შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა საოცარია ეს სამყარო (7)


13-01-2016, 00:23
ავტორი tsn
ნანახია 2 419

ლიზა:
მეორე დღესაც ადრე გამეღვიძა, მსუბუქად ვისაუზმე და ორანჟერიის სანახავად წავედი.. შემდეგ მეგობრებიც მოვინახულე.. სახლში რომ დავბრუნდი სიურპრიზი დამხვდა, ანდრეას სახით.. ანდრეა ალბათ ყველაზე ცელქი ბავშვია, ვინც მინახავს მათ შორის..
- სანდრამ დაგვიტოვა რამდენიმე დღით ლიიზ - მახარა მათემ, ანდრეა 3 წლისაა და სანდრას შემდეგ, ჩემთან ყველაზე კარგად ჩერდება
- დეიი - გამოექანა ჩემკენ პატარა ანგელოზი და ყელზე ჩამომეკიდა - მომენატლე მეე, დედამ ალ წამომიკანა, ცახში იტავი ციცხე გაჩო - ვგიჟდები ამ ბავშვის ჩიფ-ჩიფზე..
- მეც მომენატრე ბარტყო, მათე მოდი პარკში წავიყვანოთ რა - შევთავაზე მათეს, მასზე ადრე კი სანდროს თანხმობა მივიღე.. პარკში დრო სასიამოვნოდ გავატარეთ, ანდრეაც გაერთო და ჩვენც.. სახლში საღამოს დავბრუნდით, როგორც ყოველთვის ვიცელქეთ და დავიძინეთ, უფრო სწორად ალბათ ყველას ეძინა ჩემ გარდა.. არ მინდოდა, მაგრამ მაინც ლუკაზე ვფიქრობდი..სისულელეა, მასზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მიზიდავს რაღაცნაირად.. მისი თვალები, ისეთი ღრმაა და იმდენ სევდას იტევს.. მისი კოცნა კი, როგორ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა, მაგრამ ფიქრი თავისთავად მოვიდა.. მე ვიტყოდი რომ ლუკა მომწონს, მაგრამ გაუცნობიერებლად მის მიმართ მოწონებაზე მეტა განვიცდი, სიყვარულს? - არ ვიცი, არ ვიცი რას... არასოდეს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ "ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთი ნახვით ჩნდება, ყველა დანარჩენი სიყვარული შეგუებაა, მორიგებაა, ანგარიშია, მომავალი ცხოვრების ანალიზია. ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილი სიყვარულია ყოველგვარი ანალიზის, შეჩვევისა და დადებითი ან უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვის გარეშე." ან იქნებ.. იქნებ სულაც წარმოსახვის ნაყოფია, ეიფორია და მეტი არაფერი.'. ოხ, ეს საპირისპირო ფიქრები. ხან ასე, ხანაც ისე, დამღლელია... გვიან ჩამეძინა, დილით კი თავზე ანდრეა დახტა ტიტინით
- ადე ლაა, ადეე.. ანდლის ჩია, ადე
- პატარა მონსტრი ხარ
- ალა, მე მონჩტლი ალაა
- კარგი ჩემი პაწაწინა, წადი სანდრნიო გააღვიძე, მე ავდგები და მერე ვჭამოთ
- ცანდლო ჯიაშ ღიჯავს უკე, მომატუებ და მელე დაიჯინებ იჩევ - მაოცებს ეს ბავშშვი
- არა დეი, მართლა ავდგებიი - ვაკოცე, ავდექი და მომზადება დავიწყე, მერე კი სასაუზმოდ წავედით...
- ლიიზ - მათემ მაკოცა და თმა ამიწეწა, მეც ვაკოცე და გვერდით ანდრეა დავუჯიმე
- გაიგეთ თურმე ლუიზა სახლს ყიდის - გვითხრა იმ წამის შემოსულმა სანდრომ
- რაღაი ეგ ბებერი კუდიანი გადადის რაღა მომკლავს - თქვა მათემ
- ბებელი კუდიანი ლა ალიშ? - იკითხა გაოცებულმა ანდრიმ
- არაფერი სიხარულო - გამეცინა და მათეს თვალები დავუბრიალე, არ მიყვარს ანდრეას ასეთ რაღაცეებს რომ ასწავლიან.. ეს დღეც გავიდა, ჩემი ოჯახი მოწყენის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ ღამე... ღამე ისევ ლუკაზე ფიქრებიი, ეეჰ როგორც გალაკტიონი იტყოდა:
'' მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ''
ოხ ლიზაა, გაები.. ასე ერთი ნახვით, თან არც იცი შეხვდები მას თუ არა.. ნეტავ ის თუ ფიქრობს ჩემზე? ან როგორი ვგონივარ, სულელი? დაუკვირვებელი? მე ხომ სინამდვილეში ასეთი არ ვარ... კარგი ცოტათი ვარ, მაგრამ მერე რაა..- დღეს დღე მიჰყვა და ერთი კვირა გავიდა.. ლუკამ არც კი მომიკითხა, არც ერთი ზარი, არც ერთი შეტყობინება... დილით ისევ ადრიანად გავიღვიძე და ყვავილების ბაღში გავედი.. გასაოცარია აქაურობა, თითქმის ყველა ყვავილი ყვავის.. აქ სულიერად ვმშვიდდები, სავარძელში მოვთავსდი და ჩემი საყვარელი წიგნი ''მარტინ იდ დენი'' გადავფურცლე.. ფიზიკის, ბიოლოგიის და ქიმიის მერე ეს წიგნი შვებაა ჩემთვის.. ყურადღება ხმაურმა გამიფანტა, როგორც ჩანს ახალი მეზობელი გადმოვიდა, გადმოვიდა რა, გადმოდის.. იქნებ დავეხმარო, თუ არა... გადავალ და ვკითხავ თუ ჭირდება დახმარება, გადავედი, ხელში ასე 45 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის ქალი შემრჩა, რამდენიმე მუშასთან ერთად..
- ხომ არ დაგეხმაროთ? - ვიკითხე მორიდებით
- არა შვილო, არ შეწუხდე.. ნივთებს შეტანენ ესენი - მანიშნა მუშებზე
- რა შეწუხებაა, თუ დაგჭირდეთ აი იქ ვცხოვრობ, ჩვენი სახლები გვერდი-გვერდ დგას, თუ გინდათ დალაგებაშიც მოგეხმარებით
- არა, არაა საჭირო, გმადლობ გულისხმიერებისთვის, კარგი გოგო ხარ
- გმადლობთ
- ქეთევანი, ქეთევან ჟღენტი - გამეცნო ქალბატონი
- მე ლი.. - მისი ტელეფონის ზარმა სათქმეჭი პირზე შემაყინა, თავი დავუქნიე დამშვიდობების ნიშნად და წამოვედი, საღამოს კი ქალბატონი ქეთევანი გვეწვია..
- როგორ ხარ შვილო?
- კარგად, თქვენ?
- მეც კარგად, იცი რის საკითხავად მოვედი, მაინტერესებს თქვენი ყვავილების ბაღი ვინ გააკეთა, მე ვგიჟდები მცენარეებზე, ძველ სახლში მქონდა, მაგრამ ჩემმა ბიჭმა ისე სწრაფად გადმომიყვანა აქ ისიც კი ვერ გავიგე რატომ. მოკლედ ყვავილების ბაღი მინდა გავაკეთო და მირჩიე ვინმე
- იცით ეს ბაღი მე, ბაბუამ და ჩემმა ძმამ მათემ გავაკეთეთ, თუ გინდათ დაგეხმარებით..
- აგაშენა ღმერთმა, ოღონდაც ეგ სიკეთე მიყავი
- არაა პრობლემა, ხვალიდან შევუდგები საქმეს - კიდევ ბევრ თემას შევეხეთ, მითხრა რომ ბიჭი ჰყავს და მასაც გამაცნობს, მეორე დღეს ადრე ავდექი, ქეთოს ვესტუმრე და მუშაობას შევუდექით. რამდენიმე ხანში მან შინ შემიპატიჟა, მეც სიამოვნებით დავთანხმდი...

ლუკა:
იმ დღის მერე ლიზას აღარ შევეხმიანე, მინდოდა მისთვის დრო მიმეცა დასაფიქრებლად.. საოცარია, ლიზა ჯერ სულ პატარაა, მაგრამ მისი აზროვნება ისეთი არაა როგორიც დანარჩენი თინეიჯერების.. მაოცებს ის ფაქტი, რომ ასეთი რთული პროფესია აირჩია, ზუსტი და საბუნებისმეტყველოეცნიერებები, ეს ხომ ურთულესია, თანაც შევამჩნიე, რომ მხოლოდ ვოწრო სპექტრით კი არა ზოგადი განათლებაც არ აკლია.. რაღაცნაირად განსხვავებული გოგოა.. საკუთარი თავი იპოვნა და ფეხზე მყარად დგას... მისი ყველაფერი მომწონს. თავი დავანებოთ მის ფიზიკურობას, მე მომწონს... არა მიყვარს მისი დამოკიდებულება მშობლებისადმი, მისი ურთიერთობა და-ძმასთან, როგორ უვლის მცენარეებს.. შეუძლებელია მის გვერდით ყოფნა არ გიხაროდეს. შეუძლებელია არ დააფასო ის რასაც სხვებისთვის აკეთებს.. დავრწმუნდი რომ შემიყვარდა, დიახ, ერთი ნახვით შემიყვარდა.. მის მეზობლად სახლიც კი ვიყიდე. ჯერ არ ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ დროა გამოვჩნდე.. ერთი კვირის მერე კი დედა საცხოვრებლად ლიზას მეზობლად გადავიყვანე, მეც გადავდივარ რა თქმა უნდა, მაგრამ მცალია დედას დასახმარებლას, ამიტომ მუშებს ვიქირავებ.. სამსახურში წავედი, იქიდან დედას დავურეკე
- რას შვრები დეე?
- რას და ახალ მისამართზე გადავდივარ შვილო
- მოგეწონა სახლი?
- კი ძალიან, მყუდროა თანაც ეზო დიდი აქვს, ჩემ გემოზე მოვაწყობ
- როგორც გაგიხარდებათ ქალბატონო ქეთევან
- რომ იცოდე ერთი მეზობელი უკვე გავიცანი, სახელი არ უთქვამს, მაგრამ დახმარება შემომთავაზა, კარგი გოგო ჩანდა
- კარგი დედაჩემო, წავედი აღარ მცალია, შეგეხმიანები - გავუთიშე და საქმეს შევუდექი.. საღამოს ახალ სახლში დავბრუნდი. დედა ბედნიერი ჩანდა, მხოლოდ მის ბედნიერ თვალებად მიღირს ყველაფერი, ვაკოცე მოვეფერე და ოთახში შევედი, ისე მინდოდა ლიზა მენახა, შორიდან მაინც.. ისევ მასზე ფიქრები და გვიან მოსული ძილი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent