შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაბედავ! 1


13-01-2016, 01:46
ავტორი ml99
ნანახია 2 943

-ლილი! ლილი! ნაკაშიძე! ოოო...
-გოგო ფრთხილად! ერთი ხელის მოქნევით მომაშორა ყურსასმენები ლანამ და გაბრაზებული მზერა მტყორცნა.
-საიდან ასეთი სიუხეშე?! ნწ ნწ ნწ, სულ გამოგაშტერა ამ სიყვარულმა... უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და დაქალი ირონიული მზერით დავაჯილდოვე.
-ნუ იკბინები შურიანო ! დამეჭყანა სასაცილოდ და მხარი გამკრა ღიმილით.
-რატომ არ დამელოდე...
-მაგვიანდება დღეს რეპეტიცია მაქვს?
-აუ ამ შენმარეპეტიციებმა ტვინი შეჭამეს!
-გიორგი მოდის! ნუ იჭყანები ეგრე საშინლად თორემ გადაუყვარდები.
-ენა ჩაიგდე გველო! მხარი გამკრა, ლანან შემდეგ გაიღიმა და თავის ,,ერთადერთს" ჩაეხუტა.
-ჩემი პრინცესა როგორაა?
-კარგად ვარ ჩემო ცხოვრებავ!
თავი უკმაყოფილიდ გავატრიალე, დავიჭყანე და გავაჯავრე დაქალს ,,ჩემი ცხოვრება".
-აჰაჰა ცოლისდავ რა სიფათებს კერავ, რა იყო კუპიდონმა შენთვის ისარი არ გაიმეტა...
-გაიმეტა მაგრამ ხომ იცი როგორი მოქნილი ვარ ავიცილე ! დავეჭყანე გელაზარიშვილს. მას გაეცინა და თავის გოგო უფრო მეტად ჩაიკრა გულში.
-კაი შეეშვი რა, ამას ასეთს ვინ, აიტანს? სიცილით ჩაიფხუკუნა ლანამ და დასტოინი მზერით თვალი გამისწორ.. ჩემს გარდა დაამატა ბოლოს კმაყოფილმა.
-მხითარიანი ამოგაწიწკნი მაგ ენას... ჩავისისინე, ღიმილით დავემშვიდობე გვრიტებს და შენობაში შევედი.
------
ლანას აზრით უცნაური ადამიანი ვარ, 8 წელია ვცეკვავ და არასდროს ვიღებ მონაწილეობას კონკურსებში. შეიძლება მართალიცაა...
რეპეტიცია 7 საათზე მეწყება, როდესაც დარბაზი ცარიელია მოცეკვავეებისაგან. 1საათი ქალბატონი ქეთევან მესხი მამეცადინებს, ის თავის დროზე ერთ ერთი საუკეთესო მოცეკვავე იყო თანატოლებთა შორის და უამრავ კონკურსის გამარჯვებულიც. დედაჩემი და ქეთევანი ბავშობის მეგობრები არიან, სწორედ ამიტომ დათანხმდა ჩემს გენიალურ თხოვნას ცალკე ვემეცადინებინე.
-უფრო მეტად! მხრებში გასწორდი! კარგია... ღიმილი ნუ გავიწყდება...
კარგი შეგიძლია შეისვენო...
-მას... იცით რა ვიფიქრე.... ორჭოფულად შევავლე თვალი ქალბატონი ქეთას მკაცრ ნაკვთებს, შემდეგ თვალი გავუსწორე, ღმად ჩავისუნთქე... ხომ არ ჯობდა რამე სხვა გვეცადა... მმმმ რამე უფრო თავისუფალი...
-მაგალითად... სიტყვა გამაწყვეტინა...
-ჰიპ-ჰოპი... ან თუნდაც... მის სახეს ისევ შევავლე მზერა და სიტყვა გამიწყდა. დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა, ველოდი ისეთივე რეაქცია ექნებოდა როგორც უწინ მაგრამ...
-კარგი... გაოცებული ავხედე ქეთევანს... მხოლოდ ერთი პირობით...
-რა პირობით?
-ლილე ორივემ კარგად ვიცით რომ ქ. ეკატერინეს თავისუფალი ცეკვები მაინც და მაინც არ უყვარს, რომ გაიგოს არამგონია კმაყოფილი დარჩეს... 3 თვეში ყველაზე მნიშვნელოვანი შოუ იწყება მოცეკვავეებისათვის, ჩვენი სკოლა წლების განმავლობაში საუკეთესო იყო. მაგრამ წელს ყველაფერი შეიცვალ.... შენ მონაწილეობას მიიღებ კონკურსში ჩვენი სკოლის სახელით, ამავდროულად შეისწავლი ნებისმიერ ცეკვას. მემგონი ყველაფერი ნათელია, შენ სხვა სკოლაში ვერ შეძლებ სწავლას, ამის უფლებას არ მოგცემენ.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, კი ან არა...
-კარგი თანახმა ვარ... მაგრამ მარტო ვერ შევძლებ...
-მარტო არც იქნები, ხვალ გელოდები მეწყვილეს შეგირჩევთ..
მიუხედავად ყველაფრისა ქეთა მართალია, ჩემი ოჯახი ყველა ქართულ ტრადიციას მკაცრად იცავს, განსაკუთრებით ბებია. მას სასტიკად არ მოსწონს ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე გოგონები თვლის, რომ ქალი მორცხვი და თავაზიანი უნდა იყოს. ბებია რუსული გვარის კრილოვის შთამომავალია, ისევე როგორც რუსული ტრადიციების ასევე ქართული ტრადიციების დაცვა მისთვის უმნიშვნელოვანესია. ერთადერთი ქალიშვილის გათხოვებსაც მძიმედ შეეგუა, მესმის მისი ბავშობიდან ტრადიციებს მკაცრად იცავდა, მაგრამ ზოგჯერ მისი შეხედულებები აუტანელი და მიუღებელია ჩემთვის.
სახლის კარი გავაღე და ბებიას მივესალმე.
-გამარჯობა ბებო!
-რამდენჯერ გაგაფრთხილო ლილე? ეკატერინეთი მომმართე ( თავი ბებერი მგონია),... უკმაყოფილოდ გააქნია თავი და რუმუსის (კატა) ალერსი განაგრძო.
გამეღიმა მის სიტყვებზე, ქურთუკი გავიხადე და კიბეები ავირბინე.
----
-საით? ასე ადრე?
-ჰიპ-ჰოპის გაკვეთილზე
-რაა?
-მოგიყვები მერე! გამეცინა დაქალს ლოყაზე მოწყვეტით ვეამბორე და კაფე დავტოვე.
----
-გამარჯობა!
-გამარჯობა! უემოციოდ მიპასუხა ქეთევანმა, შემდეგ ვიღაცას ხელით ანიშნა მოსულიყო
-ნიკოლოზ ეს ლილე ნაკაშიძეა მის შესახებ გუშინ გიამბე. ლილე ნიკოლოზი შენი ჰიპ-ჰოპის მასწავლებელი იქნება. ჩემდა გასაოცრად ნიკოლოზი ძალიან მხიარული პიროვნება აღმოჩნდა.
-მანახე რა შეგიძლია?
გაოცებულმა შევხედე მასწს.
იცეკვე ისე როგორც მარტო ოთახში მუსიკის მოსმენისას ცეკვავ... თავიდან ცოტათი შემრცხვა მაგრამ შემდეგ მუსიკას ავყევი და ინტერნეტში ნასწავლი ილეთიც გავიმეორე. ნიკოლოზი იცინოდა, შემდეგ გვერდით დამიდგა და თავად დაიწყო ცეკვა, ვცდილობდი ილეთები გამემეორებინა მაგრამ არ ვიცოდი რამდენად კარგად გამომდიოდა.
-ცუდი არ არის მუსიკა ღიმილით გამორთო.
-მე კი ვფიქრობ რომ საშინელება იყო.
-არაუშავს მალე აითვისებ. დარბაზი ბავშვებით გაივსო, ბატონი ნიკოლოზი დასერიოზულდა.
-ბავშვებო დაიკავეთ თქვენი ადგილი, გაიცანით ეს ლილე ნაკაშიძეა. ზოგმა ქედმაღლური მზერით, ზოგმა კი ღიმილთ დამაჯილდოვა.
-კარგია ბავშვებო, დღეისათვის სულ ეს იყო, ლილე ქალბატონი ქეთევანი მოპირდაპირე დარბაზში გელოდება.
ნიკოლოზს დავემშვიდობე და დაღლილი შევღე დარბაზის კარი.
-დავით სწრაფად იმოძრავე, ნიკა რა გჭირს? ლილე უფრო თამამად! უკმაყოფილოდ გვიმზერდა ქეთევანი და მითითებებს გვაძლევდა რამდენიმე ბიჭთან მომიწია რუმბასა და სამბას ცეკვა. ქეთევანი საშინლად უკმაყოფილო იყო. გაბრაზებულმა დატოვა დარბაზი, კედელთან დაღლილი ჩამოვჯექი..
-ახლავე მობრძანდი გაბრიელ! გელოდები...
უარესად გაღიზიანებული იყო ქეთევანი.
-შეგიძლიათ წახვიდეთ!
თავის მოსაწესრიგებლად გასახდელში გავედი, შენობა უკვე ცარიელი იყო, ყურსასმენები გავიკეთე და პარალელურ სამყაროში გადავეშვი. კიბეზე ვიღაცამ ძლიერად გამკრა მხარი.
-აუ... უხეში ბოდიშიც კი არ მომიხადა... გაბუსხულმა გავისწორე თმა და ქუჩა გადავკვეთე.
-----
გაბრიელ მესხი 18 წლის ქეთევან მესხის და დიმიტრი სალუქვაძის ერთადერთი ვაჟი. თავზე ხელაღებული, უხეში და საშინლად სიმპატიური. ყოფილი მოცეკვავე, ცეკვას 2 წლის წინ ჩამოშორდა, უცნობი მიზეზის გამო, დღეს კი პრობლემები აქვს პოლიციასთან.
საშინლად გაღიზიანებულმა შეაღო სტუდიის კარი, კარგად იცოდა წინ ქეთევანის ლექციების მოსმენა რომ მოუწევდა, კიბეზე სწრაფად აირბინა, ვიღაცას უხეშად გაჰკრა მხარი მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, დარბაზის კარი ხმაურით გააღო და ქეთევანს უხეშად მიმართა.
-რა ხდებ?
-ამას შენ უნდა კითხულობდე? მიპასუხე კიდევ რამდენჯერ უნდა დამიკავშირდნენ იმის შესახებ რომ ვიღაცა სიკვდილამდე მიიყვანე და ღამე გისოსებს მიღმა გაატარე.
-აუ შემეშვი რა...
-გაბრიელ სალუქვაძევ მამაშენს ემსგავსები...
-მეორედ... დაიღრიალა გაბრაზებულმა, მეორედ აღარ გაბედო მას შემადარო და ასე მომმართო მე მასავით ნაბი.**... არ ვარ გაიგე, მე მას არაფრით ვგავარ, ის არავინაა ჩემთვის!
-ვიცი..ვიცი მაგრამ რატომ ემსგავსები... მას ხმა გაებზარა ქეთევანს და პირველად შვილის წინ ცრემლები ვერ შეიკავა.
გაბრიელი გაქვავდა, დედის ცრემლები არასდროს ენახა...
-ქეთევან! ქეთა!.... დედა! .... თავი ვეღარ შეიკავა და გულში ჩაიკრა აცრემლებული მშობელი...
-გთხოვ დაუბრუნდი ძველ ცხოვრებას... გთხოვ დამიბრუნე ჩემი გაბო... გთხოვ ისევ მომეცი უფლება შენით ვიამაყო...
-კაი ტო რა გატირებს, კაი გეყო ვის გაუგია ქეთევან მესხი ტიროდეს!
ქეთევანს გაეღიმა, ტელეფონის წკრიალი გაისმა.
-ვისი ტელეფონი რეკავს?
-ჩემი არა. ეს ვისია? იატაკზე დავარდნილი ტელეფონი აიღო გაბრიელმა. გათიშეს..
--ეს მემგონი ლილესია, ახლახანს გავიდა აქვე იქნება, დედამისი ურეკავს თუ არ უპასუხა ვიცი მაგის წიოკი. დაეწიე და აუბრუნე.
-არ ვიცნობ.
-ეკრანზე თავისი ფოტოა.
-აუ ჩემი... კაი კაი...
კიბეებზე ჩასვლისას ტელეფონი ჩართო და ოდნავ გაოცდა, ეკრანიდან ცისფერთვალა გოგონა უღიმოდა, ტელეფონს ბლოკი არ ედო. სწრაფად შევიდა გალერიაში ტელეფონი სავსე იყო სურათებით მაგრამ ცისფერთვალა გოგო არსად ჩანდა, ბოლოს რამდენიმე ფოტო იპოვნა: მეგობარს ამოფარებული საყვარლად რომ იჭყანებოდა. გაეცინა და ტელეფონი გათიშა. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. თვალი ვერსად მოჰკრა, ბოლოს მაღაზიის გაღებულ კარს მოკრა თვალი საიდანაც მაღალი გრძელთმიანი, ცისფერთვალება გოგონა გამოვიდა ემემდემსით და ტკბილეულით დატვითული. ქუჩა გადაკვეთა, გოგონას დაეწია და შემოაბრუნა.
-ცოტა ყურადღებით თორემ მეორედ აღარ დაგიბრუნებ! მკაცრი ხმით მიმართა, გოგონას გაფართოებულ ცისფერ თვალებზე ეღიმებოდა მაგრამ არ იმჩნევდა.
დაბნეულ ლილეს რაღაცის თქმა უნდოდა. ვარდისფერი ტუჩები შეარხია, ბიჭმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო თითებით მის ტუჩებს შეეხო გააჩუმა, შემდეგ ემემდემსები ამოაცალა, პირში გაიქანა, ნაგლურად გაუღიმა და მოშორდა.
ერთი კვირა გავიდა ამ ამბიდან მაგრამ გაბრიელს გოგონაზე ფიქრი არ შორდებოდა. სულ ჩაფიქრებული დადიოდა და უაზროდ არავის აღარ ეჩხუბებოდა. სახლში გამთენიისას აღარ ბრუნდებოდა, არ უნდოდა ქეთევანი მარტო დაეტოვებინა, ახლა უკვე ხვდევოდა როგორ უჭირდა ქეთას მარტო. ქეთა თითქმის ყოველდღე თხოვდა სტუდიაში დაბრუნებულიყო.
----------
-გაბრიელ სად ხარ?
-სახლში რა ხდება.
-ქვითრები და საბუთები დამჩა ჩემს კაბინეტში მაგიდაზე, სტუდიაში ვარ მომიტანე.
-კაი ხო. ახალგაღვიძებულმა უპასუხა და ტელეფონი გათიშა. აუ 3 საათი რა ნაგავი დავლიე გუშინ... გასკდა თავი...
წყალი გადაივლო, საბუთები აიღო, ბაიკზე დაჯდა და სტუდიისკენ გაეშურა.
----------
-ყოველდღე სამ საათიანი რეპეტიცია მაქვს, ჩემი მეწყვილე გეგა თაბაგირია, საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი... გამუდმებით ჩემს შებმას ცდილობს და თამამად დააცოცებს ხელებს ჩემს სხეულზე... დღეს კი განსაკუთრებით თამამია ტანგოს ილეთების შესწავლისას.
-დავით ყურადღებით, ხელი გაასწორე...
უკვე ღრმად შეტოპა მთელი ძალით ვკარი ხელი და მოვიშორე.
-რახდება? გაოცებულმა მომაპყრო მზერა ქეთევანმა.
დარბაზის კარი ხმაურით მოიჯახეს და ვიღაც შემოვიდა, ღმერთო ეს აქ რას აკეთებს. აშკარად გაღიზიანებული იყო, ხელში რაღაც საბუთები ეკავა.
-განაგრძეთ... მოგვმართა ქეთევანმა, უცნობს საბუთები გამოართვა, გადაათვალიერა და შემდეგ გაოცებულმა შეხედა ,,,წასვლას არ აპირებო"?
-აუ... ტკივილისგან წამოვიყვირე, ამ იდიოტმა ფეხი დამადგა. მისი ხელები მოვიშორე, იატაკზე დავჯექი და ნატკენი ფეხი დავიზილე.
-ახლა რაღა მოხდა! გაგა რა გჭირს?! მიმართა ქეთევანმა.
-არაფერი ამ იდიოტს წესიერად დგომაც კი არ შეუძლია! გაღიზიანებულმა ბოხმა ბარიტონმა დაფარა დარბაზი. მაგრამ ეს გაგას პასუხი ნამდვილად არ იყო.
გაოცებულმა ავწიე თავი და გაღიზიანებულ, ძარღვებდაჭიმულ უცნობს შევავლე თვალი. მან მზერა გამისწორა, ქურთუკი გაიხადა, ჩემსკენ წამოვიდა ხელი გამომიწოდა, უხეშად მთელი ძალით ამაყენა და მოულოდნელად მის სხეულს ამაკრო. ხელი ჩემ ხელს მოჰკიდა, ცეკვისთვის მოემზადა და მუსიკას აყვა, თვალებში ვუყურებდი. არც თავად მაცილებდა მზერას, არ ვიცი ვინ იყო მაგრამ უსაზღვროდ ვენდობოდი. წამიერად გაეღიმა, თითქოს რაიმე მზაკვრული გეგმა მოიფიქრაო, ხელის ერთი მოძრაობით მომაძრო თმის სამაგრი თმიდან და ჩემი წელამდე ქერა თმა გაშალა. მელოდია დასრულდა ხელზე გადაწვენილი სწრაფად გამასწორა, ჩვენი დაღლილი სხეულები თრთოდენ, გულები სწრაფად ცემდა, ერთმანეთის სუნთქვა სახეზე გვეფრქვეოდა, ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით.ხელი გავუშვით. ქეთა ღიმილით გვიმზერდა, შემდეგ ისევ საბუთებს ჩახედა თითქოს არაფერი ყოფილიყოს. უცნობი მომშორდა, გავლისას გაგას მხარი გაჰკრა, ქურთუკი აიღო და შენობა დატოვა. მასზე ფიქრი არ მომშორებია არც ჰიპ-ჰოპის გაკვეთილზე, არც ქეათასთან საუბრისას, არც მეცადინეობის დროს და არც ძილის წინ...
-------
-გაბრიელ! გაბრიელ!
-ჰმმ! ფიქრებში ჩაძირულმა უპასუხა ქეთევანს.
-მოგწონს არა?
-ჰმმმ კკ ვისზე ამბობ? რა?
ქეთას ჩაეღიმა, არაფერი, პულტი მომაწოდე.ხვალ გელოდები 3 -სთ თვის... გაბრიელმა უცნაური მზერა მიაპყრო ქეთას მაგრამ ქალს აღარაფერი უთქვამს.
------
-გამარჯობა, გეგა არ მოსულა? ვკითხე ქალბატონ ეკატერინეს.
-არც მოვა!
-რატომ? სიყტვა ხმაურმა გამაწყვეტინა, მწვანე თვალებს შევეჩეხე წამიერად გავშეშდი მაგრამ მალევე გამოვფხიზლდი.
-ამის გამო დამიბარე? მიუთითა ჩემზე ქეთევანს თავხედმა. მეგონა ვინმე ნორმალურს შემირჩევდი! ნაგლური მზერა მტყორცნა და მზერა ქეთას გაუსწორა.
ქეთამ მისი სიტყვები არ შეიმჩნიადა მე მომმართა.
-ლილე გაიცანი ეს გაბრიელ მესხია, ჩემი შვილი და შენი ახალ მეწყვილე.
გაოცებულმა შევხედე ქეთას და ვერაფერი ვთქვი. ორმა ახალმა ამბავმა გამაოცა.
-აუ ტო წავედი რა მე ვინმე ნორმალურს რომ ნახავ დამიკავშირდი. ზურგი შეგვაქცია და კარისკენ გაემართა. მის სიტყვებმა საშინლად გამაღიზიანა.
-არავინ გეხვეწებოდა რომ მოსულიყავი. უშენოდაც კარგად გავართმევ თავს! მივაძახე გაღიზიანებულმა.
გაბრიელი კმაყოფილი ღიმილოთ შემობრუნდა და ნაგლურად გამიღიმა.
-კი მშვენივრად, იმ გაგას თუ გიგეს დახმარებით არა?...
-თუნდაც! არ დავთმე პოზიცია მიუხედავად იმისა რომ გაგას საშინლად ვერ ვიტანდი.
-ოხ! მერე სად არის ახლა შენი გაგა?
-.....
-კარგით გეყოთ ბავშვებო კამათი. მოემზადეთ გაიმკაცრა ხმა ქალნატონმა ქეთევანმა. გაბრიელი ნაგლ მზერას არ მაშორებდა. ცეკვისვის მოემზადეთ, ვალსით დავიწყებთ, ახლავე დავბრუნდები შემდეგ კი საკონკურსო ნომერი მოვამზადოთ. მოგვმართა ქეთევანმა და დარბაზი დატოვა.
-ენაგრძელი ხარ!
-შენ კი იდიოტი!
-მოსარჯულებელი ხარ!
გაღიზიანებულმა ფეხზე ძლიერად დავაბიჯე და კმაყოფილმა გავიღიმე.
მას სახე ტკივილისგან დაეჭიმა, მაგრამ არ შეიმჩნია.
ჩემი თმა ხელზე დაიხვია და მძლავრად დამქაჩა. მე სიმწრისგან გავიღიმე და არ შევიმჩნიე. ორივე ფეხი მისფეხს დავაბიჯე. მან თავისკენ მიმიზიდა. მის ფეხებზე ვიდექი და ვცეკვავდი. ის ისევ არაფერს იმჩნევდა. სწრაფად დამაბზრიალა და ისე თმაში ჩამავლო ხელი. კიდევ ერთხელ დავტრიალდი მასთან ძალიან ახლოს მივედი ხელი თმაში შევუცურე და მძლავრად დავქაჩე. მას ისევ გაეღიმა, ჩემსკენ ძალიან ახლოს მოვიდა, ცოტაც და... ხელში ამიტაცა და დამატრიალა. კარი გაიღო დარბაზში ქეთევანი და ვიღაც შპაკლიანი გოგო შემოვიდა.
ქეთევანს წამიერდ ისევ გაეღიმა, ის გოგო კი უკმაყოფილო ჩანდა. გაბრიელმა უხეშად ჩამომსვა ძირს და გოგონას გაუღიმა. გათამამებული შპაკლიანი მისკენ წამოვიდა და გადაეხვია.

გავაგრძელო?



№1  offline წევრი Tako Tsiklauri

ძალიან კარგია... აუცილებლად გააგრძელე

 


№2  offline წევრი LoNdA DM

კი რათქმაუნდა. ველოდები შემდეგ თავს

 


ყველაზე მაგრობაა *--* ვიამეჰ ძაან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent