შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (8) ნაწილი (2)


13-01-2016, 00:10
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 169

რამდენჯერ დამსიზმრებია ჩვენი ერთად ყოფნის დღეები,ხელიხელჩაკიდებულები რომ ვსეირნობდით და გზას ბოლო არ უჩანდა,სიზმარი ყოველთვის განსხვავდებოდა რეალობისგან,ის ყოველთვის ლამაზი იყო რეალობისგან განხვავებით,როგორც არ უნდა დამერწმუნებინა საკუთარი თავი იმაში,რომ მე ის აღარ მიყვარდა,სისულელე იყო უბრალოდ,ამის თვითონაც კი არ მჯეროდა,თუმცა სხვები კი ნამდვილად დავარწმუნე ამაში,იქნებ ჩემი პრობლემა ის იყო,რომ არ მინდოდოა მისი გადაყვარება,ადრე ვიძახდი ხოლმე ისე როგორ უნდა გამაგიჟოს სიყვარულმა მის იქით ვერაფერი დავინახოთქო,არ ვუყვარვარ და მეც არ მეყვარებათქო,იმდენად ამაყი ვიქნები არასოდეს მეყვარება ის ვისაც არ ვეყვარებითქო,თუმცა ეს სიტყვები წარსულშივე დარჩა. ღამის 3 საათი იქნებოდა რომ გამომეღვიძა,ოფლში ვცურავდი,წამოვიწიე და შევიმშრალე,სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად.გარედან ხმაური შემომესმა,გიგა ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და ვიფიქრე ისიც ხომ არ არის ბიჭებს შორისთქო,ფანჯრიდან გავიხედე,სტადიონიდან მოდიოდა ხმა,აშკარა იყო,რომ ჩხუბობდნენ, თანაც ისე,რომ აშკარად ერთმანეთს დახოცავდნენ,ვიფიქრე პატრულს დავურეკავთქო,მაგრამ ხომ მოგეხსენებათ ნახალოვკა როგორი უბანიცაა და თავი შევიკავე,თუმცა მაინც ძალიან მეშინოდა გიგას გამო,ტელეფონი ავიღე და მასთან დავრეკე,ზარი გადიოდა მაგრამ არ მპასუხობდა,კიდევ ვცადე ისევ არ მიპასუხა,ჯანდაბა და აი მისი ტელეფონის ხმა ჩემი კორპუსის ქვემოთ გავიგონე,ფანჯარა უფრო ფართედ გამოვაღე და აშკარად გავარჩიე რომ მისი ტელეფონის ხმა იყო.ვერ გეტყვით რა დამემართა იმ წუთას,სასწრაფოდ ამოვიცვი შარვალი და ქურთუკი, გარეთ გიჟივით გავვარდი,რატომ თვითონაც არ ვიცოდი,იმაზეც არ ვფიქრობდი რომ შესაძლოა რამე დაეშავებინათ ჩემთვისაც,ამას არ ქონდა მნიშვნელობა იქ გიგა იყო და უნდა გავსულიყავი. აქოშინებულმა ჩავირბინე კიბეები,გარეთ რომ გამოვედი ხმები უფრო გაძლიერდა,ამ ხმებში კი დანელიას ხმაც ადვილად გავარჩიე,მეორედ დამემართა შოკი,ამას აქ რა უნდათქო.ვიცოდი რომ სრულ სიგიჟეს ვაკეთებდი თუმცა სახლში,რომ დავბრუნებულიყავი გული დამარტყამდა. მათთან ახლოს მივედი
–აკო! აკომეთქი!–უაზროდ დავუძახე
ტუჩგახეთქილი გამოვიდა ბრბოდან,უკან გიგაც მოყვა,რომ დამინახა თვალები შუბლზე აუვიდა,იგივე რეაქცია ქონდა გიგასაც
–აქ რა გინდა?–გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა მკითხა
–მე კი არა შენ რა გინდა აქ?–ერთიანად ვკანკალებდი,ვიყინებოდი და ქურთუკი ჩაბღუჯული მქონდა
–ამ დროს რა გინდა ნია აქ?!–ხმა გაუმკაცრდა და გახეთქილი ტუჩი მოიწმინდა
–რა მინდა და თქვენი ხმა გავიგონე და გამოვედი,რა ხდება აქ?–გადავხედე ბიჭებს–ვიცოდი რომ სრული იდიოტიზმი გავაკეთე
–ადი სახლში,ნია დროზე!
–ხო ნია მიდი ადი–დაემოწმა გიგაც
–არსადაც არ ავალ,თუ ახლავე ორივე არ წამოხვალთ!
–ნია სახლში ადი მალე,გაიყინები ცივა!
–ადი მიდი მართლა ნია,ამ დროს რა გინდა აქ,ნუ გეშინია არაფერი მოგვივა,ვიშლებოდით უკვე,ჩემთან ავალთ
–ჰო აბა როგორ არა,დაგიჯერებთ,ხოდა მეც თქვენთან წამოვალ–განვუცხადე თამამად
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს,არ დავიშალე და მეც ავყევი გიგასთან,ჩემს მეზობლად ცხოვრობდა,ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ ამიტომაც არ ვიცნობდი მას ადრე. მარტო ცხოვრობდა.
–ნინო რო შევიდეს შენს ოთახში და არ დახვდე გადაირევა
–შენ დამშვიდდი,ნინოს ამ დროს ღრმად სძინავს,რა მოხდა ამ შუა ღამე რა რაზბორკები მოგინდათ?
–ეს ნახე რა! ძველი ბიჭივით რო გვირჩევს საქმეს–ორივეს გაეცინათ–მიდი რა გიგა თუ ძმა ხარ ყინული მომიტანე–ნატკენ ადგილას ხელი მოისვა
–რომელი საუკუნეა, ეს ქუჩაში გარჩევები აღარ დამთავრდა?
–აუ ნია ნახე,ვიღაცამ შენი ჟღამი ამოიღო–სიცილით მითხრა გიგამ და აკოს ყინული მიაწოდა,აშკარად მისი გახეთქილი ტუჩი იგულისხმა
–ამ შუა ღამე რამ გაფიქრებინა ჩამოსვლა გოგო?–არ ცხრებოდა დანელია
–შენ უნდა შეგითანხმო რას გავაკეთებ? პატრულის გამოძახებას ვაპირებდი
–აუ ეგ აღარ თქვა ნია,ვაბშე არასოდეს არ გაბედო–სწრაფად მომაყარა გიგამ
–რატო ვითომ? აბა უნდა დახოცოთ და დალეწოთ ერთმანეთი თუ რა თემაა?–მხრები ავიჩეჩე
–რაც შენი საქმე არაა იმაში ნუ ჩაერევი–ისევ იგივე ტონით მითხრა დანელიამ
–კაი ბატონო და სახეს რო გაგინგრევენ მერე ვნახოთ თუ კიდევ იქნები დიდ გულზე
–აუ ნია მაგრად გეღადავება–გადაბჟირდა გიგა
–წამოდი სახლში წაგიყვან
–წამიყვან რა პატარა ბავშვი ვარ?–ღადაობის საათი გამეხნა მგონი,ახლა მე და გიგა ორივე ვეღადავებოდით ალეკოს
–აუ,ნია ადექი მალე გასასვლელი ვარ–ფეხზე წამოდგა
–სად მიდიხარ შეჩ*მა? ამაღამ აქ დარჩი რა გაგიყვანს ამ დროს ვაკეში.
–ნიას გავაცილებ და მოვალ
–ეეე,დასვი რა ეს გოგო ცოტახანს რა იყო სად გეჩქარება,ოთახში ხო არ შეუვარდებიან მშობლები ამაღამ.
–არა,მართლა უნდა წავიდე თორემ დილით ვეღარ ავდგები–ფეხზე წამოვდექი და მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ ფეხზე ფუმფულა ოთახის უგი მეცვა და დუტის შიგნით მიკიმაუსიანი პიჟამა
რომ დამაკვირდნენ ერთმანეთს აწყდებოდნენ სიცილით
–კარგით ჰო,მორჩა კინო! ოე! ალეკო წამოდი გამაცილე–თვალწინ ავუფრიალე ხელი
–ვახ ჩემი,რამდენი ხანია ამდენი არ მიცინია,და შენ გინდა თქვა რო ფეხებზე გკიდივარ ხო?–აღადავდა ბიჭი
–აუ მოკეტე და წამოდი რა–ხელი ავიქნიე
–აი გიგა შენც ხო მოწმე ხარ–გახედა ახარხარებულ გიგას
–მე წავედი!
რა თქმა უნდა ალეკო უკან მომყვა,რა იდიოტი ვიყავი,ამით საბოლოოდ დავუმტკიცე რომ ჩემთვის სულ ერთი არ იყო,მაგრამ ალბათ გამიგებთ,როცა ხედავ რომ შენს საყვარელ ადამიანს რაღაც უჭირს გული ვერ მოგითმენს რაც არ უნდა იყოს.
–მომისმინე ალეკო! ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს,ვინმე სხვა ჩემი ნაცნობი რომ ყოფილიყო შენს ადგილას მაინც იგივეს ვიზამდი,მითუმეტეს როცა გიგაც იქ იყო!
–ხოხ,კარგი ერთი–მეგრული კილოთი გამომაჯავრა
–ძაან დებილი ყავხარ ნინოს–წავედი მე
გაეცინა,უკან აღარ მიმიხედავს ისე ავედი სახლში,ფეხაკრებით შევიძურწე ჩემს ოთახში,გავიხადე და ჩავწექი,საბანი ცხვირამდე ავიტანე,ტანში მტეხდა ისე მციოდა. რა სიშტერე ვქენი მხოლოდ ახლაღა გავაანალიზე,თუმცა ეს მაინც არაფერს ნიშნავდა,საერთოდ არაფერს.1 წუთითაც კი არ ვუშვებდი იმ ფაქტს რომ მას ისევ შევურიგდებოდი,ეს იქნებოდა საკუთარი თავის ღალატი. ამდენი უძილობა ბოლოს მომიღებდა მე. დილით ჩვეულებრივ წავედი უნივერსიტეტში,ბიჭებიდან არცერთი არ იყო. მე და სალომე ვისხედით აუდიტორიაში ვიღაც სიმპატიური შავგვრემანი,ახმახი ბიჭი რომ შემოვიდა
–ზაზაძის ლექცია აქ ტარდება?–აშკარად ჩვენ გვკითხა
–კი,კი–სხარტად გასცა პასუხი სალომემ და გადმომხედა
შემოვიდა და ბოლო მერხზე დაჯდა,მე და სალომემ ჯერ მას გავხედეთ შემდეგ კი ერთმანეთს გადავხედეთ
–ეს მესამე კურსელია ხო? მათემატიკურზე ხოა?–ვკითხე სალომეს
–მგონი ეგაა,აქ რა უნდა ნეტა?
როგორც გაირკვა კრედიტორი ყოფილა და ჩვენთან მხოლოდ ინგლისურს გადიოდა.
–ტყუილად უყურებ–სიცილით მითხრა სალომემ
–რატო ვითომ?–გამეცინა მეც
–დანელიას ვერ გადააბიჯებს
–დანელია რა შუაშია?
–რას ქვია რა შუაშია? მთელმა უნივერსიტეტმა იცის თქვენი ამბავი გოგო და ეგ გამორიცხე
–აუ სალომე რა ბატი ხარ–გამეცინა–ვხუმრობ ქალო ახლა ეს შავტუხაღა მაკლია რა,თანაც არავის ნერვები არ მაქვს–ცხვირი ავიბზუე
–ხოდა ძალიან კარგი–კმაყოფილმა გადმომხედა
–შენ რა იყო დანელიას მხარეს გადახვედი?–გაოცებბულმა შევხედე
–მე შენი ბედნიერების მხარეს ვარ ნია,დანელია დეგენერატია,ვერ ვხდება რომ შანსები აღარ აქვს.ფუ დებილი
–სადაა შენი მზეჭაბუკი?
–როგორ დაგეტყო უცებ ალეკოს ხელი
–აუ! შეიძლება 1 დღე ისე გავიდეს ალეკო არ მიხსენოთ?
–ვითომ სულ არ გსიამოვნებს რა–გაეცინა–მიდი,მიდი გამოტყდი მე რას მიმალავ–მომიღიტინა
–წადი გოგო შენს მზეჭაბუკს მიხედე–გამეცინა მეც,რომ არა ლექტორი კიდევ დიდხანს მომიღიტინებდა,თუმცა ზაზაძემ გადამარჩინა.
სალომეს წუხანდელი მოვუყევი და დებილად შემრაცხა,არც გამკვირვებია.უნივერსიტეტის კაფეში ჩავედით,ბიჭებიც მოსულან.ლადოს ჩაეფსკვნა სალომე,მეც გადავკოცნე სამივე,ტუჩზე თითქმის არაფერი ეტყობოდა დანელიას
–როგორ ხარ ნია?
–კარგად შენ?–გავუღიმე დანელიას
–ნარმალნა რა,მორჩა უკვე ლექციები?
–ჰო,ისე ამ დროს რას ამოდიხარ ხოლმე არ გეზარება?
–არა მეხალისება–რაო? მომესმა? გამეიაზვა თუ რა ქნა ახლა?
არაფერი ვუპასუხე,დავტოვე მშრალზე,ამ ბოლო დროს ვატყობდი,რომ ტაქტიკა შეცვალა,ჭირსაც წაუღია თავისი ტაქტიკიანად,ნეტა მე რაში მადარდებს! მალე ის შავტუხაც გამოჩნდა ჩემს ბედზე
–გოგონებო, ზაზაძის ქსეროქსები გაქვთ?–ყველა ბიჭს ქსეროქსით რატომ უნდა ვიცნობდე? დანელიაც ხომ ასე გავიცანი
–კი,გვაქვს–ვუპასუხე ღიმილით
–აუ,შეგიძლია მათხოვო? დავაქსეროქსებ და ამოგიტან
–ჯერ არ მჭირდება,შეგიძლია ხვალ მომიტანო
–კარგი,მოდი შენი ნომერი ჩამაწეინე და დაგირეკავ,არ ვიცი რომელ დღეს ამოვალ,ვმუშაობ და
ქსეროქსები ვათხოვე,დანელიას გაეცინა,ალბათ გაახსენდა როგორ გავიცანით ერთმანეთი,როგორც ჩანს შავტუხა ბიჭებს არ იცნობდა.
–ეს ვინ იყო?–გაეცინა ლადოს
–ქეთინო–ახარხარდნენე გიგა და ალეკო
–რა ქეთინო?–დავაღე პირი
–ანუ ქალუსია გოგო რა დაგემართა,ქეთინო არ იცი?–განმიმარტა გიგამ
–ვუაიმე,რა ნაზი იყო–აყვა ლადოც
–რავიცი,მე სულაც არ მომეჩვენა ნაზად–მხრები ავიჩეჩე
–ხო არ შეგიყვარდა კიდეც?–ირნოიით მკითხა ალეკომ
–სერიოზულად?–ჩამეცინა
–ჰო კარგით ახლა არ ითრახაოთ,წამოდით ჩაიზე დაგპატიჟებთ–დაგვადუმა გიგამ
დანელია ჩუმად იჯდა,თითქოს ენა გადაყლაპაო,არც მე ვაქცევდი ყურადღებას,აშკარად არ ესიამოვნა იმ შავტუხას გამოჩენა,თუმცა ორივემ ვიცოდით,რომ ის მაინც ვერ ჩადგებოდა ჩვენს შორის სულ რომ შუაზე გახეულიყო მაინც.მშვიდად ვსვამდი პიტნის ჩაის
–ნია პიტნის ჩაის სვამ?–ცხვირზე ხელი აიფარა ალეკომ
–ჰო რა იყო?
–კაი ტო,პიტნა ვიცი მე ყველში და ხაჭოში,პიტნის ჩაი რა დასალევია
–წადი შე გოიმო–ამაზე ყველას გაეცინა
–პიტნის ჩაის თუ არ სვამ გოიმი ხარ?ნწ ნწ
–პიტნის ჩაის გარეშეც გოიმი ხარ
–და ამ გოიმზე აბოდებდი შენ–გამარჯვებული ღიმილით გადმომხედა
–სწორად აღნიშნე,ვგიჟდებოდი–ბოლო სიტყვა დავუმარცვლე და ჩაი მოვსვი,მეც დავგესლე.
–აუ! ერთი დღე მაინც შეგიძლიათ რო არ წაკბინოთ ერთმანეთი? რა გჭირთ ხალხო,რა გაჩხუბებთ,გიყვარდეთ ერთურთი–გვერდზე მჯდომ სალომეს მოეხვია ბედნიერი და გაღიმებული სახით.
-ოჰო,დიდი ხანია შეყვარებული გყავს და რამე ლადუკა?–სიცილით კითხა გიგამ და ჩვენ გადმოგვხედა
-ნუ გშურთ და ნუ იბოღმებით,მოქცეულიყავით კაცურად და თქვენც გეყოლებოდათ
–მე რაღას მერჩი?–იწყინა გიგამ
–მიიღო მისაღებმა თავის თავზე–ალეკოს გახედა და ხარხარი აუტყდა
ვერც მე შევიკავე თავი და სიცილი ამიტყდა,მერე გიგა და სალომეც აგვყვნენ
–ისე აი პროსტა რა დონის ჩლუნგები ხართ ორივე,ხო ვიცით ყველამ რო გიჟდებით ერთმანეთზე და ან თქვენ თავს რას ერჩით ან ჩვენ რას გვერჩით,შერიგდით რა
–სალომე,ამ შენს შეყვარებულს ტორმუზის ღილაკი არ აქვს?–გაბრაზებულმა ვკითხე
–მაგის შეყვარებული მაშინ დაატორმუზებს შენ რომ დანელიას შეყვარებული იქნები
–იქნებ თქვა რამე?–გადავხედე გამწარებულმა ალეკოს და თვალები დავუბრიალე
–რა უნდა ვთქვა? კრისტალს ბაზრობს ჩემი ძმაკაცი,მიდი ძმა მაგარი ხარ,ისევ შენ თუ მიშველი–სკამზე გადაწვა,გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ლადოს
გიგას გადავხედე მიშველე რამეთქო,მაგრამ იმანაც მხრები აიჩეჩა და აკოს მხარე დაიჭირა.
–კარგი ნუ ბრაზდები ნიაჩკა,აგერ სალომეა შენკენ–ისევ ირონია
–საერთოდ არ ვბრაზდები,მშვიდად ვარ–გავუღიმე და ჩაის სმა განვაგრძე
აბა რა ეგონა? პანიკებში ჩავვარდებოდი? წავიდა ეგ დრო,ახლა მხოლოდ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო,არაფერზე ღირს გაღიზიანება,ეს ხომ უკვე გამოვლილი მქონდა,რისთვისღა ამეშალა ნერვები? ისევ მე დავზარალდებოდი ამით და მის წისქვილზე წყალს დავასხამდი.
–ეჰ,ჩემო ლადუჩი! სამწუხაროდ ადამიანი იმდენ ხანს ვერ ცოცხლობს, ჩემი და დანელიას შერიგებას,რომ მოესწრო მინიმუმ ყვავი უნდა იყო–კმაყოფილი დავრჩი ჩემი პასუხით,სალომეს ხარხარი აუტყდა
–არა რა, იცის გოგომ–გაეცინა გიგას
–ეცოდინება,ჩემი სკოლა აქვს გავლილი–არ ცხრებოდა დანელია
–იქნებ გეყოთ ამ თემაზე ლაპარაკი?–აი რატომ ვგიჟდებოდი სალომეზე!
–რა იყო შენი დაქალის ბედნიერებას არ გინდა მოესწრო?
–აუ ლადო გაჩუმდი და დალიე ეგ ჩაი,გაგიცივდა
–ბიჭო ხო გაგაფრთხილე ამას ენა წააჭერითქო?–თავი გააქნია დანელიამ
–გადაშენდი დანელია
–გადავშენდე რა დინოზავრი ვარ?
–მდაბიო იუმორი!–არ ცხრებოდა სალომე
კიდევ დიდხანს იკამათეს ალეკომ და სალომემ,როგორ ბრაზდებოდა სალომე ნეტავ გენახათ და დანელია კიდე მის ნერვებზე თამაშობდა,ლადო იცინოდა მე ჩუმად ვიჯექი,ბოლოს ხელი დავავლე სალომეს და იქიდან ორივე გამწარებულები წამოვედით,გავლანძღეთ ბიჭები და მათი ლანძღვით გული რომ ვიჯერეთ დავიშალეთ და სახლებში წამოვედით. გამოვიცვალე,ვჭამე და სოციალურ ქსელში შევედი,ოჰო! მოუსწრია უკვე შავტუხას ჩემი დამატება,ნიკო ბერიშვილი,მეც დავამატე აბა ქაჯობას ხომ არ დავიწყებდი,ჯგუფელი იყო. ცოტახანში მომწერა კიდეც და ფოტოები მომიწონა.
–ამ დღეებში აუცილებლად ამოგიტან ქსეროქსს
–არაა საჩქარო–გამეცინა
–ჯიგარი გოგო ხარ
–რაზე შემატყე?
–რავი შეგატყე,მეოთხე კურსზე ხარ ხო?
–კი,კი
–მეც,მეოთხეზე უნდა ვიყო,თუმცა გამიდა 1 წელი.
მალე ახალი ფოტო ავტვირთე,დანელიამ კომენტარი დამიტოვა რა ლამაზად გამოიყურებიო,ახლა ამ ნიკოს კომენტარიღა მაკლდა მანაც იგივე სიტყვები შემამკო.არც დანელიას დაუყოვნებია მოწერა
–მოასწრო უკვე შენი დამატება?
–რა? ვინ?
–იმ ქეთინომ
–აა,ხოო და ქეთინოს ნუ ეძახი, ნიკო ქვია
–ვაბშე არ მაინტერესებს რა ქვია
–ეგ შენი პრობლემაა
აღარ მოუწერია,საღამოს ისევ შევედი ქსელში გვიანი იყო უკვე 1 საათი.
–რაღაც ძაან გვიანობამდე ხარ ამ ბოლო დროს აქ
–ვაიმე! შენ უნდა მიკონტროლო ახლა დრო?–მომეშალა ნერვები
–წადი დაიძინე გოგო
–როგორც შენ იტყვი
კომპიუტერი გავთიშე და თვალები დავხუჭე იქნებ დამეძინოს რამენაირადთქო.





__________________________________________
ვცდილობ ყველაფერი დეტალებში დავწერო,ზუსტად ისე როგორც იყო თუმცა იმდენი რამ მოხდა ყველაფრის წერა რთულია. მიხარია რომ კითხულობთ და რჩევებსაც მაძლევთ. რას იტყვით ამ თავზე?














№1  offline წევრი Firefly

იეჭვიანა ვაჟბატონმა :დ არ მიმდა მე შავტუხა ნიკო იდიოტი დანელია მირჩევნიააა .
მაგარი გოგო ხარ შენ!
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

Au ar vici ra vtqva axla niko gamochnda arada aleko momwons magrad da momkali tu ginda au sheurigdi alekos raaa :(( nu ra chemi saqme a warmatebebii <3

 


№3 სტუმარი EmiIy

Saertod ar mikvars komentarebis wera tumca ro ar damiwera ar shemedzlo. Gushin game wavikitxe mteli istoria da ro gavige ro es shen tavs xdeboda sruli shoki iko, mikvirs tu rogor gaq ramdeni dzala jer mxolod imitom rom imdens gaudzeli da isev fexze dgaxar da.mere imis rom Chvenamde ase kargad mogaq es istoria da emociebi,saswauIi nebiskofa da rkini nervebi gaq, ici ar gicnob tumca shemidzlia gitxra rom saswaulad mikvarxar nia!❤

 


№4  offline მოდერი Eleniko13

ცოტა წაუეჭვიანოს,არაფერი მოუვა.
შერიგებაზე არც იფიქრო,
მაგას რომ შეირიგდე მინიმუმ რაღაც სასწაული უნდა გააკეთოს,
მთელი თბილისი რომ გადარიოს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline მოდერი Anye-Any

EmiIy
Saertod ar mikvars komentarebis wera tumca ro ar damiwera ar shemedzlo. Gushin game wavikitxe mteli istoria da ro gavige ro es shen tavs xdeboda sruli shoki iko, mikvirs tu rogor gaq ramdeni dzala jer mxolod imitom rom imdens gaudzeli da isev fexze dgaxar da.mere imis rom Chvenamde ase kargad mogaq es istoria da emociebi,saswauIi nebiskofa da rkini nervebi gaq, ici ar gicnob tumca shemidzlia gitxra rom saswaulad mikvarxar nia!❤


მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის,იხელა ტკივილი გამოვიარე,თუმცა ცხოვრება გრძელდება და ახლა ყველაფერი ძალიან კარგადაა <3 :* ნიასაც ძალიან უყვარხართ ყველანი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent