შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის იარაღი 5


9-01-2016, 20:24
ავტორი gabun1a
ნანახია 1 474

დიაბლეს კაბინეტის კართან შევჩუკმა შემაჩერა და მთხოვა რომ ორი წუთით აქ მომეცადა მერე კი ქვემოთ ჩავიდოდით და კაბინეტში შევიდა, მე კართან ვიდექი , მათი ეს განმაროტება აშკარად არ მომწონდა, ალბათ შევჩუკი ყველაფერს მოუყვებოდა რაც ნახა, სისხლის ლაქა ჩემს შარვალზე, ეს ყველაფერს ნათელს ხდიდა მისთვის, მიხვდა რომ მე ის ვნახე რაც არ უნდა მენახა.
შევჩუკი კაბინეტში შევიდა სახეზე შეშფოთება დასტყობოდა და ნერვიულად ხელებს ერთმანეთზე უსვამდა

-რა ხდება ვიტალ?-გაოცებულმა კითხა დიაბლემ

-ვერ არის კარგი ამბავი-ჩურჩულით უპასუხა შევჩუკმა

-რა მოხდა ამოღერღე

-გრუზინმა ყველაფერი იცის, სასაკლაოშია ნამყოფი, მის სამოსზე სისხლის ლაქა შევნიშნე, თავსაც ცუდად ალბათ იმიტომ გრძნობდა რომ იქ ყველაფერი ნახა-თავში ხელი შემოირტყა შევჩუკმა

-დარწმუნებული ხარ?-ეჭვის თვალით შეხედა დიაბლემ

-ეგრეა რა-თავი დახარა შევჩუკმა

-და ახლა სად არის?

-გარეთ მელოდება-კარისკენ მიტრიალდა და თითი გაიშვირა შევჩუკმა

-მიდი გადი უთხარი ქვემოთ ჩავიდეთო და მეც უკან გამოგყვებით-შევჩუკმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და კარისკენ დაიძრა, დიაბლემ მაგიდის უჯრა გამოაღო და ფისტოლეტი ამოიღო, ფისტოლეტი გადატენა და ზურგსუკან დამალა

როდესაც შევჩუკის ფეხის ხმა გავიგონე გაქცევა გადავწყვიტე და დერეფანში სირბილით გავვარდი, ამ დროს შევჩუკმაც დერეფანში სირბილის ხმა გაიგო და კარი სწრაფად გააღო, კართან აღარ დავხვდი და დიაბლესთან კაბინეტში შევარდა, „გაიქცა ქართველიო" ხმამაღლა გასძახა, დიაბლემ უცბად რაციას დასტაცა ხელი და დაცვის თანამშრომლებს აცნობა რომ შესასვლელი კარი ჩაეკეტათ და ყველა მობილიზებულიყვნენ, მე გავრბოდი ამ დროს შევნიშნე მოპირდაპირე მხარეს როგორ დაიკეტა დიდი კარი და ორი ახმახი იარაღს მიმიზნებდა, გვერდებზე ფანჯრები იყო სხვა გზა არ მქონდა მთელი ძალით ფანჯრის მინას შევასკდი და შენობიდან გადავეშვი, ჩემდა ბედად შენობის ქვემოთ ნაგვის ბუნკერები იდგა და შიგ ჩავვარდი, ნაგავი თავზე დამეყარა, სწრაფადვე მოვიცილე დაყრილი ნაგავი და ბუნკერიდან ამოვხტი, გატეხილი ფანჯრიდან ორი ახმახი კვლავ იარაღს მიმიზნებდა და ცეცხლიც გახსნეს, საბედნიეროდ ტყვიები ამცდა, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი, ცენტრალურ გზაზე გავვარდი და ხალხმრავალ ადგილზე ხალხში გავერიე

*******

უკვე ერთი კვირა იყო გასული თაკო ელოდებოდა როდის დავურეკავდი ან სმს-ს მივწერდი, მაგრამ ჩემგან არაფერი ისმოდა, თაკო სახლიდან არ გადიოდა მის ოთახში ჩაკეტილიყო და საწოლზე იწვა თავის მობლილურ ტელეფონთან ერთად, სევდიან მუსიკას უსმენდა, ჩვენს ძველ სმს-ებს კითხულობდა და ჩემს ფოტოებს ათვალიერებდა, ისევ ძველი სმს-ების კითხვით იყო გართული როდესაც ნუცამ, თაკოს დაქალმა დარეკა

-გისმენ ნუცა-მოწყენილი ხმით უპასუხა თაკომ

-რა გჭირს შენ, რა ხმა გაქვს?

-არაფერი კარგად ვარ

-აუუ კარგი რაა დაგირეკავს, ალბათ ვერ მოახერხა ჯერ რა

-კარგი რა, რა ვერ მოხარეხა, საფრანგეთში ტელეფონები არ არსებობს, ინტერენტი არ აქვთ თუ რა?

-კაი რა, აბა რა გინდა თქვა რომ გიგას კიდიხარ?

-არ ვიცი, არ ვიცი რა ვიფიქრო, ყველაფერს ვფიქრობ, იქნებ რამე მოუვიდა?

-ნუ ფიქრობ ცუდზე, მისმინე , მე ვიცი შენ რაც გჭირდება ახლა, ლევანს ხო იცნობ ჩემს დეიდაშვილს?

-ხო, მერე?

-დღეს აქვს დაბადების დღე, ძაან დიდი "სასტავი" ეყოლება და წავიდეთ გავერთობით

-არა ხოარ გაგიჟდი გოგო, ეგრე კარგადაც არ ვიცნობ ლევანს თან არც დაუპატიჯებივარ და ესე ხოარ წამოვალ , სირცხვილია

-ვაიმეე ნუ გამაგიჟე თაკო, სირცხვილი არა ისა, ყველას გაუხარდება შენი მისვლა, მოკლედ 4 ზე გამოგივლი და მზად დამხვდი გაიგე?

-კარგი

გოგონებმა ჯერ მაღაზიაში გაიარეს და ლევანისთვის საჩუქარი იყიდეს, მაღაზიიდან გამოსულებმა ტაქსი აიყვანეს და ნუცას დეიდაშვილის სახლისკენ გასწიეს, იქ მისულებს დიდი აურზაური დახვდათ, ლევანს ბევრი მეგობარი ჰყავდა, გოგონები და ბიჭები მთელს სახლში იეროდნენ, თაკომ მორიდებით შეაბიჯა , ლევანის მშობლები სახლში არ იყვნენ ამიტომაც მთელი სახლი ახალგაზრდების განკარგულებაში იყო, შესაბამისად დიდი არეულობაც სუფევდა, მუსიკა მაღალ ხმაზე, ალკოჰოლოს და სიგარეტის სუნი, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც საუბრობდა და ყველას ღიმილი ეფინა სახეზე, მოკლედ ყველა ერთობოდა, ამდენ ხალხში გოგონებს გაუჭირდათ ლევანის პოვნა, შემდეგ ნუცამ დაინახა ლევანი ორ გოგონას შუაში სავარძელზე იჯდა და ხელში სასმელით სავსე ჭიქა ეჭირა, ნუცამ ხელი დაუქნია და ბიჭიც მაშინვე ფეხზე წამოდგა და გოგოებისკენ გამოემართა

-ვა ნუცა მოხვედი?-ნუცას გადაკოცნა შემდეგ შედგა და თაკოს შეხედა

-ეს თაკოა ჩემი დაქალი არ გახსოვს?

-აა ხო როგორ არა-თითქოს წამსვე გაახსენდა ლევანს

-აი ეს ჩვენგან-თაკომ საჩუქრის ყუთი გაუწოდა

-ვა დიდი მადლობა გოგოებო, ისა ხო სვამთ?-თაკომ მხრები აიჩეჩა

-ვსვამთ აბა რაა-მიუგო ნუცამ-ლევანი უცებ სამზარეულოში გაიქცა და გოგონებს ბოთლებით ლუდი მოუტანა

-წამო გავერთოთ-მოუწოდა გოგონებს და წინ გაუძღვა იქვე მყოფი რამოდენიმე გოგო და ბიჭი გააცნო, მერე ყველამ ცეკვა დაიწყო, თაკო კვლავ უხასიათოდ იყო ამიტომაც განცალკავებულად ჯდომა არჩია და გარშემომყოფთა ცეკვას ადევნებდა თვალს თან ნელ-ნელა სასმელს წრუპავდა, ცეკვისგან დაღლილი ერთი ყმაწვილი თაკოს გვერდით დაჯდა დაღლილობისგან ქოშინებდა, მერე თაკოსკენ შეტრიალდა

-რატომ არ ცეკვავ?

-რავიცი არ მინდა-ნაძალადევად გაუღიმა თაკომ

-მე დათო მქვია-ხელი გაუწოდა გოგონას

-თაკო, სასიამოვნოა

-დიდი ხანია ლევანს იცნობ?

-არც ისე

-ჰო ხშირად აწყობს მსგავს "ფართებს" შენ არასოდეს მინახიხარ-გოგონამ კვლავ ნაძალადევად გაიღიმა და მზერა მოცეკვავე ახალგაზრდებისკენ მიაპყრო, დათოც დუმდა , მუსიკის რითმს თავს აყოლებდა , ბოლოს ისევ ბიჭმა დაარღვია დუმილი

-არ გინდა ვიცეკვოთ?-თაკო წამით დაფიქრდა თითქოს ყოყმანობსო, თვალები ზემოთ აზიდა, მერე გადაწყვეტილება მიიღო და ცეკვაზე დათანხმდა



№1  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს,განსხავებულია დასასიამოვნო წასაკითხი love
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი gabun1a

♥მარიამი♥
ძალიან მომწონს,განსხავებულია დასასიამოვნო წასაკითხი love


მადლობა <3

 


№3  offline წევრი Smiling girl

dzalian kargia <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ეს დათო არ მომწონს მე,სავარაუდოდ გათხოვილი დახვდება გიგას თაკო.შეცდომები გიოო

 


№5  offline წევრი gabun1a

ლორელაი
ეს დათო არ მომწონს მე,სავარაუდოდ გათხოვილი დახვდება გიგას თაკო.შეცდომები გიოო


ნუ ცდილობ სიუჯეტის გამოცნობას :დ რაც შეეხება შეცდომებს მიმითითე რა, რა კონტექსტებში დავუშვებ შეცდომებს :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent