Christmas holidays (თავი 1)
ბოლოს ამ საავადმყოფოშ სამი ოთხი წლის წინ ვიყავი როდესაც 14 წლისამ აცრა გავიკეთე. მაშინაც ასეთი უსიცოცხლო და უჟანგბადო კედლები იყო,თეთრად შეღებილი,იატაკზე რაღაც საშინელი ფერის მეტლახი ეგო...იდეაში თეთრი რომ უნდოდათ გამოსვლოდათ..აქაურობა : თეთრი კედლები ჭერი და იატაკი,თეთრხალათიანი ექიმები იდიოტური და მათივე აზრით მზრუნველი გამომეტყველებით ძალიან გამაღიზიანებელი იყო..აქ მოსვლისას სულ მიჩნდებოდა შეგრძნება რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოვდიოდი.ექიმები ყოველთვის საცოდავი ბავშვივით მელაპარაკებოდნენ რომელსაც მშობლები თითქოს მზრუნველობას აკლებდნენ.მაღიზიანებდა ამათი საშინელი მზრუნველობა მაგრამ არვიცი რატომ არასდროს არ შევწინააღმდეგებივარ და არც შევპასუხებივარ.არ ვიცი რა მაჩერებდა 14 წლის გოგოს თავმოყვარეობა,ამათთვის თავი რომ არ გამეყადრებინა თუ რამე სხვა.მაგრამ ერთი ფაქტი იყო,ექიმებთან ან არ ვლაპარაკობდი ან ძალიან ცოტას ვლაპარაკობდი... მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო,ახალი წლის წინა დღეებს მეგობრებთან ერთად ვხვდებოდით ჩემი მეგობრის აგარაკზე გვერძინეთში. თოვლი...გუნდაობა...სასაცილო თოვლის ბაბუები ცხვირის ნაცვლად სტაფილო რომ ქონდა გაყრილი და კენჭებით რომ გვიღიმოდა... შაბათ-კვირა იქ ვიყავით,კვირას საღამოს დალევა გადავწყვიტეთ და გამოვემშვიდობეთ ორ საუკეთესო დღეს..წამოსვლა ორშაბათს გვქონდა გადაწყვეტილი...მაგრამ სასმელმა იმოქმედა თან ვაკომ ყველა დაგვარწმუნა რომ ნასვამი არ იყო და შეძლებდა თბილისში ჩვენს ჩაყვანას..არვიცი რატომ მაგრამ ყველა დავთანხმდით... ჩალაგებულები ვიყავით სასმელი წავიღეთ და ვაკოს მანქანაში ჩავეტენეთ... olly mursის dance with me tonightს ვუსმენდით, მანქანაში ყველა სვამდა,ცხოვრებით ვტკბებოდით,ვიცოდით რომ 4 თვეში დამპალი გამოცდები შემგვიტევდა ამიტომ დროს ვატარებდით..გვიხაროდა ერთად ყოფნა,ერთმანეთის ყურება. ერთი სიტყვით ბავშვობით და თინეიჯერობით ვტკბებოდით... თბილისის გზაზე ბერვი არაფერი მახსოვს..მხოლოდ ის რომ ვმღეროდით და...როგორც შეგვეძლო ვცეკვავდით...მაგრამ ისე დამთავრდა როგორც სხვა ყველაფერი...საპირისპიროდ მომავალი მანქანის მკვეთრად ანთებული ფარები,მოყინული გზა,ხევი,ამიტრიალებული მანქანა,გაწყვეტილი უსაფრთხოების ქამარი..ყველაფერი ერთმანეთში ამერია..ბოლოს თვალი საავადმყოფოში გავახილე სადაც ბოლოს 14 წლის ვიყვავი..არვიცი რა როგორ მოხდა,ვინ დაშავდა და ვინ არა,,მსუბუქად მახსოვდა ავარიაც..მხოლოდ ერთმანეთში არეული დეტალები..უმნიშვნელო მაგრამ მაინც..ლოგინზე ვიწექი გადასხმის აპარატს მიერთებული,წვრილი მილიდან წითელი ბლანტი სითხე წვეთავდა და სავარაუდოდ ჩემს ვენაში შედიოდა..თავი და ხელი შეხვეული მქონდა..ვნატრობდი რომ სხვები ჩემსავით თუარა ჩემზე უარეს დღეში მაინც არ ყოფილიყვნენ..ვიწექი გაუნძრევლად, თვალგახელილი, ველოდებოდი როდის გავახსენდებოდი ვინმეს და პალატაში მომაკითხავდა.მერე ჩემმა ტვინმა აზროვნება დაიწყო..იქნებ ვინმე ჩემზე მძიმედ არის და ყველა მას დასტრიალებს თავზე..მერე ისევ რაღაც ამომიტივტივდა გონებაში... ვაკო...ღვედის გარეშე...გაღებული კარი და მანქანის ქვეშ მოყოლილი ვიღაც..რომელიღაც ჩვენიანი...გადასხმის მილი ხელიდან მოვიგლიჯე და პალატიდან გავვარდი..შორს წასვლა არ დამჭირდა..პალატასთან ნათია იდგა,ჩემი მეგობარი,ეტყობა ჩემს გაღვიძებას ელოდებოდა..მაგრამ სად იყვნენ სხვები? რატომ ქონდა ნათიას შეშლილის სახე? სად იყო ვაკო? ნათიამ ამომხედა,თვალები ტირილისგან ქონდა დასიებული...მუხლები მომეკვეთა..ნათია იშვიათად ტიროდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.