შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის იარაღი 6


12-01-2016, 21:10
ავტორი gabun1a
ნანახია 1 585

ორშაბათ დილას თაკო ჩვეულებრივ უნივერსიტეტისკენ გაემართა, შენობაში შესულმა დამხვედრ ნაცნობებს მიესალმა და ნაძალადევად გაუღიმა, კიბეებს აუყვა და 112 აუდიტორიისკენ მიაშურა, კარი შეაღო, ლექცია უკვე დაწყებულიყო, ნუცას გვერდით უკვე ადგილი დაკავებული იყო , ახლო-მახლოც არსად იყო თავისუფალი ადგილი ამიტომაც ნუცასგან შორს მოუწია დაჯდომამ სადღაც უკანა რიგებში, ჩანთა მოიხსნა და რვეული და საწერკალამი ამოიღო, ლექტორიც ლექციას კითხულობდა, წინა რიგებში მსხდომარეთაგან ნუცამ უკან გამოიხედა და თაკოს მიესალმა მაგრამ სახეზე უხასიათობდა დასტყობოდა ნუცას, „რა სჭირს ამას?„ გაიფიქრა თაკომ , მერე გოგონებმა ყურადღება ისევ ლექტორისკენ გადაიტანეს, მალე ლექციაც მორჩა. სტუდენტები წამოიშალნენ და გასასვლელი კარისკენ გაემართნენ, თაკო ნუცას დაელოდა კართან და ორივე ერთად გავიდა აუდიტორიიდან დერეფანში.

-რა გჭირს? რაღაც უხასიათოდ მეჩვენები-ჰკითხა ნუცას თაკომ, ნუცამ თავი დახარა და ქვემოდან როგორც დატუქსული ბავშვი ისე ამოხედა

-რაღაც მოხდა-მცირეხნიან დუმილის შემდეგ უპასუხა

-რა მოხდა?

-წამო სადმე დავსხდეთ და მოგიყვები

-წამო ბუფეტში ჩავიდეთ

-არა რა ბუფეტში, სადმე მყუდრო ადგილას მინდა დაგელაპარაკო


გოგოები უნივერსიტეტის შენობიდან გამოვიდნენ, ქუჩა გადაკვეთეს და სკვერში შევიდნენ, სკვერში აქა-იქ დადიოდნენ ადამიანები, ზოგი ბავშვს ასეირნებდა სუფთა ჰაერზე, ზოგი შეყვარებულთან ერთად სეირნობდა ან სკამზე ისხდნენ, თუმცა სკვერი არ იყო ხალხმრავალი, ხშირად იკრიბებოდნენ აქ დაქალები და უზიარებდნენ აზრებს ერთმანეთს, გოგონებმა თვალით იპოვეს ადგილი სადაც არავინ მოვიდოდა და მყუდროდ შეძლებდნენ საუბარს, „აი იქ დავსხდეთ„ ნუცამ ხელით ანიშნა თაკოს, მეგობარმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ცარიელი სკამისკენ დაიძრნენ, სკამზე მოხერხებულად მოკალათდნენ , ცოტახანს ჩუმად იყვნენ, თაკომ ვეღარ მოითმინა სიჩუმე

-რა ხდება აღარ იტყვი?

-ვიტყვი, მოკლედ გუშინწინ ჩემთან კორპუსის წინ ვისხედით, ჩემს უბნელებთან ერთად, გოგოები , ბიჭები, მოკლედ ყველა ვიყავით, ვსაუბრობდით, ვიცინოდით ვერთობოდით ამ დროს ჩამოიარეს ჩვენმა უბნელმა ბიჭებმა ცოტა მოშორებით ცხოვრობენ, მოვიდნენ ჩვენთან გაგვესაუბრეს, მერე აღარ წასულან და ყველანი ერთად ვისხედით, ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი იკა იყო, იკა ჩემი სკოლელი იყო, შენთვის მოყოლილი არ მაქვს, მოკლედ ამ იკას ბავშვობაში ვუყვარდი, მე არასოდეს მიპასუხია დადებითად მისი გრძნობებისთვის მაგრამ რაღაც „პონტში„ მეც სულ მომწონდა, სიმპათიური იყო მთელი სკოლის გოგოები მაგაზე გიჟდებოდნენ, ჰოდა გუშინწინაც სულ მე მელაპარაკებოდა, სულ ჩემსკენ იხედებოდა

-ანუ ძველი გრძნობები ისევ აქვს?

-მომისმინე დამამთავრებინე, მოკლედ ეს იკა ძველებურად აქტიურობდა, მერე ერთ-ერთმა გიორგი ერქვა მგონი , თქვა რომ წამო „მოვიხოდოთ„ ქალაქგარეთ გავიდეთ მწვადი შევწვათო, მე და რამოდენიმე უარზე ვიყავით მაგრამ, ..მაგრამ ყველამ აიტეხა და ჩვენც დავთანხმდით-ნერვიულობამ იმატა ნუცას ხმაში

-მერე?

-მერე ჩვენც დავთანხმდით და წავედით, მოკლედ ბიჭებმა კოცონი დაანთეს, გიტარაზე უკრავდნენ, ცოტაც დავლიეთ, არა ცოტა კიარა საკმაოდ დავლიეთ, სანამ დავლევდით ყველაფერი კარგად იყო ამ წყეული სასმელის ბრალია ყველაფერი-ანერვიულდა ნუცა და ატირდა

-მერე რა მოხდა თქვი

-მერე იკა ისევ აქტიურობდა, მითხრა გავისეირნოთო და მეც დავთანხმდი, ვსეირნობდით თან რაღაცეებს მიყვებოდა და ბევრს ვიცინოდით, ამასობაში ძალიან შორს აღმოვჩნდით ჩვენი მეგობრებისგან რომლებიც კოცონთან ისხდნენ, მუსიკის ხმაც რომელიც მანქანაში ქონდათ ჩართული შორიდან მოისმოდა, იქვე მოჭრილი ხე იყო და ხეზე ჩამოვჯექით, იკამ ჩურჩულით დამიწყო ლაპარაკი, მე ვკითხე რატომ ჩურჩულებ მეთქი? მითხრა რომ ხეებზე ალბათ ბეღურებს, საყვარელ ციყვებს და სხვადასხვა საყვარელ არსებებს სძინავთ , რატომ გავაღვიძოთო? მერე მისი მწვანე თვალები ღამეში თითქოს უფრო ანათებდნენ , მისი ჩურჩული ვნებას მმატებდა, მერე სახე ახლოს მოიტანა ჩემს სახესთან და ისევ ჩურჩულით რაღაცეებს მეუბნებოდა, მე უკვე არ მესმოდა მისი სიტყვები, თითქოს გავითიშე და მისი თვალების მეტს ვერაფერს ვხედავდი, მისი სუნთქვის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი, ამ დროს მან მაკოცა, მეც მორჩილად გავყევი ვნებების მორევში, გახდა დამიწყო, მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, არ ვიცი რა მემართებოდა, თითქოს ამ ყველაფერს მე ნუცა კიარა ვიღაც ჩემში ჩასახლებული სხვა ნუცა აკეთებდა, მეც გავხადე მაისური, მახსოვს მის სხეულზე შეხება მაგიჟებდა, სიამოვნებისგან ჩუმი კვნესა დავიწყე ის მთელს სხეულს მიკოცნიდა, ბოლოს ამ ყველაფერს ლოგიკური დასასრულიც ქონდა და მე მასთან ქალიშვილობაც დავკარგე-სახე ხელებში ჩარგო ნუცამ და ტირილს უმატა, ცოტახანს თაკო გაჩუმებული იჯდა , ნუცამ მოიშორა ხელები სახიდან და სევდიანი თვალებით მეგობარს მიაჩერდა

-მიშკას უთხარი?-იკითხა თაკომ

-არა რა ვუთხარი ხოარ გაგიჟდი

-არ აპირებ თქმას?

-და რა ვუთხრა გიღალატე მეთქი?

-რას აპირებ?

-არ ვიცი, რამე მიზეზს მოვიგონებ და დავშორდები


დილით გავიღვიძე და საწოლიდან იმწამსვე წამოვდექი, სკამზე გადაფენილი ტანსაცმელი სწრაფადვე ჩავიცვი და ოთახიდან გავედი, ტელევიზორთან ფრედი და ჟერარდი ისხდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ, ორივემ შემომხედა მეც ფრანგულად მივესალმე „ბონჟუ„ , „ბონჟუ„ ერთხმად გაიმეორეს, ჟერარდმა ერთი წუთითო ხელით მანიშნა და ქაღალდში გახვეული რაღაც გამომიწოდა, გამიკვირდა რა უნდა ყოფილიყო, გამოვართვი და ცოტახანს გაშეშებული ვიდექი არ ვიცოდი რა უნდა მექნა, გახსენიო მანიშნეს ისევ, მეც ქაღალდი შემოვხსენი, ქაღალდში გახვეული წიგნი იყო, წიგნი ფრანგულ-რუსული ლექსოკონი იყო, „რუსულად ლაპარაკობ არა„? ინგლისურ ენაზე მკითხა ფრედიმ, მე თავი დავუქნიე თუმცა ვერ მივხვდი საიდან იცოდნენ რომ მე რუსულად საუბარი შემეძლო, ჟერარდმა ფრანგულად რაღაც დამიწერა მერე იგივე სიტყვები ლექსიკონში მომიძებნა და თარგმნით შევძელი გამეგო რისი თქმა სურდა, მან ფურცელზე დამიწერა რომ შემეძლო მათთან დავრჩენილიყავი რამდენ ხანსაც მსურდა, გავუღიმე და მადლობა მოვუხადე , მერე მეც მოვძებნე სასურველი სიტყვები ლექსიკონში და ვუთხარი რომ მათთან დარჩენა არ შემეძლო და ჩემთვის უხერხული იყო, თუმცა დაიჟინეს და დამემუქრნენ კიდეც რომ არ გამიშვებდნენ, გამაოცა მათმა გულიანმა მასპინძლობამ, აქამდე ევროპელებზე არ მქონდა მსგავსი წარმოდგენა, არა ვიცოდი რომ კარგი ხალხი ცხოვრობდა ევროპაში მაგრამ ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა, მერე ლექსიკონის საშუალებით საუბარი დავიწყეთ, ვუთხარი რომ მოკრივე ვარ და რისთვისაც ჩამოვედი აქ, თმცა არ მითქვამს ვისთან ჩამოვედი, მერე ფრედმა ფურცელზე წერა დაიწყო მე თვალს ვადევნებდი კალმის მოძრაობას და ასოებს რომლებსაც წერდა, უცებ თვალში სიტყვა დიაბლე მომხვდა, მერე ფურცელი გამომიწოდა , არც ისე ცოტა რამ ეწერა იქ.

„მე და ჟერარდი, ბიზნესმენები ვართ , უფროსწორად ვიყავით, ერთ-ერთ კომპანიაში წილებს ვფლობდით, ვიღაც ტიპი მოვიდა ამ კომპანიაში შემდგომ, სხვათაშორის რუსი, მას „დიაბლე„ ს ეძახიან, მან შეძლო ჩვენთვის წაერთმია ყველაფერი, ახლა ჩვენც შენსავით უსამსახუროდ ვართ„



№1  offline წევრი Firefly

ცოტა იყო..
ძალიან კარგად წერ და ველოდები უფრო დიდ თავს love
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი Smiling girl

saintereso gaxda dzalian magram tavebi ufro gazardee ^_^ )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent