შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი ბიჭის პატარა გოგო ხარ (სრულად)


13-01-2016, 15:30
ავტორი ROLIKA
ნანახია 7 640

შესავალი
ყველა განცდა , ემოცია, ტკივილი, სიხარული მწუხარება თუ ხანდახან სიკვდილიც კი სიყვარულთან ასოცირდებ.ა..
რა მნშვნელობა აქვს როგორი სიყვარულია ეს, დედაშვილური თუ ქალვაჟს,, სიყვარულია ყველაფრის დასაწყისი და დასასრულიც..
სიყვარულია ყველაზე დიდი ტკივილიც და სიხრულიც....
როცა გიყვარს ყველაფერი ნათელია... როცა გიყვარს თუნდაც დიდი გასაჭირისა მაინც ძლიერი ხარ... გვერდით როცა ადამიანი გეგულება მხარზე თავისა დასადებას და შენი ზლუქუნი მოსასმენად ესეც ხომ უკვე ბედნიერებაა....
აი ასეთია ადამიანი რომელსაც მემკვიდრეობით აქვს დაყოლილი სიყვარული და ბედნიერება....
სიყვარული ყველაზე სათუთი და ნაზია....
გაიფრთხილდით, იბძოლეთ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს მისი დაჭერა, დაიჭირეთ და ისე ძალიან ჩაიკარით გულშ რომ თქვენგან წასვლის სურვილიც კი არ გააჩნდეს.. რომ არასოდეს მოუნდეს ტქვენი გულის ბუდიდან წასვლა და განმარტოვება...
გისურვებთ რომ ყველას გადმოგცემოდეთ მემკვიდრეობით ბედნიერება...
მინდა გიამბოთ ნამდვილი ამბავი, სიყვარული, რომელიც ორივეს აგიჟებდა, თუმცა ყველაფერი დამთავრდა, რატომ? თავადაც არ იცის სალიმ, აი ასე უბრალოდ ადგა და დაშორდა, ეგონა არ უყვარდა და დატანჯავდა სიყვარულით გაშმაგებულ ტეტეს.

12:01:2015
,,გალეწილი" მთვრალი მივიდა სახლში, ფეხებს ძლივს დგამდა
-სალი-დაუყვირა ელენემ თავის შვილს- ჰო გითხარი ამდენი არ უნდა დალიო-მეთქი
-აუ კაი დე გთხოვ რა, ისედაც ცუდად ვარ
-ოჰ, რამ დაგალევინა ამდენი?-განაგრძობდა წუწუნს
-ჩემი ნათლულის დაბადების დღე იყო და აბა რას ვიზამდი?-ნელა წაბარბაცდა და სააბაზანოში შევიდა.
წყალმა ცოტა მოიყვანა გონს, საწოლში ჩაწვა, თუმცა ვერაფრით დაიძინა. მას შემდეგ, რაც ტეტეს დაშორდა პირველად ჩაფიქრდა მასზე. გაუკვირდა, საშინლად გაუკვირდა, რატომ ჩაფიქრდა? მას ხომ არ უყვარდა ის? სწორედ ამიტომ დაშორდა, ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე და დაძინება გადაწყვიტა, თვალები დახუჭა, ფრთხილად წამოუვიდა ცრემლი თვალებიდან, ნელა დაეშვა და ბალიშს დაეწვეთა, ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე.
-ოჰ ღამევ, როგორ მიშლი ნერვებს-ცრემლები შეიმშრალა და უფრო ძლიერსდ ატირდა-რატომ ვტირი? ნუთუ ეს არის სიყვარული და ამიტომ ვტირი? მე ის მიყვარდა? ახლა გვიან არის, ჩემი თავი საშუალებას არ მაძლევს მასთან მივიდე და ბოდიში ვუთხრა, განა იმიტომ, რომ ამაყი ვარ? არა! იმდენად მდაბიო ვარ, ისე ცუდად მოვექეცი, რომ ჩემი თავი არ მაძლევს უფლებას მასთან მივიდე-განაგრძობდა ტირილს, პირზე ხელი აფარებული ჰქონდა და მთელი ძალით ტიროდა. მთვარემ, ღამემ და ბალიშმა იცოდა რა ტკივილს გრძნობდა ახლა სალი. ტირილი შეწყვიტა და მინიონის სანათი გაანათა,მინიონის მაისური ეცვა გაეღიმა, მინიონს ჰო ტეტეს უძახდა და ეს მაისურიც მისი ნაჩუქარი იყო
* * *
-მინიონის მაიკა-სიხარულით მივუგე ტეტეს, რომელსაც წიგნში ჩაეფლო თავი და ქართულს კითხულობდა
-გინდა გაჩუქო?-გამიღიმა
-მაჩუქებ?-სიხარულით შევხედე
-გპირდები-თავი დამიკრა და მასწავლებელს გახედა, რომელიც წარბაწევით გვიყურებდა
* * *
კიდევ ერთხელ წამოუვიდა ცრემლები, არასდროს არაფერი უნანია და ახლა შეეპარა ეჭვი საკუთარ თავში, ისევ დაიწყო ტირილი, გული შეეკუმშა, ტკიოდა, თავს ვერ ერეოდა. ჰო, ინანა, პირველად ინანა მისი ასეთი საქციელი
* * *
-ტეტე გადი ერთი გარეთ დახვდი ახალი მოსწავლე მოვა-მიუგო მასწავლებელმა ტეტეს
-როგორ ვიცნო?
-ძალიან ლამაზია-გაუღიმა დარეჯანმა და გარეთ გაუშვა

ნელა მივდიოდი, არ ვიცოდი სად იყო მასწავლებელი და ველოდი როდის გამოჩნდებოდა, ვიღაც ბიჭი გაშმაგებული მიყურებდა, ვფიქრობდი, შეიძლება ეს გამოუშვათქო, მაგრამ დაველოდე მის რეაქციას
-თქვენ დარეჯანთან..
-დიახ-შევაწყვეტინე
-წამობრძანდით-გამიძღვა წინ, შევამჩნიე როგორ გაეღიმა და მეც უკან მივყევი

* * *
ესეც პირველი გაცნობა, გამეღიმა, როცა გამახსენდა აქეთ-იქეთ მაყურებელი ბიჭი, რომელიც ვიღაცას ელოდა და ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა..

ფეისზე შევედი, მეგობრებიდან წაშლილი მყავდა ტეტე, შემთხვევით ვათვალიერებდი დარეჯან მასწავლებლის გვერდს, როცა წავაწყდი ჩემსა და ტეტეს ვიდეოს.კიდევ ერთხელ ავტირდი, ღმერთო, ცოტა შემიბრალე მაინც!

* * *
-ტეტე რა ხანია შენი წაკითხული ლექსი აღარ მოგვისმენია, მოგვენატრა-გაუღიმა მასწავლებელმა ტეტეს
-არა მას, ახლა სად წავიკითხო
-მიდი ერთი რომელიმე წაიკითხე-შეეხვერწა ბავშვები, მე ხმას არ ვიღებდი, ტეტემ გადმომხედა და დარეჯანს მიუგო
-თუ სალომე დადგება სკამზე მაშინ წავიკითხავ
-აუცილებლად წაიკითხავ?-მიუგო მასწავლებელმა
-კი
-მიდი ადი სალო-მომმართა მე
-სად?-გამიკვირდა
-ქალბატონო-გამომიწოდა ხელი ტეტემ, ფრთხილად ჩავჭიდე ხელი, წამომაყენა და სკამზე დამაყენა, კარგად დავინახე როგორ იღებდა მასწავლებელი ვიდეოს და გამეცინა, ტეტემ დაიწყო კითხვა:

უდაბნოში რომ აღმოვჩნდე 
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ, 
დასაწყისშივე გეტყვი რომ 
ო, რა მაგარი ქალი ხარ... 

შავი ღვინის გაქვს ტუჩები, 
მაშინ როდესაც ლოთი ვარ 
და როცა თრობა მინდება, 
მე შენთან სტუმრად მოვდივარ 

აი მაშინ კი დავთვრები, 
ჩავიძირები სასმელში, 
იმას ალერსით გადმოგცემ, 
რასაც არ გეტყვი სათქმელში. 

ცხოვრებას რისკით შევხედავ, 
სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად, 
თუ მთასვლელობა შევძელი, 
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად. 

ღრუბლებს კი ნუ ემალები, 
გიხდება მათგან გამოსვლა, 
მე რომ მთის მწვერვალს დავიპყრობ, 
შენ მზის იქნები ამოსვლა. 

