შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I'm in love with my best friend [6]


13-01-2016, 01:27
ნანახია 2 133

ნაკვეთი ლამაზ ადგილზე შევიძინეთ ულამაზესი ორსართულიანი სახლიც ააშენეს და ყველაზე სასაცილო იმ მომენტში ვიყავით მე და დანიელი მუშებს სახლის შეღებვაში რომ ვეხმარებოდით პრინციპში კი არ ვეხმარებოდით ხელს ვუშლიდით მაგრამ იმდენად სახალისო იყო ეს ყველაფერი რომ არ მინდოდა დასრულებულიყო დანიელი ჩემს ცხორებას აფერადებდა იმ კედელივით რომელსაც ღია ლამაზი ფერებით ჩვენ ვთხაპნიდით ბოლოს კი ყველაფერი მაინც მუშების გასაკეთებელი ხდებოდა საღამოს დაღლილები ჩამოვჯექით კიბეზე და თბილისს გადავხედეთ ხომ გითხარით ლამაზ ადგილზე ავაშენეთთქო ისეთ ადგილზე მთელს თბილისს რომ გადაჰყურებდა
-ვაიჰ დავიღალე - ვთქვი და სახე დავჯღანე
-ხო იმდენი რამე გავაკეთეთ აშკარად დაიღლებოდი - მითხრა სიცილით დანიელმა და მეც გამეცინა
-რას დამცინი ის კედლები სულ ჩემი შეღებილია - შევახედე სახლში და იმ კედელთან იდგა მუშა და თავიდან ღებავდა რომელიც მე უკვე შევღებე
-უი - გავიღიმე უხერხულად და ვთქვი
-ძალიან მომწონს სახლი
-მეც ძალიან მომწონს - თქვა ღიმილით და შემომხედა მე კი სხვაგან გავიხედე
-ავეჯიც შესარჩევი გვაქვს
-ხო იცი ეგეთი რაღაცეები არ მიყვარს შეგიძლია მხოლოდ შენ წახვიდე?
-კი როგორ არა - ვუთხარი ოდნავ ნაწყენმა და მაინც გავიღიმე
-კარგია - ჩვენ ჩვენ სახლებში წამოვედით ერთ თვეში მთლიანად მორჩნენ მუშები ყველაფერს მერე მხოლოდ დიდი უბორკა მექნებოდა გასაკეთებელი ესეთი რაღაცეები მიყვარდა ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ეს დანიელი საქმეებზე იყო წასული მე კი დილიდან გავიარე მაღაზიაში და ყველაფერი ვიყიდე რაც დამჭირდებოდა (იატაკის საწმენდი, ცოცხი, ფანჯრების საწმენდი მისი სსითხით და კიდევ უამრავი რამ) სახლში მივედი მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთე ისე რომ გარეთაც ისმოდა და მერე დალაგებას შევუდექი ჯერ იატაკს მივხვედე მოვხვეტე და მოვწმინდე მერე ფანჯრებს მივხედე და კარებების გაწმენდას ვიწყებდი კარებისკენ რომ გავიხედე და ნინი დავინახე მუსიკას დავუწიე და შევხედე
-ანასტასია ვიცი ცუდად მოვიქეცი არ ვფიქრობდი შენზე და ყოველთვის მაშინ გირეკავდი როცა მჭირდებოდი მაგრამ აღარ მინდა ესე გაგრძელდეს მინდა დალაგდეს ყველაფერი ბოდიში მინდა მოგიხადო - მითხრა და თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა მე ვუყურებდი და მერე მხიარულად ვთქვი
-აბა რითი აპირებ შენი დანაშაულის გამოსყიდვას?
-მგონი მოხმარება არ გაწყენდა - გამიღიმა მეც ჩავეხუტე და მუსიკას ავუწიეთ ერთად ვალაგებდით თან ვიცინოდით თანაც ვმღეროდით საღამოს ორივე დაღლილები იატაკზე გავწექით და დანიელი რომ მოვიდა და ესე შემოგვხედა სიცილი აუტყდა
-რა გაცინებს გავწყდით წელში - მერე სახე დაასერიოზულა და ხელებით კლიტე დაიდო პირზე მაგრამ მაინც გაიცინა
-ოოოო კაი რა რაგინდა შენ აქ საქმეები არ გქონდა?
-რავიცი ვიფიქრე მივეხმარები თქო რამე ხოარ სჭირდებათქო მარა მიგიწკრიალებიათ აქაურობა და
-ხოო უი გაიცანი ეს დანიელია ეს ნინია - გავაცანი ერთმანეთს და ნინიმ მითხრა ყველაფერს მომიყვებიო მეც სხვა რა გზა მქონდა საღამოს დანიელმა სახლში დაგვტოვა დათვითონ წავიდა მეც ნინის ყველაფერი მოვუყევი ისიც ჩემსავით გახარებული იყო ხვალ ავეჯზე უნდა წავსულიყავით ნინიმ მითხრა მე წამოგყვებიო გამიხარდა მარტო ბოდიალი რომ არ მომიწევდა ვიბანავეთ და ფილმის ყურებაში ჩაგვეძინა ორივეს დილით ავდექით მოვემზადეთ და წავედით მთელი დღე დავდიოდით ხან იმ მაღაზიაში ხან იმ მაღაზიაში ერთმანეთს ვადარებდით ერთი კვირა დაგვჭირდა ყველაფერი რომ გვეყიდა სახლში მოვატანინეთ და ისინიც დავტანჯეთ ეს იქ დადგით ეს აქ მაგრამ ერთი კვირის და ამდენი თვის წვალების შემდეგ სახლს რომ შევხედე სიხარულისგან ცეკვა დავიწყე
-აუუ არ მჯერა რაა რა საყვარელი გამოვიდა ყველაფერი - დანიელი რომ მოვიდა ისიც გახარებული იყო ოთახებშიც ავეჯი ლამაზად იდგა და საერთოდ ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო ტექნიკაც ნაყიდი გვქონდა და ყველაფერი საერთოდ მოკლედ კარგად ვიყავით მოწყობილები ნინი დამეხმარა ტანსაცმელების და ნივთების გადმობარგებაში დანიელსაც მე დავულაგე ტანსაცმელები და ნივთები. ამასობაში ზაფხულიც მოვიდა დანიელი და ლაზარე თურმე იცნობდნენ ერთმანეთს ამიტომ ოთხივე ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე დანიელს ისეთი კარგი ძმაკაცები ყავდა ერთ დღეს ამოვიდნენ პირველად და იმდენი რაღაცეები ამოიტანეს გეგონება დასასვენებლად მივდიოდით გემით ბაჰამის კუნძულებზე და იქ ყველაფერი გაწყდა მე და ნინიმ სუფრა გავაწყეთ და უკვე მეორე დაძახებაზე რომ მათთან უნდა მივსულიყავით მივედით და დავსხედით
-მოკლედ რა რძა - თქვა ჯაბამ და გიგიმ გაბრაზებულმა რომ დაუბრიალა თვალები მერე თქვა
-რა რძალი გვყავს მოკლედ რა ლაზარე კარგი ცოლი გყავს - იმ საღამოს იმდენი ვიცინეთ სანამ სუყველას მუცელი არ აგვტკივდა ჯაბა და გიგი გვაცინებდნენ ძაან ღადავისტები იყვნენ მაგრამ აი ვატო დანიელივით ბევრს არაფერს იძახდა დასტოინი იყო ძალიან თანაც მაგრამ ერთი გოგო მოწონდა ძალიან და ვერ უტყდებოდა სიყვარულში
-მერე მოიტაცე - ვუთხარი უცებ
-არ ხარ შენ ნორმალური - მითხრა დანიელმა და გაკვირვებულმა გავხედე
-მე თუ შენ იმ გოგოს უყვარს მაგრამ მშობლების გამო იკავებს თავს და ამასაც თუ უყვარს მოიტაცოს ესეც ბედნიერი იქნება და ისიც
-უსაბუთო გიჟი მყავს სახლში - დანიელმა თავი გააქნია და გაიღიმა
-მერე თუ იცოდი გიჟი ვიყავი რატომ შემომთავაზე ერთად ცხოვრება
-გიჟები მიზიდავს - თვალი ჩამიკრა და მეც გავიხედე სიტუაცის განსამუხტად კი გიგიმ და ჯაბამ ბევრი რამ სცადეს და ბოლოს ძლივს გამოუვიდათ საღამოს ყველა რომ გავაცილეთ და მარტო ჩვენ დავრჩით დანიელისთვის არაფერი მითქვამს უხმაუროდ ვალაგებდი იქაურობას თვითონაც მეხმარებოდა ყველაფერს რომ მოვრჩით და აივანზე დავსხედით მითხრა
-მოდი კარტი ვითამაშოთ
-კარგი
-ნიძლავზე ოღონდ
-იდეა გაქვს?
-თუ მე მოვიგებ ორი კვირით პარიზში წამომყვები თუ შენ მოიგებ რაც ძალიან მაეჭვებს რასაც მთხოვ ყველაფერს შეგისრულებ ორი კვირის განმავლობაში
-კარგი - კმაყოფილმა ჩავიცინე და სულ რაღაც ერთი ქულა დამაკლდა რომ მომეგო უკვე თენდებოდა ის კი წამოდგა და სანამ სახლში შევიდოდა მითხრა
-ბარგი ჩააალაგე ლამაზო - პარიზში წასვლა არ მინდოდა რადგან იქ მამაჩემი და ჩემი მონსტრინაცვალი ცხოვრობდნენ მაგრამ სხვა რა გზა მქონდა ბარგი ჩავალაგე ამაღამ მივფრინავდით მეგობრებმა გაგვაცილეს და წავედით მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც მე შემიწუხებია თავი მაგრამ როდესაც აეროპორტში ჩავედით და იქ მამაჩემი და ის ქალი დავინახე მინდოდა დანიელი გამეგლიჯა შუაზე როცა მისკენ გავიხედე და მის სახეზე კმაყოფილი ღიმილიც დავაფიქსირე თავი ძლივს შევიკავე ხუთივე თითი რომ არ დაყყობოდა სახეზე...



№1  offline წევრი Lana Tomlinson

საყვარლობაა.გააგრძელე <3

 


№2 სტუმარი Black

Uhoo saaagol raaa daniels xedav?!kaia male ra cemo punqtualuro

 


№3  offline წევრი cancara

აუ დაძაბა სიტუაცია კარგია კარგი მალე დადე

 


№4  offline წევრი natia-natia

ვაიმე დზან მომწონსს მალწ დადე ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent