მიყვარხარ, გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ (7)
მცხეთიდან დაჩიმ ნუცასთან დამტოვა, ჩემი ბოი ბებიაჩემს და ბაბუაჩემს დავუტოვე, დიდი ეზოიანი სახლი აქვთ და არ მოიწყენდა.ნუცას მშობლებმა გვაცნობეს რომ გონიოში ზეგ მივდიოდით,ჩვენ პოპკორნი გავაკეთეთ და ფილმის ყურება დავიწყეთ, ჩვენი საყვარელი ფილმი MammaMia ჩავრთეთ, ბავშვობიდან ვიცოდით რომ თაფლობის თვე ამ კუნძულზე გვინდოდა.ფილმი იმდენჯერ გვაქ ნანახი უკვე ზეპირად ვიცით. -აუ ნუცა არ მცემო რაა -რა იყო? -დაჩი და ბიჭები მოდიან გონიოში დასასვენებლად,სახლის ქირაობა უნდათ ჩვენთან ახლოს -აუუ კაი რა ანა რაა, იქ გიგაღა მაკლია და მაგის ნერვების შლაა,მაგიც მოდის? -არ ვიცი მარა შენთავსვფიცავარ დაჩის გავაფრთხილებ ცოტა დააოკოს გიგა,მეც არ მსიამოვნებს თქვენ რო ერთმანეთს ჭამთ, მგონი მოწონხარ -რანაირად მოვწონვარ ვიღაც უყვარს თვითონ თქვა,არ გახსოვს? -კაი დაიკიდე,არ მოგიშლის რა ნერვებს -ხო კაი ,ფილმს ვუყუროთ რა 5წუთში დაჩი მირეკავს -ხო დაჩი -მიდი რა ჩამო რაღაც უნდა გითხრა -მოხდა რამე? -ხო რა მიდი მალე -კაი ჩამოვდივარ,გოგო დაჩი იყო რაღაც მოხდა და ჩამოდიო -რა უნდა მომხდარიყო -მე რავიცი ჩავალ უცბად ამოვალ -კაი მიდი დავაპაუზებ ამას ფეხზე ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი დაჩი თავის მანქანასთან იდგა ძირს იყურებოდა და აქეთ იქით დადიოდა -რა მოხდა ხო მშვიდობაა? -მოკლედ ხვალ გადავდივართ თურქეთში მე და ბიჭები სამი დღით -რატო,რა მოხდა? -პროსტა რა უნდა მომხდარიყო გართობის პონტში -აუ საღოლ რა აი საღოლ -აუუ ვიცოდიი რა რო არ გესიამოვნებოდა, რა გინდა მერე ერთად ვიქნებით მთელი ზაფხული -არაფერი რა უნდა მინდოდეს პროსტა მე ვარ მაგარი დებილი -კაი ვაბშე არ წავალ ეგრე თუ არ გინდა -ეგ არაფერ შუაშია მინდა რო გაერთო, როგორ არ მინდა, არც გიშლი წადი.ლოყაზე მაკოცა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა სახლში აცრემლიანებული ავედი -რა მოხდაა რა გატირებს ხო მშვიდობაა? -თურქეთში მიდიან ბიჭები თურმე, გასართობად,არ ვუყვარვარ დაჩის ისე როგორც მე მიყვარს,მაგის გამო თბილისში მარტო დავრჩი როცა შემეძლო ოკეანის სანაპიროზე წამოვწოლილიყავი ნუცა არაფერს მეუბნებოდა, მოვიდა და ჩამეხუტა,მერე ფილმის ყურება გავაგრძელეთ,დაჩი არც მწერდა არც მირეკავდა ამაზე ორმაგად ვბრაზდებოდი,ადრე დავიძინეთ ხვალ საყიდლებზე მივდიოდით ზღვისთვის რაღაცეები უნდა გვეყიდა. გავიღვიძე თუ არა ტელეფონს დავხედე დაჩის არანაირი კვალი ჩანდა, დავიკიდე, ბოლოს და ბოლოს ზღვაზე მივდიოდი ჩემს დაქალთან ერთად,ბიჭები, გართობა, პლიაჟი, სიმინდი... ვის ვატყუებ ისევ ჩემ თავს, მინდოდა ჩემი თავი მიმეხრჩო, რა სისულელე გააკეთე ანა, ჩემი თავი მძულდა მარტო იმიტომ რომ ამ ყველაფრის მერე დაჩის მიმართ იგივეს ვგრძნობდი, -კაი რა გჭირს,ნუ მოიწყინე რა სამ დღეში ჩამოვა შენთან იქნება -აუ არა მაგაზე არ არის,მე რა გავაკეთე მაგის გამო და ეგ რას აკეთებს ნერვები მეშლება -კაი მიდი მოემზადე,მოვა მალე მძღოლი ვისაუზმეთ და ქვემოთ მალე ჩავედით,სავაჭრო ცენტრში მალე მივედით,ყველა მაღაზია შემოვიარეთ ძირითადად ზღვის ტანსაცმელს ვყიდულობდით მე ულამაზესი ლურჯი მოკლე კაბა მთლიანი სტაფილოსფერი ზურგ ამოღებული კუპალნიკი ნუცამ თეთრი გრძელი ჩახსნილი წელში გამოყვანილი კაბა და ბეჟი მთლიანი კუპალნიკი,საღამოს სახლში წავიდოდი იქ დავრჩებოდი ჩემოდანი უნდა ჩამელაგებინა.სახლში საღამოს შვიდ საათზე მივედი, დაჩისგან არანაირი შეტყობინება, არც მე ვაპირებდი დარეკვას,ოთახში შევედი საწოლზე წამოვწექი და ჩამეძინა,ორ საათში ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, აღება ვერ მოვასწარი, დაჩი რეკავდა, ცოტა ხანში მომდის მესიჯი:ქვემოთ ჩამოდი!!ეგრევე ფეხზე ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. თვალებს ვერ ვუჯერებდი მთელი ეზო ფიონებით და გვირილებით იყო მორთული. გაოცებისაგან პირი დავაღე და სახეზე ხელი ავიფარე, მერე დაჩის შევხედე, მანქანასთან იდგა და დებილივით იკრიჭებოდა, მთელი ეზო თაიგულებით იყო მორთული, უცბად მანქანაში სიმღერა Temo Rcxiladze - Pavtaraiu ჩაირთო დაჩი თავის საშინელი რუსული აქცენტით აყვა, ბოლო ხმაზე ყვიროდა თან ცეკვავდა,ხელებს აქეთ იქით იქნევდა, ემოციების ზღვა მომაწვაა აღარ ვიცოდი რა მეთქვა, დავმუნჯდი ჩავიკეცე, მუხლებით ძირს დავეცი და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, ბედნიერების ცრემლები, დაჩიმ ჩქარა მოირბინა, ამაყენაა, ხელში ამიტაცა დამაბზრიალა და ბოლო ხმაზე იყვირა -შემიყვარდა თან უზომოდ და უგონოდ თან ვტიროდი თან ვიცინოდი აღარ ვიცოდი რა მექნა როგორ გამომეხატა ის რასაც იმ წამს ვგრძნობდი ალბათ ვერც სიტყვებით ვიტყვი,ძლივს ამომხდა -მეც,მეც დაჩი, მეც მიყვარხარ დაჩის ვკოცნიდი და ვუერთდებოდი უსაზღვრო, დაუღალავ, დაუდუმებელ ემოციებს,უბრალოდ ვკოცნიდით ერთმანეთს, სიტყვები ზედმეტი იყო, როცა სიმღერაც გაჩერდა და ემოციების ქარბუქიასგან გავთავისუფლდი, დაჩის ტუჩებს მოვწყდი,დაჩიმაც დამსვა, მე იქაურობა გადავათვალიერე და დაჩის ვუთხარი -ამდენ ყვავილს რა ვუყო? -წამო დაგეხმარები სახლში ავიტანოთ თაიგულების ასატანად ზუსტად 18ჯერ დაგვჭირდა ორივეს ჩასვლა ამოსვლა მთელი ზალა ყვავილებით იყო გატენილი ფეხსაც ვერ დაადგავდი -თურქეთი? -რა სულელი ხარ, თურქეთში წავიდოდი შენი აზრით და აქ ნახევარ მილიონ ბიჭთან ერთდ დაგტოვებდი?შენი თავი არ მომტაცონ მეშინია -მიყვარხარ, ძაან მიყვარხარ დაჩის ცხვირზე ვაკოცე -ხვალ გონიოში მივდივართ მე და ნუცა -ვიცი ნუცამ მითხრა -მოიცაა ნუცამ იცოდა? -ხოო მაგარი ტიპია ძაან დამეხმარა თაიგულებიც მაგან შემარჩევინა მეშინოდა მეთქი არ გამომეკიდოს თაიგულებით და არ მირტყას სათითაოდ თქო -რა იდიოტი ხარ,ბოლომდე მეგონა რომ მე მომიწევდა სიყვარულის ახსნა -წავაგე ნიძლავი და ერთი სურვილი -ვაიმე ეგ სულ დამავიწყდაა -გინდა დღეს დავრჩე შენთან? -არა იყოს, წადი ეხლა შენც მალე უნდა დავიძინო ხვალ ადრე გავდივართ -ჩვენ საღამოს ჩამოვალთ უფრო სწორედ ღამე -კაი როგორც გინდა დაჩი გავაცილე წასვლის წინ მაგრა მაგრა ვაკოცე და დავემშვიდობე,სანამ დავიძინებდი ნუცას დავურეკე -შე ნაგაო ბავშვო, იცოდი ხო ყველაფერი, შენ ვინ ხარ, როგორ მანუგეშებდაა ვითომ არაფერი ნუცა იცინოდა -გაგიხარდა როგორი იყო აბა? -ვაიმე არ ვიციი, ვერ აგიღწერ, ზღაპარში ვიყავი -ვაიმე შენ უნდა გენახა რო ვგეგმავდით როგორ ღელავდა დაჩი, ძაან საყვარელიაა -ძაან შემიყვარდა უკვე,მიდი დაიძნე აღარ მოგაცდენ -კაი გკოცნი დილით ცხრაზე გავიღვიძე, ვისაუზმე, ნუცა ბარგის ჩატანაში მომეხმარა, მანქანაში ჩავჯექით და გონიოს გზას დავადექით რიკოთზე როგორც იქნა დაჩიმ დამირეკა ახალი გაღვიძებული ხმა ქონდა -რას შვები სად ხარ? -გზაში ვარ შენ სად ხარ? -რავი გიგასთან ვარ ასული გუშინ აქ დავრჩი მოვემზადებით და ჩვენც მალე წამოვალთ -დაჩი ცოტა.... ტელეფონში ვიღაც გოგოს ხმა გავიგონე, როგორც ჩანს დაჩიმ ხელი მიაფარა და გააჩუმა,დამბურძგლა თითქოს გულზე ქვა დამადესო, გუშნდელი ყველაფერი უცბად დამავიწყდა -მანდ ვინ არის? ვკითხე აფორიაქებულმა ხმა მიკანკალებდა სიტყვებს ძლივს ვაბავდი -რაა? ვინ უნდა იყოს არავინ -საღოლ დაჩი, ხო დამპირდი არ მოგატყუებო, გუშინდელის მერე ისიც ვერ მოახერხე ვიღაც ქალის ხმა არ გამეგო, აბაზანაში მაინც გასულიყავი ტელეფონი დავკიდე -რა მოხდა?(ნუცა) -მიხვდი აბა,გიგასთან ნაშა ფართი მოუწყვიათ,ვიღც გოგოს ხმა გავიგე"ცოტა ჩუმად დაჩი გოგოს ეძინება არ გააღვიძო" როგორ მეზიზღება ყურსასმენები გავიკეთე,ნუცას მალე ჩაეძინა, ყველგან ეძინება თითქმის დღეში 12 საათი ძინავს,მეც ჩამეძნა და უკვე ბათუმში გაგვეღვიძა უკვე ორის ნახევარი იყო,გონიოშიც მალე ჩავიდოდით 40წუთში ბათუმიდან გონიოში ვიყავით ნუცას სახლი სანაპიროსთან ახლოს დგას, წყნარი ადგილია, ნუცას მშობლები უკვე ჩამოსულები იყვნენ ჩვენი ოთახი ავირჩიეთ, ტანსაცმელი ამოვალაგეთ და ეგრევე ზღვაზე გავედით,ადგილი ავირჩიეთ და ზაგარზე დავწექით. მე და ნუცა თუ სანაპიროზე გავალთ ყველა ჩვენ გვაშტერდება ამიტომ არც ეხლა დავრჩით უყურადღებოთ, გვედით ბიჭები იჯდნენ და ჯოკერს თამაშობდნენ თან თავხედურად გვიყურებენ, არც ერიდებათ, ვერც მე და ვერც ნუცა ვერ ვიტანთ რო გვაშტერდებიან, ზაგარზე ერთი საათი ვიწექით მერე ზღვაში შევცურეთ,ერთმანეთს წყალს ვასხავდით, ვაყვინთავებდით, ვერთობოდით, ამოვედით თუ არა ნუცას ერთი იდეა მოუვიდა -ანა, ხო ამბობენ ადამიანებს თვალებით შეუძლიათ ლაპარაკიო -ხო მერე -ხოდა აი იმ ბიჭებს ხო ხედავ, ხოდაა ჩემი დაჟინებული მზერით ვეტყვი მოდით აქეთ მოიწით -აუ შენ არაფერი გეშველება ხო? -არა,უნდა ვცადო ნუცა დებილივით იმ ბიჭებს მიაშტერდა უღიმოდა თმებს აქეთ იქით იქნევდა და ეპრანჭებოდა -ნელა ქენი ნუც კისერი არ მოიტეხო -ვაიმე მოდის გოგო, მალე დავტყდეთ -აუ რა დებილი ხარ ვაიმეეეე -პრივეტ გოგოებო(ბიჭი) -ჰაი(ნუცა) ამაზე ორივეს სიცილი აგვივარდა -დასასვენებლად ხართ აქ? -კი თქვენც?(ნუცა) -ჩვენც, აი იმ სახლში ვართ ჩამოსულები(ბიჭი) -ჩვენ თქვენს წინ რო სახლია მანდ ვართ(ნუცა) -მე ლუკა მქვია თქვენ?(ლუკა) -მე ნუცა ეს ანა(ნუცა) -სასიამოვნოა,ჯოკერს არ ითამაშებთ ჩვენთან?(ლუკა) -აი ნუცა ითანამშებს მე არ ვიცი თამაში(ანა) -როგორ არ იცი წამოდი(ნუცა) -ხო კაი მოვდივარ(ანა) ბიჭებთან მივედით ყველა გავიცანით კაი ბავშვები ჩანდნენ მე უფრო ნუცა მინდოდა მიმეხრჩო,ჯოკერის თამაში დავიწყეთ 10 წუთში დაჩი მირეკავს მე ტელეფონს არ ვიღებ,20 წუთიც არ იყო გასული დაჩის პლიაჟზე ვხედავ, მზის სათვალეებს ქვემოთ იწევს მაკვირდება, მართლა მე ვარ თუ არა, გვერდით გიგა უდგას სიგარეტს უკიდებს და მზერა ნუცაზე გადააქვს. -ვაიმე ნუცა დაჩი, მიშველე -კაი არ ინერვიულო მაცადე ნუცამ ღიმილით ბიჭებს ხელი დაუქნია,გიგამ სათვალეები მოიხსნა, თავი გვერდზე გადახარა და გაკვირვებული ჩვენ გვიყურებდა,დაჩი ჩვენკენ მოდის გიგაც გამოყვა -პრივეტ ბიჭებო როგორ ხართ ასე ადრე რატომ ჩამოხვედით არ გელოდით(ნუცა) ნუცამ დაჩი გადაკოცნა გიგას ყურედღება არ მიაქცია დაჩი მიყურებს გამწარებული სახით თან ხმას ვერ იღებს. -ანა შეგიძლია ორი წუთით გამოხვიდე?(დაჩი) ავდექი და დაჩის გავყევი სხვებმა თამაში გააგრძელეს ამ დროს ნუცას ვაკვირდები და თან მეცინება -გიგა მიდი სანამ ანა მოვა მაგის მაგივრად ითამაშე გიგამ ნუცას ხელი მოკიდა ააყენა და იქით გაიყვანა,მე დაჩი მირჩევს საქმეებს, ნუცას გიგა, ერთი განსხვავებაა ნუცას ეცინება მე რა გამაცინებს -ეხლა რამდენჯერაც მე ვიღაცასთან ვიქნები იმდენჯერ შენ ვიღაც ბიჭებთან უნდა გხედავდე?რას გაჩუმებულხარ?არაფერს მეტყვი?(დაჩი) ხმას არ ვიღებ,თვალებშიც ვერ ვუყურებ -კაი ანა მაპატიე მართლა, რა ვქნა რა გავაკეთო მითხარი და გავაკეთებ, მიდი და დამარტყი თუ გინდა მიდი სახეში გამარტყი მთელი ძალით(დაჩი) დაჩის სახეში გავარტყი მთელი ძალით არა მაგრამ მწარედ,სახე შემოატრიალა ხელებით დამიჭირა და მაკოცა. -სხვა ბიჭთან რო გხედავ გული მიჩერდება, გეხვეწები ნურასოდეს დაგინახავ(დაჩი) -აბა მე მკითხე მე ვზივარ მიანც და შენ? -ეგ მეორედ აღარ თქვა დაჩის ადვილად შევურიგდი სახლში წასვლა დავაპირეთ, ნუცას და გიგას ველოდებოდით ეგენიც რაღაცეებს ლაპარაკობდნენ -რა გინდოდა გიგა პრემიაზე გავდიოდი(ნუცა) -ვინებთან ზიხარ ვაფშე თუ იცნობ ვინმეს(გიგა) -არ ვიცნობ მერე რა მოხდა გავიცნობ(ნუცა) -ხო და იმეგობრებ ხო?(გიგა) -ხო ვიმეგობრებ და თუ მომინდება მეტიც(ნუცა) გიგამ ნუცას ტუჩებში ხელი მიარტყა მერე თვითონაც გაუკვირდა თავის საქციელი -ვაიმე მაპატიე არ მინდოდა(გიგა) -გაეთრიე, შემეშვი რას დამსდევ(ნუცა) ნუცა ჩვენსკენ წამოვიდა გიგაც უკან გამოყვა,ბიჭებმა საჭმელად კაფეში წაგვიყვანეს გიგა და ნუცა იქაც ჩხუბობდნენ ჩვენ ერთად ყოფნით ვტკბებოდით ხვალ სხვებიც ჩამოვიდოდნენ ასე გავიდა პირველი დღე გონიოში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.