ვარდების ზღვაში გიხილე, 
ლექსი გიძღვენი უთქმელი, 
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ, 
ვარდებს აქვს შენი სურნელი. 
ხედავ რა ქალი ყოფილხარ? 
შენკენ ლტოლვა რომ დიდია, 
შენზე მაგარი კაიფი, 
მე სულ ფეხებზე . 

ეს ვარდები კი სუყველა, 
გრძნობებით მოქარგულია, 
არცერთი არ მიყიდია 
სულ ყველა მოპარულია.

კითხულობდა და თვალებს არ მაშორებდა, ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა, მეღიმებოდა, მაგრამ არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, საოცრად მიბჟუოდა მთელი სხეული, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, სწრაფად ვსუნთქავდი, ხელი გამომიწოდა და ნელა ჩამომიყვანა ქვემოთ.

* * *
ისევ ავტირდი, რას მიკეთებთ? რატომ ვარ ასე? ღმერთო მე ის მიყვარს, კი, ასეა, მთელი ორი თვე რაც ერთად ვიყავით დაუვიწყარი იყო ჩემთვის, მაგრამ ჩემი სიტყვებით მე ის გავანადგურე, გავტეხე, მიწასთან გავასწორე
* * *
-იცი? მე შენ არ მიყვარხარ, არ ვიცი რა არის სიყვარული, ვიცი გაგაწვალებ და დაგტანჯავ ჩემი ქცევებით, აჯობებს დავშორდეთ
-გთხოვ ნურაფერს მეტყვი, გთხოვ, გაჩუმდი-მეხვერწებოდა და გაჩუმებას ცდილობდა, მეც მის ნებას დავყევი-საერთოდ მინდა გავწყვიტო შენთან ურთიერთობა, არ მინდა რაიმე მაკავშირებდეს, იცი? რამდენი ცხოვრებისგან მივიღებ რაიმე კარგს მაშინვე ვკარგავ, არ ვიცი ასე რატო ხდება, მაგრამ ახლა შენ დაგკარგე, კარგია, რომ არ გააჭიანურე და მალევე მითხარი, კარგად-დამემშვიდობა და წავიდა! წავიდა სამუდამოდ ჩემგან

13:01:15
-სალი ადექი სოფელში მივდივართ-ოთახში შემოვიდა დედა
-ახლა?
-ჰო-წამოვყავი თავი, დედაჩემმა სახეზე იტაცა ხელები-რას გიგავს თვალები გოგო, რა გჭირს?-შეეშინდა დედაჩემს
-ჩამეხუტები?-ვუთხარი ჩუმად, მომიახლოვდა, საწოლზე ჩამოჯდა და მაგრად მომეხვია, ტირილი ამიტყდა კვლავ
-მიყვარს დე ტეტე
-მერე?
-მერე ის, რომ ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტეთ
-კი, მაგრამ რატომ?
-ვუთხარი, რომ არ მიყვარს, ახლა რა ვქნა?
-შენს გულს მოუსმინე და ის გიკარნახებს რა არის სწორი შვილო-მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

სოფელში მივდიოდი, ფანჯარასთან ვიჯექი, ყურსასმენები მქონდა გაკეთებული და სიმღერებს ვუსმენდით, ბალახვანში კიბეებს გავუარეთ და სასიამოვნოდ გამკრა გულში რაღაცამ. გამეღიმა და ცრემლი მომადგა, სულ არ მადარდებდა ახლა ის ფაქტი, რომ მანქანაში 5 ადამიანი ისხდა და ყველა მე მიყურებდა.

* * *
-გაჩერდი-გამაჩერა ტეტემ კიბეებზე და ხელი გამიშვა
-რა მოხდა?-გამიკვირდა და რამდენიმე კიბის ქვემოთ მდგარ ტეტეს გავხედე
-ახლა ჩამეხუტე-გაშალა ხელები და გამიღიმა, სიხარულით მოვხვიე ხელები და მაგრად ჩავეხუტე, ყელში ვაკოცე, ოდნავ შეიშმუშნა, მთელი სახე დამიკოცნა და ყურთან მიჩურჩულა
-მიყვარხარ ბოთე გოგო
-მეც მიყვარხარ მინიონო-გავუცინე და უფრო მივეკარი. 15 წუთი გაუნძრევლად ვიდექით და ვეხუტებოდით ერთმანეთს, არცერთი სიტყვა, არცერთი ქმედება, ირგვლივ გაოცებულნი გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებდა.
რამდენი მასწავლებლიდან გამოვიდოდით იმდენჯერ სპეცალურად ვდგებოდით იქ და ერთმანეთს ვეხუტეოდით.
-ეს ადგილი ჩემი საყვარელი ადგილი გახდა, რამდენი აქ გამოვივლი სულ გამახსენდება როგორ ვეხუტებოდით ერთმანეთს-გავუცინე, ხელი ჩავკიდე და კიბეებზე სირბილით დავეშვით.

* * *
მიხაროდა, რომ მასთან ტკბილი მოგონებები მაკავშირებდა, ჩემი ძმა გაოცებული მიყურებდა, მაგრამ ახლა ეს ვის ადარდებდა?
-თაკო ნახატი დაგიხატე-გამიცინა და მომაწოდა, მინიონი იყო, გამახსენდა ჩემი დახატული მინიონი როგორ სიხარულით ვანახე ტეტეს სკაიპში და გამეცინა.

* * *
-მე იცი რა მაგარ ნახატებს ვხატავ?-დავიწყე ცქმუტვა, ველოდი როდის მეტყოდა მანახეო, მაგრამ არ მითხრა, გავბრაზდი და მერე მე ვკითხე
-განახო?
-არა-დამეჭყანა
-კაი-მეწყინა, თან ქართულს ვწერდით
-მიდი მანახე-აუტყდა სიცილი
-არ განახებ
-ო, მანახე ახლა, მაინტერესებს
-ჰო კარგი-გავუცინე და ვანახე ტეტეს სკაიპში ნახატები
-ოჰ რა ნიჭიერი გოგო მყავხარ-გავუცინე და დავეჭყანე
-შეწიე გოგო ენა, თორე გიკბენ და ნახავ-გამიცინა და წერა განაგრძო

* * *
სოფელში ვიყავი, განტვირთვა იყო ეს ჩემთვის, კარგია, რომ წამოვედი, ცოტახანს დავისვენებ, მოვწყდები ყველაფერს. ტელეფონში ფოტოებს ვახარისხებდი, როცა შემთხვევით ცისფერი ვარდების სურათს წავაწყდი

* * *
,,sal, momwonxar"
,,ar miyvars mikibv-mokibva da getyvi, rom mec momwonxar"- აღარაფერი უპასუხებია, გამიკვირდა კიდეც, ასე არ იცოდა.

სკოლიდან გამოვდიოდით მე, ანა და ნინი
-ვაიმე სალ, ის ტეტეა?-მკითხა ანამ, უნდა გამეხედა, როცა ნინიმ თქვა
-ჰო გოგო ტეტეა, ვაიმე ცისფერი ვარდები უკავია-შეიცხადა, ისე გაუხარდა ლამის ცეკვა დაიწყო
-რა? მეღადავებით?-გულისცემა ამიჩქარდა, ფეხები მეკვეთებოდა, არ ვბრუნდებოდი, რაღაც მაკავებდა, ან მეშინოდა არ წავქცეულიყავი, როცა დავინახავდი ვარდებით
-გაიხედე გოგო, ვაიმე, ნახე როგორ გიყურებს-არ ჩერდებოდნენ გოგოები, მივტრიალდი, სახეზე ხელები ავიფარე, შემრცხვა და თან მომერიდა, ნელა ძლივს-ძლივობით ვდგამდი ნაბიჯებს, გოგონები უკან მომყვებოდნენ, მივუახლოვდი
-გამარჯობა
-როგორ ხარ სალ
-კარგად შენ
-ეს შენ-გამომიწოდა ყვავილი
-რა საჭირო იყო?
-იყო-მითხრა გადაჭრით
-მადლობა, ცუდი ბიჭი ხარ-ვუთხარი დანანებით
-მასწავლებელთან მიდიხარ ჰო?
-კი
-წამო მიგაცილებ
-კარგი


მეორე დღეს ისევ დამხვდა სკოლასთან, შემდეგ უკვე მინდვრის ყვავილები მაჩუქა, წარმოდგენა მქონდა სკოლაში, ჩემებიც იქ იყვნენ, საშინლად შემრცხვა, არც ველოდი, თან მინდოდა გამორთმევა, თან არა, არ ვიცი რა დამემართა როცა ჩემი კლასელები და მასწავლებლები ყველა მიყურებდნენ. დედაჩემი იცნობდა და მიესალმა. ყველას გავაცანი ტეტე, შევამჩნიე ისიც საოცრად ღელავდა, ლამის ფეხებში ძალა გამოლეოდა და წაქცეულიყო, მეც იგივეს ვგრძნობდი, შეიძლება შევწუხებულიყავი. მანქანში ვიჯექი, დედაჩემმა გამიცინა
-მამაშენს რა ვუთხრათ ახლა?-იკითხა სიცილით
-ეს ყვავილი ჩემს საფლავზე დაადეთ-ვუთხარი თამკს და დედაჩემს სიცილით
-როგორ აპირებ შეტანას სახლში?
-დავმალავ და მერე შევიტან-მხრები ავიჩეჩე
-ჰო რავიცი

* * *
მამაჩემის რეაქცია საოცრად გამიკვირდა, როცა მითხრა ვინაა ის უბედურიო, სიცილი ამიტყდა, დედაჩემიც მეხმარებოდა ნიკას მოთაფლვაში.

-ეს რა არის?-მკითხა ბებომ სამაჯურზე
-ეს სამაჯურია, ჩემი ინიციალებით-მივუთითე T-ზე
-აჰა-მითხრა და ერთი შეათვალიერა და ხელი მიშვა, ესეთი სამაჯური ტეტეს ვაჩუქე

* * *
-რაც არ უნდა მაჩუქო იცოდე, რომ ძალიან ძვირფასი იქნება ჩემთვის
-იმედია არ დამცინებ-ვუთხარი სიცილით და ხელზე სამაჯური გავუკეთე
-ჩემი ბოთე გოგო
-მიყვარხარ ტეტ-მივუგე და მაგრად ჩავეხუტე, ისევ კიბეებზე ვიდექით და ერთმანეთს ვეკვროდით, წვიმამ დაიწყო, გამეცინა
-რა იყო?
-ჩემი დიდი ბიჭი ხარ-ვუთხარი და მაგრად მაკოცა ყელში
-შენ კიდე ჩემი პატარა გოგო ხარ
-პატარა გოგოს დიდი ბიჭი-ტაში შემოვკარი
-არა, დიდი ბიჭის პატარა გოგო ხარ, ბოთე გოგო
-მიყვარხარ მინიონო

20:01:2015
ფრთხილად შევაღე სახლის კარები
-გამარჯობათ-მივესალმე მასწავლებელს და მოსწავლეებს, მივუახლოვდი და მაგრად ჩავეხუტე დარეჯან მასწავლებელს
ყველა იყო ტეტეს გარდა, გულში ჩამწყდა რაღაც, ღიმილი სახიდან გამიქრა, როცა დარეჯან მასწავლებელმა მაცნობა, რომ ტეტე წასულა ჩვენგან
-უი რატო?-გავიკვირვე
-არ ვიცი, არაფერი უთქვამს-მიპასუხა დარეჯანმა
-ცუდია-მივუგე ჩამწყდარი ხმით, თმები სახეზე ჩამოვიფარე, ცრემლები წამომივიდა, კარგად ხედავდნენ ჩემს ცრემლებს ბიჭები და დაღვრემილი მიყურებდნენ, იცოდნენ მათ მიზეზი, ყველაფერი იცოდნენ!

25:01:2015
დღეს ტეტეს დაბადების დღეა. უჩემოდ ხვდება დაბადების დღეს. მასწავლებლიდან გამოსულმა მაშინვე დემეტრეს(ტეტეს ძმაკაცს) დავურეკე
-შეგიძლია ახლა ქალაქში გამოხვიდე?
-რა ხდება სალ?
-ტეტეს არაფერი უთხრა, გთხოვ გამოდი ქალაქში
-კარგი, ნახევარზე მანდ ვარ
-დაგელოდები, სკოლის წინ, კაფეში
-კარგი-ტელეფონი გავუთიშე და ხელში საჩუქარი შევათამაშე.

-გამიხარდა რომ მოხვედი-ჩავეხუტე და სკამზე მივუთითე, რომ დამჯდარიყო
-აბა რა ხდება?-მკითხა ინტერესით
-დღეს ტეტეს დაბადების დღეა, მინდა ეს საჩუქარი გაგატანო, რომ მისცე, არ უთხრა, რომ ჩემი საჩუქარია, გთხოვ მიეცი
-კარგი რა პრობლემაა-გამიღიმა
-მადლობა
-ისევ გიყვარს?
-მიყვარს, მაგრამ არ შემწევს ძალა მივიდე და ვუთხრა, ისე გავანადგურე, რომ არ შემიძლია
-მესმის შენი, მაგრამ რატო დაშორდი
-მეგონა არ მიყვარდა
-იჩქარე
-კი, პირველად ვინანე ცხოვრებაში რაღაც-თავი დავხარე, რომ ცრემლები შემეკავა
-ჩუ, დაწყნარდი, კარგი მომეცი და დღეს მივცემ
-რაღაც უნდა გთხოვო კიდევ, შიგნით დევს წერილი, პირველმა მინდა მან წაიკითხოს, მთელი ემოციებით დავწერე და სანამ არ ნახავს არ წაიკითხო რა
-რას ამბობ, რა პრობლემაა-გადამეხვია და წავიდა. ცოტახანს კიდევ ვიჯექი, მერე ავდექი და სახლში წავედი.

* * *
6 საათი იყო, ყველა რესტორანში იყო ტეტეს სამეგობრო
-ტეტე-დაუძახა დემეტრემ
-ჰო
-რაღაც მინდა მოგცე
-რა უნდა მომცე?-ხელში მიაჩეჩა პატარა სასაჩუქრე ცელოფანი
-ეს ჩემგან არ არის
-აბა?-გაიკვირვა და გახსნა დაიწყო
-თავადაც მიხვდები-გაუღიმა და გაშორდა. პარკიდან ამოიღო პატარა მინიონი, გულში მტკივნეულსდ გაკრა რაღაცამ, ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, წერილი შენიშნა, ამოიღო და გაშალა:
,,დაბადების დღეს გილოცავ, ძალა არ მეყო, რომ შენთვის პირადად მომელოცა, არც იმის ძალა მეყო, რომ შენთვის ბოდიში მომეხადა, იმდენად მოგაყენე ტკივილი, რომ არ შემეძლო რამე მეთქვა. იმედია აიღებ ამ საჩუქარს, ეს მინიონი მინდა შენ გქონდეს, ვალდებული ვარ, რომ შენთვის მომეცა, ერთად რომ ვყოფილიყავით სხვა რაღაცას გაჩუქებდი, მაგრსმ ახლა მინიონს გჩუქნი ჩემო მინიონო, პირველად ვინანე ჩემი საქციელი, იმედია გამიგებ, გთხოვ არაფერი მომწერო ან მითხრა, ვერ წარმოიდგენ როგორ მტკივა, მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ...
,,ჩემს" მინიონს ,,თავისი" ბოთე გოგოსგან"

გულში რაღაც საშინლად ჩაწყდა, ვერ პატიობდა თავის თავს, თუმცა რას თავადაც არ იცოდა. ხედავდა და ვერ აცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ სალიმ გამოუგზავნა ეს საჩუქარი, გაუხარდა, ესიამოვნა, რომ ბოთე გოგოს გაახსენდა..საჩუქარი საგულდაგულოდ შეინახა წერილთან ერთად და რესტორანში შევიდა.

29:01:2015
დღეს შესრულდებოდა 3 თვე ჩვენი ერთად ყოფნისა, ცრემლები წამომივიდა, გული მეტკინა საშინლად. მთელი დღე სახლიდან არ გავსულვარ, ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და არ გამოვდიოდი
-სალი-კარებზე მომიკაკუნა დედამ
-ჰო
-ჭამე რამე, ასე ნუ ხარ
-დედა კარგი რა, გთხოვ
-არ მაინტერესებს-მისაყვედურა-ახლავე შეჭამ-ფრთხილად მომიტანა ჩანგალი პირთან-გააღე პირი
-დედა ბავშვი ვარ?
-ჩემთვის სულ ბავშვი იქნები-მითხრა და მაკოცა


-სალ-გახარებული შემოვიდა ოთახში დედა
-ჰო დე
-მარკეტში გამეგზავნე სასწრაფოდ
-კარგი, რა ამოვიტანო?
-დროზე ჩადი, ეგრე ჩადი არ გინდა გამოცვლა
-ჰო, კარგი, მაგრამ რა ამოვიტანო?
-max fun ამოიტანე
-ვსო? მაქს ფანი ვის უნდა?
-შენთვის

ფრთხილად დავეშვი კიბეებზე, მაგრამ ადგილზე გავშეშდი, როცა ბუშტებით, დიდი დათუნიითა და ვარდებით დამხვდა ტეტე, ცრემლები წამომივიდა, გული ამიჩქარდა, მივვარდი და მაგრად ჩავეხუტე, არაფერი არ მინდოდა, მხოლოდ მისი ჩახუტება, ვეკვროდი და მაგრად ვკოცნიდი
-გილოცავ-მითხრა და ფრთხილად შეეხო ჩემს ბაგეებს, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ტუჩზე მაკოცა, სახე ცრემლებმა დამინაბა, მაგრად ჩავეხუტე, ირგვლივ ჩემი მეგობრები იყვნენ, ფოტოებს გვიღებდნენ და გვილოცავდნენ შერიგებას
-დიდი ბიჭის პატარა გოგო ხარ!!

სიყვარული... მუდამ ეს ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად მოსაბეზრებელი თემა იყო ჩემთვის, სანამ... ეს გრძნობა მაოცებს, უზომო ბედნიერების მოტანაშეუძლია და ამავდროულად უბედურებისაც. რატომ მაინცდამაინც გული? ალბათ იმიტომ, რომ ადრენალინთან არის დაკავშირებული. სიგიჟეა, სრული სიგიჟე. ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს. საშინელებაა და ამავდროულად საოცრებაც. ხედავ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც შენთვის უნიკალურია და გული გამალებით იწყებს ძგერას.

მოგესალმებიით.,როგორ ხართ?? იმედია ისიამოვნეთ ამ ისტორიით. მინდა გაცნობოთ, რომ ეს ნამდვილი ამბავია. აბა როგორია?  



№1  offline წევრი ...a lone...

Sainteredo istoriA iyo... :)

 


№2  offline წევრი blackboss

ძალიან კარგი და სასიამოვნოდ წასაკითხი იყო love

 


№3  offline წევრი natia-natia

დზალიან მიხარია ესეთი სიყვარული რო არსებობს :)

 


№4  offline წევრი Ninuca)

ძალიან ძალიან მაგარი იყოო <3

 


№5  offline წევრი ROLIKA

...a lone...
Sainteredo istoriA iyo... :)


Madlobaa <3

blackboss
ძალიან კარგი და სასიამოვნოდ წასაკითხი იყო love


Mixaria tu mogeonaa <3

natia-natia
დზალიან მიხარია ესეთი სიყვარული რო არსებობს :)


Mec dzalian mixariaa <3

Ninuca)
ძალიან ძალიან მაგარი იყოო <3


Dzalian dzalian didi madlobaa <3

 


№6  offline წევრი Nini123456

ძალიან მომეწონა სასიამოვნო წასაკითხი იყო

 


№7  offline წევრი ROLIKA

Nini123456
ძალიან მომეწონა სასიამოვნო წასაკითხი იყო


Didi madloba chemo kargo <3

 


№8  offline მოდერი ანკა

ეს რაღაც საოცრება იყო <3 <3 <3 მართლა ძალიან მომეწონა შეუდარებელი ხარ love

 


№9  offline წევრი ROLIKA

ანკა
ეს რაღაც საოცრება იყო <3 <3 <3 მართლა ძალიან მომეწონა შეუდარებელი ხარ love


Dzalian didi madlobaa sayvareloo <3 <3 vgijdebi shenzee <3 <3 <3

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

სასიამოვნოდ გაღიმებული ვკითხულობდი, ჩანდა რომ გულით დაწერილი იყო..
განაგრძე წერა, არ შეჩერდე და სიამვნებით წავიკითხავ შემდეგსაც

 


№11  offline წევრი ROLIKA

terooo
სასიამოვნოდ გაღიმებული ვკითხულობდი, ჩანდა რომ გულით დაწერილი იყო..
განაგრძე წერა, არ შეჩერდე და სიამვნებით წავიკითხავ შემდეგსაც


dzalian dzalian didi madloba <3 aucileblad <3 mixaria rom mogewona <3

 


№12 სტუმარი მაკუნა ^_^

მაგარი იყოო ^^ მომეწონა ყოჩაღ ^^

 


№13  offline წევრი ROLIKA

მაკუნა ^_^
მაგარი იყოო ^^ მომეწონა ყოჩაღ ^^


მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent