ისევ შემიყვარე... თავი (5) ნაწილი (2)
ნასვამი დანელია ხომ პიკი იყო,გამომხედა და მიღიმოდა,ვიცოდი ეს კარგის მომასწავებელი არ იყო და არც მისი გაღიზიანება ღირდა,საზიზღრი სიმთვრალე ჰქონდა,მითუმეტეს თუ რამეზე უარს ეტყოდი თავის კონტროლს კარგავდა,თუმცა ეს ფეხებზე მეკიდა,ჩემთვის მშვიდად,ჩუმად ვიჯექი და სიტუაციას ვაკვრდებოდი,მხოლოდ ბიჭებმა დალიეს,გოგონებმა გადავწყვიტეთ ფილმისთვის გვეყურებინა. –ლადო,მეტი აღარ დალიო რა,ხომ იცი მერე ცუდად ხდები –ისედაც აღარაა არაყი –ხოდა ძალიან კარგი –რას უყურებთ? რა იყო სად გაიკრიფეთ? –თქვენს ყურებას ამის ყურება გვირჩვნია–წაკბინა ელენემ –შენ რო შენი მწარე ენა არ გაასავსაო ისე ხო არ შეიძლება–ოჰო! გიგამ ხმა ამოიღო,ამაზე ყველას გაგვეცინა,როგორც წესი გიგა ყოველთვის მორიდებული იყო ელენესთან,ეტყობა სასმელმა გაათამამა –ემასე გიგა,როგორც იქნა ხმა ამოიღე–მხარზე სიცილით დაკრა ხელი დანელიამ და მე გამომხედა თვალი ავარიდე,თუმცა მალევე მოვიდა და გვერდით მომიჯდა,არ შემიხედავს,არც კი შევიმჩნიე რომ ჩემს გვერდით იჯდა,იწრიალა,იწრიალა რომ თავისი არსებობა გაეხსენებინა ჩემთვის,მაგრამ მე ისევ ვაიგნორებდი –მაჩუქებ? –რას?–გაკვირვებულმა გავხედე –თბილ გრძნობებს,რას და თოვლს–გაეცინა –კი თოვლს გაჩუქებ–მეც გავეკრიჭე –თბილ გრძნობებს აღარ? –აღარ მაქვს თორე ბაზარი არაა–ხელები ფართოდ გავშალე –სად წაიღე? –მივასიკვდილე –რატო? იქნებ ისევ დაგჭირდეს –თუ დამჭირდა აღვიდგენ შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ–გავუღიმე –რო მიყვარხარ ხო იცი? –ვიცი,ვიცი –ხოდა მოვაგვაროთ ეგ ამბავი –ხო მოვაგვარეთ უკვე?ვმეგობრობთ –ხო მაგრამ შეიძლება შეცვლაც –მოიცა შენ მართლა გიყვარვარ თუ ისევ სანტა ბარბარას სცენები უნდა მომიწყო?–მართლა გულიანად გამეცინა –კარგი რა მასე რა პონტში მელაპარაკები? –აკო,გვირილას ვგავარ? –რატო?–გაეცინა,არც ისეთი მთვრალი იყო –აბა რა პონტია ეს მიყვარხარ არ მიყვარხარ? კარგი რა –იმდენად გაიცვითა შენი მიყვარხარ და იმდენად დაკარგა ფასი,რომ აღარ მინდა აკო –ამჯერად სრულიად გულწრფელი ვიყავი –ვიცი და მესმის შენი,თუმცა შეგვიძლია ვცადოთ –აღარ მიყვარხარ აკო–ღიმილით მივახალე –კარგი,კარგი–გაეცინა და გაჩუმდა მეტად ხმა აღარ ამოუღია. დაიჯერა ვითომ? ფეხებზე მკ*დია,გამოსცადოს მანაც როგორია უარი.კმაყოფილი წავედი დასაძინებლად.რა არის ადამიანი? მაინც რამდენის ატანა შეუძლია? ვინმეს რომ ეთქვა მსგავსი რამ გადაგხდება თავსო ალბათ სიცილით მოვკვდებოდი,ვერასოდეს ვიფიქრებდი ნიკას შემდეგ ასე ძალიან თუ შემიყვარდებოდა ვინმე,მითუმეტეს დანელია,საოცარია სიყვარული,1000 რამეს გაფიქრებინებს,მოგკლავს მოგწამლავს,გაგანადგურებს,თუმცა მისი ერთი სიტყვა და თითქოს შენს ყველა ჭრილობას მალამო მოედო,ფრთები გესხმება და ცხოვრებას ისევ უღიმი. ხანდახან გავივლებდი ხოლმე გულში წამიერად რა იქნება რომ მართლა ვუყვარდე? იქნებ მართლა ვუყვარვარ და არც არასოდეს უთქვას ჩემს სიყვარულზე უარი და ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვსთქო,მაგრამ გულს მაშინვე ბოღმა აწვებოდა,მახსენდებოდა ის ტკივილი რაც მის გამო გამოვიარე და ამ აზრებს სამუდამოდ მიფანტავდა. საერთოდ არ მქონდა იმის სურვილი სხვა ვინმე გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში,იყო რამდენიმე შემთხვევა თუმცა არაფერი გამომივიდა,არ მინდოდა სხვა,არც ის მინდოდოა ვინმე მის დასავიწყებლად გამომეყენებინა,იგივე შეცდომას აღარ დავუშვებდი და ადამიანს ტყუილ იმედებს აღარ მივცემდი. ტკივილი აძლიერებს ადამიანსო მართალი ყოფილა,შესაძლოა ბევრი ჩემს ადგილას სულიერად დაცემულიყო,თუმცა არც კი ვიცი ეს როგორ შევძელი,ალბატ ეს იმის ბრალია,რომ თავს არასოდეს არავის და არაფერს ვუხრი,ყოველთვის ვიბრძვი ჩემი სიმართლისთვის,არასოდეს არავისთვის დამინახებია ჩემი ტკივილი,სულ ვცდილობდი თვითონვე გავმკლავებოდი,არ ვიყავი ის ტიპი ვინც დაქალებთან დაჯდებოდა და წუწუნს დაიწყებდა და საერთოდაც გულში ვიკლავდი ყველანაირ ტკივილს,ვითმენდი და იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,ისევ ისე გავიღიმებდი როგორც ადრე და თავს მაღლა ვწევდი.არავინ და არაფერია შეუცვლელი,საერთოდ არავინ იმსახურებს ჩემს მცრემლებს,მითუმეტეს ადამიანი,რომელმაც ამდენი ტკივილი მომაყენა,მას უკვე ადამიანად კი აღარ ვთვლიდი,არამარტო ჩემს თვალშე არამედ მან ყველას თვალში დაკარგა კაცობა და თავმოყვარეობა,თუმცა ისეთი ფეხებზე მკიდარა იყო არც ეს ედარდებოდა დიდად. ახლა თავისუფლად შემეძლო ისევე დამემცირებინა როგორც მე დამამცირა,თუმცა იმდენად უთავმოყვარეო იყო ამას აზრიც კი არ ჰქონდა,ისედაც ყველამ კარგად იცოდა რას წარმოადგენდა. ძლივს ჩამეძინა,მაგრამ ვინ გაცადა ხმაური მომესმა ბიჭების ოთახიდან,სალომე დაფეთებული წამოხტა და გავარდა პიჟამოებით,მეც ხალათი შემოვიცვი და უკან გავყევი –რა მოხდა?–გაოცებული შევყურებდი უძრავად მწოლიარე გიგას და აკოს –რა მოუვიდათ ლადო?–შეშინებულმა კითხა სალომემ –ზედმეტი მოუვიდათ და გონს ვერ მოდიან მივხვდი რაშიც იყო საქმე,ისიც ფაქტი იყო სასწრაფოს რომ ვერ გამოვუძახებდით,არვიცი რა ვიგრძენი მაშინ,საშინლად მეტკინა გული,იმის გაფიქრებაც კი რომ რომელიმეს რამე მოსვლოდა სულ მიწამლავდა,მალე გოგონებიც გამოვარდნენ სალომეს კივილზე.შეშინებული ელენე გიგას მივარდა. –რა მოუვიდათ? –რაც ხშირად მოსდით ხოლმე ხმას არ ვიღებდი,აკოსთან მივედი და სახეზე ხელი დავუსვი,სულ გაყინული იყო,კიდევ უფრო შემეშინდა,არ ვიცოდი ასეთ სიტუაციაში რა უნდა გამეკეთებინა –ისეთი არაფერია,მალე მოვლენ გონს–დაგვამშვიდა გიგამ –მოიცა თქვენ რა გაგვეღადავეთ?–სიცილი აუტყდათ ბიჭებს წარბიც კი არ შემიხრია,უბრალოდ გულში ჩემთვის ჩუმად გამეღიმა და გამიხარდა რომ მათ არაფერი სჭირდათ. –რა უნამუსოები ხართ! შეიძლება აე ადამიანის შეშინება? დეგენერატი ხარ გიგა,შენ ვაბშე უარესი ხარ დანელია!–არ ცხრებოდა ელენე –ნია ჩუმად რატო დგახარ მიდი დაიქოქე გალანღე ეს ორი უნამუსო,მოიცა შენც იცოდი?–დაეჭვებულმა გადმომხედა ელენემ –არა,არ ვიცოდი,რა უნდა ვთქვა სიურპრიზებს ისე მივეჩვიე დანელიასგან უკვე არ მაქვს რეაქცია,აი გიგა კიდევ სიყვარულმა გადარია ტარიელიო ხომ გაგიგია შენ?–გამეცინა გაეცინათ ბიჭებს,მათი საძინებლიდან გამოვედი,უკან ალეკო ამედევნა -ნია -რა იყო?-მივტრიალდი -ანუ მართლა ფეხებზე გკიდივარ? -მართლა ფეხებზე მკ*დიხარ-კმაყოფილი და გაბადრული სახით ვუპასუხე ოდნავ ღიმილიანით გაშრა,გაშეშდა ამას მართლა არ მოელოდა,ირონიით სავსე ღიმილით შევედი საძინებელში და ძილი განვაგრძე. _________________ ვცდილობ ყველაფერი დეტალებში დავწერო,მიხარია რომ კითხულობთ,მინდა ყველამ დააფიქსიროთ თვენი აზრი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,მჭირდება თქვენი რჩევებიც,მადლობა თქვენ <3 :*** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.