ალბათ არსებობს ბედნიერება... (1)
ბედნიერებას ყოველთვის თან სდებს უბედურება ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ... მეგონა ვიყავი ბედნიერი და თურმე ეს ბედნიერებაც ყალბი ყოფილა, ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და მგონია რომ ცხოვრება დამენგრა, თუმცა მომავალზე რომ ვფიქრობ ჩემი ოჯახი მიდგება თვალწინ დედა, რომელიც ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს... მამა, რომელმაც ყველა ჩემი ტკივილი გაიგო და გვერდში მიდგას, მათ გარდა ყველაზე ახლობელი აღარავინ მყავს... მეგობრები?... მეგობრები ბევრი მყავს თუმცა არავის ვენდობი შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ თუმცა ვიტყვი რომ ჩემი უბედურება მათი ბრალია ისინი რომ არა ალბათ დღესაც ისევ ისეატი ლაღი ვიქნებოდი როგორც 3 თვის წინათ... მათ გამაცნეს გიგა, მათ სურდათ ჩვენი დაახლოება მიზანს მიაღწიეს კიდეც... სწორედ მიხვდით! გიგაა ჩემი უბედურების მთავარი მიზეზი თურმე როგორ მიყენებდა, მე დებილმა კიდევ ვერაფერს ვერ მივხვდი თვალდახუჭული ვენდობოდი, ახლა როდესაც ყველაფერი დამთავრდა "ის" ბედნიერი სახით მიაქროლებს მანქანას... მეე? მე ფეხით მუვდივარ და ცრემლები ცდილობენ თავისუფლად გაიკვლიონ გზა ჩემს ღაწვებზე, მაღლა ვიხედები და წვიმის 1 წვეთი მეცემა მას მოგდებს 2...3...4.. და უსასრულოდ გრძელდება.... ო, როგორ მიყვარს ზაფხულის წვიმა, ჩემი თმები რომლებიც მხრებამდე ძლივს აღწევენ უკვე სრულიად სველია, მეშინია არ გავცივდე ამიტომ ნაბიჯს ვუჩქარებ და ისე მივიწევ სახლისკენ სადაც ჩემი თბილი დედიკო და მამიკო დამხვდება, ცოტახანში ვხედავ ჩემს სადარბაზოს, შიგნით შევდივარ და ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს აქ პირველად ვარ... ვხვდები როგორ ირევა ჩემი სუნამოსა და სადარბაზოს მძაფრი სუნი და სახის გამომეტყველება უდრო მეცვლება... ლიფტი გამოვიძახე და 8 სართულზე ავედი კარებს ვაღებ და ვხვდები როგორ მელამუნება სახეზე თბილი ჰაერი შემდეგ დედას ლაპარაკი... - სოფო ეს.. ეს რა დაგემართა შვილო? -დედა დაწყნარდი შენც კარგად იცი როგორ მიყვარს წვიმა-შეძლებისდაგვარად ვიღიმი თუმცა დედა ყველაფერს ხვდება რომ ყველაფერი რიგზე არაა -კარგი დედი მიდი სველი ტანსაცმელი გამოიცვალე და მე ჩაის მოგიტან- თბილად მიღიმის და სამზარეულს კარებს აღებს, მე მისაღებში შევდივარ და მდივანზე მოკალათებულ მამას ვხედავ, თბილად მეღიმება, უკნიდან ვეპარები და უცბად ვკოცნი -მოვიდა მამას სიხარული? - სასიამოვნოდ მომხვდა მისი სიტყვები გულზე... -კი მა მოვედი, გამოვიცვლი და მოვალ მალე - მოჩვენებითი ღიმი ავიკარი და ისე შევაღე ოთახის კარები, სველი ტყავის კურტკა სკამზე გადავკიდე ა გავიმშრალე , ფეხსაცმელები გავიხადე იქვე მივაწყე და გარეთ მამიკოსთან ერთად მდივანზე კომფორტულად მოვკალათდი ამასობაში დედაც გამოდის სამზარეულოდან და ჩემთვის ჩაი მოაქ -მადლობა დეე - სწრაფად ვკოცნი და ადგილს ვუბრუნდები -სოფო ვიცი რომ რაღაც რიგზე არაა შეგიძლია გვითხრა- დმოულოდნელად მეუბნება, გავშეშდი არ ვიცოდი რა მეთქვა -ყველაფერი კარგადაა დე... - შეძლებისდაგვარად ვიღიმი და ჩაის ვუბრუნდები -სოფო ჩემი შვილი ხარ და ვიცი რომ რაღაც გაწუხებს თქვი დედი გაგიგებთ -დეე ხომ გჯერა ჩემი? მართლა არაფერი ხდება -კარგი გეყოს რა ნინა ნუ ჩააცივდი თუ რამეა თვითონ გეტყვის-მამა ხელს მხვევდა და საფეთქელთან ნაზად მკოცნის -დეე...მააა. დავიღალე და დავისვენებ რა - რათქმაუნდა წადი შვილო -ცოტას დავიძინებ- კარებთან მდგარმა მივაძახე და უცებ დავხურე კარი ლოგინზე ემბრიონის ფორმაში დავწექი და მივხვდი როგორ გაიკვლიეს ისევ და ისევ გზა ჩემმა ცრემლებმა.... საღამომშვიდობისა, პირველად ვწერ ისტორიას... მაინტერესებს თქვენი აზრი ვიცი ბევრი შეცდომა მაქვს დ მირჩიეთ თუნდაც ეს კრიტიკა იყო... ღირს გაგრძლება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.