"რომეო და ჯულიეტა" 21ე საუკუნეში!
აგვისტოს მშვიდი საღამო იყო... მშვიდი?? ჰო ალბათ მშვიდი.. საღამო?? მახსოვს, ზუსტად მახსოვს ღამის 10 საათი იყო... დავინახე და ისევ ისე ვუყურებდი როგორც ივლისის თვეში.. ჰოო.. ამ საღამომ ნამდვილად დაგვაახლოვა.. ან არა.. ჩვენით დავახლივდით.. მეორე დღეს რომ შევხვდი ასე თუ ისე რაღაც თემებზე ნასაუბრები ვიყავით... ჩვენი აზრები ერთმანეთს ბევრ საკითხში ემთხვეოდა.. ისეთი ადამიანი იყო ყველაფერში რომ გაგიგებდა.. არ დაგაღალატებდა... ერთი შეხედვით ასე ჩანდა... ამ დღესაც ჩვეულებროვად ვუყურებდი.. განსაკუთხრებული არაფერი.. აი უკვე მესამე დღეს... თამაშის დღეს რომ ვნახე... ალბათ მანდ დაიწყო ყველაფერი.. ალბათ არა, მანდ დაიწყო..!! როგორ? ის დღე დიდად არ მახსოვს... უბრალოდ ვიგრძენი რომ დიდი მონდომებით მელოდებოდა... ჩემი მისვლა გაუხარდა... სიმართლე გითხრათ ჩვეულებრივად მივიღე ეს "გახარებული დახვედრა"... მერე?? მერე თამაშს ვუყურეთ... აღარ მახსოვს რეები ვაკეთე.. სავარაუდოდ სიცანცარის პიკზე ვიყავი ასული... როგორც ხდება ხოლმე ფეხბურთის ყურების დროს... აი მანდ აღარ მახსოვს საერთოდ რა მოხდა.. ერთი ვიცი.. ფეხბურთის ყურებას რო მოვრჩით აი ძალიან, ძალიან მაგრად მინდოდა რომ ჩავხუტებოდი და აღარ გამეშვა... ჰომ.. მერე??... მერე.. ამის შემდეგ პერიოდს ალბათ "გაცნობას და შეჩვევას" დავარქმევდი... ძალიან დავახლოვდით... ბევრ ბიჭთან ვიყავი დაახლოებული მეგობრულად, მაგრამ მას რაღაც სხვანაირად დავუახლოვდი... თუმცა ვცდილობდი არ გადამელახა ეს ზღვარი, რასაც მეგობრობა ერქვა... არ ვიცი რამდენად გამომდიოდა.. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი.. შემდეგ?? ოო, შემდეგ მართლა ცუდად მოვიქეცი... ამის გახსენება ყველაზე მეტად არ მიყვარს, მაგრამ რადგანაც დავიწყე ამ ყველაზე მნიშვნელოვანს ვერ "გადავახტები"... ზღვა... ყოველდღე მასზე ფიქრები და არანაირი კონტაქტი.. :// მასზე ოცნება და ისევ არანაირი კონტაქტი... მის მოსვლამდე ერთი დღით ადრე განსაკუთრებულად იყო ცა ვარსკვლავებით მოჭედილი... გადავწვიტეთ ზღვის სანაპიროზე გაგვესეირნა გოგონებს.. ჩავედით... ყველამ ავიღეთ თითო-თითო ქვა და ჩავიფიქრეთ სურვილი!!! გულის ფორმს ქვა შემხვდა... დავხედე თუარა ის გამახსენდა... ავხედე ვარსკვლავებს უცებ ჩავიფიქრე "მინდა რომ ყველაზე ბედნიერები ვიყოთ" და შორს... ძალიან შორს... სადღაც ზღვაში მოვისროლე!!!... ესეთი რაღაცეები სისულელედ მიმაჩნია.. მაგრამ მეოცნებე ვარ და აქაც ცოტა "წავიოცნებე"... მეორე დღეს კი რომ დავინახე.. ოო.. ჰო ალბათ უკვე სხანაირად ვუყურებდი.. ის საღამო მართლა არასოდეს არ დამავიწყდება.. არ დამავიწყდება მისი თვალები... არ არა.. ვერ დამავიწყდება... უბრალოდ შეუძლებელია... მთელი ღამე ალბათ მასზე ფიქრში და ოცნებაში გავატარე... ოო, უკვე აღმოჩენილი იყო ორივეს გრძნობები და... ჰო.. ალბათ ბედნიერი ვიყავი... ოჰოო.. დავბრუნდი... ზღვისპირა ქალაქიდან ჩამოსულს ცუდი ამინდები დაემთხვა... თუმცა საიდუმლო ადგილას შეხვედრას მაინც ვახერხებდით... არაფერი არ მირჩევნოდა მასთან ჩახუტებას!!! უბრალოდ აუღწერელი გრძნობაა... საოცრებაა... თითქოს სხვა გალაქტიკაში ხარ... არ გინდა რომ გაგიშვას.. თუმცა უნდა გაგიშვას... ბოლოს რომ უშვებთ ერთმანეთს.. ოო.. საშინელი გრძნობაა... სიტყვა "გაშვება"-ც ცუდად ჟღერს... ამის გადმოცემა შეუძლებელია.. მისი გულის ცემა რომ გესმის.. საოცრებაა... ყოველი შეხვედრა იყო პულსი 100 ან გულის გაჩერება... უბრალოდ ჩვეულებრივი საოცრება... ალბათ ეგ არის ბედნიერება, რომლისგანაც შეიძლება მოკვდე... ------------- ჰომ... წავედი თბილისში... არ მეგონა ესე თუ გამიჭირდებოდა.. თუმცა ნამდვილად რთული იყო... რთული იყო იმის შეგნება რომ იმ დღეს ვეღარ ჩაეხუტებოდი.. გავაგრძელეთ ისევ ვირტუალური ურთიერთობა... იდეალურს ვერ ვუწოდებ... მის მიმართ მე თვითონ არ ვიყავი მზრუნველი... მთხოვა... მთხოვა ისეთი რამ რაც ვიცოდი რომ დაგვაშორებდა... ვუთხარი... ავუხსენი.. მაგრამ არაფერი არ ესმოდა... გაგიგებსო მეუბნებოდა... ზუსტად ვიცოდი რომ არ გაგვიგებნენ... მთელი 18 დღე არ მიმიწერია.. ეს ეხლა ჟღერს ცოტათ... მაგრამ ჩემთვის 18 დღე კიარა ერთი საათიც საკმარისია, რომ შევიშალო... მის გარეშე გატარებული 18 დღე.. ნამდვილი კოშმარი იყო... მკვდარი ვიყავი... დასიებული, ჩაშავებული თვალებით... დასუსტებული... ალბათ ამას ერქვა მოსიარულე მკვდარი... შემდეგ ისევ შევხვდი.. სპეციალურად მისთვის ამხელა გზა გავიარე... და როდესაც დავინახე გულის წასვლამდე მივედი... იმ დღეს მეგობრები რომ არა, დღეს ალბათ ჩემს საფლავზე ყვავილით ხელში იდგებოა... ის დღე ნამდვილი კოშმარი იყო... ყველანაირად.. განადგურებული ვიყავი... მხოლოდ ის მაძლევდა გაღიმების მიზეზს რომ არ დავვიწყებივარ, უფრო მეტიც ვუყვარვარ... ურთიერთობა მეგობრულად გავაგრძელეთ... თუმცა ორივემ ვიცოდით, რომ მეგობრულად ერმანეთს ვერასდროს ვერ შევხედავდით.. რატომ?? იმიტომ რომ გვიყვარდა ერთმანეთი... და იცით რა მოხდა??? გაგეცინებათ... მაგრამ ასეა... 98 დღე თენდება... და ამ 98 დღის განმავლობაში ჩემი სიყვარული მის მიმართ დღითი დღე იმატებს... რაში დავრწმუნდი?? იმაში რომ ვუყვარვარ, იმაში რომ გამგები ადამიანია, იმაში, რომ ერთგული იყო... ამაში დავრწმუნდი!! ის ერთი შეხედვით კი არ ჩანდა ასეთი, ის მართლა ასეთია!!! ზუსტად ამიტომაც არის ყველასგან გამორჩეული!!! ზუსტად ამიტომ ვცემ დიდ პატივს და ზუსტად ამიტომ, დღითიდღე ჩემი მის მიმართ სიყვარული იზრდება!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.