრაფად გადმოვიღე სპორტულები.შხაპი მივიღე,ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი.სადილად სალათი მივირთვი და წვენიც მივაყოლე.საათს შევხედე.იმის შემდეგ რაც დავასკვენი,რომ საღამომდე დიდი დრო იყო,კვლავ საძინებელში დავბრუნდი და გადავწყვიტე ცოტა წამეძინა. შვიდი ხდებოდა,რომ გამომეღვიძა.ფანჯრიდან გავიხედე.ცა კვლავ საწვიმრად ემზადებოდა.ტუმბოზე მდგარი წყალი სწრაფად დავლიე და ოთახიდან გამოვედი.ჩემი ძმა როგორც ყოველთვის ხატავდა.გვერდით მივუჯექი. -შეიძლება ვნახო?-ნახატზე მივუთითე.თავი დამიქნია და ამღვრეული თვალებით გადმომხედა.არ ვიცი რა ვიგრძენი მაშინ,როდესაც ნახატზე მთელი ოჯახი აღმოვაჩინე.მე,დედა,რიკი და მამა.ვიგრძენი,როგორ ამიჩქარდა გულისცემა და ძარღვებში სისხლი მომაწვა.სწრაფად დავანაკუწე ფურცელი და მხოლოდ მაშინ შევხედე ჩემს ძმას,როდესაც გავიგე თუ როგორ ტიროდა.სწრაფად მოვხვიე ხელები და დამშვიდება დავუწყე.გამომდიოდა?არ გამომდიოდა,იმიტომ,რომ მე საკუთარ თავს ვერ ვეხმარებოდი.ამ სახლში მამაჩემი ტაბუდადებული თემა იყო,რომელსაც ყველა უსიტყვოდ ვასრულებდით,რიკის გარდა.არ ვიცი საიდან,როგორ,მაგრამ ფაქტია,მას მამა ახსოვდა.ყველანაირი ძალების,ბუნების კანენოების თუ ასაკისდა მიუხედავად მას ის ახსოვდა რაც არ უნდა ხსომებოდა. **** *Flashback* არ გეგონოთ,რომ ცხოვრება მძულს.უბრალოდ ხანდახან გვიწევს გავაკეთოთ,ისეთი რაღაცეები,რაც ხალხს სულ სხვა შთაბეჭდილებას უქმნის.მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვანაირადაა.მე არ მაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი ახლა,როდესაც გიჟივით გავრბივარ შუა ქუჩაში და არც კი ვუკვირდები ჩემს გამო რამდენი ვინმე ზარალდება.მიყვირიან..მეუბნებიან,რომ გიჟი ვარ,მაგრამ არც ამას ვაქცევ ყურადღებას,დედაჩემი ხომ ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას იმაზე,რომ მე გიჟი ვარ.არ ვიცი ამას როგორი თვალსაზრისით მეუბნება.თითქოს უნდა,რომ მივხვდე,მაგრამ იმდენად პატარა ვარ,რომ არ გამომდის.არ შემიძლია ვიჯდე და ვიფიქრო იმაზე,თუ რატომ შემარქვა დედამ ეს სახელი,მაშინ,როდესაც ოჯახი მენგრევა.იმისდა მიუხედავად,რომ არ ვიცი რას ნიშნავს,იყო ცოლი და გყავდეს შვილები,ვაანალიზებ,რომ ახლა ყველაზე მეტად გაზრდის მეშინია.არ მინდა ქმარი,არც-ოჯახი.არ მინდა ჩემი შვილებიც ისეთ დღეში აღმოჩნდნენ ოდესმე,როგორც მე ახლა ვარ,მაგრამ სირბილს მაინც ვაგრძელებ.მოკლე კაბა მაცვია,ფეხზე-კედები.ზაფხულია,მაგრამ მაინც მცივა,ან უბრალოდ ნერვიულობისაგან ყველაფერი მეყინება.ვჩერდები.ვხვდები,რომ გასაქცევად დიდი გზაა,მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოხდება.ამას გვერდს ვერ ავუვლი,როგორც არ უნდა მინდოდეს.ვბრუნდები.ამჯერად ნელა მივუყვები ქუჩებს და ვოცნებობ მეც ისეთი მშვიდი და წყნარი ვიყო,როგორიც ტემზაა ახლა.წამების წინ მომხდარზე ვფიქრობ და ვასკვნი,რომ საკმარისად ძლიერი არ ვარ.სისულელეა,უფრო სწორედ სასაცილოა.ათასჯერ მაინც მინახავს იგივე შემთხვევა ფილმებში,მაგრამ არასდროს,არასდროს აზრად არ მომსვლია ის,რომ შეიძლებოდა წამებში მეც ფილმში აღმოვჩენილიყავი.არაფრის გაკეთება შემიძლია.მოსიარულე გვამი ვარ.მე დავდივარ ,ვმეტყველებ,მესმის,ვიაზრებ ყველაფერს,მაგრამ არ ვსუნთქავ.ახლაც სუნთქვაშეკრული ვაღებ სახლის კარებს და მისაღებიდან გამომავალ ყვირილს ვაიგნორებ.სწრაფი ნაბიჯით შევდივარ მშობლებთან,რომლებიც უკვე ბოლო ხმაზე ღრიალებენ და უბრალოდ მივჩერებივარ კადრს,რომელიც ჩემი გონებიდან არ ამოდის.ვხედავ,როგორ ურტყავს მამა დედას სახეში და როგორ ეცემა თითქოს ჩემი სათაყვანო ქალი ძირს...ქალი,რომელმაც გიჟად შემრაცხა.სისხლი მეყინება,არაფერს ვიმჩნევ.თავბრუ მეხვევა,მაგრამ მაინც ვაღებ პირს და ბოლო ხმაზე ვუყვირი მამაჩემს,ან უბრალოდ კაცს,რომელიც მამად მიმაჩნდა ღრმა ყმობაში,რომ სახლიდან გაეთრიოს.დენდარტყმულივით ტრიალდება ჩემსკენ და ველოდები იმ მომენტს,როდესაც მეც დედასთან ერთად აღმოვჩნდები იატაკზე ლოყამტკივანი.მაგრამ რასაც ის შემდეგში აკეთებს სრულიად მიკარგავს ყოველგვარ შესაძლებლობებს და გაკვირვებული ვაშტერდები მაღალ,თმაში ჭაღარაშერეულ მამაკაცს, თუ როგორ ემხობა შენელებული კადრით ჩემს წინ მუხლებზე და როგორ მთხოვს,რომ გავყვე.არ ვიცი,შეიძლება მე არ მქონდა ამის უფლება და შეცდომაც დავუშვი,მაგრამ მტკიცე და ცივი უარის შემდეგ ის წავიდა და აღარ დაბრუნდა. *Now* თვალდახუჭული ვწევარ საწოლზე და ვცდილობ დავაიგნორო ის უაზრო ფიქრები,რომლებიც თავს მატკიებენ.არ გამომდის.დასახმარებლად სააბაზანოს მივმართავ და დიდ ხნიანი ნებივრობის შემდეგ,კიდევ უფრო დიდი ხანი ვდგავარ გამოღებული მაცივრის წინ და ვფიქრობ თუ რა შეიძლება მივირთვა(ან რა ვარგა საჭმელად).დამარცხებული ვხურავ მაცივრის კარებს და მისაღებში დედაჩემთან თხოვნით აღსავსე თვალებით გავდივარ.უმისამართოდ ისვრის საკმარის თანხას ჩემი კუჭის ამოსავსებად(ან დასანაყრებლად) და მთხოვს სახლში მალე დავბრუნდე.ხუთშაბათი დღეა,ღამის ცხრა საათი და საშინლად ცივა.ერთი თვეც,მხოლოდ ერთი თვეც და მერე მივეგებები ნანატრ გაზაფხულს.მაღაზიისკენ მიმავალს მიჩნდება პრეტენზიები თუ რატომ გავჩნდი ასეთ ცივ სეზონზე,როგორიც ზამთარია.როგორც ჩანს ჩემს მშობლებს ტემპერატურა გადამწვარი ქონდათ.რაც შეიძლება მეტ შოკოლადს ვყიდულობ და კვლავ სახლისკენ მიმავალს აღარაფერი მრჩება.წვიმას იწყებს.წვიმა მიყვარს(ხშირ შემთხვევაში).ქუჩები ცარიელია.გაბედულად გაგავდივარ შუა ქუჩაზე და გიჟივით(შეიძლება გიჟიც ვარ)ვიწყებ ცეკვას.ჩემს საქციელს არ გავს,ვიცი,მაგრამ ყველას სჭირდება გაფრენა თუნდაც წელიწადში ერთხელ.ჩემი დროც მოვიდა.უკუვაგდე ოჯახი,მშობლები(შესწორება-„მშობელი“),სკოლა,ნეითი,ჩემი ერთადერთი მეგობარიც კი და უმისამართოდ გავაფრინე.სიცილს ვერ ვწყვეტდი,ხელებს ვიქნევდი,დავრბოდი.გაფრენას ვცდილობდი ჩიტივით,მაგრამ რასაკვირველია არ გამომდიოდა.მშურდა,მაინც ძლიერად მშურდა იმ პატარა არსებების თავისუფლებას არავინ რომ უზღუდავდათ და თავიანთ ნებაზე ,რომ „დატასაობდნენ“ ქვეყნიდან ქვეყანაში.საცოდავი ვარ.ტკივილი მაჩერებს,არა კი არ მაჩერებს ასფალტზე მახეთქებს.თავი მტკივდება,გამოსახულება ირევა,მაგრამ მაინც ვამჩნევ გვირაბის ბოლოს სინათლეს(ან მანქანის სინათლეს) და საოცრად ნაცნობ ცისფერ თვალებს. თეთრ ოთახში მეღვიძება,ბინტებში და სხვა უბედურ საგნებში ახლართულს.წამლის საშინელი სუნი თვალებს დაძინებისკენ უბიძგებს,მაგრამ კონცენტრაციას სხვა რამეზე(ვინმეზე)ვახდენ და მაშინვე უკანა პლანზე ვაგდებ წამლების გამაბრუებელ სურნელს,როგორცკი ჩემი თვალები თვით ნაილ ჰორანისას ხვდება.ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა წინა ღამით,მაგრამ კადრები ერთმანეთში მერევა.მახსოვს ერთ წამს ბედნიერი ვიყავი,მაგრამ მერე...აღარაფერი.სწრაფი მოძრაობით გადმოვდივარ კუთვნილი საწოლიდან,მაგრამ თავბრუსხვევა მეწყება და წაბორძიკებას ვერ ვასწრებ,როდესაც ძლიერი მკლავები წელზე ნაზად მეხვევა.ახლა უკვე ნათლად ვხედავ სახეს,რომელიც უკვე რამოდენიმე დღეა ჩემს სიზმრებში შემოიჭრა და მის გამოკვლევას ვიწყებ.თმის ღერიდან დაწყებული,გამობურცული,ოდნავ მიმზიდველი ტუჩების ჩათვლით თითოეულ დეტალს გარკვევით ვათვალიერებ და არ მესმის რატომ მაძლევს ამის უფლებას.თავს მის მკერდზე ვასვენებ და ახლა ჩემი სულელური საქციელით ვარ გაკვირვებული.თვალებს ძლიერად ვხუჭავ.არ მინდა უკანასკნელი ვეგონო,ბიჭს პირველივე დანახვისას მკლავებში,რომ უვარდებიან,მაგრამ მე ხომ ის უკვე მეორედ ვნახე.ვიბრაციით ვხვდები,როგორ ეცინება და მაინც,ის ხელს არ მიშვებს.ვდუნდები,თითქოს ეს მჭირდება კიდეც,და ვგრძნობ,როგორ იწყებს დღეს უკვე მეორედ წამლის სუნი ჩემზე ზემოქმედებას.დაღლილობას ვგრძნობ.იმის თავიც აღარ მაქვს,რომ ჩამოვშორდე,მაგრამ მაინც ვაკეთებ ამას,თანაც დაუყოვნებლივ,მას შემდეგ რაც პალატის კარები იღება და ექთანი შემოდის.საწოლის კიდეზე ვჯდები და ვაკვირდები ჩემს თითებს,რომელიც რატომღაც ამ წამს ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. -მის მონრო-გაღიმებული სახით მიახლოვდება ახალგაზრდა გოგონა და სწრაფად მისინჯავს ტემპერატურას შუბლზე ერთი ხელის დადებით.მერე რაღაცას ინიშნავს ფურცელზე და გახარებული სახით მაცნობებს,რომ გაწერილი ვარ.თავს ვუქნევ,ის მემშვიდობება და გადის.რაღაცის სათქმელად ვემზადები,სულიერად,ფსიქოლოგიურად,მაგრამ სიტყვები ენაზე მაშრება როდესაც ვადგენ,რომ ოთახში სრულიად მარტო ვარ. **** სახლის კართან ვდგავარ და ვკანკალებ.ვიცი ეს დღე კარგად არ ჩაივლის.სასჯელს ვერ ავცდები.ეს ყველაფერს ართულებს.კარს ვაღებ და ველი როდის გამოვარდება გამწარებული დედაჩემი სამზარეულოდან და თმით მითრევს,მაგრამ სიწყნარეა.კიბეებზე სწრაფად ავრბივარ და ჩემს ოთახში შეუმჩნევლად ვიპარები.საწოლის კიდეზე ვჯდები და გამოუძინებელ თვალებს მაგრად ვისრისავ.მას შემდეგ რაც საავადმყოფოს პალატიდან ნაილი ისე გამეპარა,რომ ვერაფრის თქმა მოვასწარი,უბრალოდ ავდექი,თავზე ქუდი დავიფარე და იქაურობა ისე დავტოვე,არც დავვინტერესებულვარ თანხა გადაიხადეს თუ არა.ფეხის ხმა მესმის.სწრაფად ვძვრები გადასაფარებლის ქვეშ და ისე ვიქცევი თითქოს მძინავს. -ჰეილი-კითხვასავით ისმის დედაჩემის ხმა.ოთახში შემოდის და მიახლოვდება.სუნთქვა მიხშირდება,გულისცემა მიორმაგდება. -მმმ-ამოვიზმუვლე და მისკენ მივბრუნდი. -სკოლაში რატომ არ ხარ?-საწოლზე ჯდება და თმაზე ხელს მისვამს.ვშტერდები.მგონი ხუმრობს,ან მცდის.ჰო ალბათ ასეა.საწოლში ვსწორდები და ვცდილობ ხმის ტემბრი დავარეგულირო. -თავს შეუძლოდ ვგრძნობ-თავჩახრილი ვბუტბუტებ. -ღმერთო სიცხე ხომ არ გაქვს?-დაფეთებული შუბლზე ხელს მკიდებს და როდესაც რწმუნდება,რომ ტემპერატურა არ მაქვს,მეკითხება თუ რა მტკივა. -თავი მტკივა,არაფერია დე გამივლის,მართლა.-თავს მიქნევს და ოთახიდან გასასველად ემზადება. -ხო მართლა,გუშინ გვიან დაბრუნდი?-ახლა კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ მან არაფერი იცის ჩემი ერთდღიანი გაუჩინარების შესახებ. -რომ მოვედი თქვენ უკვე გეძინათ და საჭიროდ აღარ ჩავთვალე,შენი გაღვიძება.-თავს მიქნევს და გადის. გამოვძვერი.თავის ტკივილი კი არ ცხრება.სააბაზანოში თავს ვიწესრიგებ,თბილ ტანსაცმელს ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ.გგონიათ ვუყვარვარ?დედაჩემზე ვამბობ.არა,სულაც არ ამოსდის ჩემზე მზე და მთვარე და სულაც არ ზრუნავს ჩემზე ისე,როგორც ამ რამოდენიმე წამის წინ.მიუხედავად იმისა,რომ მასთან მე უფრო დიდხანს მაქვს დრო გატარებული,ვიდრე რიკს,მას მაინც ჩემი ძმა ურჩევნია.არ ვეჭვიანობ,არც-მწყინს.მივეჩვიე.ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც მამა წავიდა და მისაჩვევად დიდი დროც მქონდა.ერთად ვისაუზმეთ,ერთად ვუყურეთ ტელევიზორში საოჯახო გადაცემას და მაშინ გაშავდა ჩემთვის სამყარო,როდესაც დამეძინა. -ჰეილი თუ შეგიძლია კარები გააღე-დედაჩემის ყვირილმა გამაღვიძა. -არ შემიძლია-საპასუხოდ მეც დავუყვირე და გვერდი ვიცვალე. -ძვირფასო ხელები ჭუჭყიანი მაქვს და თუ გინდა,რომ საღამოს შენი საყვარელი ნამცხვარი მიირთვა,ახლა ნება იბოძე და მაგ სავარძლიდან როგორმე წამოდექი. ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე და დაკუჭული ტანისსამოსი შევისწორე. -ჩვენ რა ვინმეს ველოდებით?-გავძახე,მაგრამ არაფერი მიპასუხა. მისაღებში სარკეს შეუმჩნევლად ჩავუარე,ვიცოდი გულის შეტევა გარანტირებული მექნებოდა და ასე „ნაომარმა“ გავაღე კარები.გავშტერდი,როდესაც დღეს უკვე მეორედ შევნიშნე მოკაშკაშე ცისფერი თვალები და მექანიკურად კარების დახურვა დავიწყე. -ჰეი მოიცადე-ნაილმა ორი ნაბიჯი გადმოდგა და სახლში შემოვიდა.თვალები ვჭყიტე.ვიცოდი სახეზე წითელი ვიქნებოდი.სწრაფად დავავლე ხელი მკლავში და ვეცადე გარეთ გამეყვანა,მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავი.დამარცხებულმა ხელი გავუშვი და თვალები გადავატრიალე,როდესაც გავიგე ჩუმათ,როგორ ჩაიხითხითა. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ-ავი ძაღლივით შევუღრინე და მზერა მოვარიდე. -რა სტუმართმოყვარე ხარ.შენი ნივთის დასაბრუნებლად მოვედი-ტყავის კურტკიდან ჩემი ტელეფონი ამოიღო და თვალებთან დამიტრიალა. -მადლობ-ჩუმად ვუთხარი და ხელი ტელეფონის გამოსართმევად წავიღე,როდესაც უკან ჯიბეში დაიბრუნა.-რას აკეთებ? -სადილზე დამპატიჟე და ტელეფონს მოგცემ. -რა?საერთოდ ვინ ხარ?არც კი გიცნობ და როგორ მიბედავ სახლში მოვარდნას და პირობების წაყენებას?ახლავე დამიბრუნე ტელეფონი და მერე ჯანდაბაშიც წასულხარ. -მადლობას ასე მიხდი?მე,რომ არა ახლა ისევ გზაზე გადაჩიმული იქნებოდი. -მადლობა უკვე მოგიხადე და დაკმარისია,ახლა კი ნება იბოძე და... -ჰეილი ვინ არის?-დედაჩემი სამზარეულოდან გამოვიდა და კითხვანარევი მზერა მესროლა. -დე ის...ამ..ის ჩემი კლასელია-სიხარულისაგან წამოვიყვირე. -კლასელი?-წარბაწეულმა მკითხა.თავი დავუქნიე. -ნაილ ჰორანი-ხელი გაუწოდა დედაჩემს. -ლილი ეტკინსი.აქ რას აკეთებთ?-მზერა ჩემზე გადმოიტანა -ის უკვე მიდის-ნაილს თვალები დავუბრიალე და მზერით ვანიშნე აქაურობას სწრაფად გასცლოდა. -ასე მალე?სადილზე დაგვეწვიე მისტერ ჰორან. -დიდი სიამოვნებით. სამზარეულოში გავიდნენ.გამოშტერებული ვდგავარ შემოსასვლელში და აზრზე ვერ მოვდივარ.ვცდილობ ჩავწვდე ნაილის ქმეებებს მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს.რისთვის დასჭირდა ამხელა სპექტაკლის მოწყობა?ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ,მხოლოდ ორჯერ შევხვდით,ისიც შემთხვევიტ.თავს ამდენის უფლებას,როგორ აძლევს?“კარგი რა ჰეილი,შენ არ იყავი მის მკლავებში,რომ ნებივრობდი?“სწრაფად შევახსენე საკუთარ თავს და მათ გავყევი.ნაილი მისაღებ ოთახში რიკთან ერთად იჯდა და თამაშობდა. -რა იდიოტია-დავიჩურჩულე,მაგრამ არც ისე ჩუმად რადგან ნაილმა შემომხედა და ცალყბად ჩაიცინა. -ჰეილი სასწრაფოდ სამზარეულოში-დამიძახა ლილიმ. მასთან გავედი.ხილის რულეტს აცხობდა და შესაშური სურნელი ტრიალებდა.ნერწყვი მომადგა და ლამის დავიხრჩვე. -მისი სადილზე დაპატიჟება აუცილებელი იყო?-სხვათაშორის ვკითხე. -კარგი ყმაწვილი ჩანს და რატომაც არა?ძალიან გთხოვ ოთახში ადი და რაიმე ნორმალური ჩაიცვი,გიჟის შეხედულებას ტოვებ.-არც ახლა დამაკლო დედაჩემმა და თავისი საქმე განაგრძო.შეხედულებას?არადა მეგონა გიჟი ვიყავი.ოთახში ავირბინე,კარები შიგნიდან ჩავკეტე და ძირს ჩამოვჯექი.არნახული სადილი მელის. **** -აბა მისტერ ჰორან,სწავლის საქმეები,როგორ მიდის?-ამ ქვეყნად ყველაზე სულელური კითხვა დასვა დედაჩემმა და ფორთოხლის წვენი მოწრუპა. -ამ...მშვენივრად.თქვენი შვილი იდეალური მოსწავლეა-ნიშნისმოგებით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.მშვენივრად აგრძელებდა ტყუილებს,მაგრამ გულში ათასჯერ მაინც მოვუხადე მადლობა,რომ არ გამცა. -ყველამ კარგად იცის,რომ ჰეილი არასდროს გამოირჩეოდა სწავლით-აღიარა დედამ-ის უბრალოდ ძალიან ზარმაცია,თქვენ კი საშინლად ცუდი მატყუარა. ჰო,გული მეტკინა,მაგრამ არ ვიმჩნევ.საკუთარი დედა მიწასთან მასწორებს ვიღაც უცხო ადამიანთან,რომელიც ოჯახში თბილად მიიღო და რომელსაც ახლა ვერ გაეგო რა ხდებოდა. -ის თქვენი შვილია-დაიწყო საუბარი ნაილმა-და არ არის მისაღები საზოგადოებაში მისი გაკიცხვა,მითუმეტეს,რომ არ გეთანხმებით.ის შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია და ამას პირველრიგში ამას თქვენ უნდა ხვდებოდეთ.ასევე უნდა ხვდებოდეთ იმასაც,რომ ადამიანს გულს სტკენთ და უნდა გესმოდეთ,რომ თქვენ დედა ხართ იმ გოგოსი,რომელიც არც კი გეწინააღმდეგებათ.და მინდა გითხრათ,რომ... -წვნიანი გაგიცივდებათ მისტერ ჰორან-უკმეხად მიმართა დედაჩემმა ნაილს და მაგიდიდან წამოდგა-მე დავამთავრე,თქვენ კი შეგიძლიათ საუბარი განაგრძოთ,მაგრამ გაფრთხილებთ ზურგს უკან ჩემზე საუბარი არც გაბედოთ.-რიკს ხელი მოკიდა და მისი გაპროტესდებისდა მიუხედავად ოთახიდან გაიყვანა. -მე არ ვარ ლაჩარი,მისის ეტკინს და მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას,რომელთაც საკუთარი აზრის გამოთქმის ეშინიათ.ამიტომ მერწმუნეთ ღამით მშვიდად დაგეძინებათ. -თქვენგან კარგი ფსიქოლოგი დადგება-მოუბრუნდა ნაილს-იფიქრეთ ამაზე. დიდხანს ვიჯექით სრულიად სიჩუმეში მე და ნაილი და ვერ ვხვდებოდი,რატომ მიცავდა სრულიად უცხო პიროვნება საკუთარი დედისგან.ან რატომ ხდებოდა ისე,რომ მისი დასაცავი ვხდებოდი.არ მესმოდა და არც მინდოდა გაგება.ახლა მხოლოდ ჩემი თბილი ლოგინი და სამუდამო უსასრულობა მინდოდა სიზმრებში.თავს უხერხულად ვგრძნობდი.არ ვიცნოდი რაზე შეიძლებოდა მასთან მელაპარაკა(ან საერთოდ საჭირო თუ იყო ლაპარაკი).მარცხენა მხარეს,მისი მწველი მზერა მიწვავდა და თავს შეგნებულად არ ვაბრუნებდი.მეშინოდა,რომ მის ცისფერ თვალებში სიბრალულს ამოვიკითხავდი.ამას სიკვდილი მერჩივნა.თავმოყვარეობა გამაჩნდა,რომელსაც ვერ გადავაბიჯე და სწრაფად წამოვდექი ფეხზე.მექანიკურად ნაილიც წამოდგა და მაშინვე თეფშების წამოლაგება დაიწყო. -საჭირო არაა,როგორმე ჩემითაც მოვახერხებ-ჩუმად ჩავილაპარაკე,მაგრამ ხმისამოუღებლად განაგრძო მაგიდის ალაგება-ნაილ გითხარი საჭირო არაათქო-გაღიზიანებულმა წამოვიყვირე -მე შენ არ გეკითხები რა არის საჭირო და რა-არა,ასე,რომ თუ შეგიძლია გაჩუმდი და დამაცადე საქმის დასრულება. ჩემს სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე.გავიგე,როგორ ჩამიარა გვერდით და როგორ ჩააწყო ნიჟარაში გასარეცხი თეფშები.ყურადღება მოვადუნე.კვლავ სიჩმე გამეფდა და ოთახში ჰაერი დამძმდა.ყურებს არ დავუჯერე,როდესაც წყლის ხმა გავიგე და თვალები სწრაფად გავახილე.ის რაც იმ წამს დავინახე,ცოტა სასაცილო,ცოტა აუხსნელი,გაუგებარი და მაინც ძალიან სასაცილო იყო.მე ვხედავდი,როგორ რეცხავდა ნაილ ჰორანი,ჭუჭყიან თეფშებს და როგორ ღიღნებდა ჩემთვის უცხო მელოდიას.მისი ხმით მონუსხულმა თვალები კვლავ მოვადუნე და ალბათ დამეძნებოდა კიდეც,მის ხითხითს,რომ არ გამოვეფხიზლებინე. -ბოდიში უბრალოდ ძალიან სასაცილოდ გამოიყურები-კვლავ სიცილით მითხრა. -არაუშავს,უბრალოდ მიკვირს,როგორ არ გარბიხარ ამ სახლიდან. გაკვირვებული სახით შემომხედა,თითქოს ჩინურად ვამბობდი რამეს. -რატომ უნდა გავრბოდე?-მკითხა და თან ჩემს წინ დაიკავა ადგილი. -დედაჩემმა ფაქტიურად გამოგლანძღა.არამგონია ნორმალური ადამიანი ამას იტანდეს. -მე არ მითქვამს,რომ ნორმალური ვარ-ღიმილით მიპასუხა.იმდენად საყვარელი იყო,რომ მომინდა არასდროს გამეშვა აქედან,მაგრამ რა სისულელეა. -შენი აზრით გიჟი ვარ?-არ ვიცი რატომ,მაგრამ უეცრად ისეთი რამ ვიკითხე,რომ დარწმუნებითთ შემეძლო მეთქვა ნამდვილად გაიქცედა.ჩაფიქრდა,მე კი ლამის ისტერიკა დამემართა.მერე თავისი ნათელი თვალები შემომანათა და კვლავ ღიმილით მომიგო: -მე კარგად არ გიცნობ ჰეილი,მაგრამ ვფიქრობ,რომ შენ გიჟი ხარ-სახე დაუსერიოზულდა.ვიგრძენი,რა ძალით მომაწვა ფილტვებში ჰაერი და წამით მეგონა,რომ გავიგუდებოდი. -მართლა ასე ფირქობ?-ძლივს ვკითხე და მისი მზერით შეწუხებულმა თავი დავხარე.ცრემლებმა გამყიდეს.ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს წამოსვლა ჩემი თვალებიდან და ხელის გულები დამინამეს.არ მინდოდა შეემჩნია,მაგრამ ვერც მოწმენდას ვახერხებდი.ცხვირში სისველე ვიგრძენი და სრუტინი დავიწყე.დავინახე როგორ ამიფრიალდა ცხვიწინ ნაილის ცხვირსახოცი და მეც დაუფიქრებლად გამოვტაცე ხელიდან. -ჰო,ასე ვფიქრობ,მაგრამ მინდა რაღაც გაგანდო-სკამიდან წამოდგა,ჩემს წინ მუხლზე დადგა და თავი ამაწევინა.გავჯიუტდი,მაგრამ მაინც მან გაიმარჯვა(რაც გასაკვირი სულაც არ იყო)და თავი მისკენ მიმაბრუნებინა.ცხვირსახოცს,რომელსაც ამ დროის განმავლობაში ძლიერად ვუჭერდი ხელებს,გამომართვა და თვითონ შემიმშრალა დასველებული სახე.ღმერთო რა ადამიანია?ჩემსკენ გადმოიხარა,ლოყაზე ნაზად მაკოცა და ყურთან ახლოს ნაზად ჩამჩურჩულა- ეს მხოლოდ გამორჩეულებს ემართებათ. არ ვიცი რა იყო ის რაც მაშინ ვიგრძენი:მონატრებული სითბო,გრძნობა,რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავდა.სიყვარული,რომელიც მაკლდა,თუ უბრალოდ სანუგეშო სიტყვები,მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა.თავს ბედნიერად ვგრძნობდი,რომ მასთან ერთი საღამო გავატარე და ცხოვრებაში პირველად დედაჩემის მადლობელი ვიყავი,რომ ის დატოვა.არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში,შევხვდებოდი თუ არა მას კიდევ ერთხელ,ან შორიდან თუ მაინც მოვკრავდი თვალს ადამიანს,რომელმაც რაღაც მაგრძნობინა,მაგრამ ახლა მზად ვიყავი,რომ გამეშვა და აღარ მეშინოდა.არ მეშინოდა,რადგან ვიცოდი,ვიღაცას ვახსოვდი,ვიღაც მაფასებდა და თავს გამორჩეულად მაგრძნობინებდა.რა ქნა ამ ერთმა ბიჭმა,რომელიც უნებართვოდ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებში.თითქოს დალაგებული ცხოვრება ამირდამირია და რაღაც ახალი შემოიტანა.მან შეძლო რამოდენიმე საათით მაინც დაევიწყებინა ჩემთვის ყველაფერი რაც ეხებოდა ნეითს,მამაჩემს,ხალხს,რომელიც ვერ მიგებდა და ზოგიერთებს,რომლებიც მტოვებდნენ,მაგრამ ცხოვრებაში პირველად,ვიღაცამ ძლიერად ჩამკიდა ხელი,მომწმინდა ცრემლები,რომელიც აღარ იყო მწუხარების,შიშის და შემპირდა,რომ დაბრუნდებოდა.ეს ის ადამიანია ახლა ჩემს თმებში ცხვირი,რომ აქვს ჩაყოფილი და ჩუმად,მაგრამ გასაგებად ,რომ ბუტბუტებს სიტყვებს,რომლებიც მაგრძნობინებენ,რომ ვარსებობ:“მე შენი თმები დამაბრუნებენ“. მერე ადგა და წავიდა.მეწყინა?გავბრაზდი?სისულელეა ბედთან ჭიდილი.არ მჯეროდა და დავიჯერე.თუ ბედია დაბრუნდება,თუ არა და რომც ყოფილიყო აღარ იქნებოდა.მაგრამ მიხარია და არ ვნანობ არაფერს,რამაც მასთან შეხვედრა მაიძლა.არ ვნანობ მის გატეხილ გიტარას და უკან რომ დამაბრუნა კიდევ ათასს გავტეხავდი,არ ვნანობ,რომ მანქანით დამეჯახა და არც იმას ვნანობ,რომ დღეს აქ იყო.მე არც მომავალში ვინანებ,მის გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში.სასაცილოა მიეჯაჭვო ადამიანს,რომელსაც არ იცნობ,მაგრამ არ მეცინება.შემიძლია ღიად განვაცხადო,რომ ახლა მე მას იმაზე უკეთ ვიცნობ ვიდრე საკუთარ თავს და სულ რომ არ ყოფილიყო არცერთი სიტყვა ნათქვამი,მისი თვალები ნატლად მეტყველებენ.მეტყველებენ და ამბობენ იმას რაც მე მახარებს. **** ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო და რავიცი,მეც მჯერა.თუმცა მართალია ჯერჯერობით არაფერი დამვიწყებია,ალბათ ჩემი ჯერიც დადგება.რა იქნებოდა,რომ?რა მოხდებოდა,რომ?არც მიკვირს,რომ ვერ ხვდებით.ჩემი თავის თვითონ არ მესმის და თქვენ რა გაგაგებინოთ?ნუ მომთხოვთ ახსნა განმარტებებს და ნუ ამაღრიალებთ,შეყვარებული ქალივით.ეს მე არ შემშვენის.სიყვარული,რომ მეგონა ცრუ დაპირებები ყოფილა და მე სულელმაც დავიჯერე.მე ცხოვრება გავაგრძელე,მანაც განაგრძო.მე არ დავემორჩილე ბედს და ყველაფერი დავაჩქარე.შედეგები არ იკითხოთ,ჯერ არც მე ვიცი.გადაკრული ლაპარაკი მოგბეზრდათ ვიცი,მაგრამ ესეც გაივლის.ერთ ადგილზე სიტყვების ტკეპნაც საშინლად მომაბეზრებელია და თქვენი არ იყოს მეც დავიღალე.დრომ დამღალა.მისმა ლოდინმა,საათზე ჩამოკიდებულმა ყოფნამ.დღეებმა,კვირებმა და თვეებმა დამღალეს,მაგრამ ლოდინი არ შემიწყვიტავს.გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი.ერთი სეზონი ველოდე და დრომ მაინც არ დამინდო.არ შემახვედრა.ბედმა დამცინა.“კაცი ბჭობდა,ღმერთი იცინოდაო“.ვოცნებობდი და ოცნებად დარჩა.ისე აორთქლდა ჩემი ცხოვრებიდან,ნორმალურად გაცნობაც ვერ მოვასწარი და მაშინვე შემიყვარდა.არ რეკავდა,არ მაკითხავდა და სურვილიც მიქრებოდა.არ მინდოდა მასთან შეხვედრა,თუკი ასე გაქრობას კვლავაც აპირებდა.ვერ გადავიტანდი,ასე კი უფრო მიადვილდება.გაქრება,ვიცი აღარ იქნება,დამავიწყდება და ისე დადნება,როგორც თოვლის ფიფქები.გაზაფხული მოვიდა.ჩემი საყვარელი წელიწადის დრო.დათბა გარეთ და დათბა ჩემს გულშიც. მე დავდივარ სკოლაში,მყავს მეგობარი,დავძლიე ის საშინელი სენი,რომელსაც სიყვარული ჰქვია(ნეითის მიმართ) და განვაგრძე ფიზიკის მასწავლებლის დაცინვა.მერე ჯოშმა გაიგო.დიდხანს იცინა,ჩემს მიერ მოყოლილ სულელურ ამბავზე,მაგრამ ჩემმა ცრემლებმა მიახვედრეს,რომ საბოლოოდ გავნადგურდი.დიდხანს მიმეორებდა,რომ გაივლიდა.ეს მეც ვიცოდი,მაგრამ აგვიანებდა წასვლას. -შენ უბრალოდ პატარა სულელი გოგო ხარ,რომელსაც თბილმა სიტყვებმა გული მოულბო და თავი დაავიწყა.ნუ გეშიანია მე აქ ვარ.დაგეხმარები.ამას ხომ სულ ვაკეთებ. -შენ არ გესმის-გიჟივით ვაქნევდი თავს-დიდხანს,ვეძებე,მაგრამ....გახსოვს გითხარი ცისფერი თვალები აქვსთქო?მაშინ ერთი წლის წინ,იმ ოთახში დიდხანს ვუყურებდი თვალებში და დღემდე,დღემდე ვხვდები,რომ ვერასოდეს,გესმის?ვერასოდეს ვერ შევხედავ თვალებში სხვას ისე,როგორც მას ვუყურებდი. -ასეთი რა გაგიკეთა?-თავის ქნევით მესაუბრებოდა და ვერ იჯერებდა,რომ დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა. -არაფერი,საქმეც ისაა,რომ სრულიად არაფერი.ის იჯდა და მიყურებდა.მეტი არაფერი. **** -მივდივართ-ხმამაღლა,თქვა ჯოშმა და შემომხედა. -სად?-გაკვირვებული ჩავეკითხე. -იქ სადაც რაღაც მაინც გეშველება და თავიდან ამოიგდებ იმ სულელურ აზრს,რომ ცხოვრება არ გრძელდება.ადექი.-ფეხზე წამომაყენა.დიდი დაკვირვების შემდეგ ტანსაცმლის კარადისკენ წავიდა და არჩევა დაიწყო.11 მაისია,კვირა დღე. მე და ჯოში კედლის გაზეთის გასაკეთებლად ჩემს სახლში ვართ.არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ უეცრად ფეხზე წამოხტა და გადაწყვიტა,რომ განტვირთვა მჭირდება. -რას აკეთებ?-საქმიანი ქალივით დოინჯშემორტყმული მივუტრიალდი და ახსნა-განმარტება მოვთხოვე. -შენს გარდერობში არაფერია,ნორმალური-ხმადაბლა ამოიბუტბუტა. -სად მივდივართ? -იქ სადაც მუდამ ხმაური,გართობა,ცეკვა,დალევა და დროებით სამყაროსგან მოწყვეტაა შესაძლებელი-მომიბრუნდა და რაღაც კაბა მომაზომა.ეს როდის ვიყიდე? -მე არ ვაპირებ წამოსვლას.თანაც დედაჩემი ჯერჯერობით არ გაგიჟებულა,რომ ღამით კლუბში გამიშვას. -კლუბში ღამით უნდა იარო ჰეილი-ყურადღება არ მომაქცია. -გეუბნები არათქო.ტყუილად იქექები,ნორმალურს ვერაფერს იპოვი-შევუბღვირე. -იცი რას გეტყვი?დავიღალე მუდამ შენი დანაღვლიანებული სახის ყურებით.მომბეზრდა ის,რომ იმას მისტირი ვინც იცი,რომ არ დაბრუნდება და ცხოვრებაზე გულაცრუებული საკუთარ თავში იკეტები.ეს ერთხელ დავძლიეთ გახსოვს?-ხელები სახეზე დამადო-მაშინ,როდესაც მამაშენი წავიდა... -არა შეწყვიტე-მის ხელებში ავფართხალდი. -არ მოგცემ უფლებას ისევ ისე გახდე,როგორც მაშინ.შენ ხომ წარმოდგენაც კი არ გავს რა საშინელება იყავი.მკვდარიც კი შენზე ცოცხლად მეჩვენებოდა,მაგრამ ამან ჩაიარა და წარსულს ჩაბარდა.მორჩა დღეიდან არ დამანახო ეს დასიებული და მოუვლელი თვალები,თორემ გეფიცები წავალ და აღარ დავბრუნდები.მეც ისე შეგაქცევ ზურგს,როგორც მან გააკეთა და დამერწმუნე არ გამიჭირდება. ცრემლები წამომივიდა.სხვასაც ვაუბედურებ და საკუთარ თავსაც.რა უფლებით ვიქცევი ისე თითქო შვილმკვდარი დედა ვარ.იქნებ ის არ დარდობს და არ განიცდის.რატომ უნდა გადავყვე თან ვიღაც სხვას?ლოყები შევიმშრალე და გავიღიმე. -ჩვენ არასრულწლოვანები ვართ-ამოვიოხრე-იქ მაინც არავინ შეგვიშვებს. ჯოშმა თავმომწონედ ჩაიცინა. -ნუ დაგავიწყდება,რომ მე ჯოშ დევინი ვარ. -არა შენ საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი ხარ. რაღაც კაბა ჩავიცვი.მგონი ორი წლის წინ ნაყიდი.მიხარია,რომ წონის პრობლემა არ გამაჩნია,თორემ მომიწევდა ჩემი უგემოვნო გრძელი კაბით წასვლა.შავი მატერია ტანზე კარგად მადგებოდა,მხოლოდ ეს იყო შეცვლილი დანარჩენი- უცვლელი.არც მაკიაჟი გამიკეთებია და არც რაიმე განსაკუთრებული თმის ვარცხნილობა. -მე დაბლა ჩავალ და დედაშენს ვეტყვი,რომ მივდივარ.ზუსტად 5 წუთში ფანჯარასთან დაგელოდები.გასაგებია?-თავი დავუქნიე და ოთახი მივალაგე. გავიგე,როგორ ჩაირბინა ჯოშმა კიბეებზე.სწრაფად შევძვერი საწოლში და თვალები დავხუჭე.ჩემი ოთახის კარები გაიღო.ვიცოდი,რომ შემამოწმებდა.ამ ბოლო დროს დასჩემდა.როდესაც დარწმუნდა,რომ ნამდვილად მეძინა,კარები ფრთხილად გაიხურა და გავიდა.არ ვიცოდი,არე რატომ შეიცვალა,მაგრამ ალბათ ისიც ამჩნევდა ჩემს უხასიათობას.დედაა ბოლოსდაბოლოს.სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და ფანჯრიდან თავი გავყავი. -ჯოშ-შესამოწმებლად მაინც დავუძახე. -აქ ვარ-გამომეპასუხა სიბნელიდან. ფანჯრიდან ფეხები გადავყავი და ერთ ნახტომში ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი.ფეხზე დავდექი და ჯოშს უხერხულად გავუღიმე. -წავედით-დაიჩურჩულა და თავისი მანქანისკენ აიღო გეზი. -მალე მივალთ?-15 წუთიანი მგზავრობის შემდეგ უკვე მესამედ ვიკითხე. -სულ ცოტაღა დარჩა-მესამედვე გამიმეორა იგივე სიტყვები და გზას გახედა. ვერ ვიტყვი მალეთქო,მაგრამ კლუბამდე,როგორღაც მივაღწიეთ.ორი ქუჩის მოშორებიდანვე გავიგე ხმამაღალი მუსიკის ხმა და გული ამიფრთხიალდა. -საბუთები თუ შეიძლება-მაღალმა ჩასხმულმა კაცმა შეგვაჩერა.ჯოში გადაიხარა,ყურში რაღაც უთხრა და შავგვრემანმა კაცმაც გზა დაგვითმო. -ასეთი რა უთხარი? -ამის შემდეგ დაიჯერე მის მონრო,რომ ჩემი გვარი ყველგან ამართლებს. ოფიციალურობაზე ჩამეცინა.ბარს მივუახლოვდით.მე ნაკლებად ალკოჰოლიანი სასმელი შევუკვეთე,ჯოშმა-არაყი.ცოტახნის შემდეგ ჩემმა სასმელმა აღარ დამაკმაყოფილა და მეც არაყი მოვითხოვე.მხოლოდ ორი ჭიქა დამჭირდა,რომ ალკოჰოლს ორგანიზმი სრულიად დაემორჩილებინა და კაი მთვრალივით,ლამის ბართან ჩამომეძინა. **** თავის ტკივილმა გამომაღვიძა.თბილი საწოლიდან ტანი ძლივს წამოვწიე და სააბაზანოსკენ გავეშურე,როდესაც კედელს შევეჯახე და ძირს მოვჯექი.გაკვირვებულმა ავხედე ჩემს წინ აღმართულ დიდ,თეთრ კედელს და თვალები მოვიფშვნიტე იმ იმედით,რომ გამომეღვიძებოდა.სიზმარში არ აღმოვჩნდი.ფეხზე წამოვდექი.ოთახი,რომელშიც მე ვიმყოფებოდი არ გავდა ჩემს საძინებელს.იმ აზრმა,რომ შეიძლებოდა გუშინ ღამით ვიღაცასთან საოცრად ველური ღამე გავატარე,შემაშინა და სასწრაფოდ დავხედე ჩემს სამოსს.ტრუსს და ბიუსჰალტერს ვიღაცის მაიკა მიფარავდა.არ გამიხდია.კარისკენ წავედი და თავი გავყავი.ირგვლივ სიჩუმე სუფევდა,საშინლად შემაძრწუნებელი სიჩუმე.კიბის თავთან გავჩერდი და მისაღები ოთახი ზემოდან შევათვალიერე.სრულიად ჩვეულებრივი ინტერიერი იყო,საკმაოდ სუფთა და ნათელი.კიბეებზე ჩასვლა დავიწყე,როდესაც შემოსასვლელმა კარებმა გაიჩხრაკუნა და მეც სასწრაფოდ ოთახში ავბრუნდი.მაშინებდა ის ფაქტი,რომ არ ვიცოდი სად ვიყავი და ამ წამს ათასი კითხვა მიჩნდებოდა.ვიღაცამ ზემოთ ამოსვლა დაიწყო.ნეტავ ჯოში სადაა?ან იქნებ საერთოდაც ეს მისი სახლია.მე ხომ არასდროს ვყოფილვარ ჯოშის სახლის შიდა სივრცეში.თავს გამოვუტყდი,რომ ეს ყველაზე მისაღები არგუმენტი იყო ჩემთვის და ამიტომ საწოლიდან სწრაფად წამოვხტი,კარებთან მივირბინე და სანამ ჯოში კარების გაღებას დამასწრებდა,სახელური ჩამოვწიე და მაშინვე დავრწმუნდი იმაში,რომ მეძინა.ჩემს წინ არც მეტი,არც ნაკლები მისტერ ჰორანი იდგა და გამაოგნებელი სახით დაატარებდა თავის ცისფერ თვალებს ჩემს შიშველ სხეულზე. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ-განწირული ხმით წამოვიყვირე და ვეცადე კარები დამეკეტა. -ჰეი,თუ დამაცდი ყველაფერს აგიხსნი კარგი? -არა,არ ვაპირებ შენს მოსმენას.ახლავე გაეთრიე აქედან.როგორ ბედავ და მთხოვ,რომ მოგისმინო,როდესაც მომიტაცე და შენს სახლში გამომკეტე.გათავისუფლებას მოვითხოვ. წინააღმდეგობა შეწყდა.სამაგიეროდ მისი ხმამაღალი სიცილის ხმა გაისმა.არ ვიცი იმ წამს რა ვიგრძენი.ჩავთვალე,რომ დამცინა და გაბრაზებულმა იქვე დაგდებული ფეხსაცმელი თავში ვესროლე.ვერ გავარტყი.სწრაფი მოძრაობით აიცდინა და მაშინვე ოთახში შემოვარდა.შეშინებულმა ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე,მერე კი საწოლში შევძვერი და გადასაფარებელი თავზე გადავიფარე. -პატარა ბავშვივით,ნუ იქცევი ჰეილი.შენთან სალაპარაკო მაქვს. ვიგრძენი,როგორ მომიჯდა გვერდით.მისი სიახლოვით შეწუხებულმა ჩვენს შორის მანძილი გავზარდე.კვლავ გაიცინა.ყველაფერი ძალიან ბავშვურ საქციელს,რომ არ დამსგავსებოდა სახიდან გადასაფარებლის მატერია მოვიშორე და ვანიშნე საუბარი დაეწყო. -პირველი მინდა იცოდე,რომ მე შენ არ მომიტაცებიხარ-დაიწყო,მაგრამ მაშინვე გავაწყვეტინე. -მინდა იცოდე,რომ მე შენი არცერთი სიტყვის არ მჯერა და რაც არ უნდა მითხრა მაინც არ დაგიჯერებ.მე აღარ დავუჯერებ იმ ადამიანს,რომელმაც ფაიფურის თოჯინასავით სანაგვეზე მომისროლა და ერთი წლის შემდეგ მონატრებული კვლავ დამიბრუნდა.მე აღარ დაგიჯერებ იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ეს დრო დასავიწყებლად საკმარისი აღმოჩნდა.მე აღარ მიყვარს შენი თვალები,მას მე სხვაში გავცვლი.დარწმუნებული იყავი,რომ ცისფერის ყავისფერში გაცვლა შესაძლებელია.შენ წახვედი.ვერ ვხვდები.მაშინ ყველაფერი კარგად იყო.იმ ოთახში,ერთი წლის წინ.მაშინ მითხარი,რომ მე გამორჩეული ვიყავი.მაშინ ვიგრძენი,რომ თითქოს შეგიყვარდი,მაგრამ ფუჭი აღმოჩნდა.აქ რას აკეთებ?რატომ დაბრუნდი? -მე ნაილ ჰორანი ვარ-დაიწყო უკვე მეორედ-დავიბადე ირლანდიაში,უფრო ზუსტად მულინგარში.არასოდეს გამოვირჩეოდი მეგობრების სიმრავლით და არც ვდარდობდი.მყავდა მოსიყვარულე ოჯახი.მყავს ძმა გრეგი და ძმისშვილი-ტეო.შემიძლია სიმღერა და გიტარაზე დაკვრა.არასდროს მქონია სასიყვარულო რომანები.აქ საცხოვრებლად რამოდენიმე წლის წინ გადმოვედი.ეს ჩემი სახლია,ის საწოლი კი რომელზეც შენ წევხარ ჩემი სარეცელი.შენ ჰეილი მონრო ხარ 17 წლის მოსწავლე.სწავლობ საშუალო ნიშნებზე.არც შენ გამოირჩევი დიდი სამეგობრო წრით.გყავს დედა და მცირეწლოვანი ძმა.შენ უკრავ დრამზე და ალბათ ხარ ერთადერთი,რომელსაც მინდა პატარა საიდულო გავუნდო.-სმენა დავზაბე-ერთი წლის წინ მე წავედი,მაგრამ უძღები შვილი სახლს ყოველთვის უბრუნდება.შენ შემიყვარდი და ალბათ ამიტომ დავბრუნდი.ბანალური საუბარი არ მიყვარს.არც სიყვარულის ახსნა გამომდის.ნუ მომთხოვ ამ ყველაფრი საქმით დამტკიცებას.ერთი წელი დაგტოვე და სულიერად მაინც ვერ დაგშორდი.არანაკლებ მიჭირდა ეს ყველაფერი,მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი.მხოლოდ ერთი დღით გადავწყვიტე აქ დაბრუნება,მხოლოდ ერთხელღა მინდოდა შენი დანახვა,მაგრამ ეს ყველაფერი სასაცილოდაც არ მეყო. -წესივრად ამიხსენი აქ როგორ აღმოვჩნდი-თვალს ვარიდებდი მის სახეს,რომელიც ვიღაცას „გაელამაზებინა“ -ბარში გნახე.გეძინა და მეგონა მარტო იყავი,ამიტომ გადავწყვიტე ჩემთან წამომეყვანე,მაგრამ შენმა მეგობარმა ჯოშმა ხელი შემიშალა.ნამდვილი გიჟია.ისე ღრიალებდა თითქოს,მის განძს ვეხებოდი.ბევრი ვეხვეწე.ვთხოვდი,რომ შენი თავი ერთი დღით ჩემთვის დაეთმო,მაგრამ ძუ ლომივით დაგტრიალებდა.პირობა დავდე,რომ დილით ხელუხლებელს დაგაბრუნებდი.ჩემდა გასაკვირად ნება დამრთო წამომეყვანე.ისე მშვიდად გეძინა,არ მინდოდა გაგღვიძებოდა ამიტომ,თვითონ გაგხადე და დაგაწვინე. -საჭირო არ იყო-ჩემმა მუცელმა ბუყბუყი დაიწყო -გშია-თქვა და ფეხზე წამოდგა-რამეს გავამზადებ,მოწესრიგდი და ჩამოდი. მარტო დავრჩი.იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი მისი აღიარებით,რომ სიტყვებზე „შენ შემიყვარდი“ ემოციებს ვეღარ გამოვხატავდი.ამდენი ხანი გავიდა და მაინც დაბრუნდა.თავი გავაქნიე.ფეხზე წამოვდექი,ჩემი წინა დღის ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.მხოლოდ 10 წუთი გასულიყო,მაგრამ ოთახში უკვე ტრიალებდა ქათმის საამო სურნელი.სამზარეულოში გავედი.ნაილს წინსაფარი აეკრა და დიდი მონდომებით ამზადებდა სალათს. -დაგეხმარები-ვთქვი და მისკენ წავედი,მაგრამ გამაჩერა, -სააბაზანოში გადი,ხელ-პირი დაიბანე და მანამდე სალათიც მომზადდება.შენი დახმარება არ მჭირდება ჰეილი,ყველაფერს თვითონ მივხედავ.-გამიღიმა და თავით მანიშნა,რომ წავსულიყავი. სააბაზანოს ადვილად მივაგენი.ყველანაირი პროცედურა სწრაფად ჩავიტარე და მასთან დავბრუნდი.მისი ნახვა მეჩქარებოდა.აშკარა იყო,რომ ამ ერთმა წელმა მაინც ვერ შეცვალა,ჩემი გრძნობები.გული სიხარულით მევსებოდა მისი თვალების დანახვისას და მაინც არ ვიმჩნევდი.არ მინდოდა სუსტ ადამიანად ჩავეთვალე.მადიანად მივირთვი ყველაფერი.უნდა ვაღიარო ასეთ გემრიელ საჭმელებს დედაჩემიც ვერ ამზადებდა.თეფშები მე დავრეცხე.ნაილმა ყავა მოადუღა და მისაღებ ოთახში ერთად დავსხედით. -შენი თვალები მომწონს-ურცხვად ვაღიარე.გაიღიმა და ჭიქიდან დიდი ყლუპი მოსვა. -მაპატიე-უეცრად წარმოთქვა და თვალებში ჩამაშტერდა. -რა გაპატიო?-ხმის კანკალით წარმოვთქვი.ნუთუ ისევ მიდიოდა? -ეს ერთი წელი მაპატიე. 365 დღე და მაგდენივე ღამე მაპატიე.ისიც მაპატიე,რომ შენ გვერდით არ ვიყავი და მაპატიე,რომ ჩემს გამო ტირილი გიწევდა,მაგრამ გპირდები... -არა-წამოვიყვირე-არაფერს დამპირდე.არ დამპირდე,თორემ გული გამისკდება.შენ,რომ პირობის შესრულება ვერ შეძლო...არა,არ მინდა. -მე გპირდები გესმის?გპირდები,რომ აღარასოდეს,აღარასოდეს მიგატოვებ ჰეილი.-ჩემსკენ გადმოიხარა და ცხელი ტუჩებით შუბლზე ნაზად მეამბორა. **** -დაბრუნდა? -დაბრუნდა. -როგორ?ასე უბრალოდ ადგა და ერთი წლის შემდეგ ვითომც არაფერი ისე დაბრუნდა?-გაოცებას ვერ მალავდა ჯოში. -ჯოშ,მან მე პატიება მთხოვა. -და შენც რა თქმა უნდა აპატიე,ხომ ასეა? -საპატიებელი არაფერი იყო.მას უბრალოდ ეშინოდა-კვლავ განვაგრძობდი ნაილის დაცვას. -კარგი რა ჰეილი.მშვენივრად იცი,რომ მას არაფრის ეშინოდა.უბრალოდ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ა.არ გახსოვს რა დღეში იყავი მის გამო?შემიძლია გაგახსენო. -უბრალოდ გაჩერდი,კარგი?აღარ მინდა წარსულში ხეტიალი. ის აქაა,ჩემთან.ახლა ყველაზე მთავარი ესაა. ზარის დარეკვისთანავე ჩემი ნივთები მოვაგროვე და კლასი დავტოვე.გული მტკიოდა იმის გამო,რომ ჯოშს არაფერი ესმოდა.ჩემი მეგობარია,ერთადერთი ვინც მყავდა ამ წლების განმავლობაში.უნდა ესმოდეს,რომ მიყვარს.სკოლის ეზოში ბავშვები ფრენბურთს თამაშობდნენ.მოშორებით ნეითი და მისი ძმაკაცები იცინოდნენ.ერთი წელია რაც არ მინახავს.ერთი წელია რაც სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა.ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც გადავიყვარე და მაინც ვგრძნობ რაღაცას გულში.ბავშვობას ან მონატრებას.მის მონატრებას.სხვის მონატრებას.რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია ვგრძნობ.არ ვიცი რა იყო ეს.ბედისწერა,თუ ის,რომ ურცხვად მივშტერებოდი,მაგრამ,როგორც კი თვალი გამისწორა სიცილი შეწყვიტა და დამიძახა.არა,მისკენ არ წავსულვარ.გზა გავაგრძელე.ყურადღება არ მივაქციე მის ძახილს და ორ წუთში ჩემს წინ თვითონვე აისვეტა.ცოტა შემეშინდა. -ასე აღარასოდეს მოიქცე-გულზე ხელი მივიდე. -შენი შეშინება არ მინდოდა.დიდი ხანია არ მინახიხარ,ჰეილი.გავიგე დიდი დეპრესია გქონია და სახლიდან გარეთ არ გამოდიოდი. -როდის აქეთ უსმენ ჭორებს ნეით?-ხელით მზე მოვიჩრდილე და დიდი ხნის უნახავ სახეს ახლოდან შევხედე. -ანუ ტყუილია.-თავი სიცილით გააქნია და მხარზე ხელი გადამხვია.თავს უხერხულად ვგრძნობდი და ვცდილობდი მისი ხელისგან განვთავისუფლებულიყავი-შენი მეგობარი სადაა?-გარემოს თვალი მოავლო. -ჯერ კიდევ შენობაშია.გთხოვ ხელი გასწიე თავს უხერხულად ვგრძნობ. -კარგი რა,ჩვენ ხომ ბავშვობის მეგობრები ვართ-კვლავ ჩაიხითხითა. -ის რაც წარსულში იყო,არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენ მეგობრები ვართ.-ხელი გავაწევინე-შენ ერთი თავზეხელაღებული ბავშვი იყავი,რომელიც ჩვენს უბანს ახმაურებდა.მაშინ,როდესაც წახვედი ყველაფერი კარგად იყო.რატომ დაბრუნდი? ჰო,მე და ის მეგობრები ვიყავით.მაგრამ ამას უფრო ნაცნობობა ერქვა.პატარაობაში ის ყოველთვის აუტანელი იყო(არც ახლაა ნაკლები).მახსოვს ერთხელ ზაფხულში წყლით გამწუწა და როდესაც ტირილი მოვრთე,თავისი მაისური მათხოვა და სახლამდე მიმაცილა.ალბათ მას შემდეგ შემიყვარდა ზაფხული ასე ძალიან.არა,ვერ ვიტყვი,რომ ყოველთვის ასეთი ცუდი ხასიათის პატრონი იყო.მას შემდეგ,რაც დედა გარდაეცვალა,შეიცვალა და უფრო უხეში გახდა.მე აღარ მეთამაშებოდა,სამაგიეროდ დამცინოდა.მერე სხვაგან გადავიდნენ და ქუჩებიც თითქოს უფრო დამშვიდდა. -ჰეი-სახესთან ხელი ამიქნია და ფიქრებიდან გამომაფხიზლა. -უნდა წავიდე-გვერდი ავუარე. -უბრალოდ იცოდე,რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემთან საუბარი.ნებისმიერ დროს,ნებისმიერ ადგილას.შენ ჩემი ბავშვობა ხარ ჰეილი.ის კი საუკეთესო იყო. გამოვშტერდი.არასოდეს ამდენი წლის მანძილზე,ნეითი ასეთი კარგი არ ყოფილა.ამ წამს თავი საშინლად ვიგრძენი.მომნატრებია,ბავშვობა და მასთან გატარებული საშინელი დღეები. -მოდიხარ?-ნაცნობი ხმის გაგონებაზე შევხტი. -აქ რას აკეთებ? -მე უბრალოდ მინდოდა ჩემი შეყვარებული სკოლიდან სადმე,კაფეში წამეყვანა-სიცილით მომიახლოვდა ნაილი-თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხარ. -არა,არ ვარ.-ხელი ჩავკიდე და სკოლის ტერიტორია დავტოვე. *** -ანუ შენ ის გიყვარდა და თან გძულდა? -ის ჩემი მეგობარი და პირველი სიყვარული იყო. სკოლასთან ახლოს კაფეში ვიჯექით და იმ ერთ წელს ვიხსენებდით ცალ-ცალკე,რომ გავატარეთ. -გასაგებია. მე და ნაილი ნეითზე ვსაუბრობდით.როგორც ჩანს მისთვის თვალის შევლება მოუსწრია,რადგან ზუსტად ამიხსნა მისი გარეგნობა და ისიც კი დაამატა,რომ საშინლად სექსუალური ტიპი იყო.მომიხდა მისთვის ამეხსნა,ყველაფერი რაც ადრე ყოფილა.ნეითი კი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებდა. -შენ ეჭვიანობ?-გაკვირვებულმა ვკითხე. -სისულელეა.მე ვარ შენი შეყვარებული,ის კი არა. -მაგრამ მაინც ეჭვიანობ.-ჩავაცივდი და მენიუ სახეზე ავიფარე. -არსებობს მიზეზი იმის,რომ ვიეჭვიანო?-მშვიდად მკითხა.თავი გავაქნიე უარის ნიშნად-მაშინ არ ვეჭვიანობ.პირიქით მინდა რაღაც გთხოვო. მენიუ მაგიდაზე დავაბრუნე და ვანიშნე დაეწყო. -მინდა ვახშამი მოვაწყოთ. -კარგი აზრია-დავეთანხმე და ვაშლის წვენის დიდი ყლუპი მოვსვი. -ჯოშთან და ნეითთან ერთად-დაამატა და ახლა მან დამალა სახე. წვენი გადამცდა. ხველება ამიტყდა და სასწრაფოდ საპირფარეშოში გავედი.სახეზე წყალი შევისხი.ოდნავ დავმშვიდდი და მერე დავფიქრდი.ეს იქნებოდა მესამე მსოფლიო ომი: მე,ნაილი,ჯოში და ნეითი. **** მთელი დღეა უშედეგოდ ვცდილობ ჯოშთან საუბარს.არ ვიცი შემთხვევით თუ გამიზნულად,მაგრამ თავს მარიდებს,რაც სულაც არ იწვევს ჩემში კარგ ემოციებს.სპორტი მაქვს.როგორც ყოველთვის სათადარიგო სკამზე ვზივარ.ბევრი ვეცადე,მაგრამ ნაილს ის სულელური აზრი მაინც ვერ გადავაფიქრებინე.სერიოზულად?ამან შეიძლება აპოკალიფსიც კი გამოიწვიოს.ან იქნებ ყველაფერს ვაბუქებ?ეს მხოლოდ ვახშამი იქნება:ჩემს მეგობართან(რომელიც ვერ იტანს ვერც ნაილს და ვერც ნეითს),ყოფილ მეგობართან(რომელიც საშინელ სიტუაციას შექმნის) და ჩემი შეყვარებული(რომელიც იდიოტია).ვერაფერს ვიტყვი,შესანიშნავი კომბინაციაა. ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი.როგორც კი ნაილის ნომერი ამოვიცანი,მაშინვე ვუპასუხე: -აბა,როგორ მიდის საქმეები?-მხიარული ხმით მკითხა. -ამ...ყველაფერი კარგადაა.ახლა სპორტი მაქვს. -ჰეილი.მშვენივრად იცი რაზეც გეკითხები.უთხარი ნეითს და ჯოშს დღევანდელი გეგმების შესახებ? -ვცდილობ. -ანუ? -ანუ ის,რომ არ ვიცი,როგორ ვუთხრა ჩემს მეგობარს ამ საღამოს შესახებ.ვიცი,რომ მაინც არ დამთანხმდება.საერთოდ რა საჭიროა ეს ყველაფერი?მაგიდა ორისთვის,ეს ყველაზე კარგი იქნება. -არ მაიძულო ეს ყველაფერი მე გავაკეთო. -კარგი,მიყვარხარ წავედი. -მეც მიყვარხარ. გაკვეთილის გამოსვლა ვერც კი გავიგე.ჯოშს დერეფანში მივუსწარი,წიგნების კარადასთან. -რამე ხდება? -უნდა ხდებოდეს?-კითხვა დამიბრუნა და წიგნები კარადიდან გადმოაწყო. -მეგონა შენ მიპასუხებდი,მაგრამ...კარგი რაღაც უნდა გთხოვო და გთხოვ თუ გინდა,რომ მომავალში ცოცხალი მიხილო დამთანხმდი. -რა ხდება?-შემომხედა. -დღეს საღამოს რესტორან Dabbous-ში. სუნამოთი არ აყროლდე და რამე ნორმალური ჩაიცვი.არანაირი ოფიციალური სამოსი.-სწრაფად მივაყარე და გასასვლელისკენ გავიქეცი. -კი მაგრამ რას ავღნიშნავთ?-მომაძახა ყვირილით. -ჩემს გადარჩენას-მეც დავუყვირე და ეზოში გავედი იმის იმედით,რომ ნეითს სადმე ახლოს ვიპოვიდი მთელი ტერიტორია შემოვიარე.ვერ ვიპოვე.დამარცხებული,სკამზე ჩამოვჯექი და ტელეფონში მუსიკები ჩავრთე.მაშინ როდესაც ჩემი საყვარელი მუსიკა ჩაირთო,ნეითი დავინახე და მისკენ გავიქეცი. -ამას ვის ვხედავ.არ მეგონა ასე მალე თუ დაგჭირდებოდი. -შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ-თხოვნით მივმართე და მის ძმაკაცს გავხედე,რომელმაც თავი გაიქნია და წავიდა. -ყველაფერი რიგზეა?-მკითხა და ის ადგილი დაიკავა სადაც ცოტა ხნის წინ მე ვიჯექი. -რაღაცას გთხოვ,ოღონდ არ მაიძულო აგიხსნა,იმიტომ,რომ მეც არ ვიცი რა ხდება.უბრალოდ დღეს საღამოს რესტორან Dabbous-ში მოდი და რამე ისეთი ჩაიცვი რაც დასახევად არ გენანება. -კარგი?-კითხვასავით გამოუვიდა და თავი დამიქნია. -მადლობ-ფეხზე სწრაფად წამოვდექი და სკოლის ტერიტორიიდან სწრაფად გამოვედი. **** არ ვიცი,ალბათ მეასე კაბას ვიზომავ,მაგრამ არცერთი არ მომწონს.ზოგი გრძელია,ზოგი საჭიროზე მოკლე,ზოგიც საშინლად გადატვირთული და ახლა ვუფიქრდები,როგორი გამძლე ბიჭი მყავს გვერდით.როდესაც სახლში დავბრუნდი დედას ვუთხარი,რომ საღამოს ბავშვები ერთად ვიკრიბებოდით.გამოკითხვით თავი არ შეუწუხებია(რისი მადლობელიც კი ვარ),უბრალოდ თავი დამიქნია და კაბის საყიდელი ფული მომცა.მერე ნაილს დავურეკე.ვთხოვე კაბის ასაჩევად გამომყოლოდა და უკვე მოსაღამოვდა,მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე ის რაც მინდა. -არა,არა-ლამის ინფაქტმა დამარტყა,როდესაც ნაილმა საშინლად მოკლე და გამომწვევ კაბაზე მიმითითა. -მომისმინე,უკვე თითქმის საღამოა.იმის დრო აღარ გვაქვს,რომ უკეთესი ვეძებოთ.მხოლოდ ერთი საღამო,მერე თუ გინდა დაწვი. -ჯანდაბა,მე შენ ვერ გიტან-წამოვიყვირე დამარცხებულმა. -არა,შენ გიყვარვარ.-ჩაილაპარაკა თავის თავში დარწმუნებულმა და სწრაფად მაკოცა-გამოიცვალე,მე ფულს გადავიხდი. -რა? მე მაქვს საჭირო თანხა და შემიძლია თვითონ დავფარო კაბის საფასური. -ღმერთო ჰეილი,შენ საშინლად რთული ადამიანი ხარ.უბრალოდ შედი ამ გასახდელში და გამოიცვალე.დამაცადე გავაკეთო ის რაც შეყვარებულს ევალება-თვალები გადაატრიალა. -შეყვარებულს ტანსაცმლის ყიდვა სულაც არ ევალება-სწრაფად დავამატე. -არ მაიძულო გავაკეთო ის,რაც მართლა მევალება-ჩაიხითხითა და სალაროსკენ წავიდა.ტვინში ამასხა,როდესაც მივხვდი რაც იგულისხმა და ვიგრძენი,როგორ შემეფარკლა ლოყები. გასახდელში კაბა გამოვიცვალე და ისე,რომ სარკეში არც კი ჩავიხედე გარეთ გამოვედი. -შენ საშინლად სექსუალური ხარ-ნაილის კომენტარზე თვალები გამიფართოვდა და გვერდით მდგომ კონსულტანტს მორიდებით გადავხედე,რომელიც სულაც არ მალავდა ნაილისადმი სიმპატიას. -წავედით,სწრაფად-არაფერი უპასუხია,ისე დავტოვეთ სავაჭრო ცენტრი.კაბის სიმოკლე ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა.ვცდილობდი ბოლოები ქვემოთ დამექაჩა,მაგრამ მატერია არ მემორჩილებოდა.მანქანაში მგზავრის ადგილი დავიკავე და ჩემი ტანსაცმელი უკან გადავყარე.ნაილმა უსიტყვოდ დაძრა მანქანა. -რამე მოხდა?-ცოტახნის შემდეგ მკითხა.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.-ნუ მატყუებ,მითხარი რა ხდება? -ის შენ გეპრანჭებოდა-შეძლებისდაგვარად ჩუმად ჩავილაპარაკე.არც მინდოდა,რომ გაეგო. -ვინ ის?-გაკვირვებულმა მკითხა და მანქანა გააჩერა. -ვინ და ის გოგო,ტანსაცმლის მაღაზიიდან.არ მესმის ამ ხალხმა სირცხვილი სად დაკარგა.ხედავდა,რომ მეგობარ გოგოსთან ერთად იყავი,მაგრამ მაინც ურცხვად მოგშტერებოდა და ტუჩებს გამწარებული იჭამდა.არადა ისედაც საშინლად წვრილი ტუჩები ქონდა.მე მის ადგილზე საშინლად შემრცხვებოდა.არა,მე მის ადგილზე საერთოდ არ შემოგხედავდი. -ეჭვიანობ-დაასკვნა და სიცილი აუტყდა. -რას მელაპარაკები,მე მეგონა ლექციას ვატარებდი-თვალები გადავატრიალე და მხარზე ხელი წავარტყი. -საშინლად მიზიდავ,როდესაც ეჭვიანობ-მანქანა კვლავ დაქოდა და მეორე ხელი,რომელიც თავისუფალი ქონდა ჩემს მუხლზე დადო.მესიამოვნა. **** -ვინ ხარ და რა ჯანდაბა უქენი უგემოვნო ჰეილი მონროს?-ჩემი დანახვისას ჯოშმა თავი ვერ შეიკავა. -ვიცი,რომ საშინელებაა.არც მე არ მომწონს.მაიძულეს. -ვინ გაიძულა?-ეჭვნარევი ხმით მკითხა და ჩემს წინ დაიკავა ადგილი. -კონსულტანტმა.ის უბრალოდ დარწმუნებული იყო,რომ ეს უნდა ჩამეცვა. ჩაიცინა. -აბა მეტყვი რა ხდება? -ყველაფერს აგიხსნი მართლა,უბრა... -ეს ჩემი იდეა იყო-გვერდით სკამი გამოიწია და ნაილი დაჯდა. ჯოში გაწითლდა,გალურჯდა.არ ვიცი,მის სახეზე ცისარტყელამ გადაირბინა და როცა მეგონა,რომ აქაურობას დაამტვრევდა,სიცილი დაიწყო. -შენ ყველაზე საშინელი ხარ,ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ-სიცილით წარმოთქვა და ნაილს ხელი ჩამოართვა. -მოიცა რა?-ვიკითხე და სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდნენ,შემოსასვლელის კარებში ნაცნობი სახე გამოჩნდა. -ამას აქ რა ჯანდაბა უნდა?-ყურში ჩამძახა ჯოშმა. -თუ არ დამაყრუებ კარგი იქნება.ნაილმა დაპატიჟა. და საერთოდ ამიხსნით აქ რა ხდება? -როგორც კი ვახშამი დასრულდება-პირობა მომცა ნაილმა და ნეითთან შესაგებებლად ფეხზე წამოდგა. ნეითი გაკვირვებული სულაც არ ჩანდა.პირიქით ლაღად მოაბიჯებდა მაგიდებს შორის და ირგვლივ მსხდომთ ღიმილით აჯილდოვებდა.გავგიჟდები თუ ესეც ამათთანაა შეკრული. -როგორც ჩანს ეს პაემანი არაა-თავისი იუმორი გამოავლინა ნეითმა,ნაილის გამოწვდილი ხელი დააიგნორა და ჯოშის გვერდით ადგილი დაიკავა. ეს ორი ერთად ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის,მაგრამ ფაქტია:მე ახლა არ მძინავს და ეს სულაც არაა ჩემი ღამეული კოშმარი. **** -აბა რას შეუკვეთავთ-თავზე დაგვადგა მიმტანი. -ქათმის სალათი და გახუხული პური-შეკვეთა გააკეთა ნეითმა. -შენ საშინელი გემოვნება გაქვს-დაიჯღანა ჯოში და მენიუს ჩახედა. -იცით რას გეტყვით?მე არ ვაპირებ შეკვეთის გაკეთებას მანამ,სანამ არ ამიხსნით აქ რა ჯანდაბა ხდება-გულზე ხელი დავიკრიფე და სამივეს დაბღვერილმა შევხედე. -ბატონს თავისი საჭმელი მოართვით-მიმტანს მიმართა ნაილმა-ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ წყალი. მიმტანი წავიდა. -შეგიძლიათ დაიწყოთ.მე გისმენთ. -გეფიცები მე აქ არაფერ შუაში ვარ-ხელები ასწია ნეითმა-მეგონა პაემანზე მეპატიჟებოდი. -გაჩუმდი-შევაწყვეტინე,მანამ სანამ კიდევ რამე სისულელეს იტყოდა. -მე და ჯოში ბავშვობის მეგობრები ვართ-დაიწყო ნაილმა-ერთმანეთი დაწყებით სკოლაში გავიცანით,მაგრამ შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო მე აქედან წასვლა მომიხდა.არანაირი კონტაქტი და მიმოწერა არ ხდებოდა ჩვენს შორის მანამ,სანამ ერთი წლის წინ მისტერ ბერნარდთან ერთმანეთს ისევ არ შევხვდით.გაირკვა,რომ შენ და ჯოში საუკეთესო მეგობრები იყავით და იმ ღამეს ტელეფონის დასაბრუნებლად,რომ მოგაკითხე,სახლის მისამართი სწორედ მან მითთხრა.მაფრთხილებდა,რომ შენზე საერთოდ არ მეფიქრა,მაგრამ გვიანი იყო.ჯოშმა იცოდა,რომ წასვლა მომიწვდა.ვთხოვე,რომ ეცადა ჩემზე აღარ გეფიქრა,მაგრამ ვეგასში ორი თვე არც მქონდა გატარებული,რომ მისი წერილი მომივიდა.შენი გრძნობები,განცდები,ყოველი სიტყვა,ცრემლი.იმ წერილში აბსოლიტურად ყველაფერი ეწერა,მაგრამ დაბრუნებას ვერ ვბედავდი.მაინც მეგონა,რომ ის ერთი დღე შენს სახლში არაფერს შეცვლიდა.ვაი,რომ შევცდი.ერთი წლის შემდეგ,მონატრება ვიგრძენი და ამიტომ დავბრუნდი.არ ვაპირებდი დარჩენას,მაგრამ ჯოში დამემუქრა,რომ თუ არ დავრჩებოდი საკუთარი ხელებით გამითხრიდა სამარეს-გაეცინა-მაშინ იმ კლუბში შემთხვევით არ აღმოჩენილხარ.ეს გეგმის ნაწილი იყო. კარგი.ჩემი ტვინი ამდენ ინფორმაციას ერთდროულად ვერ ამუშავებდა.თავი ამტკივდა.ამასობაში მიმტანმა ნეითის შეკვეთა მოიტანა და ჩვენც გვკითხა რას მივირთმევდით. -არაფერს,ჩვენ უკვე მივდივართ-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. -ანგარიში თუ შეიძლება-უთხრა ნაილმაც. გოგონამ თავი დაგვიქნია და თანხა სწრაფად გამოწერა. -მე ჯერ არაფერი მიჭამია-დაიბუზღუნა ნეითმა.ახლა მისი თავი საერთოდ არ მქონდა. -შეგიძლია დარჩე-ჩემი სათქმელი ნაილმა უთხრა და ფული გადაიხადა. მოსაცმელი ავიღე და გასასვლელისკენ წავედი. -ის საშინლად გაბრაზებულია-დაიჩურჩულა ჯოშმა. -ვიცოდი,რომ ასე იქნებოდა-უპასუხა ნაილმა და მერე გაჩუმდნენ. გზისკენ წავედი და პირველივე ტაქსის ხელი ავუწიე. -რას აკეთებ-მაჯაში ხელი წამავლო ნაილმა,როდესაც მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი. -სახლში მივდივარ-ხმამაღლა ვუთხარი და შევეცადე ხელი გამენთავისუფლებინა. -არა შენ ჩემთან მოდიხარ.ამით ჯოში წავა-გზა დაუთმო ჯოშს და ისიც დაუყოვნებლივ ჩაჯდა ტაქსიში.ნაილს ხელი აუწია,მე ბოდიშისმაგვარი მზერა მომაბყრო და წავიდა. ნაილმა თავისი მანქანისკენ ძალით წამიყვანა. -არ ვაპირებ შენნაირ მატყუარა ადამიანთან ერთად სადმე წასვლას-გავაპროტესტე მე -მაგრამ მოგიწევს-მითხრა და მანქანის კარები გამიღო. **** -რესტორანში ჭამა ვერ მოვასწარით,ასე რომ მითხარი რას შეჭამ: სალათს თუ ორი კვირის უკანდელ ბურგერებს?-დაობებულ საჭმელზე მიმითითა. მის სახლში ვარ.მდიდრულ,ორსართულიან აპარტამენტში,რომელიც საშინლად მაგონებს სასახლეს.ვაზვიადებ.ყველაფერი ნათელია.მაშინ,როდესაც ბოლოს აქ ვიყავი საშუალება არ მომეცა სახლი კარგად მენახა.ახლა შემიძლია და ვაღიარებ,რომ ეს ზედმეტია.ზედმეტია ადამიანისთვის,რომელიც სრულიად მარტო ცხოვრობს. -ჯანდაბა ჰეილი,უბრალოდ ხმა ამოიღე კარგი? -პიცა,ახლა მხოლოდ პიცა და გრილი შხაპი მინდა,რადგან საშინლად მცხელა. მოსაცმელი,რომელიც არც კი ვიცი,რატომ ჩავიცვი,გავიხადე და სავარძელზე მივაგდე. -წინააღმდეგი ხომ არ ხარ შენს სააბაზანოში,რომ შევიდე? -არა რათქმაუნდა.პირდაპირ და შემდეგ მარცხნივ.პირველივე კარია. თავი დავუქნიე.დიდ სარკეში საკუთარი ანარეკლი შევათვალიერე.ეს კაბა,არც ისე ცუდად გამოიყურება.თუ იმას არ ჩავთვლით,რომ დისკომფორტს მიქმნის.აუცილებლად გავითვალისწინებ ნაილის რჩევას კაბის დაწვის შესახებ.თმა შევიკარი.სახეზე ცივი წყალი შევისხი და ცოტათი გავგრილდი. -ამ სახლში სულ ასე ცხელა?-გავძახე ნაილს. -შენ უბრალოდ ჩემს გვერდით ხარ და ამიტომ გცხელა.ეს სულაც არაა ამინდის ბრალი-თვითონაც გამომძახა. სულელი.სახე პირსახოცით შევიმშრალე და სამზარეულოში გავედი. -ეს კაბა საშინელებაა-დავიწუწუნე და სალათის ფურცელი შევჭამე. -მე კი ძალიან მომწონს-გამიღმა და თვალი ჩამიკრა. -ხოდა შეგიძლია ჩაიცვა-ჩუმათ ჩავილაპარაკე და კაბის გახდა დავიწყე. -ამას ნუ აკეთებ-ამოიბუზღუნა. -რატომ?-გავიცინე-შენთვის ზედმეტად ცუდი ვარ? -სისულელეა-მანაც გაიცინა-უბრალოდ მინდა,რომ ეს მე გავაკეთო. ჩემსკენ წამოვიდა.კაბის შესაკრავს ხელი მოკიდა და ქვემოთ დაწია,მაგრამ არ გაიხსნა. -გაიჭედა-ვთქვი სხვათაშორის. შესაკრავის წვალებას შეეშვა და კაბა შემომახია. -მაგრამ ეს ხომ ტყავი იყო? -სამწუხაროა,არადა ძალიან მომწონდა. -არაუშავს მაინც მის დაწვას ვაპირებდი-ჩვენი დილანდელი საუბარი გავახსენე. არაფერი უთქვამს.მაგიდიდან ყველაფერი გადაყარა და ზედ შემომსვა.არ ვიცი,რატომ მაგრამ არ მრცხვენოდა მის წინაშე შიშველი ყოფნა.ეს მას მოსწონდა. -შენ უბრალოდ საშინლად სრულყოფილი ხარ ჩემთვის-მაისური გაიხადა და მაკოცა. ამოვიხვნეშე,როდესაც კისერზე ოდნავ მიკბინა და სველი კოცნების დატოვებით მკერდამდე ჩავიდა.არ შემეძლო გამეკონტროლებინა საკუთარი ემოციები,მაშინ,როდესაც ვიცოდი რაც მოხდებოდა შემდეგში და ყველაზე მაგარი ის იყო,რომ ამაზე საერთოდ არ ვდარდობდი. -შეგვიძლია,რომ ეს ყველაფერი საძინებელში გავაგრძელოთ- ძლივს წარმოვთქვი სიტყვები. ‘მოდუნდიო’ მხოლოდ ეს მითხრა და მეც მოვდუნდი... -მშია-ვუთხარი და კაბის ნაგლეჯები შევაგროვე. -ხო რა თქმა უნდა.ჩავიცვამ და პიცა გამოვიძახოთ. - და მე რა ჩავიცვა? -ვფიქრობ ჩემი მაისური და შორტები გამოდგება-ნაზად მაკოცა და კიბეებისკენ წავიდა. **** -და საცვალი?-ვკითხე,როდესაც შხაპი მივიღე და ტილოშემოხვეული გამოვედი ოთხში. -არავინ გიძვრება შორტში,ასე,რომ ეგ პრობლემა არაა-გაიცინა და თვალი ჩამიკრა. მაინც არ ვიყავი მიჩვეული ასეთ ლაპარაკს,ამიტომ როგორც ყოველთვის ლოყები შემეფარკლა. -კარგი რა-ხელი მომკიდა ნაილმა და მიმიხუტა-როდემდე უნდა წითლდებოდე ყველაფერზე? -ჰეი,მე არ ვარ მიჩვეული ამ ყველაფერს გასაგებია?-ამოვიოხრე,როდესაც კისერში მაკოცა-და მე ვარ ადამიანი,რომელსაც საშინლად შია,ასე,რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირე. ოთახიდან გამოვიქეცი და კიბეებზე ჩავირბინე.გზაში ტილო გამძვრა,მაგრამ მისი აღებით თავი არ შემიწუხებია.გამეცინა,როდესაც წელზე თბილი ხელების შეხება ვიგრძენი. -დაგიჭირე-ჩაიხითხითა და დივანზე დამახეთქა. -გაჩერდი-დავიყვირე,რადგან ღუტუნი დამიწყო. გულში ათასჯერ მაინც გადავუხადე მადლობა პიცის დამტარებელს.ის,რომ არა ახლა მკვდარი ვეგდებოდი.ნაილი წამოდგა,შარვალი შეისწორა,რაღაც „მე შენ მოგივლის“ მსგავსი მზერა მესროლა და კარების გასაღებად წავიდა.დრო ვიხელთე და ოთახში დავბრუნდი.საწოლზე დაწყობილი ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი და როგორც კი კარების დახურვის ხმა გავიგე მაშინვე დაბლა ჩავირბინე.ნაილს უკვე მოესწრო ერთი ნაჭერი პიცის აღება და გერიელად იქნევდა ყბებს.პირისკენ წაღებული ლუკმა ხელიდან გამოვტაცე და მე შევჭამე.გამანადგურებელი მზერით შემომხედა,მაგრამ არაფერი უთქვამს ისე აიღო მეორე ნაჭერი და მანაც ჭამა დაიწყო. -ფილმს ვუყუროთ-შევთავაზე და ტელევიზორის წინ კარგად მოვკალათდი.თავისქნევით დამეთანხმა და უკვე ჩადებული კასეტა ჩართო.თვალები გამიფართოვდა,როდესაც ეკრანზე სექსის სცენები გამოჩნდა და ლუკმა გადამცდა.ხველებით გავედი სამზარეულოში და ჭიქიდან დიდი ყლუპი წყალი მოვსვი. -ეს რა იყო?-ვკითხე,როგორც კი სამზარეულოში შემოვიდა.იცინოდა. -ალბათ ჩემი მეგობარი უყურებდა.მას ქალის სითბო აკლია-ჩაიხითხითა-წამოდი სხვა რამეს ვუყუროთ. -რა თქმა უნდა მე არ ვაპირებდი შენთან ერთდ გარყვნილობების ყურებას-მეც გავიცინე და უკან გავყევი. **** -სად ჯანდაბაში იყავი?-ყვირილით გამოვარდა დედაჩემი სამზარეულოდან. -ამ...ღამით მაიასთან დავრჩი-სწრაფად შევთხზი არადამაჯერებელი ტყუილი.ლილიმ იცოდა,რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ჯოში იყო. -მაია ვინაა?-შედარებით მშვიდი ხმით მკითხა და დივანზე ჩამოჯდა. -ჩემი კლასელი,რომ გაინტერესებდეს შენი შვილი,ეს აუცილებლად გეცოდინებოდა-საშინელი ადამიანი ვარ,საშინელი. -მაპატიე,რომ გიყვირე-გულაჩუყებულმა ამოიოხრა და დავიფიცებდი მალე ტირილს დაიწყებდა. -დე მოხდა რამე?-მის წინ მუხლებთან დავჯექი და თავი კალთაში ჩავუდე.ეს ერთადერთი შემთხვევა,როდესაც ასე თბილად ვიქცევით.უბრალოდ ვიცი,რომ დამნაშავე მე ვარ და არა ის. -დაბრუნდა. -ვინ დაბრუნდა? -რაილი-უსიცოცხლო მზერით შემომხედა და სამზარეულოში გავიდა. ჩემი გესმით?თუ გესმით მითხარით,რატომ არ არის ბედნიერება ხანგრძლივი.მიპასუხეთ რატომ არასდროს გამოდის ისე,როგორც გინდა,რომ იყოს.ადამიანებო,რატომ გვაყენებს ცხოვრება ასეთ ტკივილს და რატომ აბრუნებენ წარსულს,ის ხომ წარსულია და არა მომავალი.რატომ ვერ ვხედავ ახლა ვერაფერს?რატომ მიდგას თვალწინ მხოლოდ თინეიჯერი ბიჭის ცბიერი ღიმილი და არა ჩემი ცისფერთვალებას სახე.ასეთი რა ზმანებაა მთელ ცხოვრებას,რომ მინგრევს.რატომ ცხოვრობენ დედამიწაზე სულები,მიპასუხე ადამიანო.გავგიჟდი?აღარ მიკვირს.თუ სულებს შეუძლიათ გახდნენ ჩვენი აჩრდილები,რატომ არ შეიძლება,რომ მე გავგიჟდე.ამის უფლება მაინც მომეცი ადამიანო,ამის უფლება მაინც...სიცოცხლეს მართმევ და ეს ცოტა სწრაფად მაინც გააკეთე.მეც მინდა სამოთხე,თეთრი სინათლე გვირაბის ბოლოს და მეც მინდა ვიყო ღმერთთან ახლოს.თითქოს თავიდან იბადები და მერე ცხოვრება გძულდება.სიცოცხლის უფლება გერთმევა და შენ მომავალსაც სხვები განაგებენ.რატომ ზიხარ უმოქმედოდ და რატომ ახმაურებ კლავიატურას?თუ ისტორია გინდადა,რატომ ცოტა ბედნიერი არ შექმენი.რატომ მტანჯავ ასე?იქნებ მეც მინდა ქმარი,შვილები,თბილი ოჯახი და ბედნიერება.რატომ განაგებ ჩემს ცხოვრებას შენ და არა მე ისე როგორც მინდა.უსამართლობაა,შენ ღმერთი არ ხარ. გაექცე საკუთარ თავს?სისულელეა.ეს იგივეა ჩაიხედო სარკეში და საკუთარი თავი ვერ დაინახო. -ჰეილი,ჰეილი-ვიღაცის ხელები სახეზე მირტყავდა და მეც ნელ-ნელა სამყაროს ვუბრუნდებოდი. -კარგ..ად ვარ-ნაწყვეტ-ნაწყეტ წარმოვთქვი და დედაჩემს შევხედე. -შენს ოთახში აგიყვან. ოთახში სიმარტოვეა,როგორც ყოველთვის.ვაფასებს სიჩუმეს,ამ დროს ბევრ რამეზე შეგიძლია დაფიქრება,მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთ დასკვნამდე მიდიხარ: შეიძლება გაგიჟდე. ტელეფონი აბზუილდა. -გისმენთ. -ჰეი პატარავ,კარგად ხარ-მომესმა ხმა რომელიც ჩემთვის ანგელოზის ხმასთან ასოცირდებოდა. -არა,კარგად არ ვარ. -რამე სერიოზულია?შემიძლია მოვიდე. -არა მე უბრალოდ მჭირდება რამე,რომ გული გადავაყოლო. -კლუბში ვაპირებდი წასვლას,წამოხვალ? -ნახევარ საათში შეგხვდები. ტანსაცმლის არჩევით თავი არ შემიწუხებია.დედაჩემს ვუთხარი მაიასთან მივდივართქო და მარტო ის მომაძახა არ დაიგვიანოო.მომწონს ასეთი,რომ არის. -სწრაფად შემომთავაზე ვერსიები სად შეიძლება წავიდეთ-მანქანაში ჩაჯდომისთანავე მომაყარა ნაილმა. -Electric Brixton-მაშინვე ვუპასუხე მე. -არაა ეგ ადგილი ჩემში საშინელ გრძნობას იწვევს. -მაშინ Ministry of Sound. -უკეთესად ჟღერს. არ დავიწყებ იმის ახსნას თუ როგორი ხმაურიანი ადგილი იყო და ორი კვარტლის მოშორებითაც მუსიკის ხმა ისმოდა.ეს სამოთხე იყო,შესაძლოა,მხოლოდ დღე,მაგრამ იყო. -ბართან მივიდეთ-მიმართულება შეიცვალა ნაილმა და ხელი მომკიდა-არ დამეკარგო. ბევრი დავლიეთ,ძალიან,უზომოდ ბევრი.ვიცეკვეთ იქამდე ვიცეკვეთ სანამ მოძრაობებისგან წელი არ გამიშეშდა.გავიხსენეთ ბავშვობის ამბები და იქამდე ვიცინეთ,სანამ ყბები არ გვეტკინა.ბოლსო ყველა სიკეთესთან ერთად ჰალუცინაციებიც დამეწყო და ამისდამიუხედავად მაინც შემეშინდა მწვანე თვალების.თვალები,რომლებიც საშინლად შემაძრწუნებელი იყო და მისი პატრონი,რომელიც ჩემსკენ მშვიდი ნაბიჯებით მოიწევდა. **** -წავიდეთ-საწყლად ამოვიკრუსუნე და მწვანე თვალებთან მაშინვე კონტაქტი გავწყვიტე,როგორც კი შემზარავად გამიღიმა.ნაილის მკლავს ძლიერად მოვუჭირე ხელი და შევეცადე კარებისკენ წამეთრია. -ჰეი გართობა ჯერ არ დამთავრებულა-ჩემი ხელი მისაში მოიქცია და აკოცა. -გთხოვ უბრალოდ დღეს ადრე დავამთავროდ. ალბათ ჩემმა გასაცოდავებულმა ხმამ იმოქმედა და ასე ადვილად ამიტომაც დავითანხმე.“გადავიხდი“-ო ერთი მითხრა და ბარისკენ წავიდა.მარტო ყოფნის შემეშინდა,თუმცა ვგრძნობდი,რომ ვიღაცის მზერა მარტო ყოფნის საშუალებას სულაც არ მაძლევდა. -წავედით-შევხტი,როდესაც არსაიდან ნაილი ჩემს გვერდით ასეთი სისწრაფით გაჩნდა და კარისკენ წავედით. ეს იმას გავდა,რომ ვიძახდი მეც მინდა გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვათქო და თითქოს მივიღე,მაგრამ ხომ გაგიგიათ „ბედნიერებას უბედურებაც თან სდევსო“?ლამის ინფაქტმა დამარტყა,როდესაც თეთრი მწვანემ შეცვალა და ინსტიქტურად მივეყინე ერთ ადგილს. -რა გჭირს?-შეშინებული თვალებით შემომხედა ნაილმა და როდესაც ჩემს მზერას თვალი გააყოლა,ჩაიხითხითა და ხელი გამიშვა. -შეიძლება,რომ ყოველთვის ასეთი ეფექტური გამოჩენა გქონდეს?-წაუსტვინა ნაილმა და ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. -ხომ იცი,მოულოდნელობები მიყვარს-ბოხი,ხრიწნარევი ხმით წარმოსთქვა ჩემმა აჩრდილმაც. -ვერ ვიჯერებ,ამდენი დრო გავიდა ჰარი-გადასახვევად გაემართა ნაილი. ეს სულაც არ გავდა იმ დღეს,როდესაც ნაილმა და ჯოშმა გამომიცხადეს,რომ ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ.ეს რაღაც მეხის გავარდნას გავდა და ველოდი,როდის აფეთქდებოდა ჩემში ატომური ბომბი.ბრაზი მომაწვა და მივხვდი,როგორი იდიოტი ვარ.აუცილებლად უნდა დამეთვარიელებინა ნაილის ბავშვობის ფოტოალბომები,ასეთი სიურპრიზები ახლა აღარ იქნებოდა.და მაინც იქნებ ჩემი ბავშვობის მეგობარია და მეც ვერ ვიხსენებ?ამდენი დამთხვევა მკლავს.მეგონა მოვკვდი.მაგრამ ფაქტი იყო,რომ ჩემი ბავშვობა ნელ-ნელა ცოცხლდებოდა და ყველაფერი უკან დაბრუნებას იწყებდა.რისი დავიწყებასაც მთელი ცხოვრება ვცდილობდი და მაინც და მაინც დღეს დაემთხვა.დაბრუნდა რაილი და ახლა ისიც?თავი კოშმარულ სიზმარში მგონია..მაინც ვერ ვხვდები რა უდევს გულში ავტორს?ადამიანი თუ ხარ გამეცი მხოლოდ ერთ შეკითხვაზე პასუხი:“შენ,რომ მკითხველი იყო ასეთი ვულგარული ისტორიის წაკითხვა მოგინდებოდა?“ პასუხი: „ამ შეკითხვაზე პასუხს ვერასდროს მივიღებ“. -მაგრამ დავბრუნდი-ნაცნობი სიცილით გაიცინა და მე შემომხედა.სულ არ შეცვლილა. -გაიცანი ეს ჩემი შეყვარებულია,ჰეილი-შემომხედა-ჰეილი ეს ჰარია,ასე ვთქვათ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,ან იყო-მხრები აიჩეჩა ნაილმა და ლოყაზე მაკოცა. -მე მას ვიცნობ-დავიჩურჩულე და თავი დავხარე. მივხვდი,რომ გაიგო.როგორ ამეხსნა ნაილისთვის საიდან ვიცნობდი ჩემს ღამეულ კოშმარს?ეს შეუძლებელი იყო. -გალამაზებულხარ-მომიახლოვდა ჰარი და ხელები მომხვია-ბოლოს,რომ გნახე საფრთხობელას გავდი-უშნოდ იხუმრა მან. ნუ მომთხოვთ ვიმართლო თავი.თქვენ არ გიკითხავთ არაფერი იმის შესახებ თუ როგორი ვიყავი ბავშვობაში.მართალია,მე მეკეთა ბრეკეტები,იმისთვის,რომ 17 წლის ასაკში ასეთი შესაშური კბილები მქონოდა.მე ვატარებდი სათვალეებს,რომელიც საშინლად არაკომფორტული იყო,მაგრამ ახლა მე არ მაქვს არანაირი პრობლემა მხედველობაზე.ასე,რომ ნამდვილად არ ვყოფილვარ ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. -თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?-იკითხა ნაილმა. -ჩვენ ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ.ბავშვობის მეგობრები,არა ჰეილი?-შემანჯღრია ჰარიმ. -წავალ კარგი?-ვთხოვე ნაილს-უბრალოდ არ გამომყვე. -შანსი არაა ჰეილი-უარყოფის ნიშნად გააქნია თავი ნაილმა-მოვკვდები და მარტო არ გაგიშვებ. -გთხოვ,გპირდები,როგორც კი სახლში მივალ მაშინვე დაგირეკავ-შევპირდი მას-უბრალოდ მინდა,რომ დავფიქრდე. -ამას არ უნდა ვაკეთებდე-თავი გააქნია მან-მაგრამ ჯანდაბა!!! მე არ შემიძლია შეგზღუდო შენ.იცოდე თუ არ დამირეკავ,ფეხებზე დავიკიდებ ყველას და ყველაფერს და სახლში მოგადგები. -შევთანხმდით-მსუბუქი კოცნა დაბუტოვე ტუჩის კუთხეში. -მომავალ შეხვედრამდე ჰეილი-მომაძახა ჰარიმ. წავედი თუ არა სახლში?არა,იქ არ წავსულვარ სადაც სიმარტოვეა.ის რასაც ახლა ვაკეთებდი,ალბათ ყველაზე საშინელი რამ იყო რაც კი გამიკეთებია მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.მაგრამ ახლა ეს მჭირდებოდა.მჭირდებოდა დავლპარაკებოდი იმას,ვინც ვიცოდი,რომ გამიგებდა. **** -ვინ ჯანდაბაა?-კარს იქით ყვირილის ხმა გაისმა და შემოსასვლელ ოთახში შუქი აკაშკაშდა.კარზე ბრახუნი არ შევწყვიტე,მანან სანამ ბოქსერებში გამოწყობილი ნეითი,თვალების სრესით არ გამოვიდა გარეთ. -ჰეი-მივესალმე მას და შევიშმუშნე. -ჯანდაბა ჰეილი,შუაღამისას აქ რას აკეთებ?-თვალებს არ დაუჯერა მან და გაიწია,რომ შევეტარებინე. -შენ მითხარი,რომ მოვსულიყავი,როდესაც დამჭირდებოდი-შევახსენე მისი ნათქვამი და დივანზე დავჯექი. -სერიოზულადაა საქმე?-თვალებმოჭუტულმა მკითხა და იქვე მიგდებული შარვლის ამოცმა დაიწყო. -საკმაოდ.ჰარი დაბრუნდა ნეით,ის ისევ ქალაქშია-თვალებდახუჭულმა ამოვიჩურჩულე და გავიგე,როგორ მძიმედ ამოიოხრა მან. -გინდა ვისაუბროთ?-გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია.ამ დაძაბული ატმოსფეროს მიუხედავად,ამას ჩემთვის დისკომფორტი სულაც არ შეუქმნია.თავი დაცულად ვიგრძენი და პირიქით მის მკერდზე თავი მივასვენე. -მინდა. -რატომ დაბრუნდა? მკითხა მას შემდეგ რაც სამზარეულო დალაშქრა და გამოიტანა ყველაფერი რისი ჭამაც კი შეიძლებოდა. -არ ვიცი,ალბათ რამეს აპირებს.ყველაზე მეტად კი ის მაშინებს,რომ ნაილის მეგობარია. -ნაილის?-ჩაი გადაცდა ნეითს.თავი დავუქნიე-ეგენი ერთმანეთს საიდან იცნობენ? -მეც ეგ მაინტერესებს.მომისმინე,ჩვენი ბავშვობის ფოტოალბომები,ხომ არ გაქვს? -ალბათ სადმე საკუჭნაოში ყრია. ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ფეხზე წამოვდექი.ნეითმა კითხვის ნიშნით აღსავსე მზერით შემომხედა. -აუცილებლად უნდა ვიპოვოთ.მინდა დავრწმუნდე იმაში,რომ ნაილი არ იყო ჩვენი ქუჩების ერთ-ერთი ბინადარი. -და ამას რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს?-ფეხზე წამოდგა ისიც. -შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი. **** -რამე იპოვე?-გაწბილებულმა გვერდით გადავდე დამტვერილი ფოტოალბომი და ნეითს გავხედე,რომელიც წარბებშეჭმუხნილი ათვარიელებდა სურათებს. -ღმერთო,რას ვგავდი ბავშვობაში და თავი დიდი ვინმე როგორ მეგონა?-გაკვირვებული სახით ამომხედა.გამეცინა. -მე სულაც არ ვთვლიდი,რომ შენ ცუდი გარეგნობა გქონდა.ალბათ ამიტომ შემიყვარდი-ვიგრძენი,როგორ ამიხურდა ლოყები. -ჰეი, შენ საუკეთესო იყავი მათ შორის ვისაც კი ოდესმე ვყვარებივარ-ლოყაზე ნაზად მეამბორა. -მე ახლაც მიყვარხარ ნეით,უბრალოდ ცოტა სხვანაირად. -ჰო და ამას ვაფასებ,მართლა. ტელეფონის ვიბრაციამ გამომაფხიზლა და თვალებით კონტაქტი გავწყვიტე. ნაილი მირეკავდა.ჯანდაბა!!! -თუ არ გინდა,რომ ახლავე პოლიციაში წავიდე და შენი გაუჩინარებისთვის მთელი სამმართველო შევძრა,მითხარი სად ჯანდაბაში ხარ და რატომ არ დამირეკე სახლში მისვლისთანავე?-მომაყარა,როგორც კი ვუპასუხე. -ბოდიში,მე უბრალოდ დამავიწყდა.და საერთოდ მე პატარა ბავშვი არ ვარ ნაილ,რომ შემოწმება მჭირდებოდეს-ამოვიოხრე. -პატარა კი არა უტვინო ბავშვი ხარ,გასაგებია? -გავიგე.შეიძლება,რომ დავიძინო?-უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე. -არა,არ შეიძლება.შენი სახლის წინ ვდგავარ.სანამ ფანჯრიდან არ გადმოიხედები და არ დავრწმუნდები იმაში,რომ მართლა კარგად ხარ,აქედან არ წავალ. დამცხა.ტვინში სისხლი ჩამექცა და კიდევ რავიცი,ანდერძის შედგენაც დავიწყე გონებაში. -მომისმინე,ახლა ვერ გამოვიხედები კარგი?უბრალოდ არ შემიძლია,ხვალ გნახავ.გკოცნი,მიყვარხარ,ნახვამდის-ერთი ამოსუნთქვით ჩავყვირე და გავუთიშე. -მოგკლავს ხომ იცი?-ახლოს მოიწია ნეითი და მზრუნველი მშობელივით თმაზე მომეფერა. -ვიცი,უბრალოდ ახლა,შენთან ყოფნის ამბავი,რომ მეთქვა,ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. და მაინც,ვერ ვიჯერებდი,რომ ახლა ნეითის სახლში ვიმყოფებოდი და ვუყურებდი ბიჭს,რომელიც არ ვიცი რამ შეცვალა. **** *Flashback” ყველანი ერთ ქუჩაზე დავიბადეთ.მხოლოდ რამოდენიმე ღობე გვყოფდა,თუმცა ეს არასოდეს ყოფილა ჩვენთვის ბარიერი.სულ სამნი ვიყავით.ერთი ქუჩების შვილები.ბავშვობა ერთად გავატარეთ,თითქოს თანასწორები ვიყავით,მაგრამ ჩვენში ნეითი მაინც ლიდერობდა.ალბათ ამიტომ აითვალწუნა,მერე ყველამ და ჩვენც თანდათან დავიშალეთ.თავიდან ყველაფერი კარგად იყო.ერთადერთი გოგო ვიყავი და ალბათ ამიტომაც მცემდნენ ოდნავ მეტ პატივის,მხოლოდ ოდნავ.პირველად ჰარი,რომ შევამჩნიე 4 წლის ვიყავი.ბაღიდან დედას მოვყავდი და სწორედ მაშინ დავინახე,ხვეულთმიანი,მწვანეთვალება ბიჭი,მამის დარტყმებს,რომ იგერიებდა.მაშინ შემეშინდა,მეგონა სცემდნენ,მაგრამ შევცდი.ყველაფერი ცოტა წამოზრდილმა გავარკვიე,მაშინ,როდესაც ჰარიმ ჩვენთან თამამად დაიწყო საუბარი თავის წარმატებებზე კრივში. ნეითი დედამ გამაცნო.დედამისი ლიზი და დედაჩემი დიდხანს მეგობრობდნენ.თუმცა შემდეგ ლიზი გარდაიცვალა.ამის გამო ნეითმა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვები მიიღო და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად,სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადავიდნენ.მას შემდეგ ქუჩები დამშვიდდა,მაგრამ ეს სიჩუმეც საშინლად მოქმედებდა ჩემზე. მარტო დავრჩით:მე და ჰარი. ცხოვრება,რომ განვაგრძეთ და თითქოს ყველაფერი,რომ დავივიწყეთ სწორედ მაშინ გამოჩნდნენ : ლუი,ლიამი და ზეინი.ტყუპებივით იყვნენ(მიუხედავად იმისა,რომ მათში არაფერი იყო ერთნაირი) და ცალცალკე არასდროს დადიოდნენ.გადმოსვლისთანავე დამშვიდებული გარემო აახმაურეს და ალბათ იმ დღიდან დამჩემდა მათი შიში.ჰარიც,რომ მათ შეუერთდა,მერე სულ გადაირია და იმ პატარა ჰარისგან არაფერი დარჩა,მე,რომ ვიცნობდი. ზაფხულის თბილ ღამეს,სახლიდან გამოვიქეცი.ჩემს ოჯახში ხშირი იყო ყველანაირი სახის კონფლიქტი და მიუჩვევლობის გამო სახლიდან ხშირად გავრბოდი.პატარა ვიყავი და არ მესმოდა მშობლების დაპირისპირების მიზეზი,მაგრამ ვერც ახლა გავარკვიე.ის საღამო საბედისწერო აღმოჩნდა.აქეთ-იქით დავეხეტებოდი, ჰარის და მის „ბანდას“,რომ გადავეყარე.არ ყოფილია,არანაირი ფიზიკური კონტაქტი,მაგრამ მაშინ რაც მათ გამიკეთეს,ეს ყველაზე უარესი იყო.დღემდე არ ამომდის ყურებიდან მათი სიცილის ხმა და სწორედ ამიტომ მეშინია მათი დაბრუნების.მაგრამ,მაინც ბრუნდებიან. **** *Now* -ჰეილი,სად ხარ?-ტელეფონში დედაჩემის შეშინებული ხმა გაისმა. -მალე სახლთან ვიქნები.რა ხდება?-მისი ხმის ტემბრის გამო მეც ავნერვიულდი. -არ გაბედო და სახლში არ შემოხვიდე გასაგებია?-თითქმის დაიყვირა,მაგრამ მაშინვე გაჩუმდა და ისევ ჩურჩულზე გადავიდა-უბრალოდ დამიჯერე და მაიასთან წადი კარგი? -დე რა ჯანდაბა ხდება ამიხსენი-მეც არანაკლებ განერვიულებულმა დავიყვირე,მაგრამ კავშირი გაწყდა. მისი მოთხოვნების მიუხედავად,მაინც გაბედულად შევგლიჯე სახლის კარები და შიგნით შევაბიჯე. -ჰეი-დავიყვირე,რომ დედაჩემს გაეგო,მაგრამ ხმა არავინ გამცა. საშინელების მოლოდინში კიბეებზე სწრაფად ავირბინე და მისი ოთახის კარები შევხსენი.ტირილის ხმის გაგონებაზე ტაომ დამაყარა და სწრაფად მივუახლოვდი დედაჩემს,რომელიც საწოლის გვერდით იჯდა და ცხარე ცრემლით ტიროდა.ხელები მჭიდროდ მოვხვიე და გულზე მივიკარი. -ჯანდაბას შენი თავი ჰეილი.მთელი ცხოვრება ასეთი გაუგონარი იყავი და ამან დაგღუპა.რომ გელაპარაკები რატომ არ გესმის?-ტირილს უმატა. -მითხარი რა ხდება?რიკი სადაა? -მეზობელთანაა.გთოვ წადი,მასთან წადი-ხელი მკრა და ფეხზე წამოდგა. -მითხარი რა ხდება?რატომ ტირი,ან საერთოდ ასეთი შეშინებული ხმა რატომ გაქვს?-ისტერიკამ მომიცვა. -გითხარი,რომ აქ არ უნდა მოსულიყავი... მე დედა ვარ შენი და.... -ჰეი-ხელი სახესთან ავუქნიე.გაშტერებული იდგა და ნათლად დავინახე,როგორ გაუდიდდა თვალის გუგები. დენდარტყმულივით შევბრუნდი უკან და თითქოს გამიკვირდა კიდეც,დედაჩემს უარესი რომ არ მოუვიდა. -გამარჯობა პატარავ-ნაცნობმა ხმამ მკვეთრად გაიჟღერა. -რაილი-თითქოს ბოლო ამოსუნთქვას ამოვაყოლე ეს სახელი და ვიგრძენი,როგორ მომეკვეთა ფეხები. **** თვალები ნათელ და მზის სხივებისაგან გამთბარ ოთახში გავახილე.როგორც კი მარჯვენა მხარეს კედელი შევნიშნე მაშინვე მივხვდი,რომ ნაილის ოთახში ვიმყოფებოდი.სწრაფად წამოვწიე თავი საწოლიდან და მოსალოდნელ თავბრუსხვევას დაველოდე,თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.საწოლიდან ისეთი სისწრაფით წამოვხტი,ჩემს გარშემო ყველაფერი აჭრელდა და გამოსახულების დალაგებისთანავე ოთახი დავტოვე.სუნი,რომელიც სამზარეულოდან აღწევდა თავისთან მიხმობდა და მეც შეწინააღმდეგების გარეშე გავყევი მას. -შენ საშინლად სექსუალური ხარ-აღმომხდა,როგორც კი ტანს ზემოთ შიშველი,გაზქურასთან მდგარი ნაილი დავლანდე. -არ შეგეწინააღმდეგები-დაიჩურჩულა და ომლეტი ამოაბრუნა. „ გაბრაზებულია“ - გავიფიქრე და უკნიდან ჩავეხუტე. -აქ რატომ ვარ?-ჩემთვის დავილაპარაკე და თითქოს მაშინ გამახსენდა,რომ ჩემს სახლში არ ვარ-ნაილ. ყურადღება არ მოუქცევია ისე გააგრძელა თავისი საქმე და სადილი თეფშებზე გადაანაწილა. -გეფიცები თუ ხმას არ ამოიღებ,მე აუცილებლად.... -რას იზამ? ვითომც არაფერი ისე წახვალ და კვლავ გააგრძელებ ჩემს მოტყუებას?-დაიყვირა და ჩემსკენ წამოვიდა.ინსტიქტურად გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი უკან და როდესაც მივხვდი,რომ წასასვლელი აღარსად მქონდა მისაღები ოთახისკენ გავიქეცი. -მივდივარ-ვუთხარი ისე,რომ არც შემიხედავს და მოსაცმელს დავწვდი. -ვერსადაც ვერ წახვალ-მკლავში წამავლო ხელი და მისკენ მიმაბრუნა-ვერ წახვალ სანამ კითხვებზე პასუხებს არ მივიღებ.მერე სადაც გინდა იქ წასულხარ-ამოიღრინა და დივანზე დამსვა. -რა ჯანდაბა გეტაკა?-ამოვიკრუსუნე და ნატკენი ხელი მოვისრისე. დაიწყეო,მხოლოდ ეს მითხრა და დივანზე კიდევ უფრო კარგად მოკალათდა. -სათქმელი არაფერია.შენ ყველაფერი იცი,რაც უნდა იცოდე. -შენ წამოიდგინე მე საერთოდ არაფერი ვიცი. -ღამით რა მოგხვდა თავში? -დედაშენის ზარი,რომელიც ბოლო ხმაზე მიყვიროდა,რომ ჩემი გასიებული უკანალი საძინებლიდან ამეწია და სასწრაფოდ წამოვსულიყავი შენთან.რატომ უნდა ვიგებდე მე ყველაფერს ახლა,როდესაც ვიღაც რაილი შენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის?-საკმაოდ ხმამაღლა გამოუვიდა და სახეზე წამოწითლდა. -შენ არ გაქვს უფლება ჩაერიო ჩემს წარსულში,მაშინ,როდესაც თვითონ ვცდილობ ამ ყველაფრის დავიწყებას,გასაგებია? -მინდა შეგახსენო,რომ მე „ვიღაც“ არ ვარ.ასე,რომ ჯობს საუბარი დაიწყო. -კონკრეტულად რა გაინტერესებს?-მისმა ხმამაღალმა ტონმა ამანერვიულა. -ვინ არის რაილი?რატომ გემუქრება ის სიკვდილით?რატომ გეშინიათ შენ და დედაშენს მისი ასე ძალიან? საერთოდ რა ჯანდაბა მოხდა ამ უბანში?-მიაყარა ნაილმა. -ჰეი,მე გითხარი კონკრეტულად რა გაინტერესებს-თქო-სწრაფად გავაჩერე. -ყველაფერი-გამიღიმა. ღრმად ამოვიოხრე,თვალები გადავატრიალე,სულიერად მოვემზადე ყველაფრის გასახსენებლად და თვალები მაგრად დავხუჭე. -ყველაფერი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო,მაშინ,როდესაც მამაჩემი ჯერ კიდევ ჩვენს სახლში ცხოვრობდა.ახალი წლის ღამე იყო და ჩვენც ყველა ოჯახის მსგავსად ავღნიშნავდით,მიუხედავად იმისა,რომ დედაჩემს არასდროს უყვარდა ეს დღესასწაული.თუმცა ყველაფერს ის ემატებოდა,რომ დედას რამოდენიმე დღის გაგებული ჰქონდა მეორე ორსულობის ამბავი და ახალი წლის დილას მე და მამას,რომ გამოგვიცხადა ამ წელს ყველაზე მაგრად ავღნიშნავთო,ცოტა გაგვიკვირდა.რა თქმა უნდა მეც აჟიტირებული ვიყავი,რადგან მარტოობა მოსაბეზრებელი იყო და ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი,ეს ყველაფერს შეცვლიდა.თუმცა მაშინ ყველაფერი ცუდად წავიდა.მამაჩემი მეოთხე ჭიქას ცლიდა კარზე ზარი,რომ დარეკეს.ვიფიქრეთ სტუმარიაო და შესაგებებლად ყველანი კართან მივედით.არავინ იცოდა რა იყო კარს მიღმა და ამის გაგება ძვირად დაგვიჯდა. რაილი 17 წლის იყო.მამას ჩვენთვის,ან თუნდაც დედასთვის,არასოდეს უთქვამს,რომ შვილი ყავდა და გაგვიკვირდა,როდესაც მაღალი,შავგვრემანი ბიჭი მამაჩემის შვილად გაგვეცნო.მაშინ დაინგრა ჩემი ოჯახი.ამ ყველაფერმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია და ოჯახი,რომელსაც ჩემი მშობლები დიდხანს აშენებდნენ წამში განადგურდა.არ ვიცი,რატომ,მაგრამ მიხაროდა,რადგან უფროსი ძმა ყოველთვის მინდოდა.მაშინ არ ვიცოდი,ის როგორი იყო,თუმცა ჯობდა არც გამეცნო. თოთხმეტი წლის ვიყავი რაილი ჩვენთან,რომ გადმოვიდა საცხოვრებლად და ჩემს გვერდით ოთახში ჩასახლდა. -და რატომ გეშინია?-ხრიწნარევი ხმით დაილაპარაკა ნაილმა და მაშინ გამახსენდა,თუ რატომ ვყვებოდი ამ ამბავს.ცრემლები,რომლებმაც სახე დამისველეს,შევიმშრალე და თითების წვალება დავიწყე. -გთხოვ არ გინდა-ვთხოვე მას-საჭირო არაა ამის გაგება. -ასე არაფერი გამოვა გესმის?-ჩემს გვერდით გადმოჯდა და მიმიხუტა.სად გაქრა ის უხეში ნაილი?-ერთხელ და სამუდამოდ ამ ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდე.შენს პრობლემებზე ვიღაცასთან საუბარი უნდა ისწავლო,თორემ ვერასდროს შეძლებ ამ ტკივილის დამარცხებას. თავი დავუქნიე,უფრო მივეკარი მას და გავაგრძელე: -საღამოს,როდესაც მამა და დედა კორპორაციულ საღამოზე იყვნენ მიწვეულები მამაჩემის სამსახურის გამო.მე და რაილი სახლში მარტო დავრჩით.ოთახიდან არ გამოვდიოდი,რადგან გაბრაზებული ვიყავი.მეც მინდოდა:გართობა,წვეულება და ლამაზი კაბები თუმცა ეს ყველაფერი ვერ მივიღე.კარებზე კაკუნის ხმა მაშინ გავიგე,როდესაც დაძინებას ვაპირებდი და ბუზღუნით წამოვდექი საწოლიდან. „ვითამაშოთ“ შემომთავაზა რაილიმ და მეც დავთანხმდი,წინააღმდეგ შემთხვევაში სუიციდი გარანტირებული მექნებოდა.ვითამაშოთო,რომ მითხრა კომპიუტერული თამაშები მეგონა,მან კი მის ოთახში შესვლისთანავე დამიჭირა და სკამს მიმაბა.თავიდან ეს ყველაფერი სასაცილო იყო და ბევრიც ვიცინე,მაგრამ როდესაც ტანზე კაბა შემომახია,მაშინ ვიგრძენი,რომ ეს ყველაფერი ხუმრობას აღარ გავდა. ხმა ჩამიწყდა.ტირილი ამიტყდა და წამებში დავასველე ნაილის მაიკა. -დამშვიდდი-თმაზე მეფერებოდა და სანუგეშო სიტყვებს ნაზად მეჩურჩულებდა. -ბოდიში მე უბრალოდ საშინლად სუსტი ვარ. -ცრემლები სისუსტეს სულაც არ ნიშნავს.ეს ნიშნავს იმას,რომ შენ სული გაქვს-ცრემლიან თვალებზე მეამბორა და კვლავ ჩამეხუტა. **** -ერთი რამ ვერ გავიგე-მითხრა ნაილმა,როდესაც ცივი ომლეტის ჭამას შევუდექით. -გისმენ. -შენ ქალიშვილი იყავი,მაშინ,როდესაც..ხომ ხვდები. ლუკმა ყელში გამეჩხირა და შემდეგ უაზროხველა ამიტყდა. -აიღე-ნაილმა წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა და ზურგზე ხელი გამისვა. -ქალიშვილი ვიყავი,რადგან ჩვენს შორის არაფერი მომხდარა.შიშველს ფოტოები გადამიღო,შემდეგ ეს ფოტოები სკოლაში გამივრცელა.ხომ ხვდები ის სრულ ჭკუაზე ვერ იყო.ჩემზე სერიოზული ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა და ყოველჯერზე,როდესაც მასთან მარტო ვრჩებოდი,მიჩნდებოდა შიში იმისა,რომ ეს ყველაფერი სხვა რამეში გადაიზრდებოდა. -და არ გიცდია,რომ ყველაფერი შენი მშობლებისთვის გეთქვა? -ვცადე,მაგრამ ყველაფერი ჩემს ფანტაზიებს მიაწერეს. -კარგი,მოვრჩეთ ამაზე საუბარს.ყველაფერი კარგად იქნება გპირდები.ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. **** -ვუყუროთ ფილმს? -ბოლოს შემთან ფილმის ყურებისას პირნოებს წავაწყდი-ჩავიხითხითე მე-ამიტომ მადლობ,არ მინდა. საღამო იყო,დაახლოებით ექვსი საათი.მთელი დღე ნაილთან გავატარე მიუხედავად იმისსა,რომ ახლა ყველაზე მეტად დედასთან მინდოდა ყოფნა.სახლი თავდაყირა დავაყენეთ,კომპიუტერული თამაშები ვითამაშეთ,ბევრი ვიცანცარეთ და ბოლოს დაღლილევი დივანზე მივეყარეთ. -საძინებელში მინდა-წამოიყვირა ნაილმა და ცხვირზე გამეთამაშა. სახეზე ისე ავხურდი,მეგონა მალე ყურებიდან ორთქლს გამოვუშვებდი და გვერდით მიგდებული ბალიში მთელი ძალით ჩავარტყი თავში. -ჰეი-წამოიკრუსუნა საცოდავად და ხელები დამიჭირა. -გამიშვი-დავიყვირე,როდესაც დივნიდან გადმომაგდო და ზემოდან დამაწვა. დავინახე თვალებში პატარა კაცუნები,როგორ აუთამაშდნენ და სწრაფი მოძრაობით გამხადა მაიკა.“არ არსებობს“ ჩავიბურტყუნე მე და შევეცადე მისგან განვთავისუფლებულიყავი,მაგრამ უფრო მეტად მომიჭირა ხელებზე და მეც იძულებული გავხდი ყოველგვარი მოძრაობებისგან თავი შემეკავებინა. -ამას არ გავაკეთებ. -რატომ? -დღეს არა,ამის ხასიათზე არ ვარ. -კარგი-ჩემდაგასაკვირად მალევე დამყვა და შუბლზე მაკოცა. -ახლა კი მართლა უნდა წავიდე-ვუთხარი,როდესაც ათი საათი შესრულდა. -დამელოდე გამოვიცვლი და გაგიყვან-მითხრა და ფეხზე წამოხტა. -საჭირო არაა-მაშინვე გავაჩერე,როგორც კი კიბეებისკენ დაიძრა-ჩემითაც შევძლებ. მხოლოდ შემომხედა შემდეგ კი გზა განაგრძო.მივხვდი,რომ შეკამათებას აზრი აღარ ექნებოდა და ჩხუბის თავიდან ასაცილებლად „მოვკეტე“.მისაღები მივალაგე.უსწორმასწოროდ დაყრილი ბალიშები ადგილზე დავდე,ჭიქები კი,რომელშინ ნათლად მოჩადა წითელი სითხე სამზარეულოში გავიტანე და გავრეცხე, -წავედით-კიბეებზე ჩამოირბინა ნაილმა და როდესაც მის სრულყოფილებას შევხედე,წამით ჩემი გადაწყვეტილება ვინანე და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. ძლივსძლივობით გადავდგი,რამოდენიმე ნაბიჯი და მოსაცმელი ავიღე. -არ დაიხრჩო-ყურში ჩამჩურჩულა ნაილმა და უკანალზე ხელი მომარტყა.დავიკრუსუნე,მივხვდი როგორ მეთამაშებოდა და მეც გონებაგამოკეთებულმა სწრაფად ვაკოცე. -ასე აქედან ვერასდროს გავაღწევთ-ამოვილაპარაკე,ისე,რომ მისი ტუჩები ჩემსას ოდნავადაც არ დაშორებია. -იქნებ გადაგეფიქრებინა? -არა,წავედით-საბოლოოდ მოვშორდი მას და სახლი სწრაფად დავტოვე. -ჯანდაბა ჰეილი,ღვედი შეიკარი-ბოლო ხმაზე იყვირა ნაილმა,როდესაც მოსახვევში ლამის მანქანას შევასკდით და ინერციით წინ გადავვარდი. -ახლავე-სწრაფად ვუპასუხე მეც და ღვედი შევიკარი. შუბლიდან წამოსული ოფლის წვეთები ხელით შევუმშრალე და ლოყაზე ვაკოცე. -მიყვარხარ. -მიყვარხარ-ჩემი სიტყვები გაიმეორა მანაც და ნაზად მომეფერა. -ხვალ გნახავ-ვუთხარი,როდესაც მანქანა სახლის წინ გამიჩერა. -გამოგივლი. მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და სახლისკენ გავიქეცი. ისე გამოიყურებოდა აქაურობა,თითქოს არავინ იყო შინ,არადა ზუსტად ვიცოდი,დედა ამ დროს არსად წავიდოდა,მითუმეტეს რიკთან ერთად. -არის სახლში ვინმე?-ყვირილით შევდგი პირველი ნაბიჯი და ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე მივხვდი,რომ მარტო არ ვიყავი. ნელი ნაბიჯით ავუყევი საძინებლისკენ მიმავალ კიბეს და გულზე მომეშვა,როდესაც ცემი ეჭვი ფუჭი აღმოჩნდა.გამოსვლას ვაპირებდი,ტელეფონზე წითელი ციმციმა,რომ შევნიშნე და შეტყობინების მოსასმენად ჩავრთე: *ჰეი პატარავ,ალბათ უკვე სახლში ხარ.იმედია მშვენივრად გაერთე შენს ცისფერთვალება ბიჭთან და მაპატიე,რომ დღე ასე ცუდად სრულდება მაგრამ მინდა შეგატყობინო,რომ შენი საყვარელი დედიკო ახლა მოუსვენრად ცქმუტავს სკამზე და ჰო კიდევ,ეს შენი ძმა ძალიან მიშლის ნერვებს.იცი,როგორიც ვარ და იცოდე,ამის მოთმენას დიდხანს არ ვაპირებ,ამიტომ გთხოვ შენი ლამაზი გარეთ გამოათრიე და პირველ სართულზე,მაგიდაზე დატოვებულ მისამართზე მოდი.არანაირი პოლიცია და შეყვარებული გმირები,მათ არ ვაცოცხლებ* შემდეგ ზუმერი გაწყდა და თავს შევუძახე,რომ გული არ წამსვლოდა რადგან ვრძნობდი,როგორ მიბნელდებოდა ნელ-ნელა თვალებში. -ახლა არა,ახლა არა-ვბუტბუტებდი და თან სწრაფად ჩავდიოდი კიბეებზე.მისამართი,რომელიც ფურცელზე იყო მითითებული,სულაც არ მეცნობოდა,ამიტომ ყველაფერი ტაქსის მძღოლს მივანდე და სახლიდან ისე გამოვვარდი,რომ ტელეფონი აღება დამავიწყდა. **** -აი დღის მთავარი გმირიც შემოგვიერთდა-შენობაში შესვლისთანავე გავიგე ნაცნობი ხმა და ტაომ დამაყარა. ეს რაღაც ბუნაგს უფრო გავდა,ვიდრე ძველ ფაბრიკას.მხოლოდ ნანგრევები,ნაგავი და შუაში მგდომი რაილი,რომელსაც ყელზე ხელი წაეჭირა თვალებგადმოცვენილი დედაჩემისთვის და საზარლად მიღიმოდა. -ამას რატომ აკეთებ?-შიშით ვკითხე მას და ვეცადე ხმის ტემბრი შემენარჩუნებინა. -ოჰ ძვირფასო-კვლავ იმავე ხმით განაგრძო მან და რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ-ნუთუ ვერაფეს ხვდები?ნუთუ სულ ოდნავი ჭკუაც არ გაქვს იმის,რომ მიხვდე-თავი გააქნია მან. -მივხვდე რას?-კვლავ შიშით ამოვილაპარაკე და რაღაც საშინელების მოლოდინში მოვინუზე. -მე შენ მიყვარხარ,ჰეილი. ***** -გიჟი ხარ-გაოგნებულს აღმომხდა. -რაიმე ახალი მითხარი-ჩაიფრუტუნა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. -ფსიქოპათი ხარ. -ეგ კი ნამდვილად ახალია-გადაიხარხარა მან. და მაინც ვერ ვხვდებოდი მას რა უნდოდა?ვუყვარდი,ეს ხომ შეუძლებელია?რა ჟანდაბას აკეთებ ავტორო.ის ჩემი ნახევარძმაა.როცა გითხარი,რომ ეს ისტორია ბანალური გამოვიდოდა,არ მიგულისხმია,რომ ასეთი სისულელე დაგეწერა.მე სიცოცხლე მინდა,დარწმუნებული ვარ ჩემს ძმასაც და დედაჩემსაც.როგორ ფიქრობ ის გვაცოცხლებს?მქონდეს შენი იმედი?მომცემ უფლებას,რომ კიდევ უამრავი მშვენიერი დღეები გავატარო ნაილთან ერთად?არ გყვარებია,ან ნეტავ თუ გესმის მაინც რას ნიშნავს,იყო შეყვარებული?როგორც ჩანს არა,რადგან ყველა უბედურება ჩვენ გვატყდება თავს.ეს უსამართლობაა,სრული უსამართლობა. -გამოფხიზლდი-თითქმის დაიყვირა რაილიმ. ამ რამოდენიმე წამის განმავლობაში სიტუაცია სულაც არ შეცვლილა.დედაჩემი კვლავ სკამზე იყო მიბმული და ცხარე ცრემლად იღვრებოდა.რაილი,თავისი საფირმო მზერით,როგორც ახალიწლისთვის გამზადებულ გოჭს,ისე მიმზერდა.რიკი კი,რომელიც სულაც არ შემიმჩნევია ახლაც,ისე თითქოს არ არსებობსო აორთქლებულია.იმედი მაქვს ის მაინცაა კარგად. -რაილი,ჩემი ძმა სადაა? -ოჰ პატარა რიკი-დაიწყო მან-მას ძალიან ეშინოდა იმის,რომ თითებს დავაჭრიდი.საერთოდ ჰეილი,ეს ბავშვს,როგორ უთხარი.მან მითხრა,რომ შენ ჩემზე ბევრ ცუდ რაღაცეებს უყვებოდი.არ გრცხვენია?ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით,გახსოვს?მაშინ,რამოდენიმე წლის წინ. შემაჟრიალა.თითქოს ვიგრძენი,როგორ მეხებოდნენ მისი ხელები,კვლავ და ამ უსიამოვნო შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი.ჯიბეზე ხელი მოვიკიდე,მინდოდა ჩუმდ ტექსტური შეტყობინება ნაილისთვის გამეგზავნა,მაგრამ როდესაც გამახსენდა,რომ სიჩქარეში ის სახლში დამრჩა,სიმწრის ოფლმა დამასხა და გული დამიმზიმდა. -ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა მაშინ-აგრძელებდა ის- მე თბილი სახლი და შენ მყავდი,შენ კი ოჯახი,რომელსაც უყვარდი.ოდესმე შენთვის მითქვამს,თუ როგორ მშურდა იმის რაც გაგაჩნდა? -რაზე ლაპარაკობ?შენ გქონდა ყველაფერი რაც მე. -არა,ცდები.მე არასდროს მყოლია მშობლები,რომელსაც ვეყვარებოდი.მე არ გამაჩნდა საკუთარი სახლი,არც და-ძმა მყოლია.შენგან განსხვავებით მე სიცივეში და იმ ადგილას ვიზრდებოდი სადაც მხოლოდ ოცნება იყო შესაძლებელი.თუმცა ერთ დღესაც ბუმ!!! მე გამიჩნდა ოჯახი,მამა,სახლი და შენ,მარად მხიარული ჰეილი. -და შემდეგ რა მოხდა? დააფასე ეს? მას შემდეგ რაც ჩვენ გაგიკეთეთ,შენ რა ჩაიდინე? -რა ჩავიდინე? რა გავაკეთე ისეთი,რაც შენ არ გინდოდა? -მინდოდა?-ყვირილზე გადავედი მე-შენ უბრალოდ ტვინშერყეული იყავი,რომელიც პატარა ბავშვებით ერთობოდა. შენ შენი დით ერთობოდი.ნამდვილი პედოფილი ხარ გასაგებია? გიჟი და დაავადებული ადამიანი.შენი ადგილი ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა,შენ ყოველთვის საგიჟეთში უნდა ყოფილიყავი გასაგებია? ყოველთვის.და რომ მქონოდა შესაძლებლობა,დაგაბრუნებდი.იქ საიდანაც მოხვედი და ჩვენი ტკბილი ცხოვრება თავდაყირა დააყენე.შენი ბრალია,რომ დღეს ჩვენ ერთად აღარ ვართ.მხოლოდ შენი ბრალია,რომ მამა,რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა,მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა,ჩემთან არ იყო.მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია ყველა ის უბედურება რაც ოდესმე,თავს დაგვტყდომია. და რის ფასად რაილი?რის ფასად? -შენ ყველაფერი არ იცი-ისიც ყვირილზე გადმოვიდა და სკამი,რომელიც ცარიელი იყო კედელს შეალეწა. -არ ვიცი რა? მე იმაზე უფრო მეტი ვიცი,ვიდრე უნდა მცოდნოდა.რის მიღწევას ცდილობ ამით? რას დაანგრევ?რაც ისედაც უკვე დანგრეულია?მაშინ მიდი გელოდები,ამ ქვეყნად შენ მე მეტ ტკივილს ვეღარ მომაყენებ. -მე არასდრო მდომებია შენთვის ტკივილის მოყენება.მე შენ მიყვარდი გასაგებია? და იმათ ვინც უყვართ ტკივილს არასდროს აყენებენ.ეს მე ვიტანჯებოდი მთელი ცხოვრება,შენ კი არა.ეს მე მტკიოდა მთელი ცხოვრება,შენ კი არა.მე არ მყოლია არავის მთელი ცხოვრება,შენ კი გყავდა.და ამის შემდეგ შენ მეუბნები,რომ დასაკარგი აღარაფერი გაქვს? მაშინ მე რატომ უნდა ვიდარდო რაიმეზე? ესაა შენი ოჯახი-დედაჩემზე მიმითითა-ახლა უნდა მეხვეწებოდე,რომ შეგიბრალოთ და ცოცხლები გაგიშვათ,შენ კი რას აკეთებ? ძლიერ გოგოდ მოგაქვს თავი.ეს არ გიშველის,შენ უკვე აღარაფერი გიშველის. იარაღი,რომელიც არც კი ვიცი საიდან ამოიღო,გადატენა და დედაჩემს შუბლზე მიადო. ვიგრძენი,როგორ ამომევსო თვალები ცრემლებით და ვინატრე ახლა ნაილი აქ გაჩენილიყო. -ეს არ გააკეთო-შევევედრე მას. -რატომ? -იმიტომ,რომ თუ ამას გააკეთებ,შენ სამუდამოდ გამანადგურებ. -და გგონია ეს არ მინდა?-ჩაიცინა. -მაგრამ შენ თქვი,რომ იმას ვინც უყვართ ტკივილს არასდროს აყენებენ-გავიმეორე მისივე სიტყვები. -მართალიხარ ჰეილი,სრულებით მართალი.მაგრამ შენ,რომ ოდნავ მაინც გყვარებოდი,შენ რომ ჩემს მიმართ რაიმე გრძნობა გქონოდა სიძულვილის გარდა,მე გაგიშვებდი.მაგრამ შენ გძულვარ ხომ ასეა?ასე,რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ კი,მე ცოცხალს დაგტოვებ,შენ მაინც მასთან წახვალ. -შენთან დავრჩები-წამოვროშე უცებ და პირზე ხელი ვიტაცე. დავინახე,როგორ გააქნია დედამ თავი და მომინდა გულში ჩამეკრა,თუმცა ახლა ამისი დრო ნამდვილად არ იყო.მე ის თბილი და გულმფეთქავი მჭირდება და არა ცივი და ქვასავით მაგარი. -რა თქვი?-გახარებულმა წამოყო თავი და იარაღი ქვემოთ დაუშვა.ამოვისუნთქე. -წამოგყვები თუ მას და რიკს გაუშვებ. -გავუშვებ გპირდები-პირობა დადო მან. და მე ვიცოდი,რომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდ სისულელეს ჩავდიოდი.თუმცა იდგე და უყურო,როგორ კლავს ვიღაც ფსიქოპათი დედაშენს,შენს თვალწინ,ეს სამუდამო დაღია ცხოვრებაში. მე კი ალბათ ამ ნაბიჯს მაინც ნაილის იმედით ვგვავ.მჯერა,რომ მიპოვის.მჯერა,რომ ისევ მასთან ვიქნები.მჯერა,რომ მე მეყოლება ქმარი და შვილები.ვიქნები მეუღლე და მრავალი შვილიშვილის ბებია.და მიუხედავად იმისა,რომ ამ ქვეყნად გაზრდის ყველაზე მეტად მეშინოდა,ახლა დიდი და თბილი ოჯახის იმედი მაქვს მომავალში. -რაილი,რიკი სადაა? -ნუ ღელავ,ის უსაფრთხოდაა.როგორც კი მე და შენ აქედან გავალთ,ის დედაშენთან დაბრუნდება. თავი დავუქნიე და თვალები მოვისრისე. -ჰეილი გთხოვ,ამას ნუ აკეთებ-როგორც კი პირი შეუხსნა დედაჩემმა მაშინვე წამოიყვირა. -ასეა საჭირო დე-თბილად მივმართე მას და რაილის გადავხედე იმის იმედით,რომ მასთან მისვლის უფლებას მომცემდა. თანხმობის ნიშნად თავი დამიქმია და მეც სიხარულით ავსებული,მისკენ გავიქეცი.ხელები ძლიერად მოვხვიე გამხდარ წელზე და ცხვირი ყელში ჩავმალე. -დე, ოდესმე მითქვამს თუ,როგორ ძლიერ მიყვარს შენი სურნელი?-ყურში ჩავჩურჩულე და ნაზად ვაკოცე.ცრემლები,რომლებიც ურცხვად მოგორავდნენ ლოყებზე კოცნით შემიმშრალა და გამიღიმა. -დე ნაილს დაურეკე,უთხარი,რომ მე კარგად ვიქნები კარგი?-ბოლო წამს გადავიფიქრე ნაილისთვის დახმარების თხოვნა. -კარგი ჩემო პატარავ-ჩახრეწილი ხმით ამოილაპარაკა და შუბლზე მაკოცა. -გეყოფათ-ახლოს მოვიდა რაილი. -მიყვარხარ-ვუთხარი ბოლოჯერ და მისი მარწუხებიდა განვთავისუფლდი. -მეც,ძალიან. მერე,მე და რაილი წავედით,დედა კი იქ დარჩა.მოწყენილი მზერით მომაცილებდა და ვგრძნობდი,თითქოს ეს უკანასკნელი იყო.ეს სხვანაირი გრძნობა იყო დასწორედ იმ წამს მივხვდი,რომ მე ცოცხალი ვეღარ დავბრუნდებოდი.მაშინ,მის მზერაში სწორედ ეს ამოვიკითხე და ამ სამყაროში თავი სრულიად მარტოდ აღმოვაჩინე. ***** -შეგიძლია გააჩერო?-სიახრულისაგან ლამის წამოვიყვირე,როდესაც ნაცნობ ადგილს ჩავუარეთ და რაილისკენ მკვეთრად მივბრუნდი. -რა? არა-კატეგორიული უარი „მხია“ და გზა გააგრძელა. -ჯანდაბა რაილი,უბრალოდ გააჩერე. თითქმის მთელი დღეა ამ აყროლებულ ნაგავში ვზივარ,მშია და თან ვიხრჩობი.სუფათა ჰაერი და საპირფარეშო მჭირდება იმისთვის,რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილო.ან თუ გინდა პირდაპირ მანქანაში ვიზავ,ჩემთვის პრობლემა არაა,შენი მანქანისთვის კი ნამდვილი კატასტრობა-მოთმინებიდან გამოსულმა ყვირილი დავიწყე. -კარგი,კარგი-ხელი აიქნია და დაამუხრუჭა. ეს Ministry of Sound-ია.ადგილი სადაც მე და ნაილმა ერთი მშვენიერი დღე გავატარეთ.მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმოდა.რაილი ბურტყუნით გადმოძვრა,თავისი ჟანგიანი პიკაპიდან და გვერდში ამომიდგა. -გაქცევას არ ვაპირებ. არაფერი უთქვამს ხელი უფრო მეტად მომიჭირა და კლუბში ისე შევედით.მგონი შვება ვიგრძენი.სულ ერთი წამით თავი მარტო წარმოვიდგინე.ერთი წამით მეგონა,რომ ახლა აქ ნაილთან ერთად ვიყავი და სწორედ ის ღამე იყო,დღემდე,რომ ვერაფრით ამოვიგდე თავიდან. -ბართან დავჯდეთ-განკარგულება გასცა რაილიმ და ხელზე ძლიერად მომიჭირა. -მომისმინე ეს საჭირო არაა.მე აქ ჩემი ნებით გამოგყევი და გაქცევა,რომც მინდოდეს მაინც ვერ შევძლებ,რადგან გასაქცევი არსად მაქვს. არაყი შევუკვეთეთ.უფრო ზუსტად მან შეუკვეთა,მე კი ფორთოხლის წვენი დამიდგა წინ. -არა,არა გეშლება,-ჭიქები გავცვალე მე,-მე აქ დასალევად და ყველაფრის დასავიწყებლად მოვედი.ასე,რომ შეგიძლია წვენით ისიამოვნო. ხმამაღლა ჩაიფრუტუნა და თავისთვის ახლიდან შეუკვეთა.ბართან დიდხანს ვიჯექით.იმდენად დიდხანს,რომ ლამის ჩამომეძინა.მუსიკამ ყურები დამიხშო,ჭრელმა ნათებამ კი თვალები ამირია. საბოლოოდ ფერზე წამოვხტი,საპირფარეშოში მივდივართქო და ზურგი ვაქციე რაილის.საპირფარეშოში დიდხანს არ გავჩერებულვარ.ამხელა მუსიკისდა მიუხედავად წყვილების კვნესა მაინც აღწევდა ჩემს სმენამდე.გამოსვლისას კარებში ვიღაცას დავეჯახე და როდესაც მასში რაილი ამოვიცანი,ლამის გვერდით მიგდებული ჯოხი გადავატეხე თავზე. -ჯანდაბა,აქ მაინც დამტოვე მარტო. არც იოცნებოო,თავი გაიქნია და გასასვლელისკენ მიბიძგა.თავდახრილი გავეშურე კარებისკენ,როდესაც არ ვიცი,რატომ,მაგრამ გულმა რაღაც მიგრძნო და თავის აწევისთანავე გარებში მდგომი ნაილი და მისი ძმაკაცები დავლანდე.ადგილზე გავშეშდი.გამიხარდა მისი დანახვა.ჩემმა გულმა ჰაერში სალტო გააკეთა და კოჭებში გაუჩინარდა.მაგრამ,როდესაც უკნიდან რაილის სუნთქვა მომესმა,მივხვდი,რომ ეს ყველაზე საშინელი რამ იყო,რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო და სწრაფად მივტრიალდი მისკენ. -უკანა გასასვლელიდან გავიდეთ-თითქმის მუდარით წარმოვთქვი და თმა შევისწორე. -რატომ?მანქანაა შემოსასვლელთანაა. -არაუშავს,უკნიდანაც მივაღწევთ შენს მანქანამდე. წამოსვლას ვაპირებდით,მკლავში ხელი,რომ წამავლო და გამაჩერა. -რა ხდება? -დაეჭვებულმა მკითხა და გარემო მოათვალიერა. ვიფიქრე,ნეტავ მიწა გამისკდეს,ან თუნდაც აქედან ავორთქლდეთქო,მაგრამ რაილიმ მაინც შეამჩნია ჩემი ცისფელთვალება და ჩაიხითხითა. -ნახეთ აქ ვინ ყოფილა-აგრძელებდა ჩემს გაღიზიანებას. -გთხოვ,არ გინდა.შენ ყველაფერი გაქვს რაც უნდა გქონდეს.შეეშვი მას და მოდი წავიდეთ. -მაგრამ ყველაფერი ხომ ახლა იწყება? მაშინ ვინანე,ცემი სიჯიუტე და ვიფიქრე რატომ ფეხი არ მომტყდა აქ,რომ შემოვდგი ფეხითქო. -კარგი რა ჰეილი.შენ საშინლად მოსაწყენი ხარ.ბავშვობაში ასე სულაც არ იყო. -მე ბავშვობა არ მქონია-თავი გავაქნიე უარის ნიშნად. არ ვიცი,ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა თუ სხვა რამემ,მაგრამ გაჩუმდა და უკანა კარისკენ წავიდა.გამიხარდა,რომ თხოვნა შემისრულა,მაგრამ,როგორც იტყვიან,დღეს ნამდვილად არ იყო ჩემი დღე.გავიგე,როგორ დაიყვირა ნაილის ერთ-ერთმა ძმაკაცმა „ძმაო ეს ხომ შენი შეყვარებულიაო“ და მეც ინსტიქტურად ნაილისკენ შევბრუნდი.დავინახე,როგორ შეეცვალა სახე და გაოცებამ,როგორ დაისადუგა მასში.ჭიქა გვერდით გადადო და არეული ნაბიჯით გამოემართა ჩემსკენ.მთვრალი იყო,საკმაოდ მთვრალი იმისთვის,რომ მეორე დღეს რაიმე ხსომებოდა ამიტომ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან და გავიქეცი.რაილის გასასვლელთან დავეწიე. -დროზე,უკან მოგვყვება-სწრაფად მივახალე და მისი მანქანისკენ გავიქეცი,. -ჰეილი-ნაილის ხმის გაგონებისას თვალები ამიწყლიანდა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ისე შევძვერი მანქანაში და დავიმალე. -დროზე დაქოქე-წყობილებიდან გამოსულმა დავიყვირე და ხელები თავზე შემოვიწყვე. -ჰეილი დაბრუნდი-კიდევ ერთხელ გავიგე მისი ჩახლეჩილი ხმა და რა წამსაც ფანჯარაში გახედვას ვაპირებდი,მანქანის ძრავა აღმუვლდა და ჩვენც ადგილს მოვწყდით. **** -ყველაფერი კარგად იქნება,აი ნახავ-თავისთვის ლაპარაკობდა რაილი.-ჩვენ ერთად ბედნიერები ვიქნებით.შენ ყველაფერს მიიღებ რაც გენდომება,მხოლოდ მითხარი და გეფიცები,ყველაფერს აგისრულებ.მე არც ისეთი ცუდი ვარ,როგორიც გგონია ჰეილი.ამაში თვითონვე დარწმუნდები.სულ ცოტა დრო მომეცი.ყველაფერს ისე გავაკეთებ,რომ წასვლა არასდროს მოგინდება,გაქცევა აღარ მოგინდება გესმის?მე იმას მოგცემ,რასაც ნაილისგან იღებდი.მე სიყვარულს გაჩუქებ.დიდ და ულევ სიყვარულს.ისე შეგიყვარდები,როგორც ახლა ნაილი გიყვარს.მე მასზე უკეთესი ვარ,ან შეიძლება არც,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.მთავარია მასზე მეტად მე მიყვარხარ. მისი ხმა სადღაც შორიდან მესმოდა და პიკაპის ძრავის ღმუილიდან,ნათელ სამყაროში გადავდიოდი.ვიგრძენი,როგორ შეანელა მანქანამ სვლა,მაგრამ თვალები არ გამიხელია.დაძინება მინდოდა. მეგონა თუ დავიძინებდი,დილით კვლავ ჩემს საწოლში ამოვყოფდი თავს.კვლავ შემოირბენდა ჩემი გამაღიზიანებელი ძმა ჩემს ოთახში დაუკითხავად და დილის ძილს გამიფანტავდა.მომნატრებია.ისიც კი მომნატრებია,რაც ადრე ნერვებს მიშლიდა და ეს ყველაფერი,მხოლოდ ერთ დღეში. -ჩვენ ლამაზი სახლი გვექნება.ისეთი ინტერიერით,როგორიც შენ გინდა.აქ არ მოიწყენ ჰეილი.მე შენთვის ყველაფერი ვიქნები.-კვლავ თავისთვის განაგრძობდა რაილი. „მოკეტეთქო“ მინდოდა დამეყვირა,მაგრამ ამის ძალა აღარ შემწევდა.საბოლოოდ კი რბილ საწოლზე,სადღაც სხვა სამყაროში გადავეშვი. **** დილით ყავის სუნმა გამომაღვიძა.თვალი გავახილე და ოთახს თვალი მოვავლე.ნათელი იყო,მზის სხივებით განათებული,მკვეთრად გამოყვანილი ოთახი.ლოგინზე ლანგრით საუზმე ეწყო.ყავის სუნი კი მისკენ მიბიძგებდა.თანკონვერტი და დიდი,წითელი ვარდი ახლდა.გაკვირვებულმა გადმოვაცურე ლანგრიდან თეთრი ფურცელი და ლამაზად მოყვანილ ასოებს ინტერესით ჩავაშტერდი: „მაღაზიაში წავედი.პროდუქტი გვჭირდება,ყოველიშემთხვევისთვის იმდენი მაინც,რომ ცოტახნით გვეყოს.ალბათ ჩემს მოსვლამდე არც გაგეღვიძება,მაგრამ არ მინდა ინერვიულო.საუზმე მიირთვი,ყველაფერი ჩემით გავაკეთე.გთხოვ დამიფასე მცდელობა,შენს გამო მთელი ღამე კულინარიულ არხებს ვუყურებდი.ვარდი კი შენს სილამაზეს ასახავს.არ მოიწყინო მალე დავბრუნდები“.გამოშტერებულმა დავკუჭე წერილი და საუზმე გვერდით გადავდე.ტანზე გუშინდელი ტანსაცმელი მეცვა.გამიხარდა,რომ ყველაფერი ადგილზე დამხვდა.ოთახის ბოლოში მდგარ კარადას მივუახოვდი და ტილო გადმოვიღე.აქ მხოლოდ ერთი კარი იყო და მეც იმით დარწმუნებულმა,რომ ეს აუცილებლად სააბაზანო იყო,მისკენ გავეშურე.შევიკურთხე,სააბაზანოს ნაცვლად საკუჭნაო დამხვდა. სწრაფად გამოვბრუნდი უკან და ოთახი დავტოვე. პირველ სართულზე ყველაფერი ისე იყო,როგორ ყველა ნორმალურ სახლში.სააბაზანოც სწორედ ქვემოთ ვიპოვე და იმით გახარებულმა,რომ ნორმალურად შხაპის მიღება მაინც შემეძლო,დაუფიქრებლად შევდგი რამოდენიმე ნაბიჯი შიგნით. -დავბრუნდი-გარედან რაილის ყვირილის ხმა მომესმა და ონკანი გადავკეტე.ტილოშემოხვეულო გამოვედი მისახებ ოთახში და ისე,რომ მას არ დავენახე მეორე სართულზე ოთახში ავირბინე.კარები შიგნიდან საგულდაგულოდ გადავკეტე და კარადაში ტანსაცმლის ძებნა დავიწყე,თუმცა ბიჭის ტანისსამოსის გარდა ვერაფერი ვიპოვე.მხრები ავიჩეჩე „სულ არაფერს ჯობსთქო“ გავიფიქრე და მაისური ტანზე გადავიცვი.კარზე დააკაკუნეს.“შემოდი“-თქო რაილის გავძახე და საწოლში შევწექი. -შენი შეწუხება არ მინდოდა,უბრალოდ მაინტერესებდა ისაუზმე თუ არა,-თვალი შეავლო ხელუხლებელ ლანგარს,-მაგრამ როგორც ჩანს არ გიჭამია-ღრმად ამოიოხრა და ისე,რომ არაფერი უთქვას ოთახში მარტო დამტოვა. ***** მზის სხივებმა გამომაღვიძეს. უფრო ზუსტად თვალები ამატკიეს და მეც იძულებული გავხდი ავმდგარიყავი.ორი დღეა რაც ამ სახლში ვარ.ორი დღეა გარეთ არ გავსულვარ,არც ვინმესთან მილაპარაკია.რაილი აღარ შემოდის ჩემთან,მხოლოდ საჭმელს მიტოვებს კართან და შემდეგ უსიტყვოდ მიდის.სადღაც მისიც მესმის.მეც,ხომ ვიცი,როგორია ცალმხრივი სიყვარული.კი,ეს კარგად ვიცი.და ახლა უკვე,როდესაც ყელში ამომივიდა ასე უსაქმოდ ყოფნა,ოთახის კარები ფართოდ გამოვაღე და ნაცნობ დერეფანში გავყავი თავი.ირგვლივ სიჩუმეა,თითქოს შემაძრწუნებელი სიჩუმეც კი.ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი კიბეებს და ქვემოთ დავიწყე სვლა.იქაც არავინ იყო.იმ იმედით,რომ შემოსასვლელი კარი ღია დამხვდებოდა გასასვლელისკენ გავიქეცი,მაგრამ კარი საგულდაგულოდ გადაკეტილი დამხვდა.გაწბილებულმა მოვიტოვე უკან ჩემი გარეთ გასვლის ერთადერთი წყარო და მისაღებში ტელევიზორის წინ მოვთავსდი. BBC,Animal Planet,Wild world,Music,Films და კვლავ თავიდან. არხებზე უაზროდ დავხტოდი და დროის გაყვანას ვცდილობდი. ბოლოს ზეც კი დავფიქრდი,როდესაც DVD შევნიშნე და გახარებული ფეხზე წამოვხტი.მის გვერდით დაწყობილ უამრავ დისკს ხელი გადავუსვი და ვერ გავიგე,რომელი ამეღო.ამიტომ ყველაფერი მხოლოდ ინტუიციას მივანდე და თვალდახუჭულმა დავავლე ხელი ერთ-ერთ იმათგანს. -ვნახოთ რა იქნება-ინტერესით შევავლე თვალი ჩვეულებრივ დისკს და მხრებისაჩეჩვის შემდეგ დივიდიში მოვათავსე. სანამ კინო ჩაირთვებოდა სამზარეულოში გავიქეცი და თაროები დავლაშქრე.ბოლოს მხოლოდ მაცივარში წავაწყდი დიდ,წითელ მარწყვებს და თან წამოვიყოლე. -„გამარჯობა შენ ვინც არ უნდა უყურებდე ამ ვიდეოს“-მისაღებში შესვლისთანავე მომესმა ნაცნობი ხმა და მეგონა,რომ რაილი დაბრუნდა,მაგრამ,როდესაც ტელევიზორში მისი გამოსახულება შევნიშნე, გამოშტერებული დავჯექი დივანზე და ხმას საგრძნობლად მოვუმატე. „თუ თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ,იცოდეთ,რომ მიწის ზედაპირიდან ექვსი ფუტით ქვეშ ვარ და აღარ ვსუნთქავ.ალბათ მატლებიც მახვევია და ჩემი ჩოჩხიც აღარ არსებობს.მე რაილი მქვია,ან უბრალოდ მერქვა.ჩემს გვარს ვერ გეტყვით,ზუსტად მეც არ ვიცი,რადგან ჩემს ბიოლოგიურ მამას არ ვიცნობ.ეს ფსიქიატრიული საავადმყოფოა.აქ ბავშვობიდან ვარ. მგონი დედამ მომიყვანა,არც ეგ მახსოვს ზუსტად.ახლა 12 წლის ვარ.ოცნებად მექცა აქედან გაქცევა,თუმცა ოცნებების ასრულების აღარ მჯერა.დედა შვიდი წელია აღარ მინახავს.მეუბნებიან მოკვდაო,მაგრამ არ მჯერა.სიზმრებში ხშირად მოდის ჩემთან და მეჩურჩულება,მაგრამ მისი არ მესმის.აქ ერთი ქალია, ნელი ჰქვია.ყოველდღე მოდის ჩემთან და პატარა თეთრ აბებს მასმევს.შემდეგ მეძინება და დროის დიდ მონაკვეთს ძილში ვატარებ.ამ ბოლო დროს აღარ ვსვავ,ბალიშის ქვეშ ვმალავ ხოლმე,რადგან ძილი აღარ მომწონს.იქ სულაც არაა კარგი. დამიანმა,აქაურობის უფროსმა მითხრა,რომ მალე თავისუფალი ვიქნები.მამასთან მინდა,მისი ნახვა მინდა.თუმცა ვგრძნობ,როგორ დამდევს ყოველ ღამით სიკვდილი კუდსი.ვიცი,რომ აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევ და ამის მეშინია.გავიგე და მყოლია.მისი ნახვაც მინდა.იცი,მე ის მიყვარს.მას მოვუვლი,კარგად იქნება.ყველაფერი კარგად იქნება თუკი აქედან ოდესმე გავალ.მინდა მჯეროდეს,მაგრამ არ მინდა ფუჭი აღმოჩნდეს ცდები.ცდებზე გამახსენდა,ერთი ქალი სახელად ტანია,რომელიც შუახნისაა,ყოველ საღამოს ნემსს მიკეთებს.ის არ მაძინებს,მაგრამ მოთენთილობას ვგრძნობ ხოლმე.არც ეს არ მომწონს.აქ საერთოდ არ მომწონს.არც საჭმელები აქვსთ კარგი.ნორმალური საკვების გემო არ მახსოვს,მაგრამ ვიცი,რომ კარგია.გავიგე ტანია,როგორ უყვებოდა ექთანს რაღაც სენდვიჩებზე.ის ისე ღწერდა მათ,რომ ვიცი უგემრიელესი იქნება.ხოდა ერთ დღესაც ალბათ გავსინჯავ.ან თუ არადა ასე მაინც მეცოდინება მისი აღწერილობა.ნერწყვი მომადგა. იცი,აქ წყალს შმორის სუნი აქვს.მისი დალევა მძულს.არადა ტანია მეუბნება,რომ თუ მას არ დავლევ მოვკვდები.განა ასე არ მოვკვდები?აქაურობის მეშინია.შენ ვინც ახლა ამას უყურებ,მითხარი გარე სამყაროში ბედნიერებაა?აქ არაა.უნდა წავიდე,მოდიან.ისინი ყოველთვის მოდიან და იცი,მე აქ სულ მარტო ვარ.ამ მარტოობისაც მეშინია.მე მეშინია“ გაოცებულმა ან უფრო განადგურებულმა გამოვიღე დისკი და თვალწინ კვლავ ის მოწყენილსახიანი ბიჭი დამიდგა.მაშინ ჩემი თავი შემძულდა,მხოლოდ იმის გამო შემძულდა,რომ მას ასეთი ბედი ჰქონდა. უკნიდან ტაშის კვრის ხმა მომესმა. -ბრავო ჰეილი,ბრავო.ახლა შეგიძლია შემიცოდო კიდეც.ესღა მაკლდა-თვალები აატრიალა რაილიმ და სამზარეულოში გავიდა. -მე არ ვაპირებ შენს შეცოდებას-უკან გავეკიდე მას. -ჰო,ამის გამო მადლობა უნდა გადაგიხადო?-ცინიზმი გაურია ხმაში. -არა,საჭირო არაა. უბრალოდ შეგიძლია ამიხსნა ეს რა იყო?იმიტომ,რომ ცემით ვერაფერს ვხვდები. -შენ ვერასდროს ვერაფერს მიხვდები.ამის არც უნარი შეგწევს და დამიჯერე არც გამბედაობა გეყოფა.მე თვალს დავხუჭავ იმაზე,რომ ჩემს საკუთრებას შეეხე,შენ კი ნებას იბოძებ და ზედმეტ კითხვებს არ დამისვამ.თავი ამტკივდა. ხმა აღარ გამიცია.უფლება მივეცი გემრიელად დაელია წყალი და შემდეგ სამზარეულოდან გამოვედი. -ფსიქიატრიულში რატომ იყავი?-მაინც ვერ დავაოკე საკუთარი ენა. -გითხარი ზედმეტი კითხვების გარეშეთქო-გაბრაზებულმა დაიყვირა. -კი,მაგრამ... -არავითარი მაგრამ-გამაწყვეტინა-ახლავე ოთახში ადი. -იქ არ მინდა-შევეწინააღმდეგე მეც. -ახლავე გაეთრიე აქედან-მოთმინება დაკარგულმა ბოლოხმაზე იყვირა და კიბეებისკენ მიმანიშნა.არაფერი ვთქვი,ან რა უნდა მეთქვა.ერთი დღისთვის საკმაო ინფორმაცია მივიღე.იმდენად დიდი,რომ ვგრძნობდი მალე ტვინი გადამეწვებოდა. *ნაილი* მოუთმენლად შევაღე ან შევანგრიე ჰეილის სახლის კარები და მისის ეტკინს დავუძახე.კიბეებზე ჰეილის პატარა ძმამ,რიკიმ ჩამოირბინა და ფეხზე მომეხვია. -დედა ტირის-ჩლიფინით მითხრა და ხელები უფრო მეტად მომიჭირა. -ჰეილი სადაა-ვკითხე მე და მხოლოდ შემდეგ მივხვდი,რომ ამ პატარა ბავშვს მისი ადგილსამყოლეფი სულაც არ ეცოდინებოდა.მხრები აიჩეჩა. -ის სახლში არ ყოფილა-თითებზე გადაითვალა-სამი დღეა აქ არ ყოფილა. გამიკვირდა მე ხომ ის გუშინ ვნახე.რიკი ხელში ავიყვანე და მასთან ერთად ავირბინე დედამისის ოთახში.ბოლოს ლილი,რომ ვნახე მას მშვენიერი ახალგაზრდული იერი ჰქონდა.ეს სულ ერთი კვირის წინ იყო.რაც მე ამ წამს,ამ ოთახში დავინახე ძველის გადმონაშთი უფრო იყო,ვიდრე თვით ის პიროვნება. -მისის ეტკინს კარგად ხართ?-უხერხულად შევიშმუშნე მე. ჩამქრალი თვალები შემომანათა და ხელით მანიშნა დაჯექიო.თავი დავუქნიე და მის გვერდით საწოლზე ჩამოვჯექი. -ნაილ-ჩახლეჩილი ხმით დაილაპარაკა მან. -გისმენთ. -ჰეილი სადაა?ჩემი შვილი ჩემთან რატომ არაა?-ქვითინი აუვარდა მას. -იცით,სიმართლე თუ გაინტერესებთ,ეს მე მოვედი თქვენთან ამის საკითხავად.უკვე დიდი დრო გავიდა ჩვენი შეხვდერიდან ის კი უბრალოდ აორთქლდა.შეგიძლიათ ამიხსნათ რა ხდება? -მან მთხოვა,რომ არ გითხრა-ვერ ჩერდებოდა ის-მან მთხოვა,რომ არავითარ შემთხვევაში შენთვის ეს არ მეთქვა.მაგრამ ის ვერ ხვდება თუ,როგორ მიჭირს მის გარეშე.ეგოისტია,ეგოისტია,იმიტომ,რომ,თავი მომანატრა.ის აქ უნდა იყოს,ჩემთან. -არ უნდა მითხრათ რა?-მოთმინება მეწურებოდა მე. -არ შემიძლია,მე მას შევპირდი.ეს მისი ბოლო სურვილი იყო. ტვინში სისხლი ჩამექცა.წნევა ალბათ სადღაც ჯანდაბაში ამივარდა.როგორ თუ ბოლო სურვილი?რა ჯანდაბას ნიშნავდა ეს. -მისის ეტკინს მითხარით რა გითხრათ ჰეილიმ.მე მას მოვიყვან თქვენთან. -არ შეიძლება.შენ ამას ვერ შეძლებ.ის მოგკლავს,ის შენ აუცილებად მოგკლავს.მერე ჰეილი აღარმაპატიებს.არ მაპატიებს,რომ საფრთხეში ჩაგაგდე. ბორგვა და თავის ქნევა დაიწყო.გიჟივით,მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა „არ მაპატიებსო“ და ტირილს უმატებდა.ბოლოს იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა,რომ გაგიჟებულმა სახეში ძლიერად გავარტყი და შევანჯღრიე. -ახლავე ხმა ამოიღეთ,თორემ გეფიცებით ჩემს ქმედებებზე პასუხს არ ვაგებ. მოეშვა,ძალაგამოცლილმი მომეყრდნო და კალთაში თავი ჩამიდო.თმა გადავუწე დაოფლილი შუბლიდან და ყურში ცავჩურჩულე: -ის კარგად იქნება.მეც კარგად ვიქნები,უბრალოდ მითხარით. თავი დამიქნია,სახე ახლოს მოიტანა და დაიჩურჩულა: -ის რაილიმ წაიყვანა. ***** დროის დაუნდობლობაზე გსმენიათ რაიმე?გამოცდილი ვარ და უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ:არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს,წარმომავლობას,ცხოვრებისს წესს,რჯულს ან თუნდაც კანის ფერს,დრო ყველასთვის ერთია. სპორტულ სირბილში გამარჯვებული ხარ?შემხვედრ მანქანას უსწრებ?დროს ვერ გაუსწრებ,იმედი არ გქონდეს.დამიჯერეთ,დაუნდობელია.ბავშვობას წაგართმევთ,სიყვარულს და ბედნიერ მომენტებსაც კი ხელიდან გამოგტაცებთ.შენდობას ნუ ელით,მის ლექსიკონში ეს სიტყვა არ მოიძებნება.ერთ დღესაც,როდესაც განადგურებულს დილით გამოგეღვიძებათ,სწორედ მაშინ მიხვდებით რას ნიშნავს „დრო“.ან არც გაგეღვიძებათ და შემდეგ ცხოვრებაში მოგეცემათ დაფიქრების საშუალება.იქ ბევრი დროა,დაუსრულებელი. და სწორედ ახლა,როდესაც ვხედავ მის ცისფერ თვალებს და შუბლზე მობჯენილ იარაღს ვგრძნობ,მიჩნდება შიში,შიში იმის,რომ ეს საბოლოოა. -არ გინდა-გაბზარული ხმით ღრიალებს ნაილი და ჩემსკენ იწევა. -კარგად იყავი ჰეილი-ყურში რაილის მოწყენილი ხმა მესმის და შემდეგ გასროლის ხმა ფარავს ყველაფერს. *რამოდენიმე საათის უკან* ინტერესით მივჩერებოდი წვიმის წვეთებს,ფანჯრის რაფაზე,რომ ეცემოდნენ და თითოეულ დაცემას ვითვლიდი. -199...200..201-რობოტივით ურეაქციოდ ვიმეორებდი. ოთახის კარები ნელა გაიღო და შიგნით რაილიმ შემოაბიჯა.ხმისამოუღებლად დაჯდა ჩემს გვერდით და უხერხულ სიჩუმეს შეუერთდა.არც ის ამბობდა რაიმეს,არც-მე.ან რა უნდა მეთქვა?ის თუ,როგორ მინდოდა ახლა სახლში დედასთან? თუ ის,როგორ ძლიერ მენატრებოდა ნაილთან გატარებული თითოეული წამი?ეს იცოდა.მან ყველაფერი კარგად იცოდა და მაინც,მე აქ ვიჯექი და ჩემში სუიციდის სურვილი უფრო და უფრო მატულობდა. -ცუდი ამინდია-სიჩუმე დაარღვია მან. -მე მომწონა-ვუპასუხე და თვლა განვაგრძე-210...211... -არ გბეზრდება? -არა,სახალისოა-უშნოდ ვიხუმრე მე. -ხუმრობა დასახვეწი გაქვს ჰეილი-მხიარული ხმით წარმოთქმა სცადა,მაგრამ ადვილად შევამჩნიე მის ტონში გარეული მოწყენილობა. და შემდეგ ნაცნობი სიჩუმე. აქაურობას ერთი პლიუსი აქვს: კედლების სქელი ფენა ხმაურს ახშობს,ამიტომ მაშინ,როდესაც მე ყოველ ღამით გულამოსკვნილი ხმის ჩახლეჩამდე ვღრიალებ,რაილი ვერაფერს იგებს და მშვიდად სძინავს.სიმშვიდე მეც მომენატრა. -სახლში გამიშვი-ამოვისრუტუნე მე.ვიცოდი მალე ტირილი ამივარდებოდა. -არ შემიძლია.ხომ იცი,რომ არ შემიძლია და მაინც ამას მთხოვ.ათასჯერ მაინც გითხარი ნებისმიერი რამ მთხოვეთქო და შენ სულ ამას იმეორებ.გაიგე,რომ აქედან არსად არ გაგიშვებ-დაიყვირა მან.შემეშინდა და შევხტი. -მაგრამ თუ შენ გიყვარვარ... -ნუ იყენებ იმას,რომ მიყვარხარ გასაგებია? ეს გრძნობა ფეხ-ქვეშ გასათელი არაა. -შენ არ ხარ ასეთი რაილი. -შენ რა იცი მე,როგორი ვარ? -მაშინ,როდესაც იმ ვიდეოს ვუყურე მე შენ სულ სხვანაირი დაგინახე. ვიცი,რომ ასეთი არ ხარ.კეთილი ხარ,თბილი გული გაქვს უბრალოდ ცხოვრების აღარ გწამს და შვებას სხვის ტანჯვაში პოულობ.თავისუფლება ხომ გინდოდა? მიპასუხე,რა შეიცვალა მას შემდეგ რაც საავადმყოფოდან გამოხვედი?სხვა ტვინი გადაგინერგეს? მიპასუხე,თორემ გავგიჟდები.არ მესმის: ადრე შენ ასეთი კარგი და ახლა ეს?-ამრეზით შევხედე მას. -ის შეიცვალა ჰეილი,რომ 12-ი წლის ასაკში ყველაფერი სხვანაირად მეგონა. მაშინ არ ვიცოდი,რომ მამამ,რომელსაც ვაღმერთებდი და რომელიც ჩემი კერპი იყო,საკუთარი ნებით მიმატოვა.მაშინ არ ვიცოდი,რომ კაცი,რომელსაც უნახავად შევწირე ყველაფერი რაც გამაჩნდა,დედაჩემის მკვლელი იყო.მაშინ ეს არ ვიცოდი გასაგებია?და იცი რა ვიგრძენი,როდესაც ეს ყველაფერი გავიგე? მხოლოდ სიძულვილი და ძალა,რომ შური მეძია.ახლა გესმის?არც ახლა გესმის რადგან ჩემს წინ ზიხარ ისე თითქოს არც არაფერი მეთქვას და კვლავ მიამიტური სახით მიყურებ.მძულს ეს გამოხედვა გასაგებია?მძულს-ყვირილით გავარდა ოთახიდან და ჩემში გაურკვევლობა დატოვა. რა ჯანდაბა ხდებოდა ამ ქვეყნად? სად ვიყავი მაშინ,როდესაც ყველაფერი თავზე მენგრეოდა.როდესაც სახლში მკვლელი მეჯდა და მე მას მამას ვეძახდი.მაშინ ცხოვრებაში პირველად გამიხარდა,რომ მაშინ წავიდა და აღარც დაბრუნდა.ვინ იცის ვის აუბედურებდა ახლა. **** დილა,რომ გათენდა კვლავ საწოლის კიდეზე ვიჯექი და უძინარ თვალებს ვისრისავდი.კარებზე ბრახუნი ატყდა და თავი სწრაფად ავწიე.იმდენად სწრაფად,რომ კისერი ვიტკინე. -მოვდივარ-რაილის გაბრაზებული ხმა მომესმა. შემდეგ გინების,ყვირილის და რაღაცის დაბრახუნების ხმა.ფეხზე წამოვხტი და ოთახიდან გავვარდი.ლამის კიბეებზე დავგორდი,როდესაც ნაცნობი ხმა გავიგე და შიშის ჟრუანტელმა დამიარა.“ოღონდ ის არა,ღმერთო გთხოვ ოღონდ ის არა“ გულში ვფიქრობდი და ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვბედავდი.რა მოხდებოდა თუ სამზარეულოში შესულს საშინელი სურათი დამხვდებოდა და საბოლოოდ განადგურდებოდა ყველაფერი? რა მოხდებოდა თუ მის გაციებულ სხეულსღა შევავლებდი თვალს და ვეღარასოდეს დავინახავდი მის ნათელ თვალებს. -ნაილ-მაინც ურწმუნო ხმით დავიყვირე და გავჩუმდი იმის იმედით,რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო. -ჰეილი-ნაცნობმა ხმამ მიპასუხა და მაშინ დავრწმუნდი,რომ ეს რეალობა იყო. მომინდა ამ წამის გამო და მაინც სიხარულით გავიქეცი მისკენ,რომ ჩავხუტებოდი.სამზარეულოში იმდენად სწრაფად შევირბინე,რომ გაბრაზებული რაილის მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ნაილის მკლავებში ამოვყავი თავი.მისი სუნი მეცა,ამდენი ხმის განმავლობაში,რომ მენატრებოდა.ყოველი შემთხვევისთვის ხელზე დასარწმუნებლად მაინც ვიჩქმიტე და ტკივილისაგან წამოვიყვირე. -შენ აქ ხარ-ხმას ვერ ვაკონტროლებდი მე. -მე აქ ვარ-თმები გადამიწია მან. -ჩემთან ხარ. -შენთან ვარ. -გთხოვ არ დამტოვო კარგი?-ვიგრძენი,როგორ მომაწვა შიში თავიდან და მის მკლავებს ძლიერად ჩავებღაუჭე. -აქედან ერთად წავალთ ჰეილი,გპირდები-მიპასუხა მან. -იმას ნუ დაპირდები რის შესრულებასაც ვერ შეძლებ-დაიგრგვინა რაილის ხმამ და ვიგრძენი,როგორ ამეწვა თავი.რაილიმ ძლიერად მომქაჩა თმაზე და ნაილის ხელებიდან გამომგლიჯა.ავფართხალდი,რომ განვთავისუფლებულიყავი,მაგრამ ყოველ მოძრაობას უფრო დიდი ტკივილი მოსდევდა. -ხელი გაუშვი-დაიყვირა ნაილმა და ჩემსკენ წამოვიდა. -ადგილზე დარჩი-ჩაიცინა რაილიმ და უკანა ჯიბიდან იარაღი ამოიღო.დამცხა,სუნთქვა შემეკრა და ნაილს შევხედე. -გთხოვ უკან წადი-ვთხოვე მე. არაო,თავი გააქნია და მაინც გამოიწია წინ.რაილიმ გასაფრთხილებლად ერთხელ ჰაერში გაისროლა და იარაღი კვლავ შუბლზე მომაბჯინა.იმხელა ხმაზე დავიყვირე მეგონა სახლი ჩამოგვექცეოდა,მაგრამ ამის მაგივრად ყელი ამეწვა. -ამას ნუ აკეთებ.მაშინებ,გთხოვ-მივმართე რაილის. -გითხრი,რომ აქედან ვერ წახვიდოდი ჰეილი-ყურთან ახლოს დაიჩურჩულა მან. -გთხოვ,არ წავალ უბრალოდ ის გაუშვი-ტირილი ამივარდა მე. -მაგრამ,რომ გავუშვა ის მაინც მოგვაგნებს.შენს გამო მაინც დაბრუნდება.შეხედე მას ჰეილი,თვალებში შეხედე-თავი ამაწევინა მან-უყურე,როგორ უყვარხარ.მის თვალებში ეს მშვენივრად ჩანს.უყურე,რადგან შეიძლება ეს საბოლოოა:ან შენთვის,ან მისთვის.დაიმახსოვრე,კარგად დაიმახსოვრე.ნებისმიერ შემთხვევაში შენ მას ვეღარ ნახავ.იცი,გუშინ დავფიქრდი და მართალი ხარ.შენ ყველაფერში მართალი ხარ.მე გიჟიც ვარ და ფსიქოპათი.მსიამოვნებს ყველას და ყველაფრის წამება.თქვენი ხვწენა და ვედრება მსიამოვნებს-რამოდენიმე წვეთი დამეცა მხარზე.ის ტიროდა. -გთხოვ გაჩერდი-თავი გავაქნიე მე. -არა უყურე-თმაში ხელი წამავლო და გამაკავა-ხედავ,როგორ სტკივა? მოგწონს არა მისი თვალები,მისი ცისფერი თვალები.სწორედ ასე იყურებოდი მაშინ,წითელ ავტობუსში და მაინც შენ მე ვერ მიცანი.გახსოვს ჰეილი? ირლანდია,ქალაქი ლიმერიკი.ბიჭი ირლანდიური აქცენტითა და უწესო ქცევებით.აღიარე მაშინ ეს ხომ მოგეწონა?ნომერიც ისეთი სიხარულით გამომართვი.რა შეიცვალა შემდეგ? -შემდეგ მე ის გავიცანი-ნაილისთვის თვალმოუშორებელმა ვთქვი მე-მაშინ არ ვიცოდი თუ ასე ძალიან შემიყვარდებოდა-და მაინც არ ვიმჩნევდი გაკვირვებას.გაკვირვებას,რომელიც ახალმა ინფორმაციამ გამოიწვია ჩემში. -ჰო,მართალია.ახლა კი გიყვარს.ვნახოთ რა რეაქცია გექნება-ღრმად ამოიოხრა და თვალისდახამხამებაში ესროლა ნაილს.დავიკივლე და მისკენ წასვლა ვცადე,მაგრამ არ გამიშვა.ვიდექი და შორიდან ვუყურებდი,როგორ ეღებებოდა თეთრი პერანგი წითლად და მასთან მისვლას ვლამობდი. -ნაილ შემომხედე-დავიჩურჩულე მე-შემომხედე ყველაფერი კარგად იქნება.კონცენტრაცია ჩემს ხმაზე მოახდინე. -ოჰ კარგით რა,ეს ხომ მხოლოდ ნაკაწრია ხელზე. -შენ ნამდვილი ხარ-გამწარებულმა დავუყვირე. -ახალი ამბავი-ჩაიხითხითა მან. გარედან ხმები შემომესმა.სირენების და მანქანის ხმები. -პოლიცია-გახარებულმა შემოვძახე მე. -ჯანდაბა-ხმამაღლა შეიკურთხა რაილი და შუბლზე იარაღი უფრო მეტად მომაბჯინა. -გასაქცევი აღარსად გაქვს.ველაფერი დასრულდა-ფეხზე წამოდგა ნაილი. -მაგრამ საქმე იმაშია,რომ მე არ ვაპირებ ცხოვრების ციხეში გატარებას. -მაშინ გაგვიზიარე შენი გეგმები-გაიცინა ნაილმა. -კარგი-მხრებისაჩეჩვით თქვა რაილიმ. ღრმად ჩაისუნთქა,იარაღი გადატენა და შუბლზე დამადო. -არ გინდა-გაბზარული ხმით ღრიალებს ნაილი და ჩემსკენ იწევა. -კარგად იყავი ჰეილი-ყურში რაილის მოწყენილი ხმა მესმის და შემდეგ გასროლის ხმა ფარავს ყველაფერს ***** „იარას შეხვევა სჭირდება,მაგრამ შეხვევასაც ვიღაც სჭირდება,მხოლოდ ესაა მთავარი,ვინმე უნდა გყავდეს.ნაიარევი ადამიანი ხო იცი?ასეთი იარის კვალი ღრმაა.მის სისხლდენას ვერ შეაჩერებ.თუ მის შეჩერებას შეეცდები, ეს ძვირად დაგიჯდება.თუ შენს იარამდე მზრუნველი ადამიანი ზურგს შეგაქცევს,მისი შეხვევა თავადვე მოგიწევს“. -ჩემთან დარჩი,გთხოვ ჩემთან დარჩი-სადღაც შორიდან ნაილის ჩახლეჩილი ხმა მესმოდა. -თუ შეიძლება გვამს მოშორდით-უცხო ტონალობამ გაიჟღერა და ტანზე დამაყარა. -არა ის არ მომკვდარა. გთხოვ ჩემთან დარჩი.უფლებას არ მოგცემ ისევ წახვიდე. თვალები გაახილე,გთხოვ უბრალოდ გაახილე და ამოისუნთქე.ასეთს ვერ გიყურებ გესმის? ჯანდაბა,უბრალოდ ამოისუნთქე-განაგრძობდა ის. რა ხდებოდა ახლა? სად ვიყავი მე და რატომ იყო ნაილი ასეთი დამწუხრებული? არ ვიცი,ეს სულაც არ გავდა გვირაბის ბოლოს სინათლეს. ეს ერთიანად გაშავდა და რაღაც წყვდიადში ამოვყავი თავი.ნეტავ იცოდეთ,როგორ მინდოდა მისი სურვილის შესრულება,მეც ხომ ასე ძლიერ მინდოდა მისი თვალების დანახვა და საბოლოოდ სადღაც გავიჭედეთ.მაინც არ მეღირსა ის,რაზეც მთელი ცხოვრება ვვოცნებობდი და ახლა სადღაც გადაკარგულ სამყაროში ერთ კუთხეში მიყუჟული ცრემლად ვიღვრები. -გითხარით შენობა დატოვეთთქო-ჩემამდე მაინც აღწევდა კაცის უხეში ხმა და მინდოდა მეყვირა მისთვის. მინდოდა მეთქვა,რომ ნაილისთვის წასვლის საშუალება არ მიეცათ,მაგრამ ვხვდებოდი,როგორ შორდებოდა მისი ხელები ჩემს სხეულს.ამას ვგრძნობდი. მის თბილ შეხებას და არ მინდოდა დამთავრებულიყო.საბოლოოდ კი მაინც დამთავრდა. ***** აქ წელიწადის დროების გარკვევა შეუძლებელია.ყოველი დღე ერთი-მეორეს ჰგავს.ჩვენ არ გვძინავს,აქ არავის სძინავს,მაგრამ ყოველღამით მაინც ვასახიერებ მძინარე ადამიანს.ადამიანობის შენარჩუნებას ვცდილობ და იმიტომ. უშენობა გაჭირდა. უშენობა და უშენოდ ცხოვრება. შენ გარეშე სუნთქვა მიჭირს. სუნთქვა მიჭირს ამდენი წლის შემდეგაც კი.რამდენი იყო? ჰო,მგონი 50 წელი. მას შემდეგ 50-მა წელმა განვლო და გულის პატარა კუნჭულში შენი ხატება მაინც არსებობს.რა ვქნა თუ დავიწყება წარმოუდგენელი აღმოჩნდა.ძალით არ ვაკეთებ,მართლა,უბრალოდ ასე აღმოჩნდა. მე შენთან ვიყავი.ნეტავ ამას თუ გრძნობდი მაინც. ყოველ დღეს მე შენთან ერთად,შენს გვერდით ვატარებდი და მაინც არ მყოფნიდა. ალბათ დრომ იმოქმედა,ან კიდევ შენმა არშეხებამ.შემდეგ შევწყვიტე.ამაო ცდები მომბეზრდა და ყველაფერი წყალს გავატანე.ყველაფერი შენი სიყვარულის გარდა. იმ დღეს მიწის ქვეშ,რომ მომიჩინეს „მყუდრო“ ბინა,შენ გიმშვენებდი გვერდს. ხორციელება არაფერია,ნაილ,მთავარი სულია. მე კი სულიერად ვიყავი შენთან.ნაილ იცი,წვიმის წვეთები სახეს,რომ გისველებდნენ,ეგ წვეთებიც მე ვიყავი.შენთან შეხებას ვლამობდი,შენ კი მათ ჯიუტად იშორებდი.ყოველი მოშორებული ცრემლი მე ვიყავი,ასე ჯიუტად,რომ მოგდიოდა თვალებიდან და ყველას უმალავდი,თუმცა მე ვერ დამიმალე. შენი გულისცემა მესმოდა. ის იმდენად ნელა ცემდა,რომ მეგონა გაჩერდებოდა. ეგოისტი ვარ და გეტყვი,რომ ერთ წამს ესეც კი მომინდა,მაგრამ შენ ცხოვრება უნდა გაგეგრძელებინა.გააგრძელე კიდევაც,ალბათ. ტანჯვის ძლიერი ცეცხლი მწვავს 50 წლის შემდეგაც კი და მაინც ისე საშინლად მინდა,შენი ხმის გაგონება. გონებაში,უკანასკნელი სიტყვები მიტრიალებს და ვწუხვარ,რომ,მხოლოდ ეს დამრჩა. აქ დედაშენია.მას შენსავით ლამაზი თვალები აქვს ნაილ,მაგრამ ისიც ყოველდღე მოწყენილია.ადვილია შეამჩნიო მისი ჩაწითლებული თვალები,თუმცა დამალვას ცდილობს.ეს არ გამოსდის,ისევე,როგორ მე.იცი,მასთან მისვლის მრცხვენია. ან უბრალოდ არ მინდა. ბოდიში თუ გულს გტკენ,მაგრამ სულაც არ მინდა შენზე რაიმე გავუმხილო.მეჩემები. ყოველთვის მეჩემებოდი და ამდენმა ხანმაც კი ვერ შეცვალა ეს.ვერც შეცვლის. მაინც ვერ ვიგებ ასე რატომ დამთავრდა: ყველაფერი კარგად აეწყო და ბოლოს მაინც გაფუჭდა რაღაც.თავი მულტფილმის პერსონაჟი მეგონა,სადაც რაილი ბოროტი დედინაცვლის როლს ასრულებდა. განა ყველაფერი ასე არ იყო? ყველაფერი ფინალის გარდა. ხედავ მე მისი სახელი კვლავაც მახსოვს. დავიწყებას არც ვაპირებ,ხომ უნდა მახსოვდეს ვინ დაანგრია იმქვეყნად ჩემი ცხოვრება.მემახსოვრება კიდეც. ცაში ხშირად ამოიხედე კარგი? იმისდამიუხედავად,რომ არ ვიცი ახლა გყავს თუ არა თბილი ოჯახი,თავს საშუალება არ მისცე ჩემი დავიწყების. მე აქ გელოდები. ნაილ,ცაში ამოიხედე ხოლმე,ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი მე ვარ. **** -სასწრაფოდ ყველანი შემოსასვლელისკენ წადით-ყვირილით შემოვარდა ედემის ბაღში პატარა ბიჭი. „რა ხდებაო“ ყველაში მითქმა-მოთქმა ატყდა. -ახალი მოყავთ.შემოსასვლელში თქვეს ანგელოზს წააგავსო. „ანგელოზსო?ანგელოზსო?“ კვლავ გამოხმაურება მოყვა შემდეგ ფრაზას და ეს სიტყვა ყველამ აიტაცა. -რას ველოდებით,წავიდეთ-შემოსძახა მოხუცმა და ყველანი წავიდნენ. -შენ არ მოდიხარ? ეს შესანიშნავი იქნება-გვერდით მომიდგა მაცნე. -ასეთი რაღაცეები არ მხიბლავს.ეს ხომ ყოველწამს ხდება.მოსაბეზრებელიამხრები ავიჩეჩე მე. -მაგრამ ის განსხვავებული ყოფილა,ასე ამბობენ ზეცაზე უფრო ცისფერი თვალები აქვსო-აღტაცებული საუბრობდა ის. -რითი გარდაიცვალა?-ოდნავი ინტერესი გაღვივდა ჩემში. -მოკლეს-შემაძრწუნებლად გაისმა ეს სიტყვა.დამბურძგლა. -კარგი წავიდეთ-გასასვლელისკენ ვუბიძგე მას. სწრაფად გავიარეთ სხვათა სამყოფელი და ხალხის ბრბოში შეღწევა ვცადეთ. -რა ლამაზია. -ნამდვილი ანგელოზია. -კი,მაგრამ ღმერთმა ასეთი,როგორ შექმნა. -რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდა მისი მოკვლა. -დამნაშავე უმკაცრესი კანონით უნდა დაისაჯოს. ხალხში შეძახილები არ წყდებოდა.უფრო მეტად მომაწვა ინტერესი და გიჟივით შევვარდი მათ შორის. ამოვისუნთქე,უკან გავიხედე,შემდეგ ისევ წინ და როდესაც ჩემს წინ წამომჯდარ „ახალგაზრდა“ ბიჭს მზერა შევავლე,შეძრწუნებულმა წამოვიყვირე მისი სახელი და ნაცნობ ცისფერ თვალებთან უნებურად კონტაქტი გავწყვიტე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.